სწრაფი სამყარო და ნელი სამყარო

სწრაფი და ნელი სამყარო
სწრაფი და ნელი სამყარო

        სწრაფ სამყაროს აქვს ბევრი შესაძლებლობა იმისა, რომ გააფართოვოს კაპიტალიზმი გლობალური მასშტაბით. რადგან კაპიტალიზმი არის არსებითAკონკურენტიანი სისტემა, კაპიტალისტები დაუსრულებლად ეძებენ ახალ ბაზრებს და ამცირებენ კაპიტალის `ბრუნვად დროს~. გარკვეული დრო სჭირდება ფულის ინვესტიციის ახალი წარმოების დასაწყებად, რომ შემდეგ მან მოიტანოს მოგება საქონლისა და მომსახურების გაყიდვის შედეგად. გლობალურ კაპიტალურ სისტემაში, დრო ფული ღირს. ამის გარდაუვალი შედეგია ცხოვრების სწრაფი ტემპის აჩქარება. სამყარო ვრცელდება მთელს მსოფლიოში, რეგიონებში, ოჯახებში ეს არის კავშირი თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკასთან, კავშირი მწარმოებლებთან და მომხმარებლებთან წამყვანი მიღწევა სწრაფი სამყაროსი არის ინტერნეტი, გლობალური ინტერნეტმოხმარება, რომელიც დაიწყო 1970-იან წლებში, დაფინანსდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ. დღეს-დღეობით ინტერნეტი გახდა მსოფლიოს ერთერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი სამეცნიერო და აკადემიური ცოდნის გადასაცემად. უხეში გამოთვლებით ორმოცდაათი პროცენტი ინტერნეტს გამოიყენებს ელექტრონული განვითარები¬სათვის, დანარჩენი სამეცნიერო ნაშრომებისათვის, მონაცემები¬სათვის, ასევე ნახავთ ელექტრონულ ჟურნალებს. 2002 წელს 575 მილიონი ადამიანი მოიხმარდა ინტერნეტს. ინტერნეტ მომხმარებლები ორმაგდებოდნენ ყოვე¬ლწლი¬ურად. უმრავლესობა ინტერნეტმომხმარებლებისა არიან რეგიონე¬ბიდან. 2002 წლის 33 პროცენტი მომხმარებლებისა იყვნენ ჩრდილოეთ ამერიკიდან 33-ევროპიდან. დანარჩენი იაპონიიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, საერთო ჯამში, ინტერნეტის 70% განკუთვნილია ჩრდილოეთ ამიერკისათვის. ეს იწვევს დისბალანს სწრაფ და ნელ მსოფლიოს შორის. რა თქმა უნდა, ერთგვარი მულტიპლიკაციური განსხვავება არის სწრაფ და ნელ მსოფლიოს შორის. სინამდვილეში სწრაფი მსოფლიო მოიცავს თითქმის ყველაფერს, მაგრამ არა ყველას. შედეგად, მოსახლეობის გეოგრაფიას უწევს დაამტკიცოს იმ ხალხის აშკარა პარადოქსული მცნება, რომელთა ნაწლიც ერთ მსოფლიოში და მეორე მსოფლიოში ცხოვრობენ და ცხოვრობდნენ. მაგალითად მექსიკის მოსახლეობა მიუხედავად დაბალი შემოსავლებისა, მცირე ან ფორმალური განათლებისა, მათ ხელი მიუწვდებათ საერთაშორისო საფეხბურთო ინფორმაციაზე მუსიკაზე, ფილმებზე, მოდაზე, იგივე შეიძლება ითქვას გაღატაკებულ აპალაჩას სასოფლო დასახლებებზე და ასევე ნელი სამყაროს მრავალ რეგიონზე. მხოლოდ რეგიონების მცირე ნაწილს არ ეხება გლობალიზაცია. საერთო გამოცდილებები, რომლებიც ასოცირდება გლობალიზაციასთან, განახლდა ადგილობრივი გეოგრაფების მიერ. სწრაფი სამყაროს სტრუქტურა სხვადასხვანაირად არის დაკავშირებული ერთმანეთთან, როგორც მაკავშირებელ კონკრეტული ადგილების და კონკრეტული კავშირების.

გლობალიზაციისა და შუაგული (ცენტრული) პერიფერიის განსხვავებები

        გლობალიზაცია დამოკიდებულია რამდენიმე ურთიერდაკავშირებულ ფაქტორებზე, ამიტომ მისი შედეგები აშკარაა. ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპის გაერთიანება, იაპონია – ეს სამი გეოგრაფიული ცენტრი დაკავშირებულია ერთმანეთთან საინვესტიციო ვაჭრობის მეშვეობით და კომუნიკაციით. ამერიკა გახდა დომინანტი სატელეფონო კომუნიკაციებში. ამ ფაქტს, დიდი ეფექტი აქვს ეკონომიკურ გეოგრაფიაში ცენტრალურ რეგიონებში, რეგიონული ეკონომიკა დაბეგრილია ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და საერთაშორისო ფინანსური ცენტრების მიერ. გლობალიზაცია აერთიანებს მსოფლიოს კაპიტალურ სისტმასთან, ასევე აშკარას ხდის განსხვავებას ცენტრალურ და პერიფერიულ ქვეყნებს შორის. 1960 წლიდან 2000 წლამდე, ღარიბ და მდიდარ მოსახლეობას შორის განსხვავება გაიზარდა სამჯერ. მშპ ერთ სულ მოსახლეზე, მსოფლიოს 20 უმდიდრეს ქვეყნებში 40-ჯერ მაღალია, ვიდრე მსოფლოს 20 უღარიბეს ქვეყანაში. ზოგიერთი ქვეყანა საერთოდ გაქრა ეკონომიკური რუკიდან. 1990-იანი წლებიდან 55 ქვეყანაში შემოსავალი მკვეთრად შემცირდა აფრიკაში. 1980-იან წლებში ეკონომიკური შემოსავალი ერთ-მესამედჯერ შემცირდა და დარჩა დაბალი 1990-იან წლებამდე, და მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბალია 1900-იანი წლებთან შედარებითაც კი მსოფლიოში. პრაქტიკულად მრავალი ადამიანი, ერი, ეთნიკური ჯგუფი უგულვებელყოფილია ექსპლუატაციაში სწრაფი ცვლილებების გამო, რომელიც თან სდევს გლობალიზაცას.`ტერიტორიულ სამართლიანობის~ განხილვა გეოგრაფიის მნიშვნელოვანი ასპექტია და ამ წიგნის მნიშვნელოვანი თემაა. ამავდროულად, სხვა სადაო და მნიშვნელოვანი საკითხები უკავშირდება ეკონომიკურ გლობალიზაციას: _ ოზონის ფენის გაფართოება, ასევე ბიომრავალფეროვნების და ზღვის სიცოცხლის საფრთხეები. გლობალიზაციას თან სდევს ნარკოტიკების საერთაშორისო გავრცელება ფულის გათეთრება, ინფექციური დაავადების გავრცელება, როგორიცაა ტუბერკულოზი და შიდსის აივ ინფექცია და თავისუფლება ეძლევათ ტერორისტებს გადაადგილებისათვის და მასობრივი განადგურების იარაღის გადატანისთვის. სწრაფი და ნელი მსოფლიო ურთიერთდამოკიდებულია და კულტურული განსხვავებები, ასახულია პოლიტოლოგ ბენჯამენ ბარდერის წიგნში `ჯიჰადი მსოფლიოს წინააღმდეგ~. წიგნში მსოფლიო არის პოპ კულტურის და ზედაპირული მატერიალიზმის სტენოგრაფია, რომელიც დასავლური მოდერნიზმის შემადგენელი ნაწილია. `ჯიჰადი~ კულტურულ ღირებულებებს გულისხმობს, რომელიც დაფუძნებულია რელიგიურ ფუნდამენტალიზმზე, ტრადიციებზე და აბსოლიტურად ეწინააღმდეგება დასავლურ მატერიალიზმს. არც `ჯიჰადი~ და არც მსოფლიო ხელს არ უწყობს ჯანსაღ დემოკრატიას. ბარბერის მტკიცებით მანამ, სანამ ამ ორ სამყაროს შორის იქნება წინააღმდეგობა, კვლავ გაგრძელდება არასტაბილური სიტუაცია. მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მოდერნიზაცია არ გულისხმობს ვესტერნიზაცას და ამერიკანიზაციას. როდესაც ამერიკელების უმრავლესობა ფიქრობს მოდერნიზაციაზე საჭიროა და კარგია, სხვა ადამიანებისთვის. ეს გამოიწვევს დამცირებას და ექსპლუატაციას. უმრავლეს ქვეყნებში მხოლოდ უმცირესობებს შეუძლიათ ისარგებლონ დასავლური სამომხმარებლო ბაზრით. როგორც იზრდება განსხვავება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში, აშშ-ს ბიუჯეტი მცირდება სხვა განვითარე¬ბული ქვეყნების ბიუჯეტთან შედარებით. გარდა ამისა, ამერიკა ცდილობს გამოჩნდეს ზესახელმწიფო, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აყალიბებს მსოფლიო სისტემას, მაგრამ ძალიან ცოტას აკეთებს ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებების მხრივ.

 

ავტორი: ნინო კვირიკაშვილი

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *