რუსეთის დემოგრაფია

რუსეთის დემოგრაფია
რუსეთის დემოგრაფია

    რუსეთი მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოა, მდებარეობს ევრაზიის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში, ის არის ფედერაციული რესპუბლიკა. რუსეთი შედგება 83 ფედერაციული სუბიექტისგან. ოფიციალური ენაა რუსული.   ქვეყნის სახმელეთო საზღვარი ყველაზე დიდია მსოფლიოში. რუსეთს დასავლეთ მხარეს ესაზღვრება ევროპული სახელმწიფოები: ფინეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი. რუსეთს ასევე ესაზღვრება: ბელორუსია, უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი,ჩინეთი, მონღოლეთი და ჩრდილოეთ კორეა, რუსეთს ოფიციალური საზღვარი არ გააჩნია იაპონიასთან და აშშ-სთან,მაგრამ ამ ორ ქვეყანას ის ზღვის მეშვეობით უკავშირდება, იაპონიასა და რუსეთს შორის მდებარეობს ოხიტოს ზღვა,ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის მდებარეობს ბერინგის სრუტე.

            რუსეთს ტერიტორიის ფართობის მიხედვით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია, მისი ფართობი შეადგენს 17,098,242(1) კვ.მ. ხოლო მოსახლეობის რაოდენობაა 142,517, 670 მილიონი ადამიანი(1). ქვეყნის მოსახლეობის 73 %  ცხოვობს ქალაქებში ხოლო დანარჩენი 23% სოფელში(1), რის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ რომ რუსეთი მაღალურბანიზებული ქვეყანაა.

           რუსეთის ფედერაცია დიდი რვიანის შემადგენლპობაშიშემავალი ქვეყანაა მის მთლიანმა შიდა პროდუქტმა გასულ წელს შეადგინა დაახლოებით 1.5 თრილიონი დოლარის ეკვივალენტი. მაგრამ მიუხედავად ამისა სოციალური განვითარების დონის მიხედვით რუსეთს მაღალგანვითარებული ქვეყნების კატეგორიას ვერ მივაკუთვნებთ. მოსახლეობის საშუალო შემოსავალი შეადგენს 22,3 ათას რუბლს, საშუალო ხელფასი სეადგენს 26,5 ათას რუბლს,ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და სეადგენს 6.6%(2011წ).

 

            1.მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა და ბუნებრივი მოძრაობა

            მოსახლეობის რაოდენობის დინამიკას განსაზღვრავს ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობა.  განვიხილოთ უკანასკელი 50 წლის მონაცემები რუსეთის მოსახლეობის რაოდენობის. ისტორიული დინამიკა გვიჩვენებს რომ 1960 წლიდან მოყოლებული რუსეთის მოსახლეობა მატულობს, 1960 წელს რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა იყო 119 906 მილიონი კაცი, ხოლო 1995 წლიდან მოსახლეობის რაოდენობა იწყებს შემცირებას, 1995 წლისთვის ეს მაჩვენებელი შეადგენდა 148 699 მილიონ კაცს. ხოლო შემდგომ უკვე იწყებს კლებას და დღეისთვის შეადგენს 142 958 მილიონს . რაც გამოწვეულია მრავალი ფაქტორით რაზეც შემდგომ ვისაუბრებთ.

ქვეყნის მოსახლეობის დინამიკა არის უარყოფითი და ბოლო ოცწლეულის მანძილზე კლებულობს. მოსახლეობის დინამიკის ცვლილებაზე დიდი გავლენას ახდენს ბუნებრივი მოძრაობა, ანუ სხვაობა შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს შორის. შემცირდა და თითქმის განახავრდება შობადობის მაჩვენებელი გასული 50 წლის მაჩვენებელთან შედარებით და მოიმატა  თითქმის გაორმაგდა სიკვდილიანობს მაჩვენებელი. შესაბამისად სიკვდილიანობის რაოდეობა ჭარბობს შობადბის რაოდენობას რაც იწვევს უარყოფით ბუნებრივ მოძრაობას,   აღსანიშნავია, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია მამაკაცებში, მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 60,11 წელია(1),  რისი მიზეზიც არის დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელის მოხმარება, უბედური შემთხვევები, მკვლელობები.

რუსეთის მოსახლეობის რაოდენობის ისტორიული დინამიკა

წელი მილიონი
1960 119 906
1965 126 749
1970 130 392
1975  134 233
1980  138 655
1985 143 642
1990 148 244
1995 148 699
2000 146 758
2005 143 843
2010 142 958

 

1960-1970 იანი წლების მონაცემებით რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის საშუალო წლიური მაჩვენებელი იყო 0.6 %,  ხოლო 2000-2010 წლებში საშუალო წლიური მაჩვენებელი არის -0.2 %, ბოლო ათწლეულის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ რომ უსეთის ფედერაციის მოსახლეობა საშუალოდ ყოველწლიურად 0.2 % კლებულობს. 1960-1970 წლებში მოსახლეობის მთლიანი წლიური ზრდის ტემპი შეადგენდა 8.7 %,ხოლო 2000-2010 წლებში მთლიანი წლიური მაჩვენებელი -2.6 %-ს შეადგენს. (იხ.დანართი #1)

შობადობის მაჩვენებელი 1960-2010 წლები  

წლები რაოდენობ ა‰
1960-1965 21,0‰
1965-1970 14,4‰
1970-1975 15,3‰
1975-1980 15,9‰
1980-1985 16,8‰
1985-1990 16,1‰
1990-1995 10,9‰
1995-2000 8,9‰
2000-2005 9,9‰
2005-2010 11,4‰

სიკვდილიანობის მაჩვენებელი

წლები რაოდენობ ა‰
1960-1965 8,8‰
1965-1970 8,3‰
1970-1975 9,1‰
1975-1980 10,3‰
1980-1985 11,3‰
1985-1990 11,1‰
1990-1995 13,2‰
1995-2000 14,6‰
2000-2005 16,0‰
2005-2010 14,2‰

     რუსეთის ფედერაცია შედის იმ ქვეყნების სიაში რომლებიც 20 საუკუნის დასასრულიდან დემოგრაფიული კრიზისისი ფაზაში იმყოფებიან.  დემოგრაფების პროგნოზით ეს ქვეყნები უახლოესი 20-25 წლის განმავლობაში აღნიშნული კრიზისიდან ვერ გამოლენ. იმ შემთხვევაში თუ მომავალშიც ადგილი ექნება ბუნებრიც კლებას, მაშინ დაახლოებით 120-150 წლის შემდეგ ამ ქვეყნების მკვიდრი მოსახლეობა არსებობას შეწყვეტს.(2)

     რუსეთის ფედერაციის ბუნებრივ მოძრაობაში მკვეთრი ცვლილება სეინიშნება ბოლო 50 წლის მონაცემების მიხედვი.  XX საუკუნეში კერძოდ 1960-1965 წლებში მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა 12.2  ‰ იყო, ხოლო  XXI საუკუნის პირველი ათწლეულისთვის  ბუნებრივი მოძრაობა  მკვეთრად კლებულობს 2005-2010 წლებისთვის რუსეთის მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა უარყოფითია და სეადგენს:  -2,8  ‰ ,  XXI საუკუნის პირველი ათწლეულისთვის მოსახლეობის რაოდენობა ქვეყანაში კლებულობს. ქვეყანა განიცდის დემოგრაფიულ კრიზისს. რუსი დემოგრაფების შეფასებით XXI საუკუნის შუა წლებისტვის რუსეთის მოსახლეობა 50%-ით შემცირდება და მისი მოსახლეობა აღნიშნული დროისათვის დააახლოებიტ 100 მილიონი გახდება(2). ასევე აღსანიშნავია რომ უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა სიკვდილიანობის დონე , განსაკუთრებით 15 -60 წლის ასაკის ადამიანებში, ამ ასაკში გარდაცვლილ ადამიანთა შორის 80 %-ს მამაკაცები შეადგენდნენ

        მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე დემოგრაფიული ტენდენციები მიუთითებს იმაზე, რომ შობადობის დონეზე გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენს სოციალური ფაქტორები. შობადობაზე მოქმედი სოციალური ფაქტორებიდან განსაკუთრებული ადგილი უკავია ოჯახში ქალის უფლებრივ მდგომარეობას. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად ამაღლდა მათი როლი ოჯახის დაგეგმვის საქმეშიც.

       დღეისათვის, იმ ოჯახებში სადაც ცოლ-ქმარი თანაბარი უფლებებით   სარგებლობენ, სწორედ ქალის ნება სურვილზეა დამოკიდებული ოჯახში ბავშვთა რაოდენობა. სოციალურ ფაქტორებს მიეკუთვნება ასევე განქორწინებების რაოდენობის ზრდა,  რაც  კიდევ ერთი მიზეზია შობადობის დონის შემცირების. საზოგადოების სოციალურ-კულტურული და განათლების დონის ამაღლებასთან ერთად ხდება შობადობის შემცირება. უმარლესი განათლების მქონე ოჯახებში ცდილობენ აქცენტი გააკეთონ არა ბავშვთა რაოდენობაზე არამედ მათი აღზრდის ხარისხზე, რაც განაპირობებს კიდეც მცირეშვილიანობას.

        უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში სწრაფად იზრდებოდა საქალაქო მოსახლეობა, ეს ფაქტი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ურბანიზაციის პროცესმა განსაკუთრებული როლი ითამაშა შობადობის დონის შემცირებაში.

 

2. მოსახლეობის მექანიკური მოძრაობა

        მოსახლეობის მიგრაცია ანუ მოსახლეობის მექანიკური მოძრაობა. უხსოვარი დროიდან ადამიანები ერთი ტერიტორიიდან მეორეზე გადაადგილდებოდნენ საკვების მოპოვების, საცხოვრებლის პოვნის, დასაქმების, ვაჭრობის, მკურნალლობის, განათლების მიღების, მოგზაურობის, ახალი ტერიტორიების ათვისების და სხვა მიზეზების გამო. შესაბამისად მიგრაციები შეიძლება იყოს გამოწვეული, ბუნებრივ–გეოგრაფიული , ეკონომიკური, დემოგრაფიული , საომარი, პოლიტიკური, კულტურული, სოციალური მიზეზებით და ფაქტორებით.

             მიგრაციის სალდო1980-2000 წლები

1980-1985 1,6‰
1985-1990 1,2‰
1990-1995 3,0‰
1995-2000 3,0‰
2000-2005 2,2‰
2005-2010 1,6‰

 

რუსეთის ფედერაცია იმიგრაციის ქვეყანაა. რუსეთის მოსახლეობის მიგრაციების ისტორიული მიმოხილვა გვიჩვენებს, რომ 1980 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიგრაციის მაჩვენებელი დადებითია. აღსანიშნავია, რომ 1990-დან 2000-მდე მოსახლეობის მიგრაციის მაჩვენებელი შეადგენდა 3.0‰ხოლო 2000 წლიდან ეს მაჩვენებელი კლებულობს და დღესდღეობით შეადგენს 1,6‰.

რუსეთის მოსახლეობის შიდა მიგრაციას განსაზღვრავს  განსხვავებულ ფაქტორები როგორებიცაა სოციალურ-ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური,  რელიგიური, ბუნებრივი, ეკოლოგიური, ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებულობის  მაღალ დონეზე.  სესაბამისად ადამიანები ცდილობენ  სოციალურ-ეკონმიკური თუ სხვა ფაქტორებით უფრო განვითარებულ ქალაქებში გადასვლას. (3)  (იხ.დანართი #2)

ჩემ მიერ განხილულ იმიგრაციის ქვეყანაში მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან 12,080,000  შეადგენს იმიგრანტს რაც პროცენტულად უდრის 8.483 % . (3)

 

  1. დემოგრაფიული პოლიტიკა და მოსახლეობის დინამიკის პროგნოზირება

         რუსეთის ფედერაცია მიეკუთვნებაიმ ქვეყანათა რიგს სადაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან აღინიშნება შობადობის მკვეთრი შემცირება. ამ პრობლემამ განსაკუთრებულიაქტუალობა სეიძინა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუი დემოგრაფების შეფასებით ჩვენი საუკუნის შუაში რუსეთის მოსახლეობა 50 % შემცირდება დამოსახლეობის რცხვი აღნიშნული დროისათვის 100 მილიონი გახდება. იმ დროს, როდესაც რუსეთს მუსლიმების რაოდენობა ბუნებრივი მოძრაობის დადებითი მაჩვენებლის გამო საგძნობი ტემპით იზრდება, ეთნიკური რუსების რაოდენობა კატასტროფული ტემპით მცირდება. თუ ასე გაგრძელდა დაახლოებით 50 წლის შემდეგ ეთნიკური რუსები მთელი ქვეყნის მოსახლეობს მხოლოდ ნახევარს შეადგენენ. რუსეთის მთავრობა იმედოვნებდა, რომ შემქნილი რთული სიტოაციიდან ერთ-ერთი გამოსავალი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ეთნიკური რუსების დაბრუნება იქნებოდა.

დემოგრაფიული პოლიტიკა

               რუსეთის ხელისუფლება ატარებს დემოგრაფიულ პოლიტიკას, რათა ქვეყანაში გაიზარდოს მოსახლეობის რაოდენობა. 2001  წელს რუსეთის მთავრობამ შეიმუშავა დემოგრაფიული განვითარების კონცეფცია, რომლის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს სიკვდილიანობის დონის შემცირება და შობადობის დონის სტაბილიზაცია. რუსეთში დაწესდა ბავშვის ყოველთვიური შემწეობები, დაახლოებით 3-6 ამერიკული დოლარის ექვივალენტის ოდენობით, ხოლო ბავშვის შეძენის შემდეგ სანამ ის 18 თვის ასაკის არ შესრულდება იღებს დაახლოებით 500 რუსულ რუბლს. რუსი მეცნიერები და ექსპერტები ვარაუდობენ რომ შობადობის ამაღლების ყველაზე ეფექტური საშუალება იქნება ახალგაზრდა ოჯახების საბინაო პირობების გაუმჯობესება, კერძოდ მათ საშუალება უნდა მიეცეთ გრძელვადიანი შეღავათიანი სესხები აიღონ ბინათმშენებლობის მიზნით.

                 დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტობის მეორე ვადის დასაწყისში, 2004 წელსაც დაასახელა, ხოლო 2006 წელს „რუსეთის დემოგრაფიული პოლიტიკის კონცეფცია – 2025“ გამოქვეყნდა. კონცეფციის ფარგლებში, რამდენიმე  სოციალური პროგრამაც დაიგეგმა, რამაც ამ მხრივ მდგომარეობა შედარებით გააუმჯობესა, თუმცა სტატისტიკა კვლავ ნეგატიურია – რუსეთის სტატისტიკის სამსახურის, Rosstat-ის მონაცემებით, 1991 წლიდან დღემდე რუსეთის მოსახლეობის საერთო რაოდენობა  5 მილიონზე მეტით შემცირდა , ხოლო ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ აღემატება ახალშობილთა რაოდენობას .  გაეროს პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუ ტენდენცია შენარჩუნდა, 2050 წლისთვის რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 50 მილიონით შემცირდება. Rosstat-ის „შუალედური პროგნოზით“ კი, 2030 წლისთვის მოსახლეობის  რაოდენობა მხოლოდ 3 მილიონით შემცირდება. (5)

              რუსეთის დემოგრაფიული კრიზისის უმთავრეს მიზეზად საბჭოთა კავშირის დაშლა და 1990-იანი წლების ეკონომიკური კრიზისი მიიჩნევა. მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე მეტად სწორედ გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში შემცირდა, ხოლო ეკონომიკური კრიზისის დაძლევისათვის გატარებული რიგი ღონისძიებების  შემდეგ, სტატისტიკა შედარებით გაუმჯობესდა და მოსახლეობის კლების ტენდენცია შენელდა. შობადობის მაჩვენებელი, რომელიც 1999 წელს 1000 მოსახლეზე 8.3 იყო, 2010 წლისთვის 11.4-მდე გაიზარდა, ხოლო  2011 წელს ერთ ქალზე უკვე 1.61 ახალშობილი მოდიოდა (1.16/1999). ეკონომიკური კრიზისის გამო, 1990-იან წლებში მრავალი ოჯახი ბავშვის ყოლისგან თავს იკავდებდა, ხოლო უკანასკნელი წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება.

             ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და სახელმწიფოს მიერ  სოციალური პროგრამების შემუშავების შემდეგ, დაიწია სიკვდილიანობის მაჩვენებელმაც, თუმცა იგი კვლავ აჭარბებს შობადობის მაჩვენებელს  – 2010 წლის მონაცემებით, 14,2-ს უდრის, ხოლო 2005 წლის შემდეგ, ყოველწლიურად სტაბილურად იკლებს (ამ მაჩვენებლით რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა).  სიკვდილიანობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია მამაკაცებში და ამის მიზეზი ალკოჰოლზე დამოკიდებულებაა, რაც დღემდე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

                დემოგრაფიული კრიზისი რუსეთის უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ აღიქმება. საფრთხეს ორი მთავარი მიმართულება აქვს – მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობის ზრდა და ცენტრალური და აღმოსავლეთის რეგიონების ეთნიკურად რუსი მოსახლეობისგან დაცლა. მართალია, ეთნიკურად რუსი მოსახლეობა კვლავ უმრავლესობას წარმოადგენს (80.8%/2010), თუმცა მუსლიმი მოსახლეობის ზრდის ტემპი რუსეთში შეშფოთებას იწვევა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მათი რუს საზოგადოებაში ინტიგრირება სრულად ვერ ხერხდება, ხოლო დომინანტი ეთნოსის წარმომადგენელთა რაოდენობა მცირდება. ყველაზე რთულ დემოგრაფიულ ვითარებაში, 1989 წლიდან 2002 წლამდე, მუსლიმთა პროცენტული რაოდენობა 7.9-დან 10.2%-მდე გაიზარდა და ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია.

             რუსეთის ხელისუფლების შეშფოთებას განსაკუთრებით ის ფაქტი იწვევს, რომ მუსლიმებით დასახლებული რეგიონები ჰომოგენურია და ეთნიკურად რუსები იქ თითქმის არ ცხოვრობენ. პრობლემის გადასაჭრელად 2012 წლის 22 მარტს ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე ჩრდილოეთ კავკასიაში ეთნიკურად რუსი მოსახლეობის მასობრივი ჩასახლება დაიგეგმა.  გადაწყვეტილების მიხედვით, რომელის შესახებაც პუტინი ერთ-ერთ წინასაარჩევნო სტატიაშიც წერდა, რეგიონული განვითარების სამინისტრომ სპეციალური გეგმა „3-4 თვეში“ უნდა მოამზადოს. ცნობილია, რომ ეს იქნება საპილოტე პროგრამა და თუ იგი წარმატებით განხორციელდა, ეთნიკურად რუს ოჯახებს, სავარაუდოდ, თათრეთში და ბაშკირეთშიც ჩაასახლებენ.

               დემოგრაფიული კრიზისი ყველაზე მეტად რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონებში იგრძნობა, სადაც, მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით, ერთ კვადრატულ კილომეტრზე ერთი ადამიანი მოდის და 2015 წლის პროგნოზით, მოსახლეობა, რომელიც დღეს 6 მილიონს შეადგენს, 20%-ით შემცირდება. ამავდროულად, დრამატულად იზრდება ჩინელ მიგრანტთა რიცხვი, ხოლო რუსეთის ხელისუფლება ამ ტერიტორიების ეთნიკურად რუსი მოსახლეობით ათვისებას ვერ ახერხებს. რაც შეეხება რუსეთის მასშტაბით ეთნიკურად ჩინელთა საერთო რაოდენობას, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს,  თუმცა, ვარაუდობენ, რომ ამჟამად რუსეთში 1-დან 3 მილიონამდე ჩინელია, ხოლო 2050 წლისთვის მათი რიცხვი 20 მილიონამდე გაიზრდება.

               რუსეთის დემოგრაფიულ კრიზისს მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ასპექტები აქვს. კონკრეტულ რეგიონებში, განსაკუთრებით კი, ჩრდილოეთ კავკასიაში კომპაქტურად ჩასახლებული მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობის ზრდა სეპარატიზმის განვითარების საფრთხეს ქმნის. იმ ფონზე, რომ რუსულ საზოგადოებაში მათი ინტეგრირება ვერ ხერხდება, ქსეონოფობიური განწყობები ყოველწლიურად ძლიერდება (2007 წლის კვლევის მიხედვით, რუსების 55%-ის აზრით, რუსეთში მხოლოდ ეთნიკურად რუსები უნდა ცხოვრობდნენ), ხოლო ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული საფუძველი არსებობს, სეპარატიზმის საფრთხე კიდევ უფრო რეალური ხდება. გარდა ამისა, შორეული აღმოსავლეთისა და ცენტრალურ რეგიონებში ეთნიკურად რუსი მოსახლეობის რიცხვი დრამატულად იკლებს, ხოლო ამ რეგიონებს  წარმატებით ითვისებენ ჩინელი მიგრანტები, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთისთვის შესაძლოა, სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემად იქცეს.

             რუსეთის მოსახლეობის კლებასთან ერთად, არმიისთვის ვარგის ახალგაზრდათა რიცხვიც მცირდება. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ყოველი მესამე ახალგაზრდას არმიაში სავალდებულო სამსახურის მოხდა არ შეუძლია. ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ჯარისკაცთა ჯანდაცვის პროგრამების არარსებობის გამო, თავად არმიაში მომსახურე პერსონალის თითქმის მესამედს აწუხებს ჯანმრთელობის პრობლემები და ასევე მაღალია ალკოჰოლზე დამოკიდებულების დონეც. დემოგრაფიული კრიზისი პირდაპირ გავლენას ახდენს ეკონომიკაზეც, რაც სამუშაო ძალის მიწოდების შემცირებაზე და მის პროდუქტიულობაზე აისახება. სამუშაო ძალის შესავსებად, ერთი მხრივ, საჭიროა მიგრანტებისთვის ხელოვნური დაბრკოლებების მოხსნა, ხოლო, მეორე მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ფაქტი დემოგრაფიულ სიტუაციაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

        2005 წლის შემდეგ, მოსახლეობის კლების ტემპის შენელებამ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სოციალური პროგრამების ინიცირების შემთხვევაში, რუსეთს დემოგრაფიული კრიზისიდან გამოსვლის შანსი აქვს,  თუმცა ეს მოითხოვს უზარმაზარ ფინანსურს რესურსებს და გონივრული პოლიტიკის გატარებას. მესამე საპრეზიდენტო ვადით მოსვლის შემდეგ, პუტინი სწორედ ასეთი პოლიტიკის გატარებას აპირებს, თუმცა წინა ორი საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც მსგავს სოციალურ პროგრამებზე საუბრობდა, მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმე განხორციელდა, შესაბამისად, საარჩევნო დაპირებების სრულად განხორციელება ამჯერადაც ნაკლებად სავარაუდოა.

ქვეყნის მოსახლეობის შემდგომი სამომავლო ტენდენციები, მოსახლეობის დინამიკა

2010-2015 -0,10
2015-2020 -0,17
2020-2025 -0,28
2025-2030 -0,38
2030-2035 -0,40
2035-2040 -0,37
2040-2045 -0,38
2045-2050 -0,41

 

რუსეთის ფედერაციაში  თუ ბუნებრივი მოძრაობა არ დაიწყებს  მატებას და დღევანდელი მდგომარეობა გაგრდძელდება, 50 წლის შემდეგ ეთნიკური რუსები მოსახლეობის რაოდენობის ნახევარს შეადგენენ,ხოლო 150 წლის შემდეგ საერთოდ აღარ იარსებებენ.

 

  1. მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა

 მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობა ყალიბდება მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის პროცესში, შესაბამისად, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის ანალიზი საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ მოცემული საზოგადოების აღწარმოების თავისებურებები და კანონზომიერებები დინამიკაში.

      მოსახლეობის სქესობრივი სტრუქტურა გვიცვენებს პროპორციას მამაკაცთა დაქალთაშორის. ამ სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მაგარმუმნიშვნელოვანესია შემდეგი ორი მათგანი: მსოფლიოში უფრო მეტიმააკაცი იბადება ვიდრე ქალი; ქალები უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ ვიდრე მამაკაცები. ბუნების ამ ორი კანონის თანახმად გამოდის რომ  მოსახლეობის ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში მამაკაცები ჭარბობენ ქალებს.  მსოფლიოში ყოველ 100 დაბადებულ გოგონაზე საშუალოდ 104-106 ბიჭი მოდის. ქალებთან შედარებით მამაკაცთა და ქალთა რაოდენობა თანაბრდება დაახლოებით 30-40 წლის ასაკში.

             სქესობრივი სტრუქტურა დარღვეული იმ ქვეყნებში რომლის მოსახლეობას უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში გამოაკლდა მაამკაცთა მნიშვნელოვანი ნაწილი ომის ან მასშტაბური ეოგრაციის გამო, ხოლობუნებრივი მატება მათში ნულოვანი ან უარყოფითია. ამ ტიპის ქვეყნებს მიეკუთვნებიან საბჭოთაკავშირის ყოფილი რესპუბლიკები, სადაც ქალებთან მიმართებაში დაფიქსირებულია მამაკაცთა ყველაზე დაბალი რაოდენობა, რუსეთში, უკრაინაში ბელორუსში, ესტონეთში ლატვიაში, ლიტვასა და სომხეთში 100 ქალზე84-89 მამაკაცი მოდის.

მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ მოსახლეობის განაწილება ცალკეული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ასაკობრივი სტრუქტურის ზოგადი დახასიათებისას გამოიყენება მოსახლეობის დაყოფა სემდეგ სამ სასაკობრივ ჯგუფად: 0-14 წელი სამუშაომდელი ასაკის ან ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფი; 15-59 წელი შრომის ასაკის ჯგუფი: 60-მეტი საპენსიო ასაკის ან ხანდაზმული ასაკობრივვი ჯგუფი.

     მოსახლეობის ასაკობრივი შემადგენლობის ფორმირეა ხდება რამდენიმე ფაქტორის ზეგავლენით (მიგრაციები, სოციალურ-ეკონომიკური სიტოაცია, ომები, ეპიდემიები, ბუნებრივი კატაკლიზმები), თუმცა გადამწყვეტ როლს ამ პრცესში თამაშობს შობადობისა და სიკვდილიანობის დონეების დინამიკა. მოსახლეობის აღწარმოების დაბალი ტემპების პირობებში მიმდინარეობს მოსახლეობის დაბერება, შესაბამისად ამ სემთხვევაში მცირდება სამუსაომდელი ასაკის ჯგუფის ხვედრითი წილი, რის შედეგადაც მთელ მოსახლეობაში იზრდება საპენსიო ასკის ჯგუფის პროცენტული მაჩვენებელი. მასშტაბური იმიგრაციის ან ემიგრციის არსებობის შემთხვევაში შესაბამისად იზრდება და მცირდება სამუშაო ასკის ჯგუფის ხვედრითი წილი მთელ მოსახლეობაში.

რუსეთისთვის დამახასიათებელია, როგროც წესი, ბუნებრივი კლება ზოგ შემთხვევაში უმნიშვნელო ბუნებრივი მატება ასევე საგარეო მიგრაციების უარყოფითი სალდო. ასევე დამახასიათებელია სქესობრივ სტრუქტურაში ქალთა მაღალი ხვდერითი წილი და საპენსიო ასაკის ადამიანების მაღალი ხვედრითი წილი.

სქესობრივ სტრუქტურაში ქალთა მაღალი ხვედრითი წილი, და უმრავლესობა საპენსიო ასაკის ადამიანების მაღალი ხვდერითი წილი.  2012 წლის მაჩვენებლებით რუსეთის მოსახლების 71,13% სეადგენს 15-64 წლამდე ასაკის მოსახლეობა, 0-14 წლამდე 15,7%, ხოლო 65 წელზე ზემოთ 13 %.(1)

  1. მოსახლეობის ხარისხის სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლები

სიცოცხლის ხანგრძლივობა წარმოადგენს ადამანთა სიკვდილიანობის განზოგადებული მაჩვენებელს. მოსახლეობის სიცოხხლის ხანგძლიობის მაჩვენებელი მიუთითებს სოციალურ-ეკონომიკური და ჯანდაცვის სისტემის განვითარების დონეზე.

მეოცე საუკუნეში სიცოცხლის ხანგრძლივოსბი საგრძნობი ზრდის ტენდენცია განაპირობა მეცნიერებისა და ტექნიკის, განსაკუთრებით კი ფარმაცეპტული მრეწველლობის მიღწევებმა, რასაც მოყვა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების და სანიტარულ-ჰიგიენური დონის გაუმჯობესება. ეს ტენდენციები შენარჩუნებული იქნება შემდგომი 50 წლის განმავლობაში. დემოგრაფების პროგნოზით 2050 წლისათვის მსოფლიოში მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებელი 75 წლამდე გაიზრდება. 2012 წლის მონაცემებით რუსეთში სისცოცოხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 66.46 წელს. ქალებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 73,18 წელი ხოლო მამაკაცებში ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და 60.11 წელს შეადგენს. (1)

როგორც წესი ჯანდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ხარისხზე. ჯანდაცვის სიტემა წარმოადგენს რთულ კომპლექსს, რომელიც ყალიბდება და ვითარდება სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ფაქტორების ზემოქმედებით. მოსახლეობის ჯამრთელობის მდგომარეობა დამოკიდებულია ქვეყნის ბუნებრივ-კლიმატურ პირობებზე, მასში სოციალური დაცის მექანიზმების ეფექტური სისტემის არსებობაზე მოსახლეობის მატერიალურ კეთილდღეობაზე. და ჯანდაცვის განვიტარებაში ხელისუფლების დაინტერესების ხარისხზე. ზოგიერთი ქვეყანა არ გამოირჩევა ეკონომიკური განვითარების მაღალი დონით მაგრამ მიუხედავად ამისა ხელისუფლება ქვეყნის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ჯანდაცვის განვითარებაზე ხარჯავს. კუბას, მოსახლეოის სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი კარგად განვითარებული სისტემა აქვს, თუმცა სოციალურ ეკონომიკური განვითარების მხრივ ის განვითარებადი ქვეყნები რიცხვს მიეკუთვნება, ისევე როგროც უკრაინა, თუმცა იქ არ იხარჯება ქვეყნის შემოსავლების დიდი ნაწილი ჯანდაცვაზე. ქვეყნის ჯანდაცვის დონის საუკეთესო მაჩვენებელია ერთი ადამიანის სამედიცინო მომსახურებაზე დახარჯული საშუალო წლიური თანხა. ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვაზე დახარჯული თანხა 998$ (10)

    მოსახლეობის ჯანდაცვის ხარისხის მნიშვნელოვანი ინდიკატორია ჩვილთა სიკვდილიანობა, რომელიც გვიჩვენებს თუ ყოველ1000 დაბადებულზე რამდენი ერთ წლამდე ასაკლის ბავშვი გარდაიცვალა. ჩვილთა სიკვდილიანობა: ყოველ 1000 კაცზე 7,3 ‰. მოსახლეობის ხარისხზე განსაკუთრებული ზეგავნა აქვს მის განათლების დონეს, მოსახლეობის განათლების დონის დსახასიათებისას რამდენიმე კრიტერიუმი გამოიყენება მაგრამ მათ შორის ყველაზე გავრცელებულია წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობი ს განსაზღრვა.

იუნესკოს განმარტების თანახმად წერა კითვხის არამცოდნედ ან უწიგნურად ითვლება 15 წელზე უფროსი ასაკის ადამიანი, ვისაც არ შეუძლია წერა და კითხვა. მოსახლეობის უწიგნურობის მაჩვენებელი საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ თუ მოცემულ ქვეყაში რა მდგომარეობაა საწყისი განათლების მხრივ.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა, უპირველეს ყოვლისა კი იუნესკომ 50 წლის განმავლობაში დიდი შრომა გასწიეს განვითარებად ქვეყნებში უწიგნურობის დაძლევის საქმეში. 1950 წელს მსოფლიოში წერა კითხვის უცოდინარი ადამიანები შეადგენდნენ მთელი მოსახლეობის 44 %, ხოლო 2000 წელს ეს მაჩვენებელი 18 % შემცირდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ცალკეული რეგიონების მოსახლეობის განათლების მაჩვენებლებში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი სხვაობა შეინიშნება. (2) რუსეთში განათლების დონე მაღალია , მთელი მოსახლეობიდან 99.6% იცის წერა-კითხვა ამათგან 99.7% მამაკაცმა და 99.5% ქალმა.(1)

  1. მოსახლეობის დასაქმება

            მოსახლეობის დასაქმების დონე და ხარისხი უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებაზე და მის დემოგრაფიულ მახასიათებლებზე. ასაკობრივი სტრუქტურის სპეციფიკიდან გამომდინარე შრომით საქმიანობაში შეიძლება ჩაბმული იყოს მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი. რუსეთში სამუშაო ასაკის მოსახლეობაში შედიან 16-59 წლის მამაკაცები და 16-54 წლის ქალები. მნიშვნელოვანია სამუშაო ასაკის მოსახლეობის შეფარდება სამუშაომდელი და საპენსიო ასაკის მოსახლეობასთან, რომელიც გვიჩვენებს მოსახლეობის დემოგრაფიულ დატვირთვას. მსოფლიოში ყოველი 100 შრომისუნარიანი ადამიანი არჩენს საშუალოდ 70 მოზარდსა და ხანდაზმულ ადამიანს. რუსეთში მოსახლეობის სამუშაო ასაკის 5-10 წლით უფრო მცირეა, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაშიმოსახლეობის დატვირთვის მაჩვენებელი დაახლოებით 67-ის ტოლია. მოსახლეობის მაღალი დემოგრაფიული დატვირთვა დამატებით სირთულეებს უქმნის განვითარებადი სამყაროს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას(6).

             2011 წლის მონაცემებით რუსეთში ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობა შეადგენდა 75,33 მილიონი ადამიანს, ხოლო რუსეთის სრული მოსახლეობა როგროც უკვე აღვნიშნეთ შეადგენს  142,517, 670 ამ მაჩვენებლებიდან გამომდინარე რუსეთის მოსახლეობის ნახევარი ეკონომიკურად აქტიურია.  უმუშევრობის დონის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია რუსეთში და შეადგენს 6.6%(2011), ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის უმეტესი წილი დასაქმებულია მომსახურების სფეროში 62,7%; მრეწველობაში 27,5%, ხოლო სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის 9,8%–ია დასაქმებული(1).

  1. მოსახლეობის რასობრივი სტრუქტურა

თავის ქალის მოყვანილობის, სახის ნაკვთების წყობის, თმის ნაირგვარობის, ტანის პროპორციულობის, კანის ფერის და სხვა მახასიათებელი ნიშნების მიხედვით კაცობრიობა იყოფა სამ ძირითად რასად: ევროპეიდული (რომელიც თავის მხრივ ორ შტოდ, ჩრდილოეთის და სამხრეთის შტოდ იყოფა), მონღოლური (იყოფა აზიურ და ამერიკულად) და ნეგროიდული (იყოფა აფრიკულად და ოკეანურად) რასებად.(7)

რუსეთის მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესოაბა შეადგენენ კავკასოიდები ანუ ევროპეიდები, დაახლოებით 15 % არის მონღოლოიდი. ევროპეიდები ძირიტდად არიან სლავები (რუსები, უკრაინელები, ბელორუსები), აგრეთვე კავკასიელები (ჩეჩნები, ინგუშები, ავარიელები, ადიღეელები და სხვა).

  1. მოსახლეობის ეთნოლინგვისტური სტრუქტურა

 რუსეთი კონსტიტუციის თანახმად მრავალეროვნული სახელმწიფოა მის ტერიტორიაზე ცხოვრობს 180 ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი,  ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან და დასახლებული ტერიტორიების ადგილობრივ მოსახლეობას შეადგენენ. რუსეთში მცხოვრები ადამიანები არათანაბრადაა განლაგებული, ეს ძირითადა განპირობებულია რუსეთის უზარმაზარი ტერიტორიით.

ეთნიკური მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის მიხედვით რუსეთის მოსახლეობა პროცენტულად შემდეგნაერად გამოიყურება, 79,8% შეადგენენ  რუსები, თათრები 3,8%, უკრაინელები 2%, ბაშკირები 1,2%, ჩუვაშები 1,1% სხვა დანარჩენი კი 12,1% (2002census) (1).

 

რუსეთის მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა (8)

  მილიონი ადამიანი 2010 წელი % გამოსახული ეროვნული კუთვნილება
სრული მოსახლეობა 142,86  
მათ შორის ვინც მიუთითა ეროვნული კუთვნილება 137,23  
რუსები 111,02 80,90
თათრები 5,31 3,87
უკრაინელები 1,93 1,41
ბაშკირები 1,58 1,15
ჩუვაშები 1,44 1,05
ჩეჩნები 1,43 1,04
სომხები 1,18 0,86
ავარიელები 0,91 0,66
მოლდოველები 0,74 0,54
კაზაკები 0,65 0,47
აზერბაიჯანელები 0,60 0,44
დარგინცები 0,59 0,43
უდმურტები 0,55 0,40
მარიელები 0,55 0,40
ოსები 0,53 0,39
ბელორუსები 0,52 0,38
ყაბარდოელები 0,52 0,38
კუმიკები 0,50 0,37
იაკუტები 0,48 0,35
ლეკები 0,47 0,35
ბურიატები 0,46 0,34
ინგუშები 0,44 0,32
სხვა ეროვნებები 4,81 3,51

 

  1. მოსახლეობის რელიგიური სტრუქტურა

        რუსეთის ფედერაცია „დე იურე“ სეკულარული სახელმწიფოა. რუსეთში ცხოვრობენ ქრისტიანები, (ძირითადად მართლმადიდებლები), მუსლიმანები, ბუდისტები, იუდეველები, წარმართები და სხვები. 2010 წლის გამოკითხვის თანახმად რუსეთის მოქალაქეების 70-75 % თავს მართლმადიდებლად თვლის.  მოსახლეობის 41% შეადგენენ მართლმადიდებლები, მუსლიმანები  6,5%, ქრისტიანები კონფესიური მიკუთვნებულობის გარეშე 4,1%, სხვა მართლმადიდებლები ( ქართველები, სერბები, სომხები და ა.შ) 1,4%, თენგრიანიზმი (ნეოწარმართობა) 1,1%, ბუდზმი 0,4%, სულიერები მაგრამ არა რელიგიურები (ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ მორწმუნეები არიან მაგრამ არცერთ რელიგიას არ მიაკუთვნებენ თავს)  25,1 %, ათეისტები 12,9 %, სხვა 7,9 %.

         გამომდინარე რუსეთის ფედერაციის ისტორიიდან და პოლიტიკური რეალობებიდან ტერიტორიების საკმაოდ დიდი ნაწილი ამ ქვეყანას უკვე ჩამოყალიბებული რელიგიებით და კულტურებით შემოუერთდნენ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვითარებაში. ამდენად კონფეციებიც ტერიტორიების მიხედვით არის გადანაწილებული.  ქრისტიანები ძირითადად ეთნიური რუსები და უკრაინელები არიან, რომლებიც სახლობენ რუსეთის ფედერაციის ევროპულ ნაწილში და ქვეყნის დიდ ქალაქებში. მუსლიმები-ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში და თათარსტანში. იუდეველები თავიანთ ავტონომიაში და ნაწილობრივ დიდ ქალაქებში, ბუდისტები ტიბეტის მისადგომებთან და ციმბირში, ნეოწარმართები ძირითადად მონღოლეთშიაგრეთვე ურალსი და ნაწილობრივ ჩრდილოეთ კავკასიაში.

 

 

10.ურბანიზაცია, განსახლება და მოსახლეობის ტერიტორიული განლაგება.

       2010 წლის ოქტომბერში ჩატარებული ეროვნული აღწერის შედეგებით რუსეთის მოსახლეობა შეადგინა 142 905 200 მილიონი ადამიანი. აქედან გამომდინარე რუსეთი ყველაზე დასახლებული ქვეყანაა ევროპაში და მეცხრე ადგილზეა მსოფლიოში მცხოვრები  მოსახეობის  რაოდენობის მიხედვით. მოსახლეობის ყველაზე დიდი სიმჭიდროვით გამოირჩევა ევროპული რუსეთი და ურალის მთების ახლოს მდებარე ტერიტორიები. მოსახლეობის ყველაზე ნაკლები სიმჭიდროვით გამოირჩევა ციმბირი. რუსეთი მაღალურბანიზებული ქვეყანაა მოსახლეობის 73% ქალაქბში ცხოვრობს, ხოლო დარჩენილი მოსახლეობა 27% სხვა დასახლებულ პუნქტებში სახლობს.(6) მოსახლეობის 78% ცხოვრობს რუსეთის ევროპულ ნაწილში რომელიც რუსეთის ფართობის 25%-ს შეადგენს. (10) ფედერაციის სუბიექტებს შორის ყველაზე მჭიდროდაა დასახლებული მოსკოვი  4626 კაცზე მეტი მოდის ერთ კვ.მ, ყველზე პატარა ფედერაციულ სუბიექტებს შორის არის ჩუკოტკა 0.07 ზე ნაკლები ადქამინაი მოდის ერთ კვ.მ.

        რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის ასეთი არათანაბარი განსახლება განპირობებულია მისი გეოგრაფიით, ამ ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ციმბირი და ურალი საცხოვრებლად სრულიად გამოუსადეგარია და ამდენად ამ რეგიონებში მოსახლეობის სიმჭიდროვე ძალიან დაბალია, თუმცა ცალკეულ ადგილებში სასარგებლო წიაღირსეულის ათვისებამ შექმნა ინდუსტრიული ცენტრები და სესაბამისად წარმოშვა ურბანული რეგიონი მაგალითად სვერდლოსკი, უფა და ა.შ. მოსახლეობის განსახლებაზე გარკვეული გავლენა იქონია რუსეთში ტრადიციულად არსებულმა გადასახლებების ფაქტმა, მილიონობით ადამიანს ასახლებდნენ (იმპერიულ რუსეთში და საბჭოთა პეროდში) ციმბირსა და ტაიგაში,  რომელტა ნაწილიც ადგილზე დარჩა, ასახლებდნენ ასევე ეთნიური ნიშნით მაგალითად ეთნიური ნიშნით გადაასახლეს ებრაელები და შექმნეს ებრაელთა ავტონომიური ოლქი.

დიდ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა

მოსკოვი 11 612 943
სანკტ-პეტერბურგი  4 953 219
ნოვოსიბირსკი 1 498 921
ეკატერინბურგი 1 377 738
ნიჟნი ნოვგოროდი 1 254 592
სამარა 1 169 184
კაზანი 1 161 308
ომსკი 1 156 583
ჩელიაბინსკი 1 143 458
რორსტოვი 1 096 448
უფა  1 072 291
ვოლგოგრადი 1 018 739
პერმი 1 000 672

 

ავტორი: მირანდა ფაღავა

 

11.გამოყენებული ლიტერატურის სია

  1. https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/rs.html
  2. გიორგი გოგსაძე. მოსახლეობის გეოგრაფია ( სახელმძღვანელო). გამომცემლობა „საარი“ 2008წ.
  1. http://www.nationmaster.com/compare/Russia/Ukraine/Immigration
  1. http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9C%D0%B8%D0%B3%D1%80%D0%B0%D1%86%D0%B8%D0%B8_%D0%BD%D0%B0%D1%81%D0%B5%D0%BB%D0%B5%D0%BD%D0%B8%D1%8F_%D0%A0%D0%BE%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B8
  2. http://nasrashvili.blogspot.com/2012/11/blog-post_19.html
  3. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98
  4. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90
  1. http://www.rg.ru/2011/12/16/stat.html
  1. http://en.wikipedia.org/wiki/Demographics_of_Russia
  2. http://www.who.int/countries/rus/en/
  3. http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A0%D0%BE%D1%81%D1%81%D0%B8%D1%8F#.D0.9D.D0.B0.D1.81.D0.B5.D0.BB.D0.B5.D0.BD.D0.B8.D0.B5
დანართი #2 მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი (1,000 კაცზე) (2012) (9).

დანართი #2 მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი (1,000 კაცზე) (2012) (9).

დანართი #1 შობადობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით(2012) (9)

დანართი #1 შობადობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით(2012) (9)

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი #3 იმიგრაციის მიმართულებები

დანართი #3 იმიგრაციის მიმართულებები

 

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *