ერმა შექმნა სახელმწიფო, თუ პირიქით?
მოსაზრება იმის თაობაზე ერმა შექმნა სახელმწიფო, თუ სახელმწიფომ ერი მეცნიერებშიც კამათის საგანს წარმოადგენს. რიგი მეცნიერები ფიქრობენ, რომ ერი უძველესი ფენომენია, რომელთაც შექმნეს სახელმწიფო, თუმცა არსებობენ მეცნიერები, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას. მთავარი პრობლემა, რაც აღნიშნულ საკითხში სირთულეს წარმოადგენს არის ერის განმარტების მრავალგვარობა.
ვის მივიჩნევთ ერად?
ადამიანების ერთობას რომელთაც აქვთ საერთო ენა, სარწმუნოება, კულტურა, ტრადიციები, ისტორია თუ მათ, ვისაც ამ ყოვლივეს დამტებით, ფლობენ ტერიტორიას, რომელზეც ახორციელებენ თავიანთ პოლიტიკურ ნებას.
ჩემი აზრით, ერს არ შეუქმინია სახელმწიფო, არამედ ერია შედეგი იმ პოლიტიკური კავშირისა, რომელსაც სახელმწიფოს ვუწოდებთ. ერად ჩემოყალიბება ეს არის პროცესი, რომლიც გულისხმობს იმის გააზრებას, რომ ხალხის გარკვეულ ჯგუფს აქვს უნარი ფლობდეს ტერიტორიას და ამ ტერიტორიაზე ახორციელებდეს თავის პოლიტიკურ ნებას.
კლასიკური გაგებით ერში მოიაზრება ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობა სააერთო ტერიტორიით, ენით, ეკონომიკური თანაცხოვრებითა და კულტურულ-ფსიქოლოგიური ნიშნებით(1). ბევრი მკვლევარი ერის აუცილებელ კრიტერიუმად საკუთარი სახელმწიფოს არსებობას მიიჩნევს და ასკვნის, რომ მხოლოდ ის ეთნიკური ერთობა შეიძლება ჩაითვალოს ერად, რომელიც პოლიტიკურ ერთობას ქმნის და აქვს თავისი სახელმწიფო. აქედან დასკვნა, რომ ერის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი სახელმწიფოს არსებობა.
იწოდება თუ არა ერად ქართველი მაშინ, როდესაც არ იყო საქართველო ერთიანი? პირადად მე ვერ ვუწოდებ მას ერს, რადგან ის იყო ქართული ეთნოსი, რომელსაც ჰქონდა საერთო ენა, კულტურა, ისტორია და წარმოადგენდა კარგ მასალას ერის შექმნისთვის. არსებობდა სხვადასხვა სამეფო-სამთავროები, რომელშიც ქართული წარმოშობის ხალხი ცხოვრობდა და ალბათ გაჩნდება კითხვა ამ ყოველივეს გათვალისწინებით რატომ არ იწოდებოდა ერად? იმიტომ, რომ ისინი არ ფლობდნენ ერთიან ტერიტორიას, რომელზეც მათი სუვერენიტეტი გავრცელდებოდა, არ ჰქონდათ საერთო უფლებებლი და მოვალეობები – ყველა სამეფოში თუ სამთავროში საკუთარი კანონები მოქმედებდა. ასევე არ ჰქონდათ საერთო ეროვნული ინტერესები ანუ ის მიზნები და მისწრაფებები, რომელსაც აღიარებს ერთი კონკრეტული ერის წარმომადგენელი და იღწვის მისი განხორციელებისკენ, ეს ყველაფერი კი ერის უმნიშვნელოვანესი მახასიათებლებია. ამ ყოველივეს მიღწევა და განხორციელება კი მხოლოდ ერთიანი სახელმწიფოს არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი, რომელიც ამ ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით აყალიბებს ერს. ჩემი მოსაზრების გასამყარებლად მოვიშველიებ ენტონი დ. სიტის ერის განმარტებას ერის მახასიათებლების შესახებ. ესენია: ეთნონიმი, საერთო მითები, საერთო ისტორია, საერთო მასობრივი კულტურა, გარკვეული ტერიტორიის ფლობა(სუვერენიტეტი), საერთო უფლებები და მოვალეობები, საერთო ეკონომიკა. ბოლო 4 მახასიათებელი კი თანამედროვე სახელმწიფოს აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს.(2)
სმიტი ის მეცნიერია, რომელიც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ შექმნა ერი, რომლის საფუძველია ეთნოსი, რომელმაც მოიპოვა დამოუკიდებლობა და შექმნა სახელმწიფოებრიობა, რამაც აქცია ერად.(2) ამის საპირისპიროს ამტკიცებდა მიხაკო წერეთელი, რომელიც თვლიდა, რომ ,,ერი არის კონკრეტული საზოგადოება, რომელსაც შეუძლია შექმნას სახელმწიფო ან თავისი საკუთარი ელემენტთა შემოქმედებით ან და სხვა ერთა დაპყრობით. ის ასევე თვლიდა, რომ სახელმწიფო ეს არი საზოგადოოებრივი ფორმა, რომელიც ერს შეუძლია დროთ ვითარებაში შემოიღოს, როგორც წარმავალი წესი სოციალური ცხოვრებისა.“(3) ამ მოსაზრების გათვალისწინებით გამოდის, რომ ადამიანთა ყველა ის გაერთიანება, რომელთაც საერთო კულტურა, ისტორა და რელიგია აქვს ყველას შეიძლება ვუწოდოთ ერი.
ებრაელების შემთხვევაში კი, ისინი ერს არ წარმოადგენდნენ, ბოლო ორი ათასწლეულის განმავლობაში ებრაელთა აბსოლუტური უმრავლესობა დიასპორაში ცხოვრობდა. ის, რაც მათ აერთიანებდათ მხოლოდ კულტურა და რელიგია იყო. ადრე ისინი გაერთიანებულნი იყვნენ კერძო პირის ძალაუფლების ქვეშ საერთო კულტურის გამო და ერად გადაიქცნენ მხოლოდ 1948 წელს, მას შემდეგ რაც შექმნეს სახელმწიფო. ამ პერიოდამდე ებრაელები, როგორც ერი ვერ აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომელიც ერს უნდა ახასიათებდეს. მათ არ გააჩნდათ ერთიანი ტერიტორია, საერთო ეკონომიკა რაც მთავრი მახასიათბელია ერის ფორმირებისთვის.
დღეს კიდევ დავის საგანს წარმოადგენს უნდა ეწოდებოდეს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების მცხოვრებს/მოქალაქეს ერი. აქაც, რა თქმა უნდა აზრთა სხვადასვაობაა და ერთიანი პოზიცია არ არსებობს. საქართველში ხშირად გაიგონებთ – მხოლოდ სამი საუკუნეა რაც არსებობენ და რატომ უნდა ეწოდოთ ერი, მაშინ, როცა ჩვენ, ქართველებს 26 საუკუნოვანი ისტორია გვაქვს. მთავრი ის კი არ არის რამდენ საუკუნოვანი ისტორია გაქვს, არამედ ის ამ ისტორიას როგორ იყენებ, როგორია შენი სახელმწიფოებრივი მდგომარეობა. 26 საუკუნოვანი ისტორიით დღემდე ვერ შევქმენით სრულფასოვანი სახელმწიფო, მაშინ როცა ამერიკა 3 საუკუნოვანი ისტორიით მსოფლიო დონის პოლიტიკური მოთამაშეა.
ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ყველაზე კარგ მაგალითს იმისა თუ, როგორ შექმნა სახელმწიფომ ერი. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ – აშშ-ს მოსახლეობას ამერიკელი ერი. სახელმწიფო – აშშ შეიქმნა სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებისაგან, რომელთაც არ ჰქონდათ საერთო ისტორია, საერთო კულტურა, საერთო ენა. თავდაპირველად იყო საერთო ტერიტორიის ფლობა, რის გარშემოც გაერთიანდნენ. იმის გამო, რომ იქ მცხოვრები სხვადასხვა რჯულის ხალხს საერთო ფასეულობები ჰქონოდა, რაც ერის ფორმირებისთვის აუცილებელია, ემოციური დატვირთა მიენიჭა სახელმწიფო სიმბოლოებს და ატრიბუტებს – პირველ რიგში კონსტიტუციას და დროშას. თავდაპირველად ეს იყო ის, რის ერთგულებასაც ამტკიცებდნენ(4). ამერიკელი ერის არსებობა და მათი ისტორია აბათილებს მიხაკო წერეთელის მოსაზრებას, რომ მხოლოდ ერს შეუძლია შექმნას საზოგადოება.
ებრაელების შემთხვევაში საქმე გვაქვს კულტურულ ერთან, ამერიკელებთან მიმართებაში კი პოლიტიკურ ერთან. თუმცა ორივე შემთხვევაში სახელმწიფო გახდა ,,მიზეზე“ მათი ერად ფორმირების.
საერთაშორისო ორგანიზაცია – გაერო ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნათელი მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფო ქმინის ერს, რაგდან მასში შედიან მხოლოდ ისინი ეთნოსები, რომელთაც შექმნეს სახელმწიფოები, მოიპოვეს დამოუკიდებლობა, ფლობენ ტერიტორიას და ახორციელებენ საკუთარ პოლიტიკურ ნებას.
ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სახელმწიფო არის ის ერთადერთ საშეუალება, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ეთნოსს/ხალხს, აქცევს მათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩარჩოებში და აყალიბებს მას საზოგადოების უმაღლეს ფორმად – ერად. ეთნოსის ერად ფორმირება ტერიტორიული გარეთიანებით იწყება და მას ერად აქცევს მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაცია – სახლმწიფო. ერი სახელმწიფოს გარეშე არ არსებობს.
ავტორი: მზია ჯავშანაშვილი