ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკური პარტიები ,,შინ-ფეინის’’ მაგალითზე

ფიანა ფეილის ლოგო
ფიანა ფეილის ლოგო

შესავალი

     ირლანდიაში არაერთი პოლიტიკური პარტიაა და მათ შორისაა კოალიციური მთავრობებიც. დღესდღეობით 10  ყველაზე გავრცელებული პარტია არსებობს ირლანდიაში და ერთიც ჩრდილოეთ ირლანდიაში.(შინ-ფეინი) .

         ორი ტრადიციულად უმსხვილესი პარტიაა: ,, ფიანა ფილი’’ და ,,ფინე გაელი,’’რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიური პარტიის ,,შინ-ფეინის“ განხეთქილებისგან წარმოიშვა.სხვა პარტიებია: ,,მწვანეთა პარტია’’, ,,მუშათა პარტია’’, ,,სოციალ -დემოკრატები’’, ,,სოლიდალური პარტია’’ (Solidarity – People before profit), ,, Aontu’’ , ,,პროგრესულ-დემოკრატიული პარტია’’  ,, ირლანდიის ლეიბორისტული პარტია’’ და ,,დამოუკიდებელი პარტია’’.(იხ. სურათი.1)  ყველა პარტიას , ოდიდგანვე საერთო მიზანი ამოძრავებდა,რომ ქვეყანა უკეთესობისკენ წარემართა,როგორც ეკონომიკური ,ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.

       როგორც  ბრიტანეთის ,,რბილი ძალის ‘’გამტარებელი სამაუწყებლო პროგრამა  : ,,ბი-ბი-სი ‘’ აქვეყნებს : ,,მაიკლ კოლინზი, რომელიც მხარს უჭერდა 1921 წლის ხელშეკრულებას, რამაც გამოიწვია კუნძულის დაყოფა და შემდგომ   ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფოს შექმნა, არის  პოლიტიკური პარტიის  ,, ფინე გაელის’’ გმირი.’’(Colm Kelpie,BBC News NI,2020) ამასთანავე, ორივე მხარე იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, როგორც ცალკეული ერთეული.მათი წვლილი ქვეყნის განვითარებაში უაღრესად დიდია,შესაბამისად მათი ,როგორც პოლიტიკური პარტიების როლი მოიცავს საინტერესო ისტორიას წარმოშობის,განვითარებისა და შემდგომ სამომავლო გეგმების განხორციელებაში.

ძირითადი ნაწილი:

          სახელმწიფო წარმოუდგენელია პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების გარეშე,რადგან ისინი წარმოადგენენ მთავარ დასაყრდენ ძალას ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ერთიანობისათვის. ირლანდიაში ბევრი პოლიტიკური პარტია შეიქმნა, რომლებსაც საერთო მიზანი ამოძრავებდა,რომ ქვეყანა უკეთესობისკენ შეეცვალათ.ეს პოლიტიკური პარტიებია : ჩრდილოეთ ირლანდიის ,, შინ-ფეინის ‘’ პოლიტიკური პარტია ,ხოლო 10 მისგან დამოუკიდებელი სხვა  ირლანდიური პარტიები ,როგორიცაა ,,მწვანეთა პარტია’’, ,,მუშათა პარტია’’, ,,სოციალ -დემოკრატები’’, ,,სოლიდალური პარტია’’ (Solidarity – People before profit), ,, Aontu’’ , ,,პროგრესულ-დემოკრატიული პარტია’’ ,  ,, ირლანდიის ლეიბორისტული პარტია’’, ,,დამოუკიდებელი პარტია’’ და ორი წამყვანი და ამავდროულად ,უმსხვილესი პარტია : ,, ფიანა ფილი’’ და ,,ფინე გაელი,’’(იხ.სურათი1.)

        1926 წლის მაისში დაარსდა ირლანდიური პარტია ,, ფიანა ფილი’’,1921 წლის ინგლის-ირლანდიური ხელშეკრულების მოწინააღმდეგეების მიერ,რომლებმაც შექმნეს ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო.მათ აქვს საკუთარი დროშაც. (იხ.სურათი2).თავდაპირველად პარტია დაარსა და ასევე სათავეშივე ჩაუდგა  ეიმონ დე ვალერა,რომელიც 1923 წელს დააპატიმრეს რესპუბლიკური შეიარაღების წინააღმდეგ ხელშეკრულების უგულებელყოფის გამო. ,, ფიანა ფილის’’ წევრებს თავდაპირველად შიშის გრძნობა დაეუფლათ და არ სურდათ ირლანდიის ანსამბლეაში გაწევრიანება,თუმცა 1927 წელს ისინი გაერთიანდნენ (მას შემდეგ რაც ის ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატა გახდა).

      1932 წელს ,,ფიანა ფილის’’ პოლიტიკურმა პარტიამ ,არჩევნებში მოიპოვა 48 პროცენტი,რის შემდეგაც  მათი მეთაური, ეიმონ დე ვალერა დანიშნეს პრემიერ-მინისტრად (აღმასრულებელი საბჭოს პრეზიდენტად). პარტიის ნაციონალურობა, ორგანიზებულობა და ასევე სიმტკიცე საშუალებას აძლევდა მათ ყოფილიყვნენ დომინანტები სხვა  პოლიტიკურ პარტიებს შორის. პარტია დამოუკიდებლად მართავდა სახელმწიფოს 1973 წლამდე,მანამ სანამ სხვა  ,მასზე ძლიერი პოლიტიკური პარტია ,,, ფინე გაელი’’ არ გამოჩნდა სამოღვაწეო ასპარეზზე;მიუხედავად იმისა ,რომ 1977 წლის არჩევნებში ,,ფიანა ფილმა’’ მოიპოვა ხმათა 51 პროცენტი,პარტიამ  მაინც ვერ შეძლო ხმათა უმრავლესობის მოპოვება  უახლოეს წლებში;

           1959 წელს ,სეან ლემასის მიერ ,დე ვალერა დაინიშნა ტაოიზაჩად (პრემიერ მინისტრად). ამ დროისათვის პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ადრე მიმართული იყო ირლანდიის თვითკმაყოფილებისკენ,ახლა განახლდა და გეზი აიღო  საშინაო ინდუსტრიისადმი მფარველობების აღმოფხვრისაკენ და უცხოური ინვესტიციების წახალისებისაკენ.ამრიგად, მოხდა ცვლილება ,რომელმაც დააჩქარა გაერთიანების პროეცესი ირლანდიელი საზოგადოების  ევროპულ- ეკონომიკურ საზოგადოებაში (დღევანდელი ევროპული საზოგადოება).გარდა ამისა,  პარტიამ დიდი როლი ითამაშა  ფრაქციულ კონფლიქტში,რაც გულისხმობდა ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხების გადაჭრის გზებს,ეკონომიკურ განვითარებასა და ზნეობრივ წესრიგს(განქორწინებას, აბორტსა და კონტრაცეფციის ლეგალიზაციას).ეს განსაკუთრებით გამწვავდა 1980-იანი წლების დასაწყისში ჩარლზ ჰაუგის ხელმძღვანელობით და 1985 წელს რამდენიმე წევრის პარტიიდან  წასვლის პროვოცირებით დასრულდა, რათა ახალი პარტია, პროგრესული დემოკრატები შეექმნათ.  მიუხედავად ამგვარი  მცდელობისა, ,,ფიანა ფილიმ’’ განაგრძო ირლანდიის პოლიტიკაში მოღვაწეობა, სათავეში ედგა  მთავრობას 1994–97-მდე, ბერტი აჰერნის ხელმძღვანელობით.სწორედ ამ დროს,  პარტიამ უდიდესი როლი ითამაშა ჩრდილოეთ ირლანდიის მშვიდობის შენარჩუნებაში. 1998 წელს  იღბლიან პარასკევ დღეს, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ირლანდიისა და ბრიტანეთის მთავრობებმა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ნაციონალისტურმა (რომაულ -კათოლიკე) და კავშირისტურმა (პროტესტანტულმა) პოლიტიკურმა პარტიებმაც. როგორც ნაწილი სამშვიდობო გეგმისა ,ხოლო  შემდეგ შეიქმნა ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეა.

          2008 წელს , გამოძიებამ აჩვენა ,,ფიანა ფილის’’ პარტიის მიერ ფინანსების არასწორად გადანაწილება( თავის საკეთილდღეოდ), ამის საპასუხოდ მათი მეთაური პოსტიდან გადადგა და მის ნაცვლად დაინიშნა ბრაიან კოუინი,რომლის მმართველობისას ირლანდიის გლობალური ფინანსური კრიზისი მოისპო. სულ მალე, კოუნმაც დატოვა პარტიის ლიდერის სტატუსი, თუმცა იგი მაინც რჩებოდა პრემიერ-მინისტრად ,მანამ სანამ ,,ფინე გაელმა’’ არ აჯობა მათ არჩევნებში. ეს იყო პარტიისათვის ყველაზე დიდი კრახი ბოლო 80 წლის მანძილზე,მაგრამ თავის სიმტკიცეს არ მალავდა ,,ფიანა ფილი’’ და 2016 წლის არჩევნებში მან ხელთ ჩაიგდო 44 ადგილი ,რათა მეორე ადგილზე გაეყვანა ,, ფილე გაელი’’.ამის შემდეგ  გამარჯვებულმა პარტიამ დამარცხებულს შესთავაზა თავი შეეკავათ 2018 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე, პოლიტიკის დათმობის სანაცვლოდ.( Michael Marsh,2020)

          პარტიის იდეოლოგიას გააჩნია გარკვეული მუდმივი ასპექტები, განსაკუთრებით ერთგულება ირლანდიის ერთიანობასა, ირლანდიურ ენასა და ნეიტრალიტეტთან მიმართებაში, თუმცა ეს ვალდებულებები არსებითად ასპირაციული და ზოგჯერ მხოლოდ რიტორიკულია. საერთოდ, პარტია პრაგმატულად ფრთხილად ეკიდება ბევრ საკითხს. იგი ფართოდ უჭერს მხარს ინტერაქტიულ მიდგომას ეკონომიკური მენეჯმენტის მიმართ და, განსაკუთრებით, ბოლო წლებში, ითხოვდა შეთანხმებას ეკონომიკურ პოლიტიკაზე ძირითად ეკონომიკური ინტერესების ჯგუფებს შორის.ამასთან,მას აქვს უარყოფითი შედეგებიც, მაგალითად  დუბლინის რეგიონში 1969 წლიდან ნაკლები შედეგი აჩვენა, რადგან ლეიბორისტულმა პარტიამ და ახალმა უმცირესობამ მიიღო ხმათა უმრავლესობა,ასევე მიუხედავად იმისა, რომ ის ადვილად რჩება ირლანდიის უმსხვილეს პარტიად, მისი მხარდაჭერა აშკარად ნელ – ნელა მცირდება. დღეს დღეობით, ის არის ადგილობრივი თვითმმართველობის უმსხვილესი პარტია, რომელიც ფინე გაელის 255 ადგილისგან განსხვავებით  უჭირავს  279  ადგილი და ახლა, არის ყველაზე დიდი პარტია  ქალაქ დილში.

         ჩემი აზრით, პარტია მეტად მტკიცედ დგას და ვფიქრობ ,ის უკან არ დაიხევს.ამას მოწმობს ბი-ბი-სი -ზე გამოქვეყნებული სტატიაც,სადაც საუბარია რომ 2019 წლის იანვრიდან პარტიას აქვს პარტნიორობა ნაციონალისტურ SDLP- სთან ჩრდილოეთ ირლანდიაში,რაც გულისხმობს მათ გეგმებს სამომავლოდ;(Colm Kelpie,BBC News NI,2020)

          პარტია ,,ფინე გაელი’’ დაარსდა 1933 წლის სექტემბერში ,Cumann na nGaedheal– ის (“ირლანდიის პარტია”) გაერთიანებაში .ეს იყო ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტის – უილიამ თომას კოსგრავივის პარტია. მან ასევე შექმნა  ორი მცირე პარტია, ,,ცენტრალური პარტია’’ (ყოფილი ფერმერთა    და ეროვნული გვარდიის პარტია ანუ ყოფილი არმიის თანამებრძოლთა ასოციაცია), ის ასევე ცნობილია, როგორც ”ბლუზირტები”.აქვთ საკუთარი დროშა. ( იხ.სურათი3)

        Cumann na nGaedheal  წარმოადგენდა 1921 წლის ინგლის-ირლანდიის ხელშეკრულების მომხრეების ერთობლივ პარტიას, რომლებმაც შექმნეს ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო.საბოლოოდ,  ,, ფინე გაელის’’ პარტია მშვიდობისა და სტაბილურობის პარტიად გამოცხადდა.ისინი მუდმივად ეწინააღმდეგებოდნენ ,,ფიანა ფეილის’ პარტიას,საბოლოოდ კი ,როგორც უკვე ავღნიშნე კომპრომისზეც წავიდნენ,მიუხედავად იმ ფაქტისა ,რომ 1933 წელს მათ პირველ ადგილზე გავიდნენ საყოველთაო არჩევნებში;

         დანაკარგიდან რამდენიმე კვირის შემდეგ,პარტიამ აირჩია ახალი ლიდერი  ედა კენი და 2007 წელს გაცილებით უკეთესი შედეგი დადო.(51ადგილი,თუმცა მთავრობის შექმნა ვერ შეძლო). მაგრამ სულ მალე, ყველაფერი შეიცვალა, გელის კანდიდატებმა ბანკიდან აიღეს სესხი და საუკეთესო სამუშაო ადგილებით დაასაჩუქრეს მოსახლეობა,ხოლო 2011 წლის არჩევნებში მათ ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს; ,,ფინე გაელმა’’ შემდგომში ჩამოაყალიბა კოალიცია ლეიბორისტებთან, ხოლო კენი ოფიციალურად აირჩიეს taoiseach (პრემიერ მინისტრად). ეს იყო 2011 წლის მარტის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დოლის ისტორიაში.

        მიუხედავად იმისა, რომ მისი ფესვები “ეროვნული საკითხის” გარშემო მომხდარ დაპირისპირებას ეყრდნობა, ფინე გაელი, ძირითადად, კონსერვატიული პარტია იყო, რომლის წარმომადგენელიც წინააღმდეგი იყო ,,ფიანა ფეილი’’- ს.მათ ჩამოაყალიბეს  რეფორმების პროგრამა, „  სამართლიანი საზოგადოების გეგმა“ (1965), ფინე გაელის ზოგიერთ წევრს სურდა ახალი პიროვნულობა და ცვლილება,ამიტომ საუკუნის ბოლოსთვის პარტიამ თავი ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული ოჯახის წევრად მიიჩნია – ეკონომიკურად ინტერვენციონისტული, ცენტრისტული პარტია, რომელიც ერთგულია საბაზრო ეკონომიკის, სოციალური პასუხისმგებლობისა და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერის. მისი ნაციონალიზმი უფრო ზომიერი იყო, ვიდრე ,,ფიანა ფეილის.’’ (Michael Marsh,2020)

         მეტად საყურადღებოა ის ფაქტი ,თუ რას ფიქრობს საზოგადოება პარტიის პოლიტიკურ ლიდერებზე? ალბათ ,დამოკიდებულია პიროვნებაზე და მათ როლზე ქვეყნის კეთილდღებაში .აი მაგალითად ცნობილია ,რომ  მაიკლ კოლინზი, რომელიც მხარს უჭერდა 1921 წლის ხელშეკრულებას, რამაც გამოიწვია კუნძულის დაყოფა და შემდგომ   ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფოს შექმნა, არის  პოლიტიკური პარტიის  ,, ფინე გაელის’’ გმირი. სწორედ ამიტომ, 2020 წელს , ირლანდიამ თითქოს  კიდევ ერთხელ იწინასწარმეტყველა ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის დასაწყისი,თუმცა ყველაფერი მალევე შეიცვალა გარკვეული პრობლემების გამო,როგორიცაა საცხოვრებლის დეფიციტი, უსახლკარობა, მაღალი ქირა და განსაკუთრებით დუბლინში.  და ბოლოს ,არ შემიძლია  არ ავღნიშნო ამ პარტიის მნიშვნელოვანი როლი 2017 წელს, რომელიც შეეხო Brexit- სა და ირლანდიის საზღვარზე ირლანდიისა და ევროკავშირის პოზიციების დადგენას;(Colm Kelpie,BBC News NI,2020)

 ,,შინ ფეინი’’ (ირლანდიულად: “ჩვენ თვითონ ვართ” ან “მარტო ჩვენ”)  არის ჩრდილოეთ ირლანდიური პარტია, რომელიც დიდი ხანია განიხილებოდა, როგორც დროებითი ირლანდიული რესპუბლიკური არმიის (IRA) პოლიტიკური ფრთა, თუმცა დაახლოებით, 90-იანი წლებიდან ბევრი ორგანიზაცია  ცდილობდა მათ გამოყოფას ერთმანეთისგან. ორგანიზებული ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკაში, ,,შინ ფეინი’’ ცდილობს   ირლანდიის კუნძულის პოლიტიკური  დაყოფის აღმოფხვრას, განასახიერებს იდეოლოგიას, რომელიც სხვადასხვაგვარად ხასიათდება ნაციონალიზმისა და   რესპუბლიკალიზმისთვის. პარტიას აქვს საკუთარი სიმბოლო.(იხ.სურათი4)

        ,,შინ ფეინი’’ დემოკრატიული სოციალიზმის მომხრეა, მაგრამ ზოგიერთი დამკვირვებელი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ საკითხს, როგორც რადიკალური მემარცხენეების პარტია.პარტიას  ხელმძღვანელობდა გერი ადამსი 1983 წლიდან 2018 წლამდე.

           პარტიის წარმოშობის ისტორია მეტად საინტერესო იყო, იგი  მჭიდროდ არის დაკავშირებული Cumann na nGaedheal– ის ლიდერ არტურ გრიფითთან. (“ირლანდიის პარტია”). დუბლინში 1902 წლის ოქტომბერში გამართულ შეხვედრაზე, ,,ირლანდიის პარტიამ’’ ოფიციალურად მიიღო გრიფითის პოლიტიკა “Sinn Féin”, რომელიც მოიცავდა ბრიტანელთა პასიურ წინააღმდეგობას, გადასახადების შეწყვეტას, ირლანდიის მმართველი საბჭოსა და დამოუკიდებელი ადგილობრივი სასამართლოების შექმნას. 1905 წლისთვის სახელი შინ ფეინი გავრცელდა პოლიტიკაში და მას ბევრი მიმდევარიც გამოუჩნდა. 1918 წელს ,ბრიტანულ პარლამენში 105 ადგილიდან შინ ფეინის პარტიამ დაიკავა 73 ადგლი და გაიმარჯვა კიდეც, რატომ? რადგან მათი იდეოლოგიები ეფუძნებოდა ირლანდიის დამოუკიდებლობასა და გაერთიანებას. 1919 წელს ,,შინ ფეინის’’ წევრები შეხვდნენ ერთმანეთს დუბლინში და შექმნეს პარლამენტი, ხოლო პარლამენტის შექმნის მთავარი მიზეზი იყო კონკურენცია გაეწიათ ბრიტანეთის ადმინისტრაციისათვის;

        1960 წელს ირლანდიაში იფეთქა სექტანტურმა ორგანიზაციებმა,რომლებიც ავიწროვებდნენ კათოლიკეებს და  ამავე წელს, ,, შინ ფეინი’’ გამოვიდა კათოლიკე ირლანდიელების დასაცავად და IRA -ს ადგილობრივი დანაყოფები მოაწყო პროვინციაში. ამასთან, პარტიის ”ოფიციალურმა” ფრთამ, რომელსაც მოგვიანებით დაარქვეს ,,მუშათა პარტია’’, ხაზი გაუსვა პოლიტიკურ და საპარლამენტო ტაქტიკას და უარყო ძალადობა 1972 წლის შემდეგ.აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ 2000 წლის მაისში IRA შეთანხმდა, რომ დაუშვებდა იარაღის ნაგავსაყრელების საერთაშორისო შემოწმებას, რითაც   გზას გაუკაფავდა ,,შინ ფეინი-ის’’ პარტიას ,ბრიტანეთის სრულ შემადგენლობაში შესვლისაკენ; 2002 წლის მაისში ,,შინ ფეინმა’’ საუკეთესო შედეგი აჩვენა ირლანდიის რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებში.

         და ბოლოს, მთავარი მიზანი რაც ამ პარტიას ამოძრავებს არის ის ,რომ იგი ითხოვს ირლანდიის რესპუბლიკის 26 ქვეყნის და ჩრდილოეთ ირლანდიის ექვსი ქვეყნის გაერთიანებას დემოკრატიული-სოციალისტური ირლანდიის რესპუბლიკაში. 1960-იანი წლებიდან პარტია მხარს უჭერდა ბრიტანეთის ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიიდან  გაყვანასა და დემილიტარიზაციას.ასევე ,ის   ამხნევებდა თავისუფლებისათვის მებრძოლ ქვეყნებს მსოფლიოს სხვა ნაწილას და 1990-იანი  წლებში მან დაგმო შეხედულება ,,ევროპული ქვეყნების გაერთიანების’’ თაობაზე; პარტიამ განავითარა პოზიციები მრავალ საკითხზე, მათ შორის ქალთა უფლებებზე, გარემოზე, ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობასა და ციხეებზე. (Kimberly Cowell-Meyers Paul Arthur, 2020)

        დღესაც, ამ პარტიას ბევრი მომხრე ჰყავს,მიზეზი კი არის მათი ისტორიული კავშირი IRA-თან. გარი ადამსის შემდეგ, 2018 წელს პარტიას სათავეში ჩაუდგა მერი ლუ მაკდონალდი;იმ წელსვე მან საშინელი მარცხი განიცადა,არადა ხუთი წლის წინ მან 81 ადგილი დაიკავა 159 ადგილიდან. ბოლო დროს 2020 წელს, არჩევნებამდე ორმა უძლიერესმა პოლიტიკურმა პარტიამ ,,  ფიანა ფილიმა’’ და ,,ფინე გაელიმ,’’ გამორიცხეს ურთიერთთანამშრომლობა ,,შინ ფეინთან’’ მისი საგადასახადო პოლიტიკისა  და ასევე IRA-თან ურთიერთობის დამღუპველი მიზეზების  გამო;(Colm Kelpie,BBC News NI,2020)

სხვა პატარა  პოლიტიკური  პარტიები:

  ირლანდიის ,,ლეიბორისტული პარტია’’ არის სოციალ-დემოკრატიული პარტია,რომელიც დაარსდა 1912 წელს .იგი მიეკუთვნება პროფკავშირული მოძრაობის შემადგენლობას,რომელთანაც მას მჭიდრო კავშირი აქვს;

   2011 წელს, იგი გახდა სიდიდით მეორე პარტია ქალაქ დულილში, მაგრამ 2016 წელს მეოთხე ადგილზე გავიდა.ამ წელსვე სასტიკი მარცხი განიცადა საყოველთაო არჩევნებშიც, მას შემდეგ რაც ,,ფინე გაელთან’’ შემადგენლობაში შემავალი მცირე პარტიას წარმოადგენდა. ხოლო ქალაქ დალიში მისი ადგილების რაოდენობა 37 – დან შვიდზე დაეცა.

   ,,მწვანეთა პარტია’’, ,,მუშათა პარტია’’, ,,სოციალ -დემოკრატები’’, ,,სოლიდალური პარტია’’ (Solidarity – People before profit), ,, Aontu’’ , ,,პროგრესულ-დემოკრატიული პარტია’’ ამ პარტიების მთავარი მამოძრავებელი ძალა არის აბორტის წინააღმდეგ ბრძოლა.

    ,,Aontu’’ პარტია   ჩამოაყალიბა ყოფილმა  ,,შინ ფეინი- ს’’ მიმდევარმა (ირლანდიის პარლამენტის წევრმა) პედარ ტუბინმა, რომელმაც ,,შინ ფეინის’’ პარტია დატოვა მას  შემდეგ  რაც მისმა წევრებმა მხარი დაუჭირეს ირლანდიის რესპუბლიკაში კანონის შეცვლას, რომელიც ეხებოდა  აბორტის გაცილებით უფრო ხელმისაწვდომობას,ვიდრე მის წინააღმდეგ ბრძოლას;ხოლო რაც შეეხება ,,მწვანე პარტიას’’,ბოლო პერიოდში მათ მხარს ცოტა ხალხი უჭერს და მათი ადგილები სამიდან 12-მდე გაიზარდა.(Colm Kelpie,BBC News NI,2020)

დასკვნა:

    ჩვენ  ვიცით, რომ ირლანდია ოდიდგანვე სიღარიბითა და ყველანაირი უბედურებით გამოირჩეოდა.მთელი არსებობის განმავლობაში იგი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანად ითვლებოდა, მაგრამ სულ რაღაც ერთი თაობის განმავლობაში იგი ყველაზე წარმატებულ ქვეყნად იქცა.მან შეძლო ქვეყანაში არსებული ,,ჭკვიანი ‘’ მოსახლეობის იმიგრაციის პროცესის შეჩერება და ცოდნაზე, მოწადინებაზე, წინდახედულობაზე დამყარებული ეკონომიკის მქონე რეპუტაციის შექმნა. მრავალი შრომისა და უბედურების გადატანის შემდეგ ,ირლანდიამ უფრო მეტი  რამ შეძლო.ყველაზე მეტად აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ წარსულს ჩაბარდა სწორედ ის პერიოდი ,რომელიც მტკივნეული იყო ირლანდიელი მოსახლეობისათვის,რომელიც მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის მუდმივი შემცირებით, ცხოვრების დაბალი სტანდარტებითა და ეკონომიკური სტაგნაციით იყო გამოხატული,ხოლო ბოლო ორ ათწლეულში ირლანდიის მიერ მიღწეული წარმატება არა რომელიმე ერთი, არამედ მრავალი ფაქტორით იყო განპირობებული. ირლანდიამ დააფინანსა განათლება, შემოიღო საღი საგადასახადო და ფისკალური პოლიტიკა, კარი გაუხსნა უცხოურ ინვესტიციებს, წაახალისა ისინი, მიაღწია ეროვნულ კონსესუსს და შეინარჩუნა იგი,ასევე ჩემს მიერ ნახსენები პოლიტიკური პარტიების დახმარებით შეძლო მრავალი წინააღმდეგობის გადაჭრა ,როგორიცაა ძალადობა და აბორტი.  ყველა ეს ასპექტი ერთმანეთთან იყო კავშირში. ირლანდიამ გამოიყენა მისი უნიკალური და არამატერიალური შემოქმედებითი აქტივები, რომლებიც ირლანდიის კულტურის განუყოფელი ნაწილია, და ამით შეძლო არსებული ხელსაყრელი გარემოებების გაძლიერება.

      ფიქრობთ , თუ რატომ მოვიყვანე ზოგადად ირლანდიული პოლიტიკის მაგალითი?  ალბათ დამეთანხმებით,რომ სახელმწიფოს სიძლიერე მდგომარეობს ხალხთა სიძლიერეში, ხოლო ხალხის სიძლიერე მათ მიერ არჩეულ სახელმწიფო ორგანიზაციებსა თუ პარტიებში მჟღავნდება. ქვეყანას მართავს ის პირი ,რომელიც საზოგადოებამ ხელსაყრელად და საფუძვლიანად მიიჩნია, სწორედ, ხალხის აზრზეა აგებული მთელი ქვეყნის პოლიტიკა და არამარტო… ამით იმის თქმა მსურს ,რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები და ზოგადად სახელმწიფო პირები დიდ როლს თამაშობენ ქვეყნის კეთილდღეობასა და ხალხის პერსპექტივაში. შესაბამისად, ჩემი რეფერატიც შეეხებოდა პოლიტიკურ პარტიებს და კერძოდ, ირლანდიის ძირითად პოლიტიკურ პარტიებს,რომლებსაც საერთო მიზანი ამოძრავებდათ, ქვეყანა უკეთესობისკენ დაეხვეწათ,როგორც ეკონომიკური ,ასევე პოლიტიკური კუთხით;

ავტორი: ეკატერინე კოჭლამაზაშვილი

 

ბიბლიოგრაფია

Arthur, K. C.-M. (2020). Sinn Féin POLITICAL PARTY, IRELAND AND UNITED KINGDOM. London: Encyclopædia Britannica.

Kelpie, C. (2020). Irish general election: Profile of Irish political parties. London: BBC News NI.

Marsh, M. (2020). Fine Gael, (Irish: “Irish Race” or “Gaelic Nation”) . London: Encyclopædia Britannica.

Marsh, M. (2020). History of Irish party Fianna Fáil . London : Encyclopædia Britannica.

 

 

 

 

 

სურათი 1  . ირლანდიური პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალი;

სურათი 1 . ირლანდიური პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალი;

 

სურათი 2. ,, ფიანა ფეილის ‘’დროშა

სურათი 2. ,, ფიანა ფეილის ‘’დროშა

 

სურათი 3 ,, ფინე გაელის’’ დროშა;

სურათი 3 ,, ფინე გაელის’’ დროშა;

 

სურათი 4 ,, შინ ფეინის’’სიმბოლო;

სურათი 4 ,, შინ ფეინის’’სიმბოლო;

 

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *