ენტონი ბერჯესი – მექანიკური ფორთოხალი
ჯონ ენტონი ბერჯესი დაიბადა 1917 წლის 25 თებერვალს,მანჩესტერ იუნაიტედში,ინგლისში. ბავშვობაში მას აღმოაჩნდა მწერლობის, მხატვრობისა და მუსიკოსობის ნიჭი. სწავლობდა ვიოლინოსა და ასწავლიდა თავად ფორტეპიანოს. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს “წარუმატებელი კომპოზიტორად” თვლიდა,მისი ძალისხმევა საერთოდ არ იყო წარუმატებელი.მან შექმნა კლასიკური ნაწარმოებები კინოსთვის და თეატრისთვის.ბერჯესი თავდაპირველად წერას თავის ჰობად აღიქვავდა,მოგვიანებით როდესაც შეამჩნია,რომ ნიჭი ნამდვილად ჰქონდა, დაიწყო აქტიური წერა.1957 წელს იგი გახდა საგანმანათლებლო ოფიცერი და ინგლისური ენის სპეციალისტი.მისი პირველი გამოქვეყნებული რომანები: Time for a Tiger (1956), Enemy in the Blanket (1958), and Beds in the East.
1959 წელს ენტონი ცუდათ გახდა,რის გამოც მოუწია ინგლისში დაბრუნება.ექიმებმა მას დაუდგინეს ტვინის სიმსივნე და უთხრეს,რომ მხოლოდ ერთი წლის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.საბედნიეროდ, ეს მცდარი დიაგნოზი აღმოჩნდა.პირველი დიაგნოზის დასმის პერიოდში დაიწყო ინტენსიურად წერა, ვინაიდან იცოდა ერთ წელში მისი ცხოვრება დამთავრდებოდა.სწორედ ამ დროს დაწერა თავისი საუკეთესო რომანი “მექანიკური ფორთოხალი”.(1961)
ენტონიმ ორჯერ მოიყვანა ცოლი.1968 წელს მისი პირველი ცოლი ღვიძლის დაავადების შედეგად გარდაიცვალა,რაც გამოწვეული იყო სმის შედეგად.პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ენტონი დაქორწინდა ლინგვისტ ქალზე,ლილიანა მასელზე.შეეძინათ ბავშვი, რომელთან ერთად ინგლისიდან გადავიდა საცხოვრებლად მალტაზე,შემდეგ მონაკოში და იტალიაში.ბერჯესი ამერიკასაც ესტუმრა.ასწავლიდა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში,ქალაქის კოლეჯში და ნიუ-იორკში.
ბერჯესს გამოქვეყნებული აქვს მემუარების ორი ტომი:”პატარა უილსონი” და “დიდი ღმერთი”.
მიუხედავად იმისა,რომ ბერჯესმა წერა 32 წლის ასაკში დაიწყო და თავისი პირველი რომანი 39 წლის ასაკში დაწერა,იგი აღიარეს თავის დროის ყველაზე დაკავებულ მწერლად.გარდა 25 რომანისა დაწერილი აქვს პიესები,სტატიები,ბიოგრაფიები.კიბოსთან დიდი ბრძოლის მიუხედავად ენტონი ბერჯესი 1993 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა.
„მექანიკური ფორთოხალი’’
(ნაწარმოების შინაარსი)
რომანი დაიწერა 1961 წელს.ამ რომანის მიხედვით ცნობილმა რეჟისორმა სტენლი კუბრიკმა გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი,რომელმაც მსოფლიო კინობაზარზე არანაკლები მოწონება დაიმსახურა წიგნთან ერთად.თავად ავტორი,ენტონი ბერჯესი,საუბრობს ამ ფილმთან დაკავშირებით:“ნიუ-იორკში სტენლი კუბრიკის ფილმის „მექანიკური ფორთოხლის’’ სანახავად წავედი.დარბაზში შესვლამდე დიდი ბრძოლის გადატანა მომიხდა,მაგრამ უნდა ვაღიარო,ძალისხმევად ღირდა-სტენლი კუბრიკის ფილმი ტექნიკურად ბრწყინვალეა,გააზრებული,რელევანტური, პოეტური,გონებამახვილური.შემიძლია ვთქვა,რომ ფილმი ჩემი რომანის ახალი ვერსიაა და არა უბრალო ინტერპრეტაცია…“.
მწერალი ნაწარმოების საშუალებით გადმოგვცემს 50-60-იანი წლების ინგლისის მდგომარეობას,ბრიტანულ პრესაში დანაშაულის ზრდის გამო წარმოქმნილი პრობლემების შესახებ.ორმოცდაათიანი წლების ახალგაზრდობა დაუდეგარი და ბოროტი იყო,ომისშემდგომი ცხოვრებით დაუკმაყოფილებელი,მოძალადე და მავნე,ამიტომ მზარდ დანაშაულზე სწორედ მათ მოისაზრებდნენ.როგორ უნდა მოეპყრო ასეთებს?ციხე და გამასწორებელი სკოლა უარესი შედეგის მომტანი იყო,ხომ არ ჯობია რაღაც ახალი კურსის,ერთგვარი სიძულვილიშ თერაპიის გამოყენებით მათ ძალადობისადმი დისკომფორტის,გულისრევის შეგრძნება გაუჩნდეთ ან სულაც მოკვდავობა მივანიშნოთ.
„მექანიკური ფორთოხალი“ შეიქმნა თავისუფალი არჩევანის მნიშვნელობის შესახებ ერთგვარი თხზულების, თუ გნებავთ ქადაგების სახით. რომანის მთავარი გმირი,ალეკსი, ძალიან სასტიკია,შეიძლება ითქვას,უსაზღვროდ სასტიკიც კი,მაგრამ მისი სისასტიკე არ არის გენეტიკური ან სოციალური ვითარებით განპირობებული,ის მისი ნამოქმედარია,სრული შეგნებით ჩადენილი.ალეკსი ბოროტებაა და არა უბრალოდ მოტყუებული ან შეცდომაში შეყვანილი,და თუ საზოგადოება სწორად ვითარდება,მის მიერ ჩადენილი ბოროტება უნდა კონტროლდებოდეს და ისჯებოდეს.
ნაწარმოები მოგვითხრობს 16 წლის ალეკსისა და მისი ამხანაგების ყოველდღიურ ცხოვრებას,რომელიც სავსეა სისხლითა და ადამიანთა წამების ფაქტებით.ალეკსი ურჩი ბავშვია,რომელიც სულიერ სიმშვიდეს ადამიანების,კერძოდ მოხუცების ცემითა და შეურაცხყოფით იკმაყოფილებს.აგრეთვე,დაუნდობელია ქალების მიმართაც,რომელთა გაუპატიურებისა და ნამუსის ახდენით მშვიდდება.ალეკსის მშობლები შრომისმოყვარე ხალხია,თუმცა შვილის საქმიანობის შესახებ არაფერი იციან,ჰგონიათ რომ შვილი ღამღამობით ხალხს ეხმარება და ამით გამოიმუშავებს ფულს.დაუდევარი სისასტიკით სავსე ალეკსის ცხოვრება იცვლება,როდესაც მას ციხეში ჩასვამენ და მიუსჯიან 14 წელიწადს.ციხეში ყოფნისას შეიტყობს მღვდლისაგნ ,რომ არსებობს ასეთი საშუალება, „ტვინის გამორეცხვის“ შესახებ და მას ეწოდება „ლუდოვიკოს“ სამეცნიერო მეთოდი.ალეკსი გახდება ამ ექსპერიმენტის მონაწილე ,რომელსაც კლასიკური სიმღერის ფონზე აყურებინებენ საშინელებათა ფილმებს ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ადამიანთა ჩაგვრაზე,ამ დროს მასში შეყავთ ნემსით წამალი,რაც გულისრევასა და სპაზმებს იწვევს. 2 კვირის შემდეგ ალეკსი სრულიად „გამოჯამრთელებული“ ბრუნდება. ამგვარი სიცოცხლე მას არ სურს,ამიტომ გადაწყვეტს თავის მოკვლას.ბიბლიოთეკაში შევა იმ იმედით,რომ ნახავდა წიგნს,რომელიც დაეხმარებოდა მას მისი სურვილის განხორციელებაში,ამ დროს ის შეხვდება კაცს,რომელიც ოდესღაც ცემა და ახლა ის „პრაფესორა“(ალეკსი ასე მოიხსენიებს მას) იძიებს შურს მასზე,აგრეთვე მას გალახავს პოლიციაც,რომელიც მისი მეგობრები აღმოჩნდებიან,ასე მისუაფარი და ყველასგან დაჩაგრული ალეკსი მიადგება გზისპირა სახლს,სადაც ცხოვრობდა მოხუცი მწრალი,მეპატორნე მას სახლში შეიყვანს და იზრუნებს მასზე.
ნაწარმოების ბოლოს,ალეკსი თავის ახალ „ბრატკებთან“ ერთად კვლავ განაგრძობს ხალხის ცემას,ძარცვას და ა.შ. ერთხელაც მასში მოხდება საოცრება და ის დაიწყებს ფიქრს ახალ ცხოვრებაზე,საუბრობს ახალგაზრდების მოქმედების არსზე და ფიქრობს რომ რაც საძაგლობა ჩაუდენია ყველაფერი უწლოვანების ბრალი იყო,აგრეთვე,გაიფიქრებს ოჯახის შექმნასა და შვილზე,ყველაფერ ტკბილსა და მშვიდზე და მკითხველს ემშვიდობება შემდეგი სიტყვებით:,,აბა,წავედი,ძმებო,და სადაც მე წავალ იქ თქვენი აღარაფერი გესაქმებათ.ამ ჭუჭყიან-ზუნზლიან სამყაროში ყვავილების მდელო უნდა დავჩითო სადმე,ჩემი წყვილი უნდა მოვძებნო,და ახლა გემშვიდობებით თქვენცა და ყველა იმათ,ვინც ამ წიგნში მყავდა ნახსენები:აი,ასე-პრუწ!“
ამრიგად,რომანი „მექანიკური ფორთოხალი“ ადამიანში ზიზღსა და შიშს იწვევს მთავარი გმირის ალეკსის მიმართ,რომელიც საბოლოოდ დაჩაგრული და მიუსაფარი ხდება,მას ზურგს აქცევენ მეგობრები,მშობლები,ამიტომ ალეკსი სიბრალულის გრძნობას იწვევს ჩემი მხრიდან,მიუხედავად მისი ხასიათისა.თუმცა,ისიც მოსაწონია,რომ აგვარი აზროვნებისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანი იპოვნის ჭეშმარიტ გზას ცხოვრებისას და დაფიქრდება მის სიამ-ტკბილობაზე,ახალ ეტაპზე,რომელიც მისთვის უცხო ხილი იყო აქამდე.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.გრ.ხავთასი,საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორია,I;II ტ.
2.კ.წურწუმია,ესეები საზღვარგარეთული ლიტერატურაზე,Iტ.
გამოყენებული ინტერნეტ ვებ-გვერდები:
1.www.lib.ge;
2.www.saba.ge;
3.www.literatura.ge;
4.www.burusi.ge.