„სამეფო კარის თამაშები“ გაერთიანებული სამეფოს მაგალითზე
ავტორი: ანა გეჯაძე
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორია საუკუნეებს ითვლის, თუმცა ჩვენს მიერ შერჩეულ სარეფერატო თემაში ყურადღება იქნება გამახვილებული უინძორების დინასტიიდან მოყოლებული დროიდან დღემდე არსებულ სიტუაციამდე და საუბარი იქნება ისეთ საინტერესო თემებზე, რომელიც მოიცავს უახლესი ისტორიის ყველაზე გახმაურებულ ფაქტებსა და მოვლენებს. დედოფალი ელიზაბეტ II უინძორი რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანიის გაერთიანებული სამეფოს მმართველად მოიაზრება, ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა და უკვე 68 წელია, რაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახს მართავს. მისი მმართველობის პერიოდში გახმაურდა საკმაოდ ცნობილი ფაქტები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა და თუ ჩვენ გადავხედავთ სამეფო ოჯახის უახლეს ისტორიას დავინახავთ, რომ ანალოგიური შემთხვევა დღემდე ფიქსირდება, როცა მსოფლიოს ისევ აქვს ახალი სასაუბრო თემა, რომელიც ბევრ საინტერესო ფაქტს შეიცავს.
ამ მხრივ ჩვენს მიერ განსახილველ თემაში შეგვიძლია გამოვყოთ პრინცესა დაიანას გახმაურებული სიკვდილი, რომელიც გარკვეულ გასაიდუმლოებულ ფაქტებს შეიცავს და ასევე უახლესი ისტორიიდან პრინცი უილიამის დაწუნებული სიყვარული და მეგან მარკლის გარშემო შექმნილი ერთგვარი თავბრუსდამხვევი აჟიოტაჟი. სწორედ არსებულ მოვლენებზე იქნება საუბარი წარმოდგენილ რეფერატში, სადაც ამავდროულად მიმოვიხილავთ სამეფო ოჯახის ეტიკეტს, რომელიც მოიცავს მთელ რიგ შეზღუდვებს, ვისაუბრებთ დედოფალ ელიზაბეტ მეორის უცნაურ ჩვეულებებზე, განვიხილავთ სამეფო კარის უჩვეულო ადათ-წესებს, რომელსაც თითოეული ოჯახის წევრი იცავს, გარდა გამონაკლისისა და დასკვნის სახით ჩვენს მიერ წარმოდგენილი მყარი არგუმენტებით შევძლებთ მნიშვნელოვანი მოვლენების გაანალიზებასა და უტყუარი ინფორმაციის მიღებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს ნებისმიერი სახის შედარების გაკეთებას.
ძირითადი ტექსტი
დედოფალი ელიზაბეტ II
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს მსოფლიო მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, მეტიც მათი ცხოვრება ხშირადაა სამაგალითო და სანატრელი სხვებისთვის. რეალურად სამეფო ოჯახის წევრობა მარტივი ნამდვილად არ არის, ვინაიდან და რადგანაც გიწევს მთელი რიგი წესების დაცვა, წესები კი იმდენია, რომ შესაძლოა მათი სრულად დამახსოვრებაც კი ვერ შევძლოთ, მაგალითად როგორიცა:
- თუ სამეფო ოჯახის წარმომადგენელი საჯარო სივრცეში იმყოფება, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ხელები დაშვებული და ერთმანეთზე ჩაჭიდებული;
- სანამ სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ხელს გთხოვთ, მანამდე მან აუცილებლად უნდა იცოდეს ის, რომ თქვენ თანახმა ხართ, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, აუცილებელია სამეფო ოჯახის თანხმობა;
- საუზმის დროს საუბარი მკაცრად კონტროლირებადია – პირველრიგში დედოფალი საუბარს იწყებს მის მარჯვნივ მჯდომ ადამიანთან და მხოლოდ ამის შემდეგ აქცევს ყურადღებას მის მარცხნივ მსხდომ ადამიანებს.
- თუ თქვენ სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ხართ, მაშინ მოგზაურობის დროს თან უნდა იქონიოთ შავი სამოსი, რათა მზად იყოთ, თუ კი მოულოდნელად დაკრძალვაზე მოგიწევთ წასვლა.
- სამეფო ოჯახის წევრები არ მიირთმევენ მოლუსკებს, რადგანაც მიაჩნიათ, რომ მოლუსკებს იმაზე მეტად შეუძლიათ ადამიანის ორგანიზმის მოწამვლა, ვიდრე სხვა რომელიმეს.
- ბუკინგემის სასახლეში ვერსად შეხვედით ნიორს, ის მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით არის აკრძალული, რომ დედოფალს სძულს.
- თუ დედოფალი საუბარს ასრულებს, თქვენ უფლება არ გაქვთ, რომ საკითს მიუბრუნდეთ, ან საუბარი დაიწყოთ.
- როდესაც დედოფალი ელიზაბეტი ჩანთას მაგიდაზე დადებს, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ოფიციალური სადილი დასრულდა.
გარდა ჩამოთვლილი წესებისა, უნდა აღინიშნოს დედოფლის უცნაური ხასიათი გარკვეულ საკითხებში, მაგალითად: დედოფალი ღამღამობით დიდი ბადით შეიარეღებული ღამურებზე ნადირობს, რომლებიც სასახლის სხვენში მრავალად არიან, გარკვეული დროის შემდეგ კი მათ ათავისუფლებენ, რადგან დედოფალს ისევ ჰქონდეს გასართობი; დედოფალს არ უყვარს, როდესაც მის ოთხფეხა მეგობრებს რამეში ზღუდავენ, შესაბამისად სასახლის მსახურებს გამუდმებით უწევთ მათი დევნა და დასვრილი იატაკების წმენდა; ელიზაბეტს უყვარს, როდესაც ჯინის ჭიქაში ყინულები ყრია, თუმცა საშინლად აწუხებს მათი ხმაური, ამ პრობლემის აღსაკვეთად მისმა მეუღლემ გამოიგონა ყინულის სამტვრევი, რომელიც ყინულის კუბიკებს ფორმას უცვლის და ბურთულებად აქცევს; სასახლის დასუფთავების დროს მსახურები ვალდებულნი არიან, რომ უკუსვლით იარონ, რადგანაც არ დაემჩნეს მათი ნაფეხურები, ლაქიები კი ერთი სიმაღლისა და სისქისა უნდა იყვნენ, მათი უნიფორმა კი სამი ათას დოლარამდე ღირს, ეკონომიური დედოფალი ცდილობს, რომ ხშირად არ შეუცვალოს ჩაცმულობა, ამიტომ ლაქიებს ხშირად აცვიათ ასი წლის უნიფორმაც კი; დედოფალი მაშინვე ითვალწუნებს მას, ვისაც მისი თანდასწრებით რეზინიანი ჰალსტუხი უკეთია, მას ასევე არ უყვარს ყავისფერი კოსტიუმები, ჟილეტები და ტყავის სპორტული ფეხსაცმელი („მოკასინები“). თუმცა, ეს ყოველივე იმას არ გულისხმობს, რომ დედოფლის მხრიდან პროტოკოლის დარღვევის შემთხვევა არ ყოფილა, პირიქით რამდენიმე ფაქტი იმასაც მოწმობს, თუ როგორ დაარღვია ელიზაბეტმა წესი, რომელიც მკაცრად უნდა იყოს დაცული, მაგალითად როგორიცაა ცერემონიალზე მისულ დამსწრე საზოგადოებასთან გამოლაპარაკება ან ისეთ გარეშე პირზე შეხება, როგორიც მიშელ ობამაა.
პრინცესა დაიანა
შოკის მომგვრელი იყო პრინცესა დაიანას (დაიანა სპენსერის) გარდაცვალება 1997 წელს. უელსის პრინცესა ცნობილი იყო, როგორც ქველმოქდები და პრინც ჩარზლთან დაშორების შემდეგაც კი განებივრებული იყო ყურადღებით. მისი სიკვდილი უდიდესი ტრაგედია იყო, ხოლო მისი კონფლიქტური ურთიერთობა სამეფო ოჯახთან დარჩა, როგორც მთავარი ჟესტი. 1981 წელს, 32 წლის პრინც ჩარლზისა და 20 წლის დაიანას ქორწილს 750 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს პირდაპირ ეთერში. მიუხედავად იმისა, რომ ქორწილამდე მათ სულ რაღაც რამდენჯერმე ჰყავდათ ნანახი ერთმანეთი, მაინც მიაჩნდათ, რომ დაიანა შესაფერისი საცოლე იყო ჩარლზისთვის, თუმცა მათი ქორწინება 1980-იანი წლების შუა პერიოდში დაინგრა. პრინცესა დაიანა ხშირად ამბობდა, რომ ჩარლზი მას ცივად ექცეოდა, ხშირად არ ნახულობდა, მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ კი ჩარლზმა ურთიერთობაც კი განაახლა მის ყოფილ საყვარელ კამილა პარკერ-ბოულსთან. მოგვიანებით გაიკრვა, რომ წყვილიც ეჭვის თვალით უყურებდა თავიანთ ურთიერთობას, ჩარლზმა აღიარა, რომ მისი მეუღლე აღმოჩნდა საკმაოდ ფეთქებადი და ემოციურად გაუწონასწორებელი ადამიანი, ამავდროულად მათ შორის თითქმის არაფერი იყო საერთო, რასაც ასაკობრივი სხვაობაც უწყობდა ხელს. ჩარლზთან დაშორების შემდეგ პაპარაცებმა ნამდვილი ნადირობა დაიწყეს უელსის პრინცესას პირადი ცხოვრების დეტალების მოპოვების შესახებ. პაპარაცები მას ყველგან დასდევდნენ, ამიტომ ხშირად იმალებოდა და მეგობართან საუბრის დროს ისიც თქვა, რომ სხვა ქვეყანაში უფრო კარგად ექცეოდნენ, ამიტომ გაკრვეული დროით განმარტოებას აპირებდა. 1997 წლის 31 აგვისტოს დაიანა პარიზში იმყოფებოდა, სასტუმრო თავის მეგობარ მამაკაცთან ერთად დატოვა, როგორც კი „მერსედესის“ მარკის ავტომობილში ჩასხდნენ მათ ერთდროულად აეკიდნენ პაპარაცები, სწრაფად მიმავალი ავტომობილი ბოძს დიდი სისწრაფით დაეჯახა. ცნობილი ვერსიის თანახმად, რომელსაც დიანას ოჯახიც იზიარებს, ამბობენ, რომ მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა საჭეს, რადგან პაპარაცებს გაქცეოდა. თავდაპირველად ამ ტრაგედიის შემდეგ შვიდი პაპარაცი დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს და ბრალი არ დაუმტკიცეს.
დაიანას გარდაცვალებამ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს უდიდესი კრიზისი მოუტანა. ელიზაბეტის სურვილი იყო დაიანას რიგით მოქალაქესავით დაკრძალვა, თუმცა პომპეზური ცერემონია პრინცი ჩარლზის დაჟინებული მოთხოვნის შედეგი იყო. დაიანას დაღუპვის დღეს დედოფალი შვილიშვილებთან ერთად შოტლანდიაში ისვენებდა, მან კომენტარი მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ გააკეთა და სამძიმარი გამოთქვა, რის გამოც საზოგადოებამ მისი დაგვიანებული რეაქცია გააკრიტიკა. უილიამმა და ჰარიმ მხოლოდ 20 წლის შემდეგ გააკეთეს კომენტარი დედის გრდაცვალებაზე, უილიამმა აღიარა, რომ ვერ ხვდებოდა ხალხი ასე ძალიან რატო წუხდა დაიანას გარდაცვალების შესახებ, თუმცა მოგვიანებით მიხვდა უელსის პრინცესას როლს საზოგადოებაში და გული წყდება, რომ მან ვერ შეძლო მისი მეუღლისა და შვილიშვილების გაცნობა. ჰარის თქმით, იგი თავს აიძულებდა არ ეფიქრა დედაზე, ფიქრობდა, რომ ასე უფრო მარტივად გაუმკლავდებოდა ტრაგედიას. ზუსტად 20 წლის შემდეგ ჰარიმ უილიამის დაჟინებული მოთხოვნით მიმართა ფსიქოთერაპევტს, რისი მეშვეობითაც შეძლო თავის გრძნობებში გაკრვევა. ასევე ჰარიმ ისიც აღნიშნა, რომ უკანასკნელი წლები მისთვის მძიმე და დეპრესიული იყო, ამიტომ ცხოვრება ხშირად უწევდა ნერვული აშლილობების ზღვარზე.
დაიანა ნაკლებად გავდა სამეფო ოჯახის წევრებს. საკმაოდ გახსნილი და უშუალო ხასიათი ჰქონდა. დაიანა იყო ერთ-ერთი ცნობილი ადამინი, რომელიც შიდსის პრობლემით დაკავდა, ის დაავადებულ ადამიანებთან ფოტოებს იღებდა და თავისუფლად ართმევდა ხელს, მაშინ როცა ექიმებიც კი ერიდებოდნენ ასეთ პაციენტებთან მიახლოებას. ლედი დი სამეფო ოჯახის წევრად გახდომის შემდეგაც კი განიცდიდა ყურადღების დეფიციტს, ორსულობის მესამე თვეში კიბიდან გადმოვარდნის ინსცენირება გაითამაშა, მას შემდეგ შეშინებული პრინცი ჩარლზი განსაკუთრებულად უფრხილდებოდა დაიანას, ჰარის დაბადების შემდეგ კი დეპრესიაში ჩავარდა და ყურადღების მისაქცევად სხეულზე დაზიანებები მიიყენა. ნერვიულობის ფონზე ბულიმიაც კი განუვითარდა, რომლის შესახებაც 1995 წელს ინტერვიუში ისაუბრა, ლედი დის გათხოვების შემდეგაც კი არ უფიქრია თავისი მშფოთვარე ხასიათის შეცვლა. დაიანა ხშირად დგავდა გამომწვევ ნაბიჯებს, მხოლოდ იმ მიზნით, რომ პრესის პირველ გვერდზე აღმოჩენილიყო, გაოცებულები დარჩნენ, როდესაც ჯონ ტრავოლტასთან ერთად იცეკვა, ამ ფაქტამდე არც ერთ სამეფო ოჯახის წევრს არ მიუცია ამდენის უფლება საკუთარი თავისთვის. დღემდე აქტუალურია პრინცესას საყვარლების თემა, გავრცელებული მოსაზრებით ხშირად ვარაუდობენ, რომ პრინცი ჰარი ჩარლზის შვილი არ არის და რომ ის ძალიან ჰგავს ჯეიმს ჰიუიტს. გარდა აღნიშნულისა ლედი დის გადაწყვეტილი ჰქონდა ისლამის მიღება ბედნიერების მისაღწევად, მისი გულის მოგებას ქირურგი ჰასნათ ჰანი ცდილობა, თუმცა მას დაიანასთვის წინადადება არ შეუთავაზებია.
მეგან მარკლი
2017 წლის 27 ნოემბერს სამეფო ოჯახმა ოფიციალურად განაცხადა პრინცი ჰარისა და ამერიკელი მსახიობის, მეგან მარკლის ჯვრისწერის შესახებ, რომელიც 2018 წლის მაისში შედგა. დედოფალი პრინცი ჰარის არჩევანით უკმაყოფილო აღმოჩნდა, აქამდე უინძორებს ვერ წარმოედგინათ ამერიკელზე, მსახიობზე და თანაც ერთხელ უკვე დაოჯახებულზე დაქორწინება. თუმცა, თავის მხრივ მეგანი გარკვეულ დათმობებზე უნდა წასულიყო სასურველ ოჯახში შესასვლელად, მან დაპირებისამებრ გააუქმა თავისი სოციალური ქსელი, თუმცა შეზღუდვებს, რომელსაც ბოლო არ უჩანდა მეგან მარკლი შეაშფოთა.
დედოფალ ელიზაბეტის ბრძანებით, მეგან მარკლს აეკრძალა:
- სამსახიობო კარიერის გაგრძელება;
- საზოგადოებაში ღრმა დეკოლტით ან მოკლე კაბით გამოჩენა;
- ავტოგრაფების დარიგება;
- „სელფების“ გადაღება;
- ზღვის პროდუქტების მირთმევა;
- მკვეთრი და ფერადი ფრჩხილის ლაქის გამოყენება და ა.შ.
2020 წლის დასაწყისში ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მეგანმა და ჰარიმ სამეფო ოჯახის ტიტულებზე უარი თქვეს, ფინანსური დამოუკიდებლობა გადაწყვიტეს და ორ კონტინენტზე ცხოვრება ამჯობინეს. 2019 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მხრიდან კენსიგტონის სასახლის დატოვებას გულისხმობდა, მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ეჭვები გააჩინა ჰარისა და უილიამის ურთიერთობას შორის. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია დაძაბული ურთიერთობა ცნობილ „კვარტეტს“ შორის, ახალ წიგნში, რომელიც ტომ ქუინს ეკუთვნის საუბარია მეგანის შესახებ, რომელსაც ოჯახში მისვლის დღიდანვე ის ფაქტი აღიზიანებდა, რომ მათი კოტეჯი პატარა იყო ქეითისა და უილიამის სასახლესთან შედარებით, ამავდროულად ქიეითი შეძრწუნებული იყო მეგანის საქციელით, თუ როგორც უყვიროდა იგი ქეითის თანამშრომლებს და სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო საუბრები წყვილის მიერ ოჯახის დატოვებაზე. მეგანს გაუძნელდა ცხოვრება სამეფო ოჯახის წესებთან ერთად, პრინცი ჰარის გადაწყვეტილებას კი ერთი მიზეზით ხსნიან, ექსპერტები ამბობენ, რომ ჰარი განსაკუთრებულად იყო დამოკიდებული დედაზე, შესაბამისად ყოველთივს ეძება მსგავსი ხასიათის მეორეს, ამ მხრივ კი მეგანისთვის მანიპულირება მარტივი აღმოჩნდა. ხშირად მოიხსენიებენ მეგანს, როგორც მეორე პრინცესა დაიანას, რომელმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახს დიდი თავსატეხი გაუჩინა.
დასკვნა
ჩვენს მიერ წარმოდგენილ რეფერატში საუბარი იყო სამეფო ოჯახის საინტერესო მოვლენებსა და ადათ-წესებზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს დასკვნების გამოტანის. ერთის მხრივ სამეფო ოჯახის წევრობა უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს, რომელიც გულისხმობს მთელი რიგი წესების დაცვასა და საკუთარი შეხედულებების დავიწყებას. მარტივად შეგვიძლია პარალელის გავლება მეგან მარკლსა და პრინცესა დაიანას შორის, რომელთათვისაც პრივილეგირებული თავისუფალი არჩევანია, ერთის მხრივ მეგანს არ შეუძლია, რომ თავი გარიყულად ან შეზღუდულად იგრძნოს, ამიტომ ის მუდმივ წინააღმდეგობაშია სამეფო წესებთან. მისთვის რთულია დღევანდელ ცხოვრებაში იმ ძველ-მოდური შეხედულებების დაცვა, რომელსაც მას თხოვენ. ეს პროცესი დღემდე გრძელდება და რთულია ჰარისა და მეგანის სამომავლო ურთიერთობის პროგნოზი, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰარი ოჯახიდან წასვლის შემდეგ თავს გამოუყენებლად გრძნობს. აღნიშნულ რეფერატზე მუშაობამ სიღრმიესულად გაგვაცნო სამეფო ოჯახის მთავარი მხარე, რომელიც პროტოკოლის დაცვასა და წესების პატივისცემას მოისაზრებს, სხვა მხრივ კი გაგვაცნო სამეფო ოჯახის წევრების უჩვეულო ხასიათი, ჩვევები და ამავდროულად კიდევ ერთხელ შეგვახსენა პრინცესა დაიანას როლი დიდი ბრიტანეთის საზოგადოებაში.
ბიბლიოგრაფია
#OK! ოფიციალურად დადასტურდა ფაქტი, რომ მეგან მარკლი ქეით მიდლტონის თანამშრომლებს შეურაცხყოფდა. (2020, მაისი 4). Retrieved from http://www.okmagazine.ge/index.php/component/content/article/1-akhali-ambebi/21786-ok-oficialurad-dadasturda-faqti-rom-megan-markli-qeith-midltonis-thanamshromlebs-sheurackhyofa
40 უჩვეულო, საინტერესო და მკაცრი წესი, რომლებსაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები იცავენ. (2017, აგვისტო 29). Retrieved from https://trend.ge/story/1650-40-%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%A0%E1%8
British Royal Family. (n.d.). Retrieved from BritRoyals: https://www.britroyals.com/
გაირკვა, რა აუკრძალა მეგან მარკლს დედოფალმა ელისაბედ მეორემ. (2018, მაისი 28). Retrieved from https://commersant.ge/ge/post/gairkva-ra-aukrdzala-megan-markls-dedofalma-elisabed-meorem
გაჩეჩილაძე, გ. (2015, მაისი 9). დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის ადათ-წესები. Retrieved from http://www.gurianews.com/article/zaprani/27602
დედოფალმა ელისაბედ II-მ საკუთარი პროტოკოლი დაარღვია. (2019, მაისი 31). Retrieved from https://regarder.ge/siaxleebi/samefo-ojaxi/dedopalma-elisabed-ii-sakutari-protokoli-daargvia/
ელისაბედ მეორე პრინც ჰარის ქორწინების წინააღმდეგი იყო? ხმაურიანი ნიშნობის ისტორია. (2017, ნოემბერი 28). Retrieved from https://imedinews.ge/ge/theme/146/elisabed-meore-prints-haris-qortsinebis-tsinaagmdegi-iko-khmauriani-nishnobis-istoria
კითხვები და პასუხები პრინცესა დიანას ცხოვრებაზე და სიკვდილზე. ისტორია. (2017, აგვისტო 31). Retrieved from https://imedinews.ge/ge/theme/69/kitkhvebi-da-pasukhebi-printsesa-dianas-tskhovrebaze-da-sikvdilze-istoria
მეგან მარკლი პრინცესა დაიანას შეცდომას იმეორებს და პრინცი ჰარით მანიპულირებს – დასავლური მედია. (2020, იანვარი 13). Retrieved from https://fortuna.ge/fortuna/post/megan-markli-princesa-daianas-shecdomas-imeorebs-da-princi-harit-manipulirebs-dasavluri-media
პრინცესა დიანას 6 მიუტევებელი შეცდომა, რომელმაც სამეფო ოჯახი შეურაცხყო. (2018, მაისი 23). Retrieved from http://primenewsgeorgia.ge/com/news/view/25830
სამეფო ოჯახის 10 აკრძალვა მეგან მარკლისთვის. (2018, მაისი 26). Retrieved from https://digest.pia.ge/post/205488-samefo-ojaxis-10-akrzalva-megan-marklistvis
შემთხვევები, როცა დედოფალმა ელიზაბეტმა პროტოკოლი დაარღვია. (2018, ივლისი 23). Retrieved from https://digest.pia.ge/post/215999-semtxvevebi-roca-dedofalma-elizabetma-protokoli-daarrvia
ჰარის და მეგანის უარი სამეფო პრივილეგიებზე. ვინ ვისზეა გაბრაზებული ბრიტანეთის სამეფო ოჯახში? (2020, იანვარი 12). Retrieved from https://imedinews.ge/ge/theme/551/haris-da-meganis-uari-samepo-privilegiebze-vin-viszea-gabrazebuli-britanetis-samepo-ojakhshi