ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

![]() |
ძირითადი რესურსები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში |
![]() |
1884 წლის ფრანგულ – ბელგიური გაყოფა |
XIX საუკუნეში, ქვეყნის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ არაბი მონებით მოვაჭრენი, რომლებიც ბარ ელ ღაზარის რეგინიდან შემოდიოდნენ და ძირითადად ბანდას რეგიონიდან გაჰყავდათ მონები, 1884 წელს კი ბელგიურმა ექსპედიციამ, მდინარე უბანგის მეშვეობით, ცენტრალური აფრიკის დღევანდელ ტერიტორიამდე მისასვლელი აღმოაჩინა, შედეგად არაბები მოიცილეს, ნაცვლად მდინარის სამხრეთი ნაწილი ბელგიელებმა აიღეს ხოლო მთელი ჩრდილოეთი ფრანგების ხელში მოექცა, 1889 წლიდან მოყოლებული ფრანგებმა ბანგის პლაცდარმად გამოყენება დაიწყეს და მთელი ცენტრალური აფიკა დაიპყრეს სახელად კი ობანგი – შარის უწოდებდნენ, 1903 წელს ტერიტორია ოფიციალურად გახდა საფრანგეთის კოლონია, ხოლო 1910 წელს ფრანგული ეკვატორული აფრიკის ნაწილი გახდა, რაც ერთგვარი ფრანგული კოლონიების ფედერაციული გაერთიანება იყო, 1946 წლიდან ასპარეზზე ჩნდება ბართლომეი ბოგანდა, მღვდელი რომელმაც პოლიტიკაში გადაწყვიტა გადასვლა, ბოგანდამ მომახერხა ის რომ ის გახდა ფრანგული ნაციონალუ კრების წევრი, თუმცა ის პარიზში იშვიათად იყო და ამიტომ 1949 წლის 28 სექტემბერს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშ დაარსა პარტია სახელად ,, მოძრაობა შავი აფრიკის სოციალურად განვითარებისათვის”, ამის შემდეგ ბოგანდა ჯერ, ბანგის მერი გახდა შემდეგ კი ცენტრალური აფრიკის პრემიერ მინისტრი, ვიდრე 1959 წელს ავიაკატასტროფაშ არ დაიღუპა. 1957 წელს ბოგანდა ცდილობდა შეექმნა, ლათინური აფრიკის შეერთებული შტატები, რაც საპირწონე უდნა გამხდარიყო გვერდით მყოფი ბრიტანული, ანგლური კოლონიებისა და გასაბჭოებული ეგვიპტისა, თუმცა ფაქტია რომ აქედა არაფერი არ გამოვიდა.
ლათინური აფრიკის შეერთებული შტატები |
1960 წლის 13 აგვისტოს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და საფრანგეთის მიერ მხარდაჭერილი დავიდ დაკო, პრეზიდენტი გახდა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში არეულობები იყო, დარჩენილ ფრანგულ გარნიზონებთან, ჩადთან, შიდა ტომობრივი. კლანური. ასეთ ფონზე 1965 წელს სახელმწიფო გადატრიალების მეშვეობით ხელისუფლებაშ მოდის, ჟან ბედელ ბოკასა, რომელმაც თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო თუმცა ბოლოს ლორდი ექტონის სიტყვები გაამართლა, მისი მმართველობის პერიოდი იყო, ცვალებადი საგარეო და საშინაო პოლიტიკით გამორჩეული, დადასტურებული კანიბალიზმით, სახელმწიფო ტერორი, მიუღწეველი ნაპოლეონობა და პორტირება რელიგიებში. 1979 წელს ლიბიაში მყოფ ბოკასას ფრანგებმა შეუსრულეს და სპეც ოპერაცია ჩაუტარეს, ხელისიფლებაში ისევ დავიდ დაკო დაბრუნდა, ( ბოკასა პარიზში წავიდა და მუსლიმობის შემდეგ, ლამის მე – 13 მოციქულობა მოინდომა 🙂 ) . 1981 წელს კიდევ ერთი არეულობა და მმართველად გენერალი ანდრე კოლინგბა მოვიდა , რომელიც 1993 წელს ბოკასას ნაპრემიერალმა ანჟ ფელიქს პატასემ, ჩაანაცვლა ( გაგიკვირდებათ და არჩევნები მოიგო), პატასემ 2003 წლამდე იმოღვაწევა და შეძლო, ბოკასას დროს შეძენილი ცოდნის გამოვლინება, ყველაფერი ხელში დაიკავა და აკონტროლებდა, ბოლოს კდიე საკუთარი ალმასების მომპოვებელი საზოგადოებაც დაარსა, 2003 წლეს კი საკუათრმა გენერალმა ფრანსიუა ბოზეზემ, სახელმწიფო გადატრიალებით ჩამოაგდო, ბოზეზემ 2005 წელს არჩევნები ჩაატარა თუ დაუკვეთა და კიდეც მოიგო, ბოზოზე იმითაც იყო გამორჩეული, რომ მან ბოკასას რეაბილიტაცია მოახდინე და ისიც განაცხადა, რომ ბოკასას ნამოღვაწარს არ ვუფასებთო. 2006 წელს სიტუაცია გართულდა ჩრდილოეთით სადაც სელეკას ისლამისტური, დაჯგუფება იყო აჯანყებული, 2012 წელს სიტუაცია ძალიან გართულდა, ქვეყნიდან დაიწყო საზღვარგარეთის მოქალაქეების გაყვანა და საელჩოების დახურვაც, 2013 წლის 24 მარტს სელეკას ხალხმა მოახერხა ბანგში პრეზიდენტის სასახლის აღება ბოზეზე კდრ – ში გაიქცა, 2013 წლის აგვისტოში, სელეკას მეთაურმა მიხაელ დიოტოდიამ თავი პრეზიდენტად აირჩია და გამოაცხადა რომ, სექტემბერში სელეკას დაშლიდა, შედეგად კი სელეკას, ბოზიზეს, ქრისტიანებს, მუსლიმებს, ცალკეულ დაჯგუფებეს შორის დაპირისპირება დაიწყო. 2013 წლის 5 დეკემბერს გაეროს უსაფრთხოების საბჭომ საფრანგეთს ნება დართო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერაცია ჩატარებინა, 2014 წლის 10 იანვარს დიოტოდიამ და პრემიერ მინისტრმა ნიკოლას ტიანგაიემ გადადგომის შესახებ განაცხადეს, ამჟამად ქვეყაანს ანდრე ნცაპაიეკე მართავს და ცდილობს ქვეყანაში სიტუაცია დააწყანროს, რაშიც მას ფრანგი და გერმნელი სამხედროები ეხმარებიან და ქართველებიც უნდა დაეხმარნონ.
გამოყენებული წყაროები :
- https://www.youtube.com/watch?v=xubz9z00JVM
- http://de.wikipedia.org/wiki/Zentralafrikanische_Republik
- http://www.spiegel.de/thema/zentralafrikanische_republik/
- http://en.wikipedia.org/wiki/Andr%C3%A9_Kolingba
- http://de.wikipedia.org/wiki/Barth%C3%A9lemy_Boganda
- http://de.wikipedia.org/wiki/Mouvement_pour_l%E2%80%99%C3%A9volution_sociale_de_l%E2%80%99Afrique_noire
- http://www.faz.net/aktuell/politik/ausland/afrika/gewalt-in-zentralafrika-christen-und-muslime-bekaempfen-sich-12849272.html
- http://de.wikipedia.org/wiki/Jean-B%C3%A9del_Bokassa