ეყოფა თუ არა მსოფლიოს, მზარდი მოსახლეობის პირობებში, საარსებო რესურსი?

მსოფლიოს მოსახლეობის ზრდა
მსოფლიოს მოსახლეობის ზრდა

       საკითხი რომლის განხილვასაც ვაპირბ ესეში, არის მეცნიერების დისკუსიის შეუწყეტელი თემა . ეყოფა თუ არა მსოფლიოს, მზარდი მოსახლეობის პირობებში, საარსებო რესურსი?  ეს შეკითხვა პირველად დასვა ინგლისელმა მღვდელმა და ეკონომისტმა თომას მალთუსმა.  მან თავის ნაშრომში „ ცდა ხალხთმოსახლეობის კნონის შესახე“ 1798 წელს დაადგინა მოსახლეობის ზრდის კანონი. ამ კანონის თანახმად , შეუსაბამობა არსებობს მოსახლეობის ზრდასა და საარსებო საშუალებების ზრდას შორის . პირველი იზრდება გეომეტრიული , ხოლო მეორე არითმეტიკური პროგრესიით. ეს დისჰარმონია გამოიწვევს სიღარიბისა და შიმშილის ფართოდ გავრცელებას, რასაც მოჰყვება დაავადებები, ბავშვთა მაღალი სიკვდილიანობა და ომები. ამ თეორიის თანახმად, არსებობს მოსახლეობის რაოდენობის კონტროლის ორი გზა: პროფილაქტიკური და პოზიტიური კონტროლი. პროფილაქტიკური ნიშნავს შობადობის სიჩქარის კონტროლს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით; პოზიტიური – სტიქიურ უბედურებებს, ომებს და ა.შ. საბოლოოდ  მან დაასკვნა რომ დედამიწას ემუქრებოდა მოსახლეობის სიჭარბე, რომლის გამოკვებასაც ის ვერ შეძლებს.

            იქედან გამომდინარე, რომ მალთუსის ეპოქაში დემოგრაფოული პრობლემა მწვავედ არ იდგა, მის თეორიაში იყო  ბევრი ნაკლი. მაგრამ  მისი მთავარი დამსახურება ისაა, რომ მან პირველმა იგრძნო, გაანალიზა სიტუაცია და კაცობირობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

         დღეს უკვე მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა 7,5 მილიარდ ადამიანს აჭარბებს, მაგრამ კაცობრიობის მთელი ისტორია აღმოჩნდა საჭირო, რომ მოსახლეობას 1800 წლისთვის მილიარდიანი ნიშნულისთვის მიეღწია. ექსპერტების ვარაუდით მსოფლიოში ოცი საუკუნის წინ დაახლოებით 150-დან 250 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა. გამოდის, რომ ჩვენს პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა უკანასკნელი 2020 წლის მანძილზე დაახლოებით 30-ჯერ მაინც გაიზარდა. თუმცა , მოსახლეობის რიცხვი მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არათანაბარზომიერად იზრდებოდა.  1930 წელს  დედამიწას უკვე 2 მილიარდი მკვიდრი ჰყავდა, რაც ნიშნავს, რომ 130-მა წელიწადმა იკმარა მოსახლეობის 100%-იანი ზრდისთვის. ამის შემდეგ ტემპი უფრო მეტად გაიზრადა და მხოლოდ 30 წელიწადში მოსახლეობას კიდევ მილიარდი შეემატა. შუალედის შემცირება გაგრძელდა და მომდევნო მატებას მხოლოდ 15 წელი დასჭირდა. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ მსოფლიოს მეშვიდმილიარდე მოქალაქე 2012 წელს დაიბადა.ზრდის ტენდენცია კვლავაც გრძელდება, თუმცა სხვადასხვა პროექციის მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობა სხვადასხვა ნიშნულზე სტაბილურდება. საუკეთესო გათვლებით, ეს 8,5 მლრდ იქნება, ხოლო ყველაზე რთული სცენარით – 12 მლრდ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული.

        მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელია მოსახლეობის კიდევ გაზრდა, ის არ იქნება ისეთი ტემპით, როგორიც იყო წინა საუკუნეებში. ამის კარგი დასაბუთებაა მოსახლეობის წლიური მატების ტემპი. ის  ყველაზე მაღალი  1950-60-იან წლებში იყო , კერძოდ  1,9 %-ი.  ხოლო იქედან მოყოლებული შეიმჩნევა კლების ტენდენცია. მაგალითად: 2000 წელს იყო 1,5 %-ი , ხოლო 2015 წელს- 1,2 %-ი. მოსახლეობის დინამიკის ზრდის შენელების მთავარი მიზეზია შობადობის ტემპის საგრძნობი დაცემა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში შობადობა აღარ არის 50‰-ზე მეტი. შესაბამისად იმის საშიშროება რომ მსოფლიოს ემუქრება ჭარბმოსახლეობა აღარ დგას დღის წესრიგში.

        მალთუსის თეორიის ერთ-ერთი ნაკლი არის ის, რომ ეყრდნობა ორ ფაქტორს: საკვებით მომარაგებას და მოსახლეობის ზრდას.  სხვა ფაქტორებმა, როგორიცაა, მაგალითად, ტექნოლოგიის გაუმჯობესება, აჩვენა მისი მცდარობა.

           მართალია  დღეს მსოფლიოში მილიარდი  ადამიანი შიმშილობს, მაგრამ ეს საკვების დეფიციტით არ არის გამოწვეული, არამედ პრობლემა საკვების განაწილებაშია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის. განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები ზომაზე მეტს ჭამენ. ამერიკელები მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს შეადგენენ, მაგრამ მოიხმარენ მსოფლიო რესურსების 35%-ს – იმდენივეს, რამდენსაც ყველა განვითარებადი ქვეყანა ერთად. დასავლეთის ქვეყნებს საკმარისი სახსრები გააჩნიათ თავიანთი მოსახლეობის გამოსაკვებად.

         გარდა ამისა, შიმშილობის გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს საკვები პროდუქტის ძალიან დიდი რაოდენობის ნაგავსაყრელებზე გადაყრა. იქიდან გამომდინარე, რომ  სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის დაწუნების შემთხვევაში (მაგალითად: ზომის მიხედვთ) ფერმერს უწევს მოსავლის გადაყრა, რათა წარმატებულად მიყიდოს მაღაზიათა ქსელს თავისი პროდუქცია. ასევე განვითარებად ქვეყნებში უმეტესად არ არის პროდუქციის საჭირო  შესანახი პირობები, ამიტომაც ის ტონობით იყრება. გაეროს კვლევებმა აჩვენა , ამერიკის შეერთებულს შტატებში წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 40% ნაგავსატრელებზე ხვდება. ხოლო იმ ტერიტორიის ფართობი, რომელზედაც ერთი წლსი მანძილზე იყრება უვარგისი საკვები, დაახლოებით მექსიკის ტერიტორიას უდრის. ამავდროულად წყალი, რომელიც გამოიყენება ამ „უვარგისი“ პროდუქციის ირიგაციისათვის  საკმარისა 9 მილიონი ადამიანის წლით უზრუნველყოფისათვის.

          ვინაიდან კაცობრიობის საკვებით უზრუნველყოფა უპირველესი პრობლემაა, მისი  გადაჭრა დღეს სოფლის მეურნეობის ინტენსიური ქიმიზაციისა და ტექნოლოგიების  გარეშე შეუძლებელია. მართალია, “მწვანე რევოლუციამ” დიდი წვლილი შეიტანა ამ მიმართულებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ახალი პრობლემები შეუქმნა კაცობრიობას ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის კუთხით.

ავტორი: ნანა დეისაძე

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *