კონსერვატიული პარტიის ლიდერები მარგარეტ ტეტჩერიდან თირიზა მეიმდე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრები
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრები

       თემის ძირითადი მიზანი და ამოცანა არის ის, რომ უკეთ გავიცნოთ კონსერვატიული პარტიის ლიდერები და მათ შესახებ გავიგოთ მეტად მნიშვნელოვანი, საინტერესო და უცნობი  ფაქტები. თემის მიმოხილვას პირველ რიგში დავიწყებ ინგლისური „პოლიტიკური პარტიებისა’’ და კონსერვატიული პარტიის ძირითადი იდეოლოგიების განხილვით და შემდეგ უშუალოდ ვისაუბრებ კონსერვატიული პარტიის ლიდერებზე. მეცხრამეტე საუკუნამდე ინგლისური პოლიტიკური პარტიები წარმოადგენდნენ  პარლამენტის წევრთა დროებით გაერთიანებას, რომლებიც ერთი რომელიმე ლიდერის ირგვლივ  ერთიანდებოდნენ. ბრიტანეთში უამრავი პოლიტიკური პარტიაა, თუმცა მათგან გამოირჩვევა კონსერვატიული პარტია. კონსერვატიული პარტია ოფიციალურად  გაფორმდა 1870წელს და მას დარჩა ტორიების მეტსახელი. კონსერვატიული პარტიის ოფიციალური სახელია „კონსერვატიული და იუნიონისტური პარტია“, რომელიც წარმოადგენს მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას. კონსერვატიული პარტიის ძირითადი იდეოლოგიის თანახმად: 1)უნდა შენარჩუნდეს მეფის ინსტიტუტი და ბრიტანეთის კონსტიტუცია; 2)უნდა წახალისდეს პირადი პასუხისმგებლობა და კერძო საკუთრება; 3)უზრუნველყოფილი უნდა იყოს წესრიგი და კანონის პატივისცემა; 4)უნდა გაიზარდოს განათლების დონე და ბრიტანეთის თავდაცვითუნარიანობა.

      ვთვლი, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერებმა, რომლებზეც ახლა ვისაუბრებ, მართლაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს თავიანთი მოღვაწერობით ბრიტანეთის ისტორიაში. ესენი არიან: მარგარეტ ტეტჩერი, ჯონ მეიჯორი, დევიდ კამერონი და თირიზა მეი. მიმაჩნია, რომ სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს ბრიტანეთის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანი, პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მიღწეული წარმატებისა და მარცხის მიუხედავად, წარმოადგენს ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელ  პოლიტიკურ ფიგურას. ჩემი აზრით, თითოეული ლიდერი გამოირჩეოდა თავისი  ფასეულობებისა და ღირებულებების ერთგულებით,რაც შემდგომ გახდა მათი წარმატების მიზეზი პოლიტიკაში.

მარგარეტ ტეტჩერი

           მარგარეტ ჰილდა რობერტსი დაიბადა 1925წლის 13 ოქტომბერს ჩრდილო აღმოსავლეთ ინგლისის პროვინციულ ქალაქ გრენთჰემში. ვფიქრობ, რომ მარგარეტ ტეტჩერის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ ფაქტმა, რომ იგი ღრმად მორწმუნე  ქრისტიან ოჯახში გაიზარდა. მან მამისგან პატარაობიდანვე ისწავლა შრომის ფასი და ის,რომ ადამიანი ყველაფერს მიაღწევს,თუ მოინდომებს. მარგარეტის მამა იყო ყოფილი დახლიდარი,ლინკონშირის მუნიციპალიტეტის საბჭოს წევრი და გრენტჰემის ყოფილი მერი.სწორედ მან ჩაუნერგა ქალიშვილს მიდრეკილება და სურვილი პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურობისკენ. მარგარეტ ტეტჩერი პირველად, სკოლის ექსკურსიის წყალობით, 12 წლის ასაკში მოხვდა ლონდონში და დედაქალაქის ნახვის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო პოლიტიკოსი. თუმცა მან სრულიად არაპოლიტიკური განათლება მიიღო, რადგან დაამთავრა ქიმიის ფაკულტეტი. ჩემი აზრით, მარგარეტ ტეტჩერს მართლაც განსაკუთრებული ხასიათი და ბუნება  ჰქონდა, იგი ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა მიზანსწრაფულობითა და საკუთარი ფასეულობების ერთგულებით, რაც კარგად გამოვლინდა მარგარეტის ცხოვრების ადრეულ წლებშიც, როდესაც მან ბეჯითი სწავლის შემდეგ ჯერ სკოლის სტიპენდია მოიპოვა და შემდგომ ოქსფორდის უნივერსიტეტის სტიპენდიანტი გახდა. 1947 წელს მარგარეტ ტეტჩერმა ქიმიაში წარჩინებით მოიპოვა სამედიცინო ხარისხი. მან პოლიტიკისადმი ინტერესი უნივერსიტეტში სწავლისას  გამოავლინა, როდესაც ოქსფორდის უნივერსიტეტის კონსერვატორთა ასოციაციის თავმჯდომარე გახდა. მარგარეტ ჰილდა რობერტსი 1951 წელს დაქორწინდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე,ცოლს გაშორებულ ბიზნესმენზე,დენი ტეტჩერზე. დენი ტეტჩერი 2003 წელს 88 წლის ასაკში ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა. 1953 წელს მარგარეტ ტეტჩერს შეეძინა ტყუპები-კეროლი და მარკი. კეროლ ტეტჩერი ცნობილია,როგორც ჟურნალისტი და მშობლების ცხოვრებისადმი მიძღვნილი წიგნების ავტორი. მარკ ტეტჩერი კი სკანდალური ცხოვრებით გამოირჩევა. მარკ ტეტჩერი 2004 წლს ეკვატორულ გვინეაში გადატრიალების მოწყობის გამო დააპატიმრეს. კეიპტაუნის სასამართლომ მარკ ტეტჩერს ნახევარმილიონიანი ჯარიმა დააკისრა და ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

             ნიჭისა და მიზანსწრაფულობის მიუხედავად ტეტჩერის პოლიტიკური კარიერა დიდი სირთულეებით დაიწყო. საზოგადოების უმეტესობა ახალგაზრდა ქალის პოლიტიკურ ამბიციებს წინააღმდეგობრივად შეხვდა. ვფიქრობ, რომ ხალხის ასეთი რეაქცია მოსალოდნელი იყო, რადგან საზოგადოება ზოგადად ძნელად ეგუება ქალ პოლიტიკურ ლიდერებს. თუმცა, წინააღმდეგობების გადალახმა ტეტჩერის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და ამაში მას საკუთარი ხასიათის გარდა,მეუღლეც ეხმარებოდა. მიმაჩნია, რომ მარგარეტ ტეტჩერმა შექმნა არამხლოდ ბრიტანეთის,არამედ მსოფლიო პოლიტიკის გარკვეული ეპოქა,რადგან მან შეიმუშავა ახალი პოლიტიკური მიდგომები, რაც „ტეტშერიზმის“ სახლით არის ცნობილი. 1975 წელს მარგარეტ ტეტჩერი კონსერვატიული პარტიის ლიდერი გახდა, ხოლო 1979 წელს,ბრიტანეთის ისტორიაში პირველად, მთავრობას სათავეში ჩაუდგა ქალი-მარგარეტ ტეტჩერი,რომელსაც „რკინის ლედის“ უწოდებნენ. პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებისთანავე მან რადიკალური და ხშირ შემთხვევაში არაპოპილარული რეფორმების გატარება დაიწყო. მან დაწყებით სკოლებში უფასო რძის გაცემა აკრძალა,რის გამოც მას „რძის ქურდსაც“ კი უწოდებდნენ. მას სწამდა რომ,საყოველთაო სოციალური დახმარებები არც სამართლიანი იყო და არც სასარგებლო. „უფასო რძე“, რომელსაც მოსწავლეებს ურიგებდნენ სინამდვილეში გადასახადის გადამხდელების ჯიბიდან ფინანსდებოდა და რძე, რომლის საფასურსაც ღარიბი ოჯახები გაიღებდნენ მდიდრებზეც ნაწილდებოდა. ჩემი აზრით, მარგარეტ ტეტჩერი სწორად მოიქცა,როდესაც „უფასო რძის“ გაცემა აკრძალა,რადგან საყოველთაო სოციალური დახმარებით ისევ ღარიბები ზარალდებოდნენ და მარგარეტს ეს ძალიან კარგად ესმოდა. ვფიქრობ,რომ ამ ისტორიამ ნათლად გამოვლინა მარგარეტის პრინციპული ბუნება,რომ იგი არ ერიდებოდა მტკივნეული და მძიმე გადაწყვეტილელების მიღებას,მიუხედავად იმისა რომ მის მიერ გატარებული პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში მის ავტორიტეტზე ცუდად მოქმედებდა. მარგარეტს, კრიტიკის მიუხედავად, ერთხელაც არ დაუხევია უკან და არ უღალატია  კონსერვატიული შეხედულებებისთვის. მან ასევე სრულიად გარდაქმნა ლიბერალების  მიერ შექმნილი სისტემა  და გარკვეული ცვლილებები გაატარა განათლებაში-შეამცირა განათლებაზე დაწესებულუ უზარმაზარი სუბსიდიები  და ამით სახელწიფოს დაახლოებით 8 მილიონი ფუნტი სტერლინგი დააზოგვინა. მარგარეტ ტეტჩერის შიდა პოლიტიკურ პრიორიტეტებს წარმოადგენდა-თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, სახელმწიფოს  საკუთრებაში მყოფი საკუთრებათა პრივატიზაცია, ნაციონალიზაცია და ინდივიდუალიზმი. ტეტჩერს სწამდა, რომ ბიზნესი და წარმოება მხოლოდ მაშინ იქნებოდა ეფექტური,თუ მისი წარმატება ან წარუმატებლობა პირდაპირ აისახებოდა მისი მმართველი ადამიანების შემოსავალზე.მართალია, პრივატიზაცია ერთ-ერთი გამოსავალია ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად, მაგრამ  პირველ ეტაპზე მას ყოველთვის უმუშევრობა მოსდევს. პრივატიზაციის შედეგადა უმუშევრად დარჩენილებმა საპროტესტო ტალღა ააგორეს. ჩემი აზრით, ძალიან დასაფასებელია მარგარეტ ტეტჩერის მიდგომა ამ  შემთხვევაშიც, როდესაც მან არ დათმო საკუთარი შეხედულებები, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ წავიდა კომპრომისზე და თამამად გააგრძელა რეფორმების გატარება. 1982 წელს მარგარეტ ტეტჩერი ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, როდესაც არგენტინის სამხედრო დიქტატორმა გენერალმა გალტიერიმ დაიპყრო ფოლკლენდისა და სამხრეთ ჯორჯიის კუნძულები. ამ კუნძულებზე ბრიტანული კონტროლი 1841 წლიდან დამყარდა. მარგარეტს კატეგორიული რეაქცია ჰქონდა,მან კუნძულებისკენ ბრიტანული ფლოტი გაგზავნა და იქიდან მტრის გაძევება ბრძანა. ამ ომმა გადაწყვიტა მარგარეტ ტეტჩერის მთელი შემდგომი კარიერა. ფოლკლენდის ომში გამარჯვებამ, მარგარეტ ტეტჩერის მომავალი გამარჯვებებიც განსაზღვრა. მან ადვიალდ მოიგო 1983 წლისა და 1987 წლის საპარლამენტო არჩვენები. ჩემი აზრით, მარგარეტ ტეტჩერი მტკიცე ნებისყოფის ქალი იყო,რომლიც არასდროს ერიდებოდა ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელთა მხილებას. ერთადერთი ადამიანი,რომლსაც ტეტჩერთან მეტ-ნაკლებად გამოსდიოდა თანამშრომლობა იყო დედოფალი ელიზაბედ მეორე.ტეტჩერის წარმატების საიდუმლო იყო არა პოლიტიკური ხელოვნების ცოდნა ან ნიჭი, არამედ ის, რომ იგი პოლიტიკაში ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, საკუთარი მრწამსისა და ფასეულობების გათვალისწინებით მოქმედებდა, რამაც შემდგომ განაპირობა, როგორც მისი წარმატება ბრიტანეთისა და მსოფლიო პოლიტიკაში, ასევე მისი ძალაუფლების დაკარგვაც როდესაც 1990 წელს საკუთარმა თანაგუნდელებმა გადადგომა აიძულეს.პოლიტიკოსთან გარკვეული ნაწილისთვის ტეტჩერი ნამდვილად საძულველი პოლიტიკური ფიგურაა,ხოლო ნაწილისთვის ის ნამდვილი გმირია.ვთვლი,რომ მარგარეტ  ტეტჩერმა ნამდვილად შეძლო ბრიტანეთის გამოყვანა პოლიტიკური და ეკონომიკური ქაოსიდან.1990 წელს ტეტჩერმა სულ სხვა ბრიტანეტი დატოვა-უფრო დარწმუნებული საკუთარ თავში და ეკონომიკურად ძლიერი და წარმატებული. ვთვლი,რომ მარგარეტ ტეტჩერმა თავისი პოლიტიკური მიღწევებით ყველას დაუმტკიცა,რომ ის ნამდვილად „რკინის ლედია“.

          მარგარეტ ტეტჩერი და რონალდ რეიგანი ერთად იბრძოდნენ გლობალური კომუნიზმის წინააღმდეგ,რის შედეგადაც ისინი უახლოესი თანამებრძოლები და მეგობრები გახდნენ. აშშ-ბრიტანეთის „განსაკუთრებული ურთიერთობა“ არასდროს ყოფილა  ისეთი მყარი,როგორც მარგარეტ ტეტჩერისა და რონალდ რეიგანის პარტნიორობის პერიოდში. მარგარეტ ტეტჩერს სძულდა კომუნიზმი,იგი ხშირად აღნიშნავდა რომ ბრიტანეთი და კომიუნიზმი ერთმანეთთან შეუთავსებელი იყო. მარგარეტ ტეტჩერმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რკინის ფარდის რღვევასი და კომუნიზმის,როგორც იდეოლოგიის განადგურებაში. იგი გახდა დასავლეთ სამყაროს სიძლიერისა და უკომპრომისობის სიმბოლო. მიმაჩნია,რომ მარგარეტ ტეტჩერი  გამოირჩეოდა თავისუფლების სიყვარულითა და მტკიცე პრონციპებით,რომლის მიზანიც არ ყოფილა მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება ან საკუთარი კეთილდღეობის გაზრდა. ჩემი აზრით,დღეს ძალიან ძნელია მარგარეტ ტეტჩერის მსგავსი სამართლიანი და პირდაპირი  ლიდერის  პოვნა,რომელიც მაშინაც კი არ ერიდება სიმართლის თქმას,როც არასასურველმა სიმართლემ  შეიძლება მისი ავტორიტეტი დააზარალოს.ვფიქრობ,რომ  მარგარეტისთვის ავტორიტეტი არასდროს ყოფილა პრიორიტეტი. მარგარეტ ტეტჩერს დღე-ღამეში მხოლოდ 5 საათი ეძინა,იგი „უძინარი პოლიტიკური ელიტის“ წევრი იყო. მარგარეტ ტეტჩერის ცნობილი ფრაზები: „ჩემი ცხოვრება ჩემი სამსახურია.ზოგი მუშაობს იმისთვის,რომ იცხოვროს,მე კი ვცხორვობ იმისთვის,რომ ვიმუშაო“, „პოლიტიკაში თუ გინდა რამე ითქვას სთხოვე კაცს და თუ გინდა რამე გაკეთდეს,სთხოვე ქალს“, „სიძნელეების გარეშე ვერასდროს ვერაფერს მიაღწევ“, „ბრბოს ნუ გაჰყვები,გაიყოლე“, „ბედნიერება არაა როცა არაფერს აკეთებ,არამედ როცა მთელი დღე შრომობ,არაქათი გამოგეცლება და მიხვდები,რომ რაღაც ძალიან კარგი გააკეთე“. 1990 წელს მარგარეტ ტეტჩერმა პრემიერ-მინისტრის პოსტი  დატოვა და თანამდებობა ჯონ მეიჯორს დაუთმო.მან განაცხადა,რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკის ინტერესებისთვის გადადგა. 1992წელს როდესაც მარგარეტ ტეტჩერი პოლიტიკიდან წავიდა,დედოფალმა ელიზაბედმა მას ბარონესას ტიტული მიანიჭა და ნება დართო სიკვდილამდე ლორთდა პალატის წევრი ყოფილიყო. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მან დაწერა წიგნი “სახელმწიფოს მართვის ხელოვნება“. ვთვლი,რომ „რკინის ლედის“ განსაკუთრებულობა სწორედ იმაში მდგომარეობს,რომ მან თავისი ცხოვრებითა და მმართველობით დაამტკიცა,რომ ამ ქვეყნად შეუძლებელი არაფერია. მან ბრიტანეთი ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერ სახელმწიფოდ აქცია და ამისთვის 11 წელი დასჭირდა. მეოცე საუკუნის არცერთ ლიდერს ამდენი ხანი არ ჰქონია ძალაუფლება.მარგარეტ ტეტჩერმა ნამდვილად შექმნა ბრიტანეთის ეპოქა.

           მარგარეტ ტეტჩერის ვიზიტი საქართველოში: მარგარეტ ტეტჩერი 1987 წელს მოსკოვში ჩაფრინდა,თუმცა მან  სხვა ადგილების მონახულებაც ისურვა,ამიტომ მას საქართველოში სტუმრობა ურჩიეს. საპატიო სტუმრებს აეროპორტში დახვდენენ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დავმჯდომარე ოთარ ჩერქეზია და მისი მოადგილე ზ.ჩხაიძე. მოტოციკლეტთა ესკორტის თანხლებით მარგარეტ ტეტჩერი რეზიდენციაში გაემგზავრა. მარგარეტ ტეტჩერმა მწუხარება გამოთქვა რესპუბლიკაში მომხადრი სტიქიური  უბედურების გამო,რადგან წინა დღეებში წყალდიდობის შედეგად უამრავი სახლი განადგურდა და უამრავი ადამიანი დაიღუპა. მარგარეტ ტეტჩერს თბილისში აჩუქეს ეროვნული კაბა და ვერცხლისფერი ფეხსაცმელი,რომელიც  თენგიზ ხუროშვილმა სპეციალურად მისთვის შეკერა. მარგარეტ ტეტჩერმა ასევე მოინახულა საქართველოს  ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი,ის ასევე იყო ქორწინების სასახლეშიც  და შემთხვევით აღმოჩნა მომღერალ თამარ გვერწითელის ქორწინების ცერემონიალზე. მარგარეტ ტეტჩერის საპატივსაცემოდ საქართველოს მთავრობამ რესტორან „თბილისში“ გამართა სადილი. მარგარეტ ტეტჩერის მარჯვნივ იჯდა ჯუმბერ პატიაშვილილი,ხოლო მარცხნივ-ოთარ ჩერქეზია. მარგარეტ ტეტჩერმა სადილზე გასინჯა თეთრი აკხური ღვინო „ტიბაანი“,რაც როგორც აღმოჩნდა მოეწონა.მარგარეტ ტეტჩერმა დააგემოვნა ყველა კერძი და ნუგბარი. მას ასევე ძალიან მოეწონა „ლაღიძის წყლები“. სტუმრის საპატივსაცემოდ ფოლკლორულმა ანსამბლმა „რუსთავმა“ იმღერა. მხატვარმა ზურაბ წერეთელმა  მარგარეტ ტეტჩერს აკვარელით შესრულებული მისი პორტრეტი გადასცა. მარგარეტი საჩუქრით აღფრთოვანებული დარჩა და მხატვარს მადლობა რამდენჯერმე გადაუხადა. მარგარეტ ტეტჩერმა გამომშვიდობებისას აღნიშნა,რომ  საქარღველო მისთვის ნამდვილი აღმოჩენაა და ბედნიერია რომ საქართველოს ეწვია. მარგარეტ ტეტჩერმა აღნიშნა,რომ საქართველო მის სახელს ამართლებს,რადგან მან უდაოდ დიდი სითბო და სტუმართმოყვარეობა გამოხატა საპატიო სტუმრის მიმართ. მარგარეტ ტეტჩერი ასევე აღფრთოვანებული იყო საქარტველოს ბუნების მშვენიერებით. მარგარეტ ტეტჩერმა დატოვა საქართველო მაგრამ მას გაჰყვა თბილი მოგონებებუ საქართველოზე. როდესაც მარგარეტი ლონდონში დაბრუნდა მას ჰკითხეს,თუ რატომ ჩავიდა საქართველოში,მან კი უპასუხა,რომ მას უნდოდა თვალებში ჩაეხედა იმ ადამიანებისთვის,რომლებიც სხვების მიმართ ზიზღს არ გრძნობე. ჩემი აზრით,საქართველოში ვიზიტიდანაც კარგად  ჩანს რომ მარგარეტ ტეტჩერი არის ძალიან უბრალო, უშუალო და სამართლიანი ადამიანი,რომელიც ყოველთვის ღიად გამოხატავს თავის აზრს ყოველგვარი შეფარვის გარეშე.

 ჯონ მეიჯორი:

       ჯონ მეიჯორი დაიბადა 1943 წლის 29 მარტს კარშალტონში. მამამისი ტომ მეიჯორი იყო მსახიობი,ხოლო დედამისი გვენ მეიჯორი იყო მოცეკვავე. ჯონ მეიჯორი 1970 წელს დაქორწინდა ნორმა მეიჯორზე.მას ჰყავს ორი შვილი ჯეიმსი და ელიზაბედი. ჯონ მეიჯორმა 16წლის ასაკში მიატოვა სკოლა. იგი პოლიტიკაში შესვლამდე ბანკში მუშაობდა. იგი იყო პრინც უილიამისა და პრინც ჰარის ფინანსური მეურვე პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ. 1979 წელს მან პარლამენტში მოიპოვა ადგილი,იგი წარმოადგენდა ჰანტინგდონშირს. 1983 წელს გახდა პარტიის საპარლამენტო ორგანიზატორის თანაშემწე. 1985 წელს სოციალური უსაფრთხოების მინისტრის მოადგილედ,ხოლო 1986 წელს გახდა სოციალური უსაფრთხოების მინისტრი. 1989 წელს დაინიშნა საგარეო მდივნად. 1990-1997 წლამდე იყო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინსისტრი. 1999 წელს გამოქვეყნდა „ჯონ მეიჯორი ავტობიოგრაფია“. 2001 წელს ჯონ მეიჯორი წავიდა პარლამენტიდადნ,ხოლო 2005 წელს იგი დედოფალ ელიზაბედ მეორის ორდენის რაინდად იწოდა. 2007 წელს გამოქვეყნდა ჯონ მეიჯორის წიგნი „მეტი ვიდრე თამაში:ისტორია კრიკეტის ადრეული წლების შესახებ“  ხოლო 2012 წელს ასევე გამოქვეყნდა მისი მეორე წიგნი „ჩემი მოხუცი კაცი:საკონცერტო დარბაზის პირადი ისტორია“. 2019 წლეს  მან განაცხადა,რომ უერთდებოდა ბრექსიტის საწინააღმდეგო კამპანიას,ჯინა მილერის მიერ წარმოებულ იურიდიულ ქმედებას,რომლის მიზანიც იყო რომ მის მემკვუდრეს,  ბორის ჯონსონს  შეეჩერებინა პარლამენტი  5 კვირის განმავლობაში. ოქტომბერში უზენაისმა სასამართლომ ერთხმად განსაზღვრა,რომ  ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება პარლამენტის 5 კვირით შეჩერებასთან დაკავშირებით უკანონო იყო. ვთვლი,რომ ჯონ მეიჯორის პოლიტიკა არ აღმოჩნდა ისეთივე წაარმატებული,როგორიც მისი წინამორბედის, მარგარეტ ტეტჩერის პოლიტიკა იყო.

 

დევიდ კამერონი:

           დევიდ კამერონი დაიბადა 1966წლის 9 ოქტომბერს ლონდონში.მისი სრული სახელი და გვარია დევიდ ვილიამ დონალდ კამერონი. მისი მშობლები არიან  იან კამერონი და მერი კამერონი. იგი 1996 წელს დაქორწინდა სამანტა შეფილდ კემრონზე. დევიდ კამერონი 2001 წლიდან პარლამენტის წევრი,ხოლო 2010 წლიდან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იყო. მიუხედავად იმ წარმატებებისა,რასაც მან მიაღწია მმართველობის 6 წლის განმავლობაში,იგი მაინც დარჩება ბრიტანეთის ისტორიაში პრემიერ-მინისტრად,რომლის დროსაც ბრიტანეთმა დატოვა ევროკაშვირი. ჩემი აზრით,ევროკავშირის დატოვება, მართლაც არასწორი ნაბიჯი იყო,მაგრამ დევიდ კამერონმა ასევე  უამრავი სიკეთე გაუკეთა ბრიტანეთს,რაც ვთვლი,რომ არ უნდა დარჩეს  უყურადღებოდ. დევიდ კამერონი კონსერვატიულ პარტიას  თითქმის 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. კამერონის მმართველობის დროს პარტიაში ბრიტანეთზე ამყარებდნენ პოზიტიურ  იმედებს. კამერონს სურდა, კონსერვატორები ეკონომიკურ წინსვლაზე ორიენტირებულ პოლიტიკოსებად ექცია. 2008 წელს „ბანკების კრიზისის“ დროს კამერონმა სოციალურ სფეროში ხარჯების შემცირება დაიწყო. კამერონი მუდამ მზად იყო თავისი პოზიცია დროის ცვალებადობისთვის მოერგო.ვთვლი,რომ იგი იყო პრაქტიკული და პრაგმატული ადამიანი,თუმცა არ იყო რომელიმე ერთი იდეოლოგიური მოთოდის მიმდევარი. კამერონის  წარმომავლობა მის კოლეგებში უნდობლობას იწვევდა,რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა მაშინ,როცა კამერონის მამა სკანდალში გაეხვა. კამერონი ბრიტანეთი ისტორიაში არის პირველი პრემიერ-მინისტრი,რომელმაც  საკუთარი ინდულგენციები გამოაქვეყნა. კამერონმა პირობა დადო,რომ გაემართა რეფერენდუმი ევროკავშირის წევრობაზე, თუმცა მისი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები იყვნენ მისივე პარტიის წარმომადგენლები. ბრიტანეთში ევროსკეპტიციზმმა იმატა,ამიტომ კამერონი იძულებული გახდა რეფერენდუმი ზაფხულში გაემართა. რეფერენდუმის გამართვამდე კამერონმა მიმართა დიპლომატიას,რათა ბრიტანეთი დარჩენილიყო ევროკავშირსი, თუმცა კრიტიკოსებმა მისი წინადადება უარყვეს, რადგან არ პასუხობდა ბრიტანეთის მიერ დადებულ პორობებს, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილებას. ამიტომ ბრიტანეთის მოსახლეობის  ნახევარმა ხმა მისცა ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან. ეს რეფერენდუმი აღმოჩნდა კამერონის 6 წლიანი პრემიერობის დასასრული. ვერ ვიტყვი,რომ ევროკავშირიდან გასვლა კამერონის ბრალა,მან თითქმის ყველაფერი გააკეთა,რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან არ გამოსულიყო,მაგრამ სამწუხაროდ კრიტიკოსთა ნებას წინ ვერ აღუდგა. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, კამერონის მმართველობა წარმატებული აღმჩნდა, თუ არ ჩავთვლით ბრიტანეთის გამოსვლას ევროკავშირიდან.

თირიზა მეი:

      თირიზა მეი დაიბადა  1956 წლის  პირველ ოქტომბერს ისტ-ბორნში, დიდ ბრიტანეთში. თირიზა მეის მამა, ჰუნერტ ბრაზიერი იყო ინგლისის ეკლესიის ქორეპისკოპოსი,ხოლო დედა ზაიდი ბრაზიერი იყო დიასახლისი. თირიზა მეი სწავლობდა კათოლიკურ სკოლაში. მან დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი გეოგრაფიის ბაკალავრის ხარისხით. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი 1977-1983 წლამდე მუშაობდა ინგლისის ბანკში. თირიზა მეი 1980 წელს დაქორწინდა ფილიპ მეიზე. თირიზა მეის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობდა ეკავა 2016 წლიდან 2019 წლამდე. გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში იგი მეორე პრემიერ-მინისტრია მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ. 1997-2002 წლებში ეკავა სხვადასხვა მეორეხარისხოვანი თანამდებობა კონსერვატორების ჩრდილოვან პარტიაში,ხოლო 2002 წელს გახდა კონსერვატიული პარტიის პირველი ქალი დავმჯდომარე. 2009-2010 წლებში დაინიშნა ჩრდილოვანი მთარობის შრომისა და პენსიის მინისტრად და ასევე შინაგან საქმეთა მინისტრად. 2016 წელს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის რეფერენდუმის წინ მან მხარი დაუჭირა დევიდ კამერონს და გამოვიდა ბრექსიტის წინააღმდეგ. რეფერენდუმის შემდეგ,როდესაც გაიმარჯვეს ევროსკეპტიკოსებმა, დევიდ კამერონმა გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება და თირიზა მეიმ საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა კონსერვატიული პარტიის მეთაურისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. იგი გახდა ბრიტანეთის მეორე ქალი პრემიერ-მინისტრი. 2017 წელს საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორებმა თირიზა მეის მეთაურობით დაკარგეს უმრავლესობა და გაიმარჯვეს მცირე უპირატესობით.ლეიბორისტებმა მოითხოვეს თირიზა მეის გადადგომა. 2019 წელს თირიზა მეიმ კვლავ მარცხი განიცადა,რის შედეგადაც დეპუტატებმა უარი თქვეს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებაზე. 2019 წლის 11 აპრილს ევროკავშირიდან გასვლის თარიღი გადაიწია 2019 წლის ბოლომდე. 2019 წლის 7 ივნისს, თირიზა მეიმ განაცხადა,რომ დატოვებდა  კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელისა და პრემიერ მინისტრის თანამდებობას.

10 მნიშვნელოვანი ფაქტი თირიზა მეის შესახებ:

1). პოლიტიკოსების მსგავსად იგი არ სწავლობდა არც სამართლის და არც პოლიტიკის განხრით,არამედ მან  დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტის გეოგრაფიის  ბაკალავრის ხარისხით; 2).თირიზა მეის მშობლები ერთსადაიმავე თვეს გარდაიცვალნენ.მამამისი ავტოკატასტროფაში,ხოლო დედამისი გაფანტული სკლეროზის შედეგად; 3). თირიზა მეი არის კარგი მზარეული. მას ძალიან მოსწონს საშინაო საქმეები და ექსპერიმენტების ჩატარება კულინარიაში. მას 100ზე მეტი კულინარიული წიგნი აქვს დაუნინგ სტრიტის სახლში; 4). თირიზა მეი გატაცებულია ლაშქრობით.თირიზა მეი და მისი მეუღლე თავისუფალ დროს ხშირად დადიან ლაშქრობებზე, უმეტესად შვეიცარიის ალპებში; 5). თირიზა მეიმ მხარი დაუჭირა ერთსქესიანთა ქორწნინებას. 2012 წელს მან ვოდეო მიმართვაც კი ჩაწერა „შერეული ქორწინების“ კამპანიისთვის. მან მხარი დაუჭირა 2013 წელს ინგლისსა და უელსში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას; 6). იგი იყო პირველი უცხოელი ლიდერი,რომელიც შეხვდა დონალდ 2017 წლის 27 იანვარს,სადაც თირიზა მეიმ აღნიშნა,რომ დაინტერესებულია საერთო ვაჭრობით; 7).თირიზა მეის დიაბეტი 2012 წლს დაუდგინდა; 8). თირიზა მეი ცნობილია მოდისადმი სიყვარულით,რის გამოც მას ხშირად აკრიტიკებენ. მედია მეტად აკრიტიკებს მის ჩაცმულობას,ვიდრე მის პოლიტიკურ შესაძლებლობებს; 9). თირიზა მეის აქვს 3 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალი; 10). რამდენიმე კონფერენციისა და ინტერვიუს დროს თირიზა მეი ასრულებდა უცნაუ ცეკვის მოძრაობებს,რაც მალე გავრცელდა სოციალურ ქსელში. საზოგადოების ნაწილმა ეს სერიოზულად მიიღო და დაიწყეს მისი გაკრიტიკება, ხოლო ნაწილმა ეს ჩვეულებრივად მიიღო,რადგან ეს  ფაქტი კარგად წამოაჩენს იმას,რომ თირიზა მეი არის უბრალო და მხიარული ადამიანი.

დასკვნა:

          საბოლოოდ,მინდა ავღნიშნო,რომ თითოეულმა ლიდერმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, როგორც ბრიტანეთის, ასევე მთელი მსოფლიოს ეპოქის შექმნაში. მათ მეტ-ნაკლები წარმატებით განვლეს თავიანთი მმართველობის პერიოდები და ბრიტანეთის ისტორიაში დაიმკვიდრეს სათანადო სახელები. მაგალითად მარგარეტ ტეტჩერი ბრიტანეთის ისტორიაში ყოვველთვის ცნობილი იქნება „რკინის ლედის“ სახელით,რომელმაც თავისი პოლიტიკური მიდგომებითა  და შეხედულებებით დაამტკიცა,რომ ის ნამდვილად „რკინის ლედია“. მისი დამსახურებით ბრიტანეთი  ეკონომიკური და პოლიტიკური ქაოსიდან გამოვიდა და მან შეძლო როგორც  რკინის ფარდის რღვევა,ასევე კომუნიზმის,როგორც იდეოლოგიის დამარცხება. რაც შეეხება ჯონ მეიჯორის მმართველობას,ვთვლი რომ ის ისეთივე წარმატებული არ აღმოჩნდა როგორც როგორც მისი წინამორბედის,მარგარეტ ტეტჩერის მართველობა. დევიდ კამერონმა ბევრი სიკეთე მოუტანა ბრიტანეთს ,თუმცა, ვფიქრობ,რომ  მას შემდეგ რაც ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა,მისმა მიღწევებმა უკანა პლანზე გადაინაცვლეს.ხოლო რაც შეეხება თირიზა მეის მმართველობას, იმ სამი წლის განმავლობაში როდესაც მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა განახორციელა მრავალი ცვლილება,თუმცა არერთი მარცხიც განიცადა,რაც საბოლოოდ მისი გადადგომით დასრულდა.

          კონსერვატიული პარტიის ამ ოთხი ლიდერიდან, ვთვლი რომ თავისი მმართველობითა  და პოლიტიკური წარმატებებით თავი ნამდვილად გამოიჩინა მარგარეტ ტეტჩერმა და მიმაჩნია,რომ ქვეყანა მარგარეტ ტეტჩერის მართველობის დროს ბევრად უფრო წარმატებული იყო, ვიდრე  მომდევნო სამი ლიდერის მმართველობის დროს. ვთვლი,რო მარგარეტ ტეტჩერმა გაცილებით ბევრი გააკეთა ბრიტანეთისთვის ვიდრე სხვა ლიდერებმა. მარგარეტ ტეტჩერმა ყოველივე ეს შეძლო საკუთარი ფასეულობების ერთგულებით,იგი არასდროს იხევდა უკან და არ მიდიოდა კომპრომისზე,სწორედ ამიტომ მან შეძლო კომუნიზმის დამარცხება და ბრიტანეთის ეკონომიკური წინსვლა.

დიდი ბრიტანეთის პერემიერ მინისტრები

დიდი ბრიტანეთის პერემიერ მინისტრები

ავტორი:მარიამ ლავრელაშვილი

 

ბიბლიოგრაფია:

 

1)https://sputnik-georgia.com/actual/20151014/228849595.html?fbclid=IwAR3JDqrV_qAoaHyG0oHc207rLco_xLJ2zYCVo8U-aXyPpi_7kx8iAFLVb7E

2) https://ghn.ge/biography/5?fbclid=IwAR0eIkTRSUWdTwTFonAIBKsmWGRJIDb2ZAJrnuTfMe8fzrDMn9z8zVS1DwA

3) https://edition.cnn.com/2016/08/02/europe/theresa-may-fast-facts/index.html?fbclid=IwAR3-aOgN6DWchKSYBaNV2dUo_ro66zfIXgmi-gqS2Th2M-kVlt8D75zPE04

4) https://moneyinc.com/theresa-may/?fbclid=IwAR0DJM_yeicbD3znVlp1qAFfB9kQPE3iA3OJ75b1jYWwGKzaVvPDSJfVkPU

5) http://liberali.ge/news/view/23434/devid-kameroni–premierministri-romelmats-britaneti-evrokavshiridan-gamoiyvana?fbclid=IwAR3-aOgN6DWchKSYBaNV2dUo_ro66zfIXgmi-gqS2Th2M-kVlt8D75zPE04

6) https://edition.cnn.com/2012/12/13/world/europe/david-cameron—fast-facts/index.html?fbclid=IwAR2hxOPb0kBY36a-9WrmMNOT8WvsgZZE8k0RMZZIxmeOKw5OTVDtqszkncI

7) https://edition.cnn.com/2013/08/05/world/europe/john-major-fast-facts/index.html

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *