გონების სისავსის ტექნიკების გავლენა შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებზე
ავტორი: ანანო ჟორჟოლიანი
<< ნაშრომი შეფასებულია უმაღლესი ქულით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წყაროდ >>
აბსტრაქტი
შფოთვა და დეპრესია ბავშვებსა და მოზარდებში ყველაზე ხშირად გავრცელებული ფსიქიკური პრობლემებია. აღნიშნული დარღვევები გავლენას ახდენს ემოციურ-ქცევითი სფეროს სირთულეებზე, სოციალურ ურთიერთობებზე, აკადემიურ მოსწრებაზე. შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შესამცირებლად არაერთი თერაპიული მიდგომა არსებობს, თუმცა ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა ფსიქიკური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად გონების სისავსის ტექნიკების გამოყენება. წინამდებარე ნაშრომში ვიკლვიე გონების სისავსის ტექნიკების გავლენა შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შემცირებაზე 6-11 წლამდე ასაკის ბავშვებში. კვლევა წარიმართა ექსპერიმენტული მეთოდით. ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფში ბავშვები განაწილდნენ ასაკის, სქესის, ემოციურ-ქცევითი სირთულეების მიხედვით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 60-მა მოსწავლემ. გამოვლინდა სხვაობა პრე-ტესტსა და პოსტ-ტესტში მიღებული შედეგების მიხედვით. თუმცა, კვლევაში არ გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფში მიღებულ შედეგებს შორის.
ძირითადი საძიებო სიტყვები: გონების სისავსის ტექნიკები (მაინდფულნესი), შფოთვა, დეპრესიის სიმპტომები, ყურადღება.
Abstract
Anxiety and depression are common mental health problems in children and adolescents. These issues can significantly impact emotional-behavioral difficulties, social relations, and academic performance. While several therapeutic approaches exist to reduce symptoms of anxiety and depression, the use of mindfulness techniques to improve mental well-being has recently gained popularity. This study investigated the effects of mindfulness techniques on reducing symptoms of anxiety and depression in children aged 6-11 years. An experimental method was employed, with children divided into experimental and control groups based on age, gender, and emotional-behavioral difficulties. The study analyzed the differences between pre-test and post-test results. However, the findings did not reveal a statistically significant difference between the results obtained in the experimental and control groups.
Keywords: Mindfulness, anxiety, depression symptoms, attention.
****************
ფსიქიკური ჯანმრთელობა ბავშვების საერთო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ფსიქიკური ჯანმრთელობა გავლენას ახდენს აზროვნებაზე, გრძნობებზე, ემოციებზე, ქმედებებზე. ის ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის სტრესმედეგობისა და სხვებთან ურთიერთობის საკითხში. ბავშვობაში ფსიქიკური კეთილდღეობა გულისხმობს განვითარებისა და ემოციური ეტაპების მიღწევას, ჯანსაღი სოციალური უნარებისა და პრობლემებთან გამკლავების გზების სწავლებას (Schulte-Körne, 2016).
თანამედროვე სამყაროში საკმაოდ ხშირად ვხდებით ბავშვებსა და მოზარდებში ფსიქიკური აშლილობის სიმპტომებს. ბავშვებში ფსიქიკური აშლილობა გავლენას ახდენს ემოციურ-ქცევითი სფეროს სირთულეებზე. აღნიშნული იწვევს მუდმივ დისტრესს და პრობლემებს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. უამრავი ბავშვი დღის მანძილზე განიცდის შიშს, წუხილს, სევდას და ხშირად ავლენს არასასურველ ქცევას (Schulte-Körne, 2016).
მშობლებსა და მასწავლებლებს ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები ხშირად ყურადღების მიღმა რჩებათ. სიმპტომები ხშირად გაიგივებულია სიზარმაცესთან, ყურადღების ცენტრში ყოფნისა და სასურველი სტიმულის მიღების სურვილთან. თუმცა რეალობა სხვაგვარად გამოიყურება. ბავშვები ხშირად განიცდიან დანაშაულისა და არასასურველობის განცდას; აქვთ აზრები, რომ არ იმსახურებენ სიყვარულს, თავს გრძნობენ დაუცველად, უსუსურად. ბავშვის მენტალური პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება სასკოლო ცხოვრების დაწყებასთან ერთად. სასკოლო პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს აკადემიურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული დაძაბულობა, უიმედობის განცდა, სწავლის დაბალი მოტივაცია, სკოლაში სიარულის სურვილის არ ქონა. ეს ყველაფერი კი შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით: თანატოლებთან საერთო ენის გამონახვის სირთულე, მასწავლებლის ნეგატიური უკუკავშირი, ბულინგი, მშობლისგან ნაკლები მხარდაჭერა, ნეგატიური გამოცდილება, როგორიც არის სასტიკი მოპყრობა და ძალადობა (Gonzalez et al ; 2013).
თანამედროვე სამყაროში ბავშვებზე ძალადობის საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელია, როგორც ოჯახის წევრების, ასევე სხვა პირების მხრიდან (Gonzalez et al; 2013). აქედან გამომდინარე, მრავლადაა ტრავმული გამოცდილების მქონე ბავშვები, როგორც უმცროს, ასევე უფროს ასაკობრივ ჯგუფებში. სტრესული გარემო დამაზიანებლად მოქმედებს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაზე. სტრესი გავლენას ახდენს მოსწავლის კოგნიტიურ, ემოციურ და სოციალურ უნარებზე. ფსიქიკური პროცესები, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ გარემოსთან ადაპტაციას, ხდებიან არაადაპტურები. ბავშვი/მოზარდი ხდება მეტად აგრესიული, ასოციალური; – უარესდება აკადემიური ფუნქციონირება, ვლინდება ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები და ემოციების კონტროლის სირთულეები. სტრესული მოვლენების შედეგად ვიღებთ ჰიპერ-რეაქციას (აგრესია, განრისხება, ემოციური აფეთქება) ან ჰიპორეაქციას (უუნარობა, „გაყინვა“) (Porter et al., 2022). ყოველივე ეს იწვევს შიშს და ქრონიკულ შფოთვას, რაც თავის მხრივ, სტრესზე მოპასუხე სისტემის ხანგრძლივ აქტივაციას გულისხმობს. აღნიშნული განსაკუთრებით საზიანოა თავის ტვინის განვითარების სენსიტიურ პერიოდში (Christopher, 2014). ჩამოთვლილი მიზეზები, კი მოზარდებსა და ბავშვებში შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების გამომწვევი ფაქტორებია.
შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შესამცირებლად არაერთი თერაპიული მიდგომა არსებობს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო პოპულარული ხდება გონების სისავსის ტექნიკების გამოყენება, რომელიც ეფექტური გზაა ბავშვებსა და მოზარდებში ქცევითი, კოგნიტიური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად (Biegel et al., 2009). გონების სისავსის ტექნიკები, რომლებიც გაცნობიერების ტექნიკებისა და მაინდფულნესის სახელითაც არის ცნობილი, სათავეს ინდუიზმისა და ბუდიზმისგან იღებს, თუმცა დასავლურ კულტურაში რელიგიურ კონტექსტ მიღმა მისი გავრცელება მე-20 საუკუნეში დაიწყო. ამ პროცესში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო ჯონ კაბატ-ზინი, მედიცინის პროფესორი, რომელმაც დაარსა სტრესის შემცირების კლინიკა. ჯონ კაბატ-ზინმა გონების სისავსის ტექნიკების ადაპტირება შეძლო, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც გონების სისავსის ტექნიკებზე დაფუძნებული სტრესის შემცირების პროგრამა (MBSR). აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავდა ქრონიკული ტკივილისა და სტრესთან დაკავშირებული პრობლემების მართვაში ხელშეწყობას. მოგვიანებით გონების სისავსის ტექნიკებმა აღიარება მოიპოვა დასავლურ ფსიქოლოგიაშიც. პრაქტიკა ემპირიულად დადასტურებულია და აქტიურად გამოიყენება დეპრესიის, შფოთვის, წამალდამოკიდებულებისა და კვებითი დარღვევების დროს. აღნიშნული ტექნიკა დადებით გავლენას ახდენს ასევე, ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების საკითხში, შესაბამისად პრაქტიკა ხშირად გამოიყენება საავადმყოფოებში, სკოლებში, ბიზნესსა და სპორტში (Kabat-Zinn, 2012). ბოლო წლების მანძილზე გონების სისავსის პრაქტიკას აქტიურად ვხვდებით საქართველოშიც, თუმცა არსებული პროგრამები ძირითადად ზრდასრულებისთვისაა განკუთვნილი. ნაკლებად ვხვდებით გონების სისავსის ტექნიკების გამოყენებას ბავშვებსა და მოზარდებზე, შესაბამისად მწირია ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევები. მიმდინარე კვლევის მიზანია დაადგინოს თუ რა გავლენას ახდენს გონების სისავსის ტექნიკები ბავშვებში შფოთვასა და დეპრესიის სიმპტომებზე.
გონების სისავსის ტექნიკები
v6 გონების სისავსის ტექნიკები არის ფსიქიკური პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს ადამიანის ცნობიერების ფოკუსირებას „აქ და ამჟამად“ მიმდინარე მოვლენებზე, არაგანსჯადი (უკრიტიკო) დამოკიდებულებით და ცნობისმოყვარეობით. არაგანსჯადი გულისხმობს: გრძნობების, აზრებისა და სხეულებრივი შეგრძნებების აღიარებას და ისეთად მიღებას, როგორიც არის პოზიტიური ან ნეგატიური მნიშვნელობის მინიჭების გარეშე. გონების სისავსის პრაქტიკა ასევე მოიცავს ფოკუსირებულ ყურადღებას, რაც გულისხმობს ყურადღების მიქცევას კონკრეტულ პროცესზე, როგორიცაა სუნთქვა, სხეულის შეგრძნებები, გულისცემის რითმი. პრაქტიკა შესაძლებელია ყოველდღიური მარტივი აქტივობების შესრულებისას განხორციელდეს, მაგალითად, როგორიცაა: ჭამა, სიარული, კომუნიკაცია. მაინდფულნესი, ხაზს უსვამს თვითშემეცნებას და ასევე ხელს უწყობს თანაგრძნობას საკუთარი თავისა და სხვების მიმართ (Germer 2004).
გონების სისავსის ტექნიკების მიზანია სტაბილური და არარეაქტიული ცნობიერების ჩამოყალიბება საკუთარი შინაგანი (კოგნიტიურ-აფექტურ-სენსორული) და გარე (სოციალური გარემო) გამოცდილებების შესახებ. „აქ და ამჟამად“ არის მდგომარეობა, აზროვნების ტიპი, რომელიც გვეხმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში (Porter et al., 2022). ამ მდგომარეობის მიღწევა და გავარჯიშება შესაძლებელია. რაც უფრო ადრეულ ასაკში ხდება უნარის დასწავლა, მით უფრო კარგი შედეგი დგება სოციალური, ემოციური და აკადემიური ფუნქციონირების თვალსაზრისით.
„აქ და ამჟამად“ პრაქტიკა შეიძლება იყოს ფორმალური და არაფორმალური: ფორმალურია, როდესაც უბრალოდ ყურადღებას ვამახვილებთ რაიმე კონკრეტულზე, ეს შეიძლება იყოს სუნთქვა ან ნებისმიერი სხვა შეგრძნება სხეულში; არაფორმალურია – როდესაც ყურადღება ფოკუსირდება სიტუაციებზე, ე. ი. სრული და არაგანსჯადი ყურადღების მიპყრობა იმ მოქმედებებზე, რასაც ასრულებს ადამიანი კონკრეტულ მომენტში (Pradhan, 2014; pp. 114-116). გონების სისავსის ტექნიკების კარგი მაგალითია წიგნის კითხვა, როდესაც საჭიროა, რომ ჩვენი ყურადღება მიმართული იყოს ფურცელზე, სიტყვებისაკენ და არ ვიფანტებით შემოჭრილ აზრებში.
გონების სისავსის ტექნიკების საშუალებით მოსწავლეები იძენენ ახალი უნარჩვევებს, რომელთა მეშვეობითაც ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად მოქმედ გარემო ფაქტორებს უფრო იოლად გაუმკლავდებიან. აღნიშნული ტექნიკები ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ფსიქიკური კეთილდღეობისთვის. „აქ და ამჟამად“-ს პოზიტიური გავლენა აქვს ადამიანზე არამხოლოდ ტექნიკის შესრულებისას, არამედ მომავალშიც (Keng, Smoski, & Robins, 2011). კვლევების მიხედვით, გონების სისავსის ტექნიკები გავლენას ახდენს თავის ტვინის სტრუქტურის ცვლილებაზე, კერძოდ იზრდება რუხი ნივთიერების სიმკვრივე, რაც გავლენას ახდენს ტვინის ისეთ უბნებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აღმასრულებელ ფუნქციებზე – პრე-ფრონტალური ქერქი, ჰიპოკამპი და ამიგდალა. ეს თავის ტვინის ის უბნებია, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ დასწავლის პროცესში ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესებასა და შფოთვის შემცირებაში. მაინდფულნესის პრაქტიკა აძლიერებს პრე-ფრონტალური ქერქის აქტივობას, რაც ხელს უწყობს ემოციების რეგულაციას (Tang, Holzel, & Posner, 2015). გონების სისავსის ტექნიკები გავლენას ახდენს სტრესის, შფოთვის, დეპრესიის საერთო დონეზე, ასევე უმჯობესდება სოციალური და აკადემიური უნარ-ჩვევები, ემოციური და ქცევითი რეგულაცია, თვითცნობიერება, იზრდება თვითშეფასება (Young et al., 2018).
შფოთვა და შფოთვითი აშლილობა
შფოთვითი აშლილობა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა მოზარდებსა და ბავშვებში. კვლევების მიხედვით,აღნიშნული პრობლემა 7%-დან 25%- მდე ბავშვსა და მოზარდს აღენიშნება (Hawes et al., 2022), საშუალოდ რვა ბავშვიდან ერთს (Caldwell et al., 2019).
შფოთვა გულისხმობს წუხილისა და ნერვიულობის მუდმივ განცდას გაურკვეველი შედეგის გამო. ესაა ბუნებრივი რეაქცია სტრესზე, ბავშვები განიცდიან შფოთვას ისეთ სიტუაციებში, როგორიცაა ახალ ადამიანთან შეხვედრა, სკოლაში პირველად წასვლა, მოსალოდნელი გამოცდა და ა.შ. ამ ტიპის შფოთვა, როგორც წესი, დროებითია, თუმცა, როდესაც შფოთვა ხდება მუდმივი პროცესი და აფერხებს ყოველდღიურ ფუნქციონირებას ეს გავლენას ახდენს ინდივიდის ფსიქიკური კეთილდღეობის ხარისხზე(Caldwell et al., 2019).
ბავშვებში ვხვდებით შემდეგი ტიპის შფოთვით აშლილობებს:
- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (ბავშვები განიცდიან გადაჭარბებულ და უკონტროლო წუხილს სხვადასხვა საკითხების მიმართ: სკოლა, ოჯახი, მეგობრები).
- განშორების შფოთვითი აშლილობა (მშობელთან ან მომვლელთან განშორების გადაჭარბებული შიში).
- სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური სიტუაციებში განსჯის ან უარყოფის ძლიერი შიში).
- სპეციფიკური ფობიები (ძლიერი შიში კონკრეტული საგნის ან სიტუაციის მიმართ).
- პანიკური აშლილობა (პანიკური აშლილობის მქონე ბავშვები განიცდიან მოულოდნელ განმეორებით პანიკის შეტევებს, რომელსაც თან ახლავს ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა ოფლიანობა, კანკალი).
- ობსესიურ-კომპლუსური აშლილობა (ბავშვებს აღენიშნებათ მუდმივი აკვიატებული აზრები, რაც უბიძგებს განმეორებითი ქცევის შესრულებისკენ შფოთვის შესამცირებლად)(Caldwell et al., 2019).
შფოთვის გამომწვევი მიზეზები განსხვავდება ერთმანეთისგან და შეიძლება დაკავშირებული იყოს გენეტიკურ, გარემო ან სოციალურ ფაქტორებთან (Rockhill et al., 2010). ბავშვებს, რომლებსაც აქვთ შფოთვითი აშლილობის ოჯახური ისტორია უფრო ხშირად უვითარდებათ შფოთვა. ასევე მნიშვნელოვანია გარემოს როლი: სტრესმა სახლში ან სკოლაში, ძალადობამ ან ტრავმულმა გამოცდილებამ, ასევე შესაძლოა დიდი წვლილი შეიტანოს ბავშვებში შფოთვითი აშლილობის განვითარებაში. გარდა ამისა, ბავშვებს რომლებსაც უჭირთ ემოციების რეგულაცია მეტად სენსიტიურები არიან შფოთვის მიმართ. შფოთვა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს სამედიცინო მდგომარეობამ ან მედიკამენტებმა. (Caldwell et al., 2019).
ბავშვებსა და მოზარდებში შფოთვის დამახასიათებელი სიმპტომები ვლინდება ასაკისა და პიროვნული ნიშნების შესაბამისად. საერთო სიმპტომები მოიცავს: გადაჭარბებულ შეშფოთებას, მოუსვენრობას, გაღიზიანებას, კონცენტრაციის გაძნელებას, კუნთების დაძაბულობას, გარკვეული სიტუაციების თავიდან არიდებას (გაქცევას), ფსიქოსომატურ ჩივილებს, (როგორიცაა მუცლის ან თავის ტკივილი) და ძილის დარღვევებს. შფოთვა გავლენას ახდენს ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე, სოციალურ ურთიერთობებზე და საერთო კეთილდღეობაზე შესაბამისად მნიშვნელოვანია მისი ადრეული იდენტიფიკაცია და ინტერვენცია (Rockhill et al., 2010). უსაფრთხო და დამხმარე გარემოს შექმნით, დაძლევის უნარის სწავლებით და ჯანსაღი ჩვევების წახალისებით შესაძლოა ბავშვმა გამოიმუშაოს მედეგობა შფოთვის მართვის საკითხში (Rockhill et al., 2010).
დეპრესიის სიმპტომები
ბავშვებში დეპრესია გულისხმობს სევდას, გაღიზიანებას და უიმედობის განცდას, რაც გუნება-განწყობილების დარღვევის გამოხატულებაა. ბავშვებს ხშირად ახასიათებთ განწყობის ცვალებადობა. მაგალითად, ცუდი შეფასების მიღების ან მეგობრებთან კონფლიქტის შემდეგ. გუნება-განწყობის დარღვევა ასევე გავლენას ახდენს ბავშვის ძილზე, მადაზე ან სხვებთან ურთიერთობაზე. 3-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების დაახლოებით 3%- 8%-ს აქვს დეპრესია (Jason et al., 2002). თუმცა უფრო ხშირია მოზარდებში, ვიდრე ბავშვებში. დაახლოებით 5-დან 1 მოზარდს აღენიშნება დეპრესიის სიმპტომები. ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებსაც აქვთ გარკვეული ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, დიაბეტი, ეპილეფსია ან ასთმა, დეპრესიის სიხშირე შეიძლება კიდევ უფრო მაღალი იყოს. ბავშვებში დეპრესია შეიძლება განსხვავებულად გამოიყურებოდეს, ვიდრე მოზრდილებში. ასევე შესაძლებელია დეპრესიის სიმპტომატიკა განსხვავებული იყოს თითოეული ბავშვისთვის (Jason et al., 2002).
დეპრესიის სიმპტომები ბავშვებში:
- გუნება-განწყობის ცვლილებები.
- მხიარული აქტივობებისადმი ინტერესის ნაკლებობა.
- ენერგიის ნაკლებობა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.
- თვითშეფასების პრობლემები.
- კვებასთან დაკავშირებული პრობლემები (ჩვეულებრივზე მეტი ან ნაკლები საკვების მიღება).
- ძილთან დაკავშირებული პრობლემები (უძილობა ან ზედმეტი ძილი).
- კონცენტრაციის პრობლემები.
- სუიციდური აზრი ან ქცევა.
ბავშვებში დეპრესიის გამოვლენაზე გავლენას ახდენს გენეტიკური (დეპრესიის
ოჯახური ისტორია), გარემო (ტრავმული გამოცდილება, ბულინგი, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, ოჯახური კონფლიქტი) და ფსიქოლოგიური (ბავშვის სტრესმედეგობა, თვითშეფასება) ფაქტორები. დეპრესია გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ, სოციალურ და აკადემიურ ფუნქციონირებაზე. ადრეული იდენტიფიკაცია და ჩარევა გადამწყვეტია ბავშვთა დეპრესიის გრძელვადიანი შედეგების თავიდან ასაცილებლად. დამხმარე გარემოს შექმნა, ჯანსაღი დაძლევის უნარების ხელშეწყობა, ღია კომუნიკაცია და რისკ-ფაქტორიების გათვალისწინება შეამცირებს ბავშვებში დეპრესიის ალბათობას (Garber & Horowitz, 2002).
გონების სისავსის ტექნიკები შფოთვითი აშლილობისა და დეპრესიის დროს.
გონების სისავსის ტექნიკები სულ უფრო და უფრო პოპულარული ინტერვენციის მეთოდია ბავშვებსა და მოზარდებში დეპრესიის სიმპტომებისა და შფოთვის შესამცირებლად. კვლევების მიხედვით, ბავშვები, რომლებიც იყენებენ „აქ და ამჟამად“ პრინციპს მათი ასაკის სხვა მოსწავლეებთან შედარებით, უკეთ აქვთ განვითარებული ქცევითი და ემოციური რეგულაციის უნარ-ჩვევები, აღენიშნებათ დეპრესიისა და შფოთვის დაბალი დონე, აქვთ უკეთესი აკადემიური მოსწრება სკოლაში და გამოირჩევიან უკეთესი სოციალური უნარ-ჩვევებით. (Dunning et al., 2019).
გაცნობიერებაზე დაფუძნებული ინტერვენციები აუმჯობესებს ბავშვებსა და მოზარდებში ფსიქიკურ კეთილდღეობას. გონების სისავსის ტექნიკები ბავშვებს ეხმარება გაიგონ თავიანთი ემოციები და ისწავლონ მათი ეფექტური რეგულირება. აწმყო მომენტის ცნობიერებისა და მიმღებლობის უნარით მცირდება ემოციური რეაქტიულობა და იზრდება ემოციური მდგრადობა, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს უფრო ადაპტირებულად გაუმკლავდნენ სტრესორებს. გონების სისავსის ტექნიკები, როგორებიცაა ღრმა სუნთქვის ვარჯიშები, სხეულის სკანირება (გაცნობიერება) ხელს უწყობს რელაქსაციას და ამცირებს სტრესთან დაკავშირებულ ფიზიოლოგიურ აგზნებას (Zoogman et al., 2015). რეგულარულ პრაქტიკას შეუძლია დაეხმაროს ბავშვებს სტრესის უფრო ეფექტურად მართვასა და შფოთვის სიმპტომების შემცირებაში. გონების სისავსის პრაქტიკა ასევე დადებით გავლენას ახდენს კოგნიტურ მოქნილობაზე, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს სტრესული სიტუაციების სხვადასხვა პერსპექტივიდან დაინახონ და მასთან გასამკლავებლად ადაპტური დაძლევის სტრატეგიები გამოიმუშაონ (Dunning et al., 2013). მაინდფულნესი ასევე ხელს უწყობს ბავშვებს საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობა გამოხატონ. რაც გულისხმობს სიკეთისა და მიმღებლობის უნარს განსაკუთრებით მაშინ, როცა სირთულეებს აწყდებიან. აღნიშნული უნარი უპირისპირდება ნეგატიურ თვითკრიტიკას, რაც შფოთვისა და დეპრესიის საერთო ნიშნებია. გონების სისავსის ტექნიკები გავლენას ახდენს სოციალური და ინტერპერსონალური უნარების გაუმჯობესებაზეც. ბავშვები იღებენ ინფორმაციას, როგორც საკუთარი ასევე სხვისი ემოციების შესახებ, რაც დადებით გავლენას ახდენს სოციალურ ურთიერთობებსა და ჯანსაღი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაზე (Zenner et al ., 2014).
„აქ და ამჟამად“-ს სავარჯიშოების საშუალებით შესაძლებელია აფექტური რეგულაციის გაუმჯობესება, სტრესთან ადაპტაციის მექანიზმების ჩამოყალიბება. კვლევების მიხედვით, გონების სისავსის ტექნიკები ხელს უწყობს ნეგატიური აზროვნების შემცირებას, რაც გავლენას ახდენს შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შემცირებაზე, არასასურველი ქცევის გამოვლენაზე (Toneatto et al., 2007). პრაქტიკა შფოთვისა და დეპრესიის მქონე ბავშვებთან დაკავშირებულია, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებასთან. გონების სისავსის ტექნიკა გავლენას ახდენს თვითკონტროლის უნარის განვითარებაზე, სტრესმედეგობასა და ემოციურ რეგულაციაზე, ხელს უწყობს ბავშვებს დააკვირდნენ თავიანთ ემოციებს, აზრებს კრიტიკის გარეშე (Raveepatarakul et al., 2014). აღნიშნული პრაქტიკა ასევე გავლენას ახდენს ძილის რეჟიმზე, რომელიც დარღვეულია შფოთვისა და დეპრესიის დროს. პროცესი ორიენტირებულია რელაქსაციაზე, რაც ხელს უწყობს ძილის ხარისხის გაუმჯობესებას.
გონების სისავსის პრაქტიკა ბავშვებს ეხმარება სტრესის მართვაში, ასწავლის ყურადღება გაამახვილოს აწმყო დროში მიმდინარე მოვლენებზე, რამაც შესაძლოა შეამციროს სტრესისა და შფოთვის საერთო დონე (Broderick & Metz, 2009).
კვლევის მიზანი
ლიტერატურის მიმოხილვის საფუძველზე, კვლევის მიზანია იმის დადგენა თუ რა გავლენას ახდენს გონების სისავსის ტექნიკები ბავშვებში შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებზე.
დამოუკიდებელი ცვლადი: გონების სისავსის ტექნიკები (მაინდფულნესი). დამოკიდებული ცვლადი: შფოთვა, დეპრესიის სიმპტომები.
საკვლევი კითხვა და ჰიპოთეზა
კვლევის მიზნიდან გამომდინარე, საკვლევი კითხვა და ჰიპოთეზა ამგვარად
ჩამოყალიბდა.
საკვლევი კითხვა: რა გავლენას ახდენს გონების სისავსის ტექნიკები ბავშვებში
შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებზე?
ჰიპოთეზა: გონების სისავსის ტექნიკები ამცირებს ბავშვებში შფოთვასა და
დეპრესიულ სიმპტომებს.
მეთოდი
კვლევა განხორციელდა კვაზი ექსპერიმენტის მეთოდით. ექსპერიმენტი ჩატარდა პრე-ტესტ, პოსტ-ტესტის დიზაინით.
მონაწილეები
კვლევის მონაწილეები მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში ემოციურ-ქცევითი სფეროს სირთულეების მიხედვით გადამისამართებული მოსწავლეებიდან შეირჩა. კვლევაში ჩართვის კრიტერიუმები იყო: სქესი, ასაკი, ემოციურ-ქცევითი სფეროს სირთულეები. შესაბამისად, კვლევაში მონაწილეობისთვის შეირჩა 6-11 წლამდე ასაკის 60 მოსწავლე. ისინი კვლევის მიზნებიდან გამომდინარე გადანაწილდნენ ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფებში (იხ. ცხრილი #1). ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფის მონაწილეთა ჩარევის დაწყებამდე შფოთვისა და დეპრესიის მაჩვენებლებში არ იყო სტატისტიკურად სანდო სხვაობა. მიმდინარე კვლევისას გამოვლინდა შფოთვის ორი ტიპი:განშორების შფოთვითი აშლილობა (6-8 წლამდე ასაკის ბავშვებში) და სოციალური შფოთვითი აშლილობა (9-11 ასაკის ბავშვებში) ხოლო დეპრესიის სიმპტომებიდან სახეზე იყო დაქვეითებული გუნება-განწყობა, თვითშეფასებისა და კონცენტრაციის პრობლემები, სწავლის დაბალი მოტივაცია და სუიციდური აზრები
(10-11 ასაკის ბავშვებში).
პროცედურა
ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფში შეხვედრები მიმდინარეობდა ჯგუფურ რეჟიმში. ექსპერიმენტულ ჯგუფში თერაპია წარიმართა გონების სისავსის ტექნიკების გამოყენებით (იხ. დანართი #1). ასაკიდან გამომდინარე საშინაო დავალება ძირითადად სენსო-მოტორული ხასიათის იყო (მაგ: მანდალის დახატვა, „აქ და ამჟამად“ გაფერადება). საკონტროლო ჯგუფში „ემოციური რეგულაციისა და სოციალური უნარების განმავითარებელი ტრენინგ-მოდულის“ მიხედვით წარიმართება შეხვედრები (იხ. დანართი #2). ყურადღება გამახვილებული იყო ემოციების გაცნობიერებისა და მართვის სტრატეგიებზე. ასევე, სტრესის დაძლევის ფორმებზე და გამკლავების გზებზე. ტრენინგ-მოდული ყურადღებას ამახვილებს ასევე სოციალურ უნარებზე, რაც განსაკუთრებით ეფექტურია სოციალური შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვებისათვის. გონების სისავსის ტექნიკების მსგავსად საკონტროლო ჯგუფის შემთხვევაშიც ყურადღება დაეთმო ემოციური რეგულაციის სავარჯიშოებს, სუნთქვით ვარჯიშებს. აღნიშნული პრაქტიკა განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა ბავშვებისთვის სტრესულ სიტუაციაში თვითდამშვიდების მიზნით. ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფში მოსწავლეებთან ჯგუფური შეხვედრების პარალელურად მიმდინარეობა მშობლებთან მუშაობა ფსიქოგანათლების კუთხით.
ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფში გამოყენებული ტრენინგ-მოდულები მანდატურის სამსახურის მიერ იქნა შემუშავებული და დამტკიცებული. ექსპერიმენტის დაწყებამდე მოსწავლის მშობლებს განემარტათ ექსპერიმენტში მონაწილეობის ნებაყოფლობითობა და კვლევის მიზანი. მშობლებმა შეავსეს The Child Behavior Checklist-ს კითხვარი (CBCL). აშენბახის კითხვარის შევსება ხდებოდა მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში პირისპირ შეხვედრისას. ექსპერიმენტის მსვლელობისას მკვლევარი კვლევის მონაწილეებს ხვდებოდა კვირაში ერთხელ. შეხვედრების ხანგრძლივობა 50 წუთი იყო. პროცესი მიმდინარეობდა 8 კვირის განმავლობაში. 8 კვირის შემდეგ მშობლებმა ისევ შეავსეს CBCL. ინტერვენციის შემდეგ ფსიქოლოგი კვლევის მონაწილეების მშობლებს მონიტორინგის მიზნით უკავშირდებოდა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ბავშვების ემოციურ-ქცევითი სირთულეები სტაბილურია ექსპერიმენტის დასრულებიდან 1-2 თვის შემდეგაც.
კვლევის ინსტრუმენტი
დემოგრაფიული კითხვები მკვლევარმა გამოიყენა ბავშვის სქესის, ასაკის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. მშობელთან ინტერვიუ და ბავშვთან 3 ინდივიდუალური შეხვედრა ბავშვის ემოციურ-ქცევითი სირთულეების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით წარიმართა. კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებული იქნა აშენბახის კითხვარი (Achenbach, 1991) 6-11 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის. მოცემული კითხვარის შევსება ევალება მშობელს, კითხვარი შედგება 113 კითხვისგან. შეკითხვები მოიცავს შემდეგ სფეროებს: შფოთვა, დეპრესია, აგრესიული ქცევა, სოციალური პრობლემები, ყურადღების პრობლემები, აზროვნების პრობლემები, სომატური ჩივილები. თითოეული მათგანი შეფასდა 0-1-2 სკალაზე, სადაც „0“ ნიშნავს არ ვეთანხმები, „1“ ნაწილობრივ ვეთანხმები, „2“ სრულიად ვეთანხმები (მაგ: „საკუთარ თავშია ჩაკეტილი, არ არის ჩართული სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში“). დაგროვილი ქულები დაჯამდა და შესაბამის სკალაზე მაღალი ქულა მიანიშნებდა შფოთვის და დეპრესიის სიმპტომების მაღალ დონეს. გამოვლინდება ნორმა, მოსაზღვრე და კლინიკური შემთხვევა თითოეული სკალის შემთხვევაში.
შედეგები
კვლევის მონაცემები დამუშავდა Microsoft Excel- ში. მონაცემთა სტატისტიკური
ანალიზისთვის გამოვიყენე დისპერსული ანალიზი ერთ-ფაქტორიანი ANOVA
ჯგუფშიდა ანალიზი
- ექსპერიმენტული ჯგუფი
გამოვლინდა განსხვავება ექსპერიმენტული ჯგუფის შფოთვის პრე-ტესტისა (M=7,33) და პოსტ-ტესტში (M=4,87) მიღებულ შედეგებს შორის. განსხვავებულია, ასევე დეპრესიის სიმპტომები პრე-ტესტსა (M=4,53) და პოსტ-ტესტში (M=2,27) მიღებულ შედეგების მიხედვით.
აღწერითი სტატისტიკა
N | Minimum | Maximum | Mean | Std. Deviation | ||
პრე-ტესტი შფოთვა | 30 | 4 | 14 | 7.33 | 2.783 | |
პოსტ-ტესტი შფოთვა | 30 | 0 | 10 | 4.87 | 2.330 | |
პრე-ტესტი დეპრესია | 30 | 0 | 10 | 4.53 | 2.389 | |
პოსტ-ტესტი დეპრესია | 30 | 0 | 5 | 2.27 | 1.311 | |
Valid N (listwise) | 30 |
- ჯგუფი = ექსპერიმენტული
- საკონტროლო ჯგუფი
მონაცემების დამუშავებისას გამოვლინდა განსხვავება საკონტროლო ჯგუფის შფოთვის პრე-ტესტსა (M=7,77) და პოსტ-ტესტს (M=4,50) შორის, და დეპრესიის სიმპტომების პრე-ტესტსა (M=5,07) და პოსტ-ტესტს (M=3,43) შორის.
აღწერითი სტატისტიკა
N | Minimum | Maximum | Mean | Std. Deviation | |
პრე-ტესტი შფოთვა | 30 | 4 | 14 | 7.77 | 2.542 |
პოსტ-ტესტი შფოთვა | 30 | 2 | 8 | 4.50 | 1.225 |
პრე-ტესტი დეპრესია | 30 | 0 | 10 | 5.07 | 2.258 |
პოსტ-ტესტი დეპრესია | 30 | 0 | 5 | 3.43 | 1.455 |
Valid N (listwise) | 30 |
- ჯგუფი = საკონტროლო
ჯგუფთაშორისი ანალიზი
ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფების შედეგების შედარებისას არ გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა. შფოთვის შემთხვევაში F-ის სტატისტიკური მაჩვენებელი (1.997154) ნაკლებია F-ის კრიტიკურლ მაჩვენებელზე 4.006873), P>0.05 (0.162939), რაც მიუთითებს, რომ ნულოვანი ჰიპოთეზა არ უარყოფილა 5%-იანი მნიშვნელობის დონეზე. (F(1, 28) = 1.2, p = 0.16). დეპრესიის შემთხვევაში F-სტატისტიკა (1.566043) ნაკლებია F კრიტიკულ მნიშვნელობაზე (4.006873), P>0.05 (0.215806), რაც ასევე მიუთითებს, რომ ნულოვანი ჰიპოთეზა არ უარყოფილა 5-%იანი მნიშვნელობის დონეზე. (F(1, 28) = 1.6, p = 0.22) მიღებული შედეგების მიხედვით ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფებს შორის დეპრესიისა და შფოთვის საშუალო მაჩვენებლების განსხვავება არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.
ყურადღება შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებს ხშირად თან ახლავს ყურადღების პრობლემები. შესაბამისად, წინამდებარე კვლევაში ყურადღების მონაცემებიც დამუშავდა. მონაცემების დამუშავებისას გამოვლინდა სხვაობა ექსპერიმენტული ჯგუფის ყურადღების პრე-ტესტ (M=6,23) და პოსტ-ტესტს (M=4,9) შორის. განსხვავებულია ასევე საკონტროლო ჯგუფის პრე-ტესტსა (M=5,9) და პოსტ-ტესტში (M=4.3) მიღებული შედეგები. ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფის შედარებისას F-ის სტატისტიკური მაჩვენებელი (0.470349721) ნაკლებია F-ის კრიტიკულ მაჩვენებელზე (4.006872886)-ზე, ხოლო P>0.05 (0.495558666), რაც ნიშნავს, რომ შედეგები არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვნი 5%-ის მნიშვნელობის დონეზე. (F(1, 28) = 0.47, p = 0.5). მონაცემთა ანალიზი გვაჩვენებს, რომ ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფებს შორის ყურადღების სხვაობა არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვნად განსხვავებული.
აღწერითი სტატისტიკა | |||||
N | Minimu m | Maximu m | Mean | Std. Deviation | |
ყურადღება პრეტესტი ექს.ჯგ. | 30 | 3 | 9 | 6.23 | 2.128 |
ყურადღება პოსტტესტი ექს.ჯგ | 30 | 2 | 7 | 4.9 | 1.422 |
ყურადღება პრეტესტი საკ.ჯგ. | 30 | 2 | 8 | 5.9 | 1.975 |
ყურადღება პოსტტესტი საკ.ჯგ. | 30 | 2 | 7 | 4.3 | 1.212 |
Valid N (listwise) | 30 | ||||
დისკუსია
წინამდებარე კვლევის მიზანი იყო დაედგინა თუ რა გავლენა აქვს გონების სისავსის ტექნიკებს შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებზე, 6-11 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამ მიზნით, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში ჩატარდა ექსპერიმენტი. ბენეფიციარები გადანაწილდნენ საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფებში შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შესაფასებლად. კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებული იყო აშენბახის კითხვარი CBCL, რომლის შევსებაც ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს ევალებოდა. კვლევისას ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფის, პრე-ტესტსა და პოსტ-ტესტში მიღებული შედეგები შედარდა. რის შედეგადაც გამოვლინდა მნიშვნელოვანი სხვაობა პრე-ტესტსა და პოსტ-ტესტში მიღებულ შედეგებს შორის, როგორც საკონტროლო ასევე ექსპერიმენტული ჯგუფის შემთხვევაში. თუმცა, კვლევამ ვერ გამოავლინა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება საკონტროლო და ექსპერიმენტული ჯგუფის მონაცემებს შორის. წინამდებარე კვლევა არის პირველი, რომელმაც იკვლია გონების სისავსის ტექნიკების გავლენა შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებზე საქართველოში მცხოვრებ ბავშვებში.
მიმდინარე კვლევის ფარგლებში გაუმჯობესდა ბავშვების შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები, როგორც საკონტროლო ასევე ექსპერიმენტული ჯგუფის შემთხვევაში. შემცირდა შფოთვა განშორების შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვებში. ექსპერიმენტის დაწყებამდე ბავშვები განიცდიდნენ მაღალ შფოთვას მშობელთან განშორების საკითხში, აღნიშნულ შფოთვა განსაკუთრებით მძაფრი იყო სასკოლო სივრცეში. მოსწავლეებს უჭირდათ საგაკვეთილო პროცესზე მშობლის გარეშე დარჩენა, რასაც აქტიურად მოსდევდა ტანტრუმი, სომატური ჩივილები. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ შფოთვა საგრძნობლად შემცირდა. ბავშვები მშობლის გარეშე რჩებოდნენ, როგორც სკოლაში ასევე სხვა უცხო გარემოში და აღარ ავლენდნენ ემოციურ სირთულეებს.
ექსპერიმენტმა დადებითი გავლენა მოახდინა ასევე ბავშვებზე, რომლებიც განიცდიდნენ მაღალ შფოთვას სოციალურ გარემოში. საწყის ეტაპზე მოსწავლეებს უჭირდათ საკუთარი აზრის დაფიქსირება, საგაკვეთილო პროცესში ჩართვა, აქტიურობა, რასაც თან სდევდა დაბალი სასკოლო მოტივაცია. სოციალური შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვებში ვლინდებოდა ასევე კომუნიკაციის სირთულეები და მწირი სოციალურ გარემო. ექსპერიმეტის დასრულების შემდეგ პრობლემა დარეგულირდა. სოციალური ფობიის მქონე ბავშვები ნაკლებად ავლენდნენ შფოთვას სოციალურ გარემოში, ჯგუფურ შეხვედრებზე ხშირად თავად იყვნენ დიალოგის ინიციატორები. გაუმჯობესდა მათი აკადემიური მოსწრება და სასკოლო მოტივაცია, მოსწავლეები მეტად აქტიურები გახდნენ სასკოლო სივრცეში. ექსპერიმენტში გამოყენებულმა ტექნიკებმა დადებითი გავლენა მოახდინა მოსწავლეებში დეპრესიული სიმპტომების გაუმჯობესებაზეც. სიმპტომები მოიცავდა დაქვეითებულ გუნება-განწყობას, თვითშეფასებისა და კონცენტრაციის პრობლემებს და რამდენიმე მოსწავლესთან სახეზე იყო სუიციდური აზრი. მოსწავლეებმა სუიციდური აზრი ფსიქოლოგთან ინდივიდუალურ შეხვედრაზეც გააჟღერეს („რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას“, „ესეთი ცხოვრება აღარ მინდა“). სუიციდური აზრები ძირთადად დაკავშირებული იყო სკოლის დაბალ ნიშნებთან, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვებისათვის. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ბავშვებმა ისწავლეს სტრესთან გამკლევების ეფექტური მიდგომები.
კვლევისას საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფში გამოყენებული ტექნიკები ეფექტური იყო არა მხოლოდ ექსპერიმენტის მსვლელობისას, არამედ ჰქონდა ხანგრძლივი სარგებელი შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შემცირების თვალსაზრისით ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ.
საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფში გამოყენებულმა ტრენინგ-მოდულებმა დადებითი გავლენა მოახდინა ბავშვებში შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შემცირებაზე. ამას ადასტურებს პრე-ტესტსა და პოსტ-ტესტში მიღებულ შედეგებს შორის სხვაობა და ასევე მშობლისა და დამრიგებლის უკუკავშირი ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ. თუმცა კვლევამ ვერ გამოავლინა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფში მიღებულ შედეგებს შორის.
ინტერვენცია წარმატებული აღმოჩნდა ორივე ჯგუფის შემთხვევაში. ექსპერიმენტულ ჯგუფში ყურადღება გამახვილებული იყო „აქ და ამჟამად-ს“ პრინციპზე, ემოციებზე, სხეულებრივ შეგრძნებებზე. ექსპერიმენტულ ჯგუფში გამოყენებული აქტივობები (მაგ: ზურგით ზურგზე სუნთქვა) ბავშვებს დაეხმარა სტრესთან გამკლავების ეფექტური სტრატეგიების დასწავლაში, სოციალური უნარების გაუმჯობესებაში. შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შემცირებაში. საკონტროლო ჯგუფში გამოყენებული აქტივობები ასევე ემსახურებოდა ემოციების რეგულაციას (მაგ: სხეულის ნაწილებით ემოციის გამოხატვა), სოციალური უნარების გაუმჯობესებას და სტრესის საერთო დონის შემცირებას. ორივე ჯგუფში გამოყენებული იყო სუნთქვითი ვარჯიშები, ჯგუფური აქტივობები და ყურადღება გამახვილებული იყო სტრესთან გამკლავების ეფექტური გზებზე. ბავშვებს ყოველკვირეული დავალებები ქონდათ, როგორც ექსპერიმენტულ (მაგ:„აქ და ამჟამად“ ჭამა) ასევე, საკონტროლო (მაგ: ემოციებზე დაკვირვება კვირის მანძილზე) ჯგუფში. კვლევის მონაწილეები თანამშრომლობას გამოხატავდნენ ორივე ჯგუფის შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა ორივე ჯგუფისათვის. შესაბამისად, ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფში მიღებულ შედეგებს შორის სხვაობა არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.
კვლევის შეზღუდვები და სამომავლო რეკომენდაციები
მნიშვნელოვანია განვიხილოთ სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შეზღუდვები. პირველ რიგში ეს არის ხელმისაწვდომი შერჩევა. მანდატურის სამსახური ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში ფსიქოლოგს ბენეფიციარები შემთხვევითი პრინციპით ეწერება. შესაბამისად, წინასწარ არ აქვს ინფორმაცია მოსწავლის ასაკის, სქესის და ემოციურ-ქცევითი სირთულეების შესახებ. მიმდინარე კვლევის ფარგლებში კვლევის მონაწილეთა ასაკი იყო 6-11 წელი, რადგან ამ ასაკობრივ კატეგორიასთან იყო შესაძლებელი კვლევის ჩატარება. იმისათვის, რომ კვლევის შედეგები სანდო და ვალიდური იყოს სასურველია შერჩევა იყოს რეპრეზენტატული. კვლევის ფარგლებში სირთულეს ქმნიდა ბენეფიციართა ჯგუფური შეხვედრების ხშირი გაცდენა, რაც ხელს უშლიდა ჯგუფის დინამიკას. ნაკლები იყო ასევე მშობლების მხრიდან რეკომენდაციების გათვალისწინების მზაობა.
ექსპერიმენტის მსვლელობისას ინტერვენცია მიმდინარეობდა, როგორც ექსპერიმენტული ასევე საკონტროლო ჯგუფის წევრებთან. შესაბამისად, რთულია იმის განსაზღვრა ბავშვების შფოთვასა და დეპრესიის სიმპტომების შემცირებაზე კონკრეტულმა ტექნიკამ მოახდინა გავლენა თუ ჯგუფური შეხვედრების დინამიკამ. შესაბამისად, სამომავლოდ სასურველია მხოლოდ ექსპერიმენტულ ჯგუფთან დაიგეგმოს ინტერვენცია (გონების სისავსის ტექნიკების გამოყენებით) და შემდეგ შედარდეს საკონტროლო ჯგუფის მონაცემებს.
კვლევაში კიდევ ერთ სირთულეს ქმნიდა საშინაო დავალებების ხშირი შეუსრულებლობა. საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფში ბავშვებს კვირიდან კვირამდე მიეწოდებოდათ შესაბამისი დავალებები (მაგ: „აქ და ამჟამად გაფერადება“, ემოციებზე დაკვირვება კვირის მანძილზე), თუმცა ხშირად კვლევის მონაწილეები არ ასრულებდნენ დავალებებს, რაც სირთულეს ქმნიდა კვლევის სრულფასოვნად წარმართვის საკითხში. სამომავლოდ მნიშვნელოვანია მეტად გაკონტროლდეს აღნიშნული საკითხი.
კვლევის ფარგლებში აშენბახის კითხვარის შევსება ევალებოდა ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს. ინდივიდუალური შეხვედრების დროს ბავშვებზე დაკვირვებისას გამოვლინდა, რომ მშობლები ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ბავშვების ემოციურქცევითი სირთულეების შესახებ. შესაბამისად, მათ მიერ შევსებული კითხვარი ნაკლებად სანდოდ შეიძლება მივიჩნიოთ. სამომავლოდ სასურველია კვლევის მონაწილეების ისეთი ასაკობრივი ჯგუფის არჩევა, რომელსაც თავად შეუძლა კითხვარის შევსება. შესაძლებელია კვლევა დაიგეგმოს 12-15 წლამდე ასაკის მოსწავლეებთან, რომლებსაც შეუძლიათ თავად შეავსონ აშენბახის კითხვარი. გარდა ამისა, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში უფრო ხშირად ვხვდებით შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებს.
კვლევა ჩატარდა ქალაქ თბილისში მცხოვრებ 60 ბავშვზე, შესაბამისად
მიღებული შედეგების რეპრეზენტატულობას ვერ შევძლებთ მთლიან პოპულაციაზე. გონების სისავსის ტექნიკების შესასრულებლად სასურველია კომფორტული გარემოს შექმნა, თუმცა წინამდებარე კვლევის ფარგლებში აღნიშნული ფაქტის გათვალისწინება ვერ მოხერხდა. მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ერთ-ერთი ფილიალი მდებარეობს სსიპ. ქალაქ თბილისის 141-ე საჯარო სკოლის შენობაში. შესაბამისად, ჯგუფური შეხვედრებისას ხშირად იყო ხმაური, ზარის დარეკვის ხმა, რაც ბუნებრივია პრობლემას ქმნიდა ყურადღებისა და კონცენტრაციის საკითხში, აფერხებდა გონების სისავსის ტექნიკების სრულფასოვნად შესრულების პროცესს. შესაბამისად სამომავლოდ გასათვალისწინებელია გარემო პირობები. სასურველია კომფორტული ოთახი, რომელშიც არ იქნება ზედმეტი გამღიზიანებელი: მკვეთრი განათება, ხმაური, მძაფრი სუნი, ტემპერატურა.
წინამდებარე კვლევაში გამოყენებული იყო გონების სისავსის ტექნიკების ტრენინგ-მოდული ბავშვებისათვის. სამომავლოდ ბევრად უფრო სანდო და ვალიდური იქნება კვლევა თუ ჯგუფურ შეხვედრებს გონების სისავსის ტექნიკების პრაქტიკოსი წაუძღვება, რომელიც იხელმძღვანელებს სტრესის შემცირებაზე ორიენტირებული 8 კვირიანი პროგრამით (MBSR)
დასკვნა
კვლევის შედეგებმა დაადგინა მნიშვნელოვანი სხვაობა პრე-ტესტსა და პოსტ-ტესტში მიღებულ შედეგებს შორის. გამართლდა კვლევის ჰიპოთეზა, გონების სისავსის ტექნიკების გამოყენებამ გავლენა მოახდინა ბავშვებში შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შემცირებაზე. ინტერვენცია წარმატებული აღმოჩნდა საკონტროლო ჯგუფის შემთხვევაშიც, გამოვლინდა მნიშვნელოვანი სხვაობა საკონტროლო ჯგუფის პრე-ტესტსა და პოსტ-ტესტში მიღებულ შედეგებს შორის. თუმცა, საკონტროლო და ექსპერიმენტული ჯგუფის შედარებისას ვერ მივიღეთ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება.
მაინდფულნესი ბოლო პერიოდში აქტიურად გამოიყენება ზრდასრულებთან, თუმცა მწირია ინფორმაცია მისი ბავშვებთან გამოყენების შესახებ. ვფიქრობ, წინამდებარე კვლევა ხელს შეუწყობს გონების სისავსის ტექნიკების გავრცელებას საქართველოში.
გამოყენებული ლიტერატურა
Achenbach, T. M. 1991. Manual for the Child Behavior Checklist/6-18 and 1991 profile. University of Vermont, Department of Psychiatry
Broderick, P. C., & Metz, S. (2009). Learning to BREATHE: A pilot trial of a mindfulness curriculum for adolescents. Advances in School Mental Health Promotion, 2(1), 35-46.
Caldwell, D. M., Davies, S. R., Hetrick, S. E., Palmer, J. C., Caro, P., López-López, J. A., … & Churchill, R. (2019). School-based interventions to prevent anxiety and depression in children and young people: A systematic review and network meta-analysis. The Lancet Psychiatry, 6(12), 1011-1020.
Carsley, D., Heath, N. L., & Fajnerova, S. (2015). Effectiveness of a classroom mindfulness coloring activity for test anxiety in children. Journal of Applied School Psychology, 31, 239255.
Christopher, W. (2014). Mindfulness for teen anxiety. New Harbinger Publications.
Creswell, J. D. (2017). Mindfulness interventions. Annual Review of Psychology, 68, 491-516.
Crowley, M. J., Mufson, L., & Mayes, L. C. (2018). Innovations in practice: Group mindfulness for adolescent anxiety–results of an open trial. Child and Adolescent Mental Health, 23(2), 130-133.
Dunning, D. L., Griffiths, K., Kuyken, W., Crane, C., Foulkes, L., Parker, J., … & Dalgleish, T. (2019). Research review: The effects of mindfulness‐based interventions on cognition and mental health in children and adolescents–a meta‐analysis of randomized controlled trials. Journal of Child Psychology and Psychiatry, 60(3), 244-258.
Dunning, D., Griffiths, K., Crane, C., Foulkes, L., Parker, J., Karhunen, H., … & Dalgleish, T. (2022). Do mindfulness-based programs improve the cognitive skills, behavior, and mental health of children and adolescents? An updated meta-analysis of randomized controlled trials. BMJ Ment Health, 25(3), 135-142.
Eberth, J., & Sedlmeier, P. (2012). The effects of mindfulness meditation: A meta-analysis. Mindfulness, 3(3), 174-189.
Felver, J. C., Doerner, E., Jones, J., Kaye, N. C., & Merrell, K. W. (2016). A systematic review of mindfulness-based interventions for youth in school settings. Mindfulness, 7, 34-45.
Garber, J., & Horowitz, J. L. (2002). Depression in children. In I. H. Gotlib & C. L. Hammen (Eds.), Handbook of depression (pp. 510-540). Guilford Press.
Germer, C. (2004). What is mindfulness? Insight Journal, 22(3), 24-29.
Gray, L., Font, S., Unrau, Y., & Dawson, A. (2018). The effectiveness of a brief mindfulnessbased intervention for college freshmen who have aged out of foster care. Innovative Higher Education, 43, 339-352.
Hawes, M. T., Szenczy, A. K., Klein, D. N., Hajcak, G., & Nelson, B. D. (2022). Increases in depression and anxiety symptoms in adolescents and young adults during the COVID-19 pandemic. Psychological Medicine, 52(14), 3222-3230.
Huberty, T. J. (2012). Anxiety and depression in children and adolescents: Assessment, intervention, and prevention. Springer Science & Business Media.
Kabat-Zinn, J. (2012). Mindfulness for beginners. Journal of Collective Bargaining in the Academy, 1-17.
Kostova, Z., Levin, L., Lorberg, B., & Ziedonis, D. (2019). Mindfulness-based interventions for adolescents with mental health conditions: A systematic review of the research literature. Journal of Child and Family Studies, 28, 2633-2649.
Lee, J., Semple, R. J., Rosa, D., & Miller, L. (2008). Mindfulness-based cognitive therapy for children: Results of a pilot study. Journal of Cognitive Psychotherapy, 22(1).
Lo, H. H. M., Chan, S. K. C., Leung, P. W. L., & Wong, S. S. W. (2020). The effects of familybased mindfulness intervention on ADHD symptomology in young children and their parents: A randomized control trial. Journal of Attention Disorders, 24(5), 667-680.
Porter, B., Martinsone, B., & Rasa, N. (2022). Systematic review of mindfulness-based interventions in child-adolescent population: A developmental perspective. European Journal
of Investigation in Health, Psychology and Education, 12(8), 1220-1243.
Pradhan, B. (2014). Yoga and mindfulness-based cognitive therapy: A clinical guide. Springer.
Raveepatarakul, J., Phuphaibul, R., & Pongpanich, S. (2014). A mindfulness enhancement program for 8 to 11-year-old Thai children: Effects on mindfulness and depression. Journal of Health Research, 28(5), 335-341.
Rockhill, C., Kodish, I., DiBattisto, C., Macias, M., Varley, C., & Ryan, S. (2010). Anxiety disorders in children and adolescents. Current Problems in Pediatric and Adolescent Health Care, 40(4), 66-99.
Schulte-Körne, G. (2016). Mental health problems in a school setting in children and adolescents. Deutsches Ärzteblatt International, 113(11), 183.
Semple, R. J., & Lee, J. (2014). Mindfulness-based cognitive therapy for children. In R. A. Baer (Ed.), Mindfulness-based treatment approaches (pp. 161-188). Academic Press.
Sibinga, E. M. S., Kerrigan, D., Stewart, M., Johnson, K., Magyari, T., & Ellen, J. M. (2011). Mindfulness-based stress reduction for urban youth. The Journal of Alternative and Complementary Medicine, 17(3), 213-218.
Smith, A., Guzman-Alvarez, A., Westover, T., Keller, S., & Fuller, S. (2012). Mindful Schools program evaluation. Unpublished manuscript, Center for Education and Evaluation Services, University of California at Davis, Davis, CA.
Toneatto, T., & Nguyen, L. (2007). Does mindfulness meditation improve anxiety and mood symptoms? A review of the controlled research. The Canadian Journal of Psychiatry, 52(4), 260-266.
Young, K. S., van der Velden, A. M., Craske, M. G., Pallesen, K. J., Fjorback, L., Roepstorff,
A., & Parsons, C. E. (2018). The impact of mindfulness-based interventions on brain activity: A systematic review of functional magnetic resonance imaging studies. Neuroscience & Biobehavioral Reviews, 84, 424-433.
Zenner, C., Herrnleben-Kurz, S., & Walach, H. (2014). Mindfulness-based interventions in schools—a systematic review and meta-analysis. Frontiers in Psychology, 5, 890-924.
დანართები
დანართი #1 გონების სისავსის ტექნიკების ტრენინგ-მოდული.
ინსტრუქცია:
- დადექით ფეხზე, დაძაბეთ ტერფები, მერე ნელ-ნელა მოადუნეთ (5 წამი);
- შემდეგ დაძაბეთ უფრო დიდი – წვივის კუნთები და მოადუნეთ (5 წამი);
- დაძაბეთ ბარძაყის კუნთები და მოადუნეთ (5 წამი);
- მეტი რელაქსაციისთვის შეგიძლიათ ნელ-ნელა გადახვიდეთ სხეულის ზედა კუნთებზე და დაძაბოთ ყველა კუნთი რიგრიგობით ხუთ-ხუთი წამის განმავლობაში და ნელ-ნელა მოადუნოთ.
წაახალისეთ ბავშვები, რომ დააკვირდნენ და იფიქრონ რას გრძნობს მათი სხეული ამ დროს. სავარჯიშო: გულისცემის სავარჯიშო (10 წუთი):
ეს სავარჯიშოც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკაა „აქ და ამჟამად“-ის ტექნიკაში. გულისცემაზე ყურადღების მიპყრობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება „აქ და ამჟამად“-ის ბევრი სავარჯიშოსა და აქტივობისათვის. ინსტრუქცია:
დასაწყისისთვის სთხოვეთ ბავშვებს, რომ ნახევარი წუთის განმავლობაში ადგილზე იხტუნაონ, შემდეგ გაჩერდნენ, დაიდონ ხელი გულმკერდზე, დახუჭონ თვალები და ყურადღება მიაპყრონ გულისცემას (სასურველია დააკვირდნენ საკუთარ სუნთქვასაც, თუმცა ვარჯიშის საწყის ეტაპზე ყურადღების კონცენტრირება ორ შეგრძნებაზე ერთდრულად შეიძლება გაუჭირდეთ).
წაახალისეთ ბავშვები, რომ დააკვირდნენ და იფიქრონ რას გრძნობს მათი სხეული ამ დროს.
თეორიული ნაწილი: „აქ და ამჟამად“ სუნთქვა (5 წუთი)
„აქ და ამჟამად“ სუნთქვა არის ფუნდამენტი ყველა სხვა სავარჯიშოსთვის. ის ეხმარება ბავშვს აღიდგონოს სუნთქვის თანაბარი რიტმი, რის შედეგადაც მშვიდდება და აძლევს „აქ და ამჟამად“ დაბრუნების საშუალებას.
მისი მრავალი ვარიაცია არსებობს, აქ წარმოდგენილია რამოდენიმე მათგანი.
- სავარჯიშო: ხელები მხრებზე (10 წუთი) ადამიანების ნაწილი გულ-მკერდის საშუალებით სუნთქავს, ნაწილი კი – მუცლის (მამაკაცებისთვის უმეტესად მუცლის საშუალებით სუნთქვაა დამახასიათებელი, ქალებისთვის კი – გულ-მკერდის).
ასევე ცნობილია, რომ სტრესისა და შფოთვის დროს ადამიანთა უმრავლესობა სუნთქვას გულ-მკერდის საშუალებით იწყებს.
ეს სავარჯიშო დაგვეხმარება იმის გარკვევაში, მოცემულ მომენტში მუცლის საშუალებით ვსუნთქავთ თუ გულ-მკერდის, თუმცა ამის შემჩნევა საკმაოდ რთულია. შემოგთავაზებთ მარტივ გზას იმისათვის, რომ გავარკვიოთ გულ-მკერდის საშუალებით ვსუნთქავთ, თუ მუცლის.
- დამდგარმა ან დამჯდარმა ჩამოუშვით ხელები გვერდებზე, შემდეგ გადააჯვარედინეთ ხელები, მოხარეთ იდაყვში და ხელის გულები დაიდეთ მხრებზე;
- სცადეთ ღრმად ჩასუნთქვა და დააკვირდით: თუ თქვენ შეამჩნევთ რომ მხრები ბევრს ამოძრავდა, ესე იგი თქვენ გულ-მკერდის საშუალებით სუნთქავთ;
- ეცადეთ გააჩეროთ მხრები და მუცლის საშუალებით დაიწყოთ სუნთქვა.
წაახალისეთ ბავშვები, რომ დააკვირდნენ და იფიქრონ რას გრძნობს მათი სხეული ამ დროს.
დავალება:
სავარჯიშოების ნაწილს ვატანთ სახლში, რათა დამოუკიდებლად განახორციელონ და შემდეგ შეხვედრაზე განვიხილავთ ჯგუფში.
წინა დღის გახსენება: (10 წუთი) გაცნობილი სავარჯიშოების განხილვა/გამოცდილების გაზიარება: (20 წუთი)
- რა სიძნელეებს წააწყდნენ სახლში სავარჯიშოების შესრულებისას? იყო თუ არა რამე გაუგებარი?
- რა გაუმარტივდათ სავარჯიშოების შესრულებისას?
- იყო თუ არა სასიამოვნო ან უსიამოვნო დავალებების შესრულება? რატომ?
- როგორ გრძნობდნენ თავს სავარჯიშოების შესრულების წინ? როგორ გრძნობდნენ თავს სავარჯიშოების შესრულების შემდეგ? დაფიქრდნენ, თუ იყო განსხვავება. თუ კი – როგორ ფიქრობენ, რატომ? სავარჯიშო: ზურგით – ზურგზე სუნთქვა (10 წუთი) ეს აქტივობა კეთდება წყვილში
- დასხედით სწორად, გამართულად, ისე, რომ ზურგით ეყრდნობოდეთ მეწვილეს ზურგს;
- ჩაისუნთქეთ ღრმად და ამოისუნთქეთ;
- დააკვირდით მეწყვილეს სუნთქვას:
- ზედაპირულია და ღრმაა?
- სწრაფია თუ ნელი?
- გრძნობ, როგორ მოძრაობს მისი ზურგი სუნთქვისას?
- რაღაც პერიოდის შემდეგ შეიძლება მეწყვილეების სუნთქვა სინქრონული გახდეს.
თუ ასე მოხდა რატომ?
სავარჯიშო: დახატე შენი სუნთქვა (10 წუთი)
ამ აქტივობისთვის საჭიროა მხოლოდ სახატავი საშუალება (კალამი, ფანქარი, მარკერი, პასტელი) და ფურცელი.
- მოათავსეთ ფანქრის წვერი ფურცლის შუა ნაწილში;
- დაუკვირდით თქვენს სუნთქვას;
- გადმოიტანეთ თქვენი სუნთქვა ნახაზში ხაზების საშუალებით;
- შეცვალეთ სუნთქვის რიტმი – ხან სწრაფად ისუნთქეთ, ხან კი ნელა და ყველა ვარიანტი გადმოიტანეთ ფურცელზე ხაზების საშუალებით;
- შემდეგ სცადეთ ხაზების რიტმი შეცვალოთ და დააკვირდით, შესაბამისად როგორ შეიცვლება თქვენი სუნთქვის რიტმი;
- შემდეგ აიღეთ ახალი ფურცელი და ფოკუსირება გააკეთეთ ღრმა, მშვიდ, ნელ სუნთქვაზე და დააკვირდით, როგორ გამოისახება ის ფურცელზე;
- დაუკვირდით პროცესს და მიყევით მშვიდი სუნთქვის რიტმს; სავარჯიშო: 5 – 4 – 3 – 2 – 1 შეგრძნება (5 წუთი)
დააკვირდით და დაასახელეთ შემდეგი:
- 5 რამ რასაც ხედავთ;
- 4 სხვადასხვა ზედაპირიან საგანს შეეხეთ;
- 3 განსხვავებული ხმა, რაც გესმით (ან გაიხსენეთ); 2 განსხვავებული სუნი, რასაც გრძნობთ (ან გაიხსენეთ); • 1 გემო, რომელსაც გრძნობთ (ან გაიხსენეთ).
სავარჯიში: დახატე უსაფრთხო გარემო (10 წუთი)
წარმოიდგინეთ ისეთი ადგილი/გარემო, სადაც თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობთ; გარემო, სადაც შეგიძლიათ წახვიდეთ და თავი შეაფაროს შფოთვის ან სტრესული სიტუაციის დროს.
ეს პროცესი დაგეხმარებათ თავის დამშვიდებაში (ხატვის პროცესშიც და შემდეგ, მომავალში წარმოდგენისას). სავარჯიშო: ძლიერი ჩახუტება (5 წუთი)
- დაიდეთ მარცხენა ხელი მარჯვენა მხარზე, მარჯვენა კი – მარცხენა მხარზე;
- შემდეგ ჩაეხუტეთ საკუთარ თავს და უთხარით საკუთარ თავს რამე წამახალისებელი, დამამშვიდებელი, პოზიტიური სიტყვა ან რეპლიკა („მე ამას გადავლახავ“, „მე მოვერევი ამას“, „მე ძლიერი ვარ“, „ყველაფერი კარგად იქნება“ …).
გაიმეორეთ რამდენჯერმე.
სავარჯიშო: ბრჭყვიალა ქილა (10 წუთი)
ეს სავარჯიშო ძალიან სახალისო და ტექნიკურად მარტივი შესასრულებელია და რეკომენდებულია როგორც უმცროს, ასევე უფროსკლასელებისთვის.
ეს სავარჯიშო კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ დავაკავშიროთ და დემონსტრირება გავუკეთოთ ჩვენს ფიქრებს, ემოციებსა და ქცევას.
- აიღეთ ქილა თავსახურით;
- გაავსეთ წყლით;
- აიღეთ 3 ფერის ბრჭყვიალა – ერთი გამოხატავს ფიქრებს, მეორე – ემოციებს, მესამე კი – ქცევას.
- უთხარით ბავშვებს შემდეგი სიტყვები: „წარმოიდგინეთ, ეს ქილა თქვენი გონებაა. სტრესის, ბრაზისა ან სხვა რამე უარყოფითი ემოციის დროს რთულია ნათლად დავინახოთ და შევაფასოთ არსებული სიტუაცია, რადგან ბრჭყვიალები ერთმანეთში ირევა და წყალი ამღვრეულია. ამიტომაც, ამ დროს ძალიან ადვილია არასწორი (სულელური) გადაწყვეტილება მივიღოთ – რადგან ჩვენ ვერ ვაზროვნებთ საღად. არ ინერვიულოთ, ეს ნორმალურია და ყველა ჩვენთაგანს ემართება.“
- შემდეგ დადეთ ქილა ბავშვების წინ და უთხარით: „ახლა დააკვირდით რა მოხდება, როდესაც თქვენ წყნარად იქნებით რაღაც პერიოდი; უყურეთ, როგორ ილექება ბრჭყვიალები ფსკერზე და ნელ-ნელა იწმინდება წყალი. თქვენი გონებაც მსგავსად მუშაობს – როდესაც რაღაც პერიოდი წყნარად ვართ, თქვენი ფიქრები ლაგდება და სიტუაციას უფრო ნათლად ვხედავთ და ვაფასებთ“.
დავალება (10 წუთი)
წინა დღის გახსენება: (10 წუთი)
გაცნობილი სავარჯიშოების განხილვა/გამოცდილების გაზიარება: (20 წუთი)
- რა სიძნელეებს წააწყდნენ სახლში სავარჯიშოების შესრულებისას? იყო თუ არა რამე გაუგებარი?
- რა გაუმარტივდათ სავარჯიშოების შესრულებისას?
- იყო თუ არა სასიამოვნო ან უსიამოვნო დავალებების შესრულება? რატომ?
- როგორ გრძნობდნენ თავს სავარჯიშოების შესრულების წინ? როგორ გრძნობდნენ თავს სავარჯიშოების შესრულების შემდეგ? დაფიქრდნენ, თუ იყო განსხვავება. თუ კი – როგორ ფიქრობენ, რატომ?
სავარჯიშო: „აქ და ამჟამად“ გაბრაზება (15 წუთი) ბრაზი ბავშვებისათვის რთული ემოციაა, ისევე როგორც მათზე სწორად რეაგირებაა რთული.
ეს სავარჯიშო გვაძლევს საშუალებას ვასწავლოთ ბავშვებს შეამცირონ ბრაზის, შფოთვისა და სხვა ნეგატიური ემოციების ინტენსივობა. ხშირად გვავიწყდება, რომ ბრაზი ჯანმრთელი ემოციაა. ის მოდის რაღაცის უკეთესობისკენ შეცლის, ან რაღაცის გამოსწორების სურვილისგან, მაგალითად როდესაც უსამართლობას წავაწყდებით. ასევე მნიშვნელოვანია, შევძლოთ მისი სოციალურად მისაღები ფორმით გამოხატვა. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, ბრაზის შეკავებამ შესაძლებელია ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს, ხოლო ბრაზის კონსტრუქციული გზით გამოხატვა ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა, რადგან ნეგატიური ემოციას არ ვიტოვებთ ჩვენში. რა თქმა უნდა მკაფიოდ უნდა იყოს ხაზგასმული ის, რომ ნეგატიური ემოციების გამოხატვა მხოლოდ სოციალურად მისაღები ფორმებითაა დაშვებული. რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ბრაზის დროს?
- თქვენი ყურადღება მიაპყარით თქვენს იმ წუთიერ მდგომარეობას;
- შეეცადეთ შეიგრძნოთ გრავიტაციის ძალა მთელი სხეულით, შეიგრძენით როგორ მძიმდებით, შეიგრძენით, თუ როგორ აწვებით თქვენი წონით იატაკს (ან სკამს ან ლოგინს). რას გრძნობთ? (მხოლოდ ვეკითხებით რას გრძნობენ, ჩვენი მხრიდან პასუხზე არ ხდება არანაირი რჩევის თუ ანალიზის მიწოდება. უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ შეკითხვებით).
- თუ ამჩნევთ, რომ ნეგატიური ემოციები გეუფლებათ, წარმოსახვითად, ფრთხილად შეაქციეთ მათ ზურგი. თუ გრძნობთ, რომ სუნთქვა გერღვევათ შეეცადეთ თითოეულ ჩასუნთქვასთან ერთად სულ მეტი და მეტი ჰაერი ამოისუნთქოთ და შეამციროთ გრავიტაციის ძალა რომელიც გიზიდავთ მიწისკენ (მეტი სიმსუბუქე რომ შეიგრძნოთ). შეეცადეთ რომ ისუნთქოთ მთელი სხეულით, არ დაკარგოთ „აქ და ამჟამად“ მომენტის შეგრძნება. როდესაც შეატყობთ, რომ აზრები გაგეფანტათ, ფრთხილად დაიწყეთ სუნთქვაზე დაკვირვება. გახსოვდეთ რომ ბრაზი ჯანსაღი ემოციაა, რომელზე დაკვირვებაც და მისი ჯანსაღად გამოვლენა ძალიან სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს.
სავარჯიშო: რეორიენტაცია (5 წუთი) დაასახელეთ კონკრეტული ფაქტები მოცემულ მომენტში:
- ჩემი სახელია…..;
- მე ვარ ….(ადგილი);
- დღეს არის ….. (რიცხვი, კვირის დღე); მე მაცვია…..
- ჩემს მარჯვნივ მჯდომს/მდგომს აცვია …. ფერის მაისური/ჯემპრი; დღეს დილას ვჭამე …..
(შეგიძლიათ მიამატოთ დამატებით კითხვები თქვენი შეხედულებისამებრ)
„STOP“ „აქ და ამჟამად“: Stop, Take a breath, Observe, and Proceed (ADVANCED LEVEL)
(10 წუთი) დღის განმავლობაში:
- S – შეჩერდი რასაც არ უნდა აკეთებდე;
- T – აღადგინე კავშირი შენს სუნთქვასთან. სუნთქვა არის აწმყოსთან დამაკავშირებელი ღუზა, გადაიტანე ყურადღება შენს სუნთქვაზე;
- O – მიაქციე ყურადღება რა ხდება შენს შიგნით და გარეთ. რაზე ფიქრობს შენი გონება? რას გრძნობ? რას აკეთებ?
- P – გააგრძელე იმის კეთება რასაც აკეთებდი, ან არ გააგრძელო: შეაჯერე ის ინფორმაცია რაც მიიღე შეჩერების შედეგად და შეცვალე კურსი. რასაც არ უნდა აკეთებდე აკეთე „აქ და ამჟამად“
სავარჯიშო: პოზიტიური აფირმაციები (15 წუთი):
აქ არის პოზიტიური აფირმაციები (დადასტურებები, განმტკიცებები), რომელიც ბავშვებს დაეხმარება თვითშეფასების ამაღლებასა და განმტკიცებაში.
აფირმაციები ბავშვებს უვითარებენ პოზიტიურ აზროვნებას და აძლიერებენ მას, რაც ზრდასრულობაში პოზიტიური ჩვევების ჩამოყალიბების საწინდარია. აფირმაციების მაგალითებია (ნაწილი):
- მე ვარ ჭკვიანი და ძლიერი;
- მე შემიძლია კიდევ ვცადო;
- მე იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე მგონია;
- ჩემი ოცნებები აუცილებლად ახდება;
- მე დღეს ყოჩაღი (მაგარი) ვარ; ხვალ კიდევ უფრო ყოჩაღი (მაგარი) ვიქნები;
- ჩემი გული სავსეა სიკეთითა და სიმამაცით;
- ყოველი დღე ჩემი ცხოვრების უკეთესი და უკეთესი გახდება; მე ვარ ღირსეული;
- მე მიყვარს ჩემი თავი;
- ჩემს ცხოვრებას მე თვითონ შევქმნი;
- მე ვარ შემოქმედებითი და მრავალმხრივი;
- მე ვარ ბედნიერი;
- ჩემი ოჯახი და მეგობრები ყოველთვის აქ არიან დასახმარებლად ;
- მე მარტივად შემიძლია სირთულეების გადალახვა;
- ყველა უშვებს შეცდომას. მე ჩემს შეცდომებზე ვისწავლი;
- სწავლა სახალისოა;
- მე უნიკალური ვარ;
- მე მიყვარს სამყარო ჩემ გარშემო;
- ყველაფერს რასაც მე ვაკეთებ აქვს მნიშვნელობა და აზრი;
- მე ვარ ექსტრაორდინარული (არაჩვეულებრივი); მე ვიმსახურებ სიყვარულს და ბედნიერებას; • მე ყველაფერი გამომივა. ზვიგენის ფარფლი (5 წუთი) ეს სავარჯიშო რეკომენდებულია როგორც უმცროს, ასევე უფროსკლასელებისთვის.
- დასხედით ან დადექით სწორად, მშვიდად, ისუნთქეთ მშვიდად;
- მოხარეთ/დამალეთ ცერა თითი ხელისგულისკენ და ხელის კიდე მიიდეთ შუბლზე;
- დახუჭეთ თვალები;
- ჩამოაცურეთ ხელი სახეზე ცხვირის გასწვრივ;
- თქვით „შშშშ” ხელის ჩამოცურების დროს.
- სავარჯიშო: მადლიერების სავარჯიშო (5 წუთი) ამ აქტივობისთვის დაგჭირდებათ რვეულები/ბლოკნოტები, იმისათვის, რომ აწარმოოთ მადლიერების ჟურნალი.
ჟურნალი უნდა აწარმოოთ ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს (დილას გაღვიძებისთანავე, შუადღეზე დიდი შესვენების შემდეგ ან სულაც გვიან საღამოს – დღის დასასრულს).მიეცით ბავშვებს 5 წუთი იმაზე დასაფიქრებლად, თუ რისთვის არიან ისინი დღევანდელ დღეს მადლიერები. ეს შეიძლება იყოს:
- ვიღაცამ რაღაც კარგი გაუკეთათ;
- ადამიანი, რომელსაც აფასებენ;
- აქტივობა ან ჰობი, რომელიც აქვთ და მადლიერები არიან, რომ შეუძლიათ/გამოსდით;
- ვიღაც ისეთი აფასებთ, რომლის პატივისცემის მოპოვება არც ისე მარტივია / საკმაოდ რთულია;
- ნიჭი ან უნარი, რომელიც აქვთ;
- გარეგნობაში რამე დამახასიათებელი ელემენტი, რომლის გამოც მადლიერი არიან და რატომ?
- რაიმე, რაც აცინებთ/ამხიარულებთ;
შესაძლოა ეს ჩანაწერები მოათავსონ მადლიერების ქილაში, ან გაკეთდეს მადლიერების ხე, რომელსაც ფოთლების ნაცვლად ექნება ყოველდღიური მინაწერები. ისუნთქე საწრუპით
ეს აქტივობა მიეკუთვნება სუნთქვით სავარჯიშოებს და გვეხმარება დამშვიდებაში, ასევე „აქ და ამჟამად“ ყოფნაში.
მისი გაკეთება რეკომენდებულია როგორც დილას – გაკვეთილების დაწყებამდე, ასევე შუადღეზე – დიდი დასვენების შემდეგ. ტექნიკა:
- დადექით სწორად, ან დასხედით კომფორტულად;
- წარმოიდგინეთ, რომ პირში გაქვთ საწრუპი, შეისუნთქეთ მისი საშუალებით შემდეგ ამოისუნთქეთ ისევ წარმოსახვითი საწრუპის საშუალებით.
წაახალისეთ ბავშვები რომ დააკვირდნენ და იფიქრონ რას გრძნობს მათი სხეული ამ დროს.
ზღვის სუნთქვა ეს აქტივობა მიეკუთვნება სუნთქვით სავარჯიშოებს და გვეხმარება დამშვიდებაში, ასევე „აქ და ამჟამად“ ყოფნაში.
- დადექით სწორად, ან დასხედით კომფორტულად;
- შეისუნთქეთ და წარმოიდგინეთ რომ ტალღა ადის;
- შემდეგ ამოისუნთქეთ და წარმოიდგინეთ რომ ტალღა ჩამოდის. წაახალისეთ ბავშვები რომ დააკვირდნენ და იფიქრონ რას გრძნობს მათი სხეული ამ დროს. ტაში ეს ტექნიკა საშუალებას გვაძლევს ვიყოთ „აქ და ამჟამად“.
- დადექით გამართულად;
- ფეხები გაშალეთ თეძოს სიგანეზე;
- დაუკარით ტაში და ხელები აწიეთ თავს ზემოთ (ხელის გულები ერთმანეთზეა);
- შეისუნთქეთ ცხვირით;
- ამოისუნთქეთ, ჩამოუშვით ხელები ფეხებთან და თქვით „ჰა“. წაახალისეთ ბავშვები რომ დააკვირდნენ და იფიქრონ რას გრძნობს მათი სხეული ამ დროს.
გაბერე ბუშტი ეს აქტივობა მიეკუთვნება სუნთქვით სავარჯიშოებს და გვეხმარება დამშვიდებაში, ასევე „აქ და ამჟამად“ ყოფნაში.
- დადექით სწორად ან დასხედით კომფორტულად;
- წარმოიდგინეთ, თითქოს თქვენი მუცელი ბუშტია; შეისუნთქეთ ისე, რომ ეს ბუშტი მაქსიმალურად გაიბეროს; • შემდეგ კი ამოისუნთქეთ და „ჩაფუშეთ“ ბუშტი. წაახალისეთ ბავშვები რომ დააკვირდნენ და იფიქრონ რას გრძნობს მათი სხეული ამ დროს.
სუნთქვითი ვარჯიში 4+4+4 ეს აქტივობა მიეკუთვნება სუნთქვით სავარჯიშოებს და გვეხმარება დამშვიდებაში, ასევე „აქ და ამჟამად“ ყოფნაში.
ტექნიკა:
- დასხედით კომფორტულად;
- ნელა ამოისუნთქეთ ღია პირით მთელი ჰაერი, რაც ფილტვებში გაქვთ;
- დააკვირდით პროცესს – როგორ გამოდის ჰაერი თქვენი ფილტვებიდან, როგორ იცლება ფილტვები ჰაერისგან (4 წამი);
- ნელა შეისუნთქეთ ცხვირის საშუალებით;
- დააკვირდით პროცესს – როგორ შედის ჰაერის ნაკადი ცხვირის გავლით და ავსებს თქვენს ფილტვებს (4 წამი); შეიკავეთ სუნთქვა (4 წამი); • ისევ შეისუნთქეთ და ა.შ. წაახალისეთ ბავშვები რომ დააკვირდნენ და იფიქრონ რას გრძნობს მათი სხეული ამ დროს.
ფერების სუნთქვა
ეს აქტივობა მიეკუთვნება სუნთქვით სავარჯიშოებს და გვეხმარება დამშვიდებაში, ასევე „აქ და ამჟამად“ ყოფნაში.
ტექნიკა:
- დადექით სწორად ან დასხედით კომფორტულად:
- კითხეთ ბავშვებს, რა ფერი ასოცირდება სიმშვიდესთან;
- შემდეგ კითხეთ ბავშვებს, რა ფერი ასოცირდება შფოთვასთან, სტრესთან;
- სთხოვეთ ბავშვებს შეისუნთქონ მშვიდი ფერის ჰაერი, მაქსიმალურად შეიგრძნონ, როგორ შესდის ეს ფერი და ავსებს მათ ფილტვებს;
- შემდეგ სთხოვეთ ამოისუნთქონ ის ფერი, რომელიც შფოთვასთან და სტრესთან ასოცირდება და შეიგრძნონ, როგორ თავისუფლდებიან უარყოფითი ემოციებისგან.
უსუნე ყვავილს ეს აქტივობა მიეკუთვნება სუნთქვით სავარჯიშოებს და გვეხმარება დამშვიდებაში, ასევე „აქ და ამჟამად“ ყოფნაში.
მისი გაკეთება რეკომენდებულია როგორც დილას – გაკვეთილების დაწყებამდე, ასევე შუადღეზე – დიდი დასვენების შემდეგ. ტექნიკა:
- დადექით სწორად ან დასხედით კომფორტულად;
- შეისუნთქეთ ისე, თითქოს ყვავილს უსუნეთ, შეიგრძენით მისი არომატი, და დაუკვირდით რა შეგრძნებები გაქვთ;
- შემდეგ კი ამოისუნთქეთ – თითქოს დაბადების დღის სანთლებს აქრობთ. უსუნე კერძს ეს აქტივობა მიეკუთვნება სუნთქვით სავარჯიშოებს და გვეხმარება დამშვიდებაში, ასევე „აქ და ამჟამად“ ყოფნაში.
მისი გაკეთება რეკომენდებულია როგორც დილას – გაკვეთილების დაწყებამდე, ასევე შუადღეზე – დიდი დასვენების შემდეგ. ტექნიკა:
- დადექით სწორად ან დასხედით კომფორტულად;
- შისუნთქეთ, თითქოს უსუნეთ თქვენს საყვარელ კერძს. ეცადეთ შეიგრძნოთ მისი არომატი;
- შემდეგ ამოისუნთქეთ, თითქოს ამ კერძს უბერავთ სულს გასაგრილებლად.
წაახალისეთ ბავშვები რომ დააკვირდნენ და იფიქრონ რას გრძნობს მათი სხეული ამ დროს.
.„აქ და ამჟამად“ სუნთქვა ეს აქტივობა მიეკუთვნება სუნთქვით სავარჯიშოებს და გვეხმარება დამშვიდებაში, ასევე „აქ და ამჟამად“ ყოფნაში.
ტექნიკა:
- დადექით სწორად ან დასხედით კომფორტულად;
- დაილაგეთ ორივე ხელი მუცელზე;
- დახუჭეთ თვალები ან უყურეთ თქვენს ხელებს;
- გააკეთეთ სამი ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა და დააკვირდით – როგორ მოძრაობს ამ დროს თქვენი ხელები;
- შეგიძლიათ დათვალოთ „1,2,3“ ყოველი ჩასუნთქვისას და „1,2,3“ ყოველი ამოსუნთქვისას;
- ყოველი ციკლის შემდეგ გააკეთეთ პატარა პაუზა;
- დააკვირდით სუნთქვის პროცესს, რას გრძნობთ ამ დროს; ჩუმად დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:
- რა ამოძრავებს ჩვენს ხელებს? ეს ჰაერია, რომელიც ავსებს ჩვენს ფილტვებს?
- გრძნობ როგორ შედის ჰაერის ნაკადი ცხვირის საშუალებით, გაივლის ბრონქებს და შედის ფილტვებში?
- ეს ჰაერი შესუნთქვისას უფრო გრილია და გამოსუნთქვისას უფრო თბილი?
- გესმის სუნთქვის ხმა? რას გაგონებს ეს ხმა?
„აქ და ამჟამად“ გაფერადება: ეს არის სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ, დავრჩეთ „აქ და ამჟამად“, აწმყო დროში. ტექნიკა:
ამ აქტივობისთვის საჭიროა ამოსაბეჭდი გასაფერადებელი სურათები.
- გამოყავით 5-15 წუთი ამ სავარჯიშოსთვის, ისეთ დროს და ადგილას სადაც არავინ შეგიშლით ხელს;
- მოამზადეთ საჭირო ნივთები (გასაფერადებელი ფურცლები, ფანქრები) და დასხედით მაგიდასთან კომფორტულად;
- თუ გნებავთ დააყენეთ წამზომი და ეცადეთ, რომ დროის გასვლამდე აფერადოთ;
- აარჩიეთ ნახატი თქვენი სურვილით და დაიწყეთ გაფერადება რა ადგილიდანაც გნებავთ;
- გაფერადების დროს ყურადღება მიაქციეთ თქვენს სუნთქვას; სავარაუდოდ აღმოაჩენთ რომ სუნთქვა მშვიდი და ღრმა ხდება, თუმცა თქვენ არ უნდა ეცადოთ რომ მოდუნდეთ ან დაამშვიდოთ სუნთქვა. ფაქტიურად გაფერადების დროს არაფერი არ უნდა გააკეთოთ, მხოლოდ ყურადღება მიაქციეთ დიზაინს, თქვენს მიერ არჩეულ ფერებს და გაფერადების პროცესს;
- გაფერადების პროცესში მოვა ძალიან ბევრი ფიქრი, ასევე გარედან მომდინარე გამღიზიანებელი (მანქანის ხმა, საჭმლის სუნი). ყველა ეს სტიმული უნდა შეიგრძნოთ მათზე რეაგირების გარეშე. თუ მაგალითად დაიწყეთ ფიქრი იმ მოვლენაზე რამაც დღის განმავლობაში შეგაწუხათ, უნდა გააცნობიეროთ ეს ფიქრი მაგრამ არ გააკეთოთ რეაგირება.
5 – 4 – 3 – 2 – 1 ღირსშესანიშნაობა ეს არის სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ, დავრჩეთ „აქ და ამჟამად“, აწმყო დროში. ტექნიკა: დააკვირდით და დაასახელეთ:
- 5 ფერი რასაც ხედავთ;
- 4 ფორმა რასაც ხედავთ;
- 3 რბილი საგანი რასაც ხედავთ (ან გაიხსენეთ); 2 ადამიანი ვისაც ხედავთ;
- 1 წიგნი რასაც ხედავთ.
ა-ბ-გ ოთახში ეს არის სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ, დავრჩეთ „აქ და ამჟამად“, აწმყო დროში.
ტექნიკა:
- მიმოიხედეთ გარშემო და დაასახელეთ რამე საგანი, რაც იწყება „ა“-ზე;
- შემდეგ დაასახელეთ რამე საგანი „ბ“-ზე;
- შემდეგ „გ“-ზე;
- შემდეგ „დ“-ზე და ა.შ.
- დააკვირდით, რამდენად ბევრ ასოზე შეძლებენ ბავშვები საგნების დასახელებას, შემდეგ კი კითხეთ, როგორ გრძნობენ თავს ამ სავარჯიშოს შესრულების შემდეგ.
„აქ და ამჟამად“ ჭამა ეს არის სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ, დავრჩეთ „აქ და ამჟამად“, აწმყო დროში. ტექნიკა:
ამ აქტივობის დროს ბავშვებს ვთხოვთ გამოიყენონ ყველა მათი შეგრძნება კვების დროს. ეს მათ ეხმარება დამშვიდებაში. თხოვეთ ბავშვებს დააკვირდნენ:
- შეხედეთ – რა ფერს და რა ფორმას ხედავთ;
- მოუსმინეთ – რა ხმა გესმით ჭამის დროს? რა ხმას გამოსცემთ?
- შეეხეთ – რბილია თუ მაგარი (უხეში)?
- უსუნეთ – რა სუნი აქვს საჭმელს?
- გასინჯეთ – დაიდეთ საკვები ენაზე მაგრამ ჯერ არ დაღეჭოთ. რა გემოს გრძნობთ?
- შემდეგ დაღეჭეთ და დააკვირდით, შეიცვალა თუ არა პირვანდელი გემო. რამდენ განსხვავებულ გემოს გრძნობთ?
რა განწყობას იწვევთ სხვებში?
ეს არის სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ, დავრჩეთ „აქ და ამჟამად“, აწმყო დროში. ტექნიკა:
ამ აქტივობის დროს ბავშვებმა უნდა იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს მათი ესა თუ ის ქცევა გარშემომყოფებზე, ასევე უნდა ეცადონ დააყენონ საკუთარი თავი სხვების ადგილას.
წაახალისეთ ბავშვები რომ დააკვირდნენ და იფიქრონ რას გრძნობს მათი სხეული ამ დროს.
ყურადღების სავარჯიშო ეს არის სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ, დავრჩეთ „აქ და ამჟამად“, აწმყო დროში.
ტექნიკა:
- დადექით სწორად, ან დასხედით კომფორტულად;
- გაიღიმეთ;
- ჩაისუნთქეთ ცხვირით;
- ამოისუნთქეთ პირით;
- დააკვირდით თქვენს ხელის გულს და დათვალეთ მასზე ზოლები;
- შემდეგ ისევ ჩაისუნთქეთ ცხვირით;
- ამოისუნთქეთ პირით;
- შეეხეთ თქვენი ყურის ნიჟარას და დააკვირდით მის მოყვანილობას;
- ჩაისუნთქეთ პირით;
- ამოისუნთქეთ ცხვირით; გააკეთეთ იგივე ტუჩზე.
თვითშეფასების სავარჯიშო ეს არის სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ, დავრჩეთ „აქ და ამჟამად“, აწმყო დროში. ტექნიკა:
ბავშვებს ვუსვამთ კითხვებს, რომელთა საშუალებითაც თვითპატივისცემისა და დამოუკიდებლობის გაზრდას შევუწყობთ ხელს.
- რა არის შენი ყველაზე დიდი ტალანტი?
- გაიხსენე ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტი რომელიც მიგიღია; როგორ გიბიძგებენ შენი მშობლები, რომ მეტად დამოუკიდებელი იყო?
- დაწერე ის უნიკალური თვისება, რაც შენ განსაკუთრებულს გხდის;
- გაიხსენე და დაწერე იმ დროზე, როდესაც შენ ისეთი რაღაც გააკეთე, რისიც გაკეთებისაც გეშინოდა. როგორ გრძნობდი თავს ამის მერე?
- როდესაც საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, რა ემოციებს გრძნობ?
- დაწერე იმ ადამიანზე, რომლითაც აღფრთოვანებული ხარ, რა საერთო თვისებები გაქვთ?
- რისი კეთება გიყვარს? რას გრძნობ როდესაც ამას აკეთებ?
- რა გაგრძნობინებს, რომ შენ ძლიერი პიროვნება ხარ?
სუნთქვითი საზღვრები ეს არის სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ, დავრჩეთ „აქ და ამჟამად“, აწმყო დროში. ტექნიკა:
ამისათვის დაგჭირდებათ სპეციალური ნახაზები.
- დადექით სწორად ან დასხედით კომფორტულად;
- დააკვირდით ნახაზს და თითით გააყოლეთ მას ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვისას.
ვინ ვარ მე? ეს არის სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ, დავრჩეთ „აქ და ამჟამად“, აწმყო დროში.
ტექნიკა:
- ამ აქტივობისთვის მონაწილეები უნდა დასხდნენ წრეზე;
- თამაშში მონაწილეს გვერდით მჯდომი აწერს გამოჩენილი ადამიანის სახელს და გვარს ან წიგნის, ზღაპრის, ფილმის პერსონაჟს და ვუმაგრებთ მოთამაშეებს შუბლზე ისე, რომ თვითონ ვერ ხედავდეს რა აწერია, დანარჩენი მონაწილეები კი ხედავდნენ;
- მონაწილეებმა უნდა გამოიცნონ ვინ არის დასმული შეკითხვებით, ამისათვის უნდა დასვან ისეთი კითხვები, რომ მასზე პასუხი იქნება „კი“ ან „არა“, ბოლოს კი უნდა გამოიცნონ „ვინ არიან“, ანუ რა აწერია მათ ბარათზე;
- მონაწილე იქამდე სვამს კითხვას, სანამ „არა“ პასუხს არ მიიღებს, შემდეგ კი კითხვის უფლება გადადის შემდეგ მონაწილეზე;
- იმარჯვებს ის, რომელიც პირველი გამოიცნობს რა აწერია მის ბარათს.
წაახალისეთ ბავშვები რომ დააკვირდნენ და იფიქრონ რას გრძნობს მათი სხეული ამ დროს.
ემოციების რვაფეხა ეს არის სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ, დავრჩეთ „აქ და ამჟამად“, აწმყო დროში. ტექნიკა:
ამისათვის დაგვჭირდება ერთჯერადი ჭიქები (თითო ბავშვისათვის 2 ცალი); ბავშვებმა თავად უნდა შექმნან „ემოციების რვაფეხა“.
- ერთ-ერთ ჭიქაზე, ერთმანეთის გვერდზე დავხატოთ სხვადასხვა ემოცია;
- მეორე ჭიქაზე დავხატოთ რვაფეხა;
- რვაფეხას სახის ადგილას ამოვუჭრათ მაკრატლით;
- რვაფეხას გამოსახულებიანი ჭიქა მოვათავსოთ გარედან, შიგნით კი ჩავსვათ ემოციების გამომხატველი ჭიქა;
- ბავშვებმა უნდა დაატრიალონ ზედა ჭიქა და შესაბამისად, რვაფეხას სახეზე სხვადასხვა ემოცია გამოიხატება.
დღეს მე თავს ვგრძნობ ეს არის სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ, დავრჩეთ „აქ და ამჟამად“, აწმყო დროში.
ტექნიკა:
- ბავშვებმა დიდ ფორმატზე ან ფლიპჩარტზე თავად დახატონ სხვადასხვა ემოცია – „სმაილიკების“, მულტფილმების პერსონაჟების საშუალებით.
- ვკითხოთ ბავშვებს, დღეს რომელი ნახატი გამოხატავს მათ მდგომარეობას;
გაყინე მოძრაობა:
ეს არის სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ, დავრჩეთ „აქ და ამჟამად“, აწმყო დროში. ტექნიკა:
- დადექით წრეზე;
- ჩართეთ მუსიკა – მონაწილეებმა დაიწყეთ ცეკვა ან რაიმე მოძრაობის კეთება;
- გამორთეთ მუსიკა – გაშეშდით;
- შემდეგ ისევ ჩართეთ მუსიკა და დაიწყეტ მოძრაობა;
- დააკვირდით და აღწერეთ როგორ გრძნობთ თავს როდესაც მოძრაობთ და როდესაც გაშეშებულები ხართ;
- რა მოგეწონათ? რა გაგიჭირდათ? ა.შ.
რას აკეთებ?
ეს არის სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ, დავრჩეთ „აქ და ამჟამად“, აწმყო დროში.
ტექნიკა:
ეს აქტივობა ასწავლის ბავშვებს ყურადღებით მოსმენას და ამავე დროს ყურადღების გამახვილებას საკუთარი ქცევის/მოქმედების მიმართ.
- დადექით წყვილებად, ერთმანეთის პირისპირ;
- ერთი ბავშვი აკეთებს რამე მოძრაობას;
- მეორე ეკითხება – „რას აკეთებ?“
- პირველი პასუხობს სხვა რამეს, რაც არ შეესაბამება მის მიერ განხორციელებულ ქმედებას;
- მეორე აკეთებს იმ მოძრაობას, რაც დაასახელა პირველმა;
- შემდეგ პირველი ეკითხება მეორეს – „რას აკეთებ?“
- მეორე პასუხობს სხვა რამეს, რაც არ შეესაბამება მის მიერ განხორციელებულ ქმედებას;
- თამაში გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე შეცდომას არ დაუშვებს. წითელი შუქი, მწვანე შუქი ეს არის სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ, დავრჩეთ „აქ და ამჟამად“, აწმყო დროში. ტექნიკა:
ამისათვის საჭიროა 4 ან მეტი მონაწილე.
- ერთი მონაწილე იქნება წამყვანი – „დედა“.
- დედა დგება ოთახის ერთ ბოლოში, პირით დანარჩენი მონაწილეებისკენ. „დედასა“ და დანარჩენ მონაწილეებს შორის დიდი მანძილი უნდა იყოს;
- მონაწილეები სასურველია კედლის ან რაიმე ხაზის გასწვრივ დადგნენ, რათა „დედისგან“ ერთ დაშორებაზე იყოს ყველა;
- როდესაც ყველა გასწორდება, “დედა” მათ შეაქცევს ზურგს და დაიძახებს:
„მწვანე შუქი!“
- ამ დროს მონაწილეები უნდა გაიქცნენ „დედისკენ“;
- როდესაც “დედას” მოუნდება, დაიძახებს: „წითელი შუქი!“ და შემოტრიალდება;
- ყველა მონაწილე შეშდება ერთ ადგილზე;
- თუ რომელიმე ბავშვმა ვერ მოასწრო გაშეშება სანამ „დედა“ შემოტრიალდება, ის დაიჭერს მას და დააბრუნებს სასტარტო ადგილას;
- შემდეგ “დედა” ისევ შეტრიალდება მონაწილეებისკენ ზურგით და დაიძახებს: „მწვანე შუქი“;
- მონაწილეები მირბიან „დედისკენ“, სანამ ის დაიძახებს: „წითელი შუქი“ და შემოტრიალდება;
- ვინც პირველი მიასწრებს „დედასთან“ მისვლას, ის მოიგებს.
გასეირნება „ცისარტყელა“ ეს არის სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ, დავრჩეთ „აქ და ამჟამად“, აწმყო დროში. ტექნიკა:
გადით გარეთ, ეზოში და სცადეთ იპოვნოთ რამე ცისარტყელის ფერების:
- წითელი;
- ნარინჯისფერი;
- ყვითელი;
- მწვანე;
- ლურჯი;
- ცისფერი;
- იასამნისფერი.
ცისარტყელას სუნთქვა ეს არის სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ, დავრჩეთ „აქ და ამჟამად“, აწმყო დროში.
ტექნიკა:
- ხელები ჩამოუშვით ტანის გასწვრივ;
- ჩასუნთქვისას ხელები მაღლა ასწიეთ;
- ხოლო ამოსუნთქვისას – დაბლა ჩამოუშვით
ცისარტყელის ბუშტების სუნთქვის ამბავი ეს არის სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ, დავრჩეთ „აქ და ამჟამად“, ტექნიკა:
დააკვირდით ნახატს და წაიკითხეთ ისტორია, მხოლოდ სიტყვების ნაცვლად გააკეთეთ ეს სუნთქვით: ღრმა ჩასუნთქვა დიდი ბუშტის დროს, ხოლო ჩვეულებრივი ჩასუნთქვა პატარა ბუშტის დროს. ააწყვე სახე ქვების საშუალებით ეს არის სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ, დავრჩეთ „აქ და ამჟამად“, აწმყო დროში.
ეს სავარჯიშო მოსწავლეებს დაეხმარება ისწავლონ ემოციებზე დაკვირვება და მათი ამოცნობა.
ტექნიკა:
- მასწავლებელს წინასწარ მომზადებული აქვს მცირე ზომის ქვები, რომლებზეც სახის ნაკვთებია სხვადასხვა ემოციით გამოსახული (მაგალითად: შეშინებული თვალები, გაბრაზებული თვალები, გაკვირვებული თვალები, ბოროტი თვალები, გაღიმებული ტუჩები, მტირალა ტუჩები, მყვირალა ტუჩები, დიდ ცხვირი პატარა ცხვირი, გატეხილი ცხვირი და ა.შ.);
- ბავშვებმა ამ ქვებიდან უნდა ააწყონ სახე;
- დანარჩენებმა კი უნდა გამოიცნონ რა ემოციას გამოხატავს აწყობილი სახე და შეადარონ ავტორის მიერ ჩაფიქრებულ ემოციას.
სუნთქვის აფეთქებები ეს არის სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ, დავრჩეთ „აქ და ამჟამად“, აწმყო დროში.
ეს სავარჯიშო მოსწავლეებს დაეხმარება ისწავლონ ემოციებზე დაკვირვება და მათი ამოცნობა.
ტექნიკა:
- დადექით სწორად;
- ჩაისუნთქეთ და თან ჩაიკუზეთ;
- შემდეგ ახტით, გაშალეთ ხელები და ფეხები და ამოისუნთქეთ.
„აქ და ამჟამად“ ხმა ეს არის სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ, დავრჩეთ „აქ და ამჟამად“, აწმყო დროში.
ეს სავარჯიშო მოსწავლეებს დაეხმარება ისწავლონ ემოციებზე დაკვირვება და მათი ამოცნობა.
ტექნიკა:
- დადექით სწორად ან დასხედით კომფორტულად;
- სავარჯიშო დაიწყეთ სამი ღრმა ჩასუნთქვა/ამოსუნთქვით;
- დახუჭეთ თვალები;
- მასწავლებელი/წამყვანი რაიმე ბოთლს ან ჭიქას მიარტყამს კალამს, ან რამე ლითონის მილს; მიმართეთ მონაწილეებს:
- ყურადღება მიმართეთ ამ ხმისკენ;
- დააკვირდით თქვენს გულისცემას;
- ხმა ერთ ყურში უფრო მეტად გესმით, ვიდრე მეორეში?
- თუ შეამჩნიეთ, რომ ფიქრებმა გაგიტაცათ, ეცადეთ ყურადღება დააბრუნოთ ამ ხმაზე;
- როდესაც ხმა შეწყდება, გაახილეთ თვალები, მაგრამ ცოტა ხანი დარჩით ჩუმად.
თითოეული აქტივობის შესრულების შემდეგ ბავშვებს ვეკითხებით:
- მოეწონათ თუ არა ეს სავარჯიშო?
- რა გაუჭირდათ ამ სავარჯიშოს შესრულებისას? რა გაუმარტივდათ?
- როგორ გრძნობდენ თავს სავარჯიშოს შესრულებამდე და ეხლა როგორ გრძნობენ თავს – მისი დასრულების შემდეგ? (მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი, 2022).
გონების სისავსის ტექნიკები
ექსპერიმენტში გამოყენებული ტექნიკები გავლენას ახდენს ბავშვებსა და მოზარდებში ემოციურ რეგულაციაზე, სტრესის შემცირებასა და საერთო კეთილდღეობაზე. შეხვედრებისას გამოყენებული იყო გონების სისავსის ძირითადი პრაქტიკული დავალებები, როგორიცაა:
სუნთქვაზე დაკვირვება: ბავშვები აკვირდებოდნენ სუნთქვის პროცესს, სუნთქვის შეგრძნებას ნესტოებში შესვლისა და გამოსვლის დროს, მკერდის და მუცლის მოძრაობას სუნთქვის პროცესში.
სხეულის სკანირება: ბავშვები სისტემატურად აქცევდნენ ყურადღებას სხეულის სხვადასხვა ნაწილს, დაკვირვება იწყება ფეხის თითებიდან და თანდათანობით ყურადღება გადადის სხეულის სხვა ნაწილებზე. სხეულის სკანირებისას ასევე დაკვირვება მიმდინარეობს შეგრძნებებზე, დაძაბულობაზე, მოდუნებაზე თითოეული სხეულის ნაწილზე კონცენტრირებისას.
მადლიერების პრაქტიკა: პრაქტიკის მიზანია ბავშვებს განუვითარდეთ მადლიერების გრძნობა. ბავშვები აკვირდებიან ყოველდღიურ რუტინას და გამოხატავენ მადლიერებას კონკრეტული მოვლენის გამო. მადლიერების გაზიარება შესაძლებელია როგორც ჩანაწერის ასევე ვერბალური დასახელების სახით.
„აქ და ამჟამად გაფერადება“: აღნიშნული აქტივობის დროს ბავშვები საღებავისა და ფურცლების საშუალებით ქმნიან მათთვის სასურველი დიზაინის მქონე მანდალას. მანდალის გაფერადებისას ყურადღება გამახვილებულია ხელის მოძრაობაზე, გამოყენებულ ფერებზე, ფორმებზე. აღნიშნულ აქტივობას დამამშვიდებელი, მედიტაციური ეფექტი აქვს.
მართვადი გამოსახულება: აქტივობისას ბავშვები გამოსახავენ სასიამოვნო დამამშვიდებელ სცენებს, როგორიცაა წყნარი სანაპირო, წვიმის სურნელი, ზღვის ტალღების ხმა და ა.შ.
ემოციების გაცნობიერება: აღნიშნული აქტივობა ბავშვებს ეხმარება ამოიცნონ და დაასახელონ თავიანთი ემოციები. ტექნიკის გამოყენებისას მოსწავლეები მთელი დროის განმავლობაში განცდილ ემოციებს აკვირდებიან, აღიარებენ სხეულებრივ შეგრძნებებს, დაკვირვება მიმდინარეობს ნეგატიური და პოზიტიური მნიშვნელობის მინიჭების გარეშე. ყურადღება გამახვილებულია ნეგატიური ემოციების გასამკლავებლად ჯანსაღი გზების ძიების პროცესზე.
5 შეგრძნების ორგანო: პრაქტიკისას ბავშვები აკვირდებიან შეგრძნების ორგანოებს: მხედველობა – თვალი, სმენა – ყური, ყნოსვა – ცხვირი, გემოვნება- პირის ღრუ, შეხება –
ხელი. დაკვირვებისას იხსენებენ კონკრეტულ გამოცდილებებს თითოეული შეგრძნების ორგანოს შემთხვევაში. მაგ: „გაიხსენე სასიამოვნო სურნელი“, „დააკვირდი რისი ხმა გესმის“.
დანართი #2
ემოციური რეგულაციისა და სოციალური უნარების განმავითარებელი ტრენინგმოდული
I შეხვედრა
ტრენერი ბავშვებს აცნობს საკუთარ თავს, უხსნის მოდულის მიზანს, აწვდის ინფორმაციას შეხვედრების ხანგრძლივობასა და რაოდენობაზე (5 წთ).
სავარჯიშო #1 „მისალმება“ (10 წთ.) მიზანი:
- საკუთარი თავის წარდგენა;
- ჯგუფის წევრების გაცნობა და დაახლოება;
მასალა: ბურთი ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს წრეში აყენებს ჯგუფის ერთ-ერთ მონაწილეს ესვრის ბურთს, ბავშვი იჭერს ბურთს და წარმოთქვამს თავის სახელს და ამბობს, თუ რისი კეთება უყვარს ყველაზე მეტად. შემდეგ ის ესვრის ბურთს ჯგუფის სხვა მონაწილეს, რომელიც ასევე იტყვის საკუთარ სახელს და დაასახელებს საყვარელ საქმიანობას. ტრენერმა ყურადღება უნდა მიაქციოს რომ არცერთი ბავშვი არ დარჩეს თამაშს გარეთ.
სავარჯიშო #2- წესების შემუშავება (15 წთ.) მიზანი:
- თანამშრომლობის, ჯგუფში მუშაობის სწავლება;
- ჯგუფში ქცევის ნორმების დადგენა;
- ჯგუფის მუშაობაში წესრიგის შეტანა;
მასალა: ფლიფჩარტი, მარკერები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ესაუბრება იმის თაობაზე, თუ რას გულისხმობს ჯგუფში ერთობლივად მუშაობა და რომ სამუშაო პროცესის წარმატებულად წარმართვისთვის აუცილებელია ნორმების ერთობლივად შემუშავება და შემდეგ მათი დაცვა. ტრენერი კედელზე კიდებს ფლიფჩარტს და წერს ბავშვების მიერ დასახელებულ ქცევის წესებს. ეს წესები შეხვედრების განმავლობაში გაკრული უნდა იყოს კედელზე და საჭიროების შემთხვევაში ტრენერს შეუძლია ჯგუფს შეახსენოს ისინი.
შეკითხვები:
- რა მოგეწონათ?
- რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- გამოიყენებთ ამ სავარჯიშოს სახლში, სკოლაში?
სავარჯიშო #3- „მოლოდინების ხე“ (10 წთ.) მიზანი:
- საკუთარ მოსაზრებებსა და მოლოდინებზე დაფიქრება და მათი დაფიქსირება.
მასალა : ფლიპჩარტი, სტიკერები, ფლომასტერები ან საწერი კალმები. სავარჯიშო #4- “ საით ქრის ქარი” ხანგრძლივობა – 10-15 წთ.
მიზანი:
- ბავშვების გახალისება.
- ყურადღების კონცენტრაციის სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სვამს წრეში, სადაც ერთი სკამი აკლია და თავად დგება წრის შუაგულში და ბავშვების შეკითხვაზე – „საით ქრის ქარი?“ აცხადებს: – ქარი ქრის იმათკენ, ვისაც ტანსაცმელში წითელი ურევია” (ვისაც შავი თმა აქვს, თაფლისფერი თვალები აქვს, ვინც იღიმის და ა.შ) მოთამაშეები, ვისაც წარმოთქმული შეესაბამება, უნდა წამოხტდნენ და სკამები გაცვალონ. ტრენერიც თამაშის მონაწილეა და თავისუფალ სკამს იკავებს. სკამის გარეშე დარჩენილი ბავშვი წამყვანი ხდება.
შესაძლებელია დრო და დრო “ქარიშხლის“ გამოცხადება რა დროსაც ბავშვები უნდა წამოიშალნონ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს, მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები: • რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ?
- რა გაგიჭირდათ?
- რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობისას?
სავარჯიშო #5- უკუკავშირი მიზანი:
- ერთმანეთისმოსმენისსწავლება
- საკუთარი აზრის დასაბუთებულად გამოთქმის სწავლება საკუთარიაზრისრიგრიგობითგამოთქმისსწავლება
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს რიგრიგობით შეაფასონ შეხვედრა და გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები. დამხმარე შეკითხვები:
- რა მოგეწონათ დღევანდელ შეხვედრაზე?
- რა არ მოგეწონათ?
- როგორ გრძნობდით თავს შეხვედრის განმავლობაში?
- რა ისწავლეთ, ან აღმოაჩინეთ დღეს ახალი?
- თქვენი აზრით, რისი შეცვლა, შესწორება არის საჭირო?
- იყო ისეთი საკითხი ან მოსაზრება, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია?
დამშვიდობება.
II შეხვედრა
- მისალმება.
- წინა შეხვედრის გახსენება.
- ტრენერი ჯგუფის წევრებს ეკითხება რა დაამახსოვრდათ წინა შეხვედრიდან? რა იყო ყველაზე საინტერესო? რა მოხდა მნიშვნელოვანი მათ ცხოვრებაში ამ დღეების განმავლობაში?
სავარჯიშო #1 „მეწყვილის წარდგენა“ ხანგრძლივობა: 10 წუთი მიზანი :
- ჯგუფის წევრების გაცნობა და დაახლოება.
- მეხსიერების გავარჯიშება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს წყვილებად და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: „ერთმანეთს ჩამოართვით ხელი, დაადგინეთ რა ჰქვია, რა უყვარს, ან რა არ უყვარს მეწყვილეს და ა.შ.“ (3 წუთი).
შემდეგ ჯგუფის თითოეული წევრი წარმოადგენს მეწყვილის შესახებ ინტერვიუს გზით მიღებულ ინფორმაციას. მოზარდები სათითაოდ წრეში საუბრობენ.
სავარჯიშო #2 „საზღვაო კატასტროფა“ (30წთ.) მიზანი:
- ჯგუფის შეკვრა.
- საერთო გადაწყვეტილების მიღების სწავლება.
- კონსესუსის მისაღწევი გზების ძიება.
მასალა: თაბახის ფურცლები, საწერი კალმები, ფლიფჩარტი, მარკერები. ინსტრუქცია:
ტრენერი აძლევს ჯგუფის წევრებს შემდეგ ინსტრუქციას: „ თქვენ ხართ გემის მგზავრები,, იმყოფებით წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. გემმა კატასტროფა განიცადა, ხანძარმა დააზიანა და გაანადგურა ტვირთის უმეტესი ნაწილი. ამჟამად გემი ნელა იძირება. სანავიგაციო ხელსაწყოები მოიშალა და ამიტომ თქვენი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. უახლოეს ნაპირამდე სავარაუდოდ 1800 კილომეტრია. ფლიფჩარტზე ჩამოწერილია გადარჩენილი ნივთების სია, გარდა ამისა თქვენს განკარგულებაშია რეზინის ნავი ნიჩბებით, საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ მასში მოთავსდეთ ყველა გადარჩენილ ნივთებთან ერთად. ასევე თითოეულ თქვენგანს ჯიბეში აღმოაჩნდა ასანთის კოლოფი და ხუთი ცალი ერთდოლარიანი ბანკნოტი. თქვენი ამოცანაა განალაგოთ გადარჩენილი ნივთები მათი საჭიროების შესაბამისად და დანომროთ. საბოლოო შეთანხმება თითოეული ნივთის პოზიციაზე, ანუ ნომერზე, უნდა იყოს საერთო. ჯგუფის ყველა წევრი უნდა ეთანხმებოდეს მას. თითოეული ბავშვში ჯერ ინდივიდუალურად გააკეთებს ნივთების ჩამონათვალს საჭიროების და მნიშვნელობის მიხედვით (10 წუთი) შემდეგ კი მთელი ჯგუფი იღებს საერთო გადაწყვეტილებას. (10 წუთი) ნივთების ჩამონათვალი:
- სანავიგაციოხელსაწყო
- პატარასარკე
- კასრი წყლის (20ლ)
- ერთდოლარიანიბანკნოტები
- ასანთისკოლოფები
- კოღოებისგანდასაცავიბადე
- სამხედრო საკვები 1 კოლოფი ( 1 ადამიანის დღის ულუფა)
- წყნარიოკეანისრუკა
- რბილი სკამის ბალიში (რეკომენდირებულია სამაშველო სამსახურის მიერ)
- ბალონიდიზელისსაწვავით
- რადიომიმღები
- ზვიგენისდასაფრთხობისაშუალება
- მუშამბა – წყალგაუმტარი ქსოვილი (2,5 მ)
- რომი (1,5ლ)
- ნეილონის თოკი (5 მ)
- შოკოლადის 2 ფილა
- სათევზაომოწყობილობა
ტრენერმა უნდა მიადევნოს თვალყური, რომ ჯგუფმა გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ თუ მოზარდები ვერ მოახერხებენ სტრატეგიის არჩევას, მაშინ მან უნდა დაუსვას დამხმარე შეკითხვები:
- რას აპირებთ დარჩენას და მაშველების ლოდინს? თუ საკუთარი გზებით გზის გაკვლევას?
- დააკვირდით ნივთების ჩამონათვალს, ხომ არ შეიძლება რამდენიმე მათგანის ერთი მიზნით გამოყენება?
შემდეგ ტრენერი კითხულობს ხმამაღლა ნივთებს სწორი თანმიმდევრობით, თავისი დასაბუთებით:
„ექსპერტები თვლიან, რომ ოკეანეში ჩაძირული გემის მგზავრებისთვის ყველაზე უფრო საჭიროა ის ნივთები, რომლითაც მაშველების ყურადღებას მიიპყრობს. შემდეგ კი, მაშველების გამოჩენამდე არსებობისთვის საჭირო აუცილებელი საგნები და საკვები. სანავიგაციო ხელსაწყოები და რუკები ნაკლებად საჭიროა.
- სარკე – მნიშვნელოვანია საჰაერო სამაშველო სამსახურის ყურადღების მისაპყრობლად.
- დიზელის საწვავის ბალონი – სიგნალის საშუალებაა აალებადი სითხე ადვილად ჩერდება წყალზე და შეიძლება ცეცხლის მოკიდება ასანთის და დოლარიანის ბანკნოტებით.
- კასრი წყლის (20ლ) -საჭიროა წყურვილის მოსაკლავად და გაოფლიანების შედეგად დაკარგული სითხის აღსადგენად.
- საკვების კოლოფი – საკვებისძირითადიმარაგია
- მუშამბა – ავდრისაგან თავის დასაცავად და წვიმის წყლის შესაგროვებლად.
- შოკოლადის ფილა – საკვების სარეზერვო მარაგია.
- სათევზაო მოწყობილობა – თევზის დასაჭერად.
- ნეილონის თოკი – შეიძლება საჭირო გახდეს საგნების დამაგრება რომ წყალში არ გადაცვივდეს.
- სკამის ბალიში – თუ ვინმე წყალში გადავარდება გამოადგება სამაშველო საშუალებად.
- ზვიგენების დასაფრთხობი საშუალება.
- რომი გამოდგება, როგორც ანტისეპტიკური საშუალება ტრავმის შემთხვევაში. დასალევად არ გამოდგება რადგან წყურვილს აძლიერებს.
- რადიომიმღები – არ გამოდგება, რადგან არ არის აღჭურვილი რადიოგადამცემით და გასულია მოკლეტალღოვანი რადიოსადგურების ზონიდან.
- წყნარი ოკეანის რუკაც გამოუსადეგარია სხვა სანავიგაციო ხელსაწყოების გარეშე და საერთოდ მნიშვნელოვანია არა ის თუ სად იმყოფებით, არამედ თუ სად იმყოფებიან მაშველები.
- კოღოების საწინააღმდეგო ბადე – ოკეანეში კოღოები არ არიან.
- სანავიგაციო ხელსაწყო – სანავიგაციო ცხრილის და ქრონომეტრის გარეშე ვერ გამოიყენებთ.
„ახლა თქვენ უკვე გადარჩენილები ხართ, გილოცავთ. ახლა გავარჩიოთ, თუ როგორ მიაღწიეთ ამას. დისკუსია შეეხება შემდეგ საკითხებს:
- ქცევის როგორი სტილი უწყობდა ხელს, ან უშლიდა შეთანხმების მიღწევას.
- ვინ და რა გზით ახდენდა შეთანხმების მიღწევაზე ზეგავლენას.
- როგორი ატმოსფერო იყო ჯგუფში კამათის დროს.
- ჯგუფის წევრები რა ხერხებს მიმართავდნენ საკუთარი მოსაზრების დასაცავად.
- როგორ შეიძლება საერთო გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესება.
სავარჯიშო #3- უკუკავშირი მიზანი:
- ერთმანეთის მოსმენის სწავლება;
- საკუთარი აზრის დასაბუთებულად გამოთქმის სწავლება;
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს რიგრიგობით შეაფასონ შეხვედრა და გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები. დამხმარე შეკითხვები:
- რა მოგეწონათ დღევანდელ შეხვედრაზე?
- რა არ მოგეწონათ?
- როგორ გრძნობდით თავს შეხვედრის განმავლობაში?
- რა ისწავლეთ ან აღმოაჩინეთ დღეს ახალი?
- თქვენი აზრით რისი შეცვლა, შესწორება არის საჭირო?
- იყო ისეთი საკითხი ან მოსაზრება, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია?
დამშვიდობება.
III შეხვედრა
- მისალმება.
- წინა შეხვედრის გახსენება.
- ტრენერი ჯგუფის წევრებს ეკითხება რა დაამახსოვრდათ წინა შეხვედრიდან? რა იყო ყველაზე საინტერესო? რა მოხდა მნიშვნელოვანი მათ ცხოვრებაში ამ დღეების განმავლობაში?
სავარჯიშო #1 ბუნება ხანგრძლივობა: 15 წუთი მიზანი:
- საკუთარი თავის უკეთ შეცნობა.
- ერთმანეთის უკეთ გაცნობა.
მასალა: ცხოველების სურათები, ფურცლები, კალმისტრები და ფორმატზე ჩამოწერილი „კრიტერიუმების“ ჩამონათვალი.
ინსტრუქცია:
ტრენერი იატაკზე მოფანტავს სურათებს და ჯგუფის წევრებს სთხოვს, ამოირჩიონ ერთი სურათი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- მოგწონს;
- ხასიათით გგავს;
- გინდა მისი ცხოვრებით იცხოვრო;
- გინდა დაეხმარო;
- მას აწუხებს;
- სურათი ერთ შემთხვევას მაგონებს; სხვა.;
ჯგუფის წევრებს სურათის ამორჩევის შემდეგ ეძლევათ 10 წთ. რათა ფურცლებზე ჩამოწერონ ის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც ამოირჩიეს ეს ცხოველი. შემდეგ ეწყობა ჩანაწერების პრეზენტაციები, მოსაზრებების გაცვლა.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია.
სავარჯიშო #2 „ მინდობით ვარდნა“ ხანგრძლივობა: 15 წუთი მიზანი: ჯგუფში თბილი, ნდობით სავსე ატმოსფეროს ჩამოყალიბება ინსტრუქცია:
ტრენერი მოზარდებს წყვილებად ყოფს. წყვილის ერთი წევრი უნდა დაეცეს, მეორემ კი რომელიც მის ზურგს უკან 1 ნაბიჯის დაშორებით დგას უნდა დაიჭიროს. ის, ვინც ვარდება, უნდა მოდუნდეს და რაც შეიძლება თავისუფლად უნდა გადავარდეს უკან. ის, ვინც იჭერს, ახვედრებს უკან ხელებს რათა არ დაეცეს. ვარდნის დროს პარტნიორები აკვირდებიან საკუთარ გრძნობებს, შემდეგ კი ერთმანეთს ადგილებს უცვლიან. შეიძლება ასევე წყვილების შეცვლაც. სავარჯიშოს შემდეგ ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს, ემოციებს, შეგრძნებებს და მიმდინარეობს დისკუსია.
სავარჯიშო#3: „ხელსახოცები“ ხანგრძლივობა: 10 წუთი მიზანი: ინტუიციის დონეზე თანამშრომლობის სწავლება.
მასალა: 3-4 ქაღალდის ხელსახოცი.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს გუნდებად. თითოში 4-4 წევრი. თითოეულმა უნდა ჩაიფიქროს ადგილი, სადაც მთელი თავისი გუნდის მიყვანა სურს. გუნდის წევრები ქაღალდის ხელსახოცის კუთხეებს იჭერენ და ცდილობენ ჩაფიქრებულ ადგილზე თავისი გუნდის წევრების მიყვანას. იმ შემთხვევაში თუ ჩაფიქრებულ ადგილას გუნდის სხვა წევრი მივა (ე.ი. დაასწრებს). მონაწილემ მიზანი უნდა შეცვალოს. თამაშის დროს დაუშვებელია ლაპარაკი, მიმიკის, თვალების, ჟესტების და ა.შ.
საშუალებით მიმართულების შეტყობინება. როდესაც ყველა გუნდის ოთხივე წევრი მივა ჩაფიქრებულ ადგილას სავარჯიშო დასრულდება. რომელი გუნდის ხელსახოციც გაიხევა ის წაგებულია.
სავარჯიშოს შემდეგ ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს, ემოციებსა და შეგრძნებებს. მიმდინარეობს დისკუსია.
სავარჯიშო #4- უკუკავშირი ხანგრძლივობა: 10 წთ.
მიზანი:
- ერთმანეთისმოსმენისსწავლება
- საკუთარი აზრის დასაბუთებულად გამოთქმის სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს რიგრიგობით შეაფასონ შეხვედრა და გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები. დამხმარე შეკითხვები:
- რა მოგეწონათ დღევანდელ შეხვედრაზე?
- რა არ მოგეწონათ?
- როგორ გრძნობდით თავს შეხვედრის განმავლობაში?
- რა ისწავლეთ ან აღმოაჩინეთ დღეს ახალი?
- თქვენი აზრით, რისი შეცვლა, შესწორება არის საჭირო?
- იყო ისეთი საკითხი ან მოსაზრება, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია?
დამშვიდობება.
IV შეხვედრა
- მისალმება;
- წინა შეხვედრის გახსენება;
- ტრენერი ჯგუფის წევრებს ეკითხება, რა დაამახსოვრდათ წინა შეხვედრიდან? რა იყო ყველაზე საინტერესო? რა მოხდა მნიშვნელოვანი მათ ცხოვრებაში ამ დღეების განმავლობაში?
სავარჯიშო #1 „ სამიდან რომელია ტყუილი“ ხანგრძლივობა: 10 წუთი მიზანი: ჯგუფის წევრების უკეთ გაცნობა ინსტრუქცია:
ჯგუფის წევრები ოთახში თავისუფლად მოძრაობენ, ირჩევენ მეწყვილეს (რომელიც თავისუფალია) და ეუბნებიან საკუთარი თავის შესახებ 3 წინადადებას, რომელთაგან ერთი სიცრუეა, 2 კი სიმართლე. მეწყვილემ უნდა გამოიცნოს რომელი შეიცავს ტყუილს. შემდეგ მან თავისი თავის შესახებ უნდა თქვას სამი წინადადება რომელთაგან 1 სიცრუეა, მეორემ კი უნდა გამოიცნოს ის. მას შემდეგ წყვილები ერთმანეთს გაესაუბრებიან, გამოიცნობენ ნათქვამიდან რომელია სიცრუე, ჯგუფის წევრები ოთახში აგრძელებენ მოძრაობას და ახალი თავისუფალი მეწყვილის ძებნას. სავარჯიშოს შემდეგ ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს, ემოციებსა და შეგრძნებებს. მიმდინარეობს დისკუსია.
სავარჯიშო #2 „ემოცია“ ხანგრძლივობა: 20 წუთი მიზანი: ემოციის გამოხატვის და ემოციის ამოცნობის უნარის გავარჯიშება.
მასალა: პატარა ფურცლები რომლებზეც ჩამოწერილი იქნება ემოციის და სხეულის ნაწილების დასახელება, რომელთა მეშვეობითაც, მოზარდებმა უნდა გამოხატონ ესა თუ ის ემოცია.
წარწერები ფურცლებზე:
- სიხარული – პირი
- სევდა – ხელები
- შიში – ფეხები
- დარდი – მხრები
- სიძულვილი – თვალები
- ბედნიერება – სახე
- აღშფოთება – სახე
- კმაყოფილება – მთელისხეული
- გაბრაზება – ხელები
- გაკვირვება – თვალები
- სიამაყე – ზურგი
- სიყვარული – სახე
- კმაყოფილება – ზურგი
- სიხარული – ხელები
- სიმპათია – თვალები.
ინსტრუქცია:
ტრენერი არიგებს პატარა ფურცლებს, რომლებზეც ჩამოწერილია ემოციების და სხეულის იმ ნაწილების დასახელება, რომელთა მეშვეობითაც უნდა გამოხატოს ესა თუ ის ემოცია და სთხოვს ჯგუფის თითოეულ წევრს, ბარათზე აღნიშნული ემოცია სხეულის დასახელებული ნაწილით გამოხატოს. მოზარდები რიგრიგობით გამოხატავენ ემოციებს, დანარჩენები კი ცდილობენ მის გამოცნობას.
შეკითხვები:
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულების დროს?
- რა მოგეწონათ?
- რა უფრო გაგიჭირდათ : ემოციის გამოცნობა თუ გამოხატვა?
სავარჯიშო #3 –„მანქანები“ ხანგრძლივობა-15 წუთი მიზანი:
- თანამშრომლობის, ნდობისა და პასუხისმგებლობის სწავლება.
მასალა: ბარათები, რომლებზეც ერთი ფერის გასაღებები და მანქანებია დახატული (წყვილად). ინსტრუქცია:
ტრენერი არიგებს ფურცლებს, რომელზეც ხატია მანქანები და გასაღებები. ტრენერი ერთი ფერის ნახატების საშუალებით აწყვილებს ბავშვებს და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: „ვისაც გასაღები შეხვდა მძღოლი იქნება და მან უნდა მართოს თვალ დახუჭულმა მანქანა. „მანქანამ“ თვალები უნდა დახუჭოს და მძღოლს მიენდოს. როდესაც მძღოლი მანქანას მარჯვენა მხარზე ხელს დააჭერს „მანქანამ“ მარჯვნივ უნდა მოუხვიოს, მარცხენა მხარზე – მარცხნივ, ხოლო როდესაც ხელს აუშვებს გაჩერდეს.“ 2 წუთის შემდეგ ტრენერი ბავშვებს როლებს შეუცვლის.
ბოლოს წამყვანი მონაწილეებს კვლავ როლებს უცვლის და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: „მძღოლებმა“, თვალებით, უხმოდ უნდა ანიშნოთ ერთმანეთს და შეცვალოთ „მანქანები“. ეცადეთ არცერთი მანქანა უმოძრაოდ არ დატოვოთ. 2 წუთის შემდეგ „მძღოლები“ და „მანქანები“ ცვლიან როლებს. (3 წთ.) თუ ერთი მონაწილე მეწყვილეს გარეშე დარჩა ის შეიძლება საგზაო ინსპექტორი იყოს და მოძრაობის დარეგულირება დაევალოს. შეკითხვები:
- რა უფრო მოგეწონათ მანქანის როლში ყოფნა თუ მძღოლის? რატომ?
- რა გაგიჭირდათ სავარჯიშოს შესრულებისას?
- სავარჯიშოს მესამე ნაწილის შესრულებისას გრძნობდით თუ არა განსხვავებას მძღოლებსა და მანქანებს შორის?
სავარჯიშო #4 უკუკავშირი ხანგრძლივობა: (5/10 წთ.) მიზანი:
- ერთმანეთისმოსმენისსწავლება
- საკუთარი აზრის გამოთქმის დასაბუთებულად სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს რიგ-რიგობით შეაფასონ შეხვედრა და გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები. დამხმარე შეკითხვები:
- რა მოგეწონათ დღევანდელ შეხვედრაზე?
- რა არ მოგეწონათ?
- როგორ გრძნობდით თავს შეხვედრის განმავლობაში?
- რა ისწავლეთ ან აღმოაჩინეთ დღეს ახალი?
- თქვენი აზრით რისი შეცვლა, შესწორება არის საჭირო?
- იყო ისეთი საკითხი ან მოსაზრება, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია?
დამშვიდობება.
V შეხვედრა
- მისალმება;
- წინა შეხვედრის გახსენება;
- ტრენერი ჯგუფის წევრებს ეკითხება რა დაამახსოვრდათ წინა შეხვედრიდან? რა იყო ყველაზე საინტერესო? რა მოხდა მნიშვნელოვანი მათ ცხოვრებაში ამ დღეების განმავლობაში?
სავარჯიშო #1 “აღიარება” ხანგრძლივობა – 10 წ.
მიზანი:
- მონაწილეებისათვის ემოციური განწყობის გამოხატვის შესაძლებლობის მიცემა;
- ერთმანეთისადმი მიმღებლობისა და ურთიერთპატივისცემის გაღვივება; ჯგუფის მიერ თითოეული მონაწილის აღიარება; ინსტრუქცია:
მონაწილეები წრეში დგანან. წამყვანი მოხალისეს სთხოვს წრის ცენტრში გამოვიდეს. მოხალისემ რაიმე გრძნობა, ემოცია ან იდეა მხოლოდ ერთი ასოთი უნდა გამოხატოს – ეს შესაძლებელია იყოს რომელიმე ასო ხუთი ხმოვანიდან -“ა, ე, ი, ო, ან უ“, გრძნობა, ემოცია ან იდეა მოცემულ ასოში ინტონაციით, თანმხლები ჟესტით ან პანტომიმით უნდა იყოს ასახული. მას შემდეგ რაც მოხალისე დემონსტრირებას მოახდენს, მთელმა გუნდმა სამჯერ უნდა გაიმეოროს მის მიერ მოხდენილი დეკლარირება ყოველი დეტალის შენარჩუნებით. სავარჯიშო გრძელდება მანამ, სანამ თითოეული მონაწილე არ გამოხატავს თავის მოსაზრებას ამ პრინციპით. ყოველი მონაწილე გუნდის მიერ სამჯერ არის აღიარებული მისი მოძრაობისა და ხმოვანი ასოს ინტონაციის ზუსტი განმეორებით. სავარჯიშოს შესაძლებელია შემდეგი სახის განვითარება ქონდეს – მონაწილეები ხმოვანის ნაცვლად ერთ სიტყვას ამბობენ, რომელიც მათი ემოციის, გრძნობის ან იდეის გამომხატველია.
კითხვები:
რა გაგიჭირდათ? რა გაგიიოლდათ? რა მოგეწონათ? რა არ მოგეწონათ? რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობისას? როგორ ფიქრობთ რისთვის იყო ეს სავარჯიშო?
სავარჯიშო #2 “ განსხვავებული ინტონაციები“ ხანგრძლივობა : 20 წთ.
მიზანი:
- სხვადასხვა ინტონაციით მართვის უნარის გავარჯიშება; • ერთმანეთის უკეთ შეცნობა;
მასალა: ფლიფჩარტი, მარკერები.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს სთავაზობს შემდეგ სიტუაციას: „შვილს სურს, წავიდეს მეგობართან საღამოს 10 საათზე, მშობელს არ უნდა მისი გაშვება. ვითომ თქვენ ხართ მშობელი. შეეცადეთ თქვათ უარი ერთი ფრაზით.“ ჯგუფის ყველა წევრი სთავაზობს ინტონაციის ვარიანტებს, ტრენერი კი მათ ფლიფჩარტზე წერს. შემდეგ ჯგუფის თითოეული წევრი დგება, ირჩევს დაფაზე ჩამოწერილიდან ერთ-ერთს და ამბობს მშობლის შესაძლო პასუხს ამორჩეული ინტონაციით. დანარჩენებმა უნდა გამოიცნონ, თუ რომელი ვარიანტი გამოიყენა.
ინტონაციის ვარიანტები: ბრძანება, თხოვნა, მუდარა, რჩევა, და ა.შ.
შეიძლება ამ სიტუაციის გათამაშებაც.
სავარჯიშოს შემდეგ ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს, ემოციებს შეგრძნებებს მიმდინარეობს დისკუსია.
სადისკუსიო შეკითხვები:
- გაგიჭირდათ ინტონაციის გამოცნობა?
- რამდენად შეძლო გამომსვლელმა ზუსტად გადმოეცა ინტონაცია?
- რამდენად შეესაბამება ინტონაცია მონაწილის მიერ შერჩეული ფრაზის შინაარსსა და სიტუაციას?
- რომელი ფრაზა და ინტონაცია იქნება ყველაზე ეფექტური ამ სიტუაციაში?
სავარჯიშო #3 „აგრესიის შეცვლა – ქანდაკება“ ხანგრძლივობა: 20 წუთი მიზანი:
- აგრესიული ქცევის უარყოფითი მხარეების ანალიზი;
- აგრესიის გარეგნული ნიშნების დანახვა;
- აგრესიის შეცვლის ჩვენება და გაანალიზება;
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფს ყოფს 3-კაციან გუნდებად და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: „ სავარჯიშოს დროს ხმის ამოღება და ლაპარაკი არ შეიძლება . პირველი გუნდის წევრები იქნებიან „ მოქანდაკეები“, მეორე- „კორექტორები“ და მესამე- „ქანდაკება“. „მოქანდაკეები“ უნდა შეეცადონ, უსიტყვოდ ერთად შექმნან გამოძერწონ მესამე ჯგუფის „ქანდაკება“- „აგრესია“. მეორე გუნდის წევრებმა უნდა გადააკეთონ ქანდაკება ისე, რომ ის აღარ იყოს აგრესიული. ჯგუფის წევრებმა სამივე როლი უნდა შეასრულონ.
სავარჯიშოს შემდეგ ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს, ემოციებსა და შეგრძნებებს. მიმდინარეობს დისკუსია.
შეკითხვები:
- რთული იყო მოქანდაკის/კორექტორის, ან ქანდაკების როლის შესრულება?
- რა აზრის გამოტანა შეიძლება ამ სავარჯიშოდან?
სავარჯიშო #4 უკუკავშირი ხანგრძლივობა : (10 წთ) მიზანი:
- ერთმანეთის მოსმენის სწავლება;
- საკუთარი აზრის გამოთქმის დასაბუთებულად სწავლება;
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს რიგრიგობით შეაფასონ შეხვედრა და გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები. დამხმარე შეკითხვები:
- რა მოგეწონათ დღევანდელ შეხვედრაზე?
- რა არ მოგეწონათ?
- როგორ გრძნობდით თავს შეხვედრის განმავლობაში?
- რა ისწავლეთ ან აღმოაჩინეთ დღეს ახალი?
- თქვენი აზრით რისი შეცვლა, შესწორება არის საჭირო?
- იყო ისეთი საკითხი ან მოსაზრება, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია?
დამშვიდობება.
VI შეხვედრა
- მისალმება;
- წინა შეხვედრის გახსენება;
- ტრენერი ჯგუფის წევრებს ეკითხება რა დაამახსოვრდათ წინა შეხვედრიდან? რა იყო ყველაზე საინტერესო? რა მოხდა მნიშვნელოვანი მათ ცხოვრებაში ამ დღეების განმავლობაში?
სავარჯიშო #1 “განცდათა ყულაბა” ხანგრძლივობა: 15 წუთი მიზანი:
- შინაგანი განცდების არავერბალური გამოხატვის პროცესების გაცნობიერება. მასალა:
ქაღალდის პატარა ფურცლები, ქუდი ან პარკი ფურცლების ჩასაყრელად. ინსტრუქცია:
ბავშვები სხდებიან წრეში ან ნახევარწრეში. წამყვანი ფურცლებზე ჩამოწერს იმ განცდებს, გრძნობებს, რომელსაც ბავშვები მოიფიქრებენ – მაგ: ბრაზი, სინანული, სიყვარული, სიხარული, შიში და ა.შ. ფურცლები იყრება ყულაბაში და შემდეგ ჩამოტარდება წრეში. თითოეული ბავშვიამოიღებს ფურცელს და მასზე აღნიშნულ განცდას არავერბალურად წარმოადგენს. დანარჩენმა მონაწილეებმა უნდა გამოიცნონ, რას განასახიერებს მათი ამხანაგი. თუ მონაწილე ვერ ახერხებს ან უჭირს გადმოსცეს და წარმოადგინოს განცდა, მოხალისე ან ტრენერი ეხმარება მას.
კითხვები:
რა გაგიჭირდათ? რა გაგიიოლდათ? რა მოგეწონათ? რა არ მოგეწონათ? რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობისას? როგორ ფიქრობთ რისთვის იყო ეს სავარჯიშო?
სავარჯიშო #2 კომუნიკაციის ცნება ხანგრძლივობა: 10 წთ
მიზანი: კომუნიკაციის ცნების გაგება და გააზრება.
ინსტრუქცია:
წამყვანი ბავშვებს ეკითხება, მათი აზრით, რა მოხდა წინა სავარჯიშიოს შესრულებისას, როგორ გავიგეთ თუ რას აკეთებდა ესა თუ ის მონაწილე, რა არის კომუნიკაცია?, კომუნიკაციის რამდენი ფორმა არსებობს ადამიანებს შორის, მას შემდეგ რაც ბავშვები ჩამოთვლიან მაგ: სხვადასხვა ენაზე, მუნჯურად, ვირტუალურად და ა.შ. ამის შემდეგ წამყვანი ახდენს არავერბალური და ვერბალური კომუნიკაციის სახელდებას. აჯამებს ყველა გამოთქმულ აზრს, ასოციაციას ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციაზე, შემდეგ ბავშვებს თავაზობს თამაშს.
სავარჯიშო #3 “გადაიყვანე შენს მხარეს“ ხანგრძლივობა : 20 წთ.
მიზანი:
- კომუნიკაციისგავარჯიშება
- თანამშრომლობის სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ჯგუფის წევრებს აწყვილებს, თითოეული წყვილი რიგრიგობით გამოდის და ასრულებს შემდეგ დავალებას: „წარმოიდგინე ზოლი, საზღვარი, ერთი ნაბიჯით დაშორდით ამ საზღვარს და 2 წუთით სცადეთ მეწყვილე გადაიბიროთ.
გადაიყვანეთ თქვენს მხარეს. მთავარია ხმა არ ამოიღოთ. სავარჯიშო არავერბალურია.
ბოლოს ტრენერი მოზარდებს უხსნის სავარჯიშოს არსს:
ა) მეწყვილის ძალითგადაყვანასაკუთარმხარესსიმბოლურადკონფლიქტისმანიშნებელია
ბ) ნელი ნაბიჯით აუღელვებლად მიახლოვება -კომპრომისს ნიშნავს.
გ) არავერბალურად შეთანხმებულად და ერთდროულად საზღვრის გადაკვეთა კი თანამშრომლობას ნიშნავს.
კითხვები:
რა გაგიჭირდათ? რა გაგიიოლდათ? რა მოგეწონათ? რა არ მოგეწონათ? რას გრძნობდით სავარჯიშოს მიმდინარეობისას? როგორ ფიქრობთ რისთვის იყო ეს სავარჯიშო?
სავარჯიშო #4 – უკუკავშირი ხანგრძლივობა : 10 წუთი მიზანი:
- ერთმანეთისმოსმენისსწავლება
- საკუთარი აზრის გამოთქმის დასაბუთებულად სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს რიგრიგობით შეაფასონ შეხვედრა და გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები. დამხმარე შეკითხვები:
- რა მოგეწონათ დღევანდელ შეხვედრაზე?
- რა არ მოგეწონათ?
- როგორ გრძნობდით თავს შეხვედრის განმავლობაში?
- რა ისწავლეთ ან აღმოაჩინეთ დღეს ახალი?
- თქვენი აზრით რისი შეცვლა, შესწორება არის საჭირო?
- იყო ისეთი საკითხი ან მოსაზრება, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია?
VII შეხვედრა
- მისალმება.
- წინა შეხვედრის გახსენება.
- ტრენერი ჯგუფის წევრებს ეკითხება რა დაამახსოვრდათ წინა შეხვედრიდან? რა იყო ყველაზე საინტერესო? რა მოხდა მნიშვნელოვანი მათ ცხოვრებაში ამ დღეების განმავლობაში?
სავარჯიშო #1 “გამოიცანი განწყობა და ემოცია” ხანგრძლივობა – 10 წ.
მიზანი:
- ყურადღების კონცენტრაციისა და დაკვირვებულობის განვითარება.
მასალები: თავსაფარი. ინსტრუქცია:
წამყვანი გუნდიდან მოხალისეს იწვევს. მოხალისე ყოველ მონაწილეს ყურადღებით უნდა დაუკვირდეს. სავარჯიშოს მომდევნო ეტაპზე წამყვანი მოხალისეს სთხოვს გუნდს ზურგი შეაქციოს, ან თავსაფრით თვალს აუხვევს მას. თვალახვეულმა, ან ზურგშექცეულმა მოხალისემ წამყვანის მიერ დასახელებული მონაწილის ჩაცმულობის დეტალური აღწერა უნდა მოახდინოს. თუკი მოხალისე წარმატებით გაართმევს თავს ამოცანას, წამყვანი ართულებს მას და ამჯერად მოხალისეს სთხოვს დასახელებული მონაწილის განწყობა და ხასიათი აღწეროს. სავარჯიშო გრძელდება მანამ, სანამ მისი შესრულების მსურველები იქნებიან. დასასრულს წამყვანი მონაწილეებს დისკუსიაზე იწვევს, ძირითადად განიხილება თუ რამ განაპირობა განწყობისა და ხასიათის შესახებ დასკვნების გამოტანა.
სავარჯიშო #2 „ჭორაობა“ ხანგრძლივობა: 20 წუთი მიზანი:
- ინფორმაციის გადაცემის გზების სწავლება აქტიური მოსმენის სწავლება მასალა:
გაზეთის სტატიიდან ამონაწერი – „ სახლში მივდიოდი, „სუპერმარკეტს, რომ გავუსწორდი უეცრად მაღაზიიდან მამაკაცი გამოვარდა და დამეჯახა, წონასწორობა ძლივს შევინარჩუნე. ის იყო 40-45 წლის საშუალო სიმაღლის შავგვრემანი, კეხიანი ცხვირით და მოელვარე თვალებით. მას ეცვა შავი ტყავის ქურთუკი, ყავისფერი პულოვერი და შარვალი. მამაკაცმა სამი ნაბიჯი გადადგა და დაეცა. ხალხი მიცვივდა… სასწრაფო გამოიძახეს, სასწრაფომ ის გულის შეტევის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანა.“
ან
„ტირიფების ხეივნის ბოლოს, საზაფხულო კაფესთან ჭადრის მახლობლად მყოფ ყვითელ სახურავიან ფანჩატურში, იდგა დაახლოვებით 40 წლის მამაკაცი. მას ეცვა ნაცრისფერი შარვალი, მუქი მწვანე პიჯაკი და იისფერი პერანგი. ის გაუჩერებლად ეწეოდა ყალიონს. უცბად ფანჩატურთან მიირბინა შავ ჩოხაში გამოწყობილმა ათიოდე წლის ბიჭუნამ და წერილი გადასცა მამაკაცს.“ ინსტრუქცია:
ჯგუფის წევრებიდან ერთი მოხალისე რჩება ოთახში, დანარჩენები კი დროებით გადიან. ტრენერი მას ასეთ ინსტრუქციას აძლევს: “ყურადღებით მოისმინე მოთხრობა, რომელსაც მე წაგიკითხავ. შენ არ გაქვს დაზუსტების შეკითხვების დასმის უფლება. რაც დაგამახსოვრდება მოუყევი შემოსულ ბავშვს. შეეცადე აღიდგინო რაც შეიძლება მეტი დეტალი. ამის შემდეგ უნდა გაჩუმდე და მოუსმინო ყველას, მაგრამ ხმა არ უნდა ამოიღო, არ უნდა შეუსწორო და კომენტარი არ უნდა გააკეთო.” ამის შემდეგ ჯგუფის წევრები რიგ-რიგობით შემოდიან ოთახში, ისმენენ მოთხრობას და შემდეგ, კომენტარის გარეშე ახალშემოსულ ბავშვს უყვებიან. ოთახში შემოსული ბავშვი, ოთახშივე რჩება, ის ისმენს ჯგუფის მომდევნო წევრის მონაყოლს, მაგრამ არანაირი კომენტარის გაკეთება, შეცდომის შესწორება ან მიცემა არ შეუძლია.
სავარჯიშოს ბოლოს ტრენერი ჯგუფს უკითხავს მოთხრობას და სვამს შემდეგ შეკითხვებს:
- რა ვისწავლეთ ამ სავარჯიშოს მეშვეობით?
- როგორ გგონიათ, რა უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ინფორმაცია არ დამახინჯებულიყო?
ამის შემდეგ, ტრენერი ბავშვებს უხსნის, როგორ შეიძლება ინფორმაციის დამახინჯება, საიდან წარმოიშობა ჭორები.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. სავარჯიშო #3 „შებრუნებული ასოციაციები” ხანგრძლივობა: 15-20 წთ.
მიზანი:
- აზროვნების უნარის განვითარება;
- დამახინჯებული კომუნიკაციის ცნების გაგება და გააზრება; ინსტრუქცია:
მონაწილეები სხდებიან წრეში, წამყვანი სთავაზობს მათ, 1 წუთის განმავლობაში რიგ-რიგობით ისაუბრონ რომელიმე თემის (მაგალითად “საათი”, ჩემი “ოთახი”, “სკოლა” და სხვა) შესახებ. თითოეული მონაწილე იძლევა თავისუფალ ასოციაციებს ამ თემის გარშემო. პირველი მონაწილის შემდეგ მომდევნო წევრი შემბრუნებული თანმიმდევრობით იმეორებს მის მონაყოლს (ყვება ბოლოდან დასაწყისისკენ) და შემდეგ იძლევა საკუთარ ასოციაციებს. მომდევნო მონაწილე იმეორებს წინა წევრის ნაამბობს და აგრძელებს სავარჯიშოს. ასე შემოვივლით “წრეს”
დისკუსიის დროს ცნობიერდება, რომ ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება ყურადღების გარეშე, გამოიტოვება ან არასწორედ აღიქმება. ბავშვებს ვუმახვილებთ ყურადღებას იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია “კარგი” მოსმენა და აღქმული ინფორმაციის გადამოწმება. ინტერპრეტაციული შეცდომების განხილვისას ყურადღება უნდა შევაჩეროთ შემდეგ ძირითად ასპექტებზე:
ა) განზოგადება – როდესაც ინფორმაციის ან ფაქტების შეზღუდული რაოდენობიდან კეთდება გაუმართლებელი განზოგადება. მაგალითად: “შენ ყოველთვის აგვიანებ”, “შენ არასოდეს ყურს არ მიგდებ”, შენ მატყუარა ხარ” და ა.შ.
ბ) “დამახინჯება” – როდესაც ხდება ფაქტისთვის ან მოვლენისთვის სუბიექტური მნიშვნელობის მიწერა. მაგალითად, “ის სპეციალურად აგვიანებს, რათა წყობიდან გამომიყვანოს”, “ვერ შეამჩნია ვარცხნილობა, რომ შევიცვალე – ე.ი. არ ვაინტერესებ” და სხვა.
ბავშვებს ვთავაზობთ, რომ დამახინჯების და განზოგადების შემცვლელი მაგალითები მოიყვანონ, ამოიცნონ ეს “შეცდომები”, იმსჯელონ მათზე და თავად შეიმუშაონ სანდო და დაუმახინჯებელი კომუნიკაციის ფორმულა და “კანონები”.
მიმდინარეობს დისკუსია.
სავარჯიშო #4 უკუკავშირი ხანგრძლივობა : 10 წუთი მიზანი:
- ერთმანეთის მოსმენის სწავლება;
- საკუთარი აზრის გამოთქმის დასაბუთებულად სწავლება;
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს რიგ-რიგობით შეაფასონ შეხვედრა და გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები. დამხმარე შეკითხვები:
- რა მოგეწონათ დღევანდელ შეხვედრაზე?
- რა არ მოგეწონათ?
- როგორ გრძნობდით თავს შეხვედრის განმავლობაში?
- რა ისწავლეთ ან აღმოაჩინეთ დღეს ახალი?
- თქვენი აზრით რისი შეცვლა, შესწორება არის საჭირო?
- იყო ისეთი საკითხი ან მოსაზრება, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია?
VIII შეხვედრა
- მისალმება.
- წინა შეხვედრის გახსენება.
- ტრენერი ჯგუფის წევრებს ეკითხება რა დაამახსოვრდათ წინა შეხვედრიდან? რა იყო ყველაზე საინტერესო? რა მოხდა მნიშვნელოვანი მათ ცხოვრებაში ამ დღეების განმავლობაში?
სავარჯიშო #1 “ტვინის შტურმი” ხანგრძლივობა: 10წთ.
მასალა : ფლიფჩარტი, მარკერები.
ინსტრუქცია:
რა არის კონფლიქტი? მონაწილეები გამოთქვამენ ასოციაციებს, ფასილიტატორი მათ სტრუქტურულად ჩამოწერს ფლიპჩარტზე. ტრენერი კვლავ კითხულობს: რა დადებითი მხარეები აქვს კონფლიქტს? რა უარყოფითი მხარეები აქვს? ფასილიტატორი ასევე ჩამოწერს დაფაზე და აჯამებს მათ.
მონაწილეებისაგან უნდა შეიკრიბოს რაც შეიძლება მეტი იდეა და ასოციაცია კონფლიქტის შესახებ. თითოეული მონაწილე უნდა გრძნობდეს, რომ მისი იდეა მნიშვნელოვანია. მონაწილეები გამოთქვამენ ასოციაციებს, რომ კონფლიქტი არის დაპირისპირება, ჩხუბი, ომი. ხშირად მონაწილეებს უჭირთ კონფლიქტის დადებითი მხარეების გახსენება და ამაში საჭიროა ფასილიტატორის დახმარება.
სავარჯიშო #2 გულში ჩარჩენილი წყენა ხანგრძლივობა: 20 წთ.
მიზანი:
- კონფლიქტის არსის გარჩევა და გაანალიზება;
- უარყოფითი ემოციებისგან და გამოუთქმელი წყენისგან განთავისუფლება; ინსტრუქცია:
ტრენერი ერთ-ერთ მოხალისეს აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: „გაიხსენე ისეთი სიტუაცია, როდესაც ვინმემ (უფროსმა ადამიანმა) გაწყენინა ან შეურაცხყოფა მოგაყენა და პასუხი ვერ გაეცი. გაიხსენე რას გრძნობდი, რას ფიქრობდი ამის შემდეგ. შეეცადე ხელახლა განიცადო ეს ყველაფერი: ძალიან ნაწყენი ხარ, დაძაბული ცდილობ დაივიწყო წყენა, მაგრამ არაფერი გამოგდის. ახლა შეეცადე სხვა მხრიდან მიუდგე სიტუაციას. იმის ნაცვლად, რომ ძალით ამოიგდო თავიდან ამ ადამიანის ხატი, რომელმაც გაწყენინა პირიქით მაქსიმალურად მიუახლოვდი მას. ახლა შენ უნდა გაითამაშო მისი სიარულის და ქცევის მანერა. წარმოიდგინე მისი ფიქრები, მისი ოჯახური სიტუაცია და პრობლემები და ბოლოს მისი დამოკიდებულება იმ საკითხის მიმართ, რამაც თქვენ შორის კონფლიქტი გამოიწვია.
- თუ შეიძლება მოგვიყევი რა წარმოიდგინე და რას განიცდიდი?
- რა გაგიჭირდა ინსტრუქციის შესრულების დროს?
- შეგიძლია გაგვანდო როგორ გრძნობ თავს ახლა, სავარჯიშოს დასრულების შემდეგ?
ტრენერს შეუძლია სიტუაციების და ემოციების მოფიქრება, შემდეგ კი ანალიზი ჯგუფის ყველა წევრმა უნდა გააკეთოს. სავარჯიშო #3 ,,ფორთოხალი” ხანგრძლივობა: 20 წთ მიზანი:
- კონფლიქტში მხარეთა ინტერესების გამოკითხვის მნიშვნელობა;
- გაანალიზება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე მხარის; ჩართულობა მისაღები გზის ძიებაში;
- რომელ გზას მივყავართ კონფლიქტის მოგვარებამდე; ინსტრუქცია:
ტრენერი მონაწილეებს ყოფს წყვილებად და ურიგებს წინასწარ გამზადებულ ორი სახის ბარათებს. ტრენერი წყვილებს აცნობს ინსტრუქციას, რომ მათ ერთმანეთს ბარათები არ უნდა წაუკითხონ. წყვილიდან ერთის ბარათზე წერია: „მას და მის მეწყვილეს ერთი ფორთოხალი აქვთ. მას ფორთოხლის გული სჭირდება წვენისათვის“. წყვილიდან მეორის ბარათზე წერია: «მას და მის მეწყვილეს ერთი ფორთოხალი აქვთ და მას ფორთოხლის კანი სჭირდება ნამცხვრისათვის.“ წყვილები სხდებიან ერთმანეთის პირისპირ და უსვამენ ერთმანეთს კითხვებს. ის წყვილი, რომელიც პირველი მოაგვარებს კონფლიქტს ხელი უნდა აიწიოს და ანიშნოს ტრენერს. როდესაც ყველა მონაწილე მორჩება სავარჯიშოს, ისინი უბრუნდებიან საკუთარ ადგილებს და ფასილიტატორი წრიულად ეკითხება წყვილებს: როგორ გრძნობთ თავს ? ვინ დაიწყო საუბარი? ვინ დასვა კითხვა? გისმენდათ თუ არა მეწყვილე ან როგორ გპასუხობდათ? მოახერხეთ თუ არა შეთანხმება? რა გზით შეთანხმდით? რა იყო საჭირო იმისათვის რომ წყვილი შეთანხმებულიყო?
როდესაც ყველა მონაწილე გამოთქვამს საკუთარ აზრს, ფასილიტატორი ცდილობს განაზოგადოს სიტუაცია და სვამს კითხვას: როგორ ფიქრობთ რა მიზეზებით შეიძლება იყოს კონფლიქტები გამოწვეული? მიმდინარეობს დისკუსია.
სავარჯიშო #4 უკუკავშირი
ხანგრძლივობა: 10 წუთი მიზანი:
- ერთმანეთისმოსმენისსწავლება
- საკუთარი აზრის გამოთქმის დასაბუთებულად სწავლება.
ინსტრუქცია:
ტრენერი ბავშვებს სთხოვს რიგ-რიგობით შეაფასონ შეხვედრა და გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები. დამხმარე შეკითხვები:
- რა მოგეწონათ დღევანდელ შეხვედრაზე?
- რა არ მოგეწონათ?
- როგორ გრძნობდით თავს შეხვედრის განმავლობაში?
- რა ისწავლეთ ან აღმოაჩინეთ დღეს ახალი?
- თქვენი აზრით რისი შეცვლა, შესწორება არის საჭირო?
- იყო ისეთი საკითხი ან მოსაზრება, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია?