ირლანდიის კულტურა

შესავალი
უპირველეს ყოვლისა ნაშრომის მიზანია დეტალურად წარმოვაჩინო ირლანდიის კულტურა, მისი მახასიათებლები, უნიკალურობა და ყველაფერი ის, რაც მას სხვა სახელმწიფოებისგან გამოარჩევს. განვიხილავ ირლანდიის კულტურის მიმართულებებს, ასევე სხვა ქვეყნების გავლენას მასზე და არსებულ განსსხვავებებს მკვიდრ მოსახლეობასა და უცხოელებს შორის. ირლანდიელი ხალხი მართლაც გამოირჩევა სხვა ხალხებისგან და ეს მათ კულტურასაც უფრო მეტად საინტერესოს ხდის. სწორედ ამიტომ ჩადის იქ უამრავი ტურისტი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ნაშრომის ძირითადი თემები ირლანდიის ტრადიციები, ენა , მუსიკა, ხელოვნება, ფოლკლორი, სამზარეულო და სპორტი გახლავთ.
ირლანდიის რესპუბლიკა
ირლანდიის რესპუბლიკა, რომელსაც ზურმუხტის ქვეყანასაც კი უწოდებენ, გაერთიანებულ სამეფოსა და ატლანტის ოკეანეს შორის მდებარეობს. სანაპიროების გასწვრივ გაშლილი კლდები და მწვანე მინდვრები, რომლებიც უძველესი ნანგრევებითა დდა წმინდა ადგილებითაა გაშენებული, ქმნის ქვეყნის ულამაზეს ლანდშაფტს. ირლანდიას ძალიან მდიდარი ისტორია გააჩნია, რომელი დაახლოებით 5,000 წელს ითვლის. თანამედროვე ირლანდია დღემე დიდ პატივს მიაგებს მის წარსულს ტრადიციული მუსიკის, ცეკვის და ირლანდიური ენის საშუალებით სხვა კულტურულ ფორმებთან ერთად.
ირლანდიური ენა
ირლანდიური ენა, რომელსაც გელურსად უწოდებენ, კელტური ენების გოიდური ჯგუფის წევრია ინდო-ევროპული ენების ოჯახიდან, ის გმოიყენება ირლანდიაში. ირლანდიურ ენაზე ასევე საუბრობენ დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში. როგორც მშობლიური ენა, ირლანდიური ყველა საჯარო სკოლაში ისწავლება. ირლანდიური ენა მთელი ისტორიის განმავლობაში დომინანტ ენად ითვლებოდა სხვა რეგიონებშიც, კერძოდ შოტლანდიასა და მენის კუნძულზეც. 2016 წლის მონაცემებით 1,76 მილიონი ადამიანი საუბრობს ამ ენაზე ირლანდიაში. ასევე მშობლიურ ენად ითვლება ირლანდიური დაახლოებით 4,130 ადამიანისთვის ჩრდილოეთ ირლანდიაში. წყაროებზე დაყრდნობით, დაახლოებიტ 9,000 ადამიანი ფლობს კარგად ირლანდიურ ენას დიდ ბრიტანეთში. 2015 წლის მონაცემებით დაახლოებით 18,816 ადამიანი საუბრობს ამ ენაზე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, რაც ვფირობ, რომ საკმაოდ კარგი რიცხვია და აღსაღნიშნია ის ფაქტიც, რომ აშშ-ში ბევრ უნივერსიტეტსა და კოლეჯში აქტიურად ისწავლება ირლანდიური ენა. ავსტრალიაში ამბობენ, რომ ირლანდიური მათთვის მშობლიური ენაა და მისი შესწავლა სიდნეის უნივერსიტეტში არის შესაძლებელი.
ხელოვნება
ირლანდიური ხელოვნების პირველი ნიმუში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3300 წლით თარიღდება. ნიმუშს წარმოადგენს ქვაზე გამოსახული სპირალები, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით მთვარის რუქას წარმოადგენს. ბრინჯაოს ხანაში ირლანდიელებმა შექმნეს სამარხები და დახელოვნდნენ ლითონის, ასევე ოქროს, სპილენძისა და ბრინჯაოს დამუშავებაში. რკინის ხანის პერიოდში კელტებმა დიდი გავლენა მოახდინეს ირლანდიელებზე , რადგან მათ ჰქონდათ მეტალის დამუშავების ახალი ტექნიკა. ისინი იარაღებს რკინის დამატებით ქმნიდნენ, რის გამოც მათი გამოყენება უფრო მეტად გამოსადეგი იყო. ასევე უდიდესი გავლენა იქონია კელტურმა სტილმა ირლანდიის ხელოვნებაზეც, რაც გამოიხატებოდა კელტური სპირალებისა და ჯვრების კომბინაციების გამოყენებაში. მას შემდეგ, რაც წმინდა პატრიკი ირლანდიაში ჩავიდა, ირლანდიურ კულტურაში ქრისტიანული ხელოვნებაც გამოჩნდა. იმ პერიოდში, ირლანდია ერთ-ერთ უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა, რადგან მთელი ევროპა გარშემორტყმული იყო ბარბაროსებით, რომლებიც ქრისტიანობის გავრცელებას ხელს უშლიდნენ. ირლანდია კი გაქრისტიანდა და მას შემდეგ იქ უამრავი მონასტერი აშენდა და დაიწერა ძალიან ბევრი მაღალი ხარისხის ხელნაწერი. რელიგიური ტექსტები ბიბლიიდან იყო ულამაზესად შესრულებული ოქროსგან და სხვა ფუფუნების საგნებისგან. ასევე მონასტრები ქმნიდნენ ქანდაკებებს კელტური მაღალი ჯვრების სახით. ერებს შორის გაჩაღებული კონფლიქტების გამო, თუ რომელი მიწა გახდებოდა ბიზანტიის საკუთრება, ირლანდია საკმაოდ ღარიბი იყო და 1200 წლიდან 1650 წლამდე მას თითქმის არ გააჩნია ხელოვნების ნიმუშები. ირლანდიაში ხელოვნება მას შემდეგ აღორძინდა, რაც დუბლინის საზოგადოება და ირლანდიური სამეფო აკადემია შეიქმნა. სწორედ მას შემდეგ დაიწყეს მხატვრებმა შესანიშნავი პეიზაჟებისა და პორტრეტების ხატვა. 1830 წლიდან ირლანდიელი მხატვრების დიდმა ნაწილმა პროფესიული განვითარების მიზნით ემიგრაიაში წასვლა გადაწყვიტა. პორტრეტების შემსრულებლები ძირითადად ლონდონში, ხოლო ლანდშაფტის მხატვრები კი საფრანგეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. მათ კი, ვინც ირლანდიაში დარჩა, დიდად არ შესწევდათ ძალა, რომ ღირებული ნამუშევრები შეექმნათ თავიანთ მიწაზე. მას შემდეგ, რაც ირლანდიაში მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხელოვნებამაც დაიწყო აღმასვლა. ახალგაზრდა ხელოვანმა თაობამ დაიწყო საერთაშორისო ტექნიკების, თემების განვითარება ირლანდიაში და შეიქმნა დუბლინელი მწერლების ასოციაცია.
მუსიკა
ირლანდიელთა მიერ შესრულებული ტრადიციული მუსიკა კელტებთან ერთად ქვეყანაში დაახლოებით 2,000 წლის წინ შეიქმნა. კელტებზე დიდი გავლენა ჰქონდა აღმოსავლურ მუსიკას, სწორედ ამიტომ მიიჩნევა, რომ ტრადიციული ირლანდიური არფა სინამდვილეში ეგვიპტეში არის შექმნილი. არფა იყო ძალიან პოპულარული ინსტრუმენტი უძველესი დროიდან. არფაზე დამკვრელები სიმღერებს ასრულებდნენ მეთაურებისთვის და ქმნიდნენ მელოდიებს არისტოკრატებისთვისაც. ეს ხდებოდა 1607 წლამდე, მანამ, სანამ ირლანდიელ მეთაურებს მუწიათ თავიანთი მიწების დატოვება უცხოელი დამპყრობლებისგან მოსალოდნელი საფრთხეების გამო. ამის შემდეგ არფაზე დამკვრელებს მოუწიათ სხვა ქვეყნებში გამგზავრება და იქ დაკვრა. ამ ფაქტის გამო ირლანდიური მუსიკა სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა. 1762 წლიდან კოლექციონერებმა დაიწყეს ირლანდიური მუსიკების მოძიება სხვადასხვა მხარეებში. მელოდიების შეგროვების ტრადიცია დღემდე გრძელდება დუბლინში ტრადიციული ირლანდიური მუსიკის არქივში, რომელიც ყველაზე დიდ ტრადიციული და ფოლკლორული მუსიკის არქივად მიიჩნევა მსოფლიოში. ირლანდიურმა მუსიკამ მთელი მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა. დიდი შიმშილობის დროს ირლანდიელთა დიდი ნაწილი შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და მათი მუსიკაც მუდამ მათთან ერთად მოგზაურობდა.
ტრადიციები
ირლანდია ამაყობს მისი დამახასიათებელი და განსხვავებული კულტურით, რომელიც სავსეა უნიკალური ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით. განვიხილავ ირლანდიური ცეკვიდან დაწყებული და კარტოფილის სიყვარულით დამთავრებულ თითქმის ყველა გამორჩეულ ტრადიციას, რომელსაც ირლანდიელები ყელაზე დიდ პატივს სცემენ.
- სპორტი
სპორტი ირლანდიური კულტურის თვითმყოფადობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. მოქალაქეების უმეტესობა სპორტსმენების გულშემატკივარია და ფანებს არასდროს ეზარებათ მათი საყვარელი სპორტსმენისა და გუნდის გამხნევება მატჩის დღეს. ირლანდიური სპორტის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით 1884 წელს შეიქმნა გელური სპორტული ასოციაცია.ირლანდიაში ჩატარებული სპორტული თამაშები მოიცავს ფეხბურთს (ჯერ კიდევ მე-14 საუკუნემე), გელურ ფეხბურთს, ჰარლინგსა და კამოჯის.
- კროაგ პატრიკის მოლოცვა – რელიგიური ხალხებისთვის
ყოველწლიურად ათასობით ადამიანი გადის რთულ გზას, რათა მიაღწიონ პატრიკის მწვერვალამდე და მოილოცონ ის. წმინდა პატრიკის საპატივცემულოდ ამ მთის დალაშქვრა იწყება ყოველწლიურად ივლისის ბოლო კვირა დღეს.
- კელტური წარმართული ფესტივალები
პრე-ქრისტიანულ ეპოქაში ზურმუხტის კუნძულზე წარმართული საზოგადოება ცხოვრობდა და ამას ირლანდიური ტრადიციებიც მოწმობს. წარმართებისთვის მთავარი იყო 4 თარიღი მთელი წლის განმავლობაში, როდესაც ისინი ფესტივალებს მართავდნენ. იმბოლიკის ფესტივალი აღინიშნებოდა გაზაფხულის, ბოლთეინის კი ზაფხულის ბოლოს. ამ დღესასწაულებს დღემდე ბევრი ადამიანი აღნიშნავს ირლანდიაში და მათ დიდ მნიშნველობასაც ანიჭებენ.
- კარტოფილები – ირლანდიური სამზარეულოს არაოფიციალური თილისმა
მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილი მე-17 საუკუნიდან შემოვიდა,ის მაინც ირლანდიისა და მისი სტუმართმოყვარეობის სიმბოლოდ მიიჩნევა. ეს გამოიწვია კარტოფილის როლმა დიდი შიმშილობის დროს (1845-1849) , როდესაც კარტოფილის მოსავალი განადგურდა ირლანდიაში და ამან დიდი პრობლემები და ხალხის მასშტაბური ემიგრაცია გამოიწვია.
- მითოლოგია
მითოლოგია დიდ როლს თამაშობს ირლანდიის კულტურაში. მართლაც, ის ცნობილია, როგორც მისტიკური ქვეყანა, რომელიც მდიდარია ლეგენდებით, ზღაპრებით, გმირებისა და ქალღმერთების ისტორიებით.
- ცეკვა
ირლანდიური ცეკვა ძალიან ძველი ხელოვნების ფორმაა. თუმცა, მან განსაკუთრებული პოპულარულობა თანამედროვე კულტურაში 90-იანი წლებიდან მოიპოვა რივერდენსის წყალობით. ირლანდიური ცეკვების უნიკალური სახეობები მსოფლიოში ძალიან პოპულარულია.
- პაბის კულტურა
პაბის კულტურა ირლანდიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მახასიათებელია. მნიშნველობა არ აქვს დიდ ქალაქში იქნებით, თუ პატარაში, თქვენ აუცილებლად გექნებათ შესაძლებლობა, რომ ხმაურიანი პაბებიდან უეცრად მშვიდ ადგილებში აღმოჩნდეთ. ადგილობრივი რეალობის ყველაზე კარგად ამოსაცნობად აუცილებლად უნდა ეწვიოთ ირლანდიურ პაბს, სადაც უგემრიელეს ლუდს დააგემოვნებთ.
- წმინდა პატრიკის დღე
ყოველ წელს, მილიონობით ადამიანი მსოფლიოს გარშემო იკრიბება ერთად 17 მარტს, რათა აღნიშნონ წმინდა პატრიკის დღესასწაული. ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშნვენლოვანი და მასშტბური ტრადიციაა ირლანდიური კულტურიდან.
- ჰელოუინი
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირლანდიელები შეპყრობილნი არიან ჰელოუნით. აბობენ კიდეც, რომ ჰელოუინის იდეაც სწორედ ირლანდიაში დაიბადა. ის ათასობით წლის განმავლობაში აღინიშნებოდა ირლანდიაში და ადრე მას სამჰაინსაც უწოდებდნენ. ჰელოუინის ღამეს, ისინი აქრობბდნენ ძველ ცეცხლს და ანთებდნენ ახალს, რადგან ეს ითვლებოდა აღორძინების სიმბოლოდ.
- სანთლის დანთება
წუხილისა და სტრესის დროს სანთლის დანთება ირლანდიაში ცნობილი ტრადიციაა. ამავდროულად, თუ ადამიანი ავად არის, ის ანთებს სანთელს და სწამს, რომ ის აუცილებლად კარგად გახდება.
დასკვნა
მას შემდეგ, რაც ირლანდიის კულტურას სიღრმისეულად გავეცანი, დავრწმუნდი, რომ ეს ქვეყანა მართლაც გამორჩეულია თავისი ტრადიციებითა და თავისებურებებით სხვა ქვეყნებისგან. საინტერესოა მათი ყოველდღიური ყოფა, სპორტისადმი დამოკიდებულება, ხელოვნება. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ირლანდიელები სტუმართმოყვარე ხალხი ყოფილა, რაც სიმართლე რომ ვთქვა, ნამდვილად არ მეგონა. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ისინი ცივი და უხეში ხალხი იყვნენ. აღმოჩნდა, რომ ასე სულაც არ არის და ისინი არიან ადამიანები, რომლებიც მართლაც მისდევენ თავიანთი ქვეყნის ტრადიციებს და ვთვლი, რომ სწორედ ასეთი დამოკიდებულების დამსახურებაა ისიც, რომ მათი კულტურა ასეთი მრავალფეროვანი და საინტერესოა.
ავტორი: ელენე ბექაური