ევროპის მწვანე შეთანხმება

ევროპის მწვანე შეთანხმება
ევროპის მწვანე შეთანხმება

მწვანე შეთანხმებაშესავალი

  კლიმატური ცვლილება და გარემოს დეგრედაცია ეგგზისტენციალურ საშიშროებას წარმოადგენს ევროპისთვის და მსოფლიოსთვის, ამ გამოწვევების გადასალახად ევროპას სჭირდება ახალი მზარდი სტრატეგია რომელიც გარდაქმნის ამ კავშირს თანამედროვე, რესურსით ეფექტურ და კონკურენტუნარიან ეკონომიკად სადაც:

  • 2050 წლისთვის აღარ იქნება სათბური გაზბის ემისია
  • ეკონომიკური ზრდა არ იქნება გამოწვეული რესურსების შემცირებით
  • არცერთი ადამიანი და არცერთი ადგილი არ იქნება უკან ჩამოტოვებული

    ევროპული მწვანე შეთანხმება არის გზა ევროკავშირის ეკონომიკის სიმდგრადის შესასნარჩუნებლად, ეს მოხდება მხოლოდ კლიმატური და გარემოპირობების გამოწევის გარდაქმნის შესაძლებლობებით ყველა გამომწვევ პოლიტიკაში

ევროპული მწვანე შეთანხმება წარმოაქმნის გზას იმისათვის რომ:

·         გაზარდოს  რესურსების ეფექტური გამოყენება სუფთა, წრიულ ეკონომიკაში გადასვლის გზით

  • ბიომრავალფეროვნების აღდგენით და დაბინძურების შემცირებით

  ევროკავშირი იქნება კლიმატ-ნეიტრალური 2050 წლისთვის, ამისათვის ჩვენ წარმოგიდგენთ ევროპული კლიმატის კანონს რომელიც გარდაქმნის უბრალო პოლიტიკას ლეგალურ ვალდებულებად და ინვესტირების გამოწვევად.

ამ მიზნის მისაღწევდ ყველა ეკონომიკური სფეროს თანამშრომლობაა საჭირო რაც მოიცავს:

  • ინვესტირება ეკო-მეგობრული ტექნოლოგიებისა
  • ინოვაციური ინდუსტრიების მხარდაჭერა
  • უფრო სუფთა, იაფი და ჯანსაღი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეთავაზება საზოგადოებისათვის
  • ენერგეტიკის სექტორის დეკარბონიზაცია
  • დარწმუნება იმაში, რომ ნაგებობები უფრო ენერგოეფექტურია
  • უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა რომ გაიზარდოს გლობალური გარემოს სტანდარტები

   ევროკავშირი ასევე  ფინანსურ მხარდაჭერას და ტექნიკურ ასისტირებას გაუწევს სახელმწიფოებს, რომ დაეხმაროს ხალხს, ბიზნესს და რეგიონს რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან მწვანე ეკონომიკის პირობში, რაც საშუალებას მისცემს სულ მცირე 100 მლრდ ევროს შეგროვებისა 2021-2027 წლისთვის  იმ რეგიონებისთვის რომლებსაც ეს ყველაზე მეტად შეეხება და დასჭირდება.

 გამოწვევის შესაძლებლობად გარდაქმნა

     ეს გამოწვევა მოითხოვს სწრაფ რეაგირებას გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილების გამო, რომელიც ყოველ წელს გაზრდილად მიმდინრეობს. 1 მლნ სახეობა 8 მლნდან დედამიწაზე გადაშენების რისკის ქვეშ არიან. ტყეები და ოკეანები დაბინძურებული და განდგურებულია. ევროპული „მწვანე შეთანხმება“ კი სწორედ ამ გამოწვევების პასუხია. ეს ახალი მზარდი სტრატეგიაა რომელიც მიზნებს გარდაქმნის ევრროკავშირის სამართლიან, რეურს-ეფექტურ და კონკურენტუნარიან ეკომომიკად, სადაც არ იქნება სათბურის ემისიები 2050 წლისთვის და ეკომოკკიკური ზრდა კი გამოწვეული იქნება რესურსების შემცირებით.

        მისი მიზანია ასევე დაიცვას ევროკავშირის ბუნებრივი კაპიტალი, და დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა ეკოლოგიურად გამომწვევი პრობლემებისგან. ამ შეთანხმებამ პირველ ადგილას უნდა დააყენოს ხალხი, ყურადღება გაამახვილოს რეგიონებზე, ინდუსტრიებზე და მომუშავეებზე რომლებიც უაღრესად დიდი გამოწვევის წინაშე დადგებიან. იქედან გამომდინარე, რომ ხალხის მონაწილეობას არსებითი როლი ექნება დიდწილი კანონების მუშა პროცესში მოყვანას. ახალი პაქტია საჭირო რომ თავი მოყაროს ყველა მოქალაქეს ერთად მიუხედავად მათი  ნაციონალური, რეგიონალური, ადგილობრივი ავტორიტარულობით, განსხვავებებისა. საზოგადოება და ინდუსტრიები ახლოსს მიიყვანოს ევროკავშირის მიზნებთან.

         ევროკაშირს გააჩნა კოლექტიური შესაძლებლობა რომ გარდაქმნას თავისი ეკონომიკა და საზოგადოება და უფრო შესაფერისს გზაზე დააყენოს. დამატებით შემცირება ემისიებისა ძლიერი გამოწვევაა. ეს მოითხოვს ხალხის მასიურ ჩართულობას და გაზრდილ ძალისხმევას რომ პირდაპირი გავლენა იქონიოს კლიმატურ ცვლილებებზე. ევროკავშირმა უნდა შექმნას თანმიმდევრული ფინანსური სიტემა რომელიც ასეთი მიზნების მიღწევას დაუჭერს მხარს და შეუწობს ხელს. ასეთი ინვეტიცია ასევე არის შესაძლებლობა ევროპა დააყენოს მზარდი ეკონომიკის წნაშე. თუმცა ინვერიმენტული ამბიცია მწვანე შეთანხმებისა მიღწეული ვერ იქნება მხოლოდ ევროპის მოქმედებით. კლიმატური ცვლილებები არის გლობალური გამოწევა და არარის ლიმიტირებული ნაციონალური საზღვრებით. ევროკავშირს შეუძლია გამოიყენოს თავისი გავლენა, ფინანსური რესურსები რომ მობილიზება მოახერხოს თავისი მეზობლების და პარტნიორების რათა შეუერთდნენ მათ ამ ჯანსაღი ბძოლის ველზე. შემდგომში კი შეიძ₾ება ევროკავშირმა გდაწყვიტოს ალიანსის შექმნა მის თანამოაზრეებთან.

          ნებისმიეირ ქმედება და პოლიტიკა მიმართული იქნება იმისათვის, რომ ევროპული მწვანე შეთანხმება ობიექტურად განხორციელდეს. გამოწვევები კომპლექსური და ერთმანეთთან დაკავშირებულია, ხოლო პოლიტიკური პასუხი უნდა იყოს თამამი და ყოვლისმომცველი და უნდა მიიღწვოდეს მაქსიმალური სარგებლისაკენ, რომელიც კავშირში იქნება ჯანმრთელობასთან, ცხოვრები ხარისხთან  კონკურენტუნარიანობასთან.

ევრკავშირის გარდაქმნა მდგრადი მომავლისათვის

ევროკავშირის კლიმატური ამბიცია 2030-2050 წლისთვის

         კომისიამ უკვე წარმოადგინა გეგმა თუ როგორ შეიძლება ზუსტად მიაღწიონ კლიმატურ ნეიტრალიზაციას 2050 წლისათვის.  უფრო მეტი ეფექტურობისათვის კი კლიმატურ კანონს წარმოადგენენ 2020 წლისათვის, რაც მოიყვანს 2050 წლის ობიექტურ მიზნებს ქმედებაში.

         ევროკავშირმა უკვე დაიწყო ეკონომიკის მოდერნიზება და ტრანფორმაცია იმისათვი, რომ მიაღწიონ კლიმატურ ცვლილებებს. 1990-დან 2018 წლამდე გამონაბოლქვი შემცირდა 23%-ით ეკონომიკა კი გაიზარდა 61%-ით, თუმცა ეს პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ შეამცირებს გამონაბოლქვს 60%-ით 2050 წლისთვის. ამ კანონს შეუძლია ხელი შეუწყოს ნახშირბადის ფასის დარეგულირებას. ასევე წაახალისბეს მომხმარებლისა და ბიზნესის ქვცევების გაუმჯობესაბას. იქედან გამომდინარე, რომ ბევრი ინტერნაციონალური პარტნიოერები არ იზიარებენ იმავე ამბიციას რასაც ევროკავშირი, ამას შესაძლოა მოჰყვეს ნახშირბადის „გაჟონვა“ ან იმიტომ, რომ პროდუქცია ექსპორტირებული იქნება ევროკავშირიდან სხვა ნაკლებად ამბიციურ ქვეყნებში რომლებსაც გამონაბოლქვის შემცირება სურთ ან იმიტომ, რომ ევროკავშირის პროდუქცია ჩანაცვლებული იქნება უფრო მძიმე საიმპორტო ნახშირბადებით. თუ ეს საშიშროება ახდება არ მოხდება ემისიის გლობალური შემცირება რაც ევროკავშირის ძალიხმევას წყალში ჩაყრის, რომელიც პარიზის ხელშეკრულების სახელითაა ცნობილი.

 

სუფთა, ხელმისაწვდომი და დაცული ენერგიის მიწოდება

        ენერგიის წარმოება და გამოყენება სხვადასხვა ეკონომიკის სფეროებში მოიცავს ევროკავშირის 75%-ზე მეტ გამონაბოლქვს. ენერგოეფექტურობა უნდა იყოს უფრო პრიორიტირებული, სავალდებულოა აშენდეს ენერგო სექტორები  რომელიც განახლებად ენეგიაზეა დაფუძნებული, ამასთანავე ევროკავშიის ენერგიის მარაგი უნდა იყოს უსაფრთხოდდადხელმისაწვდომიდმომხმარებლებისათვისდდადბიზნესცწამომადგენლებისათვის. ამისათვის საჭრიოა რომ ევროპული ენერგია სრულიად ინტეგრირებული იყოს. წევრ ქვეყნებს 2019 წლისთვის უნდა წარედგინათ ენერგისაა  და კლიმატის ცვლილებების გეგმა. შემდეგ კომისია შეაფასესბ თითოეული წევრი ქვეყნის მიერ წამორდგენილ გეგმას და საჭიროების შემთხვევაში შეიტანს მასში ცვლილებებს. ეს საგრძნობლად გაზრდის კლიმატური ცვლილებების მიერ გამოწვეული ამბიციის შესრულების შესაძლებლობას 2030 წლისთვის. კლიმატურ     კანონმდებლობას კი წარადგენენ 2021 წლის ივნისისათვის. წევრი სახელმწიფოები კი განაახლებენ ნაციონალური ენერგისაა და კლიმატის შესახებ გეგმებს 2023 წლისთვის, რომ შესაბამისობაში მოიყვანონ 2021 წელს წარმოსადგენ კანონმდებლობასთან, კომისია გააკონტროლებს კანონმდებლობის დაცვას მკაცრად. ჭკვიანური გაერთიანება განახლებადი, ენერგო-ეფექტური და სხვა ხელშემწყობი გადაწყვეტილებებისა დაეხმარება დეკარბონიზაციაში რაც შეიძლება ნაკლებ ფასად.

     ენერგო გაკოტრების საფრთხე ემუქრება ისეთ მაცხოვრებლებს რომლებიც ვერ შეიძენენ/გასწვდებიან ენერგო მომსახურეობას რომ ძირითადი ცხოვრებისეული სტანდარტები შეინარჩუნონ. ეფექტური პროგრამები როგორიც არის დამაფინანსებელი სქემები, მაცხოვრებლებთათვის  რომ გაანახლონ საცხოვრებლები, შეუძლია შამციროს კომუნალური გადასახადები და დაეხმაროს გარემოს. 2020 წელს კომისია წარმოადგენს წევრი ქვეყნებისთვის გზამკვლეს რომ დაეხმაროს ენერგო-სიღატაკის საკითხში ყველა იმ სფეროს რომელსაც უჭირს.

 

სტაბილურობის შენარჩუნება ევროკავშრიის ყველა პოლიტიკის სფეროში

          იმისათვის რომ მივაღწიოთ ამბიციას რომელიც ევროპული „მწვანე შეთანხმებით“ მოვიდა ჩვენამდე, საჭიროა კონკრეტული სახის ინვესტიციები. კომისიამ გამოთვალა რომ 2030 წლის მიზნების მისაღწევად საჭიროა დამატებით 260 მილიარდი ევროს ინვესტირება, რაც დაახლოებით შეადგენს 2018 წლის 1,5% GDP-ისა.

 

სწავლა და გაწვრთნა

         სკოლები, გასაწვრთნელი ინსტიტუტები და უნივერიტეტები კარგად არიან მორგებულნი მოსწავლეებთან, მშობლებთან და ფართო საზოგადოებასთან რომ მიაღწიონ წარმატებულ გარდაქმნას. კომისიამ მოამზადებს ევროპული კომპეტენციის შეაბამის ჩარჩოებს რომელიც დაეხმარება განავითარონ წვდომა განათლებასთან, უნარებთან და დამოკიდებულებასთან, რომელიც კლიმატის ცვილებებთან და შესაბამის განვითარებასთანაა კავშირში.  კომისია მუშაობდა რომ შექნა წევრი სახელწიფოებისთვის ფინანსური რესურსი  რომ სკოლის შენობები და მასში მიმდინარე ოპერაციები  წარმატებულად განხორციელებულიყო.  მათ გააძლიერეს ურთიერთობა ევროპული ინვესტიციის ბანკში და შექმნეს უფრო ძლიერი კავშირები სტრუქტურულ ფონდებსა და ახალ ფინანსურ ინსტრუმენტებთან იმ მიზნით, რომ მიიღონ 3 მილიარდიანი ინვესტირება 2020-ში.

 

მწვანე დედამიწა „არ დააზიანო“

   ევროკავშირის ყველა ქმედება და პოლიტიკა ერთად უნდა მოიყაროს რათა დაეხმაროს ევროკავშირს მიაღწიოს წარმატებულ და მდგრად მომავალს. კომისიის უკეთესი რეგულაციები კი წარმოქმნის მყარ საფუძველს ამისათვის. კომისია განავითარებს გზებს მისი გზამკვლევი რეგულაციების გასაუმჯობესებლად და დამხმარე საშუალებებს მიმართავს მდგრადობისა და ინოვაციების საკითხებში. ევროკავშირის მიზანია  უზრუნველყოს „მწვანე შთანხმების“ ყველა ინიცირებულ მიზნებს ეფექტურად და ნაკლებად დამამძიმებელი ფაქტორებით, ევროკავშირის ინიცირებელ წევრებს ევალებათ არ მიაყენონ ზიანი გარემოს. ამასთან საკანონმდებლო და დელეგირებული აქტი, მოიცავს კონკრეტულ განყოფილებას, რომელშიც განმარტებულია თუ როგორ იცავს თითოეული ინიციატივა ამ პრინციპს.

 

კორონა ვირუსის გავლენა „მწვანე შეთანხმებაზე“

       მიღებულმა ზომებმა, კოვიდ-19-ის (კორონავირუსის) პანდემიის შესაჩერებლად, დრამატულად შეაჩერა სამოგზაურო და ეკონომიკური აქტივობა. შედეგად, ენერგიის მოხმარება და გამონაბოლქვი მკვეთრად დაეცა. რამაც დიდი ცვლილება გამოიწვია ასევე ფასის წარმოებაზე და ენერგეტიკულ საქონელზე. ესეც დაეცა საგრძნობლად. 2009 წლის კრიზისის გამოცდილების წყალობიით, რომელმაც გამოიწვია ნახშირბადის ჭარბი ემისია ევროკავშირის სავაჭრო სისტემაში, 2019 წელს შეიქმნა ბაზრის სტაბილურობის სარეზერვო საშუალება, რომ თავიდან აეცილებინათ ნახშირბადს ფასის ვარდნა. კოვიდ-19-თან გამკლავებამ უკვე გამოიწვია ეკონომიკის ვარდნა, შემცირებული გადასახადები და სახელმწიფოს მიერ დიდი რაოდენობით გამოყოფილი თანხა რომ დახმარებოდდნენ კომპანიებს და მოქალაქეებს.

         სანამ ზოგიერთი სახელმწიფო მიიჩნევს რომ ამბიციური პროგრამები „მწვანე შეთანხმების“ სახით, ხელხს შეუშლის ეკონომიკის აღდგენას კრიზისის შემდეგ, ევრპული კომისია და სხვა დარჩენილი სახელმწიფეოები მიიჩნევენ და ინარჩუნებენ „მწვანე შეთანხმებას“ როგორც მზარდ სტრატეგიას, რომელიც დაეხმარება ეკონომიკის აღდგენას და ამავე დროს სასწრაფო კლიმატურ ცვლილებებსაც „დაეხმარება“. შეზღუდვებმა, მოგზაურობებსა და ბევრი ადამიანების შეკრებაზე, შეიძლება შეანელოს საკანონმდებლო საქმიანობა რომელიც დაკავშირებულია ევროპულ „მწვანე შეთანხმებასთან“. ევროკავშირის ინსტიტუციებმა უკვე შეცვალეს კალენდარი,დღის წესრიგი და პრიორიტეტები. გადაწყვეტილების მიღება გაერთანებული ერების ჩარჩოს კონვენციით კლიმატურ ცვლილებებზე, საერთაშორისო საზოგადოებრივ საავიაციო ორგანიზაციებზე და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებზე ასევე არის ზემოქმედებული გაუქმებითა და გადადებით მნიშვნელოვან შეხვედრებსა და კონფერენციებზე.

დასკვნა

            ჩემი აზრით „მწვანე შეთანხმება“ ნამდვილა მზარდი და პრიორიტეტული შეთნხმებაა, ბუნებაზე ზრუნვა და გამოსწორება იმ დაშვებული შეცდომებისა რაც მსოფლიო მოსახლეობამ მიაყენა დედამიწას, სასარგებლო იქნება არა მარტო ეკოლოგიისათვის, გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისათვის არამედ ადამიანებისათვის. სუფთა ჰაერი ნიშნავს ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას რაც გამოწვეული იქნება ჯანმრთელობის გაუმჯჯობესბით კლიმატური ცვლილების გამო. რა თქმა უდა ამ მიზნების მიღწევა 2050 წლისათვის რთულია და მოითხოვს კომპლექსურ ჩართულობას როგორც სახელმწიფო ასევე საზოგადოებრივი თანამშრომლობით,  რათა უკეთ მოხდეს ევროკავშირის ზედმიწევნით გათვლილი სტრატეგიების და მიზნების შესრულება. მივიჩნევ, რომ მნიშნელოვანი ნაბიჯია კანონმდებლობის ჩამოყალიბება იმისათვის რომ არც ისე ეკომეგობრული წევრი ქვეყნები ვალდებული გახადოს დაიცვან თითოეული პუნქტი ამ მზნების მისაღწევად, 2019 წლისთვის ქვეყნებს მოეთხოვათ წარედგინათ გეგმა, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებდნენ გეგმის შსასრულებლად, რაც რა თქმა უნდა წარადგინეს მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის გამო, კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლის გამო ვფიქრობ, რომ ეს გეგმები თავიდან გადასახედია, რადგან სახელმწიფოების ბიუჯეტი შესუსტებულია ეკო-მეგობუობა კი არც ისე ნაკლებ ბიუჯეტს მოითხოვს, სწორედ ამისათვის ევროკავშირმა გადაწია თარიღები, ეს ნიშნავს რომ 2021 წლისათვის კანონმდებლობა არ იქნება შემუშავებული და შეიძლება 2050 წლისთვის ყველა პუნქტი ვერ შესრულდეს.

           პანდემიამ ბუნებრივი მდგომარეობა ნამდვილად შეცვალა, ეკოლოგიაზე ამან დადებითად იმოქმედა თუმცა ეკონომიკა საგრძობლად დააზარალა რადგან მოსახლეობას შემცირებულად მოუწიათ საგდასახადო გადასახადების გადახდა, სახელმწიფოს კი დიდი ბიუჯეტის გამოყოფა, შეჩერებულია  ყველანაირი სახის მრეწველობა, ტურიზმი რამმაც რა თქმა უნდა მსოფლიო კრიზისის რისკის ქვეშ დააყენა.

            ჩემი აზრით, 2050 წლისთვის მიზნის მიღწევა დღევანდელი გადმოსახედიდან თითქოს სავსებით ბუნებრივია თუმცა სატრანსპორტო აკრძლვების, საქარხნო აკრძავლების გაუქმება ხელახლა დააბინძურებს გარემოს და წინსვლას ისევ უკან დახევს, დღეისათვის კი ევროკავშირი ბევრად დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რაც თავისთვდ გულისხმობს „მწვანე შეთანხმების“ ვადების გადაწევას.

 

ავტორი: მეგი მანველიძე

 

ბიბლიოგრაფია

  1. https://ec.europa.eu/info/strategy/priorities-2019-2024/european-green-deal_en
  2. https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?qid=1588580774040&uri=CELEX:52019DC0640
  3. https://www.europarl.europa.eu/thinktank/en/document.html?reference=EPRS_BRI(2020)649370

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *