შვედეთის და ფილიპინების მოსახლეობის შედარება

შვედეთი და ფილიპინები
შვედეთი და ფილიპინები

შვედეთი მდებარეობს ევროპის კონტინენტზე, დედაქალაქია სტოკჰოლმი. გაეროს კლასიფიკაციით ჩრდილოეთ ევროპის რეგიონს მიეკუთვნება, მდებარეობს სკანდინავიის ნახევარკუნძულზე, ესაზღვრება ნორვეგია და  ფინეთი, მისი ფართობი 410 335 კვ.კმ-ია(11). ფილიპინები მდებარეობს აზიის კონტინნტზე, დედაქალაქია მანილა, გაეროს კლასიფიკაციით მიეკუთვნება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონს, სახმელეთო მეზობელი არ ჰყავს, მისი ფართობია 298 170 კვ.კმ(11).

შვედეთის მოსახლეობის საშუალო წლიური ზრდა 1990-2000 წლებში იყო 0.35%, ხოლო 2000-2010 წლებში იგივე მაჩვენებელი 0.57% უდრიდა. მოსახლეობის მთლიანი ზრდა კი 1990-2000 წლებში 3.51% იყო, ხოლო 2000-2010 წლებში 5.86%(2). ფილიპინების მოსახლეობის საშუალო წლიური ზრდა 1990-2000 წლებში 2.25%, ხოლო 2000-2010 წლებში 1.87%. მოსახლეობის მთლიანი ზრდა 1990-2000 წლებში 25.4%, ხოლო 2000-2010 წლებში 20.6%(2). მოცემული ქვეყნები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, შვედეთის მოსახლეობის დინამიკა ფილიპინების მოსახლეობის ამავე მაჩვენებელთან შედარებით ბევრად ნაკლებია.

შვედეთში შობადობის დონე 2012 წლის მონაცემებით 10.24‰, ხოლო სიკვდილიანობის კი 10.21‰(1), ბუნებრივი მოძრაობა 0.03‰-ს ტოლია. 1985-90 წლების მონაცემებით შობადობა 12.9‰ იყო, ხოლო 1990-95 წლის მონაცემებით 13.6‰. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1985-90 წლებში 11.1‰, ხოლო 1990-95 წლებში 10.9‰(2). ფილიპინების შობადობის მაჩვენებელი 2012 წელს 24.98‰, სიკვდილიანობის კი 4.98‰(1), ბუნებრივი მოძრაობა ქვეყანაში 20‰ უდრის. შობადობის მაჩვენებელი 1985-90 წლებში 34.0‰, ხოლო 1990-95 წლებში 31.8‰, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 1985-90 წლებში 6.8‰, ხოლო 1990-95 წლებში 6.4‰(2). ამ მონაცემების გათვალისწინებით, შვედეთში 2012 წლის სურათი თითქმის იგივეა რაც წინა წლების, ადგილი არ აქვს მოსახლეობის განსაკუთრებულად დიდ კლებას თუ მატებას, მაშინ როცა ფილიპინებში  უკანასკნელი წლების მანძილზე შეინიშნება შობადობის მატება, მცირე სიკვდილიანობის ფონზე. 2012 წლის მონაცემების გათვალისწინებით, ფილიპინების ბუნებრივი მოძრაობის მაჩვენებელი 19.97‰-თი მეტია შვედეთის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შვედეთის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 2012 წლის მონაცემებით 9 103 788 კაცს შეადგენს, აქედან 0-14 წლამდე ასაკის მოსახლეობა 15.4%-ია (722 811 კაცები, 680 665 ქალები), 15-64 წლამდე –  64.4% (2 967 938 კაცები, 2 897 454 ქალები), 65+ მოსახლეობა კი 20.2% (821 647 კაცები, 1 013 273 ქალები), რაც შეეხება სქესობრივ პროპორციას 1 ქალზე 1.06 მამაკაცი მოდის (1). ფილიპინების მოსახლეობა 2012 წლის მონაცემებით სულ 103 775 002 კაცს შეადგენს, აქედან 0-14 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი 34.3%-ია (18 175 763 კაცები, 17 452 488 ქალები), 15-64 ასაკობრივი ჯგუფის რაოდენობა საკმაოდ მაღალი, 61.3%-ია (31 837 152 კაცები, 31796 606 ქალები), 65+ ასაკობრივი ჯგუფი კი ძალიან მცირე, 4.3% შეადგენს (1 948 152 კაცები, 2 564 841 ქალები), ასაკოპრივი პროპორციის მიხედვით 1 ქალზე 1,05 მამაკაცი მოდის (1). ორივე ქვეყნის შემთხვევაში თითქმის თანაბარია მეორე ასაკობრივი ჯგუფის პროცენტული რაოდენობა, პირველ ასაკობრივ ჯგუფში ფილიპინებში მცხოვრებთა რაოდენობა 2-ჯერ აღემატება შვედეთისას, ხოლო საპენსიო ასაკს გადაცილებულ ადამიანთა პროცენტული რაოდენობით შვედეთის მოსახლეობა 5-ჯერ აღემატება ფილიპინებისას. სქესობრივი პროპორციით კი ორივე ქვეყანას თანაბარი მაჩვენებელი აქვს.

შვედეთი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის მიხედვით მიეკუთვნება ჩრდილოეთ ამერიკის და ოკეანეთის განვითარებული, ლათინური ამერიკის და აზიის სასუალოდ განვითარებული ქვეყნების ჯგუფს(იხ. ნახაზი 1)(13)(12). ფილიპინები კი განეკუთვნება პირველ ჯგუფს, სადაც შედის აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის განვითარებადი ქვეყნები და მათთვის დამახასიათებელია კლასიკური პირამიდის მოდელი(იხ. ნახაზი 2)(13)(12).

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შვედეთში 81.18-ის ტოლია (კაცები78.86, ქალები 83.63)(1), ჩვილთა სიკვდილიანობა ყოველ 1000 კაცზე 1.74-ია, (კაცები 2.89, ქალები 2.57)(1), 1 ადამიანის ჯანდაცვაზე ქვეყანა 3 757 $-ს ხარჯავს(5), ხოლო წერა -კითხვის დონის მაჩვენებელი 99%-ია(1). ფილიპინების მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 71.94-ია (კაცები 68.99, ქალები 75.03)(1), ჩვილთა სიკვდილიანობა ყოველ 1000 ახალშობილზე 18,75-ს უდრის, საიდანაც კაცების წილი 21.21, ხოლო ქალების 16.18-ია(1). 1 ადამიანის ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები 142 $-ს შეადგენს(5), ხოლო წერა-კითხვის დონის მაჩვენებელი 92.6% აღწევს(1). შვედეთში ფილიპინებთან შედარებით მაღალია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ორივე სქესის წარმომადგენლებში და პირიქით დაბალია ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც განპირობებულია ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების მკვეთრად მაღალი რაოდენობით. წერა-კითხვის მცოდნე ადამიანთა რაოდენობა შვედეთში 1.07-ჯერ მეტია ვიდრე ფილიპინებში.

შვედეთის ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას შვედები წარმოადგენენ (92,8%)(9) დანარჩენი მოსახლეობის წილი უმნიშვნელოა, ესენი არიან: ფინელები (3,6%)(9),იუგოსლავები, დანიელები, ნორვეგიელები და თურქები(1). ქვეყანაში შვედური ოფიციალურ ენას წარმოადგენს, რომელზეც მოსახლეობის უმრავლესობა საუბრობს, ის ინდოევროპულ ენათა ოჯახს და გერმანულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება(13). ფილიპინების მოსახლეობა მრავალეთნიკურია, მთლიანი რაოდენობის 28,1% ტაგალოგი, 13.1% კებუანო, 9% ილოკანო, 7,6% ბისაია, 7,5% პილიგაინონ ილანგო, 6% ბიკოლი, 3.4% ვარაი და დანარჩენ 25,3% სხვა რასობრივი ჯგუფების წარმომადგენლები შეადგენენ(1). ფილიპინებში 2 ოფიციალური ენაა, ეს არის ფილიპინური, რომლის ფუძეა ტაგალოგი და ინგლისური, ასევე არის 8 ძირითადი დიალექტი, ესენია: ტაგალოგი, კებუანო, ილოკანო, ჰილოგუანონი, ბიკოლი, ვარაუ, პამპანგო და პანგასისანი. როგორც ვხედავთ, შვედეთში მკვეთრად გამოხატულია ერთი დომინანტი რასა და ლინგვისტური ჯგუფი, მაშინ როცა ფილიპინები რასობრივი  და ლინგვისტური სიჭრელით ხასიათდება.

შვედეთში გამოკვეთილია დომინანტი რელიგია (ლუთერანობა 87%), გარდა ამისა არიან რომანელი კათოლიკები, მართლმადიდებლები, ბაპტისტები, მუსლიმები, ჯევიშები და ბუდისტები(სულ 13%)(1). ფილიპინებში მოსახლეობის უმრამლესობა კათოლიკეა(82,9%), გარდა ამისა, არიან რომანელი კათოლიკები (2%), მუსლიმები(5%), სხვა ქრისტიანული აღმსარებლობის მიმდევრები 4,5%, ასევე არიან სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები(1). როგორც ვხედავთ, ორივე ქვეყანა რელიგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

შვედეთში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 2011 წლის მონაცემებით  55.1%-ია (5 018 000), დასაქმების სტრუქტურა 2008 წლის მონაცემებით ასე გამოიყურება: სოფლის მეურნეობა 1.1%, მრეწველობა 28.2%, მომსახურების სფერო 70.7%. 2011 წელს უმუშევრობის დონემ ქვეყანაში 7.5%-ს მიაღწია(1). ფილიპინებიში 2011 წელს 38.54% (40 000 000) ეკონომიკურად აქტიური იყო, დასაქმების სფეროები შემდეგნაირად გადანაწილდა: სოფლის მეურნეობა 33%, მრეწველობა15%, მომსახურების სფერო 52%. უმუშევარი ადამიანების რაოდენობა 7% შეადგენს(1). როგორც ვხედავთ, შვედეთში წამყვან დარგს მომსახურების სფერო წარმოადგენს და ფილიპინების ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.4-ჯერ მეტია. სოფლის მეურნების მხრივ ფილიპინების მაჩვენებელი 30-ჯერ აღემატება შვედეთისას, ხოლო მრეწველობაში შვედეთის მოსახლეობის რაოდენობა ფილიპინებზე 1.9-ჯერ მეტია. უმუშევრობის დონე კი ორივე ქვეყანაში თითქმის თანაბარია.

შვედეთში მიგრაციის სალდო 6-ს შეადგენს(7), იმიგრანტი მოსახლეობის წილი 12,3%-ია(8), ხოლო ფილიპინებში მიგრაციის სალდო -3 – ია, იმიგრანტი მოსახლეობის წილი ქვეყანაში მხოლოდ 0.45%-ია.  შვედეთი ემიგრაციის ქვეყანაა, ხოლო ფილიპინები იმიგრაციის.

შვედეთში ურბანიზაციის დონე 85%-ია(1), ყველაზე დიდი ქალაქია სტოკჰოლმი(Stockholm) 1 372 565 მცხოვრებით, სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია გუთენბურგი(Gothenburg) 549 839, მალმო(Malmo) 280 415, უპსალა(Uppsala) 140 454(14). ფილიპინებში ურბანიზაციია დონე 2010 წლის მონაცემებით 49%-ია(1), სიდიდით პირველია დედაქალაქი მანილა(Manila) 11 449 000 მცხოვრებით, ასევე  მნიშვნელოვანი ქალაქებია: დავაო(Davao) 1 480 000, კებუ(Cebu City) 845 000, ზამბოანგა(Zamboanga) 827 000(1). შვედეთში ურბანიზაციის დონე 1,73-ჯერ მეტია ვიდრე ფილიპინებში.

     შვედეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის სიმჭიდროვე 21.69 კაცია კმ.კვ-ზე, სოფლად მოსახლეობის სიმჭიდროვე 53.29 კაცს შეადგენს(15). ფილიპინებში მოსახლეობის სიმჭიდროვე 266,11 კაცს აღწევს კმ.კვ-ზე, ხოლო სოფლად ანალოგიური მაჩვენებელი 548.23-ის ტოლია(15). მოსახლეობის სიმჭიდროვის მხრივ ფილიპინების მაჩვენებელი 12.27-ჯერ მეტია ვიდრე შვედეთის, თანაც ის ტერიტორიულად 1,38-ჯერ ჩამორჩება შვედეთს. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებლით შვედეთი 5-ჯერ ჩამორჩება ფილიპინებს, ხოლო მთელი მოსახლეობის მხრივ ფილიპინების მოსახლეობა შვედეთისას 11,4-ჯერ აღემატება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/sw.html
  2. http://esa.un.org/unpd/wpp/unpp/panel_population.htm
  3. http://esa.un.org/unpd/wpp/Sorting-Tables/tab-sorting_fertility.htm
  4. http://esa.un.org/unpd/wpp/Sorting-Tables/tab-sorting_mortality.htm
  5. http://www.who.int/countries/swe/en/
  6. http://esa.un.org/unpd/wpp/unpp/panel_indicators.htm
  7. http://esa.un.org/unpd/wpp/Excel-Data/migration.htm
  8. http://www.nationmaster.com/graph/imm_imm_pop_imm_as_per_of_sta_pop-immigrant-population-immigrants-percentage-state
  9. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98
  10. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
  11. https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/rp.html
  12. http://esa.un.org/unpd/wpp/unpp/p2k0data.asp
  13. გ.გოგსაძე – მოსახლეობის გეოგრაფია – გვ. 51, 73-74, 81-82
  14. http://en.wikipedia.org/wiki/List_of_urban_areas_in_Sweden_by_population
  15. http://www.nationmaster.com/compare/Philippines/Sweden/Geography

 

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *