სამრეწველო რევოლუცია ინგლისში

შესავალი
რეფერატის მიზანია განიხილოს სამრეწველო რევოლუციის პერიოდი ინგლისში, რომელიც მიმდინარეობდა 1750 წლიდან, 1850 წლამდე, და უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება მთელი ინგლისის ისტორიაში. განხორციელდა ცვლილებები მიწათმოქმედებაში, მრეწველობაში, ტრანსპორტირებასა და ტენოლოგიებში, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა არამარტო ინგლისის არამედ მთელი მსოფლიოს საზოგადოების კულტურულ ეკონომიკურ განვითარებაზე.
სამრეწველო რევოლუციის დასაწყისი და წინაპირობები
სამრეწველო რევოლუცია, თანამედროვე ისტორიაში გულისხმობს, აგრარული ეკონომიკიდან ინდუსტრიულ ეკონომიკაში გადასვლას. დასაბამს იღებს ინგლისში, მეთვრამეტე საუკუნის სამოციანი წლებიდან, და ინგლისიდან ვრცელდება დანარჩენ ევროპაში. ტერმინი სამრეწველო რევოლუცია პირველად გამოყენებულ იქნა ინგლისელი ეკონომიკის ისტორიკოსის არნოლდ ტოუნბეის მიერ (1852–83). მას წინ უსწრებს ეგრეთწოდებული „აგრარული რევოლუცია“, რომელმაც წარმოშვა ახალი სოციალური ჯგუფები. დროთა განმავლობაში მცირდებოდა საშუალო და წვრილი მიწათმფლობელების რიცხვი, რაშიც დიდი როლი ითამაშა ინტენსიურად განვითარებულმა ე.წ. „შემოღობვებმა“ რომელიც XVIII საუკუნეში უკვე პარლმანეტის მიერ, კანონიერად იყო დამტკიცებული, გლოხების მასობრივი გაღატაკება გამოიწვია. საარესბო წყაროს გარეშე დარჩენილი გლეხობის ეს მასა იძულებული გახდა მრეწველობაში ჩართულიყო. მიუხედავად იმისა რომ „შემოღობვებმა“ დიდი ზიანი მიაყენა საშუალო და წვრილ მიწათმლობელებს, სამაგიეროდ დიდი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის სწრაფ განვითარებაზე. ხოლო მოსახლეობის სწრაფი ტემპით ზრდამ უფრო მეტი სურსათ-სანოვაგის მოპოვების საჭიროება გახადა, ეს კი მხოლოდ ახალი, მაღალეფექტური მეთოდების დანერგვით იქნებოდა შესაძლებელი.
ქალაქების ზრდამ და წარმოებამ გაზარდა შრომის მოთხოვნა, რის შედეგადაც მუშას მოემატა ხელფასი და გაიზარდა შემოსავალიც. „გრაფიკზე მოცემულია ევროპისა და აზიის წამყვან ქალაქებში მშრომელთა ანაზღაურება 1375 წლიდან 1875 წლამდე.“ საბოლოოდ, მოსავლიანობის ზრდამ, მეცხოველეობის განვითარებამ და საერთაშორისო ვაჭრობაში წარმატებამ განაპირობა პირველი რევოლუციური ძვრები, რომელიც აგრეთვე სამრეწველო გადატრიალების სახელით არის ცნობილი.
შედეგები:
ინდუსტრიული რევოლუცია ასევე თავისი გამოგონებებით არის ცნობილი. უამრავი მანქანა, დანადგარები შეიქმნა შრომის შესამსუბუქებლად. პირველი კი საფეიქრო მრეწველობისთვის გამოიყენეს. პირველი გამოგონება 1733 წლის მაქო იყო, რომელიც ჯონ კეიმ გამოიგონა, მფრინავი მაქო მოძრაობაში ბერკეტების მეშვეობით მოდიოდა და ქსოვის დაჩქარებას უზრუნველყოფდა. შემდგომი მნიშვნელოვანი გამოგონება იყო 1764 წელს გამოგონებული საფეიქრო დაზგა, ჯეიმს ჰარგრივსის მიერ. ამავე დროს, საფუძველი ჩაეყარა დანადგარებით აღჭურვილ ფაბრიკებს, რომელის მთავარი მიზანიც შრომის პროცესის გაადვილება იყო. 1767 წელს გამოიგონეს წყლის მექანიკური სართავი მანქანა, რომელიც მოძრაობაში მოდიოდა არა ხელის, არამედ წყლის მეშვეობით.1784 წელს მეტალურგმა კორტიმ გამოიგონა რკინის წარმოების გაუმჯობესებული მეთოდი, ასევე გლინვის მეთოდი რომელმაც ინტენსიურად გაზარდა შრომის ნაყოფიერება. ახალი დანადგარების მეშვეობით წინ წავიდა სპილენძის, კალის, ტყვიის მოპოვება. განვითარდა მანქანათმშენებლობა, მეცხრამეტე საუკუნისთვის ინგლისში მოქმედებდა სამასი ორთქლის მანქანა. სამრეწველო რევოლუციამდე ინგლისის გზები სავალალო მდგომარეობაში იყო, ჭირდა ტვირთის გადაზიდვა და გადაადგილება, თუმცა გაიყვანეს ახალი გზები და არხები, ასევე შეიცვალა სატრანსპორტო სისტემაც. ხოლო ორთქლის ძრავის მეშვეობით, ლივერპულიდან მანჩესტერამდე გაყვანილი რკინიგზაზე ორთქმავალი დადიოდა. ინგლისი სულ მალე ფაბრიკა-ქარხნებით, ქვანახშირისა და რკინის მადნის მაღაროებით დაიფარა. როგორც უკვე ავღნიშნე, სამრეწველო რევოლუციამ და ყველა მის შემდგომ ჩატარებულმა ღონისძიებებმა, როგორიცაა ქარხნების დაარსება, მანუფაქტურულმა მიღწევებმა და ეკონომიკურმა განვითარებამ, დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების ყოდა ცხოვრებაზე, ამიტომაც უამრავი მოსაზრება და თეორია წარმოჩინდა ამ პერიოდის განმავლობაში, ყველაზე უკეთესად კი კლასიკური პოლიტიკური ეკონომიკის ფუძემდებელი ინგლისელი ეკონომისტი ადამ სმიტი საუბრობს სამრეწველო რევოლუციის არსის შესახებ: „ სმიტმა გაანალიზა და შეფასება მისცა ახლადშექმნილ ეკონომიკურ სიტუაციას. საზოგადოების მიერ შექმნილი მატერიალური დოვლათის შექმნის მთავარ წყაროდ მას შრომა მიაჩნდა. სწორედ ამიტომ ნებისმიერი ნივთის თუ სხვა პროდუქტის ღირებულება განისაზღვრება მათი წარმოებისათვის დახარჯული შრომის ოდენობით. ამ დებულებამ წინ წამოსწია შრომის ელემენტი , როგორც საზოგადოების საერთო პროგრესის განმსაზღვრელი ფაქტორის როლი. შესაბამისად შრომა მისი შესაბამისი, ორგანიზება-ანაზღაურება იქცა საზოგადოებრივი ურთიერთობის უმნიშვნელოვანეს მომენტად, რომელიც წითელ ზოლად გასდევს კაცობრიობის მთელ შემდგომ ისტორიას“ (ივ. მენთეშაშვილი, 2004 ) ყველაფერ კარგთან ერთად, სამრეწველო გადატრიალებასაც ახლდა თან უარყოფითი მხარეები, გაიზარდა შრომითი ექსპლუატაცია, რასაც რა თქმა უნდა ხალხის დიდი უკმაყოფილება მოსდევდა. ვინაიდან მუშა და გლეხი ჩანაცვლებული იყო მანქანებით, გაიზარდა უმუშევართა რიცხვი, გლეხები ყველაფერ მანქანებს აბრალებდნენ ამიტიმაც მეთვრამეტე საუკუნის 60-70 იან წლებში ჩამოყალიბდა ეგრეთწოდებული ლუდიტთა მოძრაობა, რომლის ლიდერიც ნედ ლუდი იყო. ლუდიტთა მოძრაობა მიზნად ისახავდა მანქანების განადგურებას, ამიტომაც მათ დაიწყეს დანადგარების მსხვრევა. შემდგომში გლეხებმა სხვა ხერხიც გამონახეს, ეს იყო გაფიცვა. გაიფიცნენ მაღაროელები და ხელოსნები. საბოლოო ჯამში, შეიძლება გამოვყოთ ორი ძირითადი შედეგი სამრეწველო რევოლუციისა, პირველი არის ტექნიკური შედეგი, ვინაიდან სწორედ მეთვრამეტე საუკუნეში დაიწყო დანადგარების განვითარება და სოციალური შედეგი, დაპირისპირება ორ კლასს შორის, ბურჟუა და მუშათა კლასი. მიუხედავად სასტიკი ექსპლუატაციის და საზოგადოებრივი ფენების დაპირისპირებისა მოხდა კიდევ ერთი დადებითი მოვლენა, რასაც თავისუფალ შრომას ვუწოდებთ.
ინდუსტრიული ინგლისის სოციალურ-პოლიტიკური განვითარება
მე-18 საუკუნის დასაწყისიდან ინგლისის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება მსოფლიო ასპარეზზე გადის. ინგლისური საზოგადოების სათავეში საუკუნის დასაწყისს მსხვილი ფეოდალები იყვნენ, შემდგომ საშუალო შეძლების თავადაზნაურობა, მდიდარი ვაჭრები, ფინანსისტები. ინგლისის საპარლამენტო სისტემა კი ჯერ კიდევ ვერ იდგა ფეხზე, ვინაიდან ფინანსური ოლიგარქიის და მიწის არისტოკრატიის გავლენის ქვეშ ექცეოდა.
მეორე ინდუსტრიული რევოლუცია
1760 წლიდან 1830 წლამდე ინგლისში პირველი ინდუსტრიული რევოლუცია მოხდა, თუმცა მე -19 და მე -20 საუკუნის ბოლოს “ახალი” ინდუსტრიული რევოლუციის დამადასტურებელი ნიშნები აღმოცენდა. თანამედროვე ინდუსტრიამ დაიწყო მრავალი ბუნებრივი და სინთეზური რესურსების ექსპლუატაცია, რომლებიც აქამდე არ გამოიყენებოდა ესენია მსუბუქი ლითონები და ახალი შენადნობები. განვითარდა ტექნიკა, შეიცვალა პოლიტიკური თეორიები. შეცვალეს თავისი ტენდენციები ამერიკის შეერთებულმა შტატბმა და დიდმა ბრიტანეთმაც.
დასკვნა:
ინდუსტრიული რევოლუცია უმნიშვნელოვანესი მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში, ის მე-18 საუკუნის ინგლისში დაიწყო და სხვადასხვა ინტენსივობით ევროპის კონტინენტის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. საყურადღებოა რევოლუციის საწყისი ეტაპები და მისი წინაპირობები, რაც შემოღობვებით, დიდი ურბანიზაციით, სასოფლო-სამეორნეო დარგების განვითარებით შემოიფარგლება.
შედეგებიდან შეიძლება გამოიყოს ორი ძირითადი: პირველი არის ტექნიკური შედეგი, და სოციალური შედეგი, დაპირისპირება ორ კლასს შორის, ბურჟუა და მუშათა კლასი. ფეოდალური სოციალურ–ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაცია. ინგლისის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება მსოფლიო ასპარეზზე გადის. ვითარდება ვაჭრობა და სხვადასხვა დარგები. შემოღებულ იქნა ახალი სატრანსპორტო სისტემა, გაიყვანეს გზები და არხები, პირველი რკინიგზა, რომელმაც ლივერპული და მანჩესტერი დააკავშირა. ხოლო მეცხრამეტე, მეოცე საუკუნის ბოლოს ახალი რევოლუციის დამადასტურებელი ნიშნები გვხვდება.