ტეტჩერიდან კამერონამდე

შესავალი
მარგარეტ ტეტჩერი, რომელიც დაიბადა 1925 წლის 13 ოქტომბერს, გრენტფემში, ხოლო გარდაიცვალა 2013 წლის 8 აპრილს ლონდონში. მარგარეტ ტეტჩერი ბრიტანეთის მთავრობას ედგა სათავეში 1970 წლიდან 1990 წლამდე. ის ევროპის ისტორიაში იყო პირველი პრემიერ მინისტრი ქალი, რომლის დროსაც ბრიტანეთში მრავალი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები გატარდა,რის გამოც მას “ რკინის ლედი’’ უწოდეს. ტეტჩერი არ ერიდეობოდა მთავრობის წევრების გაკრიტიკებასაც კი,ის საკმაოდ მკაცრი და პროვოკაციული პიროვნება იყო.
ტეტჩერის შემდეგ პარტიამ ახალი ლიდერად აირჩია ტეტჩერის მხარდაჭერითვე ჯონ მეიჯორი,რომლის მეთაურობით კონსერვატორებმა ზედიზედ მოიგეს მეოთხედ საპარლამენტო არჩევნები. პრემიერ მინისტრის პოსტს იკავებს გორდონ ბრაუნი, რომელიც გადადგა პოსტიდან და დედოფალს ურჩია მთავრობის შექმნა დაევალებინა კამერონისთვის, რომელიც ბლერზე უფრო ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი გახდა.(1) დევიდ კამერონის სრული სახელია უილიამ დონალდ კამერონი,რომელიც დაიბადა 1966 წლის 9 ოქტომბერს ლონდონში, ბრიტანული კონსერვატიული ლიდერი,რომელიც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი იყო 2010-2016 წლებში.(2)
ათწლიანი პაუზის შემდეგ მან მოახერხა კონსერვატების მთავრობაში დაბრუნება რომლებიც თითქმის 11 წელი იყვნენ ქვეყნის სათავეში.უახლოეს ისტორიაში კამერონზე მეტ ხანს ეს თანამდებობები ეკავათ სტენლი ბოლდუინს, ლედი ტეთჩერს და ჩერჩილს.(3)
მარგარეტ ტეთჩერი მსოფლიოში გახდა ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი და პატივსაცემი პოლიტკური ლოდერი და მნიშვნელოვანი ფიგურა მეგობრებისა და მტრებისათვისაც კი.
მარგარეტ ტეტჩერი
მარგარეტ ტეტჩერი 1959 წელს აირჩიეს პარლამენტის წევრად, ჩრდილოეთ ლონდონის საარჩევნო ოლქში სადაც ის განაგრძობდა საქმიანობას მანამ 1992 წელს ის გახდებოდა ლორდთა პალატის წევრი. შემდგომ მან განათლების მდივნის პოსტი დაიკავა.
1970-1974 წლებში ის მსახურობდა განათლების სფეროში და 1975 წელს აირჩიეს კონსერვატების ლიდერად. იგი გახდა პირველი ქალი, რომელმაც შეძლო დასავლეთის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა და ერთობლივ პალატაში ოპოზიციის ლიდერობა.
ტეტჩერი იყო პირველი ქალი პრემიერ მინისტრი, მას ეკავა ბრიტანული კონსერვატიული პარტიის პოლიტიკოსის და პრემიერ მინისტრის პოსტი. ტეტჩერი გახლდათ მე-20 საუკუნის ბრიტანეთის ერთადერთი პრემიერ მინისტრი, რომელმაც მოიგო ზედიზედ სამჯერ და ის იყო მე-20 საუკინის ყველაზე ხანგრძლივი ვადით არჩეული პრემიერ მინისტრი. მან დააჩქარა ბრიტანეთის ეკონომიკის ევოლუცია და გახდა ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება და ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი ლიდერი უინსტონ ჩერჩილის შემდეგ.
ტეტჩერმადა კონსერვატორებმა პირველი საარჩევნო გამარჯვება მოიპოვეს 1979 წელს. როგორც პრემიერ მინისტრი, წარმოადგენს კონსერვატიული პარტიის ენერგიულ მემარჯვენეს, ტეტჩერი ყოველთვის მხარს უჭერდა ინდივიდების უფრო მეტ დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან, ის მიზნად ისახვდა სოციალური მომსახურების ხარჯების შემცირებას, როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვა და განათლების განვითარება. მისი უფლება მოსილების განმავლობაში მან შეცვალა ბრიტანული პოლიტიკის თითქმის ყველა ასპექტი, გააცოცხლა ეკონომიკა მოახდინა მოძველებული ინსტიტუტების რეფორმირება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გაძლიერება. ამ პროცესებში ჩართული მარგარეტ ტეთჩერი იყო ერთ-ერთი დამაარსებელი კონსერვატიული პოლიტიკური სკოლის, რონალდ რეიგანთან ერთად რომელმაც ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა პოლიტიკაზე, ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში. ბრიტანეთის ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის წარმატების მეშვეობით, მისმა მთავრობამ ხელი შეუწყო ფართო საერთაშორისო ტენდენციების წახალისებას, რომელიც გაფართოვდა 1980-იან და 1990-იან წლებში, ცივი ომის დამთავრების შემდეგ. პრაქტიკულად ტეტჩერის მმართველობის დროს დასრულდა ცივი ომი. დემოკრატიის გავრცელებამ და თავისუფალი ბაზრების განვითარებამ გააძლიერა პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება ყველა კონტინენტზე.
1979-1983 წლები იყო მარგარეტ ტეტჩერის პრემიერ მინისტრობის პირველი ვადა. კონსერვატებმა მოახერხეს საზოგადოების ნდობის მოპოვება,საზოგადოებას დაპირდნენ ეკონომიკის გაძლიერებას, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი გადასახდები შემცირდა ბიუჯეტის გასაწონასწორებლად გაიზარდა არაპირდაპირი გადასახადები. მარგარეტ ტეტჩერის პირველი ვადის დასრულების შემდეგ ბრიტანეთში უმუშევართა რიცხვი სამ მილიონზე მეტი იყო. ამ ყველაფერს მოჰყვა საწარმოო ინდუსტრიის დიდი ნაწილის დაახურვა. თუმცა მთავრობა ქმნიდა იმ მოლოდინს რომ ყველაფერს გააკეთებდა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. ტეთჩერს არჩევნებში დამარცხების ძალიან დიდი შანსი ჰქონდა ამ კრიზისის შემდეგ მაგრამ მოხდა არაპროგოზირებული მოვლენა ‘ფოლკლენდის ომი’, რომლის საშუალებითაც ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვა მან არჩევნებში,ისინი ფოლკლენდის კუნძულზე შეიჭრნენ და სამხედრო კონტროლი დაამყარეს, ეს ყველაფერი კი საბოლოოდ დროშის აფრიალებით დასრულდა. არავის წარმოედგინა თუ ტეტჩერი ასე წარმატებულ საბრძოლო მომქედებებს განახორციელებდა.ამით მარგარეტ ტეტჩერმა საფუძველი ჩაუყარა გაცილებით ენერგიულ და დამოუკიდებელ ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკას 1980-იანი წლების დანარჩენ პერიოდში.
ტეტჩერის პოლიტიკური ფილოსოფია და ეკონომიკური პოლიტიკა მოიცავდა სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი კომპანიების პრივატიზაცია, დაბალი
პირდაპირი დაბეგვრა მაღალ ირიბ დაბეგვრასთან ერთად, რაც სახელმწიფოს ძვირი უჯდებოდა,პრივატიზაცია ნამდვილად გატარდა, რასაც დაუყონებლივ არ მოყოლია დადებითი შედეგები პირიქით ეკონომიკური წინსვლა არ დაწყებულა და გაიზარდა უმუშევრობა. მისი მმართველობა ხასიათდება თავისუფალი ბაზრის ეკონომიკით,
ტეტჩერის პრემიერ მინსტრობის მეორე ვადაა 1983-1987 წლები რომელიც ისეთივე სირთულეებით მიმდინარეობდა, როგორც პირველი ვადა.მთავრობა მაღაროელთა კავშირის გაფიცვების გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. დემონსტარტები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ მთავრობის პროფკავშირულ რეფორმებს. მაღაროელთა გაფიცვა ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი და ხანგრძლივი იყო ბრიტანეთის ისტორიაში,თუმცა ბოლოს ეს გაერთიანება დამარცხდა.
ტეტჩერის პოლიტიკა მთლიანობაში მტრულად იყო განწყობილი ტერორიზმის მიმართ. ბრიტანეთის პოლიტიკა ჩრდილოეთ ირლანდიაში კონფლიქტის მუდმივი წყარო იყო, ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის მოხდა შეთანხმება უსაფრთხო თანამშრომლობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით,რამაც მოწონება დაიმსახურა რეიგანის ადმინისტრაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხრიდან.
1983-1987 წლებში ეკონომიკა უფრო გაუმჯობესდა, განვითარდა საფონდო ბირჯები ისინი ასევე მოუწოდებდენ საზოგადოებას, რომ შეეძინათ საკუთარი სახლები და ჰქონოდათ კერძო საპენსიო დანაზოგი, რომელიც დროთა განმავლობაში დიდწილად გაზრდიდა მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას. ტეტჩერის კაბინეტში მოულოდნელი მაიკლ ჰესელტინის გადაყენებამ მარგარეტს ხელმძღვანელობა დაუპირისპირა. იგი გადაურჩა კრიზის მაგრამ ამ ყველაფერს მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა. მან მიიღო გადაწყვეტლება აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავებზე ფრენის უფლება ბრიტანული ბაზებიდან, რომ გამენორციელებინათ ლიბიაში სამიზნეებზე თავდასხმა. ეკონომიკურმა გარდქამნებმა არჩევნებში კვლავ ტეტჩერის გამარჯვებაზე იქონია გავლენა და 1987 წელს მათ გაიმარჯვეს საპარლამენტო უმრავლესობით.
მესამე ვადის მთავრობის ტეტჩერის საკანონმდებლო პლატფორმა იყო ყველაზე ამბიციური რომელიც ოდესმე წამოუყენებია ბრიტანეთის ადმინისტრაციას. ამ პერიოდში მიიღეს რეფორმები განათლების სისტემისთვის, პირველად შემოიღეს ეროვნული სასწავლო გეგმა. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შეიქმნა ახალი საგადასახდო სისტემა, საზოგადოების საფასური. იგი თვლიდა, რომ ფუნტის სხვა ვალუტასთან დაკავშირება გამოიწვევდა ბრიტანეთის პოლიტკურ დამოუკიდებლობას.იმავდროულად მთავრობის საგადასახდო და საკრედიტო პოლიტიკის შექმნამ ხელი შეუწყო ინესტიციების განვითარებას რამაც კვლავ ქვეყანაში ინფლაცია განაპირობა.
მარგარეტ ტეტჩერმა დიდი როლი შეასრულა ცივი ომის დარულების ბოლო ეტაპზე, როგორც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ დასავლეთის ალიანსის გაძლიერებაში. საბჭოთა კავშირმა მას ‘რკინის ლედი’ უწოდა. მან მათ წინააღმდეგ წამოიწყო გამოსვლები 1975 წელს კონსერვატიული ,ლიდერის რანგში და დიდი როლი ითამაშა დიპლომატიაში, რამაც გამოიწვია საბჭოთა კავშირის დაშლა 1989-1991 წლებში.
ტეთჩერის პოლიტიკის შედეგად სერიოზულად დაზარალდა უმაღლესი განათლება, რომელსაც შეუმცირდა სახელმწიფო დაფანანსება,რის გამოც ოქსფორდის უნივერსიტეტმა უარი თქვა ტეტჩერისთვის საპატიო დოქტორის ტიტულის მინიჭებაზე.
ტეტჩერს საკმაოდ მწარე ენა ჰქონდა რის გამოც ინტელოგეციათა წევრებში დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობდა, მას მიზნად ჰქონდა რომ მის კონტროლში მოექცია მინისტრთა კაბინეტი და დაუნდობელი ბრძოლა გამოეცხადებიდა მოწინააღმდეგებისთვის,ის არადროს არ ერიდებოდა მკაცრი ტონით საუბარს.ერთადერთი ადამიანი რომელთანაც შეეძლო ჰქონოდა კარგი ურთიერთობა იყო დედოფალი ელიზაბეთ მეორე. სხვადასხვა მიზეზებით პრემიერ მინისტრის პოპულარობა ეცემოდა, კონსერვატიულ პარტიაში ტეტჩერს განხეთქილება ელოდა
საბოლოოდ მარგარეტ ტეტჩერი პრემიერ მინისტრობის პოსტი დატოვა 1990 წლის 28 ნოემბერს.
ტეტჩერს ჰქონდა ავტორიტარული მიდგომ,ა რომელიც ხშირად გადაწყვეტილების მიღებაში პასუხისმგებლობის დიდ ნაწილს იღებდა.
1990 წლის შედეგ ტეტჩერი დარჩა ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად.მარგარეტ ყოველთვის საკამათო ფიგურას წარმოადგენს ბრიტანეთში. კრიტიკოსები და მხარდამჭერები ტეთჩერის პრემიერ მინისტრობას აღიარებენ, როგორც ბრიტანეთის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს.მარგარეტ ტეტჩერს უზარმაზარი პრესტიჟის მქონე ქალს ხსშირად კრიტიკოსებიც კი ძალიან დიდ პატივს სცემდნენ მისი გავლენა პოლიტიკურ ცხოვებაში დიდი იყო. მისი მემკვიდრეობა თანამედროვე ბრიტანული პოლიტკის ბირთვად რჩება.
ტეთჩერი 1987 წელს სსრკ-ს ეწვია, რომლსაც მოსანახულებელი ქვეყნების სია საკმაოდ დიდი ჰქონდა თუმცა მან არჩევანი საქართველოზე შეაჩერა.როდესაც მარგარეტ ტეტჩერი ლონდონში დაბრუნდა,მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს თუ რა მოტივები ჰქონდა მას როდესაც უცნობ საქართველოში ჩავიდა და ტეთჩერის პასუხი ესეთი იყო:
“ მე მინდოდა თვალებში ჩამეხედა იმ ხალხისთვის, რომელმას ისტორიის განმავლობაში არასდროს არ იცოდა, თუ რა არის ზიზღი სხვებისადმი“. (5)
დევიდ კამერონი
2010 წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ დევიდ კამერონი პრემიერ მინისტრი გახდა და ჩამოაყალიბა კოალიციური მთავრობა კონსერვატორულ პარტიასა და ლიბერალ დემოკრატებს შორის. 2010 წლის არჩევნები ჩატარდა გლობალური ფინანსრუი კრიზისის შედეგად. ამის საპასუხოდ კოალიციურმა მთავრობამ შეუდგა სახელწიფო ხარჯების შეზღუდვას, რომელმაც წარმატებით შეამცირა საბიუჯეტო დეფიციტი, ამავე დროს ცდილობდა სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ ზრდის სტიმულირებას. დევიდ კამერონის მთავრობამ შემოიღო ახალი პოლიტიკა, საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით და გაატარა რეფორმები განათლების, კეთილდღეობის და ჯანმრთელობის სფეროში.
დევიდ კამერონმა ბრიტანეთისთვის პრიორიტეტი გახადა ინდოეთთან და ჩინეთთან ძლიერი პარტნიორობის შექმნა. 2013 წელს იგი ხელმძღვანელობდა სამიტს ჩრდილოეთ ირლანდიაში, სადაც მან ხაზი გაუსვა სამართლიან გადასახდების გლობალურ საჭიროებებს, გამჭირვალეობასა და ღია ვაჭრობას.
პრემიერ მინისტრობის დრო მისი მთავრობა მხარს უჭერდა თანასწორობას და ერთ სქესიანთა ქორწინების აქტის მიღებას. მან ასევე გამართა სამი ეროვნული რეფერანდუმი. 2011 წელს პირველი, რომელიც ცნობილი იყო, როგორც ხმის მიცემის ალტერნატიული რეფერანდუმი, მეორე 2014 წელს ჩატარებულ რეფერანდუმში განიხილებოდა შოტლანდიის საკითხი, იყო თუ არა დამოუკიდებელი ქვეყანა და მესამე რეფერანდუმი გაიმართა ბრიტანეთის ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ. დევიდ კამერონმა უხელმძღვანელა ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის კამპანიას. 2016 წელს ბრიტანელებმა უარი თქვეს ევროკავშირის დატოვებაზე ,რის გამოც კამერონმა დატოვა პრემიერ მინისტრის თანამდებობა. (6)
კამერონის ინიციატივები: ერთსქესიანთა ქორწინების კანონ პროექტი და მისი გადაწყვეტილებები, ამ კანონ პროექტთან დაკავშირებით რელიგიური ჯგუფების და მისი პარტიების მხრიდან ძლიერ წინააღმდგებოსას წააწყდა, სადაც კონსერვატიული დეპუტატების უმრავლესობამ ხმა მისცა პარლამენტში მიღებულ აქტს.კამერონის ერთსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერისას მან თქვა :“ მე არ ვუჭერ მხარს გეი ქორწინებას იმის მიუხედავად, რომ მე კონსერვატი ვარ. მე მხარს უჭერ გეი ქორწინებას რადგან კონსერვატი ვარ“.
შემდეგი იყო ბრიტანეთის ლიბიის ინტერვენცია. 2011 წელს ბრიტანეთი შეურთდა ნატოს კოალიციას. კამერონმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ განზე არ უნდა გადგნენ და უნდა ჩაერიონ, რადგან ეს მართებულია. სანამ დიქტატორი საკუთარ ხალხის მოკვლით არის დაკავებული. მაგრამ როცა კადაფი გარდაიცვალა ბრძოლაც დასრულდა. მას შემდეგ რაც ლიბია სამოქალაქო ომში ჩაება აშშს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კამერონი დაადანაშაულა.
- შემდეგი კამერონის მოღვვაწეობაში იყო 2014 წლის შოტლანდიის რეფერანდუმი და ეკონომიკის აღორძინება.კამერონს დაევალა ბრიტანული ეკონომიკის აღორძინება, რომელიც 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისით იყო გამოწვეული. კამერონმა დაიწყო ხაზინის შემცირება,მომხრეები ამტკიცებენ, რომ მან შექმნა ორი მილიონი ახალი კერძო სექტორის სამუშაო ადგილი, რაც აანაზღაურებდა საჯარო სამუშაოების დანაკარგს. 2015 წელს ბბს-სთან საუბრისას კამერონმა ისაუბრა კიდეც მისი მთავროიბის წარმატებაზე, რომ მათ ბოლო 5 წლის განმავლობაში დღეში 1000-ს სამუშაო ადგილს ქმნიდა და აპირებდნენ, რომ ესე გაეგრძელებინათ,რადგან კამერონს და მის გუნდს ბიზნესის და ინდუსტრიის აყვავება და მხარდაჭერა სურდა. თუმცა კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მათ მიერ შქმნილ სამუშაოებზე დაბალი ანაზღაურება იყო.
ასევე მთვარი იყო ევროპის რეფერანდუმი. კამერონის ყველაზე დიდი წარუმატებლობა იყო ბრიტანელი ამომრჩევლების გადაწყვეტილება ევროპის დატოვების შესახებ, კამერონმა კი პირიბა დადო რომ გადაწყვიტავდა ბრიტანეთის ურთიერთობებს ევროპასთან შიდა და გარე რეფერანდუმის საშუალებით. კამერონი ამტკიცებდა რომ ბრიტანეთი ევროპაში დარჩებოდა, მაგრამ მან ვერ შეძლო დაერწმუნებინა საკამრისი ბრიტანელი ამომრჩეველი. (7)
რეფერანდუმის გამართვამდე იძულებული იყო კამერონი რომ ევროკავშირის ლიდერებთან შეთანხმებულიყო,რისი საშუალებითაც შეეძლებოდა ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენა.თუმცა ბრიუსელში მიღებული საკითხი კრიტიკოსებმა უარყვეს რადგან ეს არ შეესაბამებოდა ბრიტანეთის მიერ დაანაპირებს ,ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების საზღვარზე თავისუფლად გადაადგილების შესახებ.ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარმა მისცა ხმა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გავსლის შესახებ. ეს რეფერანდუმი კი კამერონის ექვს წლიანი პრემიერობის დასასრული გახდა. (8)
დასკვნა
ჩემი აზრით მარგარეტ ტეტჩერი მსოფლიოში იყო ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი და პატივსაცემი პიროვნება და პოლიტიკური ლიდერი სწორედ იმ მიღწევებდან გამომდინარე, რასაც მან მიაღწია და ისტორიაში ძალიან კარგად ჩანს ის ფაქტი რომ მას დიდ პატივს სცემდნენ როგორც მეგობრები ასევე მტრებიც კი და მათთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა. ტეთჩერმა თავისი რეფორმებით და მოღვაწეობით მოახერხა ბრიტანეთის შეცვლა. მან ასევე მოახერხა ლონდონის ქალაქის ტრანსფორმაცია , ტეტჩერის არჩევნებიდან ექვსი თვის განმავლობაში ბრიტანეთში შეიქმნა უცხოური კაპიტალი. ტეთჩერის პოლიტიკური მიღწევების ჩამონათვალი საკამოდ დიდია. მან გაატარა პრივატიზაცია და მისი პოლიტიკისთვის პრიორიტეტული იყო სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოების პრივატიზაცია, ნაციონალიზაცია და ინდივიდუალიზმი, ტეტჩერის შიდა პოლიტიკური პრიორიტეტები იყო თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა. მიაღწია ჩრდილოეთ ირნადიასთან სამშვიდობო შეთანხმებას, გაატარა განათლების რეფორმები, პროფკავშირული რეფორმები და შექმნა ახალი პრესტიჟი შეიარაღებული ძალებისათვის, მანვე განახორციელა ლეიბორისტული პარტიის ტრანსფორმაცია.
დავის კამერონის წარმატებებებიც ქვეყნის განვითარებაში ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც მარგარეტ ტეტჩერის, თუმცა მიუხედავად მისი ექვს წლიანი მმართველობისა გაერთიანებულ სამეფოს პოლიტიკაში ის ყოველთვის დარჩება ისეთ პრემიერ მინისტრად რომლის ძალიან დიდი დამსახურებაა რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გამოვიდა.
ჩემი შეფასებებით გაერთიანებული სამეფოსთის ორივე მმართველმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქვეყნის საკეთილდღეოდ და მათი წვლილი უზომოდ დიდია გაერთიანებული სამეფოს განვითარებაში,თუმცა ვფიქრობ რომ ტეტჩერმა ყველანაირ ასპექტში მეტად ბევრი გააკეთა ქვეყნის განვითარებისთვის ვიდრე კამერონმა.
ავტორი: მეგი გიორგაძე
ბიბლიოგრაფია
1: https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_social_political/samepo%20gaertianebis%20politika.pdf
2: https://www.britannica.com/biography/Margaret-Thatcher
3: https://www.bbc.com/news/topics/c1038wnxye0t/david-cameron
4 : https://www.margaretthatcher.org/essential/biography.asp
5: https://sputnik-georgia.com/actual/20151014/228849595.html
6: www.goc.uk
7: https://time.com/4403622/david-cameron-leadership-legacy/