რუსეთ უკრაინის ომის გავლენა ევროპის ენერგო უსაფრთხოებაზე

ავტორი: ვაჟა ქორიძე
ათწლეულების მანძილზე ევროპა დამოკიდებულებას განიცდის რუსულ ენერგიაზე. ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთის მანძილზე აქტიურად მიდიოდა საუბარი მოწოდების დივერსიფიკაციის შესახებ, თუმცა გრძელვადიანი მოწოდების არასტაბილურობით, რეგიონალური კონფლიქტების, ავტოკრატიული რეჟიმებისა თუ მთავარი პოლიტიკური მოთამაშე სუბიექტების ძალისხმევით, შეექმნათ მყარი მონოპოლია მოწოდების მთავარ მიმართულებებზე, თუ ემოქმედათ ყველა შესაძლო დივერსიფიკაციის შესაძლებლობების წინააღმდეგ, გეგმის განხორციელება ფაქტობრივად წარმოუდგენელი შეიქმნა.
ევროკავშირისთვის, დივერსიფიკაციის მისწრაფება უცვლელი დარჩა, თუმცა მისი ფორმა და შინაარსი შეიცვალა და ნაცვლად წარსულის მისწრაფებებისა ჰიდროკარბონული რესურსების მოწოდებისთვის ეპოვათ შესაძლებლობები გაზისა თუ ნავთობის მილსადენების ასაგებად, ჰორიზონტზე ჩნდება ახალი შესაძლებლობები განახლებადი რესურსების სახით, ხოლო გაზისა და ნავთობის ეპოქა ახლო მომავალში დასასრულს უახლოვდება, ხოლო მიმდინარე მომარაგების შესაძლებლობების გამოყენება მხოლოდ მოკლე და საშუალო ვადიანი პოლიტიკის განსაზღვრას საჭიროებს, განსხვავებით გრძელვადიანი პოლიტიკის დაგეგმვისა, რომელშიც განსაკუთრებული როლი განახლებად ენერგო რესურსებს უჭრავს.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო დიდი ცვლილებების დასკვნით ეტაპს გადის, განახლებადი ენერგიის კონტექსტშიც კვლავ აქტუალური დარჩება ენერგო უსაფრთხოების, დივერსიფიკაციის, დამოკიდებულების საკითხები. შესაძლებელია ვთქვათ, რომ სრულდება ისტორია, მაგრამ იწყება „ახალი ისტორია“, რესურსების ახალი განაწილებით, ახალი მომარაგების ხაზებით, დეფიციტური იშვიათი წიაღისეული ელემენტების მოპოვებითა და ათვისებით, იცვლება თვით ენერგიის სახე და არა ენერგიის საჭიროება, რომელიც კვლავაც წარმოშობს დაპირისპირებებს და დამოკიდებულებების შექმნის მცდელობებს, როგორსაც ათწლეულების მანძილზე რუსეთი გაზითა და ნავთობით ევროპის მიმართ ქმნიდა.
ევროპის გეგმა
ვიდრე რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვლის სრულმასშტაბიან შეჭრას განახორციელებდა, 2021 წელს ევროკომისიამ წარმოადგინა სამოქმედო გეგმა „Fit For 55’’, რომელიც გულისხმობს 2030 წლისთვის კარბონული ემისიების 55% შემცირებას, ხოლო 2050 წლისთვის განახლებად ენერგიაზე გადასვლით, მისგან სრულად გათავისუფლებას. გეგმა ტრანზიციის პერიოდში მოიცავდა არსებული მომარაგების ხაზების შენარჩუნებას, ვიდრე ჰიდროკარბონული რესურსების სრულად ჩანაცვლება არ მოხდებოდა. რუსეთი კი, როგორც გაზისა და ნავთობის მთავარი მომწოდებელი მთავარ პარტნიორად განიხილებოდა.
რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის მიმართ, მასიურად შეარყია მსოფლიო ენერგო სისტემა. გამოიწვია ენერგო ფასების კატასტროფული ზრდა, რუსულ ქვანახშირზე, გაზზე და ნავთობზე უზომო დამოკიდებულების ფონზე, საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირის ენერგო უსაფრთხოება.
„უკრაინის ომმა ევროპის ენერგეტიკული და უსაფრთხოების არქიტექტურა ფუნდამენტურად შეარყია. ათწლეულების მანძილზე რუსეთის წიაღისეულ საწვავის იმპორტზე დამოკიდებულება სრულდება. გერმანიის ენერგო სტრატეგიის ქვაკუთხედი იყო რუსეთთან ვაჭრობა, ეყრდნობოდა რუსული გაზის იმპორტს კლიმატური ნეიტრალიტეტის ეკონომიკის მიმართულებით გარდამავალ პროცესში. ეს პროცესი დაირღვა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე მასშტაბური სამხედრო შეჭრა წამოიწყო. ომმა გამოიწვია სწრაფი რეორიენტაცია გერმანიისა და ევროკავშირის ენერგო მომარაგების სტრატეგიაში – წიაღისეული საწვავის იმპორტისგან გათხევადებულ საწვავამდე დივერსიფიკაციით, ქვანახშირისა და ატომური სადგურების განგრძობად გამოყენებამდე, განახლებადი ენერგო რესურსების გამოყენება ენერგო დამოუკიდებლობის გაზრდისთვის.“ – შოლცი 14 დეკემბერი საპარლამენტო სიტყვა.
შეჭრის პასუხად, 8 მარტს ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა „REPowerEU’’, რომელის მიზანიც 2027 წლისთვის რუსეთის ენერგო დამოკიდებულების სრული ჩამოცილება
გახლავს. ხოლო 2022 წლის ბოლოსთვის რუსულ გაზზე დამოკიდებულების 2/3 შემცირებისკენ მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს. ამავდროულად აშშ პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება 2022 წელს 15 bcm გაზის მოწოდების შესახებ, პირობით, რომ მომდევნო წლებში ეს მოცულობა 50bcm – მდე გაიზრდება.
RepowerEU მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს შეამციროს წლიური გაზის მოხმარება 15%-მდე. გაიცა საყოფაცხოვრებო რეკომენდაციები ენერგიის მოხმარების დაზოგვასთან, საცავების მინიმუმ 80% შევსებასთან და თავად საცავების ინფრასტრუქტურის და მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით, შესაძლებელი იყოს საჭირო რაოდენობის გაზის რეზერვების შექმნა. ასევე, სუფთა ენერგიაზე გადასვლის პოლიტიკის განხორციელება, როგორიცაა მზის, ქარის, გეოთერმული, ჰიდროგენის და ბიომასის ენერგია.
REPowerEU მოქმედების ძირითადი ოთხი პუნქტი შემდეგია:
1) ენერგიის დაზოგვა
2) მოწოდების დივერსიფიკაცია
3) წიაღისეული ენერგიის ჩანაცვლება და სუფთა ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება
4) ინვესტიციებისა და რეფორმების სწრაფი გაერთანება;
მოკლევადიან პერსპექტივაში REPowerUE ყურადღებას ამახვილებს გათხევადებული გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიებისთვის, არსებული მილსადენებით მიღებული ენერგიის შესაძლო გაზრდით. თუმცა ლოჯისტიკური სირთულეები ევროკავშირის გაზის გაზრდილ იმპორტს ხელს უშლის, განსაკუთრებით ის, რომ კავშირის შიგნით არ არსებობს საკმარისი LNG ტერმინალები ან მილსადენები, რომლის ინფრასტრუქტურის მოწყობას რამოდენიმე წელიწადი სჭირდება, ხოლო LNG ხანგრძლივვადიანი კონტრაქტების გაფორმება ევროკავშირისთვის საჭირო მოცულობის მოწოდებისთვის სტრუქტურულ გამოწვევებს ქმნის, შესაბამისად ქვანახშირის და ატომური ენერგიის მოხმარებს ამ ეტაპზე გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს.
უკრაინის საკითხი
რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტი 1990-იანი წლებიდან იწყება და განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა მაშინ, როდესაც რუსეთს ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფმა გაზპრომმა მიწოდება შეუჩერა უკრაინასა და ევროპელ მომხმარებელს საგარეო პოლიტიკის შეუთანხმებლობის გამო 2005, 2009 და 2014 წელს. უდიდესი გაზის კომპანია ასევე მანიპულირებდა ფასით, აწვდიდა რა იაფად თავის მოკავშირეებს ბელარუსის სახით, ვიდრე სხვა დამოუკიდებელ ქვეყნებს უკრაინასა და ბალტიის სახელმწიფოებს. Grigas მას გამოხატავს ტერმინით «ბუნებრივი აირის იარაღად ქცევა», ხოლო Galeotti მიიჩნევს, რომ ეს არის რუსული მეთოდის შემადგენელი ნაწილი აწარმოო ომი შეფარული მეთოდებით (პროპაგანდა, ქრთამი, გაყალბება, ჯაშუშობა და ა.შ), რასაც ის უწოდებს «ყველაფრის იარაღად ქცევა» (weaponization of everything).
ცივი ომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირი მხარს უჭერდა უკრაინის სტაბილურ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, მათ შორის მოსკოვთან მისი დისკუსიების დროს მედიატორის როლის შესრულების ფუნქციით. ევროკავშირის მიზანი იყო თავიდან აეცილებინა ენერგო მიწოდების შეწყვეტა ან სამხედრო ესკალაცია და ცდილობდა ევროკავშირი-რუსეთის სამუშაო ურთიერთობის ფორმატის მხარდაჭერას, განსაკუთრებით ენერგო უსაფრთხოებისთვის. მაგალითად, 2013 წლის დასაწყისში, განმუხტა რუსულ-უკრაინული დაძაბულობა გაზის ტარიფის საკითხე და ევროკავშრის წევრ სახელმწიფოსთან, კერძოდ სლოვაკეთთან იშუამდგომლა, კიევისთვის შეესყიდა გაზის მარაგი მისაღებ ფასში.
ევროკავშირმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2014 წელს, როგორც გაზპრომთან არსებული ვალების გამო უკრაინის გარანტორმა ხუთ თვიანი შეწყვეტის შემდეგ, გაზის მიწოდების აღსადგენად. ის ასევე დაეხმარა უკრაინას 2019 წელს დაცულიყო უკრაინის ხელსაყრელი პირობა თავისი ტერიტორიის გავლით კიდევ 5 წლის მანძილზე ტრანზიტის გახანგრძლივებისთვის.
ბუნებრივი აირი და იშვიათი წიაღისეული მინერალები: რა არის ომის წამოწყების მიზეზი მართალია შეჭრა იმპერიალისტური მიზნებისთვის დაიწყო, თუმცა ის ასევე ეხება ბუნებრივ რესურსებს. არსებული ომი რუსულ მითოლოგიას ეფუძნება – ორი ხალხის გაერთიანება, შინაგანი რთული კავშირებით ურთიერთობა წარსულ წაუკუნეებში – ადრეულ მისწრაფებებს გავლენის სფეროების შესახებ. თუ დავაკვირდებით რუსეთს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების რუკას, მიმდინარე ბრძოლებს და შემდეგ თვალს გადავავლებთ ასევე უკრაინის რესურსების რუკას, მივხვდებით ბუნდოვანი კულტურული ბოდვისა და იმპერიის ოცნების მიღმა რა იმალება. დონბასის აღოსავლეთ რეგიონი, სადაც უკანასკნელი 8 წლის მანძილზე ბრძლები მიმდინარეობს, უკრაინის ინდუსტრიის შუაგულს, ე.წ ჰართლენდს წარმოადგენს. ის ქვანახშირით მდიდარი, ფოლადის საწარმოების, თუ ჩამომსხმელი ქარნების და ელექტრო ენერგიის გენერაციის არეალს წარმოადგენს.
კრიტიკული მინერალური ენერგია კანადის მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის, SecDev, ცნობით უკრაინას პოტენციალი აქვს გახდეს «მნიშვნელოვანი მინერალური სუპერ ძალა“. სავარაუდოდ, უკრაინას ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი რაოდენობის განახლებადი დედამიწის იშვიათი რესურსები გააჩნია, უმეტესი მათგანი განუვითარებელია. იშვიათი მინერალები (ცერიუმი, უტრიუმი, ლანთანუმი და ნეოდიმიუმი) და მინარევები გამოიყენება მოწყობილობებში, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, როგორიცაა კომპიუტერის მეხსიერება, კვების წყარო (ელემენტები), მობილური ტელეფონები და ა. შ.
უკრაინიდან მინერალების ექსპორტი SevDev – ის ცნობით, 80% უკრაინის ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის პროდუქციისა, სავარაუდოდ თავმოყრულია დნიპრო-დონეცკის რეგიონში, რომელიც მთავარი რუსეთის მიერ მთავარი ინტერესის სფეროა და რისთვისაც წარმართავს ქვეყნის «განთავისუფლებისთვის» სამხედრო ოპერაციას. ასევე, უკრაინა მიიჩნევა ევროპის სიდიდით მეორე ქვეყნად, რომელსაც გაზის 1.2 ტრილიონი კუბური მეტრი დამტკიცებული მარაგი აქვს – და სავარაუდოდ 5.4 ტრილიონ კუბურ მეტრზე მეტიც დაუმტკიცებელი მარაგია შავი ზღვის ოფშორულ რეგიონში. რუსეთი, მეზობელი ქვეყნის საზღვაო ნაწილის 2/3 კონტროლით ოფშორუი გაზისა და ნავთობის 80% აკონტროლებს.
რუსეთის სამხედრო აქტიურობის დაწყება 2014 წელს და ტერიტორიის დაპყრობა არ იყო შემთხვევითი – აცხადებს კიევის ენერგო ინდუსტრიის კვლევის ცენტრის დირექტორი. 2014 წელს, ყირიმის ანექსიის წელიწადს, უკრაინამ დაიწყო მოლაპარაკებები Shell Oil Corp. და Chevron Corp. – თან განევითარებინათ შავი ზღვის რეზერვები.პროგრამის განვითარების მიზანი იყო რუსეთის ნავთობისა და გაზის უკრაინის იმპორტის შეწყვეტა. „ყველას ჯეროდა, რომ ხუთ, წელიწადში, 50%- იანი წარმატების შემთხვევაშიც კი უკრაინა რუსეთისგან სრულიად დამოუკიდებელი იქნებოდა – აცხადებს ცენტრის დირექტორი კრაჩენკო. წინა წლებში, რუსეთი უკრაინაში თავისი დაზვერვით მოქმედებდა მალულად, ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის ამბიციების საბოტაჟით, განსაკუთრებით ჰიდროკარბონული ნივთიერებების განვითარების ჩასაშლელად. „მე არ მჯერა, რომ ეს მოხდა შემთხვევით. მჯერა, რომ რუსეთი ყოველივე ამას კარგად ხვდება , რა მოხდებოდა თუ ის დაკარგავდა კლიენტს უკრაინის სახით, რომელიც თავის მხრივ ევროპისთვის ენერგიის ალტერნატიული მიმწოდებელი გახდებოდა.
დიდი რუსული მითი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თქმით, მისი ქვეყნის საბოტაჟი ქვეყნის მინერალებისა და ჰიდროკარბონული ნივთიერების განვითარების გეგმაში ძალზედ მნიშვნელოვანია, თუცა პუტინის გეგმის მთავარი მოტივი ეს არ არის. ის ამბობ, რომ პუტინს სურს ჩვენი ქვეყანა და ერი გაქრეს მსოფლიო რუკიდენ. საერთაშორისო ენერგო ასოციაციამ IEA გამოაქვეყნა რეპორტი „სუფთა ენერგიაზე გადასვლაში კრიტიკული მინერალების როლი“, – აღნიშნავდა, რომ მსოფლიოს მწვანე ენერგიაზე ტრანზიციისთვის საჭიროა იშვიათი მინერალები. მრავალი მინერალი გამოიყენება სუფთა ენერგიაში, მაგალითად როგორიცაა ლითიუმი ელემენტისთვის.გლობალური მასშტაბით, სუფთა ენერგიაზე დაჩქარებული გადასვლა, მზის პანელების, ქარის ტურბინების და ელექტრო ავტომობილების შექმნა, სწრაფი გადასვლა ძირითად მინერალებზე გეოპოლიტიკური გავლენების საკითხია მომარაგების მხრივ.
„უკრაინის მიწისქვეშა რესურსი ათასობით მინერალს იტევს. ექსპერტების აზრით მისი საბაზრო ღირებულება 7.5$ ტრილიონია. ის მოიცავს უნიკალურ ბარილიუმის, ზირკომიუმის, ტანტალუმის და სხვა კომპლექსური ფოსფორულ და იშვიათი მეტალების მადნეულის კომპლექსს.“ უკრაინის ლითიუმის დამტკიცებული რეზერვი ევროპაში უდიდესია. უკრაინას ასევე შეუძლია შევიდეს მსოფლიო ბაზარზე სუფთა და ულტრა-სუფთა მეტალებით, როგორიცაა გალიუმი, ინდიუმი, თალიუმი და მრავალი სხვა მინერალით.
უკრაინის კრიტიკული მინერალები და ევროპის ენერგო ტრანსიცია: რუსეთის აგრესიის მოტივაცია?
კრიტიკული მინერალები, კობალტი, ტიტანიუმი, პალადიუმი და მრავალი სხვა, არსებითი კომპონენტებია «მწვანე ტექნოლოგიებისთვის», წიაღისეული საწვავიდან ენერგო ტრანზიციისთვის. რუსეთი აცნობიერებდა უკრაინის მინერალების დიდი რეზერვების ფაქტორს, გადაწყვიტა 2022 წლის 24 თებერვლის აგრესიის წამოწყება. უკრაინის რესურსებზე წვდომის დაკარგვა, მოსკოვისა და პეკინის პარტნიორობის ბუნებიდან გამომდინარე, ჩინეთი როგორც კრიტიკული მინერალების ყველაზე დიდი რესურსის მქონე – საფრთხეში აგდებს ევროპის ენერგო ტრანზიციის გეგმას.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იშვიათი მინერალებით მსოფლიო რესურსებით მეოთხე ადგილზე იმყოფება, რუსეთ ყოველთვის ცდილობს გაზარდოს თავისი რესურსები. თუმცა, მიუხედავად პალადიუმის, სცანდიუმის და ტიტანიუმის, ნიკელისა და კობალტის მსოფლიო მთავარი მომმარაგებლის სტატუსისა ის არ აღიქმება მსოფლიოს მთავარ მოთამაშედ, ამ ადგილს ჩინეთი იკავებს. 2020 წელს, რუსეთმა განაცხადა იშვიათი წიაღისეული მინერალების მოპოვების გასავითარებლად 1.5$ მილიარდის ინვესტირება, მცდელობით, რომ 2030 წლისთვის ჩინეთის შემდეგ მეორე უდიდესი მწაროებლის ადგილი დაიჭიროს.
უკრაინა, ევროპაში ყველაზე მდიდარი სახელწიფოა იშვიათი დეტალების მხრივ და მისი დეპოზიტები მერყეობს 3 დან 11.5$ ტრილიონამდე. 2021 წელს, ევროკავშირმა ხელი მოაწერა უკრაინასთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღნიშნული ნედლეულზე (Raw materials), რამაც კერძო კომპანიების დაინტერესება გამოიწვია. უკრაინის მნიშვნელოვანი მინერალური რესურსებისა და რუსეთის ამბიციების ფონზე, აღნიშნულ სექტორში გაეზარდა თავისი ბაზრის გავლენა, ექსპერტები გამოთქვამენ მოსაზრებას რამდენად იქონია გავლენა აგრესიაზე, მოსკოვის სურვილმა თავისი გავლენის სფეროდ ექცია უკრაინის რესურსები.
რუსეთის შემოჭრა უკრაინის სახრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში მხოლოდ სამხედრო გათვლებით არ არის განპირობებული, უკრაინის კრიტიკული მინერალების რეზერვები სწორედ, რომ ამ ადგილებშია თავმოყრილი. მსგავსი მიზეზი არსებობდა ყირიმის ანექსიისას 2014 წელს, როდესაც რუსული არმიის მოქმედებები გამიზნული იყო უკრაინის ბუნებრივი აირის რეზერების მიტაცებით (13 ტრილიონ კუბურ მეტრამდე რეზერვი).
კრემლის მიერ კრიტიკული მინერალების კონტროლი თამაშს შეცვლის, ნებას დართავს რუსეთს გაზარდოს მისი გავლენა ენერგო უსაფრთხოების სხვადასხვა სპექტრზე.
ევროპის დივერსიფიკაცია ჩრდილოეთის ზღვის პროდუქციის გამოწვევები – გამოწვევები დივერსიფიკაციაში ევროპის რუსეთზე მძიმე დამოკიდებულების განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი, ჩრდილოეთის ზღვაში რეზერვების კლებაა, რომელიც განსაკუთრებით 2017 წლიდან მცირდება. ახლო და საშუალო პერსპექტივაში ევროპის ბუნებრივი აირის მთავარი მწარმოებლები ვერ შეძლებენ მნიშვნელოვნად გაზარდონ მიწოდების რაოდენობა.
რუსეთის შემდეგ, ნორვეგია სიდიდით ევროპის მეორე მომმარაგებელია და 2021 წლის მონაცემებით 25% (113Bcm) ითვლის ევროპის მომარაგების საერთო წილში, რომელიც 8800 კმ-იანი მილსადენის ბადით გერმანიის, საფრანგეთისა და ბელგიის ტერმინალების დახმარებით, ამარაგებს ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთს. მილსადენის მაქსიმალური გამტარიანობაა 120Bcm, რომელსაც მხოლოდ თეორიულად შეუძლია გაზარდოს მიწოდება 7 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობით. ჰოლანდიის რესურსმა, 2020 წლისთვის მკვეთრად დაიკლო 20 მლრდ კუბურ მეტრამდე, ხოლო ჰოლანდიის მიერ მოხმარებამ შეადგინა 37Btc. ის 2022 წლისთვის გეგმავდა სრულიად შეეწყვიტა გაზის წარმოება, თუმცა ომისა ფაქტორითა და გერმანიის ლობირებით წარმოება გაგრძელდა, ხოლო წარმოების შესაძლებლობის მაქსიმუმი 7.5Bcm შეადგენს.
ბრიტანეთი ევროკავშირში გაზის უდიდესი მომხმარებელია (72.5btc მოხმარების წლიური რაოდენობა). ის კვლავ რჩება გაზისპროდუქციის მნიშვნელოვან მწარმოებლად და ევროპაში მესამე ადგილს იკავებს, თუმცა, ბრიტანეთის მთავრობის პროგნოზით 2030 წლისთვის მარაგი სრულად ამოიწურება, რაც ნიშნავს ევროკავშირთან კონკურენციას გაზის ალტერნატიული მოწოდებისთვის.
31 მარტს, პრეზიდენტმა პუტინმა, ცალლმხრივად გადაწყვიტა «არამეგობრული ქვეყნებისთვის» თავს მოეხვია ქვეყნებისთვის დოლარისა და ევროს მაგივრად ანგარიშწორების რუბლში განხორციელება, რომელიც კონტრაქტით არ იყო გათვალისწინებული. მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმის შემდეგ, გაზპრომმა 27 აპრილს განუცხადა პოლონეთის PGNIG და ბულგარეთის Bulgargaz კომპანიებს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ. 21 მაისს ფინეთის მოთხოვნას შეერთებოდა ჩრდილო ატლანტიკურ ორგანიზაციას, რუსეთმა გაზის მომარაგების სრული შეწყვეტით უპასუხა. 31 მაისს, რუსეთმა იმავე მიზეზებით ევროკავშირის სხვა შემსყიდველი სახელმწიფოთათვის, დანიისთვის და ნიდერლანდებისთვის შეწყვიტა მომარაგება. რუსეთმა თავისი ენერგო მომარაგების იარაღიზაცია მოახდინა დიპლომატიური მიზნებისთვის და გააფართოვა მსხვერპლთა არეალი.
ლოქდაუნის მოხსნის შემდეგ, ენერგო რესურსების გამოყენების დონე ძველ ნიშნულს უბრუნდება, შესაბამისად რთული ხდება ახალ ახალი ბაზრების ათვისება და გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება სხვადასხვა მომწოდებლებთან. რუსეთისგან ენერგო დამოუკიდებლობის გზაზე მდგარი ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებული საცავების შევსება და ახალი საცავების შექმნა, რომელიც გამოიხატა ევროკომისიის 2022 წლის აპრილის წინადადებაში ყოფილიყვნენ მზად საცაების სულ მცირე 80% მარაგის გასაკეთებლად, მოსალოდნელი დაბრკოლებების შემთხვევაში ყოფილიყვნენ მზად. აღნიშნული რეკომენდაცია მომდევნო წლებშიც აქტუალური დარჩება, რაც გრძელვადიან კონტრაქტებს მოითხოვს დივერსიფიცირებულ მომწოდებლებთან.
მომწოდებელი პარტნიორები: ალჟირი და აზერბაიჯანი, ყაზახეთი 1964 წლიდან, პირველი LNG გადაზიდვა ალჟირის არზევიდან განხორციელდა საფრანგეთში და ბრიტანეთში, ალჟირი არის ევროპისთვის სიდიდით მესამე ექსპორტიორი ქვეყანა, რუსეთსა და ნორვეგიის შემდეგ. 2021 წელს მისი გაზის ექსპორტი, მილსადენითა და გათხევადებული სახით ევროპაში შეადგენდა 10.5%. ალჟირი 34 მილიარდი კუბური მეტრ გაზით ამარაგებდა იტალიასა და ესპანეთს, რომლის მეშვეობითაც ევროპის სხვა ქვეყნებში ნაწილდებოდა. ევროპელემა, ალჟირი მიიჩნიეს რუსული გაზის შემცირების ფონზე ერთ-ერთ ჩამნაცვლებლად, თუმცა არსებობს ტექნიკური და პოლიტიკური საკითხები, რომელიც აბრკოლებს ექსპორტიორი ქვეყნიდან მიწოდების სწრაფ ზრდას. ალჟირს სჭირდება მნიშვნელოვანი რეფორმების მთელი სერია, რომელიც მოკლე დროში ვერ მოგვარდება, იგულისხმება მიმდინარე წლებში, ქვეყნის მთავარ ქალაქებში არსებული საპროტესტო მოძრაობები და შექმნილი უწესრიგობა. 2022 წლის 11 აპრილს, იტალიის ენერგო კომპანიამ „Eni” გააფორმა ხელშეკრულება ალჟირის ეროვნული ნავთბისა და გაზის კომპანია Sonatrach – თან, Transmed – ის მილსადენით გაზის მიწოდების მოცულობის თანდათანობით გაზრდის შესახებ 2023-2024 წლებში ყველწლიურად 9 bcm დამატებითი გაზის მიწოდების შესახებ, ხოლო 3bcm დამატებითი მოცულობის დაუყოვნებლივ შესყიდვის შესახებ.
აზერბაიჯანი ევროპას SGC – სამხრეთის გაზის კორიდორით ამარაგებს, რომელსაც შემდეგო განშტოებები აქვს: 1) ტრანს ანატოლიის მილსადენი (TANAP), რომელიც თურქეთსა და ალბაეთს კვეთს და საბერძნეთის ტერიტორიამდეა გადაჭიმული, ასევე ტრანს ადრიატიკული (TAP), რომლითაც იტალიას უკავშირდება. სამხრეთის გაზის კორიდორი სრულ ექსპლუატაციაში 2021 წლის იანვარში შევიდა და ის, შაჰ დენიზის მეორე ფაზით წლიურად ამარაგებს თურქეთს 6, იტალიას 8, ხოლო საბერძნეთს 1 და ალბანეთს 1 მილიარდი კუბური მეტრ გაზით. ევროკომისიის პრეზიდენტმა და ალიევმა, 2021 წლის ივლისში ბაქოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, 2027 წლისთვის აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ექსპორტის, 20 მილიარ კუბურ მეტრამდე მიწოდების გაზრდის შესახებ. კომისიის პრეზიდენტმა განაცხადა: „დღეს, ახალი მემორანდუმით, აზერბაიჯანთან ენერგო თანამშრომლობის ახალ თავს ვშლით, მთავარი პარტნიორი შემხვედრ ნაბიჯს დგამს ჩვენს მცდელობებში, რუსული წიაღისეული რესურსებისგან გათავისუფლების გზაზე.“ „აზერბაიჯანი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარნიორია, რომელიც მუდამ გამოირჩეოდა სანდოობით.“ – განაცხადა ლაიენმა;
ყაზახეთი
ყაზახეთი, ნავთობით მსოფლიოს მეცხრე ადგილზე მყოფი ექსპორტიორი, თავისი ნავთობის ექსპორტის უდიდეს ნაწილს ევროპაში ახორციელებს და ამავე ექსპორტის შემოსავლების 2/3 ევროპისგან იღებს. მაგალითისთვის, 2021 წელს 67.7 მილიარდი ტონიდან, 50 მილიონი ტონა ევროპულ ექსპორტს შეადგენდა. მოსკოვი, რომელიც საერთაშრისო სანქციებით აღმოჩნდა იზოლირებული, ყაზახეთის მიმართ, ალტერნატიული მარშრუტის გამოყენების ხელის შეშლისთვის სხვადასხვა ხელის შემშლელ ფაქტორებს მიმართავს. ცხადი მაგალითი იყო, 2022 წლის ივლისში, როდესაც რუსეთს ადგილობრივმა სასამართლომ კასპიის მილსადენის ცონსორციუმის (CPC) მუშაობა შეაჩერა, გარემოსდაცვით წესების დარღვევის მოტივით. სასამართლოს გადაწყვეტილება 5 ივლისს გამოცხადდა, ერთი დღის შემდეგ, რაც პრეზიდენტ ტოკაევსა და ევროსამჭოს პრესიდენტ, შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა მათ შორის ჯეიჰანის ნავთობსადენის კონტექსტში, როდესაც პირველმა მათგანმა ყაზახეთის სურვილი დააფიქსირა ნავთბის ექსპორტის გაზრდისთვის. ზემდგომი სასამართლოს მიერ აღნიშNული შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა მსგავსი შემთხვევების სერიები, რომელიც ხელს უშლის ყაზახურ გადაზიდვებს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთბებში კვალს ტოვებს. მარტში, ნოვოროსიისკის პორტში შტორმის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა რამოდენიმე თვის მანძილზე CPC მილსადენის ფუნქციონირება შეუძლებელი იქნებოდა, ეს კი ყაზახეთს ძირითადი შემოსავლების დაკარგვას ნიშნავდა. მოსკოვის განცხადებითვე, ევროპა ამერიკის სანქციების პირობებში შეუძ₾ებელი იყო შესაბამისასი მოწყობილობების იმპორტი, რაც მილსადენის აღდგენისთვის საჭირო გახლდათ, შესაბამისად ეს არის წნეხი რუსეთის მხრიდან, ტოკაევის მიერ ამ პოზიციის გამოხატვის მიმართ.
რუსეთის ოფიციალურ განცხადებებში, მათ შორის 2014 წელს პუტინის მიერ წარმოთქმულ მუქარაში, რომელმაც ყაზახეთს ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ დააყენა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და შექმნა ყველაზე ღირებული ნედლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიული გზების ძების დღის წესრიგი. მიუხედავად იმისა, რომ CTC გამტარიანობის მცირე შესაძლებლობები აქვს, ვიდრე BTC, მაგრამ ეს არის გზა, რომელიც რუსეთის კონტროლის თავის დაღწევისთვის ქმნის შესაძლებლობებს. თუმცა, არსებობს სხვა დამაბრკოლებელი ფაქტორები. BTC მილსადენის გამოყენება ერთი ტონა ნავთობის გადაზიდვისთვის შეადგენს $90, ხოლო CTC მილსადენით 38$. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობა, რუსეთს ფაქტორი და ფასის სიძვირე შეუსაბამო სიტუაციას ქმნის და ხელსაყრელად მხოლოდ რუსული ტრანსიტის გამოყენება რჩება, რომელიც არასაიმედოა. რუსეთის მიერ ხელის შეშლა თავისი მილსადენის შეჩერებით, სავარაუდოდ გათვლილია მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასების ზრდის გამოწვევის მცდელობით, რის შედეგადაც ევროპა შეწყვეტს სანქციების პოლიტიკას.
ყაზახეთს უნივერსიტეტის პროფესორის, ნარიკბაევის თქმით, თვეების წინ ყაზახეთმა არ დაუჭირა მხარი მოსკოვს უკრაინის საკითხზე, რასაც შედეგად პოლიტიკური გადაწყვეტილებები მოჰყვა. ყაზახეთმა უარი თქვა ეცნო უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. რუსეთს, მრავალი დაბრკოლება შეუძლია შეუქმნას ყაზახეთს, მართალია 2018 წელს გაირკვა კასპიის ზღვის სტატური, თმცა არ განსაზღვრულა ზღვაოსნობის უფლებები. ყაზახეთმა ტანკერებით უნდა მიაწოდოს ნავთობი აზერბაიჯანს და შემდეგ ექსპორტირდეს მილსადენით, ეს მეთოდიც შესაძლოა დაპირისპირების საგნად იქცეს.
6 თებერვლიდან, ევროკავშირის სანქცია ძალაში შევა და მოიცავს, რუსული ნავთობის გემებით გადაზიდული ექსპორტის აკრძალვას მთელი მსოფლიოს მასშტაით. აკრძალვა შეეხება ყველა ტანკერს. ევროკავშირი ასანქცირებს იმპორტს რუსეთიდან, გარდა „დრუჟბა“ მილსადენით განხორციელებულ ნავთობის ექსპორტს, რომელიც განკუთვნილია ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის. ყაზახურ ნავთობს დაუბრკოლებლად შეუძლია რუსეთის გავლით განახორციელოს ნავთობის ტრანზიტი, თუმცა, თავისი ინტერესების გათვალისწინებით რამდენაც მისცემს რუსეთი მას ამის შესაძლებლობას, რამდენად სტაბილური იქნება დერეფანი, ყაზახეთისთვის მთავარ გაურკვეველ საკითხად რჩება.
ყატარის ფაქტორი ყატარი არის მსოფლიოს ნომერ მეორე LNG მომმარაგებელი. ყატარის ბუნებრივი აირის 90% იმპორტიორები აზიური სახელმწიფოები არიან, ხოლო ევროპული ქვეყნები მხოლოდ 9%. რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ორი თვით ადრე, როდესაც ყატარმა მიიღo გადაწყვეტილება ევროპისთვის გაეზარდა LNG ექსპორტი, ევროპის ზამთრის პიკისა და მოთხოვნილებების ზრდის ფონზე, მიწოდება მოთხოვნის კრიზისის დროს, ყატარი დადებითად გამოეხმაურა LNG ექსპორტის მოთხოვნას, თუმცა ყატარის ენერგეტიკის მინისტრმა საჯაროდ განმარტა და ჩამოთვალა ის ქვეყნები, რომლებზეც მარაგების უმრავლესობა განაწილებული იყო გრძელვადიანი კონტრაქტებით და აღნიშნა, რომ ევროპისთვის გათვალისწინებული მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა იქნებოდა.
ყატარის LNG მიმართულების ცვლილება ევროპისკენ, გააძლიერებს სპარსეთის ყურის პოლიტიკურ კავშირებს ევროკავშრის ქვეყნებთან. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ენერგო კავშირის გასამტკიცებლად მრავალი ევროპული ქვეყნის მაღალი დონის პირი ესტუმრა მას საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან. პატარა ქვეყნის სტიმულია ამერიკის დიპლომატიური და სამხედრო დაცვა მიიღოს დაძაბულ რეგიონში. შტატებს მნიშვნელოვანი როლი აქვს ყატარის მთავარი იმპორტიორების, იაპონიისა და სამხრეთ კორეის დარწმუნების საკითხში, რომლებიც ამერიკულ სამხედრო ალიანსში არიან, ნება დართონ მათი ზოგიერთი გრძელვადიანი კონტრაქტების დროებით ევროპისთვის გადაცემის შესახებ. ამ საკითხის მცდელობისას, 2022 წლის იანვარში პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში შეხვდა ყატარის სახელმწიფო მეთაურს და ახლო აღმოსავლეთის ყატარი «მთავარი არანატოს წევრ მოკავშირე» სახელმწიფოდ გამოაცხადა. ამერიკასა და იაპონიას შორის მოლაპარაკებების შედეგად, იაპონია დათანხმდა, გაზის მიწოდების გარკვეული კვოტების ევროპისთვის გადაცემას.
ყატარი მუშაობს 2027 წლისთვის საექსპორტო პოტენციალი 70Bcm – ით გაზარდოს და მნიშვნელოვანი წილი მიაწოდოს ევროპას. ენერგეტიკის მინისტრ, საად შერიდა ალ კააბის მიერ CNN სთვის 2022 წლის 24 მარტს მიცემულ ინტერვიუში, მან განაცხადა: „ჩვენი გეგმაა 50% სუეცის აღმოსავლეთით, ხოლო 50% სუეცის დასავლეთით.“ ეს განცხადება ნიშნავს, რომ ევროპას შეუძლია მომდევნო წლებში, ყატარის მზარდი LNG რესურსით სარგებელი ნახოს.
ინდუსტრიის ზოგიერთ წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკის დიპლომატია დაუღალავად მუშაობს იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და ტაივანთან თავი აარიდონ ყატართან გრძელვადიანი კონტრაქტების გაგრძელებას ავსტრალიის სასარგებლოდ. გეოსტრატეგიული იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყატარი, რომელიც გეოგრაფიულად ახლოსაა ევროპასთან ვიდრე ავსტრალია, შესაძლებელს გახდის დიდი რაოდენობის თხევადი გაზის ევროპისთვის მიწოდების შესაძლებლობას. ყატარის შიშები კი მდგომარეობს თუ რამდენად გრძელვადიანი იქნება ევროპასთან პარტიორობა, როდესაც ამ უკანასკნელს 2050 წლამდე განახლებად ენერგიაზე გადასვლის გადაწყვეტილება აქვს მიღებული და შემუშავებული მთელი რიგირ პროექტები და რისკი იმისა, რომ დაკარგოს აზიური ქვეყნების ბაზრები საშუალო ვადიანი პარტნიორის, ევროპის სანაცვლოდ, გაურკვეველი პასუხების წინაშე აყენებს მას და ცდილობს შეინარჩუნოს გრძელვადიანი სავაჭრო პარტნიორები აზიის ქვეყნების სახით, რაც რისკის შემცველ განწყობებს აღვივებს ევროპასთან გაურკვეველი ვადით პარტნიორობის გამო.
აღსანიშნავის, რომ გერმანიამ და ყატარმა 2022 წლის ნოემბრის მიწურულს 15 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.