რესპუბლიკა ბელორუსი

ბელარუსის ეკონომიკა
ბელარუსის ეკონომიკა

       ბელორუსის რესპუბლიკა მდებარეობს ევროპის ცენტრში და უკავია ევრაზიის კონტინენტის შუა ნაწილი. მას ესაზღვრება ხუთი ქვეყანა: ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით რუსეთი, სამხრეთით უკრაინა, დასავლეთით პოლონეთი, ჩრდილო-დასავლეთით ლიტვა და ლატვია. ფართობი უდრის 207,6 ათასი კმ2. დედაქალაქს მინსკს გააჩნია ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, იგი მცირე მანძილით არის დაშორებული ევროპის ცენტრებიდან. ევროპის 37 ქვეყანათა შორის ბელორუსი ერთ-ერთია, რომელსაც არ გააჩნია პირდაპირი გასასვლელი ზღვაზე. მაგრამ ამ ნაკლის კომპენსირება ხდება შიდარეგიონული სამდინარო სისტემით და მეზობელი ქვეყნების საზღვაო პორტების(კალინინგრადი, გდანსკი, ვენსპილსი, კლაიპედა) აქტიური გამოყენებით. საზღვარი მეზობელ სახელმწიფოებთან გადის ძირითადად ვაკე ადგილებში, რაც ხელს უწყობს მოსახერხებელი სატრანსპორტო მაგისტრალების შექმნას და დაამყაროს  ინტენსიური ეკონომიკური კავშირები არა მარტო უშუალო მეზობლებთან, არამედ ევროპისა და აზიის უფრო დაშორებულ ქვეყნებთან.

     ბელორუსის ტერიტორია კომპაქტურია, ჭარბობს ვაკე-ბოცვიანი რელიეფი, რაც მეტად ხელსაყრელია განსახლებისთვის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, სამრეწველო ობიექტების ასაშენებლად და სატრანსპორტო კომუნიკაციებისთვის.

        ჰავა ზომიერად კონტინენტურია, იანვრის საშუალო ტემპერატურა -2, -8°C. ივლისის +16. +18°C. კლიმატური პირობები ხელს უწყობს კულტურების, მარცვლეულის, ბოსტნეულის, კარტოფილის, ხილის,  საკვები კულტურების-ბოლქვიანი მცენარეების გავრცელებას. ტყით დაფარულია ტერიტორიის 36%.

        ქვეყანა მდიდარია კალიუმის და სუფრის მარილით. კალიუმის მარილების მარაგით მას ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია ევროპაში. მდიდარია ასევე არამადნეული წიაღისეულით – გრანიტით, დოლომიტით, ცარცით, თიხებით. მოიპოვება ტორფი, მდიდარია მინერალური და მტკნარი წყლებით.

         რესპუბლიკა ბელორუსი საპრეზიდენტო ქვეყანაა. ქვეყნის მეთაური პრეზიდენტია. საკანონმდებლო ორგანო ორ პალატიანი პარლამენტია. მრავალი საერთაშორისო გაერთიანების წევრია კერძოდ – გაეროს, დსთ-ს, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი და სხვა.

         ბელორუსის მოსახლეობა 2013 წლის აღწერით შეადგენს 9,5 მლნ. კაცს. 1994 წლიდან მოსახლეობა მცირდებოდა, მაგრამ 2013 წ. მიგრაციულ მატებასთან დაკავშირების ეს პროცესი შეჩერდა. ეროვნული შემადგენლობის მიხედვით 87,7% ბელორუსი, 8,3% რუსები, 3,1% პოლონელები; ცხოვრობენ ასევე უკრაინელები, ებრაელები, სომხები, თათრები, ბოშები და ა.შ. წამყვანი რელიგიაა მართლმადიდებლური ქრისტიანული და კათოლიკური. სახელმწიფო ენა ბელორუსული და რუსულია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1კვ/კმ – 50 კაცია.

          ბელორუსის მსხვ. ქალაქებს (მინსკი, ბრესტი, ვიტებსკი, გომელი, გროდნო) შორის გამოირჩევა მინსკი. მასში მასში თავმოყრილია ქალაქის მოსახლეობის ¼, იწარმოება მანქანათმშენებლობის პროდუქციის 50% და მსუბუქი მრეწველობის 25%.

         ბელორუსიის ეკონომიკის თავისებურება მდგომარეობს მცდელობაში შეაერთოს გეგმიური სისტემა საბაზრო მექანიზმებთან, ასევე შეინარჩუნოს ინდუსტრიული ბაზა სახელმწიფო საკუთრების საფუძველზე კერძო საკუთრების დათრგუნვის ხარჯზე და სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკურ საქმიანობაში. ამის შედეგია დაბალია ეფექტიანობა. ბელორუსის ეკონომიკა ეფუძნება რუსეთის ნედლეულის გადამუშავებას და მის რეექსპორტს.

              მრეწველობის ძირითადი დარგებია – მანქანათმშენებლობა, ლითონდამუშავება, კალიუმის მარილების მოპოვება, ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა, ელექტროენერგეტიკა, მსუბუქი და კვების მრეწველობა, ხე-ტყის დამუშავება.

                მანქანათმშენებლობა უშვებს – სატვირთო ავტომანქანებს, ავტობუსებს, ტროლეიბუსებს, ტრაქტორებს, ტელევიზორებს, მაცივრებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია კარიერული ტექნიკის წარმოება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. დაიწყეს მობილური ტელეფონების წარმოება.

             საბჭოთა პერიოდში ბელორუსიის სსრ იყო ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული რეგიონი. ამჟამად ბევრი საწარმო დაიხურა. წამყვანი დარგებია კვების და მსუბუქი მრეწველობა, გამოირჩევა რძისა და რძის პროდუქტების წარმოება, მსუბუქი მრეწველობა ვითარდება ადგილობრივი რესურსების (სელი, ტყავი, ქიმიური ბოჭკოს) ბაზაზე.

          რესპუბლიკის მეურნეობაში უმნიშვნელოვანესია აგროსამრეწველო კომპლექსი. მეცხოველეობაში ჭარბობს სარძევე-სახორცე მეცხოველეობა და მეღორეობა. მიწათმოქმედებაში ნათესი ფართობის 50% მოდის მარცვლეულზე, 1/3 კი საკვებ პროდუქტებზე. სელის ნათესები გავრცელებულია ჩრდილოეთში და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში, კარტოფილი ჩრდილოეთში და სამხრეთში.

             ბელორუსში შექმნილია რთული პრობლემები დაკავშირებული ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიასთან. ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მოექცა რადიაქტიური დაჭუჭყიანების ქვეშ.

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *