ევროკავშირის მთავარი გამოწვევები და პრიორიტეტები

ევროკავშირის პრობლემები
ევროკავშირის პრობლემები

შესავალი

        დღესდღეობით მსოფლიო საკამოდ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. საერთაშორისო ორგანიზაციები დიდ როლს თამაშობენ მთელი რიგი პრობლემების აღმოფხვრაში და აქტიურად არიან ჩართულები, გადაჭრან ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორებიცაა: კლიმატის ცვლილებადედამიწაზე, სადაც ადამიანის ჩართულობა მნიშვნელოვნად აჩქარებს გლობალური დათბობის პროცესს, ასევე, ბირთვული იარაღის არსებობა, რომელიც წარმოადგენს მასობრივი განადგურების იარაღს, სიღარიბე, საკვების უსაფრთხოება, ჯანმრთელობის პრობლემები, მიგრაცია (ხალხი ძირითადად განვითარებადი ქვეყნებიდან მიდის განვითარებულ ქვეყნებში საცხოვრებლად), განათლების პრობლემები, ურბანიზაცია, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ლტოლვილები, პოპულაცია, დემოკრატიულობის დაბალი მაჩვენებელი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და სხვა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არც ევროპის კონტინენტი არ არის გამონაკლისი და ვხვდებით ბევრ გამოწვევას. ევროკავშირი ისახავს გარკვეულ სტრატეგიებს, რათა მაქსიმალურად შეამცირონ წარმოქმნილი  პრობლემები, რომლებიც მნიშვნელოვნად ასახავენ ევროპის ქვეყნების ბედს, მათ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას. კვლევის მიზანია, ნათლად აღვწერო და წარმოვადგინო, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ევროკავშირი, კონკრეტულად, რა პრობლემებს ებრძვის და რას აკეთებს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ისახავს გარკვეულ  მიზნებს და არსებულ პრობლემებს ყოფს პრიორიტეტებად. ჩემი ამოცანაა, კონტენტ-ანალიზის მეშვეობით, წარმოვადგინო ევროკავშირის გამოწვევები და დავადგინო, თუ რა სახის პრობლემებია მისთვის პრიორიტეტული. ევროპის გლობალურ პრობლემებზე, გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე შემდომ თავში დაწვრილებით განვიხილავ.

ევროპის კავშირის მთავარი გამოწვევები და პრიორიტეტები

 

    როგორც უკვე აღვნიშნე, ევროპაში არსებობს ბევრი სოციალური გამოწვევა. ევროპის კომისიის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, რომ გამოწვევაზე დაფუძნებული მიდგომა აერთიანებს რესურსებსა და ცოდნას სხავდასხვა სფეროში, ტექნოლოგიებსა და დარგებში, მათ შორის სოციალურ მეცნიერებებში. ეს მოიცავს ბაზრის საქმინაობას, სადაც ყურადღება ექცევა ინოვაციას, როგორიცაა პილოტირება, დემონსტრირება, სახელმწიფო შესყიდვებისა, ბაზრის ათვისების მხარდაჭერა.[1]

      დაფინანსება ფოკუსირდება შემდეგ გამოწვევებზე, როგორებიცაა: ჯანმრთელობა, დემოგრაფიული ცვლილებები, კეთილდღეობა, სურსათის უვნებლობა, სატყეო მეურნეობა, საზღვაო და შიდა წყლის კვლევა, ბიოეკონომიკა, უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგია, ტრანსპორტი, კლიმატის ცვლილება, რესურსების ეფექტურობა, ნედლეული, ინკლუზიური,ინოვაციური და ამრეკლავი საზოგადოებები, უსფრთხოება- ევროპისა და მისი მოაქალაქეების თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვა.[2]

       აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ამ პრობლემებთან საბრძოლველად გამოყოფს 2 მილიარდ ევროზე მეტს. ჯანმრთელობის პრობლემას რაც შეეხება, კველვა და ინოვაცია მხარს უჭერს ამ მოწოდებას, რომელიც მოიცავს: ჯანმრთელ დაბერების პროცესს, დაავადების გამომწვევი მიზეზების ზუსტ დადგენას, ჯანმრთელობის მონიტორინგის გაუმჯობესებას დაავადებების თავიდან ასაცილებლად, პრევენციას, მკურნალობასა და სწორად მართვას, ხელის შეწყობას, რათა ხანდაზმულები იყვენენ უფრო მეტად აქტიურები და ჯანმრთელი.

       აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში მაღალია ჩვილებისა და დედების სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ამიტომ, ევროკავშირმა წამოაყენა ინიციატივა ე.წ „დაბადების დღის“ პრიზი, რომლითაც საშუალებას აძლევს სამედიცინო დაწესებულებებს, გააუმჯობესოს მოვლა, რათა შეამციროს ავადმყოფობა და დედებისა და ჩვილების სიკვდილიანობა მთელს მსოფლიოში.[3] ვფიქრობ, ეს მიდგომა ძალიან დასაფასებელი და ხაზგასასმელია, რადგან გამოწვევების წინაშე დგას არამარტო ევროკავშირი, არამედ მთელი მსოფლიო.

     რაც შეეხება, ბიოეკონომიკას, ევროკავშირი ამ კუთხითაც ისახავს გარკვეულ მიზნებს. სოფლის მეორნეობა, მეტყევეობა, თევზჭერა, აკვაკულტურა ბიოზე დაფუძნებულ ინდუსტრიებთან ერთად , რომლებიც ევროპის ეკონომიკისა და საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, ეყრდნობიან შეზღუდული ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, ეს სექტორები წარმოადგენენ და ამუშავებენ ბიოლოგიურ რესურსებს, რათა დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოთხოვნა. სოფლის მეორნეობასა და მეტყევეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი. აღსანიშნავია, რომ  სამეცნიერო საქმიანობა და პოლიტიკა ხელს შეუწყობს, რათა გაუმკლავდეს გამოწვევებს, რომელთა წინაშე დგანან  სექტორები.[4]

     რაც შეეხება, საკვებ უვნებლობას, როგორც ვიცით საკვების მოხმარება გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. გამოწვევაა, თუ როგორ უნდა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნილებები, მინიმუმამდე დაიყვანოს ჯანმრთელობასა და გარემოზე დაკავშირებული პრობლემები. კვლევა და ინოვაცია ეხება საკვების უვნებლობასა და უსაფრთხოებას, ევროპის აგრო-კვების ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობასა და სურსათის წარმოების, დამუშავების და მოხმარების მდგრადობას. იგი მოიცავს მთელ საკვებ ჯაჭვს და მათთან დაკავშირებულ მომსახურებას პირველადი წარმოებიდან მოხმარებამდე.[5]

     ევროკავშირის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს ენერგია. ენერგიის გამოწვევა მიზნად ისახავს საიმედო, მდგრად და კონკურენტუნარიან ენერგეტიკულ სისტემაზე გადასვლას. ენერგეტიკული გამოწვევა მოიცავს შემდეგ სფეროებს: ენერგიის მოხმარების შემცირება და ნახშირბადის კვალი, ალტერნატიული საწვავი და მობილური ენერგიის წყაროები,ახალი ტექნოლოგიები, ძლიერი გადაწყვეტილების მიღება და საზოგადოებრივი ჩართულობა, ენერგეტიკული ბაზრის ათვისება და ICT ინოვაციები. [6]

       ევროკავშირი, ასევე, დიდ ყურადღებას ამახვილებს ტრანსპორტზე. ეს გამოწვევა მიზნად ისახავს ევროპული სატრანსპორტო ინდუსტრიების კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროპული სატრანსპორტო სისტემის მიღწევას, რომელიც იქნება  ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო ყველა მოქალაქის, ეკონომიკისა და საზოგადოების სასარგებლოდ. ევროკავშირი უზრუნველყოფს ტრანსპორტის დაფინანსებას, რათა გარემო გახდეს უფრო მეტად სუფთა და ეკოლოგიური პრობლემები შემცირდეს. ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს  მინიმუმამდე დაიყვანოს ტრანსპორტის სისტემების გავლენა გარემოზე.[7] 

       კლიმატის მოქმედება, გარემო, რესურსების ეფექტურობა და ნედლეული- ეს საკითხი ევროკავშირისთვის წარმოადგენს გამოწვევას. ამ გამოწვევაში აქტივობა ხელს შეუწყობს ევროპული კონკურენციის გაზრდას, ნედლეულის უსაფრთხოების დაცვას და კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ამავე დროს, ისინი უზრუნველყოფენ გარემოს მთლიანობას, მდგრადობას. ეს გამოწვევა აფინანსებს კვლევასა და ინოვაციას შემდეგი კონკრეტული მიზნებისათვის: წყლის რესურსების ეფექტურობა, ბუნებრივი რესურსებისა და ეკოსისტემების დაცვა ,ნედლეულის მომარაგება და გამოყენება  მზარდი გლობალური მოსახლეობის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.[8]

         ევროპაში დიდ გამოწვევად რჩება უთანასწორობაც. აღსანიშნავია, რომ 80 მილიონი ადამიანი სიღარიბის საფრთხის წინაშეა,  14 მილიონ ახალგაზრდას არ აქვს მიღებული განათლება. ევროკავშირი აცხადებს, რომ ეკონომიკური კრიზისი მათ არ აქვთ ჯერ კიდევ გადალახული, რამაც გამოიწვია ზოგადი უმუშევრობა, რომელიც 12 პროცენტს შეადგენს, ხოლო ახალგაზრებში 20 პროცენტს. უთანასწორობის შემცირებას ევროპაში გადამწყვეტი როლი აქვს შემდგომი განვითარებისთვის. მათთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს მოქალაქეების ჩართულობა. ინკლუზიური, ინოვაციური და ამრეკლავი საზოგადოებების მხარდაჭერა წარმოადგენს მდგრადი ევროპული ინტეგრაციის წინაპირობას. ევროკავშირი ცდილობას აღმოფხვრას ეს პრობლემები, კერძოდ, დისკრიმინაცია და უთანასწორობა. ის აცხადებს, რომ შეისწავლის ინოვაციების ახალ ფორმებს და გააძლიერებს კავშირებს, რომელიც  ხელს შეუწყობს მესამე ქვეყნებთან თანმიმდევრული და ეფექტური თანამშრომლობის განვითარებას. ასევე, ევროკავშირის პრიორიტეტს წარმოადგენს იდენტურობის, ტოლერანტობისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხები. [9]

         ევროპის კავშირი, ასევე, მიზნად ისახავს საკუთარი მოქალაქეების თავისუფლებასა და უსაფრთხოებას. ეს გამოწვევა ეხება ევროკავშირის მოქალაქეებს, მათ ეკონომიკას, ასევე , ინფრასტრუქტურასა და მომსახურებას,  კეთილდღეობას, პოლიტიკურ სტაბილურობასა. მათ ძირითად მიზანს წარმოადგენს: საზოგადოების გამძლეობის გაზრდა ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფების მიმართ,  დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლა, სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესება, ასევე, უზრუნველყოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერება.  ევროპაში დიდ საფრთხედ და გამოწვევად მიაჩნიათ დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლა  (კიბერ-დანაშაული), უკანონო ტრეფიკინგი და ტერორიზმი (კიბერ-ტერორიზმი) აგრეთვე ავიაციასთან დაკავშირებული საფრთხეები. ამიტომ მათ პრიორიტეტს წარმოადგენს ახალი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება. ასევე, ახალ აღჭურვილობას მოითხოვს საზღვრების დაცვა, რომელიც მოიცავს მიწოდების ქსელის უსაფრთხოებას ევროკავშირის საბაჟო პოლიტიკის ჭრილში. [10]

      ამრიგად, ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს საკუთარი მოქალაქეების დაცვა, ის ხელს უწყობს სამოქალაქო დაცვას,  ჰუმანიტარულ დახმარებას, საზღვრის მართვასა და მშვიდობის შენარჩუნებას. ამდენად ევროკავშირი ზრდის პროგრამების, სერვისების, ინფრასტრუქტურების უსაფრთხოებას და მიიჩნევს, რომ ამ გამოწვევას უნდა შეუერთდნენ უსაფრთხობის დაინტერესებული მხარეები, კერძოდ მცირე და საშუალო ბიზნესები, კვლევითი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები. ევროპის კიდევ ერთ მთავარ გამოწვევად რჩება მიგრაციის საკითხი. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს დაფიქსირდა ლტოლვილთა ყველაზე დიდი რაოდენობა, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა დაიკლო. ფორბსის მიხედვით, მათი უმრავლესობა (75,000 ლტოლვილი)  საბერძნეთში გაემგზავრა.[11]

       2019 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრებმა უნდა მიიღონ მიგრანტთა სამართლიანი წილი, ასე რომ ტვირთი მხოლოდ მალტასა და იტალიას არ დაეკისრა. [12]

      აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც საკმაოდ დიდი რაოდენობა ფიქსირდება მიგრანტების: გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და სხვა. ევროკავშირი ერთი მხრივ ავალდებულებს წევრ ქვეყნებს მიგრანტების მიღებას, მაგრამ მეორე მხრივ მათთვის ეს საკითხი მაინც ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება.მიუხედავად ამისა, სხვა წევრებმა, როგორიცაა პოლონეთი და უნგრეთი, უარი თქვეს მიგრანტების მიღებაზე. ასევე, შეუძლებელია არ შევეხოთ, პანდემიას, COVID 19-ის გავრცელებას, რომელმაც მოიცვა მთელი მსოფლიო და დიდი გამოწვევების წინაშე დადგა ევროპა, სადაც დაფიქსირდა სიკვდილიანობისა და ინფიცირებულების საკმაოდ დიდი რაოდენობა. ევროკავშირი მიუხედავად, მძიმე მდგომარეობისა, დღეს უკვე მობილიზებულია, წევრი ქვეყნები ნელ-ნელა ხსნიან  შეზღუდვებს, რომლებიც აქამდე იყო დაწესებული. აღსანიშნავია, რომ ევროკავშრი 140 მილიონ ევროს გამოყოფს ვაქცინების, სადიაგნოსტიკო ტესტებისა და სამედიცინო სისტემების შესაქმნელად, რათა თავიდან აიცილოს კორონავუსის ხელახალი გავრცელება. ასევე, წევრი სახელმწიფოებისთვის მან გამოყო: 37 მილიარდი ევრო სტრუქტურული ფონდიდან, 800 მილიონი ევრო დაზარალებული ქვეყნბების დასახმარებლად და დამატებით 3,1 მილიარდი ევრო გამოყოფილია 2020 წლის ბიუიჯეტიდან ვირუსის კრიზისზე რეაგირებისთვის. [13]

 

 

 

დასკვნა

 

 

           ამრიგად, მივიჩნევ, რომ ევროკავშირი თანმიმდევრულად და ორგანიზებულად მოქმედებს და კარგად ებრძვის ისეთ გამოწვევებს, როგორებიცაა: მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათი კეთილდღეობა, სურსათის უვნებლობის საკითხი, მეურნეობა, ბიოეკონომიკა, რესურსების ეფექტურად მართვა, მათი რაციონალური გამოყენება, მოქალაქეების უსაფრთხოება, უმუშევრობასთან ბრძოლა, ენერგოეფექტურობა, რომელსაც ჩემი აზრით ყველაზე დიდ ყურადღებას უთმობს და შესაბამისად აქვს დიდი მიღწევებიც. ევროკავშირი ცდილობს, გამოიყენოს რაც შეიძლება მეტი განახლებადი ენერგია და ამის მიზეზას შეიძლება დავასახელოთ რუსეთის ფაქტორიც. ევროკავშირს სურს, რომ ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსეთზე.

              როგორც წინა თავში აღვნიშნე, ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობაში და ამიტომ ტრანსპორტი რჩება პრიორიტეტულ საკითხად. ევროკავშირი, ასევე,  ებრძვის უთანასწორობას, განათლების პრობლემას, დისკრიმინაციას. დღესდღეობით დიდ პრობლემას წარმოადგენს ევროპისთვის პანდემია, მაგრამ მიუხედავად სირთულეებისა, ის აქტიურად მუშაობს ვირუსთან ბრძოლაში და სახავს გარკვეულ სტრატეგიებს. ამდენად, მივიჩნევ, რომ სწორედ ასეთი თანმიმდევრულობითა და სტრატეგიებით არის ევროკავშირი ზესახელმწიფოებრივი სუბიექტი.

 

ავტორი: მარიამ ალფაიძე

 

[1] https://ec.europa.eu/programmes/horizon2020/en/h2020-section/societal-challenges#Article

[2] https://ec.europa.eu/programmes/horizon2020/en/h2020-section/societal-challenges#Article

[3] https://ec.europa.eu/programmes/horizon2020/en/h2020-section/health-demographic-change-and-wellbeing

[4] https://ec.europa.eu/programmes/horizon2020/en/h2020-section/food-security-sustainable-agriculture-and-forestry-marine-maritime-and-inland-water

[5] https://ec.europa.eu/programmes/horizon2020/en/h2020-section/food-security-sustainable-agriculture-and-forestry-marine-maritime-and-inland-water

[6] https://ec.europa.eu/programmes/horizon2020/en/h2020-section/secure-clean-and-efficient-energy

[7] https://ec.europa.eu/programmes/horizon2020/en/h2020-section/smart-green-and-integrated-transport

[8] https://ec.europa.eu/programmes/horizon2020/en/h2020-section/climate-action-environment-resource-efficiency-and-raw-materials

[9] https://ec.europa.eu/programmes/horizon2020/en/h2020-section/europe-changing-world-inclusive-innovative-and-reflective-societies

[10] https://ec.europa.eu/programmes/horizon2020/en/h2020-section/secure-societies-%E2%80%93-protecting-freedom-and-security-europe-and-its-citizens

[11] https://www.forbes.com/sites/pascaledavies/2020/12/31/the-five-top-challenges-for-europe-in-2020/#1760f7ad43ff

[12] https://www.forbes.com/sites/pascaledavies/2020/12/31/the-five-top-challenges-for-europe-in-2020/#1760f7ad43ff

[13] https://europa.eu/european-union/coronavirus-response_en

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *