თურქეთის ჰუმანური განვითარების ინდექსი

ჰუმანური განვითარების ინდექსი

ჰუმანური განვითარების ინდექსი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის წარმოადგენს ინდიკატორს მისი განვითარებისა. იგი აერთიანებს ისეთ საზომებს როგორიცაა: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, განათლების დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. Aჰუმანური განვითარების ინდექსი გაეროს მიერაა აღიარებული ადამიანური განვითარების განსაზღვის მთავარ საშუალებად. Mმისი მთავარი დანიშნულებაა განსაზღვროს ქვეყნის ადამიანური განვითარების დონე, რომელიც ასევე იმ ქვეყანათა ჯგუფს განსაზღვრავს რომელსაც ეს ქვეყანა მიეკუთვნება. ეს ჯგუფებია: განვითარებულ, განვითარებად და დაბალგანვითარებულ ქვეყანათა ჯგუფები. ზოგადად, “ჰუმანური განვითარება” ესაა კონცეფცია “გაერთიანებული ერების განვითარების” მიხედვით, ეხება ადამიანთა შესაძლებლობის ზრდის პროცესს, შემოსავლების ზრდას, დასაქმებას, ჯანდაცვას, განათლების მიღებისათვის უკეთესი პირობების შექმნას და ა.შ.
ეს ინდექსი 1980 წელს შეიმუშავეს პაკისტანელმა ეკონომისტმა მაჰბუბ ელ ჰაქმა და სერ რიჩარდ ჯოლიმ. მას შემდეგ “გაეროს განვითარების პროგრამა” ყოველწლიურად თავის “ჰუმანური განვითარების ანგარიშში” იყენებს ამ ინდექსს.
ჰუმანური განვითარების ინდექსი ადგენს კრიტერიუმებს და გვიჩვენებს ამ კრიტერიუმების მიხედვით თუ რა საფეხურზეა ესა თუ ის ქვეყანა. Eეს ყველაფერი გამოსახულია მაჩვენებლით 0-დან 1-მდე.
1994 წელს ჰუმანური განვითარების ინდექსის ყოველწლიურ ანგარიშსს დაემატა კიდევ ერთი ფაქტორი __ გენდერული ფაქტორი და ქალთა შესაძლებლობების გაფართოების მაჩვენებელი. Mმას შემდგ ეს ფაქტორი ჰუმანური განვითარების ინდექსის შემადგენელი ნაწლია.
როგორც უკვე აღვნიშნე, ჰუმანური განვითარების ინდექსი შედგება 3 კომპონენტისგან.

1. Mმოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელიც ასახავს საშუალო მოსალოდნელი მუშაობის დროს ამა თუ იმ პიროვნების სიცოცხლის ხანგრძლივობას.
2. განათლების დონე. თუ როგორ იზომება ცოდნა ზრდასრულ მოსახლეობაში და გაერთიანება დაწყებით, საშუალო და უმაღლეს სასწავლებლების ჩარიცხვის საერთო კოეფიციენტი.
3. ცხოვრების დონე იზომება ნატურალური ლოგარითმით მთლიანი შიდა პროდუქტიდან ერთ სულ მოსახლეზე მყიდველობითი უნარის გათვალისწინებით ამერიკულ დოლარებში.
შემდეგ ხდება სამივე კომპონენტის გაერთიანება და გამოანგარიშდება რიცხვი რომელიც ხვდება 0-დან 1-მდე ინტერვალში

X-(მინიმალური)
——————————————————-
(მაქსიმალურს) – (მინიმალური)
სადაც X-ში აღებულია ქვეყნის მონაცემები, ხოლო (მინიმალურში) ის მინიმალური მონაცემები, რაც არსებობს მსოფლიოში. შესაბამისად (მაქსიმალურში) იწერება ის მაქსიმალური მონაცემი, რაც მსოფლიოში არსებობს. შემდეგ ეს სამივე კომპონენტი ჯამდება და ვიღებთ განვითარების ინდექსს.
ჰუმანური განვითარების ინდექსი გვაძლვს საშუალებას შევიქმნათ ძირითადი წარმოდგენა ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ.
Hჰუმანური განვითარების ინდექსის მსოფლო მაშტაბით რუკაზე დატანით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებს შორის ცხოვრების დონე ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ერთი შეხედვით ჰუმანური განვითარების ინდექსის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება ჩრდილო ამერიკის ჩრდილოეთი ნაწილი, ევროპის დასავლეთი, ცენტრალური და სამხრეთ ნაწილი, აზიიდან მხოლოდ იაპონია და ავსტრალია-ოკეანეთიდან ავსტრალია და ახალი ზელანდია. Hადამიანის განვითარების ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აფრიკაში და აზიის სამხრეთ რეგიონის ქვეყნებში ფიქსირდება.
ახლა კი, ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით განივხილავ თურქეთის რესპუბლიკის მაგალითს.

              თურქეთი (ოფიციალურად თურქეთის რესპუბლიკა) ქვეყანა ევრაზიაში, რომელიც ანატოლიის ნახევარკუნძულზე მდებარეობს დასავლეთ აზიაში და თრაკეზე (რუმელია) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბალკანეთის რეგიონში. თურქეთს ესაზღვრება რვა ქვეყანა: ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, სომხეთი, Aაზერბაიჯანი(ნახიჩევანი), ირანი, ერაყი და სირია. სამხრეთით თურქეთს ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა, დასავლეთით ეგეოსის ზღვა, ხოლო ჩრდილოეთით შავი ზღვა. Aნატოლიას თრაკესაგან აშორებს მარმარილოს ზღვა და თურქეთის სრუტეები(ბოსფორი და დარდანელი), რომლებსაც აზიასა და ევროპას შორის საზღვრად მიიჩნევენ, რის გამოც თურქეთი ტრანსკონტინენტური ქვეყანაა.
Oორ კონტინენტზე სტრატეგიული მდებარეობის გამო თურქეთის კულტურა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრადიციათა უნიკალური ნაზავია. ძლიერი ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური გავლენით რეგიონში ევროპას, ცენტრალურ აზიას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის, თურქეთმა ბოლო საუკუნეებში სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა.
თურქეთი დემოკრატიული, სეკულარული, უნიტარული, კონსტიტუციური რესპუბლიკაა. Mისი თანამედროვე პოლიტიკური სისტემა 1923 წელს ჩამოყალიბდა Mუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით, რომელიც მთავრობაში პირველი მსოფლიო ომის ბოლოს ოსმალეთის იმპერიის დაცემის შემდეგ მოვიდა.Mმას შემდეგ თურქეთი სულ უფრო მჭიდროდ ხდება ინტეგრირებული დასავლეთთან: ევროპის საბჭოში, ნატოში, OEჩD, OშჩE და G-20-ში გაწევრიანებით. თურქეთმა ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე მოლაპარაკება 2005 წელს დაიწყო, იყო რა ევროპის ეკონომიკური საბჭოს ასოცირებული წევრი 1963 წლიდან და საბაჟოს კავშირის წევრი 1995 წლიდან. Aამასთან ერთად, როგორც მეტწილად მუსულმანური (ძირითადად სუნიტური) ქვეყანა, თურქეთი აგრძელებს ახლო კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინდუსტრიალ ურთიერთობებს აღმოსავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიასთან, ისეთ ორგანიზაციებში წევრობით, როგორიცაა OIჩ და EჩO. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს კლასიფიკაციით თურქეთი განვითარებული ქვეყანაა, ხოლო პოლიტიკური მეცნიერებისა და ეკონომისტების შეფასებით ის რეგიონალური ზესახელმწიფოა.
თურქეთის სახელი “თüრკიყე” თურქულ ენაზე შეიძლება დაიყოს ორ სიტყვად: თüრკ, რაც ნიშნავს “ძლიერს” ძველ თურქულზე და ზოგადად აღნიშნავს თურქეთის მცხოვრებს, ან თურქ ხალხთა წარმომადგენელს, “თუ-ქინ”-ის გვიანდელი ფორმა, სახელი, რომელიც ჩინელებმა შეარქვეს ცენტრალური აზიის ალთაის მთების სამხრეთით მცხოვრებ ხალხს ძვ.წ. 117 წლისთვის; და აბსტრაქტული სუფიქსი -იყე ( წარმოებული არაბული ბოლოსართი -იყყა-სგან, მაგრამ ასევე ასოცირდება შუასაუკუნეების ლათინური სუფიქსი -ია-სთან სიტყვაში თურცჰია, და შუასაუკუნეების ბერძნულ სუფიქსთან –ία სიტყვაში Τουρκία), რაც ნიშნავს ”მესაკუთრეს” ან “მონათესავეს”. Pპირველი დოკუმენტური წყარო, სადაც ტერმინი “თüრკ” ან “თüრüკ” არის ნახსენები, როგორც აუტონიმი, არის ცენტრალური აზიის გიოქთურქების (Göკტüრკს ორხონის წარწერები (დაახ. VIII ს.).
თურქული ენა მიეკუთვნება ალთაური ენობრივ ოჯახს, თიურქულ(რევაზ გაჩეჩილაძე “ახლო აღმოსავლეთის გეოგრაფია”) ენოვან ჯგუფს; გარდა ანატოლიური თურქულისა, მონათესავე თიურქულ ენებზე ლაპარაკობენ:ყარაფაფახები, აზერბაიჯანელები, ყაშყაელები, ავშარები, თურქმენები და ა.შ.
XX საუკუნის პირველ ათწლეულებში არსებობდა “პანთურქიზმი”, რომელიც მკაფიო ენობრივი (და ნაკლებ მკაფიო-სისხლით) ნათესაობის იდეაზე იყო დაფუძნებული. Mმისი უკიდურესი გამოვლინება “თურანიზმი”, ყველა თიურქულენოვანი ხალხის ერთ სახელმწიფოში (თურანში) გაერთიანებას ისახავდა მიზნად.
თურქეთი ტრანსკონტინენტური ევრაზიული ქვეყანაა. Aაზიური თურქეთი მეტწილად ანატოლიაში მდებარეობს და ქვეყნის 97%-ს შეადგენს. Eევროპული ნაწილისგან მას ბოსფორი, მარმარილოს ზღვა და დარდანელი ჰყოფს. Eვროპული თურქეთი აღმოსავლეთ თრაკეზე მდებარეობს.

თურქეთის ტერიტორიის სიგრძე 1600 კმ-ს, ხოლო სიგანე 800 კმ-ს აღემატება დამ ას მართკუთხედის ფორმა აქვს. თურქეთის ფართობი, ტბების ჩათვლით, მოიცავს 783,562 კვ. Kმ-ს, რომელის 755,688 კვ.კმ აზიაშია, ხოლო 23,764 კვ. Kკმ ევროპაშია. შესაბამისად, ფართობის მიხედვით თურქეთი სიდიდით 37-ე ქვეყანაა მსოფლიოში, და დაახლოებით კონტინენტური საფრანგეთის და გაერთიანებული სამეფოს ტოლია ერთად.
თურქეთის ევროპული ნაწილი ქმნის საზღვრებს საბერძნეთთან და ბულგარეთთან. Qქვეყნის აზიური ნაწილი ძირითადად მაღალი ცენტრალური პლატოსაგან შედგება ვიწრო სანაპირო დაბლობებით ქოროღლუსა და აღმოსავლეთ შავი ზღვის მთათა ქედებით ჩრდილოეთში და ტაურუსის მთებით სამხრეთით. აღმოსავლეთ თურქეთი უფრო მთაგორიანია. Aაქ იღებს სათავეს: ევფრატი, ტიგროსი და არაქსი.
Gგეოგრაფიულად თურქეთი იყოფა შვიდ რეგიონად: მარმარა, ეგეოსი, შავი ზღვა, ცენტრალური Aნატოლია, აღმოსავლეთი Aნატოლია, სამხრეთ-აღმოსავლეთ Aნატოლია და ხმელთაშუა ზღვის რეგიონი. Uსწორმასწორო ჩრდილოეთ ანატოლიის ტოპოგრაფია შავი ზღვის გასწვრივ გრძელ, ვიწრო ქამარს ჰგავს. Eეს რეგიონი თურქეთის მიწის დაახლოებით 1/6-ს შეადგენს. Pპლატო აღმოსავლეთისაკენ სულ უფრო უსწორმასწორო ხდება.
თურქეთის მრაფალფეროვანი ტოპოგრაფია ათასობით წლების განმავლობაში დედამიწის ქერქის კომპლექსური მოძრაობის შედეგია. Eეს რეგიონი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიწისძვრებისა და ვულკანების ამოფრქვევის ზონაშია. წლიური ნალექების რაოდენობა საშუალოდ 400 მილიმეტრს აღწევს. თურქეთის შავიზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილი(ლაზეთი) ტენიან სუბტროპიკულ ზონას წარმოადგენს, აქ წლიურად 2000 მმ-მდე ნალექი მოდის. მაისი ზოგადად ყველაზე ნესტიანი თვეა, ივლისი და აგვისტო კი ყველაზე მშრალი.
ბუნება: უმაღლესი მწვერვალი- დიდი არარატი 5,165 მ; მთავარი მდინარეები(კმ) – ყიზილ-ირმაქი 1,182, ევფრატი 960 (სულ 2,770); მთავარი ტბები (კვ.კმ) – ვანი 3,738; თუზი 1,700; ბეიშეჰირი 780, ქებანი 675, ეღრიდირი 590; უდიდესი კუნძული – გოქჩეადა;
ლიმატი- კონტინენტური, ხმელთაშუაზღვის.
ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, ქრომი, ვერცხლისწყალი, სპილენძი, გოგირდი, რკინის მადანი, სასოფლო-სამეურნეო მიწები, ჰიდროენერგია(აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თურქეთი ელექტრო ენერგიის ნაწილს საქართველოსგან ყიდულობს). თურქეთი ღარიბია ნავთობისა და გაზის რესურსებით, სამაგიეროდ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში წყლის რესურსების სიმრავლით პირველი ქვეყანაა.
თურქეთის დედაქალაქია Aნკარა. Aდმინისტრაციულად თურქეთის ტერიტორია დაყოფილია 81 პროვინციად (ილი). Pროვინციები თავის მხრივ გაერთიანებულია 7 რეგიონში ცენზისთვის, თუმცა მათ ადმინისტრაციული დატვირთვა არ აქვს. Yყოველი პროვინცია დაყოფილია რაიონებად, რაც საერთო ჯამში 923 რაიონს შეადგენს. Pროვინციებს , როგორც წესი იგივე სახელი აქვთ რაც მათ შესაბამის პროვინციულ დედაქალაქს, რასაც აგრეთვე ცენტრალური რაიონი ჰქვია. Gამონაკლისია ჰათაი (დედაქ. Aანტაკია), ქოჯაელი (დედაქ. იზმითი) და საქარია (დედაქ. Aადაფაზარი). Pროვინციები უდიდესი მოსახლეობით არის: სტამბოლი (+12 მილიონი), ანკარა (+4,4 მილიონი), იზმირი (+3,7 მილიონი), ბურსა (+2,4 მილიონი), ადანა (+2,0 მილიონი) და კონია( +1,9 მილიონი).
უდიდესი ქალაქი და რესპუბლიკამდელი დედაქალაქი სტამბოლი ქვეყნის ფინანსური, ეკონომიკური და კულტულური ცენტრია.
2008 წლის ცენზის მიხედვით თურქეთის მოსახლეობა 71,5 მილიონს შეადგენდა და 1, 31%-ით იზრდებოდა წლიურად. Mოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა 92 ად. Kკმ-ზე. Qქალაქად მცხოვრები მოსახლეობის წილია 70,5 %. 15-64 წლის ასაკის მოსახლეობის წილი 66,5%-ია, ხოლო 14 წლამდე ასაკისა -26,4%, მაშინ როცა 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წილია 7,1%.ჩIA Fაცტბოოკ –ის თანახმად, ცხოვრების ხანგრძლივობა 70,67 წელია მამაკაცთათვის და 75,73 წელი ქალთათვის, რაც საშუალოდმთელი მოსახლეობისთვის 73, 14 წელს აღწევს. განათლება სავალდებულოა და უფასოა 6-დან 15 წლადე. ჭერა-კითხვის გავრცელების დონე 95,3% მამაკაცთათვის და 79,6% ქალთათვის, რაც საშუალოდ 87,4%-ია. Dდაბალი მაჩვენებელი ქალებისთვის განპირობებულია არაბებისა და ქურთების (მათში დიდია სეპარატიზმი) ტრადიციით, რომლებიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში სახლობენ. თურქეთი ოფიცალურად სეკულარული რესპუბლიკაა, ოფიცალური სახელმწიფო რელიგიის გარეშე; თურქეთის კონსტიტუცია რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას უზრუნველყოფს, მაგრამ ამასთან არ წარმოადგენს ან მხარს არ უჭერს რომელიმე რელიგიას. თურქეთის მოსახლეობა უმეტესწილად მუსულმანია( 99%), რომელთა უმრავლესობა სუნიტია ( 75%) და დიდი უმცირესობა ალევი (15-25%). Mმოსახლეობის დანარჩენი ნაწილი ქრისტიანია (მეტწილად ბერზნული მართლმადიდებლობა და სომხური სამოციქულო ეკლესია) და ებრაელი ( 96% სეფარდი და 4% აშკენაზი). Mმასობრივი გათურქების გამო თურქეთში ერთადერთი ოფიციალური ენაა თურქული, დანარჩენი ლინგვისტურ განაწილებაზე ინფორმაცია უცნობია; სამწუხაროა რომ ამ გათურქების პროცესში გარდა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებსა , იჩაგრებიან ქართველური ტომები.
რაც შეეხება თურქეთის შეიარაღებას, მისი შეიარაღებული ძალები შედგება: არმიის, ფლოტის და საჰაერო ძალებისგან. ჟანდარმერია და სანაპირო დაცვა მშვიდობიანობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ხოლო საომარ პირობებში ისინი არმიისა და ფლოტის დაქვემდებარეობაშია. მათ შინაგანი წესრიგისა და სამხედრო ფუნქციები ეკისრებათ. თურქეთის შეიარაღებული ძალები, მეორეა ნატოში აშშ-ს შეიარაღებული ძალების შემდეგ. 1,043, 550 უნიფორმიანი ჯარისკაცებით მის 5 განყოფილებაში. Yოველი ჯამრთელი თურქეთი მოქალაქე მამაკაცი ვალდებულია გარკვეული პერიოდი სამხედრო სამსახური გაიაროს (3 კვირიდან 15 თვემდე). 2009 წლისთვის თურქეთი 5-იდან ერთ-ერთი ნატოს წევრი ქვეყანა იყო, რომელიც მონაწილეობდა ალიანსის ბირთვული განაწილების პოლიტიკაში ბელგია, Gერმანია, ნიდერლანდებთან და იტალიასთან ერთად. შულ 90 B61 ბირთვული ბომბი არის დაბინავებული ინჩირლიკის ავიაბაზაზე, აქედან 40 გამოყოფილია საჰაერო ზალებისთვის, გამოსაყენებლად. Eეს ქვეყანა გაეროს საერთაშორისო მისიებში 1950 წლიდან მონაწილეობს. Mდამხმარე იყო კოალიციურ ძალებში სპარსეთის ყურის პირველი ომში. Mმისი 36,000 ჯარისკაცი განლაგებულია ჩრდ. Kვიპროსის არ აღიარებულ თურქულ რესპუბლიკაში. Mმისი ჯარები ასევე დისლოცირებულია ავღანეთში 2001 წლიდან. 2006 წლის ისრაელ –ლიბანის კონფლიქტის გამო გაეროს მანდატით ლიბანში განალაგა საპატრულო გემები და 700 ჯარისკაცი. Oომის გამოცხადების და ჯარების განლაგების პრეროგატივე თურქეთის პარლამენტს ეკუთვნის. 2008 წლის 30 აგვისტოდან შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელია გენერალური შტაბის მეთაური გენერალი ილქერ ბაშბუღი.
თურქეთი საპარლამენტო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა. 1923 წელს რესპუბლიკად დაარსების შემდეგ თურქეთში სეკულარიზმის ძლიერი ტრადიცია განვითარდა. თურქეთის კონსტიტუცია მართავს ქვეყნის იურიდიულ საკითხებს. მასში ასევე განსაზღვრულია მთავრობის ძირითადი პრინციპები და თურქეთს აყალიბებს, როგორც უნიტარულ ცენტრალიზებულ სახელმწიფოს. სახელმწიფოს მეთაურია რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელსაც მეტწილად ცერემონიული როლი აკისრია. Pრესიდენტს ირჩევენ ხუთი წლით, პირდაპირი არჩევნებით, დღეს თურქეთის პრეზიდენტია აბდულა გიული. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა საბჭო, რომლებიც ერთად მთავრობას ქმნიან. საკანონმდებლო ხელისუფლებას ერთპალატიანი პარლამენტი, თურქეთის დიდი ნაციონალური ანსამბლეა წარმოადგენს. სასამართლო დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისგან, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის თურქეთის რესპუბლიკის ლეგალურ სისტემასთან მორჩილებას განაგებს.
Pპრემიერ-მინისტრს ირჩევს პარლამენტი მისი მთავრობის მხარდაჭერით და, როგორც წესი, მმართველი პარტიის მეთაურია. Mიმდინარე პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
პარლამენტში 550 დეპუტატია, რომლთაც ოთხწლიანი მანდატით ირჩევენ პარტიული პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემით 85 საარჩევნო ოლქიდან, რომლებიც 81 ადმინისტრაციულ პროვინციას წარმოადენენ (სტამბოლი სამ საარჩევნო უბნად იყოფა, ხოლო Aანკარა და იზმირი ორ-ორად მჭიდრო დასახლების გამო).
Eეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 13,138 დოლარი, ხოლო საერთო მშპ 915 მილიარდი დოლარი.
დედაქალაქი: ანკარა
ვალუტა: ახალი თურქული ლირა
ოფიციალური ენა: თურქული
მთავრობა: საპარლამენტო რესპუბლიკა
ფართობი: 783,562 კმ²
მოსახლეობა: 74,816,000 მლნ
სიმჭიდროვე: 95.5 ად/კმ²
ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით თურქეთი მსოფლიოს 182 ქვეყნის მონაცემებს შორის 79-ე ადგილზეა. იგი მიეკუთვნება განვითარებულ ქვეყანათა ჯუფს. დღესდღეობით მისი ჰუმანური განვითარების ინდექსის მაჩვენებელია 0,806. ტენდენციის მხრივ კი ეს მაჩვენებელი გაზრდილია 0,628 დან 0, 806. 1980 წლიდან 2007 წლამდე 0,93% გაიზარდა. Hჰუმანური განვითარების ინდექსის ქულების ზრდა ხდებოდა მსოფლიოს ყველა რეგიონში, მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი ქვეყნის მაჩვენებლები არ იცვლებოდა, ანდა კლებულობდა კიდეც. თურქეთის აღმასვლა ამ სქემაზე კარგად ჩანს . ცხრილი N1

          2007 წლის ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით თურქეთის მეზობლები არიან 78-პერუ და მე-80-ეკვადორი.
Pპირველი კრიტერიუმის მიხედვით: სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა დაბადებისას 71,7 წელი.
ზრდასრულთა განათლების კურსი (% 15 წელს და ზემოთ ასაკის) მოსახლეობაში 88,7%-ია.
მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით ინდექსის მაჩვენებელია 12,955 აშშ დოლარი.
მაგალითად : მშპ-ის ზრდის ტემპმა 2002-07 წლებში 7,4 % შეადგინა., რის გამოც თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გახდა მსოფლიოში ამ პერიოდის განმავლობაში. Mმსოფლიო ბანკის წინასწარი მონაცემებით თურქეთის მშპ-ის ზრდის ემპი 2008 წელს 5,4% შეადგენდა. თურქეთის ეკონომიკის დომინანტური დარგი სოფლის მეურნეობა უკვე აღარ არის. Iს ჩაანაცვლა დინამიურმა ინდუსტრიულმა კომპლექსებმა.
1983 წლიდან თურქეთმა პრემიერ-მინისტრ თურგუთ ოზალის ინიციატივით რეფორმების სერიის განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანი ეკონომიკის უფრო ღია, საბაზრო მოდელზე გადასვლა იყო. რეფორმებს შედეგად სწრაფი ზრდა მოჰყვა, თუმცა ამ ყველაფერს ხელი შეუშალა 1994, 1999 (ეს უკანასკნელი წინა წლის მძლავრ მიწისძვრას მოჰყვა) და 2001 წლის ეკონომიკური კრიზისებმა. რასაც შედეგად 1981-2003 წლებში საშუალოდ წლიური 4% იანი მშპ-ს ზრდა მოჰყვა.
Bბოლო 20 წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი სწრაფად განვითარდა და ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. 2008 წელს ქვეყანა მოინახულა 30,929, 192 ტურისტმა. ღამაც ქვეყნის ბიუჯეტს 21,9 მილიარდი დოლარი შესძინა.
თურქეთის ეკონომიკის სხვა ძირითადი სექტორებია: საბანკო საქმე, მშენებლობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ელექტრონიკა, ტექსტილი, ნავთობის გადამუშავება და ნავთობპროდუქტები, კვების მრეწველობა, მანქანათ -და ხესაწყოთმშენებლობა. თურქეთს მზარდი სამანქანათმშებლო ინდუსტრია აქვს, რომელმაც 2006 წელს 1,024987 ავტომანქანა აწარმოა. თურქეთი ასევე ერთ-ერთი წამყვანი გემთშენებელი ქვეყანაა. 2007 წელს ქვეყანა რიგით მეოთხე იყო; (ჩინეთის, სამხრეთ კორეის და იაპონიის შემდეგ) გემების შეკვეთების რაოდენობით და ასევე მეოთხე მსოფლიოში (იტალია, აშშ და კანადის შემდეგ) მეგა იახტების შეკვეთების რაოდენობით. Mმიუხედავად ამისა შრომითი რესურსების განაწილების პირველად დარგებში ჩართულია თურქეთის მოსახლეობის 47 %.
2007 წელს ექსპორტმა 115,3 მილიარდ დოლარს მიაღწია. (მთავარი საექსპორტო პარტნიორებია: Gგერმანია 11,2%; გაეთიანებული სამეფო 8 %; იტალია 6,95%; საფრანგეთი 5,6%; ესპანეთი 4,3 %; აშშ 3,88%; სულ ევროკავშირის ექსპორტი 56,5%), თუმცა იმპორტმა ამასთან დაახლ. 162,1 მილიარდ დოლლარს მიაღწია, რაც სავაჭრო ბალანსს საშიშროებას უქმნის (მთავარი საიმპორტო პარტნიორებია: რუსეთი 13,8% გერმანია 10,3%; ჩინეთი 7,8%; იტალია 6%; აშშ 4,8%, ირანი 3,9%; გაერთ. სამეფო 3,2%; სულ ევროკავშირზე 40,4%; სულ აზიაზე 27%).
წლების განმავლობაში დაბალი უცხოური პირდაპირი ინესტიციების მაჩვენებლის შემდეგ. 2007 წელს თურქეთმა შეძლო 21,9 მილიარდი დოლარის მოზიდვა, მსხვილმაშტაბიანმა პრივატიზების სერიამ, თურქეთის ევროკავშირის გაწევრიანებზე მოლაპარაკებებით გამოწვეულმა სტაბილურობამ, სტაბილურმა ზრდის ტემპმა და სტრუქტურულმა ცვლილებებმა საბანკო, საცალო ვაჭრობისა და სატელეკომუნიკაციო სექტორებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.
სტამბოლში XIX საუკუნიდან არსებული ამერიკული “რობერტ კოლეჯი” პრესტიჟულ ბოღაზიჩის(ბოსფორის) ბოსფორის უნივერსიტეტად იქცა. ანკარასა და სტამბოლში არის მაღალი კლასის, მათ შორის ინგლისურენოვანი უნივერსიტეტები. თურქეთის უნივერსიტეტები მონაწილეობენ ევროკომისიის სოკრატე-ერაზმუს პროგრამაში, რომლის მიზანია გაზარდოს სტუდენტთა და აკადემიკოსთა მობილურობა ევროკავშირის ფარგლებში , ევროპის ეკონომიკური ზონის და სხვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის. 1998 წლიდან თურქეთის ზოგიერთ უნივერსიტეტს მიეცა მეტი ავტონომიურობა. თურქეთში 118 უნივერსიტეტია, ზოგიერთი საჯაროა, ზოგიც კერძო. 2006 წელს 373,353 ათასმა სტუდენტმა დამთავრა უნივერსიტეტი. ზოგიერთ უნივერსიტეტში გადასახადი 15 000 დოლარსაც აღწევს. განათლების ხარისხი მერყეობს თურქეთში, ზოგიერთი უნივერსიტეტი უზრუნველყობს საერთაშორისოდ აღარებულ სწავლების დონეს. Aარსებობს დაახლოებით 820 უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულება. მაგალითად: 2002 წელს თურქეთში განათლებაში განათლებაში დაიხარჯა 13,4 მილიარდი დოლარი. სკოლებში 12 წლიანი სწავლება 7 დან 18 წლამდე. 14 დან 18 წლამდე უმაღლესი სკოლის პერიოდია.
დავახასიათოთ თურქეთის მეზობელი ქვეყნები ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით, მისი წინამორბედი ქვეყანაა პერუ 78 ადგილზე, მისი ჰუმანური განვითარების ინდექსის მაჩვენებელია 0,806. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 73,0 წელი. განათლების დონის მაჩვენებელი 89,6%, ხოლო მშპ 7,836. როგორც ვხედავთ პერუში განათლების დონე და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა თურქეთზე მაღალია, ხოლო მშპ თითქმის 2-ჯერ დაბალი, სწორედ ამ 2 კომპონენტის უპირატესობით პერუ 78 ადგილს იკავებს, ხოლო თურქეთი 79. რაც შეეხება ეკვადორს, რომელიც ჰუმანური განვითარების ინდექსის სიაში მე-80-ეა , შესაბამისი ქულა კი 0,806. მისი მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა 75,0 წელი. განათლების დონის მაჩვენებელი 91,0. ხოლო მშპ-ს რაც შეეხება 7,449 ამერიკულ დოლარს შეადგენს. Aამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ეკვადორის მშპ ნაკლებია თურქეთისა და პერუს მშპ-ზე დანარჩენი ორი კომპონენტით ეკვადორი მათზე წინაა.
ახლა განვიხილავ თურქეთის ორი სახმელეთო მეზობელი ქვეყნის ჰუმანური განვითარების ინდექსს.
თურქეთს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება საქართველო, რომელიც ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით 89-ე ადგილზეა 0,778 ქულით ; მისი მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 71,6 წელია ; განათლების დონის მაჩვენებელი _ 100%, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე არის 4,662 ამერიკული დოლარი. ღოგორც ვხედავთ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ასე თუ ისე მაღალია, რაც განპირობებულია კარგი ბუნებრივი მდებარეობის, ჯანსაღი საკვების და მეტ-ნაკლებად ნორმლური ჯანდაცვის სისტემის გამო. ხოლო განათლების დონე, რომელშიც იგულისხმება წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა 100%, ეს საბჭოთა გადმონაშთია, რომლის დროსაც განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, სწორედ ამიტომ წერა-კითხვა მაქსიმალურად ვრცელდებოდა.
თურქეთის მეორე სახმელეთო მეზობელია საბერძნეთი, რომელიც ჰუმანური განვითარების ინდექსის ქვეყნების სიაში 22-ე ადგილს იკავებს, მისი ქულაა 0,855. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 36,983 აშშ დოლარია. შიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა 79,6 წელი. განათლების დონე არის 95%.
თურქეთი მის მეზობელ ქვეყნებში ჩამორჩება საბერძნეთს, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია, თურქეთი კი ნატოსი. თურქეთი უსწრებს საქართველოს, ეს ძირითადად მისი მშპ-ს დამსახურებაა. თურქეთი განვითარებულ ქვეყანათა სიაშია, საბერძნეთი კი მაღალგანვითრებულების, ხოლო საქართველო განვითარებად ქვეყნებს მიეკუთვნება. გასათვალისწინებელია ის, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს მიეკუთვნება . საბერძნეთი დიდი ხანია ევროპის ფერხულშია ჩაბმული და მასთან ერთად შეძლებისდაგვარად ვითარდება. თურქეთი კი ათათურქიდან მოყოლებული ცდილობს ევროინტეგრაციას !

            ახლა კი დავახასიათებ თურქეთის რესპუბლიკის ჰუმანური განვითარების ინდექსის სხვა ფაქტორებს. თურქეთის მოსახლეობა დაახლოებით 74, 8 მლნ, ბუნებრივი მატება 2005 წლიდან 2010 მდე 1,2%-ია. Qქალაქის მოსახლეობა (% ჯამური) 69,6. ჟამური საერთაშორისო მიგრაციული კურსი 2005 წლიდან 2010 წლამდე არის 0,0 %. ბავშვის დამოკიდებულების თანაფარდობა 39,0. მოხუცთა დამოკიდებულების თანაფარდობა 8,8.
საერთო ნაყოფიერების კურსი ქალებში 2005-2010 წლებში არის 2,1.
Gგენდერული თანასწორობის ინდექსი არის 0,621.
Mუმუშევრობის დონე(%) (% და სამუშაო ძალა) 9,4.
Bბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებული მოსახლეობა , ყოველ მილლიონ ადამიანში 4,1.
ყაჩაღობის სიხშირე 100 000 კაცში 10,4.
ნახშირბადის დიოქსიდით გამონაბოლქვი ერთ სულ მოსახლეზე (ტონა) 3,6.
Dდაცული ტერიტორია ხმელეთის ფართობის 1,9% ია.
ჯამრთელობის ხარჯები, საჯარო (% მშპ) 3,4.
კომბინირებული უხეში გასაწევრიანებელი განათლების კოეფიციენტი (ორივე სქესის) 71,1%. განათლების ხარჯების შესახებ (% მშპ) (%) 2,9. ინტერნეტის მომხმარებელი, ყოველ 100 კაცში 34,4. საშუალო წლიანი სწავლება მოზარდებში 6,475წელი, ხოლო მოსალოდნელი ბავშვთა სწავლება 11,841 წელი.
დედათა სიკვდილიანობის კოეფიციენტი (100 000 ქალში) დაახლოებით 44,0. პარლამენტში ქალთა და მამაკაცთა აქციები 0,1 კოეფიციენტი.
დასკვნაში მინდა შევეხო პირველ რიგში ჯამრთელობის დონეს, ანუ სიცოცხლის საშუალო (მოსალოდნელ) ხანგრძლივობას, რომელიც თურქეთში დაახლოებით 72 წელს შეადგენს, მსოფლიოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 67 წელია, თურქეთი ამ მონაცემით შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, ეს მისი გარემო პირობების დამსახურებაა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, აგრეთვე თურქეთი ახლო აღმოსავლეთში შედარებით სტაბილური ქვეყანაა, თუ არ ჩავთვლით ქურთთა სეპარატიზმის შედეგებს. რომლებიც ძირითადად სახლობენ ერაყ-ირანის საზღვართან და დაახლოებით 16 მილიონი კაცია. Aასევე ათათურქის დროიდან მოყოლებული რეფორმები, რომლებიც უფრო აახლოებს თურქეთს განვითარებულ და დემოკრატიულ ევროპასთან. აქ ძირითადად საჯარო საავადმყოფოებია. რომლებსაც არ აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფინასებლი ზოგადი პრაქტიკული სისტემა. კერძო სამედიცინო დაზღვევა აუცილებელია. Hჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით ჯანდაცვაში თურქეთს ყველაზე მეტი ქულა აქვს 0,827. განვითარებული ქვეყნების წლიური დანახარჯი ჯანდაცვაზე მშპ-სთან მიმართებაში მინიმუმ 8% შეადგენს. შემდეგ მოდის შემოსავალი, რომელსაც 0,678 ქულა აქვს ამ ინდექსის მონაცემებით, თურქეთის ეკონომიკაზე და მის რეფორმებზე ასე თუ ისე ვისაუბრე ზემოთ, ამიტომ მხოლოდ მონაცემით დავკმაყოფილდები.
ამ ინდექსში განათლებას მესამე ადგილი უჭირავს 0,557 ქულით. განათლებაზე და მის რეფორმებზე ზემოთ ავღნიშნე, უბრალოდ იმას დავამატებ, რომ მსოფლიოში 2000-2004 წლის მონაცემებით წერა-კითხვის მცოდნე 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახელობა 82%-ია, ხოლო თურქეთში 88,7%. Aამ სამი კომპონენტით ის მსოფლიოში 79 ადგილზეა.
თურქეთი განვითარებული ქვეყნების სიას ეკუთვნის, ზოგიერთი მას რეგიონის ზესახელმწიფოდაც მოიხსენიებს, მაგრამ ჰუმანური განვითარების ინდექსის უახლესი მონაცემებით მან უკან დაიხია და 83 ადგილზე (იორდანიასა და ალჟირს შორის) გადაინაცვლა და ისევ მაღალ განვითარებული ქვეყნების სიაში დარჩა , რასაც ვერ ვიტყვით მის ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე რომელმაც 89 ადგილიდან 74 ადგილზე გადმოინაცვლა. თურქეთის მთავარ მიზნად ევროინტეგრაცია ითვლებოდა, ეხლა კი საგარეო პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები შეინიშნება, მაგრამ საინტერესოა ამ ქვეყნის პოლიტიკური კურსი, იგი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ იგი აქტიურად ურთიერთობს ახლო აღმოსავლეთის ისლამურ ქვეყნებთან, მას შეუძლია ძლიერ ისლამურ რესპუბლიკად გადაქცევა, ეს არც ისე სასიამოვნოა მისი მეზობელი ქრისტიანული სახელმწიფოებისთვის, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის.
პოლიტიკას აღარ შევეხები, უბრალოდ ვუსურვებ თურქეთის რესპუბლიკას და ყველა დანარჩენ ქვეყანას პირველ რიგში კი საქართველოს ამ ინდექსის კომპონენტების მაქსიმალურად განვითარებას და წინ სვლას დემოკრატიისაკენ. აგრეთვე თურქეთის დევიზის სინამდვილედ გადაქცევას ! მშვიდობა მსოფლიოს !
ამ რეფერატით მინდა მეტ-ნაკლებად წარმოდგენა შეგვექმნას თურქეთის რესპუბლიკაზე, მართალია ფაქტები ყოველთვის არ შეესაბამება მონაცემებს, მაგრამ გარკვეული შთაბეჭდილება მაინც იქმნება ქვეყანაზე და მათი დახმარებით შეგვიძლია თავისუფლად ვიმსჯელოთ ზოგიერთ მოვლენაზე. Yყველაფერი კარგად იქნება.

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *