ირანის ეკონომიკა

შესავალი
ირანი უძველესი ქვეყანაა, უზარმაზარი ისტორიით, არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობით, რესურსების უდიდესი მარაგით. სწორედ ამ უკანასკნელის დახმარებით ქვეყნის ეკონომიკა ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. ქვემოთ განვიხილავთ ირანის გეოგრაფიას და რაც მთავარია, მისი ეკონომიკის წამყვან დარგებს, შემადგენელ სექტორებს, პრობლემებსა და სამომავლო გეგმებს.
1. ზოგადი ცნობები
ირანი ერთ-ერთი უმსხვილესი ქვეყანაა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში და მსოფლიო მასშტაბით მე-18 ადგილზეა ფართობით 1 648 ათასი კვ.კმ. სახელმწიფო განსაკუთრებული გეოსტრატეგიული მნიშვნელობისაა თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი. რადგან ირანი კასპიის ზღვისპირა ქვეყანაა რუსეთი და ყაზახეთიც მისი პირდაპირი მეზობლები არიან. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ავღანეთი და პაკისტანი, სამხრეთით სპარსეთისა და ომანის ყურე, დასავლეთით ერაყი და ჩრდილო-დასავლეთით თურქეთი.
ქვეყნის მთელი საზღვრის სიგრძე 8 000კმ-ია, აქედან 1/3 მოდის საზღვაო საზღვრებზე.
დედაქალაქია თეირანი რომელიც ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია და წარმოადგენს ირანის პოლიტიკურ, კულტურულ, კომერციულ და მსხვილ ინდუსტრიულ ცენტრს. მას უკავია მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და მსოფლიო ეკონომიკაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის დიდი მარაგის საფუძველზე.
ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ძველი არიანადან – “არიელების ქვეყანა”. ეს ტერმინი იხმარებოდა სასანიანთა სახელმწიფოს ძირითადი ნაწილის აღსანიშნავად. თვითონ ირანელები თავის ქვეყანას ყოველთვის ამ სახელით მოიხსენიებდნენ, ევროპელებმა კი სპარსეთი (Persia) შეარქვეს ცენტრალური ოლქის ფარსის ანუ პარსის სახელის მიხედვით. 1935 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ მიმართა მსოფლიოს სახელმწიფოებს, რომ იგი ოფიციალურად მოეხსენიებინათ, როგორც ირანი.
1.1 გეოგრაფია
ქვეყნის უდიდესი ნაწილი განლაგებულია ირანის პლატოზე კასპიის ზღვის სააპიროსა და ხუზესტანის გამოკლებით. მთლიანობაში ის მთიანი ქვეყანაა. ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე გაშლილია ზაგროსისა და კუხუდის მთათა სისტემები. კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროს გაუყვება ელბურსის მთები. სწორედ ელბრუსზეა ირანის ყველაზე მაღალი წერტილი – მთა დამავანდი (5604მ.). ტერიტორიის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებს იკავებს ირანის მთიანეთი. ირანის აღმოსავლეთი უმეტესად დაფარულია უდაბნოებით და ნახევარუდაბნოებით, მათ შორის უდიდესია დეშთე-კევირისა და დეშთე-ლუტის. უდაბნოების არსებობა იმით აიხსნება რომ შეუძლებელია მთების გამო ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლა ხმელთაშუა და არაბეთის ზღვებიდან. რამდენიმე ოაზისის გამოკლებით ეს უდაბნოები მთლიანად დაუსახლებელია. მსხვილი დაბლობები გვხვდებიან მხოლოდ ირანის ჩრდილოეთით, კასპიის ზღვის სანაპიროზე და სამხრეთ-დასავლეთით მდინარე შატ-ალ-არაბის შესართავთან. შედარებით მცირე დაბლობები გვხვდება სპარსეთის ყურის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და ომანის ყურესთნ.
ირანის შიგა რაიონებში ბატონობს მშრალი სუბტროპიკული და ტროპიკული კონტინეტური კლიმატი , კასპიის ზღვისპირეთში – ტენიანი სუბტროპიკული. ნალექების სიუხვით გამოირჩევა ელბრუსის მთების ჩრდილოეთი კალთები. ირანი ჰიდროგრაფიული ქსელით ღარიბი ქვეყანაა. ნიადაგურ და მცენარეულ საფარში ჭარბობს სტეპის და უდაბნოსთვის დამახასიათებელი სახეობები. ტყეებს უკავია ტერიტორიის 17 %.
ირანის ველური ბუნება წარმოდგენილია ცხოველების რამდენიმე სახეობით, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება დათვები, ტახები, მგლები, პანტერები, მელიები, აფთრები. შინაური ცხოველებიდან წარმოდგენილნი არიან: ცხვრები, თხები, ცხენები, ინდური ხარები, ვირები და აქლემები. ფრინველებიდან წარმოდგენილია წერო, არწივი, შევარდენი, ხოხობი,კაკაბი.
1.2 სახელმწიფო
1906-1907 წლებში მიღებული კონსტიტუციის თანახმად ირანი იყო კონსტიტუციური მონარქია, რომლის თავში იდგა შაჰი იგი იყო ასევე შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. შაჰის ინიციატივით კონსტიტუციაში შეტანილმა არაერთმა ცვლილებამ ჩამოაყალიბა ერთპიროვნული მმართველობის რეჟიმი. ეს კი გახდა მთავარი მიზეზი ფართო უკმაყოფილებისა, რომელიც გადაიზარდა 1978 წლის სოციალურ-პოლიტიკურ კრიზისში. 1979 წლის იანვარში კი მოხდა ისლამური რევოლუცია აიათოლა ჰომეინის ხელმძღვანელობით, რომლის შედეგადაც ირანში გაუქმდა მონარქია და შეიქმნა თეოკრატიული ისლამური რესპუბლიკა. შაჰი იძულებული იყო გაქცეულიყო ქვეყნიდან. ამ დროისათვის სახელმწიფოს მეთაურია: სულიერი ლიდერი – აიათოლა საიდ ალი ხამენეი, პრეზიდენტი – მაჰმუდ აჰმადი ნეჯადი.
საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი – მეჯლისი (270 წევრი).
1.3 ადმინისტრაციული დაყოფა
ირანის ტერიტორია იყოფა ოსტნებად, ოსტნები იყოფა შაჰრისტანებად. ოსტნის უდიდესი ქალაქი ხშირად მისი დედაქალაქია. ყოველი ოსტანი იმართება გუბერნატოის მიერ. ირანის დიდი ქალაქები სარგებლობენ სპეციალური უფლებებით. ამჟამად ირანი იყოფა 31 ოსტნად.
1950 წლამდე ირანი იყოფოდა თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბელუჩესტანი, ფარსი, გილანი, არაქ-ე აჯამი, ხორასანი, ხუზესტანი, კერმანი, ლარესტანი, ლორესტანი და მაზანდარანი. 1950 წელს ირანის რეორგანიზაცია მოხდა, რომლის მიხედვით ჩამოყალიბდა ათი ძირითადი პროვინცია საკუთარი დაქვემდებარებული გუბერნიებით: 1960-დან გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა პროვინციის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი პროვინციაც შეიქმნა. ყველაზე ბოლო იყო 2004 წელს, როდესაც პროვინცია ხორასანი გაიყო სამ ახალ პროვინციად.
1.4 მოსახლეობა და რელიგია
ისლამური რევოლუციის შემდგეგ ქვეყანა განიცდის მუდმივ დემოგრაფიულ აფეთქებას. 1979 წლიდან მოსახლეობა გაორმაგდა და 2006 წლისათვის მიაღწია 70 495 782 ადამინს. თუმცა 1990-იან წლებში შობადობამ იკლო. განათლების დონე შეადგენს 84%, ურბანიზაცია – 71%.
ირანელთა რიცხვი საზღვარგარეთ 4 მილიონს აჭარბებს. მათი უმეტესობა ისლამური რევოლუციის შემდეგ წასულია ემიგრაციაში ავსტრალიაში, ჩრდ. ამერიკასა და ევროპაში. ამის გარდა 1996 წლის მდგომარეობით თვითონ ირანში ცხოვრობდა 1 მილიონზე მეტი ლტოლვილი ავღანეთიდან და ვაზირისტანიდან. ირანის მოსახლეობის შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ცხოვრობს 30-ზე მეტი ეროვნების ხალხი და თუ გავითვალისწინებთ ცალკე ეთნიკურ ჯგუფებსა და ტომებს, რომელთაც შემოინახეს თავიანთი კულტურა და წეს-ჩვეულებები, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. მთლიანი მოსახლეობიდან სპარსელები შეადგენენ – 50%, აზერბაიჯანელები – 25%, ქურთები – 7%, გილანელები და მაზანდარანელები – 8%, არაბები – 3%, ლურები – 2%, ბელუჯები – 2%. აქედან გამომდინარე ენობრივი მრავალფეროვნებაც ახასიათებთ და გავრცელებულია სპარსული (58%), თურქული ენები (26%), ქურთული (9%), ლური, (2%), ბელუჯური (1%), არაბული (1%). 2006 წლის მონაცემებით დედაქალაქ თეირანის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს – 7 705 036 ადამიანს, ისპაჰანის მოსახლეობა – 1 602 110, მეშჰედის – 2 427 316.
ირანელების უმეტესობა მუსლიმები არიან. 89% მოსახლეობისა შიიტი მუსლიმია, ეს უკანასკნელი სახელმწიფო რელიგიაა. ერაყის აზერბაიჯანისა და ბაჰრეინის მსგავსად ირანიც ის ქვეყანაა, რომლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი შიიტი მუსლიმია. ირანში მდებარეობს ორი წმინდა ქალაქი მეშხედი და კუმი. ეს უკანასკნელი უმნიშვნელოვანესი რელიგიური ცენტრია მრავალი შიიტური უნივერსიტეტითა და სემინარიით. სუნიტი მუსლიმები მოსახლეობის დაახლოებით 9% შეადგენენ. 2%-ს მიეკუთვნებიან იეზიდები, ქრისტიანები, იუდეველები, ზოროასტრიზმის მიმდევრები და სხვა. ბოლო სამი ოფიციალურად არიან აღიარებულნი და დაცულნი კონსტიტუციით. ამ რელიგიის წარმომადგენლებისათვის დაჯავშნულია ადგილები მეჯლისში, მაშინ როცა სუნიტებს ასეთი პრივილეგიები არ გააჩნიათ.
1.5 მოკლე ისტორია
ირანის პლატო წარმოადგენს ცივილიზაციის ერთ-ერთ უძველეს ცენტრს აზიაში. ზუსტად როდის დაიწყეს ადამიანებმა ამ ტერიტორიაზე დასხლება არ არის ცნობილი თუმცა არის დამამტკიცებელი საბუთები იმისა რომ ქვეყნის ეს რაიონი დასახლებულ იქნა უძველეს დროში. არიელი ტომების მიგრაცია ირანის ტერიტორიაზე დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულში. და უკვე 330 წელს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე წარმოიქმნა პირველი დიდი ირანული სახელმწიფო-აქემენიდების იმპერია. ამის შემდეგბ ქვეყანას მართავდნენ სელევკიდების, სასანიდების, აბასიდების, სელჩუკების, ხორეზმშაჰების, ილხანების, თიორქული, ქაჯართა და ფეხლევთა დინასტიები. და 1979 წელს როდესაც მოხდა ირანელი ხალხის აჯანყება იმამ ხომეინის ხელმძღვანელობით 2500 წლიანი მონარქიული წყობა დაეცა და ჩამოყალიბდა ისლამური რესპუბლიკა.
2. ეკონომიკა
ირანი განვითარებადი ქვეყანაა. ეკონომიკის წამყვანი დარგია მრეწველობა, რომელშიც უდიდესია ნავთობ გაზის ინდუსტრიის როლი. განვითარებულია აგრეთვე მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, მსუბუქი მრეწველობა. სოფლის მეურნეობა სუსტად არის განვითარებული, წამყვანია მემცენარეობა. ბოლო წლებში დაიწყო მომსახურების სფეროს განვითარება
ირანი ამ დროისათვის წარმოადგენს აგრარულ-ინდუსტრიულ სახელმწიფოს. ნავთობის გაყიდვიდან მიღებული უცხოური ვალუტით ქვეყანა სწრაფი ტემპებით ავითარებს თავის მრეწველობას, ქმნის ახალ დარგებს (ნავთობქიმიურ, მანქანათსამშენებლო, მათ შორის საავტომობილო, ავიაციურ და სამხედრო), აფართოებს მეტალურგიულ მრეწველობას.
ირანის ეკონომიკა ნაციონალური წარმოების ფართობით მეთხუთმეტე ადგილზეა მსოფლიოში და უმსხვილესი დასავლეთ აზიისა და ოპეკ-ის სახელმწიფოებს შორის. 2007 წელს ირანმა გადაუსწრო თურქეთს მშპ-ს მაჩვენებლით რითაც გახდა უმსხვილესი ეკონომიკა ისლამურ სამყაროში. 2007 წელს მშპ-მ შეადგინა $852,6 მლრდ. ანუ გაიზარდა 5,8%-ით.
საუდის არაბეთის შემდეგ ირანი მეორეა ნავთობის მარაგით (18 მლრდ. ტონა) და იკავებს 5,5% მსოფლიო ნავთობპროდუქტების ბაზარზე. 2008 წლიდან ირანი ნავთობით ვაჭრობს საკუთარ ბაზარზე ევროებსა და რიალებში. სპარსეთის ყურის 24 გიგანტი საბადოდან 8 ირანში მდებარეობს . მათ შორის აგა-ჯარისა და გეჩსარინი. ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნებს შორის უდიდესია აბადანის საწარმო
ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკონომიკის დივერსიფიკაციას ისეთი დარგების განვითარების წყალობით როგორიცაა ზუსტი მანქანათმშენბლობა, საავტომობილო მანქანათმშენებლობა, სარაკეტო-კოსმოსური მრეწველობა და ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება.
1970-იან წლებამდე ირანი უპირატესად იყო აგრარული ქვეყანა. 1970-იანი წლების დასაწყისში პრემიერ-მინისტრი ამირ-აბას ხოვეიდი დასავლეთ პირველ რიგში კი ამერიკული კომპანიების დახმარებით აქტიურად ატარებდა ეკონომიკის ინდუსტრიალიზაციას და არსებული წარმოების მოდერნიზაციას ქვეყნის შიდა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ მნიშვნელოვანი სოციალური უთანასწორობისა და პოლიტიკურმა დაძაბულობამ 1978 წლის „თეთრი რევოლუციისადმი“ მინიმალური რეზულტატი აჩვენა. ირანში დაიწყო მასიური გაფიცვები, წარმოების მკვეთრი დაცემა. 1979 წლის თებერვალ-აპრილში ქვეყანაში მოხდა ხელისუფლების შეცვლა. ახალი ეკონომიკური კურსი, რომელიცგამოცხადდა ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მიერ, იყო მიმართული ირანის ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ დასავლური ქვეყნებისგან, ასევე მოსახლეობის მაქსიმალური დასაქმებისაკენ. 1980-იანი წლების მანძილზე ირანის ეკონომიკური ზრდა შეაფერხა ერაყთან ომმა. 1990 წლისათვის დაიწყო მოსახლეობის მასობრივი ჩასვლა სოფლებიდან ქალაქებში რამაც ძალიან ცუდად იმოქმედა სოფლის მეურნეობაზე. მე-20 საუკუნის ბოლოსთვის ირანი საკვები პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა გახდა.
ისლამური რევოლუციის ერთ-ერთი მიღწევა გახდა ჯანდაცვისა და განათლების მკვეთრი განვითარება. ახალი ხელისუფლება მეცნიერებაში დებდა უზარმაზარ სახსრებს, რათა მაქსიმალურად შეეცვალათ დასავლური სპეციალისტები საკუთარით და აღმოეფხრათ უწიგნურობა. მაგრამ ამავე დროს ირანის ეკონომიკის ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება უმუშევრობა.
1990-იან წლებში აქტიურად დაიწყო ინფრასტრუქტურის განვითარება, პირველ რიგში ტრანსპორტის: ირანი დაიფარა ხარისხიანი ავტომაგისტრალების ქსელით, მაგრამ სარკინიგზო ტრანპორტს ძალიან პატარა წვლილი შეაქვს სატრანსპორტო გადაზიდვებში. ახალი განვითარების გზას დაადგა საავტომობილო მშენებლობა და ზუსტი მანქანათმშენებლობა. წარმოების სწრაფი ზრდის მიზნით ამ დარგებში ხელისუფლებამ გაატარა აქტიური პრივატიზაცია.
2000-იან წლებში შეინიშნებოდა ეკონომიკის უზრუნვლყოფისათვის ნაციონალური ნავთობგადმამუშავებელი ძალების ნაკლებობა. რამაც ელექტოენერგიის დეფიციტამდე მიიყვანა ქვეყანა. ირანმა დაიწყო დიდი რაოდენობით ბენზინის შესყიდვა საზღვარგარეთ. 2007 წელს ხელისფულებამ დაიწყო ამ მოვლენასთან ბრძოლა როგორც მოკლევადიანი(მოსახლეობისათვის ბენზინის კვოტირება) ისე გრძელვადიანი(ენერგიის ალტერნატიული წყროების განვითარება, პირველ რიგში ატომურის) რეფორმების გატარებით.
ხელისუფლება ეკონომიკური განვითარების გეგმებს ყოფს 5 წლიან პერიოდებად და ბოლო პერიოდი, ეს არის 2005-2010 წლები, გულისხმობს:
• ყოველწლიურად 700 000 ახალ სამუშაო ადგილის შექმნას
• სარკინიგზო გადაზიდვების ყოველწლიურ ზრდას (15%)
• ნავთობპროდუქტების ყოველწლიური წარმოების გაზრდას 56 მლ. ტონამდე
• 6 000 მეგავატი ენერგიის გენერაციას ატომური ელექტროსადგურიდან
• 50-დან 60-მდე მრეწველობის პარკის შექმნას
• უცხოური ბანკების დაშვებას საფინანსო სფეროში.
ამ მაჩვენებლების მიხედვით ხელისუფლება გეგმავს 2025 წლისათის ინვესტიციების დონის გაზრდას ეკონომიკაში 3,7 ტრილიონ დოლამდე, რომელთაგან 1,3 ტრილიონი დოლარი იქნება უცხოური.
2.1 ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები
მომსახურებისა და მრეწველობის სფეროს უკავიათ თითქმის თანაბარი წილი მთლიანი ეროვნული პროდუქტის(მეპ) სტრუქტურაში. პროცენტებით ეს დაახლოებით ასე გამოისახება 45-45%, ხოლო სოფლის მეურნეობას უკავია 10%. 2008 წელს დაახლოებით 55% საბიუჯეტო სახსრებისა მიღებულ იქნა ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ექსპორტით. 31% გადასახადებით. 2007 წლის 21 მარტიდან 2008 წლის 20 მარტამდე მშპ-მ შეადგინა 206,7მილიარდი დოლარი და ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებით ეს იყო 3160 დოლარი.
წელი მშპ-ს მოცულობა (მლრდ. რეალი)
1980 6,6
1985 16,6
1990 34,5
1995 185,9
2000 580,5
2005 1768,7
• 1 დოლარი 11 000 რიალის ტოლია.
2.2 პრივატიზაცია
ირან-ერაყის ომის დასრულების შემდეგ, 1988წელს, ხელისუფლებამ განაცხადა ეკონომიკის მასშტაბური პრივატიზაციის შესახებ, როგორც ნახევრადდანგრეული ეკონომიკის სტიმულაციის საშუალება. ამასთან ერთად პრივატიზაციის პროცესი წავიდა ძალიან ნელა პირველ რიგში საპარლამენტო უმრავლესობის ოპოზიციის გამო. 2007 წელს 70% სამრეწველო წარმოებისა იყო მთავრობის ხელში. მთავრობის საკუთრებაში რჩებიან უმთავრესად მძიმე მრეწველობის საწარმოები(ნავთობქიმიური, შავი და ფერადი მეტალურგია, მანქანათმშენებლობა), მაშინ როცა მსუბუქი მრეწველობა თითქმის მთლიანად პრივატიზირებულია.
ირანის კონსტიტუციის 44-ე მუხლის თანახმად საწარმოები საკუთრების ფორმის მიხედვით იყოფიან:
• სამთავრობო სექტორი – მძიმე მანქანათმშენებლობა, შიდა ვაჭრობა, ნავთობქიმიური მრეწველობა, საბანკო მომსახურება, დაზღვევა, ენერგეტიკა, საინფორმაციო კომუნიკაციები, სატრანსპორტო კომუნიკაციები, ფოსტა, ტელეფონი, ტელეგრაფი.
• კოოპერატიული სექტორი – სპეციალური კოოპერატივები
• კერძო სექტორი – მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, მსუბუქი მრეწველობა, მომსახურების სექტორი.
2.3 ეკონომიკის სექტორები
მშპ მაჩვენებლის 11% უკავია სოფლის მეურნეობის სექტორს. მასში დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 1/4. 45% უჭირავს მრეწველობას მათ შორის ნავთობქიმიურს. აქ დასაქმებულია 30% მოსახლეობისა. 44% უჭირავს მომსახურების სექტორს, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 45%-ს შეადგენს. ექსპორტის 80%-ს შეადგენს მინერალური რესურსები, რომელთა მოპოვებაზე დასაქმებულია მოსახლეობის 1%.
2.4 სოფლის მურნეობა
ირანის ტერიტორიის 20% სახნავ მიწებს უკავია. უმეტესობა ამ მიწებისა განლაგებულია ჩრდილოეთით, კასპიის ზღვასთან ახლოს. ასევე ჩრდილო-დასავლეთით ნესტიან მიდამოებში. ზოგიერთი მათგანი განლაგებულია დაბლობებში, მაგრამ სამხრეთ პროვინციების გვალვიან ადგილებში, რომლებიც მოკლებულნი არიან ირიგაციულ სისტემებს.
სულ ირწყვება ირანის 7,5 მლნ. ჰა მიწა.
სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანეს კულტურებად ითვლება: ჩაი, თამბაქო, კაკალი,ფისტაშკები, შაქრის ლერწამი, შაქრის ჭარხალი, ბამბა, პარკოსანი მცენარეები, ბრინჯი, შვრია და ხორბალი.
მეცხოველეობა დაფუძვნებულია აქლემების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, თხებისა და ცხვრების მოშენებით.
2002 წელს წარმოებულ იქნა დაახლოებით 46,5 მილიონი ტ. სასოფლოსამეურნეო პროდუქცია. მათ შორის 12,6 მლნ. ტონა ხილი, 5,7მლნ. ტონა რძე, 5,1მლნ. ტონა კვერცხი. ამ ყველაფერმა გადააჭარბა დაგეგმილს. თუმცა ამასთან ერთად ხორცის წარმოება შემცირდა 2%-ით
2.5 მრეწველობა
როგორც ვთქვით, ირანი ნავთობისა და გაზის მარაგით მსოფლიოში იმყოფება მეორე ადგილზე. აქ არის ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური საწარმოები. ხდება ნავთობის, ქვანახშირის, გაზის, სპილენძის, რკინის, მარგანეცის და რკინა-თუთიის მადნების მოპოვება. ფართოდ არის წარმოდგენილი მანქანათმშენებლობა და მეტალოდამუშავება, საკვები და საფეიქრო მრეწველობა. განვითარებულია ხალიჩებისა და ლურსმნების კუსტარული წარმოება.
2.6 საავტომობილო მრეწველობა
ბოლო წლებში საავტომობილო მრეწველობა იზრდება სწრაფი ტემპებით. ქვეყანაში არის საკუთარი ქარხნები, რომლებიც აწარმოებენ ავტომობილებს. ასეთებია: Iran Khodro Industrial, Pars Khodro, Saipa, Kerman Khodro, Bahman Autos და Kish Khodro. უმსხვილესმა სამრეწველო ჯგუფმა „Iran Khodro Industrial“ აითვისა ირანული მსუბუქი ავტომობილის Samand X7 გამოშვება. მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ამ ავტომობილს გააჩნია ბევრი ნაკლი. რომლებიც სახიფათოა ეკოლოგიისათვის და წვავს ბევრ საწვავს. ასევე მოგვარებულია თანამშრომლობა ფრანგულ საავტომობილო გიგანტებთან როგორებიცაა: Peugeot და Reno.
2.7 ენერგეტიკა
ირანს გააჩნია ბუნებრივი გაზის მსოფლიო მარაგის 16%. ძირითადი განთავსებულია სპარსეთის ყურის შელფზე და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით.
2010 წლისათვის იგეგმებოდა გაზის მოპოვების გაზრდა 290 მლრდ. მ3-მდე წელიწადში. 2005 წელს ირანი თურქეთს აწვდიდა 7 მლრდ. მ3 გაზს. ამავე წელს იქნა გახსნილი გაზსადენი ირანსა და სომხეთს შორის.
გაზის ექსპორტის გაფართოებასთან დაკავშირებით შესაძლებელია აღდგეს გაზსადენი IGAT, რომელიც მოიცავს IGAT-1 სიმძლავრით 9,6მლრდ. მ3 წელიწადში (აიგო 1970 წელს სომხეთსა და აზებაიჯანში გაზის მიწოდების მიზნით) და ასევე IGAT-2 სიმძლავრით 27 მლრდ მ3, რომლის მშენებლობა შეჩერდა ისლამური რევოლუციის დროს. ორივე მილსადენი საჭიროებს რეკონსტრუქციას და მათი აღდგენა ირანს მისცემს საშუალებას გაზი მიაწოდოს ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის გავლით. ასევე განიხილება მოქმედი გაზსადენის (ირანი-თურქეთი) გაფართოების გეგმა, რომელიც დააკავშირებს ირანსა და საბერძნეთს.
ირანი მოიპოვებს 4,2 მლნ. ბარელ ნავთობს დღე-ღამეში, აქედან დაახლოებით 2,7 მლნ. ბარელი გადის ექსპორტზე. იგი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ნავთობის ექსპორტით, მეორე OPEC-ის ქვეყნებს შორის და უმსხვილესი ჩინეთის ნავთობმიმწოდებლებს შორის.
ირანის კონსტიტუციის თანახმად იკრძალება უცხოურ კომპანიებზე ნაციონალური ნავთობმომპოვებელი საწარმოების აქციების გაყიდვა ან მათთვის კონცესიების გაცემა ნავთობის მოპოვებაზე. ნავთობის ბუდობების დამუშავებას აწარმოებს ირანული ნაციონალური ნავთობის კომპანია(ინნკ). 1990-იან წლებში სანავთობო დარგებში მოვიდნენ უცხოური ინვესტორები(ფრანგული: „Total“ და „Elf Aquitaine“, მალაიზიური: „Petronas“, იტალიური: „Eni“, ჩინეთის ნციონალური ნავთობის კომპანია და ბელორუსიის: „Белнефтехим“) რომლებიც კონტრაქტის მიხედვით იღებდნენ მოპოვებული ნავთობის ნაწილს და კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ გადასცემდნენ ბუდობებს ინნკ-ს.
იმის მიუხედავად რომ ირანს გააჩნია ნახშირწყალბადების კოლოსალური მარაგი, იგი განიცდის ელექტროენერგიის დეფიციტს. ელექტროენერგიის იმპორტი 500 მლნ. კილოვატ-საათით აღემატება ექსპორტს. ამ მხრივ შემუშავებული ნაციონალური პროგრამა გულისხმობს სიმძლავრეების ამუშავებას, რათა მოხდეს დამატებით 53 ათასი მეგავატის მოპოვება. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ჰიდროელექტროენერგიისა და ატომური ენერგეტიკის განვითარებას. პირველი ატომური ელექტროსადგური შენდება ბუშერში(ქალაქი ირანში) რუსეთის შუამავლობით.
2.8 ტურიზმი
ირანის ტურისტული ინდუსტრია ძალიან დაზარალდა ირან-ერაყის ომის შემდეგ. თუმცა დღესდღეობით იგი აღორძინების გზას ადგას. 2003 წელს გაცემულ იქნა 300 000 ტურისტული ვიზა. უმეტესობა მათგანი იყო მეზობელი ისლამური ქვეყნებიდან, რომლებიც მეშხედსა და კუმში მიემგზავრებოდნენ. 2004 წელს ირანი მოინახულა 1,7 მლნ. უცხოელმა ტურისტმა. თუ მუსლიმებისათვის ძირითად ინტერესს წარმოადგენენ წმინდა ადგილები, ევროპელებისათის მთავარ ინტერესს წარმოადგენს არქეოლოგიური გათხრები და უძველესი ძეგლები. 2004 წელს ტურინდუსტრიის შემოსავალმა გადააჭარბა 2 მილიარდ დოლარს. ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის არასრულყოფილი ინფრასტრუქტურა.
იმ დროს, როდესაც ირანი იმყოფება საერთაშორისო ტურიზმისთვის 10 ყველაზე მიმზიდველ ქვეყანას შორის, ბიუჯეტში ტურიზმით შესული თანხით ქვეყანა 68-ე ადგილზე იმყოფება. 1,8% მოსახლეობისა დაკავებულია ტურისტული ბიზნესით. პროგნოზების მიხედვით ეკონომიკის ეს სექტორი პერსპექტიულია ქვეყნისთვის. უახლოეს წლებში მოსალოდნელია მისი გაზრდა 10%-ით
2.9 ტრანსპორტი
ირანს გააჩნია განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
საავტომობილო მაგისტრალების ქსელი აკავშირებს ერთმანეთთან პრაქტიკულად ყველა ქალაქს. 2002 წელს ირანში გაყვანილ იქნა 178 000 კმ-იანი საავტომობილო გზა. მათაგნ 117 000 მყარი ასფალტირებული საფარით.
გაყვანილია 8 300კმ-იანი სარკინიგზო გზა. სარკინიგზო კავშირი მყარდება შემდეგ სახელმწიფოებთან:
• აზერბაიჯანი
• პაკისტანი
• თურქმენეთი
• თურქეთი
იგეგმება სარკინიგზო გზის გაყვანა ავღანეთსა და ერაყში.
ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს 321 სამოქალაქო აეროდრომი. ნაციონალური ავიაგადამყვანია “IRAN AIR”
ირანი მდებარეობს ორი ზღვის: კასპიისა და არაბეთის სანაპიროებზე. აქედან გამომდინარე განვითარებულია საზღვაო ტრანსპორტიც. უმსხვილესი პორტებია: ბენდერ აბასი-სპარსეთის ყურის სანაპიროზე და ენზელი-კასპიიის ზღვის სანაპიროზე.
მსხვილ ქალაქებში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. და 6 ქალაქში მიმდინარეობს მეტროპოლიტენის მშენებლობა.
მილსადენების სიგრძე არის 34 000 კმ. მათგან 17 000-გაზსადენები, 16 000- ნავთობსადენები.
2.10 ვაჭრობა
• ექსპორტი: 63,18 მილიარდი დოლარი
• საექსპორტო: ნავთობი, ქიმიკატები, ხილი და ტხილი, ნოხები
• საექსპორტო პარტნიორები: იაპონია 16,9%, ჩინეთი 11,2%, იტალია 6%, სამხრეთ კორეა 5,8%, თურქეთი 5,7%, ნიდერლანდები 4,6%, საფრანგეთი 4,4%, ტაივანი 4,1%
• იმპორტი: 45,58 მილიარდი დოლარი
• საიმპორტო : იარაღი, ავტომობილები და მოწყობილობები.
• საიმპორტო პარტნიორები: გერმანია 13,9%, გას 8,4%, ჩინეთი 8,3%, იტალია 7,1%, საფრანგეთი 6,3%, სამხრეთ კორეა 5,4% და რუსეთი 4,9%
გამოყენებული ლიტერატურა:
- http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%AD%D0%BA%D0%BE%D0%BD%D0%BE%D0%BC%D0%B8%D0%BA%D0%B0_%D0%98%D1%80%D0%B0%D0%BD%D0%B0#.D0.9F.D1.80.D0.B8.D0.BC.D0.B5.D1.87.D0.B0.D0.BD.D0.B8.D1.8F
- http://www.panasia.ru/main/iran/economic/
- http://www.easttime.ru/countries/topics/2/11/93.html
- http://country.turmir.com/sub_1083.html
- http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%AD%D0%BA%D0%BE%D0%BD%D0%BE%D0%BC%D0%B8%D0%BA%D0%B0_%D0%98%D1%80%D0%B0%D0%BD%D0%B0