თავისუფალი ეკონომიკური ზონები
მსოფლიოს ქვეყნების აქტიური ჩართვა შრომის საერთაშორისო დანაწილებაში, მათი შერწყმა საერთაშორისო კავშირებში, მათ მიერ ღია ეკონომიკის ძირითადი პრინციპების რეალიზაციამ, საექსპორტო სპეციალიზაციის დომინირებამ, გამოიწვია წარმოების ორგანიზაციის ისეთი, ახალი ფორმის შექმნა და გავრცელება, როგორიც არის –თავისუფალი ეკონომიკური ზონა(თეზ-ი). თეზ-ების შექმნის მთავარი მიზანია შრომის საერთაშორისო დანაწილება, ეროვნული მეურნეობების უფრო ღრმა ჩართვა. სხვა მიზეზებია- შიდა ბაზრის დატვირთვა მაღალხარისხოვანი პროდუქციით, უახლესი სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების დანერგვა ეროვნულ წარმოებაში, დასაქმების გაზრდა, რეგიონული პოლიტიკის პრობლემების გადაწყვეტა “ზრდის პოლუსების” შექმნის მეშვეობით.
ზოგიერთი მონაცემების მიხედვით XXIს-ის დასაწყისში მსოფლიოს 100 ქვეყანაში ფუნქციონირებდა 4 ათას თეზ-ზე მეტი ,სადაც დასაქმებულია 3 მლნ. Kკაცი.
“თეზ”-ის განსაზღვრება ჯერ კიდევ არ არის ზუსტად ფორმირებული, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ თეზ-ი ეს არის ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, სადაც სახელმწიფოს მიერ დამყარებულია მართვის განსაკუთრებული რეჟიმი, რომელიც მეტად ხელსაყრელია როგორც ეროვნული, ასევე უცხოელი მეწარმეების საქმიანობისათვის, საგარეო და შიდა ინვესტიციების მისაზიდად. ასეთი რეჟიმი ჩვეულებრივად ითვალისწინებს განსაკუთრებულ შეღავათებს სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად, ზოგ შემთხვევაში იმპორტ-ექსპორტის ბაჟის მოხსნასაც, საგადასაადო შეღავათებს(გადასახადის მოხსნასაც კი), საფინანსო შეღავათებს კომუნალურ და სხვა სახის მომსახურეობაზე, ადმინისტრაციული შეღავათები შესვლისა და გასვლის პროცესების შემსუბუქებასა და საწარმოების რეგისტრაციაზე და ა.შ.
თეზ-ების უმრავლესობას გააჩნია მცირე ტერიტორია და ამიტომ მიეკუთვნებიან “წერტილოვანი” ობიექტების კატეგორიას, თუმცა არის მათ შორის ძალიან ვრცელი ფართობის მქონე თეზ-ებიც. თეზ-ის შექმნის აუცილებელი პირობაა ხელსაყრელი ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა. Mმცირე “წერტილოვანი” თეზ-ებისათვის, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო მნიშვნელობის ნავსადგურებთან ან აეროპორტებთან სიახლოვე.
Uუცხოური კაპიტალის მიზიდვის გარდა თეზ-ის შექმნა დაკავშირებულია სამ მთავარ ამოცანასთან:
1. სამრეწველო ექსპორტის სტიმულირება და ამის საფუძველზე სავალუტო სახსრების მიღება.
2. დასაქმების ზრდა.
3. ზონების გადაქცევა ახალი მეთოდების, აპრობირების და დანერგვის პოლიგონებად.
თეზ-ის შექმნის მნიშვნელოვანი მიზეზია ის, რომ ხშირად ქვეყანას არ უნდა მთლიანად გაუხსნას თავისი ეკონომიკა უცხოური კაპიტალის შემოსვლას, ამიტომ იყენებს ნაწილობრივ, ლოკალურ გახსნილობას სპეცრაიონის სახით.
აღსანიშნავია რომ თეზ-ის პარალელურად, არსებობს ზონები სადაც საწარმოები მუშაობენ განსაკუთრებული წახალისების რეჟიმით, მაგ. ჩამორჩენილი რაიონები. Aმდენად ზონების შექმნის მიზეზები კონკრეტული შემთხვევების მიხედვით განსხვავებულია. ასეთი ზონები ყველგან არის.
თავისუფალი ეკონომიკური ზონების კლასიფიკაციას უფრო ხშირად ახდენენ ოთხი მთავარი კრიტერიუმის მიხედვით:
1- საქმიანობის ხასიათისა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით;
2- მსოფლიოსა და ეეროვნულ ეკონომიკაში ინტეგრირების ხარისხის მიხედვით;
3- დარგობრივი ნიშნის მიხედვით;
4-საკუთრების ხასიათის მიხედვით(ისინი შეიძლება იყოს სახელმწიფო, კერძო და შერეული)
თეზ-ები ერთიანდებიან რამოდენიმე მონათესავე ჯგუფში:
პირველ ჯგუფს ქმნიან სავაჭრო თეზ-ები. Eეს არის თეზ-ის ერთ-ერთი ადრინდელი სახესხვაობა(შექმნილი ჯერ კიდევ XVI-XVII სს-ში). მათ მიეკუთვნება თავისუფალი სააბჟო ზონები, სავაჭრო სასაწყობო ზონები, თავისუფალი ნავსადგურები, მაგრამ პირველ რიგში- თავისუფალი ვაჭრობის ზონები. Eეს უკანასკნელნი ჩვეულებრი იქმნებიან საზღვაო პორტების, აეროპორტების ტერიტორიაზე ან მათ უშუალო სიახლოვეში. ისინი სარგებლობენ საბაჟო ექსტერიტორიულობით, ანუ იქ შენახული ან გასაყიდი საქონელი არ ექვემდებარება საბაჟო კონტროლს. თავისუფალი სავაჭრო ზონის ნაირსახეობად ითვლება “дьюти фри”-ს მაღაზიები, რომლებიც სარგებლობენ უბაჟო ვაჭრობით, რის გამოც გახდნენ ბევრი საერთაშორისო აეროპორტის აუცილებელი დანამატები.
მეორე ჯგუფს ქმნის სამრეწველო-საწარმოო თეზ-ები. მათაც გააჩნიათ რამდენიმე სახესხვაობა. ამ ჯგუფის თეზები იყოფიან ექსპორტზე და იმპორტზე ორიენტირებულებად. პირველი მათგანნი მუშაობენ საგარეო ბაზარზე, ხოლო მეორის ამოცანაა შიდაბაზრის საქონლით დატვირთვა. საექსპორტო-საწარმოო ზონები გაცილებით მეტია. ამდენად ისინი ქმნიან თეზ-ების მეორე ჯგუფს. თეზ-ებისაგან განსხვავებით საექსპორტო-საწარმოო ზონები მოწოდებულია პირველ რიგში გაზარდონ ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი და შესაბამისად მისი სავალუტო შემოსავლები. ზოგიერთი მათგანნი გაჩნდნენ თავისუფალი ვაჭრობის ზონების ტრანსფორმაციის ბაზაზე, მაგრამ უმრავლესობა შექმნილია მიზანმიმართულად საექსპორტო ორიენტაციით. ასეთი ზონებისათვის დამახასიათებელია ასაწყობი საწარმოების უპირატესობა.
Mმესამე ჯგუფს ქმნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური(ტექნიკადანერგვითი) თეზ-I, სადაც კონცენტრირებულია ეროვნული და უცხოური საპროექტო, კვლევითი, სამეცნიერო-საწარმოო ფირმები, რომლებიც სარგებლობენ ერთიანი საგადასახადო და საფინანსო შეღავათების სისტემით. ასეთი თეზების ამოცანაა ეროვნულ პრაქტიკაში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. ისინი ატარებენ ინოვაციური და სამეცნიერო ცენტრების, სამეცნიერო-კვლევითი პარკების და ტექნოპარკების ხასიათს.
მეოთხე ჯგუფს ქმნიან სერვისის თეზ-ები, სადაც შეღავათიანი პირობები ექმნებათ იმ ფირმებს და დაწესებულებებს, რომლებიც სპეციალიზდებიან სხვადასხვა სახის მომსახურებაზე. მათ შორის არჩევენ ობშორულ ზონებს, საფინანსო, საბანკო, ურისტულ და სხვა მომსახურების ცენტრებს.
მეხუთე ჯგუფს ქმნიან კომპლექსური თეზ-ები. მა თარ გააჩნიათ ვიწრო სპეციალიზაცია, მოიცავენ ექსპორტ-იმპორტის, საწარმოო და ინოვაციურ საქმიანობას, ამდენად მათ მიაკუთვნებენ რთული სტრუქტურის მქონე ზონებს. შიდიდის მიხედვითაც ისინი მნიშვნელოვნად აღემატებიან სხვებს. ზოგ შემთხვევაში მათ უკავიათ რაიონის ტერიტორია, ადმინისტრაციული ოლქი, ან უფრო მსხვილი რეგიონი.
Mმეექვსე ჯგუფში ერთიანდებიან საერთაშორისო თეზ-ები, რომლებიც არც ისე დიდი ხანია რაც გაჩნდნენ.ასეთი ზონები იქმნება ორი ან სამი Qვეყნის სასაზღვრო რაიონებში კერძო ფირმებისა და ასევე შესაბამისი სახელმწიფოების მონაწილეობით. Aმის მაგალითია რუსეთის, ჩინეთის და კორეის სახ.რესპ. საზღვრებზე შექმნილი საერთაშორისო თეზ-ები.
განვითარების დროის მიხედვით, ზოგიერთები გამოყოფენ თეზ-ის თანმიმდევრულ თაობებს. ჩვეულებრივად თეზ-ის პირველ ტაობას აკუთვნებენ- თავისუფალი ვაჭრობის ზონებს, მეორე ტაობას- საექსპორტო-საწარმოო ზონებს, მესამე თაობას- ტექნიკურ და სერვისის ზონებს.
მიუხედავად მსგავსებისა, დსთ-ს განვითარებული ქვეყნების, განვითარებადი ქვეყნების და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების თეზ-ები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
დასავლეთის ქვეყნებში ფართოდაა გავრცელებული თეზ-ის ყველა ტიპი, რაც გამოწვეულია მათი ფართო ჩართვით შრომის საერთაშორისო დანაწილებაში, საერთაშორისო ეკონომიკურ კავშირებში, სხვადასხვა სახის ინტეგრაციულ დაჯგუფებებში და მათი ეკონომიკის პოსტინდუსტრიული ხასიათით.
Dდას. ევროპაში ჭარბობს თავისუფალი ვაჭრობის ზონები, რომლებიც აქ გაჩნდნენ ჯერ კიდევ XIXს-ში და კიდევ უფრო ადრე(თავისუფალი ნავსადგურები), უკვე 1990-იანი წლების შუა პერიოდში მათი რიცხვი 150 აღწევდა. თავდაპირველად ასეთი ზონები გერმანიის სასაზღვრო პორტებში(ჰამბურგი, ბრემენი, ბრემენხაფენი, კილი, ემდენი, კუკსხაფენი); დანიაში (კოპენჰაგენი); ფინეთში( ჰელსინკი და ტურკუ); საბერძნეთში(პირეი, სალონიკი). ასეთი მსხვილი თეზ-ები დიდი ხანია ცნობილია სამდინარო პორტებში და სარკინიგზო კვანძებში( ლინცე და გრაცე ავსტრიაში). მაგრამ ევროპისა და ასევე მსოფლიოს თეზ-ის ახალი ისტორია დაიწყო 1950-იანი წლების ბოლოდან და დაკავშირებულია ირლანდიის საერთაშორისო აეროპორტთა მშენებლობასთან.
თეზ-ის გარდა ევროპაში ფართოდ გვხვდება სამეცნიერო- ტექნიკური ზონები, ობშორული ბიზნეს ცენტრები, ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ. Dდიდ ბრიტანეთში თეზ-ბის შექმნა უკავშირდება რეგიონალ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დეპრესიული რაიონების განვითარებისაკენ. თეზ-ების შექმნის პერსპექტივები დაკავშირებულია ევროკავშირის სისტემაში ინტეგრაციული პროცესების გაღრმავებასთან.
აშშ-ში ჯერ კიდევ XXს-ის 30-იან წლებში, მსოფლიო კრიზისის გადასალახად, დაიწყო თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნა ახალ საზღვაო პორტებში და სატრანსპორტო კვანძებში. ასეთი ზონების რაოდენობა აღწევს რამდენიმე ასეულს. 1980წ.-ში დაიწყო თავისუფალი მეწარმეობის ზონების შექმნა, რომლებიც ორიენტირებულია შიდა ბაზრებზე. Dდიდი გავრცელება ჰპოვა სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა ზონებმა.
იაპონიაში დიდი ხნის განმავლობაში, დიდი ყურადღEბა ექცეოდა ტექნოპოლისებს და ტექნოპარკებს, მაგრამ 1990-იანი წლებიდან მთავრობამ მიიღო ექსპორტისა და იმპორტის სტიმულირების და უცხოური ინვესტიციების მიზიდვის ზომები. Aმ მიზნით საზღვაო პორტებსა და აეროპორტებში დაიწყეს თავისუფალი საგარეო სავაჭრო ზონების შექმნა.
განვითარებად ქვეყნებში პირველი თეზ-ები გაჩნდა 1960-იანი წლებიდან, თავდაპირველად არ იყო ბევრი, მაგრამ შემდგომ დაიწყო ნამდვილი ბუმი და 1990-იან წლებში თეზ-ების საერთო რიცხვით გაუტოლდნენ განვითარებულ ქვეყნებს, აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში განსაკუთრებით განვითარდა საექსპორტო-საწარმოო ზონები, რომლებსაც ჩვეულებრივ, თითქმის მთლიანად, წარმოებული პროდუქცია გააქვთ საგარეო ბაზრებზე.ძალიან ხშირად ასეთ ზონებს აქვთ ანკლავის ხასიათი და ქმნიან თავისებურ “სახელმწიფოს სახელმწიფოში”, ვინაიდან მეპატრონეებად გამოდიან ტნკ-ები. ამ ტნკ-ების შვილობილი საწარმოები ამარაგებენ ამ ზონებს დეტალებით, ნახევარფაბრიკატებით, იაფ მუშახელზე დაყრდნობით აწარმოებენ მზა ნაკეთობათა აწყობას, რომლებიც შემდგომ საექსპორტოდ გააქვთ. ზოგ შემთხვევაში ასეთ ზონებს უწოდებენ არა თავისუფალს არამედ სპეციალიზებულს, რომელთა უმრავლესობაც სპეციალიზირებულია ელექტრონულ მრეწველობაზე. Aამ საწამოებში ჩვეულებრივ დაკავებულია ზონის მუშების 3/5. ჭარბობს საწარმოები რომლებიც არ საჭიროებენ დიდ დანახარჯებს და ორიენტირებულნი არიან მასიური მოთხოვნილებების პროდუქციაზე (კომპიუტერები, დაკავშირების საშუალებები, ელექტრონული საათები, სათამაშოები და ა.შ.) ინვესტიციების მიხედვით მესამე ადგილზეა, სამკერვალო და საფეიქრო მრეწველობა, სპორტული ინვენტარის წარმოება და ა.შ. ასეთი საექსპორტო-საწარმოო ზონების უმრავლესობა განთავსებულია აზიის ქვეყნებში და პირველ რიგში ახალ ინდუსტრიალ სახელმწიფოებში. 1990-იან წლებში მათი რიცხვი 100 უახლოვდება. გამოირჩევა კორეის რესპუბლიკა(მასანი); კ.ტაივანზე(გაოსიუნი); მალაიზიაში(პინანგი); ფილიპინებში(ბაგის); სინგაპურში(ჯურონგი). მაგრამ ასეთი ზონები არის აგრეთვე ახლო აღმოსავლეთში. დუბაისა და სინგაპურის აეროპორტებში განთავსებულია მსოფლიოში უმსხვილესი უბაჟო სავაჭრო სისტემის-“დიუტი ფრის” მაღაზიები.
ფართო მასშტაბი მიიღო ეკონომიკური ზონების შექმნამ ჩინეთში, ქვეყანაში სადაც შენარჩუნებულია გეგმიური მეურნეობა, ისინი ასრულებენ თავისებური ექსპერიმენტული სავაჭრო პოლიგონების როლს. ჩინეთში თეზ-ის შექმნა დაიწყო 1970წ. ამჟამად 5 სპეციალიზირებულ ზონაზე მოდის უცხოური ინვესტიციების უდიდესი ანწილი. 1980-იან წლებში, ჩინეთის 14 საზღვაო ქალაქმა მიიღო ღია ქალაქების სტატუსი. 1990წ. შანხაიში შეიქმნა თავისუფალი ეკონომიკური რაიონი- პუდუნი, რომელსაც ჩინეთის მთავრობა განსაკუთრებულ როლს ანიჭებს ქვეყნის ეკონომიკის გახსნილობის გადიდებაში.
ლათინურ ამერიკაში ისევე, როგორც აზიაში საკმაოდ ბევრია თეზ-ები. აქ თავდაპირველად იქმნებოდა თავისუფალი ვაჭრობის ზონები (პორტებში და სასაზღვრო-სატრანსპორტო კვანძებში), მაგრამ შემდეგ გადააჭარბა საექსპორტო-საწარმოო ზონამ. განვითარდა ასევე სხვადასხვა სახის ობშორული ცენტრები. ლათინური ამერიკის ცალკეულ ქვეყნებში შედარებით ნაკლებია თეზ-ები და ისიც კონკრეტული სპეციალიზაციის არის და შექმნილია ქვეყნის ხელისუფლების მიერ. მაგალითად ბრაზილიაში, ამაზონში “მანაუსის” ტეზ-ი 3,6 მლნ.კვ.კმ ფართობით. მექსიკაში მცირე თეზ-ებია, რომლებიც შეიქმნა ცალკეული საწარმოების ბაზაზე ამიტომ მათი რიცხვი დიდია. სხვადასხვა ტიპის თეზ-ები ფუნქციონირებს ცენტრალური ამერიკის პატარა სახელმწიფოებში, კარიბის ზღვაში, ასევე არის ჩილესა და კოლუმბიაში.
აფრიკაში თეზ-ები მცირედ არის გავრცელებული სახსრებისა და ინფრასტრუქტურის უქონლობის გამო. Aქ უფრო ჭარბობს სააექსპორტო-საწარმოო ზონები-კ,მავრიკი; ტუნისში და ეგვიპტეში.
გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც გარკვეულწილად განვითარდა თეზ-ები. ჯერ კიდევ 1960წ. შეიქმნა უნგრეთსა და იუგოსლავიაში, მაგრამ 1990-იანი წლებიდან შედარებით უფრო განვითარდა. მათ შორის ჭარბობს საექსპორტო-საწარმოო ზონები, მაგრამ არის სხვა ტიპისაც, რომელთა მიზანია დასაქმების გაზრდა ძველ სამრეწველო დეპრესიულ რაიონებში. რუმინეთში, უნგრეთში, ბულგარეთში თეზ-ები იქმნება სახელმწიფო საფუძველზე, პოლონეთში-აქციონერული, უნგრეთში- შერეული, რუსეთში- თავისუფალი ვაჭრობის ზონები- ზღვისპირეთში ნახოდკა და კალინინგრადის ოლქში “იანტარი”.
მსოფლიო ობშორული ზონები
როგორც გამოირკვა, თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს შორის გამოიყოფა სერვისის ზონები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან სხვადასხვა სახის მომსახურეობაზე. მათ შორის განსაკუთრებულ როლს ასრულეს ობშორული ზონები(ოზ) ან ობშორული ცენტრები. თვითონ ტერმინი “ობშორი” გაჩნდა 1950 წლიდან, რაც ინგლისურად ნიშნავს “ნაპირს მიღმა” ანუ იზოლირებული. Mისი მთავარი განმასხვავებელი სხვა ტიპის ეკონომიკური ზონებისაგან არის ის, რომ იქ დარეგისტრირებულ საწარმოებსა და ფირმებს არ ააქვთ საწარმოო საქმიანობის უფლება. მათ შეუძლიათ აწარმოონ მხოლოდ სერვისით მომსახურეობა.
ობშორული ზონების მთავარი დამახასიათებელი ნიშნებია- შეღავათიანი გადასახადები. იქ დარეგისტრირებული კომპანიები ან მთლიანად განთავისუფლებულები არიან გადასახადებისაგან, ან იხდიან შემცირებულ თანხას. Gგარდა ამისა, ისინი თავისუფლდებიან მაღალი საბაჟო ტარიფებისაგან, სავალუტო კონტროლისაგან, ამას ემატება რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურა, საბანკო და კომერციული გასაიდუმლოების მაღალი დონე, შემოსავლების თავისუფალი გატანა, მიმღებ მხარესთან ხელშეკრულების დადება ხანგრძლივი დროით(15-20 წელი), რაც სტაბილურობის გარანტიაა. მთავარია, რომ ოფშორული კომპანია არ შეიძლება იყოს ამ ქვეყნის რეზიდენტი, სადაც იმყოფება ობშორული ზონა, ის აუცილებლად უნდა იყოს უცხოური.
მეტად შეღავათიანი პირობები ობშორულ ზონაში იზიდავს სერვისის მეტად განსხვავებულ კომპანიებსა და ფირმებს, რომლებიც ერთიანდებიან სამ ძირითად ჯგუფში:
1-სავაჭრო-საშუამავლო: ექსპორტ-იმპორტის, შემსყიდველი და გამნაწილებელი (დისტრიბიუტერული)
2-ჰოლდინგის ტიპის კომპანიები(კომპანიები რომლებიც მოიცავენ შვილობილ კომპანიებს და ფლობენ მათი აქციების პაკეტის ცონტროლს), წარმატებული საინვესტიციო კომპანიები, გემთმფლობელი კომპანიები, უძრავი ქონების ოპერაციების კომპანიები.
3- ფინსნსური პროფიოლის კომპანიები- საბანკო, სადაზღვეო, საშუამავლო.
ობშორული ბიზნესის იდეა გაჩნდა ჯერ კიდევ XIXს-ში, დიდ ბრიტანეთში „საგადასახადო ნავსადგურების” სახით. მხოლოდ XXს-ის 70-იან წლებში მოხდა გარდატეხა და დაიწყო ნამდვილი ობშორული ბუმი. უკვე 90-იან წლებში მსოფლიოში ითვლიდნენ 3 მლნ. ობშორულ კომპანიას. ობშორულ ზონებში დარეგისტრირებული კაპიტალი აღწევდა 500 მლრდ. დოლარს, ხოლო მსოფლიო ობშორული ზონები 60-65-ია.
ობშორული ზონების გეოგრაფიული განლაგება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
1-ეკონომიკურ-გეოგრაფიულ მდებარეობაზე. მათი უმრავლესობა განლაგებულია საზღვაო, საჰაერო, ტელეკომუნიკაციების გზებზე, მსხვილი სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრების მახლობლად.
2-სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი. საინტერესო ფაქტია, რომ ობშორული ზონების 70% შექმნილია განვითარებად ქვეყნებში, თანაც უმეტესად პატარა, კუნძულოვან სახელმწიფოებში ან ტერიტორიებზე, რომელთაც ჯერ არ ააქვთ პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ისინი ამ ობშორული ბიზნესისაგან ძალიან დიდ მოგებას იღებენ. ყველაზე მეტი ობშორული ზონები მოდის ლათინურ ამერიკაზე, აზიასა და ოკეანეთზე. ეკონომიკურად განვითარებული რეგიონებიდან მხოლოდ ევროპას შეუძლია გაუწიოს კონკურენცია.
ევროპა- დიდი ბრიტანეთში(კ.მენი ირლანდიის ზღვაში, ლა-მანშის სრუტეში კ-ები ჯერსი და ჰერნსი, ჰიბრალტარი და ირლანდია); ლიხტენშტეინში; ლუქსემბურგში(ჰოლდინგური კომპანიები და ბანკები); შვეიცარიაში; მონაკოში(საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობა); ანდორაში; კ.მალტაზე( გემთმფლობელებისათვის „იაფი დროშით” სარგებლობა).
აზია-კ. კვიპროსის ობშორულ ზონებში ფუნქციონირებს კომპანიები რომლებიც ემსახურებიან საზღვაო მიმოსვლას და გემებს , სავაჭრო, საბანკო, სადაზღვეო კომპანიები; ლიბანი- სპეციალიზებულია საბანკო ოპერაციებზე; კ.ბახრეინი სინგაპური და სიანგანი -საფინანსო ოპერაციებზე.
აფრიკა-კუნძულები მავრიკი, მადეირა, სეიშელი
კარიბის ზღვის აუზიში ყველაზე ხელსაყრელი პირობებია ოფშორული საქმიანობისათვის.