ეკოლოგია და სამკურნალო მცენარეები
ეკოლოგია ბიოლოგიის ნაწილია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს, აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.
ეკოლოლოგიური ინფარქტი”, ,,ეკოლოგიური ინსულტი” ხშირად გაისმის დღეს ეს სიტყვები,ბუნება ულმობლად მიექანება აქეთკენ.
როგორი იქნება გარემო-სამყაროს მდგომარეობა უახლოეს თუ შორეულ მომავალში?რა გველოდება ჩვენ?მოწამლული ჰაერი და წყალი,განადგურების პირას მისული საფარველი-ოზონის ფენა,სიცოცხლის თანდათანობით გაქრობა???შეძლებს თუ არა ადამიანი დაიცვას პლანეტა გაჭუჭყიანებისგან,გონივრულად გამოიყენოს მისი რესურსები?ასეთი კითხვები კარგა ხანია დადგა თითოეული ადამიანის წინაშე.
ადამიანი სხვა ორგანიზმების მსგავსად,თავის საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.ეს ურთიერთობა რთულია,რომელიც ევოლუციის პარალელურად მუდმივად იცვლებოდა და იცვლება დღესაც.
გარემოს დაბინძურება განაპირობებს ადამიანის ორგანიზმსა და გარემოში ჰაერი. დღეს მიწა, წყალი, ფლორა და ფაუნა ისევე დაუცველია, როგორც მიწათმოქმედი. ბუნებრივ სიმდიდრეთა დაცვის თვალსაზრისით საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანია ტყე, რადგან მას დიდი ადგილი უკავია მატერიალური დოვლათის შექმნაში. მართლაც, რაც უფრო სწრაფად ვითარდება მეცნიერება და ტექნიკა, მით უფრო ნაირგვაროვანი ხდება ტყის გამოყენება. ძნელია, დავასახელოთსახალხო მეურნეობის ისეთი დარგი, სადაც არ იყენებენ მერქანს ან ტყის პროდუქტებს.ტყე – ესაა საუნჯე, მცენარეული საფარი – სავანე მყუდროებისა. დიდია ტყის როლი ბუნების დაცვის საქმეში. მთის ტყეები იცავენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ქარებისა და ცივი ჰაერის მასებისაგან, ხოლო დასახლებულ ადგილებს, კულტურულ ფართობებს, შარაგზებსა და რკინიგზებს – მეწყერებისა და ზვავებისაგან.
აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეროვნულ საგანძურს – ტყეს. ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ, დავიცვათ ტყე განადგურებისაგან და თავიდან ავიცილოთ ეკოლოგიურიკრიზისი.
როგორ გგონია რა სარგებლობა აქვს სოკოს ადამიანისთვის?
სოკო ადამიანის კვების რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია. ქუდიანი სოკოების უმეტესობას ადამიანი საკვებად გამოიყენებს. საჭმელი სოკოების 90-ზე მეტი სახეობა არსებობს.
ერთუჯრედიანი საფუარი სოკოები ეფექტურად გამოიყენება კვების მრეწველობის სხვადასხვა დარგში. საფუარი სოკოები საპროფიტი ორგანიზმებია, რაც ნიშნავს, რომ ისინი საკვებისა და ენერგიის წყაროდ არაცოცხალი ბუნების ორგანულ ნარჩენებს იყენებენ.
ღვინის წარმოება ეფუძნება ყურძნის კანზე არსებული ველური საფუარი სოკოების მოქმედებას. იგი ნახშირწყლებს სპირტად გარდაქმნის. როდესაც გამოყოფილი სპირიტს კონცენტრაცია 10-15% აღწევს, იგი თავად ამ სოკოს ანადგურებს. ამის შემდეგ ღვინოს ფილტრავენ და ინახავენ. ღვინოში რჩება გამოუყენებელი შაქარი, რაც ღვინის გემოს განაპირობებს.
ასეთივე წესით მზადდება სიდრი _ ვაშლის წვენისგან, აიპონური საკე – ბრინჯისგან, ხორბლისგან არაყი და ა.შ.
პურის ცხობაში იყენებენ სპეციალურად გამოყვანილსაფუარის სოკოს, რომელიც ნახშირწყლების დაშლის დროს გამოყოფს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს და იწვევს ცომის გაფუებას. ამ პროცესისას გამოყოფილი მცირე რაოდენობით სპირიტ ცხობისას ორთქლდება.
ყველის წარმოებაში სოკოები ბაქტერიებთან ერთად გამოიყენება. ზოგიერთი ცნობილი ყველის სახეობა _ როკფორი, კამამბერი, ლურჯი დანიური და იტალიური გორგონცელა ,,მწიფდება” სხვადასხვა ობის სოკოს ზემოქმედებით.
მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ობის სოკო – პენიცილიუმი. მას სპეციალურად ამრავლებენ, რომ ანტიბიოტიკი _ პენიცილინი.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სოკო სახელით „გიგანტური ფშუკუნა“ შეიცავს ანტიბიოტიკურ ნივთიერებას – კალვაცინს. ხალხურ მედიცინაში ხმარობენ თირკმელების ზოგიერთი დაავადებისა და კიბოს საწინააღმდეგოდ.
მრავალი მცენარე გამოიყენება მედიცინაში, მაგალითად:
ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ — კატაბალახა, ჟენშენი, ლიმონურა, მანჯურიული, არალია, დეზურა, ფითრი, წვავი;
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ — კუნელი, თრიმლი, ზღვის კომბოსტო, შროშანა, ოლეანდრე, ფუტკარა, ევკომია, ჩაის ბუჩქი, ფითრი და სხვა;
სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებად გამოიენება — ძირთეთრა, ურცი, შმაგა (ბელადონა), ხაშხაში, პიტნა, სტაფილო, ტილჭირი, სკოპოლია;
სასუნთქი ორგანოების დაავადების სამკურნალოდ — სამკურნალო ტუხტი, იპეკო, ვირისტერფა, თერმოფსისი, ურცი;
კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ — ალოე, საბრი, ტუხტი, გულყვითელა, მრავალძარღვა, კოთხუჯი, აბუსალათინი, კოწახური;
ღვიძლის, სანაღვლე გზების, საშარდე ორგანოების დაავადების სამკურნალოდ — კოწახური, მოცვი, სიმინდი (ფოჩი), თირკმლის ჩაი;
სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებებად გამოიყენება — კოწახური, ჭინჭარი, ჭვავის რქა, მრავალძარღვა, ცხენისწაბლა, სოფორას სახეობები;
გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ — ქაცვი, ხახვი;
კანის დაავადებების სამკურნალოდ— ალოე (საბრი), კრაზანა, ძირთეთრა.
მცენარეები ცოცხალი არსებებია და მათაც ისევე სჭირდებათ ზრუნვა, მოვლა, მოფრება, კომფორტული გარემოს შექმნა – როგორც ჩვენ, ადამიანებს.
უნდა ვიზრუნოთ გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე… ამისთვის საჭიროა ქვეყანაში შეიქმნას მრავალი დაცული ტერიტორია თუ ნაკრძალი რადგან ეს ყოველივე მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისთვის ..
დღეს არსებობს საფრთხე მსოფლიო მასშტაბების ნგრევისა და ამით ასევე ადამიანის სასიცოცხლო საფუძვლების განადგურებისა. ასეთი გლობალური გავლენის მაგალითებია: სათბურის ეფექტი, ოზონის შრის დაზიანება (ოზონის ხვრელი, ოზონის ფენა, ოზონი, კლიმატი), ჯუნგლების განადგურება, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება.