მონარქიის მნიშვნელობა გაერთიანებულ სამეფოში

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

          მონარქია წარმოადგენს უძველეს სახელმწიფო მმართველობის ფორმას, რომლის დროსაც მთელი ძალაუფლება გადადის ერთი პირის- მონაქის ხელში. როგორც ვიცით, მონარქიის ორი ტიპი არსებობს, ესენია: აბსოლუტური და კონსტიტუციური მონარქია. აბსოლუტური მონარქიის დროს მთელი ძალაუფლება არის მეფის ხელში, ხოლო კონსტიტუციური მონარქიის დროს, პირიქით, მეფის უფლებები შეზღუდულია. ოცდამეერთე საუკუნეშიც ვხვდებით როგორც აბსოლუტურ, ასევე, კონსტიტუციურ მონარქიას. მაგალითად, აბსოლუტური მონარქიის მაგალითებია: ბრუნეი, საუდის არაბეთი, ვატიკანი (თეოკრატიული მონარქია ,რომლის მონარქიც არის პაპი). კონსტიტუციური მონარქიასაც ვხვდებით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში: ნიდერლანდები, მონაკო, შვედეთი, ლუქსემბურგი, დანია, ნორვეგია, ბელგია, ლიხტენშტაინი და, რა თქმა უნდა, გაერთიანებული სამეფო. გაერთიანებული სამეფო წარმოადგენს კონსტიტუციურ მონარქიას, სადაც პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის მეთაური, ხოლო მონარქი ქვეყნის მეთაური. (გაერთიანებულ სამეფოში 1952 წლიდან ქვეყნის მეთაური არის ელისაბედ II). აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მსოფლიოში საზოგადოების ნაწილი  საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი მონარქიის მიმართ და ვერ ხედავს მის როლსა და მნიშვნელობას სახელმწიფოში. გაერთიანეულ სამეფოშიც, რა თქმა უნდა, არსეობობენ როგორც მონარქიის მოწინააღმდეგენი (პოლიტიკური პარტიები), ასევე, მისი მხარდამჭერები.  საზოგადოების დიდი ნაწილი სამეფო ოჯახის მიმართ დიდი ნდობითა და  პატივისცემით არის  განწყობილნი. ამდენად, მონარქიის არსებობა, მისი არსი და მნიშვნელობა დღესაც საკმაოდ აქტუალურ  საკითხად რჩება.

           ჩემი მიზანია, ნათლად და მკაფიოდ აღვწერო და განვიხილო მონარქიის მნიშვნელობა გაერთიანებულ სამეფოში. ხოლო კვლევის ამოცანაა, კონტენტ-ანალიზის მეშვეობით, დავადგინო ,თუ რატომაა მნიშვნელოვანი მონარქიის არსებობა, კონკრეტულად რას აკეთებენ ისინი, რა ხდის სამეფო ოჯახს უნიკალურს, რა ძალაუფლება აქვს დედოფალ ელისაბედ მეორეს  და რატომ ჰყავს სამეფო ოჯახს მოწინააღმდეგები. ამ ყველაფერს შემდგომ თავებში დაწვრილებით განვიხილავ.

სამეფო ოჯახის როლი და მნიშვნელობა გაერთიანებულ სამეფოში

     გაერთიანებულ სამეფოში მონარქია საკმაოდ დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩართულნი არიან ისეთ მნიშვნელოვან საქმიანობებში, როგორებიცაა: ქველმოქმედება, ეროვნული დღესასწაულები, სახელმწიფო დაკრძალვები,  დიპლომატიური ვიზიტები ეკონომიკური ურთიერთობების გასამყარებლად და სხვა. დაახლობით 3000 საქველმოქმედო ორგანიზაცია სამეფო ოჯახს, როგორც მფარველს ხშირად მოიხსენიებს.[1]

        მათი საქმიანობა მოიცავს ბევრ სფეროს: განათლებას, ჯანდაცვას, გაერმოს დაცვას, შეიარაღებული სამსახურის მხარდაჭერას და სხვადასხვა სოციალურ პრობლემებს. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად სამეფო რეზიდენციებში იმართება 70000 ვახშმები, ლანჩები, ბაღების წვეულებები, ასევე, იღებენ წელიწადში 100000 მნიშვნელოვან წერილებს, რომლებსაც პასუხობენ და ყურადღების მიღმა არ ტოვებენ. [2]

      სამეფო ოჯახის ზოგიერთმა წევრმა ჩამოაყალიბა საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაციები- ედინურგის ჰერცოგის ჯილდოების სქემა,  Princess Royal Trust for Careers და სხვა. სამეფო ოჯახი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს შეიარაღებული სამსახურების მუშაობის აღიარებასა და მხარდაჭერაში. სამეფო ოჯახის წევრებს აქვთ ოფიციალური ურთიერთობა ძალთა ბევრ დანაყოფთან. [3]

          აღსანიშნავია, რომ სამეფო ოჯახის უმცროსი წევრები მონაწილეობას იღებენ სასარგებლო სოციალურ სამსახურებში, ღირსეულ საქველომოქმედო ორგანიზაციებში და ხაზგასასმელია ისიც, რომ  ზედმეტი ფულის გამომუშავება მათი მხრიდან ითვლება ტაბუდ. ასევე, სამეფო ოჯახი ნეიტრალურია, მათ არ აქვთ იმის უფლება, რომ საჯაროდ გამოხატონ პოლიტიკური მოსაზრებები. სტატიაში ვკითხულობთ: „ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა არ უნდა გამოთქვან პოლიტიკური მოსაზრებები, თუმცა მათ აქვთ უფლება მხარი დაუჭირონ საფეხბურთო გუნდებს“. [4] სწორედ ამ მიდგომით, იკვეთება მათი ღირებულებები, რომლებიც უკვე  დიდ ნდობას იწვევს საზოგადოებაში.

        სამეფო ოჯახი საკმაოდ დიდ ფულს გამოიმუშავებს ტურიზმით. 2016 წლის მონაცემებით 2.7 მილიონზე მეტმა ტურისტმა მოინახულა ბუკინგემის სასახლე, ვინდსორის ციხე, ჰელოროდის სასახლე და სხვა ღირსშესანიშნაობები. სწორედ ეს შემოსავალი ხმარდება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა ქველმოქმედება, გარემოს დაცვა და სხვა. [5]

           მიუხედავად, ბევრი პოზიტიური ასპექტისა, არსებობენ კრიტიკოსები, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილები სამეფო ოჯახის მიმართ და მოჰყავთ რამდენიმე არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა არსებობდეს სამეფო ოჯახი თანამედრომე მსოფლიოში. მათ მიაჩნიათ, რომ მონარქიის ინსტიტუტი მოძველებულია, ისინი ხელოვნურად არიან შემონახულები და თანამედროვეობაში მათი ადგილი არ არსებობს. ასევე, მიიჩნევენ რომ სამეფო ოჯახის არსებობას მოაქვს უთანასწორობა, არსებობს იერარქია, რომელიც იწვევს უსამართლობის განცდას, როგორც სინამდვილეში, ისე უფრო საშიშად, ადამიანთა ტვინებში. ზოგიერთი კრიტიკოსი კი აცხადებს, რომ სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობენ უსასყიდლოდ, იმოსებიან ძვირფასი ტანსაცმლით. ეს ყოველივე მათში იწვევს აგრესიას და ამტკიცებენ, რომ მონარქია არაკეთილსინდისიერ პოლიტიკოსებს საშუალებას აძლევს, დაფარონ „სასახლის პრესტიჟი“. [6]

          მონარქიის მომხრეებიც თვლიან, რომ მედიის მიერ მიძღვნილი გვერდები სამეფო ოჯახზე უსარგებლოა და ყურადღების მიღმა რჩება უფრო მეტად მნიშვნელოვანი საკითხები.[7] მედია, რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებში, ხშირად ისინი აზიარებენ ისეთ ინფორმაციებს, რომლებიც ხალხში იწვევს დიდ აგრესიას და ამიტომ უჩნდებათ უნდობლობის შეგრძნება, რომ სამეფო ოჯახი კონსტიტუციურ მონარქიაში წარმოადგენს მხოლოდ „ბუტაფორიას“ და რადგან მონარქი არის ნეიტრალური, არ ერევა პოლიტიკურ საკითხებში და არ არის მთავრობის მეთაური, ამიტომ მას არანაირი როლი არ გააჩნია სახელმწიფოში. მიუხედავად ასეთი კრიტიკისა, აგრესიისა და ძლიერი არგუმენტებისა – „ბრიტანეთის სამეფო ოჯახი გადარჩა უფრო ღია და მოქნილი- და დიახ, უფრო დემოკრატიული- ვიდრე მრავალი სხვა“. [8]

          წარმოდგენილ ციტატაში კარგად არის ასხული გაერთიანებული სამეფოს დემოკრატიულობა. ბრიტანეთს შეიძლება საკმაოდ რთული სახელმწიფო მართვის სისტემა აქვს, მაგრამ სწორედ ამით არის ის განსაკუთრებული და მკაფიოდ ვხედავთ, თუ როგორ ეფექტურად მოქმედებს მონარქია და პარლამეტი, რომლებსაც გააჩნიათ თავიანთი მოვალეობები და კომპეტენციები.

დედოფალ ელისაბედ II-ის კომპეტენციები

            უშუალოდ რაც შეეხება დედოფლის კონსტიტუციურ და ცერემონიულ როლს, ელისაბედ მეორე ასრულებს საკონსტიტუციო როლს პარლამენტის გახსნისა და დათხოვნის საქმეში, ასევე მას შეუძლია კანონპროექტის დამტკიცება კანონის  მიღებამდე, მაგრამ ეს უფლებამოსილებები უმეტესად არის საზეიმო ხასიათის. მონარქს, ასევე, შეუძლია არჩევნების დღეს პარტიის ლიდერის მოწვევა, რომელმაც ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა თემთა პალატაში. მონარქის კომპეტენციებში შედის პარლამენტის გახსნა, რომელიც წლის დასაწყისშია. ამ დროს მონარქი კითხულობს პოლიტიკის და კანონმდებლობის შესახებ მოხსენებას. მონარქს აქვს ოფიციალურად შეიარაღებული ძალების მთავარი მეთაურის წოდება. [9]

          როგორც ცნობილია, დედოფალი ფულის  ნაწილს იღებს Crown Estate-დან , მიწის და ქონების კოლექციიდან ინგლისის, უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიებზე. მონარქის მთლიანი მიწის ნაკვეთი დაახლოებით შეადგენს 7.2 მილიონ კვადრატულ ფუტს, ხოლო მოგება 448 მილიონ დოლარს, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ მთლიან შემოსავალს მონარქი არ იღებს, მისი წილის განსაზღვრა შეუძლია მხოლოდ პარლამენტს. დედოფალს, ასევე, აქვს შემოსავლის მეორე წყაროც , რომელიც მომდინარეობს ნაკასტერის დუჩიდან. ამასთან ერთად, დედოფალი ფლობს სხვადასხვა ტერიტორიებს მთავრობისგან დამოუკიდებლად- ტერიტორიებს, რომელშიც შედის რძის მეურნეობა, ოთხი საცხოვრებელი (ერთ-ერთი ბალმორალში მდებარეობს), გზისპირა მომსახურების ზონას და სხვა. [10]

            შეუძლებელია არ აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ დედოფალი 1992 წლიდან ჩვეულებრივად იხდის გადასახადებს, რომელიც არ შედის მის მოვალეობებსა და საქმიანობაში, ასევე, პრინცი ჩარლზიც იხდის ნებაყოფლობით საშემოსავლო გადასახადს საკუთარი მიწის ქონებიდან. [11]

          ამრიგად, კრიტიკოსთა არგუმენტები ერთგვარად შეიძლება მივიჩნიოთ უსაფუძვლოდაც და ის ფაქტი, რომ სამეფო ოჯახი ცხოვრობს სრულიად უსასყიდლოდ, არ შეესაბამება სიმართლეს. ბრიტანეთში მიიჩნევენ, რომ მონარქიის მთავარ როლს წარმოადგენს „ეროვნული თვითმყოფადობა, ერთიანობა და სიამაყე“,[12] რაც ვფიქრობ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. წარმოდგენილ სიტყვებში იკვეთება ეროვნული ერთიანობა, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელია, რადგან მთავრობა და მონარქია მრავალი წლის განმავლობაში მშვიდობიანად თანამშრომლობენ ერთმანეთთან და საზოგადოების დიდი ნაწილი რჩება კეთილგანწყობილი მონაქიისადმი. დედოფალს, ასევე, აქვს რამდენიმე უნიკალური, იურიდიული პრივილეგია. –„მას აქვს პრეტენზია, გაბატონდეს მთელ ვეშაპებზე, ზუთხებზე და დელფინებზე, ინგლისისა და უელსის მიმდებარე წყლებში“.[13] მას არ სჭიდება პასპორტი საზღვარგარეთ გამგზავრებისას. ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯში მთავრობისა და კონსტიტუციის პროფესორმა The Guardian-ს განუცხადა, რომ დედოფალს შეუძლია პრემიერ-მინისტრის გადაყენება , თუ მან დაკარგა უნდობლობის ხმა და უარი თქვა გადადგომაზე. „მაგრამ ის მხოლოდ მაშინ მოიქცეოდა, თუ თემთა პალატამ მკაფიოდ მიუთითა, თუ ვინ უნდა აირჩიოს პრემიერ მინისტრად მის ადგილზე“- განაცხადა ჰარცელმა. [14]

თანამეგობრობა

         მნიშვნელოვანია, დედოფლის როლი საერთაშორისო ორგანიზაცია- თანამეგობრობაში, სადაც გაერთიანებულია 54 სახელმწიფო. ელისაბედ მეორე არის ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომლის როლიც არის სიმბოლური და გამაერთიანებელი. დედოფალი პირადად ამყარებს კავშირებს, რომლითაც უერთდება ხალხს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მის უდიდებულესობას ასევე რეგულარული შეხვედრები მთავრობათა ხელმძღვანელებთან თანამეგობრობის წევრი ქვეყნებიდან. მისი უდიდებულესობის მეფობის პერიოდში, თანამეგობრობა გაიზარდა 8 წევრი ქვეყნიდან 54 წევრ ქვეყანამდე, რაც 2 მილიარდ ადამიანს შეადგენს. ამ დროის განმავლობაში დედოფალმა შეასრულა უნიკალური როლი, რომელიც ასახავს ერთიანობასა და სიმტკიცეს.  დედოფალმ მოინახულა 200-ზე მეტი ქვეყანა, გარდა კამერუნისა(შეუერთდა 1995 წელს) და რუანდისა(შეუერთდა 2009 წელს). [15]

             აღსანიშნავა, რომ თანამეგობრობის წევრი ქვეყნების უმეტესობა იყვნენ ბრიტანეთის მმართველობაში, მაგარამ ახლა ისინი არიან დამოუკიდებლები. იმის მიუხედავად, რომ ერთ დროს წევრი ქვეყნები იყვნენ ბრიტანეთის კოლონიები, ისინი მაინც მიიჩნევენ დედოფალს ხელმძღვანელად, რაც მიუთითებს მისი უდიდებულესობის პატივისცემაზე. ამგვარად, თანამეგობრობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მოიცავს ყველა გეოგრაფიულ რეგიონს, რელიგიასა და კულტურას. მისი მიზანია, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სავაჭრო კავშირების გამყარება მთელ მსოფლიოში.[16] მისი არსებობის 70 წლის შემდეგ, თანამეგობრობა საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციაა, რომელიც  რჩება მთავარ ძალად  დღევანდელ მსოფლიოში, დედოფალი ელისაბედ მეორე კი ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო თანამშრომლობაში.

დასკვნა

          როგორც უკვე აღვნიშნე წინა თავებში, სამეფო ოჯახი საკმაოდ ჩართულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში- ქველმოქმედება, საავადმყოფოების მშენებლობა, გარემოს დაცვა, ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში ეკონომიკური ურთიერთობების განსამტკიცებლად და თანამშრომლობის გასამყარებლად. მონარქსა აქვს საკუთარი ძალაუფლება და იურიდიული პრივიელეგიები, რომლებსაც ის იყენებს, ასევე, დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო ურთიერთობებში, რაც მნიშვნელოვნად ხაზგასასმელი ფაქტია. სამეფო ოჯახი მთავრობასთან ერთად არის ეროვნული ერთიანობის სიმბოლო და მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, მივიჩნევ, რომ მონარქიის როლი სახელმწიფოში მნიშვნელოვანია. ბრიტანეთში მონარქიას და მთავრობას, ორივეს საკუთარი კომპეტენციები და მოვალეობები გააჩნია და მათი თანამშრომლობა შეიძლება მოვიყვანოთ, როგორც კონსტიტუციური მონარქიის კარგი მაგალითი დღევანდელ მსოფლიოში. გაერთიანებული სამეფო სწორედ ამით არის უნიკალური- ერთი მხრივ კონსერვატიული, ტრადიციული ,ხოლო მეორე მხრივ თანამედროვე, ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო, როგორც ეკონომიკურად, ასევე, პოლიტიკურად. ამრიგად, სწორედ ასეთი თანმიმდევრულობით, კონსერვატიზმისა და ლიბერალიზმის ნაზავით არის დღეს გაერთიანებული სამეფო ძლიერი, შემდგარი და დემოკრატიული სახემწიფო მსოფლიოში.

[1] https://www.royal.uk/role-royal-family

[2] https://www.royal.uk/role-royal-family

[3] https://www.royal.uk/role-royal-family

[4] https://www.historyextra.com/period/modern/why-royal-family-exist-guide-arguments-why-should-be-abolished-republicanism/

[5] https://www.historyextra.com/period/modern/why-royal-family-exist-guide-arguments-why-should-be-abolished-republicanism/

[6] https://www.historyextra.com/period/modern/why-royal-family-exist-guide-arguments-why-should-be-abolished-republicanism/

[7] https://www.historyextra.com/period/modern/why-royal-family-exist-guide-arguments-why-should-be-abolished-republicanism/

[8] https://www.historyextra.com/period/modern/why-royal-family-exist-guide-arguments-why-should-be-abolished-republicanism/

[9] https://newseu.cgtn.com/news/2020-01-13/What-is-the-role-of-the-UK-Royal-Family–Ncj3NF8leo/index.html

[10] https://newseu.cgtn.com/news/2020-01-13/What-is-the-role-of-the-UK-Royal-Family–Ncj3NF8leo/index.html

[11] https://newseu.cgtn.com/news/2020-01-13/What-is-the-role-of-the-UK-Royal-Family–Ncj3NF8leo/index.html

[12] https://www.theweek.co.uk/royal-family/97645/how-much-power-does-the-royal-family-have

[13] https://www.theweek.co.uk/royal-family/97645/how-much-power-does-the-royal-family-have

[14] https://www.theweek.co.uk/royal-family/97645/how-much-power-does-the-royal-family-have

[15] https://www.royal.uk/commonwealth

[16] https://www.royal.uk/commonwealth

ბიბლიოგრაფია

  1. https://www.royal.uk/role-royal-family
  2. https://www.historyextra.com/period/modern/why-royal-family-exist-guide-arguments-why-should-be-abolished-republicanism/
  3. https://newseu.cgtn.com/news/2020-01-13/What-is-the-role-of-the-UK-Royal-Family–Ncj3NF8leo/index.html
  4. https://www.theweek.co.uk/royal-family/97645/how-much-power-does-the-royal-family-have
  5. https://www.royal.uk/commonwealth

 

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *