ჰერმენევტიკის ისტორია
სანამ ჰერმენევტიკის ისტორიაზე გადავალთ, მისი განმარტებით დავიწყოთ. ჰერმენევტიკა (ἑρμηνεύω) ბერძნული ეტომოლოგიის მქონე სიტყვაა და გათარგმნას, განმარტებას ნიშნავს, ძველ საბერძნეთში ნადმვილად არსბეობდა გაუგებარი ტექსტების და აზრების გადათარმგნის და განმარტების აუცილებლობა, სამყაროში სადაც მიღებული იყო მკითხაობა და ლიდერების უმეტესობაც იყენებდა მას ნამდვილად საჭირო იყო, მკითხავთა ნათქვამის ზუსტი განმარტების ქონა. მაგალითად, როდესაც ფილიპე მეორე მაკედონელი, სპარსეთზე გალაშქრების წინ დელფოს სამისნოს ესტუმრა და პითიას ჰკითხა, თუ რა მოელოდა მომავალში, მისანმა უპასუხა, რომ “ხარი მზად იყო დასაკლავად” ფილიპეც გულდამშვიდებული დაბრუნდა პელაში და სპარსეთთან ომის სამსაზადისი გაარძელა, თუმცა სანამ სრულყოფილად მოემზადებოდა მანამდე სასახლის კარის შეთქმულების დროს მოკლეს (დაკლეს). ასე, რომ ანტიკურ ხანაში ნამდვილად საჭირო იყო ჰერმენევტიკა და კარგი განამტება სხვისი დაწერილის თუ ნათქვამის. ჰერმენევტიკის როგორც ტერმინის გაჩენას, ძველბერძნულ ღმერთს ჰერმესის სახელს მიაწერენ, ჰერმესის ერთ-ერთი მოვალეობაც ღმერთების მიერ ნათქვამის და ნაგულისხმევის ხალხამდე მიტანა და განმარტება იყო, თუმცა მას ბევრი სხვა საპატიო ტიტული და მოვალეობაც ჰქონდა დაკისრებული, ის იყო ღმერთი რომლის მოვალეობაც იყო ღმერთებს შორის მაცნის როლის შესრულება, ღმერთებს და ადამიანებს შორის ინფომრაციის გაცვლა, მისი მოვალეობა იყო გარდაცვლილთა სულების ქვესკვნელში გაცილება, მას მიეწერებოდა, ენის, საუბრის და ინტერპრეტაციის გამოგონება, ის ასევე იყო, ტყუილების, გაცურების და ქურდობის ღმერთი. სწორედ ეს ორაზროვნება, მრავლსახიანობა და მრავალფუნქციურობა, გაგეგბას და გაუგებრობას შორის დგომა იყო ის, რამაც ჰერმესი, ჰერმენევტიკის იდეალურ წარმომადგენლად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ ითვლება, თითქოს ჰერმენევტიკა ჰერმესიდან წარმოიშვა, მე მგონია, რომ ჯერ იქნებოდა ბერძნული სიტყვა, რომელიც აღნიშვდა გაგებას, განამრტებას – ერმინევო – საიდანაც წარმოიშვა თვით ჰერმესის სახელი და შემდგე უკვე ჰერმენევტიკას დაერქვა, რომ ჰერმესი დაედო საფუძვლად. მართლაც, ჰერმენევტკის განმარტების მცდელობას, რომ დავუბრუნდეთ ეს არის მეთოდოლოგია, რომელიც გვეხმარება გაუგებრის გაგებაში, მის ახსნაში და განმარტებაში, თუმცა მისი გამოყენებით ასევე შეიძლება, სხვების გაცურება, შეცდომაში შეყვანაც.
თანამედროვე სამყაროში ჰერმენვტიკა გვეხმარება, ბიბლიური ტექსტების ინტერპრეტაციაში, ბრძნული ტექსტების გააზრებაში და ფილოსოფიური ნაწარმოებების განმარტებაში. ჰერმენევტიკა ფართოდ გამოიყენება, ისტორიული, იურიდული და თეოლოგიური ტექსტების გააზრებაში.
პირველად ჰერმენევტიკა, როგორც ტერმინის დამკვიდრება და შემოტანა არისტოტელეს მიეწერება, ნაშრომით Περὶ Ἑρμηνείας (პერი ერმენეიას, განმარტებების შესახებ) არისტოტელეს ეს ნაშრომი ლათინურში De Interpretatione სახელით გადავიდა, საიდანც დასავლეთევროპულ ენებზე ითარგმნა და დასავლურ ფილოსოფიაში შეაღწია. პერი ერმენეის არისტოტლეს ნაშრომების, ორგანონის მეორე ნაწილი იყო და ენასა და ლოგიკას შორის ურთიერთობას, მიმართებას ეძღვნებოდა და ლინგივსტური ფორმების კლასიფიცირებას და განსაზღვრებას ახდენს.
ქრისტიანობის გაბატონებულ რელიგიად გადაქცევამ, წარმოშვა საჭიროება, ბიბლიური და თეოლოგიური ტექსტების განმარტებისა, ჰერმენევტიკა კი იყო ის მეთოდოლოგია, რომელიც განმარტებების გაკეთების დახვეწილ, დამუშავებულ და მეტ-ნაკლებად ნორმირებულ გზას სთვაზობდა. შუა საუკუნეებში ბიბლია იყო მთავარი ტექსტი, რომლის განმარტების საჭიროებაც არსებობდა, რამაც თეოლოგოებს უბიძგა ბიბლიური ექსეგეზის (ἐξήγησις – ახსნა, განმარტება, ინტერპრეტაცია) ჩამოყალიბებისკენ. ბიბლიის განმარტების გზაზე ჩამოყალიბდა ექსეგეზური კოდი, რომლის თანახმადაც ბიბლია ორ მთავარ ნაწილად იყოფოდა, მანტიად (კორტექსი) და გულად (ნუკლეუსად). გარე სამოსელი შეიძლებოდა ახსნილიყო მარტივი, ენობრივი, გრამატიკული და სიტყვების ისტორიული მნიშვნებლობიდან გამომდინარე, ხოლო შიდა ნუკლეუსის ნაწილი კი თავის მხრივ სამ ნაწილად იქნა დაყოფილი სადაც უკვე ტექსტის, მორალური, ქრისტოლოგიურ-ეკლესიური და ზეციური მისტიურობა იყო მოცემული. პირველ დონაზე ბიბლიის მორალური ნაწილის კვლევა ხდებოდა, რომელსაც ადამიანებს შორის ურთიერთობები უნდა დაერეგულირებინა, ქრისტოლოგიურ-ეკლესიურ დონეზე განიმარტებოდა და იკვლევდნენ რწმენის საკითხებს, ხოლო მესამე ზეციური მისტიური დონე მიიჩნეოდა როგორც შეუცნობელი, რომელიც მხოლოდ იმქვეყნად იქნებოდა გაცხადებული.
ჰერმენევტიკას და ტექსტების განმარტების ხელოვნებას მიუხედავად არსებული ინტერესისა, ნამდვილი ძალა მისცა და ახალი სული შთაბერა ევროპაში წამოწყებულმა რელიგიურმა რეფორმაციამ, რომელიც თავის მხრივ არსებული პოლიტიკურ რეალობაზე პასუხი იყო. ახალი პოლიტიკური რეალობის შესაქმენლად საჭირო გახდა ხალხის ახლებურ ჭკუაზე დაყენება, იმ პერიოდში, როდესაც სრულიად ევროპული საგანმანათლებლო ველი დაპყრობილი ჰქონდა ბიბლიას და კათოლიკურ ეკლესიას, როდესაც ეკლესიური დიქტატი იყო ყველაფრის განმსაზღვრელი და არ არსებობდა ცოდნის ალტერნატიული წყარო, კათოლიკური ეკლესიის დასამარცხებლად საჭირო იყო მისივე ნათქვამის და დაწერილის ალტერნატიულად განმარტება, რათა ხალხს პირველ რიგში დაენახა განსხვავება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი მათი დაპირისპირება კათოლიკური ეკლესიის დოგმებთან.
პროტესტანტულმა რეფორმაციამ, ბიბლიის ახლებურად გააზრება მოითხოვა, მათი აზრით ბიბლიის განმერტება მაქსიმალურად ობიექტური, სუბიეტური თვთნებობისგან განთავისუფლებული უნდა ყოფილიყო, რაც იმ დორინდელ კათოლიკურ ეკლესიაში ნამდივილად წარმოადგენდა პრობლემას, კათოლიკური ეკლესია და პაპი, რომელიც რომის იმპერიის გაგრძლებად იქნა ჩამოყალიბებული, რელიგიას იყენებდა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და მის მიერ დანიშნული კარდინალები და სასულიერო პირები მხოლოდ მის უმაღლეს ხელისუფლებას აღიარებდნენ, ამავე დროს ეს იყო პერიოდი, როდესაც ინდულგენციებით ვაჭრობა მთელ კათოლიკურ სამყაროში ყვაოდა და შესაბამისად რეფორმაციას და პაპის ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულებს, საქმეს თვითონ კათოლიკური ეკლესია უმარტივებდა მისი ქცევით, როდესაც ბიბლიას ისე განმარტავდნენ, როგორადაც მისთვის სასარგებლო იყო.
პროტესტანტული მოძრაობის გამოჩენული ლიდერების, მარტინ ლუთერის და ჟან კალვინის თქმით, ბიბლია საკუთარ თავ თვითონ განმარტავდა,. ლუთერის აზრით, ყოველ ქრისტიანს შეეძლო, ბიბლიას თვითონ ჩაწვდომოდა, “მხოლოდ ტექსტის მეშვეობით” (Sola Scriptura) პრინციპის გამოყენებით, მისი აზრით მკითხველს ბიბლიის შეცნობა წინასწარჩამოყალიბებული მოსაზებით არ უნდა დაეწყო, არამედ მის სიტყვებს დაკვირვებოდა და ისე შეეცნო. კალვინი თეოლოგიური ჰერმენევტიკის მეთოდად იყნებდა, ბიბლიური ტექსტის “მოკლედ და მარტივად” (Brevitas et facilitas) გაგების ხერხს.
რაციონალურმა განმანთლებლობამ, განსაკუთრებით კი პროტესტანტულმა ექსეგეზმა, ბიბლიური ტექსტების, როგორც კლასიკური ლიტერატურის ნაწარმოებების ტექსტები, განხილვამდე მიგვიყვანა. მათი აზრით ბიბლია წარმოადგენდა, იმ დროინდელი სოციალური და ისტორიული პრობლემებისადმი პასუხს და ასახავდა იმ პერიოდის რეალობას. მაგალითად, ახალ აღთქმაში არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო და რთული პასაჟები შეიძლება ახსნილი იქნეს, იმ პერიოდში არსებული ქრისტიანული პრაქტიკიდან გამომდინარე.
პროტესტანტი მოაზროვნეების მიერ ღრმად იქნა გააზრებული ჰერმენევტიკის მრავალი პრობლემა. მათ შორის ფილიპ მელანხთონის მიერ, რომელმაც პროტესტანტულ ჰერმენევტიკაში, ჰუმანისტური რიტორიკა შემოიტანა და მისით ეცადა ტექსტების გაგებას. მათ, საკუთარი პრინციპების ჩამოყალიბების პროცესში, შექმენს „ჰერმენევტიკული წრის“ სახელითა ცნობილი წესი. რომლის თანახმად, რაიმე რთული ფენომენის გაგების პროცესში ნაწილები, ფრაგმენტები უნდა გავიგოთ მთელის საფუძველზე, ხოლო მთელი – ნაწილების, ფრაგმენტების საფუძველზე.
რენესანსის ეპოქაში ტექსტების კრიტიკა, ცალკე დისციპლინად ჩამოყალიბდა, რომელიც ცდილობდა ტექსტის საწყისი ფორმა, ორიგინალური ტექსტი შეეცნო. ახალი დისციპლინის მიხედვით, რელიგურმა სწავლებებმა, ანტიკური ტექსტების ლათინურად თარგმნამ და ორინილი ტექსტების გადამუშავებამ დედააზრის დაკარგვამდე მიგვიყვანა და საჭირო იყო, ორიგინალი ტექსტების თავიდან გაგება. ამ ახალმა წამოწყებამ, რომ უძველესი, კლასიკური ტექსტები ახლიდან გაეზრებინათ ჰერმენევტიკული მეთოდები კვლავ წინ წამოწია.
განმანათლებლობის ეპოქაში, თეოლოგიური ტექსტების განმარტების და გაგების ახალი ეტაპი დაიწყო, ამ პერიოდში გამორჩეული იყო ბარუხ სპინოზას მოღვაწეობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა რაციონალიზმს და თანამედროვე ბიბლიისა და რელიგიის კრიტიკას. სპიონაზას ჰერმენევტიკა იცავდა ფილოსოფიის თავისუფლებას თეოლოგიის მიმართ. მისი აზრით ტექსტები თავისუფლად და მიუკერძოებლად უნდა იქნებს გაკრტიკებული და ისტორიულად დამოწმებული. სპინოზა თვლიდა, რომ ბიბლიაში მოცემული პასაჟები, რომლებიც სინამდვილესთან შეუსაბამობაში მოდიოდა, ბუნებრივ ახსნას საჭიროებდა. ის თვლიდა, რომ ბიბლია მეცნიერებას არ ასწავლიდა და ამის გამო გონებასა და რწემნას შორის განსხვავება არ უნდა მოშლილიყო. სპინოზას მიხედვით ბიბლია ღმერთის და ადამიანების სიყვარულს ასწავლიდა. მისივე მოსაზრებით, ბიბლური სასწაულები მეტაფორულად უნდა ყოფილიყო გაგებული და ბიბლიისა და ბუნების გაგების/ახსნის მეთოდები პრინციპულად ერთმანეთს ემთხვევა. ტექსტებში მოკვლეული უნდა იქნას მათი გადმოცემის ისტორია და მეთოდები (ზეპირსიტყვიერად, წერილობით, მთარგმნელობით) და ბიბლიური სწავლებების გაგებულ უნდა იქნეს იმ ისტორიული გარემოს გათვალისწინებით, როდესაც ისინი წარმოიშვნენ.
მეცხრამეტე საუკუნეში ჰერმენევტიკის განვითარებაში, ფუნდამენტური იყო თეოლოგ ფრიდრიხ შლაიერმახერის მოღვაწეობა (ირონულია, რომ Schleier გერმანულად ფატას, თავსაბურავს ნიშნავს, რომელშიც პატარძალი სახეს მალავდა, ხოლო Macher – მკეთებელს, ოსტატს ნიშნავს, ასე, რომ ის ვინც ადამიანებს სახის დამალვაში ეხმარებოდა, ამავე დროს ადამიანის გონებისათვის დაფარულის მარტივად ინტერპრეტაციის გზებს ქმნის). შლაიერმახერისთვის ერმენევტიკა იყო გაგების ხელოვნება და სწორი ინტერპრეტაციის ტექნიკა. შლაიერმახერი გაგების ბუნებას იკვლევდა არა მარტო როგორც წმინდა ტექსტების განმარტებასთან დაკავშირებულ პრობლემას, არამედ როგორც ყველა ტექსტისა და ადამიანური კომუნიკაციის საშუალებასთან დაკავშირებით. შლაიერმახერი განასხვავებდა გარამატიკულ და ფსიქოლოგიურ ინტერპრეტაციას, მისი თქმით ინტერპრეტაციის ყოველი პრობლემა გაგების პრობლემაც არის და განსაზღვრა ჰერმენევტიკა, როგორც გაუგებრობის თავიდან აცილების ხელოვნება. გაუგებრობა აცილუბულ უნდა ყოფილიყო გრამატიკისა და ფსიქოლოგიის კანონების ცოდნის მეშვეობით.
შლაიერმახერის პერიოდში მოხდა ფუნდამენტური გადასვლა, უბრალოდ სიტყვების და ობიქტური მნიშვნელბის გაგებიდან, მწერლის გამორჩეული ხასიათის და ხედვის გაგებისკენ.
მეცხარამეტე საუკუნის მეორე ნახავრის და მეოცე საუკუნის დასაწყისის ჰერმენევტიკა მეტწილად განსაზღვრა ვილჰელმ დილთაის შემოქმედებამ, მისი თქმით “ჩვენ ვხსნით ბუნებას და ვგებულობთ სულ, ის იყო პირველი რომელმაც სულიერიბის მეცნიერება შემოტანა (Geisteswissenschaften), ის თვლიდა, რომ ადამინია ცხოვრობს ბუნებსთან კონტრასტში და გააჩნია განცდები. ის გამოყოფდა და განასხვავებდა ფსიქოლოგიური შემეცნების ორ განსხვავებულ ხერხს, პირველი იყო აღწერითი, ცალკეულად დამშლელი ხერხი ხოლო მეორე ბუნებისმეტყველებაზე ორიენტირებული მეთოდი.
მეოცე საუკუნის შუა პერიოდის ჰერმენევტიკა ხასიათდება, მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიური ჰერმენევტიკით, რომელმაც ფოკუსი ინტერპრეტაციიდან, ეგზისტენციალურ გაგებაზე გადაიტანა, როგორც ფუნდამენტალური ონტოლოგიის ნაწილისა. ჰაიდეგერის მოძღვრების მთავარი აზრია ონტოლოგიური პრობლემა, ყოფიერების საზრისის გარკვევა.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ჰერმენევტიკა, უკვე ჰანს-გეორგ გადემარის ნააზრევით იქნა გამორჩეული, რომელიც თავის მხრივ ჰაიდეგერის მოწაფე იყო. გადემარის მიხედვით, ჩვენი გაგება მუდმივი არ არის, არამედ ცვალებადია და ყოველთვის ახალ პერპსექტივებს მიუთითებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის, ინდივიდუალური გაგების ბუნების შეცნობა. გადემარი თვლიდა, რომ რაიმეს მიმართ წინასწარი შეხედულების ქონა, ჩვენი გაგების ელემენტია და თავისთავად საფუძვლის გარეშე არ ჩნდება. მისი მოსაზღებით ჩვენ ვერასდროს ვერ შევძლებთ ტრადიციიდან გაქცევას და ერთედერთი რაც შეგვიძლია ვქნათ, არის რომ ვცადოთ მისი გაგება.
ახალი ჰერმენევტიკა არის ინტერპრეტაციის თეორია და მეთოდოლოგია ეგზისტენციალიზმის მეშვეობით ბიბლიური ტექსტების გასაგებად. ახალი ჰერმენევტიკის არსი ხაზს უსვამს არა მხოლოდ ენის არსებობას, არამედ იმ ფაქტს, რომ ენა საბოლოოდ ინდივიდუალური სიცოცხლის ისტორიაშია მატერიალიზებული ახალ ჰერმენევტიკას წარმოადგენენ მეცნიერები ერნსტ ფუქსი, გერჰარდ ებელინგი და ჯეიმს რობინსონი.
როგორც ვხედავთ, ისტორიის მანძილზე, ჰერმენევტიკა, მუდამ წინ გამოდის, როგორც კი საჭირო ხდება რაიმეს ახლებურად გასააზრებლად, დროთა განმავლობაში, გაჩნდა ჰერმენევტიკის მრავალი მიმართულება, რომლებიც მორგებული იქნა სხდასხვა რელიგიებს, გაჩნდა, ისლამური, იუდეისტური, ვედური ჰერმენევტიკა, ის რელიგიის გარდა მოარგეს პოლიტიკურ იდეოლოგიებს და მისი მეთოდების მეშვეობით ცდილობენ განმარტონ, თუ რისი თქმა სურს ამა თუ იმ იდელოგიას.
ჰერმენევტიკა იარაღია როდესაც ვინმეს მიერ დაწერილი რთული ტექსტი გვინდა მარტივად გადავაქციოთ, ანდა ეს რთული ტექსტი ისე გადავათარგმნოთ რაც ჩვენ გვინდა ის შინაარსი გამოვიდეს. მარქს მარქსისტის საუბარი აჩვენეს და თქვა, რომ მე მარქსისტი არ ვარო, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მარქსის რთული მოძღვრება, მარქსისტებმა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ისე გადათარგმნეს და შემდეგ მარქსის მოძღვრება დაარქვეს.