იტალიის საზოგადოებრივ გეოგრაფიული ასპექტები სოფლის მეურნეობისა და კულტურის მაგალითზე

იტალიის სოფლის მეურნეობა
იტალიის სოფლის მეურნეობა

     ავტორი: ანუი გეჯაძე

 

   მოგვეხსენება, რომ ინდუსტრიული და აგრალური კუთხით იტალია საკმაოდ მაღალგანვითარებული ქვეყანაა, რომელიც მშპ-ს საერთო მოცულობით ევროპის რეგიონში მეოთხე ადგილს იკავებს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით პირველ ათეულშია შესული. გასული საუკუნის პერიოდში ქვეყანაში დაიწყო ძირეული ცვლილებები, რომელიც მიზანმიმართული იყო კერძო სექტორის გაძლიერებისკენ. სოფლის მეურნეობის მხრივ 1950-იანი წლები საკმაოდ რთული აღმოჩნდა იტალიისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ შეინიშნებოდა მთელი რიგი უთანასწორობა, როგორც რეგიონალურ ისე სოციალურ ურთიერთობებში. იმ პერიოდში იტალიის სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდ ნაწილს უმოწყალოდ მართავდა რამდენიმე დიდგვაროვანი, ხოლო სოფლის მეურნეობის მუშაკთა უდიდესი ნაწილი მძიმე პირობებში იმყოფებოდა. დროთა განმავლობაში გატარდა რეფორმა, რომელიც გულისხმობდა მიწის გარკვეული ნაკვეთების უსახლკარო გლეხებზე გადანაწილებას, აღნიშნულმა რეფორმამ ხელი შეუწყო მიწის პროდოქტიულად გამოყენებას.

          იტალიაში წამყვან როლს ასრულებს მრეწველობა და მომსახურების სფერო, გარდა ამისა მნიშვნელოვანია აგრობიზნესის როლი და ასევე აღნიშნულისა ქვეყნის განვითარებაში უმთავრეს როლს ასრულებს ტურიზმი და სოფლის მეურნეობის ის ცალკეული დარგები, რომლებზეც მოცემულ ნაშრომში ვისაუბრებთ. ჩვენს მიერ წარმოდგენილი რეფერატის მიზანია მივიღოთ მყარი ინფორმაცია იტალიის საზოგადოებრივ გეოგრაფიულ ასფექტებზე, რომელშიც იგულისხმება სოფლის მეურნეობისა და კულტურის როლი. გარდა ზემოთ თქმულისა, აღნიშნულ ნაშრომში საუბარი იქნება იტალიის ტრადიციულ მხარეებსა და საინტერესო ჩვეულებებზე და ამავდროულად ყურადღება იქნება გამახვილებული ღვინის ფაქტორზე.

ძირითადი ტექსტი

     მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკის განვითარება იტალიის ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი იყო. ეკონომიკურ რეკონსტრუქციას 1950-1963 წლებში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა მოყვა და ამ პერიოდის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) გაიზარდა 5.9 პროცენტით. წარმატება ნაწილობრივ განპირობებული იყო თავისუფალი ბაზრის პოლიტიკის შემუშავებისა და საერთაშორისო ვაჭრობის გახსნის გადაწყვეტილებით. იტალიის დაბლობები მიწის დამუშავების მხოლოდ ერთ მეოთხედს წარმოადგენს, რაც მთიანი გარემოს ფართოდ გაშენებაზე მიუთითებს. ყველაზე ნაყოფიერი მხარე პონის ხეობაა, სადაც ნალექების რაოდენობა მთელი წლის განმავლობაში თანაბრადაა განაწილებული. აღნიშნულ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მხრივ მიწა გამოიყენება ოთხი მიმართულებით: მინდვრის მოსავალი, ხის მოსავალი, საძოვრები და სატყეო მეურნეობა.

მინდვრის მოსავალი

         პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, 1922-43 წლებში ბენიტო მუსოლინი ცდილობდა, რომ იტალია თვითკმარი ყოფილიყო ხორბლის წარმოებაში, თუმცა ამ დროიდან მისი გაშენებისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთები შემცირდა 12 მილიონი ჰექტრიდან 5 მილიონ ჰექტრამდე. მაგარი ხორბალი გამოიყენება სამხრეთით, ხოლო პურის, ნამცხვრისა და პიცის ქერქის დასამზადებლად რბილი ხორბალი ჭარბობს ჩრდილოეთ დაბლობებზე. ჩრდილოეთით მოსავალი შეიძლება სამჯერ აღემატებოდეს სამხრეთ ნაწილს მექანიზაციის გაუმჯობესებული ტექნიკის და უფრო შესაფერისი რელიეფის გამო. იტალია ბრინჯის მთავარი ექსპორტიორია, რომელიც ძირითადად პუის დაბლობზე იზრდება, ისევე როგორც სიმინდი. სხვა საველე კულტურებიდან პომიდორი ყველაზე მნიშვნელოვანია შიდა და საექსპორტო ბაზრებისთვის. ნეაპოლი და ემილია-რომაგენა კი სპეციალიზირებულნი არიან ამ მოსავალში. 21-ე საუკუნის დასაწყისში პომიდვრებისთვის განკუთვნილი ფართობი ორჯერ გაიზარდა.

ხის მოსავალი

        ზეთისხილი და ყურძენი იტალიაში ორი ყველაზე მომგებიანი სოფლის მეურნეობის ექსპორტია. ზეთისხილის წარმოება შეეფერება პუგლიას, სიცილიასა და კალაბრიას მშრალ პირობებს. ზეთის ხილის ზრდა გრძელ და მშრალ ზაფხულზეა დამოკიდებული, გარდა ამისა ზეთის ხილი საკმაოდ მგრძნობიარეა გვიანი ყინვების მიმართ. იტალია ზეითუნის ზეთის მსოფლიოში ყველაზე დიდი ექსპორტიორია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ესპანეთში დომინირებს სუფრის ზეთისხილის უფრო მომგებიანი სექტორი. მიუხედავად იმისა, რომ ზეთისხილი ტრადიციულად სხვა კულტურების და მეცხოველეობის თანხლებით იზრდება, ზეთისხილის მწარმოებელი ადამიანების თითქმის ნახევარი გამორიცხავს სხვა ტიპის გაშენებას, რაც ასახავს გლეხური მეურნეობის ტრადიციული მეთოდების დაცემას. ღვინო იწარმოება იტალიის ყველა რეგიონში და ზეითუნის ზეთთან ერთად დადებით სავაჭრო ბალანსს ინარჩუნებს. ამასთან, კონკურენცია კიდევ უფრო მატულობს, რადგან აღმოსავლეთ ევროპის მზარდი ბაზარზე ფასები არ ეცემა. სამხრეთიდან კი უდიდესი ღვინის  ნაწილი გამოიყენება ვერმუთის ან მარსალას წარმოებისთვის, ხოლო ყველაზე ცნობილი ღვინოები – Soave, Valpolicella, Barolo და Asti – წარმოებულია ჩრდილოეთში. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო იმას, რომ ღვინის საკითხს მოგვიანებითაც დავუბრუნდებით. იტალიის ციტრუსების წარმოების დაახლოებით მეხუთედი სიცილიურია, დანარჩენი უმეტესობა კალაბრიასა და კამპანიაში დაბინავებულ და მორწყულ დაბლობებში იზრდება. ამასთანავე გავრცელებულია ასევე ფოთლოვანი ხილიც. კამპანია საუკეთესოდ არის ცნობილი ალუბლის, გარგარის, ნექტარინებისა და თხილისგან, ხოლო ემილია-რომაგანა ძირითადად ატმის, ქლიავისა და მსხლის მწარმოებელია. ნუშის წარმოებისთვის ძირითადი ტერიტორია სიცილია და პუგლიაა.

საძოვრები

         საძოვრები მოიცავს მიწის სარგებლობის დაახლოებით ერთ მეექვსედს. იტალიაში ხორცის წარმოება ტრადიციულად სუსტია. პირუტყვის წარმოება შედარებით უძრავი იყო 21-ე საუკუნის დასაწყისში, ამ ინდუსტრიის დიდი ნაწილი ეძღვნებოდა იმ ხბოების დასალავად მოვლას, რომლებიც საფრანგეთიდან იყო შემოტანილი. ფერმერების განაწილებაში აღინიშნება გეოგრაფიული განსხვავება; მიუხედავად იმისა, რომ მსხვილფეხა რქოსანი საქონლის, ღორისა და მევენახეობის მეურნეობები ძირითადად ჩრდილოეთით გვხვდება, სამხრეთში მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ფერმებია გავრცელებული. კარაქის წარმოება აკმაყოფილებს შიდა მოხმარებას, ხოლო ზოგიერთი პროდუქტი მათ შორის ყველი, გორგონზოლა და პარმეზანი, მზადდება ექსპორტისთვის. კამეჩის მოშენება პოპულარული საქმიანობაა ტოსკანასა და კამპანიაში, სადაც მათ რძეს იყენებენ მოცარელას ყველის დასამზადებლად. თხის რძის წარმოება ჯერ კიდევ მოკრძალებულია, თუმცა ის უფრო მომგებიანი გახდა, რადგან გლეხური ტვირთის ნაცვლად ურბანული ბაზრის ფუფუნებად ითვლება. ღორის მოშენება ზრდა დრამატულად მიმდინარეობს, ძირითადად ჩრდილოეთით მდებარე ლომბარდიაში და ემილია-რომაგანაშია გავრცელებული. გლეხის ოჯახები ტრადიციულად ღორებს ინახავებენ საკუთარი მოხმარებისთვის. ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან კონკურენციამ საფრთხე შეუქმნა იტალიის ხორცის ბაზარს.

სატყეო მეურნეობა

      წარსულში იტალიის სატყეო მეურნეობამ გადაჭარბებული ექსპლუატაცია განიცადა, ჯერ რომაელთა მიერ ანტიკურ პერიოდში და შემდეგ მე -19 საუკუნეში, როდესაც სარკინიგზო რელსების შესაქმნელად ბევრი ხე იყო საჭირო. მიწის ერთ მესამედზე ნაკლები კლასიფიცირებულია როგორც ტყე. იტალიის ტყის ფართობის უმეტესი ნაწილი ფოთლოვანი ხეებით არის დაფარული, სადაც წიწვოვან ხეებს დაახლოებით მთლიანი მთის მეხუთედი აქვს დაკავებული. ფართო ფოთლოვანი ტყეები საკმაოდ გავრცელებულია მთელ ქვეყანაში, მხოლოდ პუგლიის, სიცილიისა და სარდინიის გამოკლებით. წიწვოვანი ხეები უმეტესად განლაგებულია ალპურ მთისწინეთში, განსაკუთრებით ავსტრალიის საზღვრის მიმდებარე ტრენტინო-ალტო ადიჯესთან. წაბლის ტყეები გავრცელებულია ჩრდილოეთ ფენებსა და კალაბრიულ სილაში. ჩრდილოეთ იტალიის დაბლობს, პუგლიასა და სამხრეთ სიცილიას პრაქტიკულად არ აქვს ტყე.

თევზის წარმოება

           იტალიის თევზის წარმოება გაორმაგდა XX-ე საუკუნის ბოლო ოთხ ათწლეულში, მაგრამ მკვეთრი ვარდნა განიცადა XXI-ე საუკუნის დასაწყისში. დატყვევებული ველური თევზების რაოდენობა, რომლებიც პირველ რიგში ხმელთაშუა ზღვიდან და შავი ზღვიდან გამოიყვანეს, თითქმის ნახევრით შემცირდა 1980 – დან 2010 წლამდე. აკვაკულტურა, რომელიც შეადგენდა როგორც საზღვაო, ასევე მტკნარი წყლის თევზის მეურნეობებს, თევზაობის სექტორში სულ უფრო თვალსაჩინო როლს თამაშობდა.

ღვინის წარმოება

          დავუბრუნდეთ ღვინოს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო იტალიის კულტურის განუყოფელი ნაწილი. ოჯახების ისტორიული ფესვები, რომლებმაც გამოიგონეს შესანიშნავი იტალიური ღვინო, უზრუნველყოფენ, რომ ამავე ოჯახების წევრებმა შეინარჩუნონ ტრადიცია ცოცხლად და გააგრძელონ შესანიშნავი ღვინის შექმნა. თითოეულ იტალიურ რეგიონს აქვს საკუთარი ტიპიური ღვინო და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ვიმყოფებით, ადგილი სადაც შეგვიძლია დავაგემოვნოთ წითელი ან თეთრი ღვინო, რომელიც დამზადებულია სხვადასხვა მეთოდის მიხედვით.

საინტერესო ფაქტები იტალიური ღვინის შესახებ:

  • იტალია იმაზე მეტ ღვინოს აწარმოებს, ვიდრე რომელიმე ქვეყანა;
  • იტალია ყურძნის 400 ჯიშს ფლობს, რომელსაც პროდუქტიულად იყენებს საუკეთესო არომატების შესაქმნელად;
  • იტალიური ღვინო და „პასტა“ საუკეთესო კომბინაციაა;
  • იტალიური ღვინო გლობალური ფენომენია, 2016 წელს 225 მილიონზე მეტი ღვინო გაიყიდა და დასახელდა სამი ქვეყანა, რომელმაც დიდი რაოდენობით შეიძინა: ამერიკა, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.

იტალიური კულტურა და ტრადიციები

       იტალიური კულტურა მდიდარია ხელოვნებაში, ოჯახში, არქიტექტურაში, მუსიკასა და საკვებში. იტალიამ მრავალი არქიტექტურული სტილი შესძინა მსოფლიოს, მათ შორის კლასიკურ-რომაული, რენესანსი, ბაროკო და ნეოკლასიკური. ფლორენცია, ვენეცია ​​და რომი მრავალ დიდებულ მუზეუმს მოიცავს, მაგრამ ხელოვნების ნახვა შეგიძლიათ ეკლესიებსა და საზოგადოებრივ შენობებში. იტალიურმა სამზარეულომ გავლენა მოახდინა კვების კულტურაზე მთელს მსოფლიოში და ბევრის მიერ განიხილება, როგორც ხელოვნების ფორმა. ღვინო, ყველი და მაკარონი იტალიური კერძების მნიშვნელოვანი ნაწილია. იტალიელებისთვის საკვები მხოლოდ საკვები არ არის, ეს არის ცხოვრება. მრავალი ქვეყნის მსგავსად, იტალიას აქვს თავისი წილი უიღბლო ტრადიციები და ცრურწმენები. სინამდვილეში, ამბობენ, რომ იტალია ერთ-ერთი ყველაზე ცრუმორწმუნე ქვეყანაა მსოფლიოში.

რამდენიმე საინტერესო ტრადიცია იტალიაში:

  • იტალიური ტრადიციის თანახმად აბაზანის მიღება დაუშებელია, თუ თავს ავად გრძნობთ;
  • იტალიელებისთვის უიღბლო რიცხვი 17-ია, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ სასტუმროს მე-17 სართული ვერ უპოვეთ. რომაულად იწერება როგორც „XVII”, მისი გადაკეთების შემთხვევაში გამოდის “VIXI” – რომელიც ნიშნავს, „მე ვცხოვრობდი“, ეს არის სიმბოლო, რომელიც ძველი საფლავის ქვებზეა განთავსებული და სიკვდილთან ასოცირდება.
  • თუ თქვენ მარტოხელა ხართ და იტალიაში ცხოვრობთ, მაშინ აუცილებლად უნდა ერიდოთ ცოცხებს. თუ დაინახავთ, რომ ვინმე თქვენს თვალწინ სახლს გვის, გაიქეცით, რადგან შემთხვევით ეს ცოცხი თუ თქვენ ფეხს შეეხება, იცოდეთ, რომ სამუდამოდ განწირული ხართ მარტოობისთვის;
  • როდესაც იტალიელები ახალ სახლში გადადიან ატარებენ გარკვეულ რიტუალებს რათა განდევნონ სულები, სხვა შემთხვევაში კი სახლის თითოეულ კუთხეში მარილს აბნევენ;
  • იტალიელები უფრთხილდებიან შავ კატს, რომელიც გზაზე გადაურბენთ და ცდილობენ, რომ პირველები არ იყვნენ, რომლებიც იმ კონკრეტულ ტერიტორიას გაცდებიან, სადაც კატას მოუწია გავლა;

დასკვნა

         ჩვენს მიერ წარმოდგენილ რეფერატში განხილული იყო იტალიის საზოგადოებრივ გეოგრაფიული ასპექტები სოფლის მეურნეობისა და კულტურის მაგალითზე, სადაც ნათლად გამოიკვეთა მეურნეობის რამდენიმე დარგის როლი, რომელიც ხელს უწყობს იტალიას გარკვეული წარმატებების მიღწევაში. ამავდროულად, ყურადღება გამახვილდა ღვინის წარმოებაზე, რომელიც იტალიის კულტურისთვის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. გარდა აღნიშნულისა ნაშრომში მიმოხილულია იტალიელების თავბრუსდამხვევი კულტურისა და უჩვეულო ტრადიციების შესახებ. შეჯამების სახით შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, თუ რამხელა როლს ასრულებს იტალია მსოფლიოში, თავისი კულტურით, სამზარეულოთი თუ იმ სიმდიდრით, რომელიც აღნიშნული ქვეყნის მიწაზე მოიპოვება. ფაქტია, რომ იტალია ინდუსტრიული და აგრარული კუთხით საკმაოდ მაღალგანვითარებული ქვეყანაა, რასაც ემატება იტალიელი ხალხის საოცრად ენერგიული და დადებითი ხასიათი, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტში ნათლად არის გამოკვეთილი.

 

 

ბიბლიოგრაფია

9 essential facts about Italian wine. (2019, აპრილი 19). Retrieved from https://vincarta.com/blog/9-essential-facts-italian-wine/

Agriculture, forestry, and fishing. (n.d.). Retrieved from https://www.britannica.com/place/Italy/Agriculture-forestry-and-fishing

Italian Culture: Facts, Customs & Traditions. (2017, სექტემბერი 14). Retrieved from https://www.livescience.com/44376-italian-culture.html

Italy – Agricultural Sector. (n.d.). Retrieved from Privacy Shield Framework: https://www.privacyshield.gov/article?id=Italy-Agricultural-Sector

Italy Has the ‘Greenest Agriculture’ in Europe, But it’s Not Sustainable. (n.d.). Retrieved from Inter Press Service: http://www.ipsnews.net/2018/12/italy-greenest-agriculture-europe-not-sustainable/

Neuman, B. (2015, აგვისტო 6). 15 Strange Italian Traditions and Superstitions Explained. Retrieved from https://takelessons.com/blog/italian-traditions-z09/

Today and tomorrow some Italian wineries will be opened to let you taste how good are Italian wines. (2014). Retrieved from https://italianstorytellers.com/2014/05/24/wineries-are-waiting-to-welcome-you/

Why Italy Is Important in the Wine World. (n.d.). Retrieved from Italian Wine Central: https://italianwinecentral.com/courses/iwp-preview/lessons/preview-why-italy-is-important/

Wine and Italian Culture. (2015, თებერვალი 25). Retrieved from xtraWine Blog: https://blog.xtrawine.com/en/wine-and-italian-culture/

იტალიის ეკონომიკა. (2018, იანვარი 7). Retrieved from https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90

 

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *