ინგლისური ენის პოპულარიზაციის საკითხები საქართველოში

ინგლისური ენა საქართველოში
ინგლისური ენა საქართველოში

       ცნობილია, რომ ინგლისური ენის როლი როგორც საერთაშორისო ურთიერთობის   საშუალებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არის საშიშროება იმისა, რომ მისი გლობალური სტატუსი ხელს შეუშლის ამერიკული კულტურის წყალობით სხვა ქვეყნებისა და კულტურის განვითარებას. ეს საკითხები დიდი ხანია მეცნიერებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრშია და ფართო მსჯელობის საგნად არის ქცეული.

        სხვა მცირერიცხვოვანი ერებისგან განსხვავებით, რომელთაც ვერ შეძლეს გამკლავებოდნენ გლობალიზაციას, ჩვენ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ ენას. ქართული სალიტერატურო ენა დიდი ტრადიციების მქონეა. ქართული ენა ინარჩუნებს მთლიანობას. მაგრამ მსგავსად სხვა ენებისა ის ხვდება ბარბარიზმების, ნასესხები სიტყვების, ნეოლოგიზმების და ინტერნაციონალიზმების გავლენის ქვეშ. მიუხედავად იმის, რომ ევროპის ქვეყნებში ინგლისური ენა ითვლება სამუშაო ენად ყოველი ქვეყანა ცდილობს შეინარჩუნოს თვითმყოფადობა ზუსტად მშობლიური ენის სიწმინდის დაცვით. მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში ან იტალიაში ნებისმიერ გამვლელს რომ შეეკითხო ინგლისურად პასუხს არ გაგცემენ, თუმცა, ყველას ესმის. ისინი პატივს სცემენ საკუთარ ენას.

   ქართველები ადრე ვზრუნავდით, რომ შეგვენარჩუნებინა ენის სიწმინდე, დაგვეცვა და გადაგვერჩინა ის. იქმნებოდა სპეციალური, ქართული ენის ნორმების დამდგენი კომისიები, რომლებიც აწესებდნენ სწორ სალიტერატურო ნორმებს. მათ შექმნეს უამრავი ორთოგრაფიული თუ განმარტებითი ლექსიკონი. პირველი ასეთი ორგანო იყო 1921 წელს გამსახკომთან დაარსებული ტერმინოლოგიათა შემმუშავებელი საბჭო, რომელმაც ნაყოფიერი მუშაობა გასწია ივანე ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით. 1925 წელს სამთავრობო დონეზე დაარსდა ცენტრალური სატერმინოლოგიო კომისია. 1934 წელს საქართველოს სახალხო კომისარიატთან დაარსდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი რესპუბლიკური კომისია, 30 კაცის შემადგენლობით. ამ კომისიამ 1936 წელს ცალკე წიგნად გამოსცა “სალიტერატურო ქართულის ნორმები.” 1941 წელს პირველად გამოიცა ვ.თოფურიასა და ი.გიგინეიშვილის მიერ შედგენილი “ორთოგრაფიული ლექსიკონი.” 1966 წლიდან ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაარსდა სპეციალური კრებული ”ქართული სიტყვის კულტურის საკითხები,” რომელშიც მუდმივად აისახებოდა სალიტერატურო ენის სიწმინდის სფეროში წარმოებული კვლევის შედეგები. 1998 წელს სამთავრობო დონეზე შეიქმნა სახელმწიფო ენის ფუნქციონირების, ქვეყნის ენობრივი “მეურნეობის” სპეციალური მაკონტროლებელი ორგანო _ ”საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა” ლევან ღვინჯილიას მეთაურობით, რომელიც ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ გაუქმდა.

        დღეისათვის აღარც ერთი მსგავსი ორგანო აღარ მოქმედებს, არადა  ყველაზე მეტად სწორედ ახლა გვჭირდება მათი არსებობა. თანამედროვე მეტყველებაში უამრავ ენობრივ დარღვევას ვაწყდებით. სალიტერატურო ნორმები, გრამატიკული მოდელები ზოგჯერ ისეა დამახინჯებული, რომ ნამდვილად სამარცხვინოა. ამ დამახინჯებას ხელს უწყობს უცხო ენებიდან შემოსული, ქართულისათვის შეუფერებელი ბარბარიზმები და კალკები, რაც “ჰარმონიას ქმნის” ახალგაზრდების საყვარელ ჟარგონთან.

   ყველაზე მრავალფეროვანი ენაც კი განვითარებასთან ერთად საჭიროებს ახალი საგნებისა თუ მოვლენების შესაბამის სიტყვებს, რომლებიც ძირითადად ნეოლოგიზმების სახით მკვიდრდება, მაგრამ ზოგჯერ ნეოლოგიზმი და ბარბარიზმი ერთმანეთში გვერევა. როგორც ლევან ღვინჯილიამ გვითხრა, ”ბარბარიზმები უკანონოდ დამკვიდრებული სიტყვები არიან,” ხოლო ავთანდილ არაბულის თქმით, ბარბარიზმები შემოსვლისთანავე უნდა მოვსპოთ და ქართულად ავაჟღეროთ.

     რუსული ბარბარიზმები ახლა უცნაურად გვხვდება ყურში  და ყველას ესმის, რომ მათი გამოყენება არ შეიძლება. მითუმეტეს, ახლა, როდესაც რუსულმა ენამ ჩვენს ქვეყანაში შეიძინა „მტრის ენის“ სტატუსი. ხოლო ინგლისურიდან შემოსული სიტყვები არ აღიქმება ბარბარიზმებად. პირიქით, მიდის პროპაგანდა მათი გამოყენების მხარდასაჭერად. აქ საუბარი არაა ინტერნაციონალურ სიტყვებზე, რომელთაც არ გააჩნიათ შესატყვისი ქართულ ენაში და რომელთა შემოსვლა და დამკვიდრება გამოიწვია ტექნოლოგიურმა პროგრესმა, გლობალიზაციამ ან კიდევ სხვა გარემოებამ. საქმე ეხება ისეთ სიტყვებს, როგორიცაა, მაგალითად, prioritaire “პრიორიტეტული” –(უპირატესი), creative  “კრეატიული”- (შემოქმედებითი), result “რეზულტატი”- (შედეგი), weekend “უიქენდი”- (შაბათ–კვირა),  event “ივენთი”- (ღონისძიება), fashion week “ფეშენვიკი” (მოდის კვირეული), remake “რიმეიქი” (გადამუშავება), mail “მეილი” (ფოსტა), price list “ფრაის ლისტი” (ფასების ჩამონათვალი), party “ფართი” (წვეულება), sale “სეილი” (ფასდაკლება),  celebrity/ face “სელებრითი”/ “ფეისი” (ცნობადი სახე),  ID card “აიდი ბარათი” (პირადობის მოწმობა) და სხვა. (ჯობავა 2012)

         საქართველოს მთავრობა აქტიურად ახდენს ინგლისური ენის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით განათლების სფეროში. ინგლისური ენა გახდა აუცლიებელი, როგორც სასკოლო, ასევე საუნივერსიტეტო პროგრამაში. 2012 წლის თებერვალში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოსცა ბრძანება (ბრძანება # 40), რომლის მიხედვით  არცერთი ბაკალავრი არ მიიღებს დიპლომს და ბაკალავრის წოდებას სანამ არ ჩააბარებს ინგლისურის გამოცდას B2 დონეზე. ეს ნიშნავს, რომ ყველამ უნდა აუცილებლად ისწავლოს ინგლისური ენა, ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტმა. ეს აყენებს ინგლისურ ენას პრივილიგირებულ მდგომარეობაში სხვა ენებთან შედარებით და ფაქტიურად შემოაქვს ინგლისური ენა მეორე სახელმწიფო ენად.

        პრეზიდენტის თქმით  ხელი უნდა შევუწყოთ ინგლისურენოვანი თაობის აღზრდას. ამ მიზნით ყოველწლიურად ჩამოყავთ ინგლისურენოვანი მასწავლებლები, რომლებიც სულაც არ არიან სპეციალობით მასწავლებლები და ქართველ სკოლის მოსწავლეებს თავს ახვევენ საკუთარი ინგლისურის მრავალ აქცენტს, სახეობას და ვერსიას. მათ არ გააჩნიათ კვალიფიკაცია მეთოდურად გამართულად შეასწავლონ უცხო ენა.

       რუსთავი 2 ზე ღამის საათებში ყველა ფილმი გადის ინგლისურ ენაზე, ქართული სუბტიტრებით. ეს იგივეა, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს, როცა მხოლოდ რუსულად იყო ფილმები და გასართობი გადაცემები.

    ინგლისური ენის ცოდნა მთელ მსოფლიოში პრესიჟულია. მასზეა დამოკიდებული სამსახურეობრივი იერარქიის კიბეებზე ასვლა, კარიერის გაკეთება ადამიანთა საქმიანობის ყველა სფეროში. ამ უპირატესობით სარგებლობენ ნებისმიერი დონის ინგლისური ენის მცოდნეები. ყოველივე ეს ის სარგებელია,რომელსაც ინგლისურენოვანი ხალი იღებს ამის წყალობით, რომ მათი ენა საერთაშორისო ურთიერთობის საშულაებაა.

     უცხო ენის   სწავლა ინგლისურენოვან სამყაროში არც თუ ისე პოპულარულია გარკვეული მიზეზის გამო. “მთელი მსოფლიო სწავლობს ჩვენს ენას , ყველა ოდნავ მაინც განათლებული ადამიანი სწავლობს ან იცის ინგლისური, ჩვენ არ გავქვს შიშის საფუძველი“. გარკვეულწილად ინგლისური ენა ხელს შეუშლის ინგლისურენოვან ეროვნებათა ბიზნესს: საზღვარგარეთ მათი კომპანიები და წარმოებები ბევრს კარგავენ იმით, რომ მათმა წარმომადგენლებმა საზღვარგარეთ არ იციან, არ სწავლობენ ადგილობრივ ენებსა და მის კულტურას. სწავლობენ მხოლოდ მეზობლის ენას:ინგლისელები-ფრანგულს, ამრიკელები-ესპანურს, ავსტრალიელები-ჩინურს ან იაპონურს. 2004 წლის მონაცემებით 90%ბრიტანელი წყვეტს უცხო ენის შესწავლას 16 წლიდან. ეს , რასაკვირველია, მინუსია, რამდენადაც სხვა ენების ცოდნა მისი მეშვეობით-კულტურის, სულიერად ამდიდრებს ადამიანს, აფართოებს ჰორიზონტს, ავითარებს ახალ მსოფლმხედველობას. სრულიად მართებულად შენიშნა გოეთემ, რომ უცხო ენის შესწავლა საჭიროა იმისთვისაც, რომ დაეუფლო შენს მშობლიურ ენას. რ.ფილიპსონს თავისი გამოცდილებიდან  მოჰყავს მაგალითი ევროკავშირის სტუდენტური გაცვლითი პროგრამების ფარგლებში.

          ბრიტანელი სტუდენტები, რომლებიც გაცვლითი პროგრამით ჩამოდიოდნენ დანიაში, ხშირად ჩამორჩებოდნენ ინგლისური ენის ცოდნაში მასპინძლებს. სამწუხაროდ, ბრიტანელების სიძულვილი ყოველგვარი უცხოურისადმი ამ მომენტიდან არის დაკავშირებული. არ შეიძლება დარჩე გულგრილი ხალხისადმი, რომლის ენასაც სწავლობ. ამიტომ,მთელი მსოფლიო,რომელიც სწავლობს ინგლისურ ენას, განიცდის განსაკუთრებულ გრძნობას ადამიანებისადმი, რომლებიც ფლობენ ამ უნარს. დავიბრუნდეთ კითხვას-რით ემუქრება ინგლისური ენის სტატუსი, როგორც გლობალური ურთიერთობის საშუალება,თვით ინგლისურენოვან ხალხს? კრისტალის აზრით, ასეთ სიტუაციაში წარმოიშობა ლინგვისტიკური ელიტა,რომლებიც ენას პირადი სარგებლობისთვის, კერძოდ სხვასასხვა სფეროში მანიპულირებისათვის იყენებენ. ძალიან მნიშვნელოვანია:როგორც კი იქცა ინგლისური საერთაშორისო ურთიერთობის ენად, ის თითქოს გადაკეთდა საერთო სამომხმარებლო საშუალებად, ამასთან იქცა საერთაშორისო გლობალურ ღირებულებად.ამას უკავშირდება შემდეგი ორი პროცესი:1. რამდენადაც ძირითადი იდეა ამ სამუშაოსი მდგომარეობს იმაში,რომ ენა-ეს არა მარტო ბარიერია, გამყოფია ხალხისა, არამედ ფარიც, დამცველი ნაციონალური ინტერესებისა და თვითმყოფადობისა. ინგლისურენოვანმა ხალხმა, როგორც კი თავისი მშობლიური ენა სხვას ჩაუგდო ხელში, დაკარგეს თავისი ფასი და ამის გამო ემუქრებათ ნაციონალური იდენტურობის დაკარგვა.

            თითქოს გლობალურ ვიტრინაზე საგამოფენოდ გამოიტანეს სარეკლამო წარწერით: “ისარგებლეთ, ჩვენი ენა, თქვენი ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა“. ყველა სარგებლობს და მსურველთა რიცხვი ყოველდღე იზრდება. (ტერმინასოვა 2010:91-105)

        როგორც ცნობილია, ენა ასრულებს ორ ისეთ ძირითად ფუნქციას, როგორიცაა იდენთიფიკაციისა და ურთიერთობის საშუალება. თავის გლობალურობის გამო ინგლისურმა ენამ იდენთიფიკაციის ძალა დაკარგა, ის გახდა გამჭვირვალე. მას ყველა სწავლობს, აკრიტიკებს, სესხულობს ყველაფერს იმას, რასაც ირეკლავს ინგლისური ენის სარკე. ეს იმიტომ მოხდა, რომ ის გახდა საერთაშორისო ურთიერთობის   საშუალება.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               იმდენად, რამდენადაც მთელი მსოფლიოს ხალხებს მიეცა ინგლისური ენის მოხმარების უფლება, განსაკუთრებით მრავალრიცხოვანმა ერებმა ის მოარგეს თავიანთ ენას და შექმნეს ისეთი თავისებური ვარიანტები როგორიცაა: ამერიკული, ავსტრალიური, კანადური, ბრიტანული, ინდური, ჩინური, იაპონური, რუსული და ა.შ.

          როცა ერთი ენით სარგებლობს სხადასხვა ენოვანი, მილიონობით ადამიანი, არ შეიძლება არ აისახოს ამ ენის ხარისხობრივ მაჩვენებელზე. რამდენადაც დიდია რაოდენობა უცხოელი მომხმარებლისა ენის ძირითად მფლობელთან შედარებით, იმდენად ემუქრება საშიშროება ნატურალურ ინგლისურს. ამის დასტურია ის, რომ საერთაშორისო კრებულში დასაბეჭდად დაიწუნეს ძირითადი ინგლისური ენის მფლობელის ნაშრომი და მოსთხოვეს შეეცვალა, რადგანაც მისი ინგლისური სხვებისას ჰგავდა.ეს ანეკდოტური ისტორია იქნებ დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით.

        როგორც ასეთი, ზუსტი, ნამდვილი ინგლისური არ არსებობს. არის რამდენიმე ვარიანტი ნამდვილი ინგლისურისა: ბრიტანული და ამერიკული. მათ შორის განსხვავება შეუჩერებლივ ღრმავდება. ბრიტანული ვარიანტი უფრო პრესიჟულია, ამერიკული-უფრო პრაქტიკული, კარიერისთვის მომგებიანი. უფროსი თაობა ზოგიერთ ქვეყნებში, როგორც წესი, ემხრობა ბრიტანულ ვარიანტს. ახალგაზრდობა კი-ამერიკულს:ორივე ვარიანტს დიდი პრობლემა შეექმნა. ამერიკა-ემიგრანტების ქვეყანაა, ამერიკული ენა წარმოდგენილი ვარიანტების უხვი კოლექციით, დაწყებული ყველაზე პრიმიტიული.   World English წამოიჭრება ადვილად და სწრაფად. აქეედან გამომდინარე წარმოიშობა რეგიონული ვარიანტები და არსებობს საშიშროება იმისა რომ ინგლისურმა ენამ ლათინურის ბედი გაიზიაროს, ლათინურისა, რომელიც მოკვდა,მაგრამ თავისი ვარიაციების საფუძველზე წარმოიშვა რომანულ ენის ოჯახი (ფრანგული, ესპანური, იტალიური და ა.შ.)

                ტერმინი World English გახდა ძალიან პოპულარული და ამავე სახელწოდების სამეცნიერო ჟურნალი გამოიცემა ოქსფორდში ( ბრიტანეთში) და ბოსტონში (ამერიკაში). 2005 წლის ნოემბრის ნომერი იყო მიძღვნილი „რუსული“ ინგლისურისადმი. მრავლობითი რიცხვი გვაღელვებს: ნუთუ საქართველოშიც არის სხვადასხვა ვარიანტი ქართული ინგლისურისა. იგივე შეიძლება ვთქვათ „ქართულ“ინგლისურზე.

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *