მეყვავილეობის როლი ნიდერლანდების სამეფოს ეკონომიკაში

მეყვავილეობა ჰოლანდიაში
მეყვავილეობა ჰოლანდიაში

         თანამედროვე ეპოქაში დეკორატიული მცენარეების  ინდუსტრია ერთ-ერთი წამყვანი  და მზარდი მეურნეობაა,  როგორც  განვითარებული, ასევე  ბევრი განვითარებადი  ქვეყნისთვის.

   ნიდერლანდების სამეფო საკმაოდ გამოირჩევა ყვავილების ულამაზესი, ფერადი სახეობებით, ჰოლანდია მდიდარია ტიტებისა და ვარდების უამრავი სხვადასხვა ჯიშით, გამომდინარე აქედან მეყვავილეობის როლი ნიდერლანდების სამეფოს ეკონომიკაში საკმაოდ განვითარებული და პერსპექტიულია, ამიტომ მეყვავილეობას ძალიან დიდი ადგილი უკვია ეკონომიკის კუთხით.

   ყვავილების ბაზარი არის დინამიური,სწრაფად მზარდი და გლობალური ინდუსტრია. ნიდერლანდების სამეფო მთავარი იმპორტიორია განვითარებადი ქვეყნებიდან მოჭრილი ყვავილების მიმართულებით, შესაბამისად ის არის ყვავილების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი. ყოველწლიურად დაახლოებით 1,200 დან 1,500 ახალ ყვავილს და მცენარეებს ამზადებენ და ამუშავებენ მევენახეები. მოჭრილი ყვავილების ახალმა ჯიშებმა დიდი წვლილი შეიტანეს ყვავილების ინდუსტრიაში. (Pas, 2020)

    როგორც უკვე აღვნიშნე, ჰოლანდია, მსოფლიოს ულამაზესი ყვავილების ქვეყანაა. ჰოლანდია მსოფლიოში ცნობილია ტიტების ფართო სფეროებით, მშვენიერი ფერებით. ამ ტიტების დაახლოებით 2 მილიარდი ექსპორტზე გადის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ამ რიცხვებით, ტიტები ყველაზე ექსპორტირებული ყვავილია ნიდერლანდების სამეფოში.

    მთავარი მიზანია გავიგო  თუ რა როლს თამაშობს ნიდერლანდების სამეფოს ეკონომიკაში მეყვავილეობა, რა ძირითადი ფაქტორებიდან არის გამოწვეული ასეთი ლიდერობა სხვა ქვეყნებთან შედარებით, როგორია საექსპორტო და საიმპორტო მაჩვენებლები, რომელი ქვეყნებია ძირითადად ჰოლანდიური ყვავილების იმპორტიორი, რამდენად დიდი ადგილი უკავია საექსპორტო ბაზარზე, ასევე რა სტანდარტული ფასებია დადგენილი  და როგორ იმოქმედა დღევანდელმა რთულმა ვითარებამ მეყვავილეობის კუთხით ნიდერლანდების სამეფოს ეკონომიკაში.

ძირითადი ტექსტი

    ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ნათლად გავიგეთ, რომ ნიდერლანდების სამეფო მნიშვნელოვანი მწარმოებელია მოჭრილი ყვავილების კუთხით, გამომდინარე აქედან ის გახლავთ ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი მოთამაშე.

    2008-2018 წლებში სწრაფად გაიზარდა ნიდერლანდებისან ექსპორტირებული ცოცხალი ხეების, მცენარეებისა და ყვავილების ღირებულება. ყოველწლიურად ყვავილების ექსპორტიდან მიღებული თანხა 7 მილიარდ ევროს შეადგენს. (Pas, 2020)

    ჰოლანდია ცნობილია თავისი ლამაზი ყვავილების ბოლქვის ველებით, რომელიც  ფერს აძლებს ჰოლანდიის ტიპურ ლანდშაფტს. ვესტლანდიის რეგიონი და ალსმერი წარმოადგენს ყვავილების საერთაშორისო ვაჭრობის გულს.

    ალსმერის ყვავილების აუქციონი ჰოლანდიაში არის უდიდესი ყვავილების ბაზარი, ხოლო მარკეტინგის ასოციაციის მონაცემებით აშშ-ს ბაზარი არის ყველაზე მსხვილი ყვავილების გაყიდვების მიხედვით.

     ჰოლანდია არის ყვავილების ექსპორტის 10 ყველაზე მსხვილ მოთამაშეთა შორის მაღალი პროცენტული მაჩვენებლით. (იხ. დანართი N1)

    აღსანიშნავია ქვეყნები: გერმანია, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, იტალია, რომლებიც არიან უფრო მეტად იმპორტირებულნი ჰოლანდიური ყვავილებით, თუმცა, რა თქმა უნდა, თითქმის მთელი მსოფლიო ყვავილებს ჰოლანდიიდან იღებს.

    მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ ჰოლანდიაში ყვავილები იმპორტირდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ეთიოპია, კოლუმბია, ეკვადორი.

    ჰოლანდიური საექსპორტო კომპანიები ყვავილებს ჰყიდიან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. იგი განვითარდა, როგორც საერთაშორისო ქსელის ცენტრი ყვავილოვანი მრეწველობისთვის. ყოველდღიურად ყვავილებით, მცენარეებითა და ბოლქვებით ათასობით სატვირთო ავტომობილი ექსპორტზე გადის ევროპაში, ასევე ევროპის ფარგლებს გარეთაც. სატვირთო ავტომობილებით გადაზიდვა არის საშუალება, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ, თუმცა ასევე ბევრი ყვავილი და მცენარე ექსპორტირებულია თვითმფრინავით, იმისთვის, რომ დროულად მივიდეს დანიშნულების ადგილამდე. თვითმფრინავით ტრანსპორტირება ძირითადად გამოიყენება მხოლოდ გრძელი დისტანციის დროს, ვინაიდან ტრანსპორტის ეს ფორმა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. დღესდღეობით შესაძლებელია ჰოლანდიაში ყვავილების ყიდვა და მიტანა იმავე დღეს, მაგალითად- ნიუ იორკში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყვავილების და მცენარეების ექსპორტის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი განპირობებულია ტრანსპორტით, იგი მოითხოვს მოქნილობას და კარგ ლოჯისტიკურ სისტემებს, რათა მოახდინოს ამ პროდუქტების შესაბამის პირობებში ტრანსპორტირება საბოლოო დანიშნულების ადგილამდე, სწორედ ამიტომ ჰოლანდიას აქვს  უამრავი სატრანსპორტო კომპანია, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ყველანაირი პირობებით. (Weitjens, 2016)

     ჰოლანდიაში არის სხვადასხვა საექსპორტო კომპანია, რომლებსაც ერთგვარად გადანაწილებული აქვთ მოვალეობები, ზოგი მხოლოდ მხოლოდ ყვავილებს ან მხოლოდ მცენარეებს ჰყიდის, ზოგი ორივეს, ასევე ზოგი კომპანია სპეციალიზებულია მათი ექსპორტით 1 ან 2 ქვეყანაში, ხოლო ზოგი კი მთელ ევროპასა და მსოფლიოში. (Weitjens, 2016)

     მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ნიდერლანდები წარმოადგენენ უაღრესად ინდუსტრიულ ქვეყანას, რომელიც ცენტრალურ პოზიციას იკავებს დასავლეთ ევროპის ეკონომიკურ ცხოვრებაში. (Cash, 2020)

    როგორც უკვე აღვნიშნე, ნიდერლანდები ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრია ევროპაში მოჭრილი ყვავილებითა და ბოლქვებით, შესაბამისად, ევროკავშირის ყველა იმპორტის დაახლოებით 60% მოდის ნიდერლანდების გავლით. (FloraHolland.com, 2020)

    ჰოლანდიას აქვს ფლორისტულ პროდუქტებში მსოფლიო ვაჭრობის 44% წილი, რაც ყვავილების პროდუქციის გლობალურ მიმწოდებლად აქცევს, მთელ მსოფლიოში ვაჭრობით, ყვავილების ბოლქვების 77% მოდის ნიდერლანდებიდან.

     მნიშვნელოვანია ის ფაქტი, თუ რაოდენ განსაკუთრებულ პოზიციას იკავებს ნიდერლანდების სამეფო ყვავილების ექსპორტის თვალსაზრისით. წლების განმავლობაში ყვავილები, განსაკუთრებით კი ტიტები მთლიანი შიდა პროდუქტის 10% შეადგენს. ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 1200- დან 1500- მდე ახალი ყვევილის გაშენება ხდება. (იხ. დანართი N2)

    საერთაშორისო ვაჭრობა გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. მრავალრიცხოვანი ბიზნესი უცხოელ მომხმარებლებზეა დამოკიდებული, რომ გაზარდონ თავიანთი მოგება და შესაბამისად მომხმარებლები (ინდივიდუალური და ინდუსტრიული) დამოკიდებულნი არიან უცხოელ მომწოდებლებზე, რომ  დააკმაყოფილონ მოთხოვნილი  საქონელი და რესურსები.  ტექნოლოგიურმა განვითარებებმა და ინტერნეტ-სერვისების დანერგვამ მთელს მსოფლიოში, გარდაქმნა საერთაშორისო სავაჭრო სექტორი

    მიუხედავად ასეთი წარმატებისა , მზარდი ბაზრისა და მოთხოვნისა იყო კრიზისული მომენტებიც, როდესაც ეკონომიკური თვალსაზრისით ნიდერლანდების სამეფომ საკმაოდ დიდი კრახი განიცადა. მაგალითად, 2009 წელს ცუდი მოსავლის გამო შემცირდა პროდუქტზე მოთხოვნა და შესაბამისად ექსპორტის მაჩვენებელიც საგრძნობლად დაეცა, თუმცა ამ პერიოდმა დიდხანს არ გასტანა და ქვეყანამ კვლავ შეძლო რეპუტაციის ამაღლება, ასევე ქვეყანა კვლავ გახდა აქტუალური ტურისტული თვალსაზრისით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეკონომიკურად მათ მოახერხეს ისევ გაძლიერება. (ადამია, 2018)

     ნიდერლანდების  სამეფო  მსოფლიოში ერთ ერთი ძლიერი ეკონომიკით ხასიათდება, რაც ასეთი პატარა ქვეყნისათვის ერთგვარად სავალალო შიძლება იყოს, თუმცა ვთვლი რომ განსაკუთრებით მეყვავილეობის კუთხით მაქსიმალურად ინარჩუნებს თავის პოზიციას მსოფლიო ბაზარზე და უმკლავდება რთულ გამოწვევეს, რომელიც ხშირად წინ ეღობება ხოლმე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მრავალი ფაქტორი ხელს უწყობს ნიდერლანდების ეკონომიკას, ის გამოირჩევა მრავალფეროვნებით, რაც ასევე ხელს უწყობს მის სიძლიერეს და გლობალურ რეპუტაციას.

    Royal FloraHolland – არის ყვავილების აუქციონის კომპანია, რომელიც მდებარეობს ალსმერში და სადაც ყოველდღიურად 20 მილიონზე მეტი ყვავილი და მცენარე იყიდება. (FREDENBURGH, 2020)

    ჰოლანდიური ყვავილების ვაჭრობის 90% ხდება    Royal FloraHolland-ში ამ კომპანიას ჰყავს 5000 – მდე წევრი, 9000 მიმწოდებელი, 3500 მომხმარებელი და 4500 თანამშრომელი. ჰოლანდიური ყვავილების ბიზნესი ქმნის 250,000 სამუშაო ადგილებს მსოფლიოში,სრულ განაკვეთზე როგორც უშუალოდ, ასევე არაპირდაპირი გზით. (FloraHolland.com, 2020)

    აღსანიშნავია, ასევე ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად ტარდება ტიტების ფესტივალი, რასაც უამრავი ტურისტი თუ ადგილობრივი მოსახლეობა სტუმრობს, ვინაიდან გაზაფხულზე ულამაზესი სანახავია Keukenhof- ის ტიტების ბაღი, რაც მთავარია ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ეხმარება ეკომომიკის თვალსაზრისით ქვეყანას, რადგან სპეციალურად ჩამოდიან ამ ულამაზესი ბაღის სანახავად ტურისტები, რაც, რა თქმა უნდა, ეკომოკისა და კულტურის განვითარებას.

    დღევანდელი სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, მსოფლიოს ყველა კუთხეს, მსოფლიოს ყველა ქვეყანას, ძალიან დიდი ეკონომიკური დაბრკოლება გაუჩნდა ამ პანდემიის სახით, გამომდინარე აქედან არც ნიდერლანდების სამეფო გახლავთ გამორჩეული ამ თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ის რომ ამ რთულმა ვითარებამ ნიდერლანდების სამეფოს ეკონომიკა დიდი საფრთხის ქვეშ მოექცა. მეყვავილეობის ინდუსტრია გაკოტრების პირას აღმოჩნდა, მისი მთლიანი წარმოების თითქმის 80% განადგურდა, ეს არის მწარე დარტყმა ჰოლანდიის ყვავილების აუქციონისთვის, მსოფლიოს უმსხვილესი ყვავილების ბაზარზე. (Lieshout, 2020)

     ჰოლანდიის აუქციონი 100 წელზე მეტია რაც არსებობს და ეს არის მათი ისტორიის მანძილზე პირველი შემთხვევა როდესაც უწევთ ყვავილების განადგურება.

     გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის რომ ტურისტები ვეღარ სტუმრობენ ცნობილ ტიტების ბაღს, რომელიც ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტ ტურისტს უმასპინძლდებოდა, გამომდინარე აქედან, დღევანდელმა პანდემიამ მსოფლიოს მაშტაბით საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა ეკონომიკურ კეთილდღეობასა და განვითარებას. (Lieshout, 2020)

     სამწუხარო რეალობა იყო იმ ფაქტის მიღება ჰოლანდიის აუქციონის როგორც მფლობელებისთვის და მუშაკებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, რომ თითოეული საექსპორტოდ და გასაყიდად გამზადებული ყვავილები უნდა გაენადგურებინათ, ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკისთის აღმოჩნდა უაღრესად  რთული ვინაიდან , საკმაოდ დიდ ზარალს განიცდიან დღეს დიდი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან მსოფლიო ბაზარზე მეყვავილეობის კუთხით, გარდა ამისა იმის ნახვა თუ როგორ ნადგურდებოდა ყვავილები იყო ემოციურად საკმაოდ მძიმედ აღსაქმელი, თუმცა ამ ვირუსის გამო ყველას მოუწია ისეთი ნაბიჯების  გადადგმა , რაც ნამდვილად არ არის მარტივი. ცნობილია ასევე ინფორმაცია, რომ აუქციონის მუშაკებმა, გადაარჩინეს ყვავილების გარკვეული ნაწილი და საავადმყოფოში მიუტანეს ექიმებს და მედ-პერსონალს მადლიერების ნიშნად. (იხ. ვიდეო)[1]

დასკვნა

    მოჭრილი ყვავილების საერთაშორისო ვაჭრობა მასობრივად დაიწყო 1970-იან წლებში, 20 წლის განმავლობაში ის 15-ჯერ გამრავლდა. ნიდერლანდების სამეფო ათწლეულების განმავლობაში ყვავილების ბაზარზე დომინანტი მოთამაშეა, სწორედ ისინი არიან ვინც შეიმუშავეს და შეინარჩუნეს ინდუსტრიის გლობალიზაცია.

    განვმეორდები და ვიტყვი, რომ მეყვავილეობა ნიდერლანდების ეკონომიკის ერთ-ერთი უდიდესი დარგია. ტიტა ჰოლანდიელების ეროვნული სიამაყეა, რომელიც მოჰყავთ  მე-16 საუკუნიდან და აღსანიშნავია, რომ დღეს უკვე 6 ათასზე მეტი სახეობის ტიტა არსებობს.

     ზემოთ მოყვანილ მრავალ ფაქტორზე დაყრდნობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიდერლანდების სამეფოს აქვს ყველაზე მზარდი ეკონომიკა მეყვავილეობის თვალსაზრისით, დღესდღეობით ნიდერლანდების სამეფო წარმოადგენს მეყვავილეობის მთავარ ინდუსტრიულ დარგს, სადაც არსებობს მრავალი კომპანია, სამსაქმებლები და დასაქმებულები.

    მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდების სამეფო არის პატარა ქვეყანა, მას აქვს დიდი პოტენციალი, რომ იყოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ყვავილების ბაზარზე, არამედ იყოს ერთადერთი ამ თვალსაზრისით, შესაბამისად განავითარონ ეკონომიკა უფრო მეტად ვიდრე ამის შესაძლებლობა აქვთ ახლა.

    ნიდერლანდების სამეფოში არსებული ულამაზესი ფერადი ყვავილები, მთელის მსოფლიოს მაშტაბით პოპულარობითა და სიმპათიით სარგებლობს, ჰოლანდიურმა ტიტებმა დიდი აღიარება მოიპოვეს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან, რაც რა თქმა უნდა ნიდერლანდების სამეფოს აძლევს სტიმულს და თავდაჯერებულობას მატებს, რათა იყვნენ ყოველთვის გამორჩეულები და მნიშვნელოვნად განავითარონ ქვეყნის ეკონომიკა.

    დღევანდელი რთული პანდემიის მიუხედავად, დაკეტილი კომპანიებისა და ულამაზესი ბაღების მიუხედავად  ნიდერლანდების სამეფო იმედს იტოვებს რომ ისინი კვლავ შეძლებენ ჩვეულ რიტმში დაუბრუნდნენ საკუთარ საქმიანობას და მსოფლიო ბაზარზე თავიანთი ყვავილები გახადონ ისევ ისეთი მოთხოვნადი, როგორც ეს იყო ამ რთულ ვითარებამდე.

[1] https://www.youtube.com/watch?v=5KB-gEg3aGU

 

ავტორი: სალომე კოკილაშვილი 

 

ბიბლიოგრაფია

Cash, T. J. (2020). Retrieved from https://www.britannica.com/place/Netherlands/Economy

FloraHolland.com, R. (2020).

FREDENBURGH, J. (2020). Retrieved from http://www.bbc.com/future/bespoke/made-on-earth/the-new-roots-of-the-flower-trade/

Lieshout, L. V. (2020, 03 25). Retrieved from https://www.npr.org/2020/03/25/820239298/netherlands-huge-flower-sector-wilts-as-coronavirus-hurts-business

Pas, B. v. (2020, 02 21). Retrieved from https://www.statista.com/topics/3732/flower-industry-in-the-netherlands/

Pas, B. v. (2020, 02 21). Retrieved from https://www.statista.com/topics/3732/flower-industry-in-the-netherlands/

Weitjens, M. (2016). Retrieved from https://www.flowercompanies.com/blog/netherlands-leader-on-the-flower-export-market

ადამია, მ. (2018, 05 13). Retrieved from https://bm.ge/ka/article/quottitebis-efeqtiquot-niderlandebis-samefos-ekonomikashi/19459/

 

 

ყვავილების 10 უმსხვილესი ექსპორტიორი

სურათი N1: ყვავილების 10 უმსხვილესი ექსპორტიორი. წყარო: https://www.flowercompanies.com/blog/netherlands-leader-on-the-flower-export-market

 

სურათი N2, სტატისტიკური მონაცემები

სურათი N2, სტატისტიკური მონაცემები. წყარო: https://www.statista.com/topics/3732/flower-industry-in-the-netherlands/

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *