ნარჩენების მართვა შვედეთში

ნარჩენების მართვა შვედეთში
ნარჩენების მართვა შვედეთში

შესავალი

             ნარჩენების მართვის საკითხი გლობალურ, გარემოსდაცვით სოციალურ და ეკონომიკურ პრობელემას წარმოადგენს მსოფლიოში. ნარჩენებმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინონ როგორც გარემოზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგში, ზედაპირულ და მისიწქვეშა წყლებში ემისიების გზით. ნაგავსაყრელები იკავებენ მიწის დიდ ფართობებს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ მცირემიწიანი ქვეყნებისთვის. ნარჩენები შეიძლება განვიხილოთ აგრეთვე, როგორც პოტენციური ნედლეულისა და ენერგიის კარგვა. ნარჩენების გადამუშავებას მოაქვს მნიშვნელოვანი სოციალური ეკონომიკური სარგებელი, როგორიცაა საჭირო რესურსების მიღება და პირველადი ნედლეულის დაზოგვა, ინოვაციის წახალისება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. (გუგუშვილი, 2016)

              ისტორიულად შვედეთი ყოველთვის გამოხატავდა მტკიცე ვალდებულებებს გარემოსდაცვითი ინიციატივების მიმართ განსაკუთრებით ნარჩენების სფეროში. 1969 წლისთვის უკვე შექმნილი იყო გარემოს დაცვის შესახებ კანონი ეკოლოგიური ვალდებულებების და ნარჩენების დამუშავების შესახებ. ამ საკითხში შვედეთი ერთერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც შეიმუშავა მსგავსი ინიციატივა. 1990 წლისთვის უკვე არსებობდა რეგულაციები რომლებიც ავალდებულებდნენ მწარმოებლებს და ქარხნებს, რომ პასუხისმგებლობა აეღოთ მათ იმ ნარჩენებზე რასაც მუშაობის პროცესში გამოყოფდნენ და ასევე ეს რეგულაციები ნაგავსაყრელების შემცირებას გულისხმობდა. მუნიციპალიტეტები ვალდებულები არიან ჰქოდნეთ ნარჩენების მართვის გეგმა და ასევე პასუხისმგებლობა ეკისრებათ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებასა და განკარგვაზე. მოსახლეობა პასუხისმგებელნი არიან ნარჩენების დახარისხებაზე სპეციალურად განთვსებულ სანაგვე ურნებში. (სურათი 1)

              შვედეთი ნარჩენების მართვასთან ერთად ორიენტირებულია ასევე ნარჩენების შემცირებაზე. ნარჩენების შემცირების ყველაზე ეფექტური გზა, პირველ რიგში, არის მისი წარმოქმნის შემცირება. ახალი პროდუქტის შექმნა მოითხოვს დიდ ენერგიას და ნედლეულს. თავდაპირველად ხდება ნედლეულის მოპოვება, ამის შემდეგ იწარმოება პროდუქტი და ტრანსპორტირდება გაყიდვის ადგილებში. შესაბამისად ნარჩენის წარმოქმნის შემცირება და ხელახალი გამოყენება არის ყველაზე ეფექტური გზა ბუნებრივი რესურსების შესანარჩუნებლად, გარემოს დაცვისა და ფულად რესურსების დასაზოგად. (eiec.gov.ge)

როგორ მუშაობს შვედეთში ნარჩენების გადამუშავება

                 ნარჩენების შექმნის პრევენცია არის მთავარი ნაბიჯი ნარჩენების იერარქიაში, შემდეგ მოდის ხელახალი გამოყენება, მასალის გადამუშავება. გადამუშავება ნიშნავს რომ ნარჩენების გამოყენება მოხდება სხვა მატერიალის შესაცვლელად და მისი გამოყენება უკვე ითვლება აღდგენის პროცესად. მასალის აღდგენა ზოგავს ენერგიას და ბუნებრივ რესურსს რითიც მცირდება გარემოზე ზეგავლენა. სახიფათო ნარჩენების გადამუშავებისათვის საჭიროა გადამუშავების რამდენიმე მეთოდის რამდენჯერმე გამოყენება და ამ გადამუშავებაში იგულისხმება როგორც მატერიალური გადამუშავება ისე ბიოლოგიურ დონეზე გადამუშავება. ბუნებრივი ნარჩენების გადამუშავება ქმნის კომპოსტს[1], რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, ბაღებსა და პარკებში.

               ენერგო აღდგენა იდეალური მეთოდია ისეთი ნარჩენებისთვის რომელთა გადამუშავება სხვა მეთოდით შეუძლებელია. ენერგო აღდგენა უზრუნველყოფს რაიონის ენერგო მომარაგებასა და გათბობას. ნაგავსაყრელები არის განკუთვნილი ისეთი ნარჩენებისთვის რომელიც სრულიად გამოუსადეგრია ნებისმიერი მეთოდით, ნარჩენები დაცულია გრძლევადიანი პერიოდით ხოლო ორგანული და საწვავე ნარჩენების ასეთ ნაგავსაყრელებზე გაგზავნა აკრძალულია.

            შვედეთის გარემოსდაცვითი კოდექსის თანახმად, ყველა მუნიცილაპიტეტი ვალდებულია, რომ უზრუნველყოს ნარჩენების შეგროვება და გადასამუშავებლად გამზადება. საყოფაცხოვრებო ნარჩენები მუნიციპალიტეტში მოიცავს როგორც კერძო სახლებიდან ნარჩენებს ასევე ისეთი ბიზნესებიდან, როგორიცაა რესტორნები, ბარები, მაღაზიები, ოფისები და ა.შ.

              მწარმოებლები პასუხისგებელნი არიან გამიზნულად შეიძინონ და გამოიყენონ ისეთი პროდუქტები, რომლებიც შედარებით ეკონომიურია როგორც რესურსის თვალსაზრისით ასევე მარტივია გადასამუშავებლად და არ შეიცავს გარემოსთვის სახიფათო ნივთიერებებს.

პრევენცია და ხელახალი გამოყენება

             ნარჩნების შემქნის პრევენცია პირველი ნაბიჯია ნარჩენების იერარქიაში. ეს არის პრიორიტეტი როგორც შვედეთისთვის ასევე ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის. ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას აქვს პროგრამა ნარჩენების შემცირების და სახიფათო ნივთიერებების შემცირების ნარჩენებში. შვედეთი მუდმივად ცდილობს შეიმუშაოს ახალი ინსტრუმენტები რათა დაეხმაროს მუნიციპალიტეტებს ნარჩენების დახარისხებასა და გადამუშავებაში ასევე ამის აუცილებლობის თავიდან ასარიდებლადაც.

               2018 წელს შვედეთში ნარჩენების საწინააღმდეგო კამპანიის მთავარი პრიორიტეტი იყო „უხილავი ნარჩენები“ , რომელიც წარმოიქმნება პროდუქციის შემქნისას და ამ ნარჩენების მოცულობა ხშირად აღემატება რეალურ პროდუქტს როდესაც ის ნარჩენი ხდება. მაგალითად მობილური ტელეფონი რომელიც წონით 200 გრამს იწონის ხოლო მისი წარმოების ეტაპზე იქმნება 86 კილოგრამი ნარჩენი.

             ნარჩენების ხელახალი გამოყენება (Reuse) გულისხმობს უკვე მოხმარებული ნივთების მეორად გამოყენებას. ეს შეიძლება იყოს ნივთების იგივე ან სხვა დანიშნულებით გამოყენება, საჭირო და კარგ მდგომარეობაში მყოფი ნივთების გაცვლა ან ხელახალი გამოყენება, რომლის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მინის ბოთლების ჩაბარება საწარმოში, სადაც მას ხელახლა იყენებენ პროდუქციის ჩამოსასხმელად, ავტომობილების და მათი ნაწილების ხელახლა გამოყენება, მეორადი ტანსაცმელით სარგებლობა და სხვა.

               შევდეთში ამ კუთხით მუშაობს სხვადასხვა დაწესებულება, რომელიც ემსახურება მეორადი მოხმრების საგნების შეკეთებასა და კვლავ გაყიდვას.

შეგროვება და ტრანსპორტირება

             არსეობს სხვადასხვა სისტემა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების და მათი ტრანსპორტირების. ოჯახები ნარჩენებს აგროვებენ 190 ლიტრიან სანაგვე ურნებში რომელიც ყოველ ორ კვირაში დაცარიელებას და გადატანას ექვემდებარება. სხვადასხვა საცხოვრებელ გარემოში ნაგვის ურნების ლიტრაჟობა მცირდება და იზრდება. სხვადასხვა სახეობად დაყოფილი ნარჩენებისთვის განკუთვნილია როგორც სხვადასხვა სანაგვე ურნები ასევე სხვდასხვა ფერის გადასატანი ერთჯერადი შეფუთვები.

         კერძო საცხოვრებლებს აქვთ ორი ურნა, ერთში იყრება საჭმლის და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ხოლო მეორეში პლასტმასი და ყველა ქაღალდის ნარჩენი. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ერთ სანაგვე ურნაში გროვდება მეტალი და მინის ნაწარმი რომელიც შემდეგ გერმანიაში მიაქვთ გადასამუშავებლად. (სურათი 2)

             ნარჩენების შეგროვება ადრე გულისხმობდა მძიმე დატვირთვის სამუშაოებს და ამ სამუშაოებთან დაკავშირებულ უამრავ დაზიანებას. დღესდღეისობით სანაგვე ერთჯერადი პარკები ჩანაცვლებულია სანაგვე ურნებით რაც უზრუნველყოფს მარტივ და მოსახერხებელ სამუშაოს, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს უმნიშვნელო რაოდენობით პრობლემები, რომელთა გადაჭრაზე მუშაობა სისტემატიურად მიმდინარეობს. ბევრ ადგილზე შეიცვალა ხელით შეგროვების სისტემა ახალი ტექნოლოგიებით და ავტომატიზირებული შეგროვების სისტემით რომელიც ასევე მოიცავს მიწისქვეშა კონტეინერების სისტემას. ( სურათი 3) ქალაქებში ორივე სისტემა მუშაობს და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

             ვაკუუმირებით შეგროვების სისტემა მთლიანად ავტომატიზირებულია, რომელიც ტრანსპორტირებას არ საჭიროებს. მიწისქვეშ არსებული მილების მეშვეობით სწრაფად გაიწოვება გადაგდებული ნარჩენი და გროვდება სპეციალურ კონტეინერში. ვაკუუმის სისტემა და მიწისქვეშა სანაგვე ურნები საგრძნობლად ამცირებს მიწის ზედაპირზე სანაგვე ურნების ტერიტორიულ დანახარჯს. მსგავსი კონტეინერები იცლება სპეციალური მანქანებით რომელიც გარკვეულ პერიოდში ერთხელ აწარმოებენ ამოღებისა და დაცლის სამუშაოებს.

სახიფათო

            გაზრდილია 2016 წელთან შედარებით. სახიფათო ნარჩენების ეს რიცხვი მოიცავდა აზბესტს, სარებავებს, ქიმიკატებსა და საწვავ ნარჩენებს. ეკოლოგიური ციკლის დეტოქსიკაციისათვის ეს მნიშვნელოვანია რომ ცალკე შეგროვდეს და გადამუშავდეს სახიფათო ნარჩენები. შესაძლებელია რომ საშიში ნივთიერებები შედიოდეს ნებისმიერ პროდუქტში ან საყოფაცხოვრებო ნივთებში რომელსაც ხშირი გამოყენება აქვს, მაგრამ მთავარი ამ პროცესში არის ის თუ სად დაასრულებს ეს საგნები სიცოცხლეს.  ოჯახები და შინამეურნეობები ვალდებულნი არიან სხვა ოჯახების ნარჩენებისაგან განცალკევებით მოახდინონ მათი ნარჩენების დაგროვება და არ მოხდეს მათი არევა. მუნიციპალიტეტების უმრავლესობა ამ საკითხს კანონმდებლობის დონეზე არეგულირებს.

               არ არსებობს ზუსტი რიცხვი თუ რა რაოდენობის სახიფათო ნარჩენები გროვდება საწარმოებისგან და ქარხნებისგან მაგრამ უახლესი სტატისტიკით მიახლოვებით შვედეთში ევროკავშირის მოხსენებით 2.4 მილიონი ტონა სახიფათო ნარჩენი შეგროვდა 2016 წლის მონაცემებით. ნარჩენები გროვდება მშენებლობებისგან, მომსახურების სფეროდან, ქიმიკატების საწარმოებიდან და ფარმაცევტული კომპანიებისგან.

               სახიფათო ნარჩენების შეგროვება, გადაყრა და გადამუშავება ხდება სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე. მუნიციპალიტეტები იყენებენ სპეციალურად გამოყოფილ მანქანებს რომელბსაც გადააქვთ სახიფათო ნარჩენები განსაკუთრებული სიფრთხილით. მნიშვნელოვანია რომ ნივთიერებები რომლებიც გადააქვთ და მოგვიანებით გადამუშავდება იყოს სტაბილური და არ გაჟონის არც ნიადაგში და არც წყლის რესურსის წერტილებში.

 

ნაგავსაყრელები

               ნაგავსაყრელები გამოიყენება ისეთი ნივთებისთვის და ნივთიერებებისთვის, რომელთა გადამუშავება და სხვა გზით გამოყენება სრულიად შეუძლებელია. 2017 წლის მონაცემებით შვედეთში 23.650 ტონა ნარჩენი მოხვდა ნაგავსაყრელებზე რომელიც 24% შემცირებულია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით რაც ნამდვილად დიდი ნაბიჯია ნარჩენებთან ბრძოლის საკითხში. როდესაც ნაგავსაყრელები ივსება, ისეთი მატერიალები როგორიცაა ტალახი და ნაცარი გამოიყენება ამ ნარჩენების დასაფარად ანუ ასევთქვათ დასახურად რათა წვიმებმა არ მოახდინოს ამ ნარჩენებიდან სახიფათო ნივთიერებების გადარეცხვა ნაგავსაყრელებიდან. წარსულში როდესაც ორგანული  ნარჩენები იგზავნებოდა ნაგავსაყრელებზე გამოიყოფოდა გაზი რომელშიც 50% მეთანია და ასევე ნახშიროჟანგი და აზოტი. დღესდღეობით რადგანაც კანონმდებლობით აკრძალულია ორგანული ნარჩენების ნაგავსაყრელებზე გაგზავნა გაზების ფორმაცია ნაგავსაყრელებზენ შემცირდა. ნაგავსაყრელები აშენებულია ქვედა ბარიერული ფენით რატა  წვიმის წყლით ჩამორეცხილი ნარჩენები დაგროვდეს  და მარტივი იყოს მისი გადარეცხვა.

გადასახადები და ხარჯები

                  გადასახადების დადგენა მუნიციპალიტეტისთვის ხდება მუნიციპალური საბჭოს მიერი. მწარმოებლების ხარჯებს ანაზღაურებს გადასახადი რაც წესდება პროდუქციაზე. როგორც წესი მუნიციპალიტეტის მიერ შეგროვებული ნარჩენების საფასურს თვითონ მუნიციპალიტეტი ანაზღაურებს, მაგრამ დეფიციტის შემთხვევაში იბეგრებიან მწარმოებლები. გადასახადი იყოფა ფიქსირებულ და ცვლად გადასახადად, მაგალითად გადასახადის გადამხდელები იხდიან ცალკე ნარჩენების შეგროვების საფასურს და ცალკე მისი გადამუშავების. ძირითადი ფასის პრინციპის თანახმად  ადგილობრივი თვითმმართველობის აქტით, მუნიციპალიტეტში ნარჩენების შეგროვების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მათი გადამუშავების ხარჯებს.

                   ნარჩენების საშუალოდ წლიური გადასახადი შვედ ოჯახზე, რომლებიც ცხოვრობენ კერძო საცხოვრებელში შეადგენს 2,128 შვედურ კრონას Avfall Web ის მონაცემების მიხედვით. შვედი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საცხოვრებელ კორპუსებში მათთვის გადასახადი შეადგენს 1.316 შვედურ კრონას წლიურად. მუნიციპალიტეტების უმრავლესობა აწარმოებს წამახალისებელ აქტივობებს, მაგალითად თუ ოჯახი ირჩევს ნარჩენების განცალკევების პრაქტიკას ის შედარებით ნაკლები გადასახადით იბეგრება ვიდრე ის ოჯახი, რომელიც ნარჩენებს არ ანცალკევებს და ერთ კონტეინერში მოაქცევს. ასევე რამდენიმე მუნიციპალიტეტმა, შემოიღო გადასახადების კილოგრამობით, თუ ოჯახი გადააჭარბებს დადგენილ ოდენობას ნარჩენებისას, ყოველ გადაჭარბებულ კილოგრამ ნარჩენზე ისინი იხდიან დამატებით გადასახადს. მსგავსი შემთთხვევებისთვის მუნიციპალიტეტებში გამოყოფილია შესაბამისი აღჭურვილობის მანქანა დანადგრები, რომლებიც აწარმოებენ ნარჩენების აწონვას. გადასახადი ამ შემთხვევაში დამოკიდებულია ოჯახის მიერ წლიურად გამოყოფილ ნარჩენებზე და შესაბამისად იბეგრება კილოგრამებზე.

დასკვნა

                ნარჩენების შესამცირებლად მსოფლიოში მიმდინარებს პროცესი, რომელიც მოიცავს ისევე როგორც საკანონმდებლო რეგულაციებს ასევე საინფორმაციო და წამახალისებელ აქტივობებს. დღესდღეისობით ეს გამოწვევა მწვავედ დგას ყველა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნისათვის. აქამდე არსებული ფორმა ყველანაირი ნარჩენის ნაგავსაყრელზე მოთავსება მათი დაკონსერვებისა და სპეციალური სამუშაოების გატარების გარეშე მნიშვნელოვან საშიშროებას წარმოადგენს, როგორც ადამიანებისათვის, ასევე ცხოველებისათვის, ნიადაგისთვის და ზოგადად ბუნებაში არსებული ყველა ცოცხალი და არაცოცხალი წარმონაქმნისთვის. დღეს მსოფლიო ადგას გზას ნარჩნეების დახარისხებისა და მათი სწორად და უსართხოდ გადამუშავების გზაზე. შვედეთიც როგორც მოგვეხსენება ერთერთი წამყვანი ქვეყანაა ევროპაშიც და მსოფლიოშიც არა მხოლოდ დემოკრატიის ხარისხით და პოლიტიკური სტაბილურობით არამედ ეკოლოგიის განხრით, რომელიც ერთერთი პიონერი ქვეყანაა ამ საკითხში, რომელმაც ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო ამ პრობლემაზე ზრუნვა და დღესდღეისობით უკვე აქტიურად უზიარებს გამოცდილებას ევროპის ქვეყნებს და ასევე აგრძელებს ტექნიკურ განვითარებას და ინოვაციების შემუშავებას ამ სფეროში. პირველ რიგში მოსახლეობაში პრობლემის სიმწვავის მკაფიოდ დასმა და ასევთქვათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შექმნა შემეცნებითი დონის ამაღლება პრობლემის მოგვარებაში გადაგმული პირველი ნაბიჯია. შემდეგი ნაბიჯი რაც შვედეთის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ პასუხისმგელბობის კანონმდებლობაში გადატანა აუცილებელია, რათა უკვე სახელმწიფომ არეგულიროს ეს სფერო. ასევე ის წამახალისებელი აქტივობები რომელსაც აწარმოებენ ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტები ერთიორად  ამაღლებს სტიმულს და განწყობას მოსახელობაში რათა დამატებითი და გაუთვალისწინებელი ნარჩენებისაგან თავი აირიდონ.  ყველა ამ ზემოთხსენებული პროცესის თანმიმდევრობით დაცვა შვედეთის მაგალითზე შექმნის გარემოს, რომელიც იდეის დონეზე მხოლოდ სასიამოვნო მოსასმენი კი არა არამედ აუცილებელი და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი პლანეტისთვის.

[1] კომპოსტი წარმოადგენს, შავი ფხვიერი მიწის სუნის მქონე ორგანულ მასალას, ის ორგანული ნაერთის მიკრობული დაშლის შედეგად მიიღება და წარმოადგენს სასუქს.

 

ავტორი: გიორგი ნადარაია

 

ბიბლიოგრაფია

 

eiec.gov.ge. (n.d.). ნარჩენების შემცირება და ხელახალი გამოყენების რჩევები. eiec.gov.ge. Retrieved from http://www.eiec.gov.ge/NavMenu/Encyclopedia/It-is-interesting/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%

sverige, a. (2018). swedish waste management 2018. avfall sverige. Retrieved from https://www.avfallsverige.se/fileadmin/user_upload/Publikationer/Avfallshantering_2018_EN.pdf

გუგუშვილი, კ. გ. (2016). ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონში. თბილისი: თამარ გუგუშვილი. მოპოვებული http://environment.cenn.org/app/uploads/2016/08/WMTR_EU-approaches-to-waste-management_201506029.pdf-დან

ძირითადი ტექსტი აღებულია:

sverige, a. (2018). swedish waste management 2018. avfall sverige. Retrieved from https://www.avfallsverige.se/fileadmin/user_upload/Publikationer/Avfallshantering_2018_EN.pdf

 

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *