მეღვინეობის როლი ევროპის ეკონომიკაზე

მეღვინეობა ევროპაში
მეღვინეობა ევროპაში

ავტორი: თამუნა გოჩიტაშვილი

         მეღვინეობა არის კვების მრეწველობის დარგი,რომელისგანაც ვამზადებთ ღვინოს და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს.   ენეოლოგია არის მეცნიერება,რომელიც შეისწავლის მეღვინეობას.  მეღვინეს ასევე მოიხსენიებენ,როგორც მევენახეს. მსოფლიოში გავრცელებულია ყურძნის მრავალი სახეობის ჯიშები, შესაბამისად მათგან სხვადასხვა არომატის ღვინო მზადდება.   მეღვინეობა იყოფა ორ ძირითად კატეგორიად: ღვინის წარმოება კარბონაციით და კარბონაციის გარეშე.   ყურძნის ხარისხი განსაზღვრავს შემდგომ ღვინის ხარისხსაც. ყურძნის ხარისხზე გავლენას ახდენს მჟავიანობა,ნიადაგის მირელარები,ამინდი და კიდევ სხვა ფაქტორები. ღვინო უმეტესად მზადდება ძირითადად ყურძნისგან,თუმცა ის შეიძლება ასევე დამზადდეს სხვა ხილისგანაც. ყურძნის ყველაზე გავრცელებული სახეობაა vitis vinifera, რომელიც მოიცავს ევროპული წარმოშობის თითქმის ყველა სახეობას.   ამ ნაშრომში განხილულია მევენახეობის როლი ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკაზე,თუ რა როლი უკავია მევენახეობას, ღვინის წარმოებას და  მის ექსპორტ_იმპორტს ევროპაში.

ძირითადი ტექსტი

        ღვინო არის ნატურალური, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი,რომელიც აღიარებულია ევროპის სხვადასხვა ხელშეკრულებებით,როგორც პროდუქტი, რომელიც მიიღება ყურძნის მთლიანი ან ნაწილობრივ ალკოჰოლური დუღილისგან. საერთო სასოფლო პოლიტკის ფარგლებში ღვინის დეფინიციის თითოეული პარამეტრი სრულად არის განსაზღვრული, რეგულირებული და კონტროლირებადი ღვინის საერთო ბაზრის მიერ. როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ღვინო იცვლება ერთი წლიდან მეორე წლამდე,დამოკიდებულია მოსავლის მახასიათებელზე. თითოეული ღვინო უნიკალური და განსხვავებულია, თუნდაც იგივე მწარმოებლიდან და იმავე ტერიტორიიდან . ამინდი, ნიადაგი, გეოლოგია, ჯიშები  და ღვინის დამზადების სტილი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია,რომლიც ღვინოს ანიჭებს უნიკალურ ხასიათს.

          ღვინის  სექტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროპული ცხოვრების მრავალ დონეზე, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოებაში,კერძოდ, სოციალურ-კულტურული, გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივი თვალსაზრისით.  იმ რეგიონებში, სადაც ვაზის ჯიშები ჭარბობენ, ღვინის სექტორში მილიონობით ადამიანი არის დასაქმებული,რაც ხელს უწყობს სოფლის  სტრუქტურის შენარჩუნებას და ისეთი ცხოვრების შენარჩუნებას ,რომელიც უმთავრესია ევროპული თვითმყოფადობის ცნებებში. ევროპაში ღვინო ფასობს თავისი გემოთი, ფერით, სტრუქტურითა და მრავალფეროვნებით.    ევროპა მსოფლიო ღვინის წამყვანი მწარმოებელია. 2014-2018წწ საშუალო წლიური წარმოება 167 ჰექტოლიტრი იყო. ის მსოფლიო ღვინის მევენახეობის 45%,  წარმოების  65%, გლობალური მოხმარების  60% და ექსპორტის 70% შეადგენს.   1962წ პირველი საერთო საბაზრო ორგანიზაციიდან,ღვინის ბაზარი მნიშვნელოვნად განვითარდა. 2008წ მიღებული იქნა ღვინის რეფორმა,რომელიც შესწორდა 2013წ და  მისი სამი უმთავრესი მიზანი იყო:

  • ევროპაში ღვინის წარმოების კიდევ უფრო კონკურენტიანობა. ევროპული ღვინის რეპუტაციის ამაღლება და საბაზრო წილის აღდგება როგორც ევროპაში,ასევე მის ფარგებს გარეთ.
  • ბაზრის მართვის წესების გამარტივება და ეფექტურობა მიწოდება-მოთხოვნას შორის უკეთესი ბალანსის მიღწევა.
  • ევროპული ღვინის წარმოების საუკეთესო ტრადიციების დაცვა და მისი სოციალურ-ეკოლოგიური როლის გაძლიერება სოფლად.

მევენახეობა და ღვინის წარმოება არის აუცილებელი  ეკონომიკური და შრომითი ინტენსიური საქმიანობა. ის  მნიშვნელოვან  სოციალურ-ეკონომიკურ როლს ასრულებს მრავალი  ქვეყნისთვის, რეგიონალური ეკონომიკისთვის ,ასევე მთლიანად ევროპის ეკონომიკისთვისაც.   2004წ ღვინის წარმოება წარმოადგენდა ევროპის სოფლის მეურნეობის პროდუქციის 5.4%.  სამხრეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის  ეკონომიკა  ( საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, ლუქსემბურგი,სლოვანია და ესპანეთი)  სოფლის მეურნეობის პროდუქციის ღირებულების 10% შადგენს.

ევროპის ღვინის სექტორი ვითარდება ყველა დონეზე  (ეროვნულ და საერთაშორისო). ის შედგება  მწარმოებლებისგან და ატომურირებულია საკვებითა და სასმელების სხვა ინდუსტრიებთან შედარებით:

  • 2005წ ევროპის 25 ქვეყანაში ღვინის საწარმო  1,3 მილიონი შეადგენს.
  • იგი წარმოადგენს ევროპის სოფლის მეურნეობაში და მთლიანად დასაქმების 20%-ზე მეტს.
  • ამ სფეროში დასაქმებულია 3 მილიონზე მეტი ადამიანი,ის ოჯახური შრომითი ძალებით ჯერ კიდევ ძალიან გავრცელებულია.
  • დაიკავა 3 მილიონ ჰა-ზე მეტი მიწის ნაკვეთები

 ღვინოების სოციალურ-ეკონომიკური განზომილებები ვრცელდება ვენახების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე, ის ასევე მოიცავს:

  • ღვინის წარმოება, რომელიც თავდაპირველად უშუალოდ არ ხვდებოდა მეურნებოაში. 2004წ ევროპის 25 ქვეყანაში,ღვინის წარმოების საქამიანობაში 75 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.
  • არაპირდაპირი ეკონომიკური საქმიანობა,რომელიც უკავშირდება ღვინის წარმოებას,ღვინის ტურიზმის განვითარებას და სხვა.

         ღვინის სექტორს ასევე მნიშვნელონად უწყობს ხელს ევროპის გარემოც.  ბორცვებზე დარგული  ვაზები ხელს უწყობს  ნიადაგის ეროზიის შეზღუდვას, ასევე იცავს ცეცხლისგანაც. რადგან მათი ფესვების დაბალი  სიმჭიდროვე  ხელს უჭყობს ცეცხლის გავრცელებას. ევროპული ლანდშაფტების კომისია ცნობს ვენახების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ევროპა მონაწილეობს უამრავ საერთაშორისო კლიმატის ცვლილების ღონისძიებებში და შეთანხმებებში. კლიმატის ცვლილების ჩარჩო არის უმთავრესი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ხდება კლიმატის ცვლილება საერთაშორისო დონეზე.  იგი მოიცავს არა მხოლოდ ბაზრის რეგულირების ინსტრუმენტებს და სავაჭრო საკითხებს, არამედ შეიცავს დეტალურ და ღვინის სპეციფიკურ დებულებებს ღვინის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, ეტიკეტირების, შეფუთვის, ტრანსპორტირებისა და პოპულარიზაციის შესახებ.    2008წ ღვინის CMO რეფორმების ფარგლებში  შემოღებულმა ღვინის მხარდამჭერი პროგრამები თავდაპირველად მოიცავდა 13 ღონისძიებას.  კომპენსაციის სახით, ღვინის სექტორში შემოვიდა ახალი ღონისძიება,რომლის მიზანია ღვინოსთან დაკავშირებული ახალი პროდუქტების ,პროცესებისა და ტექნოლოგიების შემუშავებით ევროპის ღვინის , ბაზარზე განვითარება.   ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ დახმარება შესთავაზონ შემდეგი საკითხებისთვის:

  • ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში დაწინაურება,ხელის შეწყობა
  • მომხმარებელი ინფორმირდება მოხმარების პასუხისმგებლობითა და ხარისხიანობის შესახებ.
  • მწვანე მოსავალი
  • ინოვაცია,რომელიც მიზნად ისახავს ახალი პროდუქტებისა, პროცესებისა და ტექნოლოგიების განვითარებას.
  • ღვინის სექტორი რემულირდება კანონმდებლობის ერთობლიობით,რომელიც შედგენილია ძირითადი დებულებებით და რეგულაციებით. რეგულაციების შესასრულებლად დამამტკიცებელია სახელმწიფო პრინციპები და იურიდიული ინტერპრეტაციები.
  • ღვინის ბაზრის ობსერვატორია,რომლიც ბაზარს უწევს მონიტორინგს ვაჭრობაზე,ფასებზე მოხმარების სფეროებში. ის ასევე ფლობს ინფორმაციას ღვინის დამხმარე საშუალებების ეროვნული პროგრამების ანალიზისა და შეფასეებისთვის.

          მთავრობის  ჩარევა ღვინის სექტორში განსხვავდება ქვეყნებს შორის. რამდენიმე ქვეყანაში ,მაგალითად, ბულგარეთში,რუმინეთში,უნგრეთში ყურძნის მწარმოებლებს სუბსიდიები არ აქვთ ღვინის გადასამუშავებლად და შესაბამისად ბაზრის მოთხოვრები  ერთადერთი რეგულაციის სისტემაა.  ხოლო სლოვენიაში კი ამის საპირისპიროდ 2000 წლიდან მოყოლებული არსებობს პირდაპირი გადასახადი ყურძნის თითო ჰექტარზე ( დაფიქსირდა 294,17 ევრო/ჰა) და ასევე დაინერგა  ევროპის სამოქმედო გეგმის შესაბამისად შემუშავებული პოლიტიკაც. ჩეხეთის რესპუბლიკაში კანონმდებლობა ნაწილობრივ შეესაბამება ევროპის მოთხოვრებს ღვინის მიმართ. მევენახეობის შესახებ ცვლილებები განხორციელდა იმპორტირებულ ღვინოსთან, ვენახის რეესტრთან , ღვინოების წარმოების ხარისხის პირობებთან. ბულგარეთმა შემოიღო კანონი ღვინოებიისა და ალკოჰოლური სასმელების შესახებ და ასევე, კანონი ვენახების შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 2000წლიდან. უნგრეთმა კი ვენახების რეგისტრაცია შემოიღო 2000წლიდან. ღვინის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნები,რომლებიც შეადგენდნენ მსოფლიო ღვინის წარმოების დაახლოებით 85% და ღვინის ვაჭრობის 90%, ესენია: ( არგენტინა, ავსტრია,  სამხრეთ აფრიკა,  ევროკავშირი და აშშ).  ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მევენახეობა დიდი ხნის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ღვინის ექსპორტის ევოლუცია მჭიდრო კავშირშია შიდა ეკონომიკური პირობების ცვლილებებთან, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე განხორციელებულ ცვლილებებთან.   ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით, თითქმის ყველა ქვეყანამ, ( ავსტრიის და გერმანიის  გარდა), ღვინის ექსპორტის საშუალო წლიური ზრდის ტემპი დააფიქსირა.მოცულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღეს ბულგარეთმა და უნგრეთმა,ასევე საბერძნეთმა და პორტუგალიამ. ამრიგად, ECC ქვეყნებმა (საფრანგეთი, გერმანია და იტალია) არ წარმოადგინეს ღვინის ექსპორტის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები.

             ევროპაში ღვინის რეგულაციას გრძელი ისტორია აქვს ,მის ჩამოყალიბებასა და განვითარებას დიდი დრო დასჭირდა.. ღვინის სექტორზე, ბოლო წლების განმავლობაში,  კლიმატის ცვლილებების გავლენამ  გამოიწვია  დებატები შემდგომი რეფორმებისთვის, კერძოდ, ჰიბრიდული ყურძნის გაშენებასთან დაკავშირებით. 2018წ ივნისში ევროკომისიამ თავის განაცხადში შეიტანა ევროპის საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკა.       ვენახების სტრუქტურული სტატისტიკა ინსტრუმენტია ღვინის ბაზარზე მონიტორინგისთვის და სხვა ყურძენზე დაფუძნებული პროდუქტებისთვის. კომისიას სჭირდება ინფორმაცია წარმოების პოტენციალის შესახებ, რათა უზრუნველყოს საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკა.. მხოლოდ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა  დარგეს 500 ჰექტარი ვენახი, რომელიც შედის მონაცემთა შეგროვებაში. რაც იმას ნიშნავს,რომ ევროკავშირის 17 ქვეყანაა დაფარული ვაზის სხვადასხავა ჯიშებით.     2015წ მონაცემებით   ევროპაში  ვაზის მთლიანი   ფართობი იყო 3,2 მილიონი ჰექტარი. აქედან 1,8 გამოყენებული იყო სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიისთვის.  ევროპა წარმოადგენს ვაზის მთლიანი ფართობის მხოლოდ 45 %.   სამი  წევრი ქვეყანა: ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია შეადგენს სამ მეოთხედს  (74,1%) .     პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი და გერმანია იყო შემდეგი უმსხვილესი  მწარმოებლები,რომელთა საერთო წილი 18,2%  იყო.   უნგრეთი, ბულგარეთი, ავსტრია, ხორვატია, ჩეხეთი, სლოვენია სლოვაკეთი ,თითოეულ მათგანს 8000ჰა-ზე ნაკლები ფართობი ჰქონდა განკუთვლინი ვაზისთვის . მთლიანი არსებული ფართბის (0,3%) .   ამის საწინააღმდეგოდ არსებული მონაცემებით ,  მალტა იყო არსებული ბარიერის ქვემოთ, 450 ჰა/ვაზით.

          2015წლის მონაცემებით ვაზის ტერიტორიით ევროპა ფლობს 3,2 მილიონ ჰექტარს, აქედან: ესპანეთი 29,1%,   საფრანგეთი 24,9%,  იტალია 20,1%,  პორტუგალია 6,1%,  რუმინეთი 5,7%,  საბერძნეთი 3,2%,  გერმანია 3,2% და სხვა ქვეყნები 7,7%.

           NUTS 2-ის ყველა რეგიონი,რომლის 8% მეტია გამოყენებული სასოფლო- სამეურნეო ტერიტორიის მდებარეობს საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთში.

     2015წ მონაცემებით იზრდება 0,5 მილიონით ვაზის სასოფლო- სამეურნეო ჰოლდინგი.  ერთ მესამედზე მეტი მდებარეობდა მხოლოდ რუმინეთში,თითო ვაზზე კი იყო საშუალო ფართობი მითითებული.   ესპანეთი ( 0,5მილიონი – 20,8%) , და იტალია  ( 0,4 მილიონი – 15,3%) შეადგინა ევროპის მეღვინეობის ერთი მესამედს. 2015წ მონაცემებით ტერიტორიიის საშუალო ზომა, უკავია ვაზებს. საფრანგეთი 10ჰა,  ლუქსემბურგი 4 ჰა, ავსტრია 3ჰა, დიდი ბრიტანეთი 2,5ჰა, გერმანია 2ჰა და სხვა.

        ევროპაში თითო ვენახის საშუალო ფართობი იყო 1,3 ჰა. ყველაზე   დიდი ჰოლდინგი იყო საფრანგეთში ,სადაც 0,8 მილიონ ჰექტარზე გავრცელდა 80 000-ზე ნაკლები სასოფლო- სამეურნეო ჰოლდინგები,რის შედეგადაც საშუალოდ 10,5 ჰა ვენახი შედიოდა თითო ჰოლდინგში.   დადგინდა,რომ ყველაზე პატარა ვენახი არის რუმინეთში 0,2 ჰა;  ხორვატია  0,4 ჰა;  სლოვენია  0,5 ჰა;  საბერძნეთი 0,6ჰა;   და კვიპროსი 0,6. ხოლო სხვა სახელმწიფოებმა განაცხადეს,რომ ვაზებს უკავიათ 0,9ჰა პორტუგალიაში და 4,0ჰა ლუქსემბურგში.   სლოვაკეთში,საფრანგეთში,ჩეხეთში, ბულგარეთში, ესპანეთში და გერმანიაში ვაზის ტერიტორიის ნახევარზე მეტი გაშნებული იყო 10 ჰა-ზე მეტი ვენახებით.   ამის საპირისპიროდ კვიპროსში , საბერძნეთში  და რუმინეთში 1ჰა-ზე ნაკლებ მეურნეობებს მთლიანი ფართობის 40%-ზე მეტი უკავიათ.

        2015წ მონაცემებით ევროპას ვაზისთვის გამოყოფილი ფართობის 94,9%  ვაზის მთავარ ჯიშებს უკავია. მცირე   წილი, რეგიონალური ჯიშები იყო და მხოლოდ 5.6% უკავია, 500-ზე მეტ ვაზის ჯიშებს. წითელი ვაზის ჯიშები უფრო დიდ ფართობს ფარავდა, ვიდრე თეთრი ვაზის ჯიშები.  2015წ ძირითადი ვაზის ტერიტორიიდან 52,7%  იკავებდნენ წითელი ვაზის ჯიშები;  42.7% კი იკავებდნენ თეთრი ვაზის ჯიშები.   წითელი ვაზის ჯიშები მეღვინეობის წევრ 7 ქვეყანაში დომინირებდა: ბულგარეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, კვიპროსი და პორტუგალია.   თეთრი ჯიშემი დომინარობდს ჩეხეთში, გერმანია, ხორვატია, უნგრეთი, ავსტრია, სლოვენოია და სლოვაკეთი.. საბერძნეთში კი ტერიტორია ეკავათ სხვადასხვა ჯიშის ვაზებს , ძირითადად ვარდისფერს (ROSA)20,6%.

        2015წ ევროპაში ყველაზე მეტად გაშნებული მთავარი წითელი ჯიშებიდან იყო კაბერნე სოვინიონი  6,7% და შესაბამისად ის იყო ყველაზე მეტად კულტივირებულიც. დიდი თეთრი ჯიშების გეოგრაფიული არეალი იყო შეზღუდული.

      ევროპაში დომინანტური იყო ძველი ვაძის ჯიშები. ვაზების 40,7% ეკავა  10დან  29წლამდე ვაზებს,  ხოლო 37,1% – 30 წელზე უფრო მეტი ასაკის ვაზებს.  ვაზები 3 წლის ქვემოთ ეკავათ 6,5%, ხოლო 15,7% – 3დან 9 წლამდე ვაზებს.   30  წლის ვაზის ჯიშები კი გამოირჩევა  მრავალფეროვნებით, ახალგაზრდა ვაზის ფართობის ყველაზე დიდი წილი ჰქონდა საფრანგეთში 9,7% და გერმანია 7.7%.

        2015წ ვაზის ფართობის 80,1%  დაეთმო ღვინის ხარისხს და მის წარმოებას, ხოლო 13.1 % დაეთმო სუფრის ღვინოებს.  ჩეხეთში, სლოვენიაში, ავსტრიაში, გერმანიაში  და  ლუქსემბურგში მზოლოდ ვაზის ხარისხიანი ღვინოებისთვის PDO და PGI გაიზარდა.    უნგრეთში,სლოვენიაში, დიდ ბრიტანეთში და ხორვატიაში ღვინოების წარმოება 90%-ზე მეტი იყო.  რუმინეთში 72,1%, ბულგარეთში 38,4% , იტალიაში 26,2% ფართობის წილი მიძღვნილი იყო სუფრის ღვინოების წარმოებას.   საბერძნეთი იყო ერთადერთი წევრი ქვეყანა , სადაც  ფართობი 38,5% განკუთვნილი იყო  მხოლოდ ქიშმიშის წარმოებისთვის. ევროპაში ვაზისთვის განკუთვნილი ტერიტორია დროთა განმავლობაში თანდათან შემცირდა. 1999წ-დან შემცირდა 3,4მილიონი ჰადან -2009წ 3,2 მილიონ ჰამდე.   1999წ-დან-2009წ-მდე ცხრა წევრ ქვეყნას შორის ხელმისაწვდომი მონაცემებით, დიდი ბრიტანეთი იყო ერთადერთი სახელმწიფო, სადაც ეს ტერიტორია გაიზარდა, ხოლო სხვა წევრ სახელმწიფოებში კი შემცირდა. შემცირება არც ისე ძლიერი იყო პორტუგალიასა და საფრანგეთში სადაც ტერიტორია შემცირდა 10,5%დან 9,8%მდე.   ასევე,  2015წ  მონაცემებით  PDO-65%, PGI -17% ,TABLE WINE -13,1%, DUAL PURPLE- 3,2

დასკვნა

         საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, მეღვინობას დიდი როლი უკავია  ევროპის თითოეული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ევროპის დიდი ფართობი უკავია ვაზის სხვადასხვა ჯიშებს.  ქვეყნები აწარმოებენ ღვინის ექსპორტ-იმპორტს. რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკასთან.   ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში  ვაზის სხვადასხვა  ჯიშებია გავრცელებული.  შესაბამისად ეს ქვეყნები  აწარმოებენ სხვადასხვა ფერის და არომატის ღვინოს, რომელიც შემდგომ გააქვთ მსოფლიო ბაზარზე.  ღვინის სექტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროპული ცხოვრების მაღალ დონეზე, რასაც მნიშვნლოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოებაში.  ევროპაში  ღვინის წარმოებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს დიდი ყურადღება ეთმობათ, ამ სფეროში არის დასაქმებული მილიონობით ადამიანი. დღესდღეობით, როდესაც მსოფლიო, კორონა ვირუსის პანდემიას ებრძვის,, ხელი შეუშალა მრავალი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა-განვითარებას. ბაზარი, სადაც ქვეყნებს ღვინო გაჰქონდათ დახურულია, ამიტომ ვაჭრობა ცალსახად ჩაწვა,შემდგომში თუ არ მოხერხდა დროული რეგულაციების გატარება მნიშვნელოვნად დაეტყობა ეკონომიკის წინსვლას.   პანდემიამ მოიცვა ევროპის  ქვეყნები, მთავრობებმა დააწესეს, რომ დახურულიყო ღვინის ქარხნების თითქმის ყველა სავაჭრო დაწესებულება, გარდა თავად ვენახების პირდაპირი გაყიდვებისა, რაც, ჩვეულებრივ, წელიწადში ამ დროს სარგებლობდა ხოლმე ტურისტებით. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის მოსავალის აღებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი, ევროპის ქვეყნები იმედოვნებენ, რომ კონტინენტი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნება სექტემბრისთვის. ხოლო რას შეეხება ეკონომიკური კრიზისის, რომელიც გამოჩნდა პანდემიის შემდეგ, ნამდვილად იმოქმედებს ინდუსტრიის ყველა ასპექტზე.

 

ბიბლიოგრაფია

  1. https://ec.europa.eu/info/food-farming-fisheries/plants-and-plant-products/plant-products/wine_en
  2. https://www.ceev.eu/about-the-eu-wine-sector
  3. https://academic.oup.com/aepp/article/41/4/620/5653107?rss=1
  4. https://ageconsearch.umn.edu/record/31871/files/wp010001.pdf
  5. https://www.journals.elsevier.com/wine-economics-and-policy/recent-articles
  6. Agriculture, forestry and fishing, 2017 edition

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *