შოტლანდიის კულტურა
შესავალი
ამ ნაშრომით მინდა კიდევ ერთხელ თვალი გადავავლოთ შოტლანდიას, როგორც ქვეყანას, მის კულტურასა და ტრადიციებს. ვეცდები ნათლად წარმოვაჩინო თითოეული საკითხი, ჩავშალო თემები და გაგაცნოთ, თუ რა დატვირთვა აქვს ამა თუ იმ მოვლენას ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მოგახსენებთ თემის სახელწოდებიდან გამომდინარე. ჩემთვის, როგორც ამ თემაზე წარმდგენი პირისთვის, მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი. დაინტერესებული ვარ შოტლანდიელებით, მათი კულტურითა და ტრადიციებით.
შოტლანდიის მდებარეობა და ზოგადი მიმოხილვა
შოტლანდია მდებარეობს ბრიტანეთის ჩრდილოეთით, მას ესაზღვრება ინგლისი, აღმოსავლეთით ჩრდილოეთის ზღვა, აღმოსავლეთით ატლანტიის ოკეანე და შოტლანდიის ზღვა. შოტლანდია არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა,თუმცა მას საკუთარი პარლამენტი ყავს, მოსახლეობის უმრავლესობა დღესაც ოცნებობს სრულ დამოუკიდებლობაზე. შოტლანდია დამოუკიდებლობისთვის ძირითადად ებრძოდა ინგლისს. ეს ომები არც თუ იშვიათ ხასიათს ატარებდა და ხალხისთვის იყო ძალიან მძიმე. ბრძოლის ძირითად იარაღს წარმოადგენდა მშვილდ-ისარი. ქვეყნის ოფიციალური ენა არის ინგლისური. ასევე აქვთ შოტლანდიური ენაც, რაც ძალიან ჰგავს ინგლისურს.
შოტლანდიელები
კუნძულ ჩრდილოეთით მაცხოვრებელი ხალხი-შოტლანდიელები არამც და არამც ინგლისელები არ არიან. ისტორიულად ისინი არაერთხელ ყოფილან ინგლისის მმართველები. შოტლანდიელები სხვა ერად თვლიან თავს, საამისო საფუძველიც აქვთ. შოტლანდიელი ერი ნაზავია ირლანდიიდან და უელსიდან მოსული კელტების, აგრეთვე ანგლების, სკანდინავიელების, ტენტონებისა და ფლამანდიელების.
სიღარიბემ და სასტიკმა ზნე-ჩვეულებებმა მტკიცე ნებისყოფისა და ვაჟკაცური სულის ხალხი შეჰქმნა. სიღარიბის მიზეზი შოტლანდიის მწირი ნიადაგი, უგზოობა და ჰავა იყო. როგორც ვიცი, ინგლისელები შოტლანდიელთა სიძუნწეს დასცინოდნენ, ისევე როგორვ მათ ენასა და იუმორის გრძნობას. ისინი შოტლანდიელებზე ამბობდნენ – ვინ იცის, რამდენმა წყალმა უნდა ჩაიაროს, ვიდრე შოტლანდიელი ხუმრობას მიხვდებაო.
შოტლანდიელების თავისებური იუმორი ახასიათებთ. ლაკონური, ენამწარე და შოლტივით მოქნილი. შოტლანდიელები მომჭირნეობას იჩენენ, როცა უსახსრობას განიცდიან. შოტლანდიაში სტუმართმოყვარეობა კეთილშობილურ ტრადიციადაა ქცეული. ისინი ყოველთვის თავდადებული და მამაცი მეომრები იყვნენ. ჯერ კიდევ ბანოკბერნის ბრძოლაში გაითქვეს სახელი და ამ ჟამიდან მოყოლებული არასოდეს შერცხვენილან. შოტლანდიელის სულსა გულში ჩაუქრობელი ცეცხლი გიზგიზებს.
ერთმანეთისგან განასხვავებენ ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიელებსა და ბარის მცხოვრებთ, მაგრამ სინამდვილეში ისინი კარგა ხანია ერთმანეთში გაითქვიფნენ ადგილგადანაცვლებისა და ქორწინების მეოხებით. მთიელები, ისევე როგორც ბარის მკვიდრნი, ემოციურნი და რომანტიულნი არიან, გულმხურვალედ უყვართ თავიანთი სამშობლო და ხალხი, მაგრამ ყველაზე მეტად სხვისხ წინაშე გულგახსნილობის ეშინიათ, ამიტომაც არიან სიტყვაძვირნი და ყველანაირად ერიდებიან გრძნობის გამომჟღავნებას. თუ მათზე პირქუშობასა და ცივობას ამბობენ, ისიც უნდა დასძინონ რომ თავდაცვის ხერხია. ბარის მცხოვრებთ მწარე ენა აქვთ. ხოტბის შესხმით დიდად თავს არ იწუხებენ, სამაგიეროდ სხვისი პატარა წაფორთხიალებაც კი არ გამოეპარებათ. წესად აქვთ, რომ შექებას აუცილებლად წინ წაუმძღვანონ გაქილვა. ისინი მუდამ ,,შებოჭილად’’ გრძნობენ თავს. ნაწილობრივ ამის ბრალიცაა, რომ ზედმეტად ვისკის. სასმელი ხომ ენასაც ამოადგმევინებს და გრძნობასაც გაამხელინებს კაცს.
მოკლედ რომ გითხრათ, შოტლანდიელები მშვენიერი ხალხია. მათ, მკაცრ პირობებში გამობრძმედილთ, მდიდარი და თავისებური ტრადიციები აქვთ. სულიერად ისინი რომანტიულნი არიან, მაგრამ მშვილდებივით მოზიდულნი და მიუნდობელნი.
სამოსი-კილტი
სამოსი- კილტი დღევანდელ დღესაც აქტუალურია, 2010 წელს შონ კონერი ამ ტანისამოსში გამოწყობილი მოგვევლინა მოდების ჩვენებაზე. ეს არის დიდი ზომის ნაჭერი, რომელიც წელზე ქონდათ მამაკაცებს შემოხვეული და დიდი ღილით ქონდათ დამაგრებული და ასევე საფულეც ქონდათ ჩამოკიდებული.
შოტლანდიაში კილტით სეირნობა დღესაც თავისუფლადაა შესაძლებელი გლაზგოსა და ედინბურგის ქუჩებში. მიუხედავად ამისა, კილტს უკვე იშვიათად, ძირითადად ქორწილებში და ეროვნულ დღესასწაულებზე იცვამენ. კილტს ათასწლოვანი ისტორია აქვს. მისი შეფერილობით იმის გარკვევაც კი შეიძლება, თუ რომელ კლანს წარმოადგენს მამაკაცი.შოტლანდია არის ქვეყანა სადაც დადებითი ემოცია აჭარბებს ყველანაირ მოლოდინს.
შოტლანდია-ვისკის ქვეყანა
ვისკი შოტლანდიელების ნაციონალური სიამაყეა. შოტლანდია ცნობილია, როგორც ვისკის ქვეყანა. ვისკის წარმოების მთავარი რეგიონებია: ჰაილენდსი, სპეისაიდი, ლოულენდსი, აილეი. შოტლანდიაში ვისკს ძირითადად ჭვავისგან ამზადებენ და მას სკოჩი ქვია. უნდა ავღნიშნოთ ვისკის სამი სახეობა : blend, pure malt და single malt. როგორც ცნობილია კლასიკური ვისკი არის single malt. როგორც უკვე ავღნიშნეთ, single malt ვისკებში ითვლება მეფედ, რაგდან მას მხოლოდ ქერისგან ამზადებენ .
Blend არის შერეული ვისკი და იგი ღვინის ქარხნებში მზადდება. ვისკის სპეციალისტები ხშირად ამბობენ , რომ ვისკის გამოხდა არის მეცნიერება, ხოლო კუპაჟირება- ხელოვნება. მეცხრამეტე საუკუნეში ენდრიუ იუშერმა ჩაუყარა საფუძველი ვისკების ერთმანეთში შერევას და ამით ვისკის ისტორიაში დაიწყო ახალი ეტაპი. ბლენდი ერთერთი ყველაზე გავრცელებული ვისკია. ასევე არსებობს ძალიან ძვირადღირებული, საკოლექციო ვისკებიც. შოტლანდიური ვისკის დაგემოვნებისას ადამიანი ხვდება აბსოლიტურად სხვა სამყაროში და იგი ალკოჰოლთან ერთად განიცდის მოგონებების, ოცნებებისა და ფიქრების მოჭარბებას.
შოტლანდიის კულტურა
შოტლანდია მდიდარია კულტურით. გამოირჩევა გაერთიანებული სამეფოს სხვა სახელმწიფოებისგან, თუმცა აქვს მსგავსება (როგორც ეს ტიპიურია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს). შოტლანდიელები ხშირად სასტიკად ამაყობენ თავიანთი კულტურით, რაც წარსულში იყო მისი ჩახშობის მცდელობების მიზანი ერთიანი “ბრიტანული” კულტურის შესაქმნელად – ინგლისურ კულტურაზე დაყრდნობით. დღეს, უფრო განმანათლებლურ ხანებში, შოტლანდიის კულტურული მიღწევები აშკარაა მრავალ სფეროში და აყვავებულია.
ქვეყანა მდიდარია ფესტივალებით. შოტლანდიელებს დიდი მიღწევები აქვთ ლიტერატურასა და ხელოვნებაში. შოტლანდიის განმანათლებლობის დღიდან, რომელიც მოჰყვა კავშირის აქტს, მან წარმოშვა მსოფლიოს უდიდესი ლიტერატურული პერსონაჟები, მოაზროვნეები და მწერლები. მრავალი იდეა, რომელიც დღეს თანამედროვე სამყაროს გასაღებია, გამომდინარეობს შოტლანდიელი მეცნიერების, მეცნიერთა და ავტორთა მოღვაწეობიდან, როგორიცაა ადამ სმიტი. ბოლო პერიოდში წარმატებას მიაღწიეს შოტლანდიელმა რომანისტებმა, მაგალითად, ირვინ უელსმა.
შოტლანდიური მუსიკა
შოტლანდია საერთაშორისო მასშტაბით არის ცნობილი თავისი ტრადიციული მუსიკით. ეს ქალაქი ფანტასტიკური მუსიკის სცენაა. ასევე აღსანიშნავია შოტლანდიური ფოლკლორი, რომელიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ედინბურგის ტრადიცია
პერფორმანსი, სადაც შიშვლები ისვრიან ფერებს. სულ 5 პერფორმანსს მოიცავს. ხუთივე წარმოდგენა თანამედროვე ცხოვრების წესს მკაცრად არღვევს და ისეთი კუთხით აჩვენებს, რომელიც ახალია, თან ძალიან მარტივი. ერთ-ერთი ხმაურიანი წარმოდგენისას მსახიობები თანდათანობით იხდიან ტანსაცმელს, შემდეგ შიშვლები დგანან სცენაზე და ერთმანეთს ფერებს ესვრიან. «განსაკუთრებით ბრიტანულ კულტურაში, შენ ყოველთის გრცხვენია საკუთარი თავის და ყოველთვის ბოდიშს იხდი საკუთარი თავის გამო» ეს პერფორმანსი ადამიანების ინდივიდუალობის ზეიმია.
ვიკინგების ფესტივალი
შოტლანდიაში ყოველწლიური ფესტივალი სახელად Up Helly Aa ჩატარდა. ეპიკურ ღონისძიებაზე ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც იარლები ეწოდებათ, ვიკინგების რეალისტურ იარაღებსა და აბჯარს ატარებენ, საომარი სიმღერებს მღერიან, საბრძოლო ნავებითდაცურავენ და ბევრი სასმელს მიირთმევენ.
იარლები, რომლებსაც საგანგებოდ არჩეული წინამძღოლი გუიზერ იარლი ჰყავთ, შეტლანდის პროვინციის დედაქალაქ ლერვიკიდან ნავებით მიემართებიან და ბოლოს ვიკინგების ხომალდებს ჩირაღდნებით წვავენ. ამის შემდეგ ქალაქში დაბრუნებული ფესტივალის მონაწილეები მზის ამოსვლამდე ლუდს სვამენ.
იანვარში გასამართ ყოველწლიურ ტრადიციას საფუძველი შოტლანდიის კუთვნილ შეტლანდის არქიპელაგზე ჩაეყარა, რომელიც ვიკინგებმა მე-8 საუკუნეში დაიპყრეს და 1472 წლამდე ნორვეგიის შემადგენლობაში იყო.
საქორწილო ტრადიცია-ახალგაზრდების “გაშავება.”
შოტლანდიაში ქორწილამდე ახალგაზრდებს ყველაზე უსიამოვნო საგნებს და ნივთებს აყრიან თავზე: ტალახი, ნაგავი, გაფუჭებული საკვები.. მათი მეგობრები ამ ყველაფერს აყრიან თავზე საქორწილოდ გამზადებულ წყვილებს და შემდეგ კი ხეზე აბავენ. შოტლანდიის ზოგიერთ კუთხეში ამ დამცირებას კლასიკურ წინასაქორწინო ტრადიციად თვლიან.
თუ ამას გაუძლებს წყვილი ისინი ქორწინების სირთულეებსაც ადვილად გადაიტანენ!
,,ხოგმანი’’-შოტლანდიური ახალი წელი
შოტლანდიურ ახალ წელს ,,ხოგმანის’’ უწოდებენ. შოტლანდიელებს სჯერათ მეკვლეების. მათი რწმენით, დიდი წარმატება მოაქვს შავთვალა ბიჭის მეკვლეობას. შოტლანდიელები საახალწლო ღამეს ცეცხლს უკიდებენ კუპრიან კასრებს და ქუჩებში აგორებენ. ამ ქმედებით, ძველ წელს აცილებენ და ახალს ელიან. ახალი წლის დადგომამდე, მეზობლის კარებთან ჭურჭელს ამსხვრევენ. საახალწლო სუფრაზე მათ აქვთ დიდი ტორტი, რომელიც მორთულია ნიგვზით, კანფეტებით და შაქრის ფიგურებით. ტორტს აქვს ნაციონალური ემბლემებიც-შოტლანდიური ჯვარი, მთები და ა. შ.
შოტლანდიური “ნატვრის ხეები”
შოტლანდიელები მონეტებს არჭობენ ხეში. შოტლანდიაში ასეთი ხეების მთელი ტყეა! ამ ტყეს Peak District ქვია და შოტლანდიაში მდებარეობს. მონეტებს ქვის მეშვეობით არჭობენ ხეში და იძახიან, რომ ამას იღბალი მოაქვს. ხოლო თუ ჩარჭობისას სურვილს ჩაუთქვამ, აუცილებლად აგისრულდება. ეს ტრადიცია უკვე რამოდენიმე ასეულ წელს ითვლის, ამას ისიც ადასტურებს, რომ მონეტებს შორის ნამდვილ სიძველეებს შეიძლება გადააწყდე. დიდ ბრიტანეთში ეს ტრაციდია 1700-იან წლებს უკავშირდება. შოტლანდიის ერთ-ერთ ხეში აღმოჩენილია მეთოთხმეტე საუკუნის ინგლისური მონეტა. როგორ გაჩნდა ეს ტრადიცია? ძველი ხალხები ფიქრობდნენ, რომ ღმერთების სულები ხეებში ცხოვრობდნენ, მათთვის საჩუქრად ტკბილეული და სხვადასხვა საჩუქრები მიქონდათ, რომლებსაც ხეებზე კიდებდნენ. შემდეგ ეს ტრადიცია ახალ წელს დაუკავშირდა, მათ მაგიერ კი ღმერთებს მონეტები დაუტოვეს.
ღირსშესანიშნაობები
მდიდარი ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა, უნიკალური ბუნება და ზომიერი კლიმატი, მრავალრიცხოვანი არდადეგები და წარმოუდგენელი ფერი – ეს ყველაფერი მარტივად გადააქცევს შოტლანდიაში თქვენს ნებისმიერ მოგზაურობას ნამდვილ მხიარულ თავგადასავალში, რომელსაც შეუძლია დატოვოს მოგზაურობის მხოლოდ ყველაზე ნათელი შთაბეჭდილებები.
შოტლანდია ჩრდილოეთი ქვეყანაა და ზაფხულის თვეებშიც კი აქ ტემპერატურა იშვიათად იზრდება +25 ° C– ზე. ზაფხულში თევზაობის სეზონი იხსნება და ტურისტებს შეუძლიათ კალმახის ან ორაგულის დაჭერა 1000-ზე მეტ ტბასა და 100 მდინარეში.
და, რა თქმა უნდა, ზაფხული საუკეთესო დროა შოტლანდიის მთავარი ატრაქციონების მოსანახულებლად. უმჯობესია ედინბურგიდან ჩრდილოეთით გადავიდეთ ლლევისისა და ჰარის კუნძულებზე, შემდეგ კი სამხრეთით, ობანის გავლით, ქალაქ დუმფრიამდე. ამ მარშრუტის შემდეგ ნახავთ: ჰელოროდის ეროვნული პარკი; როსლინ კაპელი; გემის ლიფტი ფოლკირკი; უოლასის ძეგლი; დუნოთარის ციხე; ლოხ ნესის ტბა; ინვერნესის ციხე; დორნოკის ციხე; კუნძული სკაი; შიდა ჰიბრიდები; გალოვოის ეროვნული პარკი.
დასკვნა
მინდა შევაჯამო ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაცია და მთელი ემოციებით გადმოგცეთ ამ ქვეყანაზე შთაბეჭდილებები. სამწუხაროდ, ჯერ არც ერთ ქვეყანაში არ მიმოგზაურია, რა თქმა უნდა, მაქვს გეგმები სად როდის წავიდე, შოტლანდიას ახლო მომავალში არც განვიხილავდი, თუმცა ამ თემაზე მუშაობისას მივხვდი, რომ ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანაა და მოწინავე ქვეყნების სიაში გადმოვიდა ჩემს წარმოსახვაში. მინდა გითხრათ, რომ იმდენი რაღაც არის სანახავი, ალბათ ერთჯერადი ვიზიტით ვერც მოვახერხებთ სრულად მონახულებას. ყველა კუთხე-კუნჭული, ყველა დეტალი, ყველა სეზონი, ყველა კულტურული ძეგლი, ტრადიციები თუ ფესტივალები აუცილებლად სანახავია. ჩემში საოცარი სურათი აღბეჭდა ამ ქვეყანამ და მისმა ტრადიციებმა. ზოგადად, ყველა ქვეყანას თავის დატვირთვა აქვს და თავის მხრივ ყველა საინტერესოა, თუმცა არის გამონაკლისი ქვეყნებიც, რომლებიც რაღაც დოზით უფრო მეტად იზიდავს ტურისტებს. ვისაც სასმელი უყვარს, ჯანსაღი მუსიკა მათთვის ხომ ზუსტად მორგებული ქვეყანაა. ჩემთვისაც, ღირსშესანიშნაობების გარდა, მუსიკაც ასევე მნიშვნელოვანია. ხშირად მსმენია შოტლანდიური ფოლკროლის შესახებ, რომელიც დიდ ინტერესსა და მოწონებას იღებს.
ავტორი: მარიამ ექიზაშვილი
ბიბლიოგრაფია
https://naniko.com/ge/countries/about-scotland-country-of-whiskey/
http://intermedia.ge/სტატია/117786-8-ქვეყანა-სადაც-ქვედაბოლო-მამაკაცურობის-სიმბოლოა/53/
https://www.timer.ge/ედინბურგის-ფესტივალი-პე/
https://reginfo.ge/offload/item/61-shotlandiashi-tradiziuli-vikingebis-pestivali-chatarda-photos
http://intermedia.ge/სტატია/39138-7-საოცარი-საქორწინო-ტრადიცია-მსოფლიოში/52/
http://blog.turebi.ge/ka/blog/3595