მეთევზეობის როლი ევროპის ეკონომიკაში

მეთევზეობის როლი ევროპის ეკონომიკაში
მეთევზეობის როლი ევროპის ეკონომიკაში

     თევზჭერა ადამიანის საქმიანობის ერთ-ერთი უძველესი დარგია. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი თევზის ნამარხი ცხადყოფს, რომ ჰომო ჰაბილისი, შემდეგ ჰომო ერექტუსი პირველი მეთევზეები იყვნენ, დაახლოებით 500 000 წლის წინ. ამასთან, თევზაობა მას შემდეგ განვითარდა რაც ჰომო საპიენსი გამოჩნდა ზემო პალეოლითის პერიოდში ძვ. წ. 40 000 – დან 10 000 წლამდე. (fishing, 2019)

          მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში თევზი, კვების ძირირთად წყაროს წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა, განვითარდა და დაიხვეწა სხვადასხვა სახის ტექნიკები რომლებიც თევზჭერისთვის იყო მნიშვნელოვანი. დღესდღეობით თევზი დაფასებულია, როგორც მსოფლიო კვების ბაზარზე, ისე მედიცინაში.თევზის შემადგენლობაში შემავალი ცილა, მას დიეტურ და ჯანსაღ პოდუქტად ხდის. რაც შეეხება თევზის ცხიმს, ის უამრავ სასარგებლო ვიტამინს შეიცავს და მისი მიღება აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის, პირველ რიგში კი, ცხიმში შემავალი ვიტამინები კვებავს ტვინს.

         მეთევზეობის დარგი ზოგადი ცნებაა, უფრო კონკრეტულად,  ის მოიცავს ისეთ დარგებს როგორიცა:სატბო, სამდინარო,საზღვაო, საოკიანეო თევზის მოპოვება. მეთევზეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაარგია რომელიც ქვეყნებს სავაჭრო/ეკონომიკური გზებით აკავშრებს. თევზის იმპორტ/ექსპორტი მნიშვნელოვან ხასითს იძენს გლობალურ დონეზე. მნიშვნელოვანია, ამ სფეროში დასაქმებულთა წილიც, რომელმაც 2017 წლისთვის  ევროკავშირის ბაზარზე დაახლოებით 179 600 ადამიანი უზრუნველყო. (eurostat, 2019) საინტერესოა ევროპული ქვეყნების დამოკიდებულება მეთევზეობასთან დაკავშირებით. ვროპაში მრავლადაა რეგიონები რომლებიც სოფლის მეურნეობის ამ კონკრეტული დარგით (მეთევზეობით) არიან დაკავებულნი და ეს ყოველივე, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის გარანტიასაც წარმოდგენს რიგ შემთხვევებში.

       თევზჭერა, როგორც კულტურული და ეკონომიკური საკითხი მნიშვნელოვნადაა განვითარებული ევროპულ სახელმწიფოებში, მათ შორის გამორჩეულია: ისლანდია, ნორვეგია,ფინეთი,საფრანგეთი,იტალია,შვედეთი და სხვა. დედამიწაზე ადამიანთა სიმრავლის გამო, საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად თევზიც უფრო მოთხოვნადი პროდუქტი ხდება. როდესაც საკვებ პროდუქტზე ვსაუბრობთ არ უნდა დაგვავიწყდეს ნორმებისა და წესების დაცვა, რაც პირველ რიგში, პროდუქტის უსაფრთხო მიწოდებას გულისხმობს მომხმარებლებისთვის. გარემო ფაქორები, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება,დაბინძურებული ეკოსისტემა და გარემო, რომელშიც გვიწევს არსებობა ნეგატიურდ, არმარტო აადაამიანზე, არამედ იმ პროდუქტებზეც აისახება რასაც ადმიანი საკვებად მოიხმარს.

ძირითადი ტექსტი

         ევროპა არის რეგიონი რომელიც მოიცავს თითქმის ყველა სახის ლანდშაპტს და კლიმატურ ზონებს.  აღსანიშნავია, რომ ევროპის მრვალი ქვეყნის განვითარებაში თევზჭერამ დიდი როლი ითამაშა. მეთევზეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წელიწადში რამდენიმეჯრე წასულიყვნენ ევროპის რეგიონებში სათევზაოდ და ყოველ ჯერზე ახალი გამოცდიელბა მიეღოთ თავიანთი პრეფესიული განვითარების სფეროში.

         ევროკავშირის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თევზჭერა შვიდ საზღვაო ტერიტორის მოიცავს, ესენია: ჩრდილო-აღმოსავლეთ ატლანტიკური; ჩრდილო-დასვლეთ ატლანტიკური; ხმელთაშუა და შავი ზღვა; აღმოსავლეთ-ცენტრალური ატლანტიკური; სამხრეთ-ატლანტიკური; სამხრეთ-დასავლეთ ატლანტიკური და დასავლეთ ინდოეთის ოკეანე. აღსანიშნვია, რომ ევროკავშირის საზღვაო ფლოტის რეესტრში რეგისტრირებულ სათევზაო გემებს/ნავებს აქვთ თანაბარი წვდობა ევროკავშრის ყველა წყალზა და რესურზე. თევზაობისთვის საჭიროა სპეციალური ლიცენზია, მეთევზემ ყოველთვის თან უნდა იქონიოს ლიცენზია, უარყოფით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს კონკრეტული პირის მიმართ, აასევე დაჯარიმდება 2,500 ევროს ოდენობით. აღსანიშნავია ისიც, რომ ლიცენზია გაიცემა სხვადასხვა ჯიშის თევზებზე კონკრეტული რეგულაციების დაცვით. 2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, მეთევზეობისა და აკვაკულტურის პირველად სექტორში 59.6 მლნ. ადამიანი იყო ჩართული. 2017 წლის მონაცემებზე დაყრდნობით,  ევროკავშირში ზღვის პროდუქტებისა და თევზის მოხმარება შეაფასეს 24კგ. ერთ სულ მოსახლეზე. ყველაზე გაყიდვადი თევზები, ამავე წლის მონაცემებით: თინუსი (ტუნა) კოდი, ორაგული და ალასკას პოლაქი იყო,რამაც 2017 წლის საერთო მოცულობის 44% შეადგინა. საყოფაცხოვრებო ხარჯების ზრდა 2018 წლის მონაცემებით 59.3 მლრდ ევროს აღწევდა, რაც 24%-ით მეტი იყო 2009 წელთან შედარებით. ევროკავშრის თევზის და ზღვისპროდუქტების სამომხმარებლო ფასები 3%-ით გაიზარდა, ასევე, 2009 წელთან შედარებით. (Borgartún, 2020)

ევროკავშირში იმპორტირებული თევზის ერთ მეოთხედზე მეტი ნორვეგიიდან მოდის ისლანდია კი ყველაზე დიდ მწარმოებლად ითვლება ევროპაში, ასევე შვედეთი არის თევზის მწარმოებელი ქვეყანა. 2017 წლის მონაცემების თანახმად, თევზის სახეობა „თინუსის“ მოხმარების დონემ 3,07 კგ-ს მიაღწია ერთ სულ მოსახლეზე. 2018 წელს „კოდი“ იყო ღირებული სახეობის სტატუსის მქონე თევზი თინუსის შემდეგ, რომლის მეშვეობითაც ხდებოდ ვაჭრობა ევროკავშირის შიგნით. მეტწილად „კოდი“ შემოდიოდა დანიიდან და შვედეთიდან. ასევე 2018 წელს „ალასკას პოლაქის“ მიწოდებამ მიღწია 305,000 ტონას. ევროკავშირს  აქვს შემუშავებული  მეთევზეობის საერთო პოლიტიკა, იგივე (CFP) – ეს არის მთელი წესები ევროპული საზრვაო ფლოტების მართვისა და თევზის მომარაგების კონვენციისთვის. CFP პირველად 1970-იან წლებში შემოიღეს, მან გაიარა მთელი რიგი პროცესები განახლებებისა და მისი უახლესი ვარიაცია ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვარს. CFP-ს მიზანია, სრულყოფილად უზრუნველყოს, რომ თევზაობა და აკვაკულტურა ეკონომიკურად, ეკოლოგიურად და სოცილურად მდგრადი იყოს ევროკავშირისთვის და მისი მოქალაქეებისთვის. იმის მიუხედვად, რომ თევზჭერა მნიშვნელოვანია, მაინც უნდა არსებობდეს რიგი შეზღუდვები. უნდა დავრწმუნდეთ, რომ თევზაობა არ აზიანებს თევზის  პოპულაციის რეპროდუქციის უნარს.მეთევზეობის  საერთო პოლიტიკა ითვალისწინებს 2015 წლიდან 2020 წლამდე თევზჭერის ზღვრების დაწესებას. საინტერესოა ის, თუ რა ეკონომიკური სარგებელი მოაქვს თევზჭერას კონკრეტული ქყვეყნებითვის, რა მეთოდებს იყენებენ თევზის დასაჭერად დაბოლოს, დაბინძურებული გარემოს გავლენა წყალქვეშა სამყაროზე.

ისლანდია:

          თევზაობა ისლანდიის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი საყრდენია და ცნობილია ისლანდიის ლიდერული პოზიცია თევზჭერის სფეროში. ისლანდია კონკურენტუნარიანია სათევზაო ინდუსტრიაში არამარტო ევროპის, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც. ისლანდიის მოწინავე პოზიციამ, ის პასუხისმგებელი გახადა როგორც მშპ-ს, ასევე ქვეყნის ექსპორტის შემოსავლის სამართლიან წილზე. აღსანიშნავია ბოლო წლებში ისლანდიის  ტექნოლოგიური მიღწევების როლი საზღვაო ნაწილში, თევზის აღმოჩენის ინსტრუმენტებსა და ამ სფეროში, დახვეწილი პირობების შენარჩუნებაში. დღესდღეობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ყოველივე არის ქვეყნის უმსხვილესი ქსპორტის ნაწილი და მისი ეკონომიკის, ასევე მხვილი სექტორი. ისლაანდიის უარი, ევროკავშირის წევრობაზეც დიდწილად არის დაკავშირებული მეთევზების საკითხთან.

               ისლანდიის ექსპორტის 40% დამოკიდებულია თევზჭერაზე, 5.3% (9000 მუშახელი) მოსახელობისა ჩართულია მეთევზეობის სფეროში და 15% ეყრდნობა მათ, რომ შეინარჩუნონ საქმეთან კავშირი. ისლანდიის ექსკლუზიური მეთევზეობის ზონა 760,000 კვადრატულ კილომეტრზეა, რაც შვიდიჯერ დიდია ვიდრე თვით ისლანდიის ფართობი. (Karadottir, 2014) ისლანდიაში 1,655 სათევზაო ხომალდია,აქედან 764 მანქანები, მათ შორის 58 ტრეილერი. ისლანდიაში  თევზის ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობაა კოდი (COD), რომელის შემოსავალიც ყოველწლიურად 150 000 ტონას შეადგენს,2018 წელს საზღვაო პროდუქციის ექსპორტის ღირებულების 42% ი შეადგინა. (Borgartún, 2020) საზღვაო პროდუქციის მთლიანმა ექსპორტმა 2017 წელს 610,000 ტონა შეადგინა და ექსპორტირებული საქონლის ღირებულების 38.1% შეადგენდა, 1,629 მილიონი ევრო ღირდა. (Borgartún, 2020) ისლანდიის საზღვაო პროდუქტები 2017 წელს ექსპორტზე 92 ქვეყანაში იქნა გატანილი,  დაახლოებით 76% გაიყიდა ევროპაში, ის ისლანდიური ზღვის პროდუქტების ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია. გაყინული პროდუქტები საზღვაო საექსპორტო ღირებულების 48.9% -ს შეადგენს. ისლანდიური ზღვის პროდუქტების ექსპორტის ერთადერთი ყველაზე ღირებული სახეობაა კოდი, რომელიც 2017 წელს საზღვაო პროდუქციის საექსპორტო ღირებულების 42% -ს შეადგენდა.

          საზღვაო პროდუქციის მთლიანი ექსპორტი ბოლო  მონაცემებით – 2018 წელს შეადგენდა 670,775 ტონას და შეადგენდა ექსპორტირებული საქონლის ღირებულების 40% -ს და ის 1,878 მილიონი ევრო ღირდა. (Borgartún, 2020) ისლანდიაში 1,621 რეგისტრირებული სათევზაო გემია. ისლანდიის წყლებში  თევზჭერის რაოდენობა 1,176,540 ტონა იყო 2017 წელს. თევზაობა დაშვებულია ქვეყნის 58 პორტში. (iceland, 2020) მნიშვნელოვანი ფაქტორია საკვები პროდუქტის უვნებლობა, შესაბამისად ისლანდიის მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიზანია თევზების სკრინინგის ჩატარება, რომ პროდუქტი მომხმარებლამდე მივიდეს ჯანსაღი და არ გამოიწვიოს რიგი დაავადებები . სკრინინგი ტარტება გარკვეული პათოგენების ვერტიკალური გადაცემის თავიდან ასაცილებლად. ისლანდიის წყლებში დაახლოებით 270 სახეობის თევზის სახეობაა აღმოჩენილი. საყურადღებოა წლის დაბინძურება, რომლის შედეგადაც უამრავი თევზი იღუპება ყოველწლიურად, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ეკონომიკას, ისე ადამიანის ჯანმრთელობას. ისლანდიის მთავრობა ცდილობს პრობლემის აღმოფხვრას სახელმწიფოში გატარებული რეგულააციებისა და შეზღუდვების მეშვეობით.

ნორვეგია:

          ნორვეგიისს ტერიტორიაზე არსებული სანაპირო ზოლი მდიდარია საკვებად ვარგისი პროდუქთებით. სიდიდით მეორე სანაირო ზოლის მეშვეობით ნორვეგია გახდა ევროპაში, ერთ-ერთი უმსხვილესი ქვეყანა მეთევზეობის დარგში.  90 000 კმ-ზე მეტი სანაპირო ხაზით, ნორვეგია ერთ – ერთი მოწინავე ქვეყანაა  თევზაობისა და აკვაკულტურის წარმოებისგან. (eurofish.dk.) მეთევზეობის სექტორი ყოველთვის თამაშობდა საკვანძო სოციალურ და ეკონომიკურ როლს, ეროვნულ და რეგიონულ რეგიონებში, და ეს იყო ნორვეგიის სანაპიროს გასწვრივ დასახლებისა და დასაქმების საფუძველი. ნორვეგიის იურისდიქციის ქვეშ მდებარე უზარმაზარი საზღვაო ტერიტორიები მსოფლიოში ყველაზე პროდუქტიულია და უზრუნველყოფს აკვაკულტურის წარმოებისთვის იდეალურ პირობებს. 2009 წელს ნორვეგიამ მე -11 ადგილი დაიკავა მეთევზეობის გლობალური წარმოების და მე -7 ადგილზე აკვაკულტურის წარმოებაში. მან წარმოადგინა 3.5 მილიონი ტონა ზღვის პროდუქტი, დაახლოებით 25 პროცენტი მოდის აკვაკულტურის ინდუსტრიიდან. ნორვეგია, ღირებულების თვალსაზრისით, მსოფლიოში თევზჭერის და თევზის პროდუქტების მეორე უდიდესი ექსპორტიორია. მისი მთავარი ბაზრები, საექსპორტო ღირებულების თვალსაზრისით, არის ევროკავშირი (ევროკავშირი), რუსეთის ფედერაცია, იაპონია, ჩინეთი, უკრაინა და  ამერიკის შეერთებული შტატები. მეთევზეობამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს არა მხოლოდ ნორვეგიის გრძელვადიან ეკონომიკის განვითარებაში, არამედ კაცობრიობის დასახმარებლად ცილის მზარდი მიწოდების საშალებდაც უნდა იქცეს. „ნორვეგიის თევზაობის ინდუსტრია ხშირად მოიხსენიება, როგორც კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეიქმნას სექტორი“ ამბობს ადამ ტატუმი.

             ნორვეგიის აკვაკულტურის მთლიანი წარმოება 2017 წელს 1 289 808 ტონა იყო. 2017 წელს ორაგულისა და კალმახის წარმოება თითქმის 1 284 682 ტონა იყო, აქედან 1 219 235 ტონა ორაგული და 65 447 ტონა კალმახი იყო. აკვაკულტურის სექტორში დასაქმებულთა საერთო რაოდენობაა 7 376, აქედან 6 124 (83%) მამაკაცი. (eurofish, 2019)ევროკავშირისთვის ნორვეგია თევზებისა და ზღვის პროდუქტების უმსხვილესი ბაზარია, რომელიც 2017 წელს მთლიანი ექსპორტის მოცულობის დაახლოებით 65% -ს იღებდა. ნორვეგიის ზღვის პროდუქტების მეორე უდიდესი ბაზარი არის აზია 1,9 მილიარდი ევროთი. ეს ორი ბაზარი ნორვეგიის ექსპორტის 78% -ს შეადგენს. ნორვეგიის ზღვის პროდუქტებისა და თევზის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი ზღვის პროდუქტები მოიცავს კოდს, ორაგულს, ქაშაყი, კაპელინს, სკუმბრია და მეფის კრაბს. 2016 წელს ნორვეგიამ გლობალურ ბაზარზე გაიტანა რეკორდული $ 10,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ზღვის პროდუქტები, რაც წარმოადგენს იმ წელს მსოფლიოში მთლიანი ზღვის პროდუქტების თითქმის 10% -ს. ნორვეგიის ზღვის პროდუქტებისა და თევზის პროდუქტების წამყვანი იმპორტიორთა შორისაა პოლონეთი, საფრანგეთი, დანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ და იაპონია.

          ნორვეგიაში, თევზის მეურნეობები  რეგულირდება მკაცრი გარემოსდაცვით, აგრეთვე ხარისხისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების საფუძველზე. ზღვის პირუტყვი, თევზი იზრდება მსხვილ წრიულ გალიებში, სადაც მარაგი სიმკვრივე ითვალისწინებს 2,5% თევზის შეფარდებას 97,5% წყალში. (Fisheries andAquaculture Department)  მეთევზეობის მნიშვნელობა ნორვეგიის ეკონომიკისთვის დასტურდება იმით, რომ 1946 წელს ნორვეგია იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც შექმნა ცალკეული თევზაობის სამინისტრო. ზღვის პროდუქტები ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანია ორი განზომილებით:პირველი, ეს მნიშვნელოვანია ექსპორტის შემოსავლის გამომუშავებისთვის და მეორე, მნიშვნელოვანია ღირებულების შესაქმნელად და დასაქმებისთვის სანაპირო რაიონებში, განსაკუთრებით ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებში. ნორვეგიის სურსათის უვნებლობის ორგანო (NFSA) ეს ოფიციალური ეროვნული ორგანო არსებობს საკვები პროდუქთის უვნებლობითვის. ის აკონტროლებს ზღვის პროდუქტების უსაფრთხოებას და ჩვენი თევზის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. NFSA ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეთევზეობისა და სანაპირო საქმეთა სამინისტროს მიზნების განხორციელებაში. ნორვეგიაში ასევე არსებობ კვების პროდუქტებისა და ზღვის პროდუქტების ეროვნული ინსტიტუტი (NIFES) ეს არის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული მოვალეობა და ის ასოცირდება თევზაობისა და სანაპირო საქმეთა სამინისტროში. ისინი ორიენტირებულნი არიან კვების ყველა ასპექტზე, როგორც იმ თვალსაზრისით, თუ რას ვიკვებებით ჩვენს თევზს და მის სარგებელს ადამიანის ორგანიზმისთვის. ინსტიტუტი სამთავრობო და ხელისუფლებას სთავაზობს სამეცნიერო რჩევებს, როგორც გარეული, ისე მეურნეობის თევზის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ.

         ასევე არსებობს ნორვეგიის ზღვის პროდუქტების საბჭო (NSC) NSC– ს როლი ნორვეგიის თევზაობის ინდუსტრიის ბაზარზე მაღალია. ის არსებობს იმისათვის,  რომ ხელი შევუწყოს ნორვეგიის ჯანსაღ ზღვის პროდუქტებს გავრცელებას იმ ქვეყნებში, სადაც  ექსპორტს ახორციელებენ. სათევზაო კატარღებზე დასაქმებული პერსონალის რაოდენობა და სათევზაო გემების რაოდენობაბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მცირდება.  სამუშაო ადგილის მიღება ადვილი არ არის, მით უმეტეს თუ დასაქმების მსურველი არ ლაპარაკობს ნორვეგიულად ან „სკანდინავიური“ ენით, არ გაქვთ ძველი გამოცდილება.სამუშაოები ძირითადად ივსება შიდა ქსელში.ბორტზე მყოფი ადამიანები მჭიდროდ ცხოვრობენ ერთად.სათევზაო გემებზე სამუშაოსთვის დაგჭირდებათ უსაფრთხოების სპეციალური სერტიფიკატი ზღვაზე სამუშაოდ.

ფინეთი:

        ფინეთს აქვს გრძელი სანაპირო ზღვის ზოლი, ასევე 200 000 ტბა და მდინარეების დიდი რაოდენობა. შესაბამისად თევზაობა მნიშვნელოვანი ჰობია ფინელებისთვის.ფინეთში, არისდაახლოებით 3 500 პროფესიონალი მეთევზე.  მეთევზეობის წილი ფინეთის მთლიან შიდა პროდუქტში არის დონე 0.2%. ფინეთში, ყველაზე მნიშვნელოვანი კომერციულად გამოყენებული თევზის მარაგი ცხოვრობს ბალტიის ზღვაში – ბალტიის ქაშაყი, ორაგული და თეთრი თევზი (Coregonus Lavaretus). მეთევზეობის ინდუსტრიის ღირებულებითი ჯაჭვი მოიცავს მეწარმეებს და ზოგადად,ბიზნესებს, რომლებიც მოღვაწეობენ კომერციული თევზაობის, აკვაკულტურის, თევზის გადამუშავების და თევზის ვაჭრობით. 2013 წელს ღირებულების ჯაჭვის წარმოებამ დაახლოებით 900 მილიონი ევრო შეადგინა. სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სამინისტროს, ევროპული საზღვაო და თევზაობის ფონდის ოპერატიული პროგრამის მიხედვით, ფინეთის 2014–2020 წლების მიზანია, რომ ღირებულების ჯაჭვის წლიური ბრუნვა აღემატებოდეს მილიარდ ევროს, 2020 წლისთვის.ფინეთს 50 საზღვაო ნავსადგური აქვს. (Maritime affairs, 2017) საშუალოდ ერთი ფინელი  წელიწადში მოიხმარს დაახლოებით 15 კილო თევზი და სხვა ზღვის პროდუქტებს, რაც იმპორტირებულ ზღვის პროდუქტების 70 პროცენტზე მეტს შეადგენს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფინელებისთვის თევზჭერას კოლოსალური ეკონომიკური სარგებელი მოქვს, მაგრამ თევზაობის შედეგად რამდენიმე ზღვის პროდუქტი, როგორიცაა: ბალტიის ქაშაყი. ფინეთში თევზის მარაგების შემცირების მთავარ მახასიათებლად, ჰიდროენერგეტიკას მიიჩნევენ, რომელებმაც მნიშვნელოვნად შეამცირეს თევზის მარაგი ფინეთის ტერიტორიაზე.

            თევზის მეურნეობა არის ლიცენზირებული, მკაცრად რეგულირებული და კონტროლირებადი საქმიანობა. მეურნეობის დაწესებულებები განლაგებულია როგორც ფინეთის საზღვაო ისე შიდა წყლებში. თევზის მეურნეობის უახლესი ფორმა, აქციურ აკვაკულტურაში, გამოყენებული წყლის გადამუშავებასა და გაწმენდას გულისხმობს. თევზის მეურნეობის სექტორი ახორციელებს თავის გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და სოციალურ პასუხისმგებლობებს როგორც ბიზნესში, ასევე თევზის წარმოების მეთოდებში. ფერმერები შეესაბამება მაღალი ეთიკური ფასეულობებს, მათ შორის ცხოველთა კეთილდღეობასა და გარემოს დაცვის წესებს, კულტივირებული თევზის დაცვის ხარისხს და პროფესიულ უსაფრთხოების წესებს. WWF ფინეთი თევზის კამპანია შეიქმნა 2012 წელს, რომლის მიზანია ზღვის პროდუქტების მდგრადობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება და  კამპანიამ წამოაყენა ეს საკითხები ფინეთის ეროვნულ პოლიტიკურ დონეზე. (Matti Ovaska, 2017)კამპანიის იდეას მხარი დაუჭირა ევროკავშირმა, მეთევზეობის საერთო პოლიტიკასა და ფინეთის თევზაობის აქტის ყოვლისმომცველი რეფორმის მიხედვით მიიჩნეოდა, WWF დაეხმარებოდა არამარტო ფინეთს,არამედ უფრო ფართო მასშტაბით ბალტიისპირეთისა და ევროპის წყლებშიც გადაჭრიდა რიგ პრობლემებს.   თევზაობის მდგრადობის მთავარი პრინციპია ის, რომ კომერციული თევზაობა შეესაბამება ხელისუფლების მიერ ეროვნულ და ევროკავშირის დონეზე დამტკიცებულ წესებს. ბალტიის ზღვის თევზჭერის კვოტები განისაზღვრება თევზის მარაგის სტატუსის საფუძველზე. 2017 წლის შემოდგომაზე  შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის და თევზაობის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემცირებულიყო  ბალტიის ყურეში თევზაობა 40% -ით (დაახლოებით 69 მილიონ კილოგრამამდე).

      უახლესი სტატისტიკები ფინეთის მეთევზეობის სფეროში შემდეგია:

წინასწარი შეფასებით, ფინეთში რეგისტრირებულმა სათევზაო გემებმა 2019 წელს სულ 136 მილიონი კილოგრამი თევზი დაიჭირა. სულ დაიჭირეს 113 მილიონი კილო ბალტიის ქაშაყი და 16 მილიონი კილოგრამი სპრატი. ქაშაყის დაჭერა წინა წელთან შედარებით 13 მილიონ კილომდე შემცირდა, ხოლო სპრატის და რაოდენობა დაახლოებით იგივე დარჩა. ბალტიის ქაშაყი და სპრატი ძირითადად დაიჭირეს ღია ზღვიდან ტრეილერის გემებით. ბალტიის ქაშაყის  ერთი მესამედი და სპრატის  ორი მესამედი ფინეთის გარეთ გაიტანეს.

აქტიური მეთევზეების რაოდენობა შემცირდა. (fishery, 2020)

დასკვნა

           თევზაობა სათვეს პრეისტორიული ხანიდან იღებს და დღემდე განვითარების სხვადასხვა ეტაპებს გადის. დროთა განმავლობაში იხვეწებოდა თევზჭერის ტექნოლოგია და პრაქტიკა. ამის კარგი მაგალითი ისლანდია იყო, რომელმაც მაქსიმალურად განავითარა თევზჭერის თექნოლოგიები (წყალსაცავებით, ტანკერებით და სხვ.) ასევე შექმნეს თევზსაჭერი მანქანები. (Robin Young, 2019) რაც შეეხება ეკონომიკურ სარგებელს, აღნიშნული ქვეყნების მაგალითზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანხები რაც თევზის ექსპორტის საფუძველზე შემოდის არის საკმაოდ კოლოსალური, მოთხოვნა დიდია მსოფლიო ბაზარზე და მიწოდებაც შესაბამისი. დღესდღეისობით თევზს არამარტო კვებითი, არამედ სამედიცინო დანიშნულებაც აქვს. თევზის ქონს იყენებენ მედიკამენტების დასამზადებლად. სოფლის მეურნეობის დარგებიდან მეთევზეობა ერთ-ერთი წამყვანი ქვედარგია, მაგრამ არსებობს რისკები რამაც შეიძლება ეს სექტორი მკვეთრად დააზიანოს, ამის უახლესი და თვალსაჩინო მაგალითია Kovid19-ის პანდემია, რომელმაც არამარტო მეთევზეობის სექტორი, არმედ მთელი მსოფლიოს მრეწველობა შეაჩერა. გლობალურ ბაზარზე არსებულმა შეზღუდვებმა, ასევე კვების ობიექტების სექტორების დახურვამ სერიოზული ზარალი მიაყენა მეთევზეობას. (FAO, 2020)

      FAO-ს ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს პანდემიისგან მიყენებული ზარალის ობიექტური შესწავლა. პანდემიამდე, თევზის პროდუქციის ექსპორტმა ძლიერი ზრდა დააფიქსირა, რაც 11% -ით გაიზარდა 2013 წელს 136 მილიარდი დოლარიდან 2017 წელს 152 მილიარდ აშშ დოლარამდე. სავარაუდოდ, 2020 წლისთვის ექსპორტი მინიმუმ ერთი მესამედით დაიკლებს, გლობალური მოთხოვნა შემცირდება იმ პანდემიის გამო, რამაც მრავალი რესტორანის და სასტუმროს დახურა გამოიწვია კვირეებისა და თვეეს განმავლობაში. ”2020 ნამდვილად იქნება რთული ეტაპი მეთევზეობის სექტორისთვის”, – თქვა დევიდ ვივასმა, UNCTAD– ის იურიდიულმა ოფიცერმა, რომელიც ვაჭრობისა და გარემოსდაცვითი საკითხებზე მუშაობს. ეს განსაკუთრებით ეხება მსოფლიოს 9,4 მილიონ მეთევზეს, რომელთა 90% განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს. (Essaouira, 2020) მხოლოდ ეს არ არის, გარემოს მკვეთრი დაბინძურება აისხება წყალქვეშა სამყაროზე. ბოლო დროს ქტიურად იმართება შეხვედრები და ანტი კამპანიები, რომელთა მთავარი მიზანი პლასტმასის და პოლიეთილენის პარკების მიერ გამოწვეული საფრთხეების სააშკარაოზე გამოტანაა. ასევე, სერიოზულ საფრთხეს უქმნის თევზს და წყლის პროდუქტს ფუკუშიმას კატასტროფის დროს აფეთქბული სადგურიდან წყალში გაჟონილი რადიაცია, რომელმაც უამრავითევზის სიცოცხე შეიწირა. ეკონომიკა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოებისთვის და ასევე მისი მოქალაქეების კეთილდღეობისთვისაც, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს გარემო სადაც გვიწევს ცხოვრება, უნდა ვეცადოთ, რომ ყველა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე გავხადოთ ეკოლოგიურად სუფთა, რომ სამომავლოდ სავალალო არ აღმოჩნდეს არამარტო ინდივიდისთვის არმედ მთელი მსოფლიოსთვის.

 

ავტორი: თათია შეწირული

 

ბიბლიოგრაფია

 

Borgartún. (2020). Получено из https://www.responsiblefisheries.is/seafood-industry/a-nation-with-fishing-in-its-genes

Essaouira, P. (07 05 2020 г.). Получено из https://unctad.org/en/pages/newsdetails.aspx?OriginalVersionID=2360

FAO. (2020). Получено из http://www.fao.org/2019-ncov/q-and-a/impact-on-fisheries-and-aquaculture/en/

fishery, C. m. (30 01 2020 г.). Получено из https://stat.luke.fi/en/commercial-marine-fishery

Robin Young, K. M.-M. (11 12 2019 г.). Получено из https://www.wbur.org/hereandnow/2019/12/11/iceland-fisheries-environment-sustainable

 

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *