მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ყაზანი (თათარსტანი)

მოსკოვი, პეტერბურგი, ყაზანი
მოსკოვი, პეტერბურგი, ყაზანი

მოსკოვი: რუსეთის წარსულის შეხვედრა რუსეთის მომავალთან

       ალბათ, არცერთი ქალაქი რუსეთის ისტორიაში ისე არ იპყრობს ყურადღებას, როგორც მოსკოვი. თანამედროვე რუსეთი გახლავთ ქაოსური ნარევი გათავისუფლებული კაპიტალიზმისა კაზინოს შუქისა და კოკტა მაღაზიების ფონზე, ასევე კომუნიზმის მიერ აშენებული მონოტონური სახლებით და ფართო ხეივნებით. მოკლედ რომ ვთქვათ, მოსკოვში რუსეთის წარსული და მომავალი ერთმანეთს ერწყმის. 850 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც დაარსდა ე. წ. კიევის რუსეთი. ქალაქი მნიშვნელოვნად სწაფად განვითარდა. რასაც საფუძველი ჩაეყარა 1485 წელს ივანე III დიდის და მისი მემკვიდრეების მიერ. ისინი მართავდნენ რუსეთს წითელი აგურების მასიური კედლით გარშემორტყმული კრემლის სასახლიდან, დაახლოებით, ორი საუკუნის განმავლობაში მანამ, სანამ პეტრე დიდი დედაქალაქს გადაიტანდა სანქტ-პეტერბურგში. მე-20 საუკუნის დასაწყისში, მუდმივმა გაფიცვებმა და შეიარაღებულმა ამბოხებებმა მოსკოვში დასაბამი მისცა ოქტომბრის რევოლუციას1918 წელს ბოლშევიკებმა მთავრობა პეტერბურგიდან მოსკოვში გადმოიტანეს. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, საბჭოთა სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტი და წითელი არმიის გენერალური შტაბი მდებარეობდა მოსკოვში. 1941 წელს ეროვნულ მოხალისეთა 16 დივიზიონი (160,000-ზე მეტი ადამიანი), 25 ბატალიონი (18,000 ადამიანი) და 4 საინჟინრო კორპუსი ჩამოყალიბდა მოსკოველთა მიერ. 1941 წლის ნოემბერში, გერმანიის არმიის ცენტრალური დაჯგუფება შეაჩერეს ქალაქის მისადგომებთან, მოგვიანებით კი უკუაქციეს. ქარხანათა უმრავლესობა ევაკუირებულ იქნა მთავრობის უმრავლესობასთან ერთად. 20 ოქტომბრიდან ქალაქი ალყის მგდომარეობაში აღმოჩნდა. ქალაქის დარჩენილმა მოსახლეობამ აქტიური საჰაერო დაბობმბვის პირობებში ააგო ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. მოსკოვმა 1944 წლის 1 მაისს მედალი “მოსკოვის დაცვისთვის”, ხოლო 1947 წელს მედალი “მოსკოვის 800 წლისთავის აღსანიშნავად” დაიმსახურა. 1965 წლის 8 მაისს კი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 20 წლისთავზე მოსკოვმა “ქალაქი გმირის” წოდება მიიღო. 1980 წელს მოსკოვმა უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. 1991 წელს მოსკოვი გახდა მემარჯვენე კომუნისტთა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენმიხეილ გორბაჩოვის დემოკრატიულ რეფორმებს, პუტჩის სცენა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იმავე წელს, მოსკოვი გახდა რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი. მას შემდეგ, საბაზრო ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მოსკოვი გახდა დასავლური ტიპის არქიტექტურის, მომსახურებისა და ცხოვრების სტილის აქტიური მიმდევარი. (http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98)

         საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ მოსკოვში იფეთქა კაპიტალიზმმა, რომელმაც მიიზიდა უფრო მეტი უცხოური და რუსული ინვესტიციები, ვიდრე რუსეთის სხვა ქალაქებმა.ახალმა უცხოურმა და რუსულმა კაპიტალმა ააშენა ბიზნეს ცენტრები, განავითარა უძრავი ქონების კომპანიები და ჩამოაყალიბა ახალი სავაჭრო სექტორები. 1990-იან წლებში კიოსკები (პატარა, მსუბუქი ნაგებობა, წვრილმანი ვაჭრობისათვის) გამოჩნდა ყველგან, რომელიც სავსე იყო შერეული საქონლით, დაწყებული შაქარყინულიდან, არაყი, წინდები, სათამაშოები და ა.შ. ამჟამად ხეივნები და ბულვარები ნელ-ნელა ენაცვლებიან ნაჩქარევად აშენებულ მაღაზიებსა და სავაჭრო ობიექტებს. ისტორიულად, პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი ქვეყნისა მოსკოვი გახლდათ ამ არსებულ ფუნქციებს მოსკოვმა დაამატა ისიც რომ იგი გახდა საბანკო საქმიანობის ეპიცენტრი. მოსკოვი არის მთავარი ქალაქი რუსეთისა ისევე როგორც წინარე საუკუნეებში. მოსკოვი საკმაოდ მდიდარია რუსეთის სხვა რეგიონებთან შედარებით, ეს შედეგია საბჭოთა მთავრობის მიერ მემკვიდრეობით მიღებული უზარმაზარი უძრავი ქონების.  ქალაქმა გამოიყენა თავისი  საკუთრება და კონტროლი გაუწია უძრავ ქონებას თავისივე საზღვრებში ბერკეტული სისტემის კულუარული საქმიანი მოლაპარაკებებით კერძო სექტორების ინვესტორებთან. საოფისე ფართის მოპვება ხშირ შემთხვევაში ნიშნავს ბიზნეს პარტნიორულ ურთიერთობას თვითონ ქალაქთან. შესამბამისი სარგებელი ამ ბიზნესიდან უნდა ირიცხებოდეს ბიუჯეტში რაც მოსკოვის შემთხვევაში ასე არ არის, რაც სერიოზულ მიზეზს გვაძლევს ვივარაუდოდ, და ეს ნამდვილად ასეა, რომ კორუფცია მოსკოვში მძაფრად გაზრდილია, ანგარიშვალდებულებები თითქმის არ არსებობს. მოულოდნელი და გასაკვირი არ იქნება თუ აქვე აღვნიშნავთ, რომ ქალაქის საფინანსო კლიმატი კრიმინალიზებულია, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კი გავლენა აქვთ კრიმინალებს.

საქტ-პეტერბურგი: ფანჯარა დასავლეთით – ისევ?

          რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში მდინარე ნევის დელტაზე ფინეთის ყურის აღმოსავლეთ სანაპროზე (ბალტიის ზღვა) მდებარე სიდიდით მეორე ქალაქია. არაფორმალურად მას პიტერს(Питер) უწოდებენ და მისი ყოფილი სახელები იყო ლენინგრადი (Ленингра́д, 1924—1991) და პეტროგრადი(Петрогра́д, 1914—1924). ქალაქი დააარსა პეტრე დიდმა 1703 წელს როგორც „ფანჯარა დასავლეთით“ და ის რუსეთის იმპერიის დედაქალაქი იყო 1917 წლამდე. 4,7 მილიონი მცხოვრებით (2002) სანქტ-პეტერბურგი დღეს სიდიდით რუსეთის მეორე და ევროპის მეოთხე ქალაქია, ერთ-ერთი უდიდესი ევროპული კულტურული ცენტრი და რუსეთის უმნიშვნელოვანესი საზღვაო პორტია ბალტიის ზღვაზე. სანქტ-პეტერბურგი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს იმ ქალაქთა შორის, რომელთა მოსახლეობა მილიონს აღემატება. ქალაქის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ქალაქი, რომელიც 200 წელზე მეტ ხანს რუსეთის პოლიტიკური და კულტურული ცენტრი იყო, დღესაც აღფრთოვანებას იწვევს მნახველში და მას ხშირად „ჩრდილოეთის დედაქალაქს“ უწოდებენ. ის ლენინგრადის ოლქისა და ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია. (http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%A2-%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98)

           სანქ-პეტერბურგში ჯერ კიდევ შემორჩენილია ლამაზი სასახლეები და ძველი ფანტანები. ზარბაზანის ბირთვები, რომელიც ნასროლია გემ ”ავრორადან” ზამთრის სასახლის მიმართულებით, გვამცნობს რუსეთში რევოლუციის დაწყებას 1917 წელს, რომელმაც დააჩქარა სანქტ-პეტერბურგის თითქმის ორსაუკუნოვანი მეფობა როგორც დედაქალაქისა. როგორც კი ძლევამოსილმა საბჭოთა ლიდერებმა ააშენეს ფართო, მაღალცენტრალიზებული გაერთიანება ახალ დედაქალაქში, სანქტ-პეტერბურგს გადაერქვა სახელი და დაერქვა ლენინგრადი.

          ლენინგრადი აგრძელებდა გაფართოებას, მაგრამ არა ისე სწრაფად როგორც მოსკოვი, და მოსახლეობაც გაორმაგდა  1917 წლის შემდეგ და მიაღწია 5 მილიონს 1989 წელს. ამჯამად, ის მეორე ქალაქია რუსეთში. პოსტ-საბჭოთა პერიოდში როგორც სხვა ინდუსტრიული ქალაქების მოსახლეობამ იკლო და 2001 წელს 4.7 მილიონი ადამიანი შეადგინა. ლენინგრადი იყო მშობელი პრესტიჟული უნივერსტეტებისა და საკვლევი ინსტიტუტებისა და მისი ეკონომიკა დამოკიდებული იყო საგანმანათლებლო და საკვლევ მოქმედებებზე და ქცევებზე, თავდაცვასთან დაკავშირებული ინდუსტრია და ქალაქის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა ჰერმიტაჟის მუზეუმის ჩათვლით, რომელიც ისევ ძველებურად იზიდავს მნახველებს.

             1991 წლის შემდეგ ქალაქმა დაიბრუნა წარსული, ქალაქის თავდაპირველი სახელი აღდგენილ იქნა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის და ფინანსური სიტუაციის გაუარესებამ გამოიწვია ფაქტობრივი კრახი, ახალმა არჩეულმა ქალაქის ხელმძღვანელობამ დაიწყო სტრატეგიულად ფიქრი ქალაქის მომავალზე და 1990-იანი წლბის შუა პერიოდში ქალაქი დატვირთული იყო გეგმებით, რომელიც მიმართული გახლდათ სანქტ-პეტერბურგის პირველობისაკენ რუსეთში.

              ევროკავშირი დაინტერესებულია დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები საქტ-პეტერბურგთან და როგორმე დააკავშიროს იგი სახმელეთო გზით ევროპასთან, კერძოთ კი ფინეთთან. იმისთვის, რომ გამოსწორდეს ცხოვრების დონე ადგილობრივთათვის, მთავრობა ეძებს გზებს, რომ საბიუჯეტო დანახარჯები გახდეს უფრო ეფექტური, ამისთვის ცდილობს გამოასწოროს ვითარება ქალაქში და შექმნას ამისთვის ხელსაყრელი სოციალური გარემო. მაგალითად გზების სიჭარბე და და ჰაერის დაბინძურების დონე მკვეთრად არის მომატებული იმის გამო, რომ ქალაქში ავტომობილების  მფლობელთა რაოდენობა გაორმაგდა უკანასკნელ წლებში. ეს უკანასკნელი კი რჩება ქალაქის განვითარებისთვის არახელსაყრელ უმთავრეს პრობლემად.

             ყაზანი (თათრ. Qazanრუს. Казаньთათრეთის დედაქალაქი და რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალა­ქ­თა­­განია. ის რეგიონის მთავარი ინდუსტრიული, კომერციული და კულტურული ცენტრია და რჩება თათართა კულტურის უმნიშვნელოვანეს წყაროდ. ყაზანი მდებარეობს მდ. ვოლგასა და კაზანკას შესართავთან რუსეთის ცენტრალურ ევროპულ ნაწილში.

(http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98)

         ყაზანი არის თათარსტანის დედაქალაქი  და 1.2 მილიონი ადამიანის ბინა. მეცხრე დიდი ქალაქი დიდი რუსეთის ფედერაციაში. კაზანი არის მრავალეთნიკური ქალაქი. თათრები დიდი ეთნიკური ჯგუფია რუსეთის ფედერაციაში. მთელი რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 43%-ია ეთნიკურად რუსი. იმპერატორმა ივან მრისხანემ დაიპყრო ყაზანის სახალიფო საუკუნეების წინ და უკვდავჰყო თავისი 1552 წლის გამარჯვება წმ. ბასილის საკათედრო ტაძრის აგებით მოსკოვის წითელ მოედანზე. მიუხედავად ოთხსაუკუნოვანი რუსეთის ბატონობისა ყაზანზე ამ უკანასკნელმა მაინც შეძლო შენარჩუნებულიყო როგორც თათრული ქალაქი. საბჭოთა კავსირის დაშლამ საშუალება მისცა თათარსტანს დაებრუნებინა ტავისი უნიკალური წარსული. თათარსტანი ერთ-ერთი წამყვანი არარუსული რესპუბლიკაა ამ უკანასკნელთა სიაში. უკანასკნელი წლების განმავლობაში გაიხნა ისლამის სასწვლო სკოლები ყაზანში. ქალაქის ხელმძღვანელობას მეჩეთის მშენებლობაში ისტორიულ კრემლის მიწაზე  დიდი წვლილი მიუძღვის. ქალაქის კულტურული დამოუკიდებლობა რუსეთისაგან ჩანს მის არქიტექტურულ ფორმებში რომელსაც გავლენა აქვს ქალაქის ნაგებობების გარეგნობაზე. ნაგებობების მრავალფეროვნება გამოიხატება მის არქიტექტურულ დიზაინში დაწყებული ბაროკოთი და დამთავრებული მავრიტანიულით. ბარელიეფები შექმნილია ადგილობრივი თათარი ქვის მოხელეების მიერ. თათარსტანში ბოლო წლებში დაახლოებით 1000 -მდე მეჩეთი აშენდა. ყაზანი და თვითონ თათარსტანიც არის მნიშვნელოვანი ძალა რუსეთის ეკონომიკისათვის. ქალაქი ფლობს მნიშვნელოვან პორთს მდინარე ვოლგაზე, მთავარ სამდინარო გზაზე რუსეთის ევროპულ ნაწილზე და ასრულებდა დიდ სატრანსპორტო როლს საუკუნეების განმავლობაში. ევროკავშირის ყურადღების ცენტრშია ინვესტიციების მხრივ ქალაქი და განსაკუთრებით კი ზემოთ აღნიშნული პორტი. ყაზანის ეკონომიკა მწიდროდ არის დაკავშირებული სატრანსპორტო აღწურვილობის წარმოებასთან, როგორიცაა: სამხედრო ვერტმფრენები და უზარმაზარი ტანკერებირომლების მზადდება ”კამაზის” ფირმის მიერ. ამასთანავე ისტორიული ადგილი ნავთობის ინდუსტრიაში, ქალაქი დაკავშირებულია ნავთობ-ქიმიურ ინდუსტრიასთან.

 

ავტორი: გიორგი ცხვარაძე

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *