გაერთიანებული სამეფო – საზოგადოებრივ-გეოგრაფიულიდახასიათება

რუკა #1. დიდი ბრიტანეთის გეოგრაფიული მდებარეობა
რუკა #1. დიდი ბრიტანეთის გეოგრაფიული მდებარეობა

შესავალი

       დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (ინგლ. The United Kingdom of Great Britain and Northern Ireland; The UK), შემოკლებით გაერთიანებული სამეფო ან დიდი ბრიტანეთი, მდებარეობს დასავლეთ ევროპაში[1] (იხ. დანართი, რუკა #1).  გაერთიანებულ სამეფოს უჭირავს კუნძული დიდი ბრიტანეთი და კუნძულ ირლანდიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი, ასევე უამრავი პატარა კუნძული ( კ. ჰებრიდი,  კ. ორკნეი,  კ. შეტლანდი და სხვ.) . მისი ფართობია 243 610 კვ.კმ. აქედან ხმელეთს უკავია 241 930 კვ. კმ. ხოლო წყალს 1 680 კვ.კმ. ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადაჭიმულია 965 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთით 485 კმ-ზე. ტერიტორიის სიდიდით მსოფლიოში 78-ე, ხოლო ევროპაში მე-11 ადგილი უჭირავს. ქვეყნის დედაქალაქია ლონდონი. მას მხოლოდ ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს – ირლანდიის რესპუბლიკა. დიდი ბრიტანეთი გარშემორტყმულია ატლანტის ოკეანით, ირლანდიის ზღვით დასავლეთიდან, კელტების ზღვით სამხრეთ-დასავლეთიდან, ლა-მანშის სრუტით სამხრეთიდან და ჩრდილოეთის ზღვით აღმოსავლეთიდან (იხ. დანართი. რუკა #2). სახმელეთო საზღვარი ირლანდიის რესპუბლიკასთან შეადგენს 443 კილომეტრს, ხოლო მთლიანი სანაპირო ხაზის სიგრძეა 12 429 კმ.[2] საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 162 მ-ია. ყველაზე დაბალი ადგილი ფენსის რეგიონია (4 მ. ზღ.დ.) აღმოსავლეთ ინგლისში, ხოლო ველაზე მაღალი წერტილი მწვერვალი ბენ ნევისი (1343 მ. ზღ.დ.). ბრიტანეთი საფრანგეთისგან 35 კმ-ით არის დაშორებული და კონტინენტურ ევროპას მსფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბით (34 კმ.) უკავშირდება, რომელიც ლა-მანშის სრუტის ქვეშ გადის.   გაერთიანებული სამეფოს კუნძულოვანმა მდებარეობამ დადებითი როლი ითამაშა ქვეყნის განვითარებაში. ვინაიდან ადრე ვაჭრობის ძირითად წყაროს ზღვა წარმოადგენდა ბრიტანეთი თავისი ძლიერი სავაჭრო ფლოტით პირველი სახელმწიფო იყო მსოფლიოში. ამასთანავე მას ყავდა უძლიერესი საზღვაო ფლოტი, რომელიც დაუმარცხებელს ხდიდა ამ ქვეყანას, ევროპელი თუ სხვა დამპყობლებისთვის ბრიტანეთის კუნძული ყოველთვის მიუწვდომელი იყო. თვითონ კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰქონდა კოლონიები, რამაც ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს იმპერიად აქცია. მასზე ნაკლებ ზეგავლენას ახდენდა კონტინენტურ ევროპაში გაჩაღებული ომები, რამაც ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ინდუსტრიული ზრდა განაპირობა. ზღვის გაღმა არეულობის ფონზე ბრიტანეთის სამეფო ასე თუ ისე მშვიდად განაგრძობდა განვითარებას. დღესდღეობით კი ბრიტანეთი წარმოადგენს წამყვან სავაჭრო ძალასა და ფინანსურ ცენტრს. გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ვალუტაა გირვანქა სტერლინგი (ფუნტი). მისი ეკონომიკა მესამე ადგილზეა ევროპაში გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ.

 

ქვეყნის ორგანიზაცია და მართვა

გაერთიანებული სამეფო აერთიანებს ოთხ ქვეყანას (სამეფოს): ინგლისს, უელსს, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანიას. მათი გაერთიანება ერთ სახელმწიფოში დროის სხვადასხვა მონაკვეთში მოხდა.(იხ. დანართი, სქემა #1) გაერთიანებული სამეფოს ჩამოყალიბება მე-18 საუკუნეში დაიწყო ინგლისისა (რომელიც მოიცავდა უელსს) და შოტლანდიის სამეფოების გაერთიანებით. 1707 წელს დაიდო გაერთიანების აქტი, რომლითაც ჩამოყალიბდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო. 1801 წელს ბრიტანეთს ირლანდიის სამეფოც შემოუერთდა და გახდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო. თუმცა 1922 წელს ირლანდიის გაყოფის შედეგად გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდია დარჩა, რამაც განაპირობა ქვეყნის დღევანდელი სახელწოდება – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.                                                    მიწას მოწყურებული ინგლისელები (ნორმანები)  უელსში შეიჭრნენ და მისი აღმოსავლეთ ნაწილი დაიპყრეს, რომელსაც პრინცი ოვეინ გვინედი მართავდა (1100-1170 წ.). მოგვიანებით კი 1282 წელს მეფე ედუარდ I-მა მთლიანად დაიპყრო იგი. მე-12 საუკუნეში ირლანდია დაყოფილი იყო. როდესაც მეფე ლეისტერ დიარმუიდი თავისი სამეფოდან გააძევეს, ახალმა მეფემ, რუდირი მაკ ტიარდელბახმა ინგლისის მეფის ჰენრი II-სგან ითხოვა ნებართვა, გამოეყენებინა ნორმანების ძალები საკუთარი სამეფოს გასაერთიანებლად. 1169 წელს ნორმანების ჯარები ირლანდიაში შევიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ლეისტერი კვლავ დაუბრუნდა ირლანდიას და ტახტის მემკვიდრედ საკუთარი სიძე დაასახელა, რამაც ჰენრი II-ის შეშფოთება გამოიწვია. 1185 წელს ჰენრის შვილმა ჯონმა მიიღო ირლანდიის ლორდის წოდება. როდესაც ჯონი ინგლისის მეფედ დასახელდა ირლანდია ავტომატურად ინგლისის სამეფოს ნაწილი გახდა. 1532 წელს ჰენრი მე-VII რომის კათოლიკურ ეკლესიას განუდა. ინგლისმა, უელსმა და შოტლანდიამ პროტესტანტიზმი მიიღო, ხოლო ირლანდია კვლავ კათოლიკური დარჩა. ამის გამო ინგლისი ყოველთვის ცდილობდა თავიდან დაეპყრო ილანდია, რათა იგი კათოლიკეების დასაყრდენი ძალა არ გამხდარიყო, პროტესტანტების წინააღმდეგ. 1541 წელს ჰენრი მე-VII-მ ირლანდიის სამფლობელოს ირლანდიის სამეფო უწოდა, თავად კი ირლანდიის მეფე გახდა. 1707 წელს დედოფალმა ანამ (სტუარტების დინასტიის უკანასკნელმა წარმომადგენელმა) გაერთიანების აქტის მიღებით შეძლო შოტლანდიისა და ინგლისის სამეფოების შეერთება. მართალია, შოტლანდიელების უმრავლესობა გაერთიანების წინააღდეგი იყო, თუმცა ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო მათ სხვა გზა არ ჰქონდათ. 1801 წელს (მიუხედავად ირლანდიელი მოსახლეობის აჯანყებებისა, რომელიც ინგლისმა ძალით ჩაახშო) გაფორმდა გაერთიანების აქტი ირლანდიასთან. იგი დაამტკიცა როგორც ინგლისის, ასევე ირლანდიის პარლამენტმაც.[3] ამ პერიოდიდან მოდის სახელწოდება „გაერთიანებული სამეფო“. გაერთიანებული სამეფოს დროშის შექმნაც სამეფოების შემოერთებას უკავშირდება (იხ.  დანართი, სქემა #2). 1775-83 წლებში ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიები გამოეყო ბრიტანეთის სამეფოს და ჩამოყალიბდა აშშ. ამ პერიოდისთვის ბრიტანეთმა ყურადღება ინდოეთზე გადაიტანა. იგი ინტენსიურად იყო ჩართული მონებით  ვაჭრობაში, თუმცა ამკრძალავი კანონის მიღების შემდეგ მან ჩამოაყალიბა მსოფლიოს უძველესი ადამიანის უფლებათა დაცვის, ანტი-მონობის საერთაშორისო ორგანიზაცია (1839 წ.). მე-19 საუკუნეში ინდუსტრიული რევოლუცია დაიწყო, რამაც ქვეყანა გარდაქმნა. გამოჩდნა ლირბერალური პარტია, თავისუფალი ბაზრისი იდეოლოგიით. 1832 წელს პარლამენტმა მიიღო „დიდი რეფორმის აქტი“, რომლითაც პოლიტიკური ძალაუფლება არისტოკრატიიდან საშუალო კლასზე გადანაწილდა. საფრანგეთის დამარცხების შემდეგ (1792-1815 წ.), გაერთიანებული სამეფო იქცა მსოფლიოს ძირითად საზღვაო და იმპერიულ ძალად. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი კოლონიის ყოლა მას საშუალებას აძლევდა ეკონტროლებინა აზიის აფრიკისა თუ ლათინური ამერიკის ეკონომიკები.

        მე-20 სუკუნის დასაყისში ირლანდიურმა ნაციონალიზმმა იმატა, რის შედეგადაც 1922 წელს ირლანდიის თავისუფალი სახელმიფო გაერთიანებულ სამეფოს დამოუკიდებელი დომინიონის სტატუსით გამოეყო. ჩრდილოეთ ირლანდია კი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩა.  დიდმა ბრიტანეთმა ერთ-ერთი წამყვანი როლი ითამაშა პირველ და მეორე მსოფლიო ომში. მოკავშირეებთან ერთად მან შეძლო ფაშიზმის დამარცხება. მოგვიანებით კი ებრძოდა კომუნიზმს. მე-20 საუკუნეში დიდი ცვლილებები განიცადა ბრიტანეთის მმართველობამ, კერძოდ ჩამოყალიბდა შოტლანდიის, უელსისა და ჩრდ. ირლანდიის ასამბლეები. გაერთიანებული სამეფო კვალვ რჩება გლობალურ მოთამაშედ დიპლომატიისა და სამხედრო საკითხებში. რაც შეეხება ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობას, გაერთიანებული სამეფო უნიტარულ სახელმწიფოს წარმოადგენს. ქვეყანა იყოფა ოთხ ძირითად ადმინისტრაციულ ერთეულად: ინგლისი, უელსი, შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია. ადმინისტრაციული ერთეულები თავის მხრივ იყოფა საგრაფოებად: ინგლისი მოიცავს 46 საგრაფოს; ჩრდილოეთ ირლანდია – 6 საგრაფოს; შოტლანდია – 11 საგრაფოს; ხოლო უელსი – 8 საგრაფოს.[4](იხ. დანართი, რუკა #3) სამხრეთ ინგლისი და დიდი ლონდონი (ლონდონის მეგაპოლისი) წარმოადგენს ინგლისის ეკონომიკის წამყვან ძრავას და ამავდროულად ყველაზე ძვირ საცხოვრებელ  ადგილს გაერთიანებულ სამეფოში. შოტლანდიაში ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულია გლაზგო და ედინბურგი. ეკონომიკა ძირითადად ეყრდნობა მომსახურების სფეროს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მოპოვება (ევროკავშირში უდიდესი მომპოვებელია). უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის ეკონომიკური ცენტრებია კარდიფი და ბელფასტი, თუმცა ისინი საგრნობლად ჩამორჩებიან ინგლისსა და შოტლანდიას ეკონომიკური განვითარებით. მმართვეობის ფორმის მიხედვით გაერთიანებული სამეფო წარმოადგენს საპარლამენტო კონსტიტუციურ მონარქიას. სახელმწიფოს მეთაურია მონარქი (უინძორთა დინასტიის წარმომადგენელი ელიზაბეტ II, 1952 წლიდან), ხოლო მთავრობის მეთაურია პრემიერ მინისტრი (ტერეზა მეი, 2016 წლიდან). საკანონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი, რომელიც აერთიანებს ლორდთა (რაოდენობა გასაზღვრული არ არის) და თემთა პალატებს (650 წევრი). ლორდთა პალატა დაკომპლექტებულია ლორდებით, რომელთა სტატუსიც მემკვიდრეობით გადადის, ხოლო თემთა პალატის წევრთა არჩევნები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. სახელმწიფო იმართება ვესტმინისტერის სისტემით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მეთაურს აქვს მხოლოდ ცერემონიალური ფუნქცია. ქვეყანას რეალურად მთავრობის მეთაური, ანუ პრემიერ მინისტრი მართავს, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური ირჩევს, ამავდროულად იგი პარლამენტში უმრავლესობის მქონე პარტიის მეთაურიცაა. პრემიერ მინისტრი ირჩევს კაბინეტის წევრებს, რომლებიც აყალიბებენ გაერთიანებული სამეფოს მთავრობას. მონარქი პატივს სცემს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებებს. ბრიტანეთი დაყოფილია 650 საარჩევნო ოლქად, თითოეული მათგანი ირჩევს თავის წარმომადგენელს თემთა პალატაში. არჩევნების იწვევს სახელმწიფოს მეთაური, პრემიერ მინისტრის რჩევით. გერთიანებული სამეფო მრავალპარტიული სახელმწიფოა.[5] სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით გაერთიანებული სამეფო მაღალგანვითარებული ქვეყნების რიგს მიეკუთვნება,[6] როგორც მაღლა აღინიშნა იგი წარმოადგენს ევროპის მესამე ეკონომიკურ ძალას.

ბუნებრივი რესურსების და პირობების სამეურნეო შეფასება

            დიდი ბრიტანეთს აქვს მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები. ქვეყანაში თითქმის ყველა სახის ბუნებრივი რესურსია წარმოდგენილი: მინერალური, მიწის, ბიოლოგიური, კლიმატური, მტკნარი წყლის და მსოფლიო ოკეანის. ბრიტანეთში წარმოდგენილია სამივე ტიპის მინერალური რესურსი (სათბობ-ენერგეტიკული, მადნეული და არამადნეული). მოიპოვებენ: ქვანახშირს, ნავთობს, ბუნებრივ აირს, რკინას, ტყვიას, თუთიას, კალას, კირქვას, მარილს, ფიქალს, თაბაშირს და სხვ. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია სათბობ-ენერგეტიკული რესურსები – ნავთობი, ბუნებრივი აირი და ქვანახშირი. დიდ ბრიტანეთს აქვს ძალიან დიდი ქვანახშირის მარაგი (187 მლრდ. ტონა)[7]. ნავთობი და გაზი 1960-იან წლებში აღმოაჩინეს, ძირითადი მარაგი თავმოყრილია ჩრდილოეთის ზღვის კონტინენტურ შელფზე (იხ. დანართი, რუკა #4).  ამჟამად დაახლოებით 4-5 წლის მარაგია დარჩენილი.[8] მადნეული და არამადნეული რესურსების მარაგი შედარებით მცირეა. ლითონებს ძირითადად მოიპოვებენ კორნვალში (სამხ. დას. ინგლისში), აქ მოიპოვება რკინა, თუთია, ტყვია, კალა. ფერადი ლითონებიდან აღსანიშნავია ოქრო, რომლის მარაგიც 6-10 ტონამდეა[9], ასევე მოიპოვებენ ვერცხლს და სპილენძს. არამადნეული რესურსებიდან გამოირჩევა კაოლინი, რომლის მოპოვებით და ექსპორტით ბრიტანეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში. გარდა ამისა მოიპოვებენ გრანიტს, თიხას, ფიქალს, თაბაშირს და სხვ.[10]  მიწის რესურსებით არც ისე მდიდარია გაერთიანებული სამეფო. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს მთლიანი ტერიტორიის 75% უჭირავს, სადაც სახნავ-სათესი მიწების გარდა შედის სათიბები და საძოვრები. ქვეყნის ტერიტორიის 13% ტყეს უჭირავს.[11] წყლის რესურსებით დიდი ბრიტანეთი საკმაოდ მდიდარია. მიწისქვეშა წყლებით შედარებით მდიდარია ინგლისი, სადაც წყალმომარაგების 30% მიწიქვეშა წყლებზე მოდის. შოტლანდიასა და უელსში 5-5%, ხოლო ჩრდ. ირლანდიაში ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოა 0,6%, მომარაგება ძრითადად ზედაპირული წყლებით ხდება.[12] ბრიტანეთში უამრავი პატარა მდინარეა. ყველაზე გძელი მდინარეა სევერნი (354 კმ.), იგი  ინგლისისა და უელსის გავლით მიედინება, ეკუთვნის ატლანტის ოკეანის აუზს. ასევე მნიშვნელოვანი მდინარეა ტემზა (346კმ.), რომელიც დედაქალაქის გავლით მიედინება და ყველაზე ღრმა მდინარეა ბრიტანეთში;  შემდეგ მოდის მდინარე ტრენტი (297კმ.) და ა.შ. [13] რაც შეეხება ტბებს, ყველაზე დიდი ზედაპირის ფართობის მქონეა ტბა ლოხ-ნეი (371 კვ. კმ.), რომელიც ჩრდ. ირლანდიაში მდებარეობს. ხოლო, ყველაზე ღრმა – ლოხ-მორარი (309 მ.) შოტლანდიაში. ტემზა დიდი ისტორიის მქონე მდინარეა. იგი სათავეს ცენტრალური ინგლისის სამხრეთ ნაწილში მდებარე კოტსუოლდის მთებიდან იღებს,  346 კილომეტრის მანძილზე აღმოსავლეთით მიედინება და ჩაედინება ჩრდილოეთის ზღვაში, იგი 80-მდე კუნძულს მოიცავს. ძვ.წ. 55 წელს იულიუს კეისარის დაპყრობის დროს, მდინარეს „ტამეზისი“ ანუ „ტემზა“ უწოდეს. მომდევნო წლებში მდინარის ნაპირას ააგეს პორტი, რომელსაც „ლონდინიუმი“ უწოდეს. უილიამ დამპყობელმა მდინარისგან 35 კილომეტრის დაშორებით ააგო ციხესიმაგრე, რომელიც დღეს „უინძორთა სასახლის“ სახელითაა ცნობილი. მდინარეს მნიშვნელოვანი სავაჭრო დანიშნულება ჰქონდა, გაყინულ მდინარეზე იმართებოდა ბაზრობები. უსაფრთხოების მიზნით ტემზაზე მსოფლიოში პირველად შეიქმნა სამდინარო პოლიცია, რომელიც დღემდე მუშაობს. 2010 წელს მდინარემ მოიგო ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი ჯილდო – $ 350 000. დღესდღეობით მდინარე გამოიყენება სანაოსნოდ, ასევე ტურისტული დანიშნულებით, ირგვლივ აშენებენ მაღალსართულიან სახლებს. ასევე იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინგლისის მტკნარი წყლით მომარაგებაში.[14]  რაც შეეხება ბიოლოგიურ რესურსებს, დიდი ბრიტანეთი რბილი ზამთრითა და უხვი ნალექებით იდეალურია ხეების გასაზრდელად. ამჟამად ტყეს მთლიანი ტერიტორიის 12% უჭირავს, ეს არც ისე ბევრია. მსოფლიო ომების პერიოდში ტყის საფარი 5%-მდე შემცირდა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკოლოგიაზე. დღესდღეობით ინტენსიურად მიმდინარეობს  მწვანე საფარის აღდგენა და გაზრდა.[15]  გაერთიანებული სამეფოს ფლორა საკმაოდ მრავალფეროვანია. დაბლობ ადგილებში გავრცელებულია მუხის ტყეები, გარდა დაჭაობებული ადგილებისა. სიმაღლის მატებასთან ერთად გვხვდება უფრო მეტი ფიჭვი. ტყეები ძირითადად გაშენებული აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ შოტლანდიაში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. შოტლანდიის ტყეებში ყველაზე ხშირად ვხვდებით ფიჭვს და არყს, ხოლო ინგლისის ტყეებში – მუხას, თელას, წიფელსა და იფანს. ველური მცენარეებიდან გვხვდება მანანა, კურდღლისცოცხა და გვიმრა. დიდი ბრიტანეთის ფაუნა ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ფაუნის მსგავსია, თუმცა უფრო ნაკლები სახეობებით. ზოგიერთი დიდი ძუძუმწოვარი, როგორიცაა მგელი, დათვი, გარეული ღორი და ჩრდილოეთის ირემი, გადაშენდა. შემორჩენილია წითელი ირემი და შველი, ასევე მელა, კურდღელი, ზღარბი და სინდიოფალა.  გავრცელებულია ფრინველების 230-მდე  სახეობის, მათ შორის სკვინჩა, შაშვი, ბეღურა და შოშია. ასევე 200-მდე სახეობის გადამფრენი ფრინველი და 21 000-მდე სახეობის მწერი. მდინარეებში დიდი რაოდენობითაა ორაგული, კალმახი, ქორჭილა, ქარიყლაპია და ნაფოტა  თევზი.[16] რაც შეეხება ბუნებრივ პირობებს, ქვეყანა საკმაოდ მთიანია. განსაკუთრებით მისი ჩრდილოეთი და დასავლეთ ნეწილები, რომელიც გამოირჩევა სალი კლდეებითა და ღრმა ხეობებით. ეს რელიეფი გამყინვარების პერიოდში ჩამოყალიბდა. აქ ასევე ვხვდებით გრძელ, ვიწრო და ღრმა ტბებს, რაც იგივე გამყინვერების პერიოდიდანაა შემორჩენილი. ინგლისის სამხრეთ ნაწილი შედარებით დაბალი და გორაკ-ბორცვიანია.[17]  შოტლანდიაში ვხვდებით გრამპიანის მთებს, რომლზეც მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი ბენ-ნევისი (1343 მ.). ინგლისის ჩრდილოეთით გადაჭიმულია პენინის მთიანეთი, ხოლო უელსში – კემბრიის მთები. [18] გაერთიანებულ სამეფოს, მდებარეობიდან გამომდინარე, ახასიათებს ზომიერი ზღვიური ჰავა, შედარებით გრილი ზაფხულითა და რბილი ზამთრით. ბრიტანეთის კლიმატზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს გოლფსტრიმის თბილი დინება, რომელიც ფლორიდის სრუტიდან მოედინება და განაპირობებს ტემპერატურის მატებას. ქვეყანაში გაბატონებულია სამხრეთ-დასავლეთის ქარები, რაც განაპირობებს უხვ ნალექიანობას. ნელაქების ყველაზე დიდი რაოდენობა ქვეყნის დასავლეთ ნაწილზე მოდის, დაახლოებით 4500 მმ. სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილები შედარებით მშრალია (იხ. დანართი, რუკა # 5). ზაფხულში ტემპერატურა +35 გრადუსამდე აღწევს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ნაწილში ზაფხული გაცილებით გრილია. ზამთარში ტემპერატურა დაახლოებით  -10 გრადუსამდე ეცემა.[19]                                                                                                                                                                                                                             

მოსახლეობა

          2016 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა 65 111 145 ადამიანს შეადგენს. ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოში 23-ე ადგილს იკავებს.[20][21] მოსახლეობის რაოდენობით იგი წინ უსწრებს იტალიასა და ესპანეთს, ხოლო ჩამორჩება საფრანგეთსა და გერმანიას. თუ გადავხედავთ მოსახლეობის დინამიკას უკანასკნელი 65 წლის მანძილზე დავინახავთ, რომ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა მუდმივად იზრდება (იხ. ცხრილი #2 , გრაფიკი #1).  თუმცა, ზრდის მაჩვენებელი დაბალია და მერყეობს  0.01-დან  0.82%-მდე. 1960-იან წლებში, დემოგრაფიული აფეთქების პერიოდში ბრიტანეთის მოსახლეობა 0.7 %-ით იზრდებოდა. 1970-იანებში ეს მაჩვენებელი შემცირდა, ხოლო 1980 წლის შემდეგ ისევ ზრდა დაიწყო, რადგან დემოგრაფიული აფეთქებისას დაბადებულმა მოსახლეობამ რეპროდუქციულ ასაკს მიაღწია. 1990-2005 წლები შედარებით სტაბილური ზრდით ხასიათდება (0.2 – 0.4 %), ხოლო 2010 წლიდან კვლავ იზრდება მოსახლეობის ზრდის ტემპი (0.82%). 1960-2016 წლის საშუალო მატების მაჩვენებელი 0.41%-ია. რაც შეეხება მოსახლეობის ბუნებრივ მოძრაობას, უნდა აღინიშნოს, რომ 1955-2015 წლებში შობადობა ყოველთვის აღემატებოდა მოკვდაობას (იხ. გრაფიკი #2). შობადობის კოეფიციენტია 12.1‰ (165-ე ადგილი მსოფლიოში), ხოლო მოკვდაობის – 9.4‰ (59-ე ადგილი მსოფლიოში) (2016 წ.). ბუნებრივი მატების კოეფიციენტი (სხვაობა შობადობისა და მოკვდაობის კოეფიციენტებს შორის) დადებითია და შეადგენს  2.7 ‰-ს.[22]  ამ მაჩვენებლით იგი 157-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში, მსგავსი მაჩვენებლები აქვთ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას, ასევე ფარელის კუნძულებს, ნაურუსა და სამოას. ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტი დიდ ბრიტანეთში შეადგენს 5 ‰-ს. ამ მაჩვენებლით იგი მე-14 ადგილს იკავებს მსოფლიოს ქვეყნებს შორის, მას უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ბელარუსი, ლიტვა, პორტუგალია, ჩეხეთი, კვიპროსი, ესტონეთი და სლოვენია.[23] ჩვილთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი (ევროპის ქვეყნებთან შედარებით) სხვადასხვა ფაქტორებითაა განპირობებული. ჩვილთა სიკვდილიანობის უმეტესი ნაწილი ღარიბ მოსახლეობაზე მოდის. მდიდრებისა და ღარიბების ცხოვრების დონეებს შორის განსზვავების ზრდა კი უარყოფით გავლენას ახდენს ამ მაჩვენებელზე.[24]  მოსახლეობის მექანიკური მოძრაობის განხილვისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ მიგრაციის სალდო, რომელიც დიდ ბრიტანეთის შემთხვევაში დადებითია და 2.56 ‰-ს შეადგენს (2016 წ.). ეს იმას ნიშნავს, რომ იმიგრანტთა (ჩამოსულთა) რაოდენობა აჭარბებს ემიგრანტთა (წასულთა) რაოდენობას. მიგრანტები ძირითადად ჩამოდიან ირლანდიიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან, გერმანიიდან, აშშ-დან და ბანგლადეშიდან.  ქვეყანა ამ მაჩვენებლით 37-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში (იხ. დანართი, რუკა #6).[25] რაც შეეხება ბრიტანელ ემიგრანტებს, ისინი ძირითადად ტრადიციულ იმიგრაციის ქვეყნებს ირჩევენ, როგორებიცაა აშშ, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, გერმანია და ირლანდია.

           ზემოთ აღნიშნული მაჩვენებლების გაანალიზებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღწარმოების ტიპის მიხედვით დიდი ბრიტანეთი VI ტიპს მიეკუთვნება, ესპანეთთან, შვეიცარიასთან, ლუქსემბრუგთან, საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან ერთად. ამ ტიპის ქვეყნებს ახასიათებთ დაბალი ან საშუალო დონის სიკვდილიანობა, უმნიშვნელო ბუნებრივი მატება (5‰-მდე) ან ბუნებრივი კლება.[26]  აქვე უნდა განვიხილოთ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა. 2016 წლის მონაცემებით ყოველ 100 ქალზე მოდის 99 მამაკაცი.[27]  რაც შეეხება ასაკობრივ სტრუქტურას, 2016 წლის მონაცემებით 0-14 წლის ასაკის მოსახლეობა შეადგენს მთლიანი მოსახლეობის 17.44 %-ს, 15-64 წლის ასაკის (ეკონომიკურად აქტიური) მოსახელობა – 64.66 %-ს, ხოლო 65 და მეტი წლის მოსახელობა – 17.9 %-ს. მოსახლეობის საშუალო ასაკია 40.5 წელი. ხოლო სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 80.7 წელს (ქალებში – 83 წელი; მამაკაცებში – 78.5 წელი). ამ მაჩვენებლით ბრიტანეთი 33-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში.[28] ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბრიტანეთის მოსახლეობა „დაბერების“ სტადიაში გადადის. მართალია სხვაობა 0-14 წლის და 65 და მეტი წლის მოსახლეობას შორის სულ რაღაც 0.5%-ია, მაგრამ თუ სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდას დავაკვირდებით (იხ. დანართი. დიაგრამა #1)  დავინახავთ, რომ  65 – 70 წლის მოსახლეობის რაოდენობა 2015 წელს, 2005 წელთან შედარებით, საგრძლობლად გაიზარდა. გარდა ამისა შემცირებულია 10 – 15 წლის მოსახლეობის რაოდენობა. სქესობრივ-ასაკობრივი თავისებურებების მიხედვით გაერთიანებული სამეფო III ჯუფს მიეკუთვნება, სადაც შედიან დასავლეთ ევროპის ქვეყნები (მოდელი – გერმანია). ამ ჯგუფის ქვეყნებს ახასიათებთ ხშირ შემთხვევაში ნულოვანი ბუნებრივი მატება, საგარეო მიგრაციების მნიშვნელოვანი დადებითი სალდო და საპენსიო ასაკის ადამიანების ძალიან მაღალი ხვედრითი წილი. [29]

            ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (ეამ) შეადგენს მთლიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარს – 33.17 მლნ ადამიანს (2016 წ.). მათგან 1.3% დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, 15.2% – მრეწველობაში, 83.5% კი მომსახურების სფეროში. გაერთიანებული სამეფო ეთნიკურად საკმაოდ მრავალფეროვანია (იხ. დანართი. დიაგრამა #2).  მოსახლეობის 87.2%-ს წარმოადგენენ თეთრკანიანი ბრიტანელები; ფერადკანიანი (შავი) ბრიტანელები (აფრიკიდან, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებიდან) – 3%-ს; ინდოელები – 2.3%-ს; პაკისტანელები კი – 1.9%-ს. ბრიტანეთის მოსახლეობის 59,5% რელიგიით ქრისტიანია (აქ შედიან ანგლიკანური ეკლესიის მიმდევრები, კათოლიკეები და პრესვიტარიანები); მუსლიმთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 4.4%-ს შეადგენს; ჰინდუიზმის მიმდევრები – 1.3%-ს; ხოლო არარელიგიურები – 25.7%-ს (იხ. დანართი. დიაგრამა #3). გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო ენაა ინგლისური. რეგიონებში გავრცელებულია ადგილობრივი ენები: შოტლანდიური (შოტლანდიელების 30% საუბრობს); შოტლანდიურ გალური (დაახლოებით 60 ათ. შოტლანდიელი საუბრობს); უელსური (უელსელების 20% საუბრობს); ირლანდიური (ჩრდ. ირლანდიელების 10% საუბრობს) და კორნვალური (საუბრობრობენ კორნვალში, დას. შოტლანდია), (2012 წ.).   მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე დიდ ბრიტანეთში შეადგენს 271 ადამიანს 1 კვ.კმ-ზე.[30] რაც შეეხება რეგიონალური განსახლების თავისებურებებს, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ლონდონის ირგვლივაა დასახლებული. ასევე მჭიდროდაა დასახლებული მანჩესტერი, ლივერპული და მათ ირგვლივ მდებარე ტერიტორიები. შოტლანდიაში მჭიდროდაა დასახლებული ედინბურგი და გლაზგო მიმდებარე ტერიტორიებით; უელსში ქალაქ კარდიფის შემოგარენი; ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიაში ბელფასტი და მისი მიმდებარე ტერიტორიები (იხ. დანართი. რუკა #7).

მეურნეობის ზოგადი მიმოხილვა

            გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ყოველთვის ისეთი აყვავებული არ ყოფილა, როგორც ახლაა. 1920-1930-იანი წლები ხასიათდება მასიური უმუშევრობითა და სიღარიბით, ამ დროისთვის არ არსებობდა საყოველთაო ჯანდაცვა და კეთილდღეობის სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მსოფლიო ომში დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოს წარმოადგენდა, მისი ეკონომიკა ძალიან ცუდ დღეში იყო, უზარმაზარი საგარეო ვალითა და უმუშევრობის მაღალი დონით. 1940-1950-იანი წლებიდან გლობალური ვაჭრობის აყვავებასთან ერთად ზრდა დაიწყო ბრიტანეთის ეკონომიკამ და ცხოვრების სტანდარტმაც.[31] ომის შემდეგ ეკონომიკის აღდგენა რთული და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა.  ბრიტანეთის იმპერიის დაშლამ და მსოფლიო ომებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე. შეიცვალა ტრადიციული გასაღების გაზრები; ბრიტანეთის ეკონომიკის სტრუქტურა, ტრადიციული მრეწველობა და წარმოება ჩაანაცვლა მომსახურების სფერომ. რთულ პერიოდს მოჰყვა „ოქროს ხანა“, 1950-1960-იან  წლებში  უმუშევრობა 2%-მდე დაეცა. 1960-იან წლებში დაიწყო დეინდუსტრიალიზაციის პროცესი. შემცირდა მძიმე მრეწველობის წილი ეკონომიკაში, დაიხურა მომპოვებელი და გადამამუშავებელი ქარხნები, მანქანათწარმოება თითქმის გაქრა (გარდა მდიდრული ბრენდების წარმოებისა), შემცირდა ქვანახშირის მოპოვება და ა.შ. 1970-იანი წლები ხასიათდება ეკონომიკური კრიზისებით, რამაც გამოიწვია გაფიცვების სერია საზოგადეობაში. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება 1978-79 წლების ზამთრის ფართომასშტაბიანი გაფიცვები, რომელსაც „უკმაყოფილების ზამთარი“ ეწოდა, იგი პირველ რიგში ბრიტანეთის ეკონომიკის უკუსვლითა და პოლიტიკური კრიზისით იყო გამოწვეული. უმუშევრობის დონემ 5%-ს მიაღწია. კრიზისიდან გამოსვლის მიზნით ბრიტანეთი გაერთიანდა ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში.

         1979 წლიდან, როდესაც მარგარიტ ტეტჩერი აირჩიეს, იწყება ბრიტანეთის ეკონომიკის ახალი ერა. შიცვალა ეკონომიკური პოლიტიკისადმი მიდგომა, რაც მოიცავდა პრივატიზაციას, დერეგულირებას, საგადასახადო ცვლილებებსა და ა.შ. მონეტარული პოლიტიკის გატარებით შემცირდა ინფლაცია, თუმცა ძალიან გაიზარდა უმუშევრობის დონე (რაც გამოწვეული იყო საწარმოების პრივატიზებით) და მან 1930-იანი წლების ნიშნულს მიაღწია (ჩრდ. ირლანდიაში 20%, ინგლისში, უელსსა და შოტლანდიაში 15%).[32] 1980-იანი წლების ბოლოს კი ჩრდილოეთის ზღვაში აღმოჩენილმა ნავთობმა ეკონომიკის ყოველწლიური, 4%-იანი ზრდა განაპირობა, რასაც ბრიტანეთის „ეკონომიკური სასწაული“ ეწოდა. შემცირდა ქვენახშირის მოპოვება და ნავთობის იმპორტი. ინფლაციისა და უმუშევრობის მაღალი დონე თანდათან კლებულობდა, თუმცა, 1990-იანების ბოლომდე მაინც პრობლემას წარმოადგენდა.  21-ე საუკუნის დასაწყიში წარმოება კიდევ უფრო შემცირდა დიდ ბრიტანეთში, გაძლიერდა მომსახურების სფერო და საფინანსო სექტორი. წარმოების შემცირებასთან ერთად სულ უფრო მეტი სამუშაო ადგილი იკარგებოდა (ეს პრობლემა განსაკუთრებით მძიმედ შეეხო მანქანების მწარმოებლებს). 2001 წელს ავღანეთის და 2003 წელს ერაყის ომებში ჩართულობამ  და ამასთან დაკავშირებულმა დიდმა ხარჯებმა ბრიტანული საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. 2008-2009 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს ბრიტანეთის ეკონომიკა ცუდ დღეში ჩავარდა. გაიზარდა უმუშევრობის დონე (თითქმის 8%-მდე) და საგარეო ვალი.[33] გერმანიამ, საფრანგეთმა, აშშ-მა და იაპონიამ 2009 წლის დასაწყისისთვის თავი დააღწიეს კრიზსს, ბრიტანეთში კი კრიზისული პერიოდი 2009 წლის ბოლომდე გაგრძელდა. 2010 წლის დასაწყისისთვის გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკამ ნელ-ნელა კვლავ ზრდა დაიწყო. 2011 წელს ბრიტანეთის ეკონომიკაზე გავლენა იქონია ევროკრიზისმა. კრიზისი 2013 წლამდე გაგრძელდა, მას იმდენად დიდი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია, როგორც 2008 წლის კრიზისს, თუმცა განაპირობა გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური ზრდის სტაგნაცია (ნულოვანი ზრდა). 2013 წლიდან ბრიტანეთის ეკონომიკამ კვლავ ზრდა განაგრძო. შემცირდა უმუშევრობის დონე (ამჟამად 4.5%-ია) და გაიზარდა ხელფასები.[34]  2016 წლის 23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, ბრიტანეთის მოსახლეობის უმეტესობამ (52%-მა) მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას (“Brexit”). ამჟამინდელი პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო ისევე როგორც მისი წინამორბედი დევიდ კემერონი, თუმცა ბრიტანულმა საზოგადოებამ ევროკავშირიდან გამოსვლა ამჯობინა.[35] „ბრექსითს“ სამი ძირითადი მიზეზი აქვს: 1. ეკონომიკური სტაგნაცია (რასაც ევროკავშირი განიცდის)  – ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკა, ძირითადად დასავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილის ქვეყნების, ძალიან განვითარებული და სწრაფამ მზარდია, რასაც ვერ ვიტყვით სამხრეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკაზე, რაც ჯამში ნულოვან ეკონომიკურ ზრდას გვაძლევს; 2. მსოფლიოს მასშტაბით ნაციონალიზმის ზრდა – ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ იმიგრანტების მიღება ახლო აღმოსავლეთიდან, თუ აფრიკიდან მათი მორალური ვალდებულებაა, თუმცა მათი მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ მასიური იმიგრაცია ქაოსს გამოიწვევს ქვეყნის შიგნით; 3. პოლიტიკური ელიტიზმი – „ბრექსითის“ მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ ბრიტანელი პოლიტიკოსები, ბიზნეს ლიდერები და ინტელექტუალები ვეღარ აკონტროლებდნენ სისტემას (როგორც ნაციონალიზმის, ასევე საზოგადოების ინტერესების საკითხებთან მიმართებაში), რაც მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის.[36]  აქვე განვიხილოთ ექსპორტ-იმპორტი დიდ ბრიტანეთში. საექსპორტო პროდუქციის ღირებულებამ 2016 წელს შეადგინა 412.1 მლრდ. აშშ $ (მე-10 მსოფლიოში). ძირითადად გააქვთ საწვავი, ქიმიური ნივთიერებები, სასმელი და თამბაქო. საექსპორტო პარტნიორები არიან აშშ (14.6%), გერმანია (10.1%), შვეიცარია (7%), ჩინეთი (6%), საფრანგეთი (5.9%), ნიდერლანდები (5.8%), ირლანდია (5.5%). რაც შეეხება იმპორტს, მისმა ღირებულებამ შეადგინა 581.6 მლრდ. აშშ  $ (მე-5 მსოფლიოში). შემოაქვთ მანქანები, საწვავი, მედიკამენტები, ელექტრონული მოწყობილებები და საკვები პროდუქტები. საიმპორტო პარტნიორები არიან გერმანია (14.8%), ჩინეთი (9.8%), აშშ (9.2%), ნიდერლანდები (7.5%), საფრანგეთი (5.8%), ბელგია (5%). [37]                                                                                            2016 წლის მონაცემებით გაერთიანებული სამეფოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელი (მსყიდველობით უნარის პარიტეტის ჩათვლით (PPP)) შეადგენს 2.788 ტრილიონ აშშ დოლარს.[38] იგი ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ევროპაში (გერმანიის შემდეგ, 3.979 ტრილიონი აშშ $)  და მეათეზე მსოფლიოს მაშტაბით. წინა წლების მონაცემებს თუ გადავხედავთ (იხ. დანართი, გრაფიკი #3)  დავინახავთ, რომ მკვეთრი ცვლილებები არ შეინიშნება, მშპ-ს მაჩვენებელი თითქმის თანაბრად იზრდებოდა, გარდა 2009 წლისა (ზემოთ აღნიშნული ფინანსური კრიზისის გამო). მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2016 წლის მონაცემებით შეადგენს 42 500 აშშ დოლარს, ამ მაჩვენებლით ბრიტანეთი 38 ადგილზეა მსოფლიოში, ევროპაში კი მე-15-ზე. თუ დინამიკაში გადავხედავთ (იხ. დანართი, გრაფიკი #4)  1999  წლიდან მოყოლებული, ეს მაჩვენებელიც მუდმივად და თითქმის თანაბრად იზრდებოდა გარდა 2009 წლის ჩავარდნისა ($ 34 200), 2008 წლის მაჩვენებელს ($ 36 500) 2011 წელს დაუბრუნდა ($ 36 400). გაერთიანებული სამეფოს 2000-2014 წლების მშპ-ს მუდმივი ფასების დინამიკა, ისევე როგორც მშპ მიმდინარე ფასებში და ერთ სულ მოსახლეზე, ზრდის ტენდენციით ხასიათდება, 2008 – 2009 წლების გამოკლებით. 2008 წელს შეადგენდა 2.226 ტრლნ. აშშ დოლარს და 2009 წელს შემცირდა 2.133 ტრლნ. აშშ დოლარამდე. მას შემდეგ წლებში კი განუხრელად იზრდება. 2014 წელს  2.350 ტრლნ. აშშ დოლარი გახდა (უფრო ახალი მონაცემები არ მოიძებნა).[39]  რაც შეეხება მშპ-ს განაწილებას საქმიანობის მიხედვით, 2016 წლის მონაცემებით გაერთიანებულ სამეფოში იგი ასე გამოიყურება: სოფლის მეურნეობა 0.6%; მრეწველობა 19.2% და მომსახურების სფერო 80.2%.[40] სოფლის მეურნეობას ყოველთვის მცირე ადგილი ეჭირა გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკაში, ჯერ კიდევ 2008 წლისთვის ეს მაჩვენებელი 1.8%-ს შეადგენდა და მას შემდეგ სულ უფრო კლებულობს. მრეწველობის წილი იგივე 2008 წელს 28.1%-ს შეადგენდა და დღეისთვის ისიც შემცირდა. გაიზარდა მომსახურების სფეროს წილი, 2008 წელს იყო 70.1% და სულ რაღაც 8 წელიწადში გახდა 80.2%.[41]       

                      

 

მეურნეობის სექტორული ანალიზი

            დიდ ბრიტანეთში განვითარებულია ეკონომიკის სამივე ძირითადი სექტორი, თუმცა პროცენტული სხვაობა მათ შორის, როგორც ზემოთ აღინიშნა, ძალიან დიდია. ყველაზე ძლიერ სექტორს წარმოადგენს მომსახურების სფერო (80.2%). ყველაზე მნიშვნელოვანია საბანკო, სადაზღვევო და ბიზნეს მომსახურება. მიუხედავად იმისა, რომ მრეწველობის როლი შემცირდა ბრიტანეთის ეკონომიკაში, იგი მაინც მის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება (19.2%). ბრიტანეთი რიგით მე-11 ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (მსოფლიო მნიშვნელობის) სამოქალაქო და სამხედრო კოსმოსური, ასევე ფარმაცევტული ინდუსტრია. მართალია სოფლის მეურნეობის წილი უმნიშვნელოა ბრიტანეთის ეკონომიკაში (0.6%), მაგრამ იგი საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის. [42]

ეკონომიკის პირველადი სექტორი

               სოფლის მეურნეობა დიდი ბრიტანეთის სოფლის მეურნეობა გამოირჩევა იმით, რომ მასში დასაქმებულია მოსახლეობის 2%-ზე ნაკლები (1.5%) და წარმოებული პროდუქცია სრულიად აკმაყოფილებს (აჭარბებს კიდევაც) მოსახლეობის მოთხოვნილებას. ეს შედეგი ინტენსიური სოფლის მეურნეობითა და მისი მაღალი მექანიზაციით იქნა მიღწეული. საეთო აგრარული პოლიტიკა (ევროკავშირის ფარგლებში) მოითხოვს ჭარბი წარმოების შემცირებას (სტაბილური ფასების შენარჩუნების მიზნით), რის შედეგადაც კიდევ უფრო მცირდება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამინათა რიცხვი. სახნავ-სათესი მიწების შემცირების ხარჯზე კი იზრდება საძოვრების ფართობი. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უჭირავს მთლიანი ქვეყნის ფართობის 70%, აქედან 25%  უჭირავს სახნავ-სათეს მიწებს, ხოლო 45% – საძოვრებს (იხ. დანართი, რუკა #8). [43]  მარცვლეული კულტურებიდან მოჰყავთ ხორბალი, ქერი, შვრია, შაქრის ჭარხალი, კარტოფილი და რაფსი. მათი უმეტესობა პირუტყვის გამოსაკვებად გამოიყენება, ასევე გააქვთ ექსპორტზე. ტერიტორიულად სახნავ-სათესი მიწები მდებარეობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში. ბოლო წლებში მაქსიმალურად ცდილობენ შეამცირონ პესტიიდებისა და სასუქების გამოყენება, რათა აწარმოონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. რაც შეეხება მეცხოველეობას, იგი ბრიტანეთის სოფლის მეურნეობის ძირითად ნაწილს წარმოადგენს. მოშენებული ჰყავთ პირუტყვი, ცხვარი, ღორი, ასევე შინაური ფრინველები. მეძროხეობა ძირითადად გავრცელებულია ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ხოლო მეცხვარეობა მთიან რეგიონებში. ბრიტანეთის სოფლის მეურნეობა აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნას ყველა სასოფლო პროდუქციაზე, გარდა შაქრისა და ყველისა.[44]

                  სამთო-მოპოვებითი მრეწველობა   პირველადი სექტორიდან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამთო-მოპოვებით მრეწველობა. აქ მოიპოვებენ: ქვანახშირს, ნავთობს, ბუნებრივ აირს, თიხას, ფიქალს, თაბაშირს, კირქვას, დოლომიტს, ცარცს, ქვამარილს, კვარცს, კაოლინს, ბარიტს, ტორფს, ოქროს, ვერცხლს და ა.შ. სასარგებლო წიაღისეულიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის საბადოები. დიდ ბრიტანეთს გააჩნია ნავთობის 780 მლნ. ტ. მარაგი. მისი საბადოები ძირითადად კონცენტრირებულია კონტინენტურ შელფზე, ჩრდილოეთ ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე (იხ. დანართი, რუკა #4), ასევე მოიპოვებენ შეტლანდიის კუნძულებთან და მცირე რაოდენობით ატლანტის ოკეანეში (ქვეყნის ჩრდ. ნაწილში). ქვეყნის და ევროპის უდიდესი ნავთობის საბადო “Witch farm”-ი მდებარეობს დორსეტში (სამხ. ინგლისი).                                                                                                                                  2008 წელს გაერთიანებული სამეფო წარმოადგენდა ბუნებრივი აირის რიგით მეათე მწარმოებელს მსოფლიოში. ბუნებრივ აირს მოიპოვებენ ჩრდილოეთ ზღვის კონტინენტურ შელფზე, ასევე ირლანდიის ზღვაში მცირე რაოდენობით.  ქვანახშირის მარაგი დაახლოებით შეადგენს 1 მლრდ. ტონას. მოპოვებამ პიკს 1913 წელს მიაღწია (287 მლნ. ტ.), მას შემდეგ მისი მოპოვება სულ უფრო მცირდება, მძიმე ინდუსტრიის შემცირებასთან ერთად. 2015 წელს მოიპოვეს 37 მლნ.[45] ტონა ქვანახშირი. ინგლისში ქვანახშირს მიწისქვეშა საბადოებში (მაღაროებში) მოიპოვებენ, ხოლო შოტლანდიაში გავრცელებული კარიერული (ღია) ტიპის საბადოები. ტერიტორიულად საბადოები განლაგებულია ნორზუმბერლენდში, დურჰამში, ჩრდილოეთ და სამხრეთ უელსში, იორკშირში, ლანკანშირში, კამბრიაში, აღმოსავლეთ და დასავლეთ მიდლენდში და კენტში. რაც შეეხება მეტალებს, წინა საუკუნიდან მოყოლებული, ქვანახშირის მსგავსად, მათი მოპოვებაც მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთს გააჩნია საკუთარი სპილენძისა თუ რკინის მადნები, მას ურჩევნია ისინი ჩილედან, ჩინეთიდან და ბრაზილიიდან შემოიტანოს, რადგან იმპორტი უფრო იაფი ჯდება ვიდრე მოპოვება. 2014 წელს აღადგინეს ჰემერდონის საბადო, სადაც მოიპოვებენ ვოლფრამს. იგი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ვოლფრამის მარაგით. ასევე მოიპოვებენ კალას, რომელიც შიდა მოთხოვნის 50%-ს აკმაოფილებს და მცირე რაოდენობით თუთიას.  არამეტალებიდან მოიპოვებენ ქვიშას, თიხას, ფიქალს, კაოლინს, თაბაშირის, ხრეშს, კირქვას, დოლომიტს, ცარცს, ბარიტს, ტალკს და ა.შ. დიდი რაოდენობით მოიპოვება ფიქალი, რომლის საბადოებიც კორნვალის (ინგლისი) ჩრდილოეთ სანაპიროზეა განლაგებული. ასევე დიდი რაოდენობითაა კაოლინი, რომელიც ექსპორტზე გააქვთ. [46]

          მეთევზეობა მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მეთევზეობაში ევროპის მასშტაბით, ბოლო პერიოდში თევზჭერა საგრძნობლად შემცირდა. 1970-იანებში დაწესებული შეზღუდვების გამო (საეთო მეთევზეობის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც განსაზღვრავს ვის სად შუძლია თევზაობა და რა რაოდენობით თევზის დაჭერა), ბრიტანეთს აეკრძალა შორეულ წყლებში (ისლანდიასთან ახლოს) თევზაობა, რამაც წარმოება შეამცირა. 2011 წელს მოიპოვეს 600 ათ. ტონა ზღვის პროდუქტი (უფრო ახალი მონაცემები ვერ მოვიძიე).[47]  გავრცელებული თევზის სახეობებია: ვირთევზა, სკუმბრია, ქამბალა, ასევე მოშენებული ჰყავთ კალმახი და ორაგული. ამჟამად წარმოებული პროდუქცია აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნის 50%-ს.

          სატყეო მეურნეობა ტყეს დიდ ბრიტანეთში მთლიანი ქვეყნის ფართობის თითქმის 12% უჭირავს და იგი კიდევ უფრო იზრდება. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ტყეების მოვლასა და ხელოვნურ განაშენიანებას. გასულ საუკუნეში, ომების შედეგად (ხე-ტყის იმპორტი შეუძლებელი გახდა), განადგურდა ბრიტანეთის ტყეები, მათი ფართობი მთლიანი ქვეყნის ფართობის 5%-მდე დაეცა. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა მეტყევეობის კომისია, რათა აღედგინათ დაკარგული ტყის რესურსები. 2013 წელს გაერთიანებული სამეფო აწარმოებდა 3.582 მლნ. კუბურ მეტრ ხის მორს, 3.032 მლნ. კუბურ მეტრ ხის პანელს და 4.561 ტონა ქაღალდსა და მუყაოს. წარმოებული პროდუქცია მოსახლეობის მოთხოვნის მხოლოდ 20%-ს აკმაყოფლებს, ამიტომ იგი სხვა ქვეყნებიდან შემოაქვთ.[48]

ეკონომიკის მეორადი სექტორი

             მრეწველობა გაერთიანებულ სამეფოს, როგორც ინდუსტრიული რევოლუციის (მე-18 საუკუნე) სამშობლოს, მრეწველობის დიდი ისტორია აქვს. ერთ დროს მრეწველობა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის უნმიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენდა. დღესდღეობით მრეწველობის მნიშვნელობა შემცირდა, თუმცა მას მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში.  მრეწველობის ძირითადი რეგიონებია აღმოსავლეთ და დასავლეთ მიდლენდი. ყველაზე ნაკლებად გავრცელებულია ლონდონში. ბრიტანეთის მრეწველობის ყველზე მნიშვნელოვანი დარგებია: მანქანათმშენებლობა, კვებისა და სასმელების მრეწველობა, ქიმიური მრეწველობა, მეტალურგია, მსუბუქი მრეწველობა და ა.შ. ქიმიურ მრეწველობაში აღსანიშნავია ფარმაცევტული პროდუქცია. ბრიტანეთი წარმოადგენს ისეთი ფარმაცევტული კომპანიების სამშობლოს როგორიცაა „GlaxoSmithKline“ (GSK, მსოფლიოში რიგით მესამე ფარმაცევტული კომპანია) და  „AstraZeneca“ (მსოფლიოში რიგით მეშვიდე ფარმაცევტული კომპანია).[49] მანქანათმშენებლობა მოიცავს ელექტრო და საინჟინრო ხელსაწყოების, სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის ავტომობილების, ასევე კოსმოსური დანადგარების (ხელსაწყოების) წარმოებას.  გაზრდილი კონკურენციის ფონზე (განსაკუთრებით აზიიდან იმპორტირებული პროდუქციის გამო) შემცირდა მანქანათწარმოება, ფოლადის წარმოება, ასევე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოება.[50]  მრეწველობის მნიშვნელოვანი დარგია ენერგეტიკა. ელექტროენერგია გაერთიანებულ სამეფოში სხვადასხვა გზით იწარმოება. მისი ყველაზე დიდი ნაწილის წარმოება სათბობ-ენერგეტიკული რესურსებზე მოდის (ძირითადად გაზისა (30%) და ქვანახშირზე (22%), ნავთბზე 1%-ზე ნაკლები). ელექტროენერგიის 21 % მიიღება ატომური ელექტროსადგურებიდან, ხოლო 25 % განახლებადი წყაროებიდან (ქარის, ზღვის ტალღების, მზის სხივები ენერგიიდან და ბიომასისგან). დიდი ბრიტანეთის ელექტროენერგიის ქსელი უკავშირდება საფრანგეთს, ნიდერლანდებსა და ირლანდიას. ექსპორტ-იმპორტი განისაზღვრება მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობისა და ფასის შესაბამისად. 2015 წლისთვის ბრიტანეთს ელექტროენერგია შემოჰქონდა საფრანგეთისგან და ნიდერლანდებიდან. ხოლო ირლანდიისთვის იმპორტიორს წარმოადგენდა. [51] დიდი ბრიტანეთი, ისევე, როგორც სხვა ევროპის ქვეყნები ცდილობს შეამციროს ნახშირბადის დიოქსიდის გამოყოფა ჰაერში. აქედან გამომდინარე ალტერნატიული და განახლებადი ენერგიის წყაროები ბევრად მისაღები და პრიორიტეტულია მათთვის. დიდი ბრიტანეთი წარმოადგენს ძრავების ერთ-ერთ მთავარ მწარმოებელს მსოფლიოში. 2008 წელს აწარმოა 3.16 მლნ. ძრავა. რაც შეეხება ავიაკოსმოსურ წარმოებას, ამ მხრივ ბრიტანეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში.[52] უმსხვილესი მწარმოებლები არიან “BAE Systems”-ი და როლს როისი (“Rolls-Rouce”, თვითმფრინავების ძრავების სიდიდით მეორე მწარმოებელი მსოფლიოში).

             მშენებლობა  მშენებლობის სექტორი მოიცავს ქვესექტორებს, მათ შორის მოპოვებით და ხე-ტყის ინდუსტრიას, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება მრეწველობას.[53] ეკონომიკაში მრეწველობის წილის შემცირებისა და მომსახურების სფეროს გაძლიერების ფონზე, მშენებლობა ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორად რჩება (მშპ-ს 7%). 2009 წლისთვის ბრიტანეთში იყო 193 000 სამშენებლო კომპანია. მათი უმეტესობა კერძო სექტორს ეკუთვნოდა.[54] რაც შეეხება სამშენებლო პროექტებს, 2009 წელს დაიწყო „Crossrail“-ის მშენებლობა, რომელიც წარმოადგენს აღმოსავლეთ და დასავლეთ ინგლისის დამაკავშირებელ 118 კილომეტრიან სარკინიგზო ხაზს, ლონდონის გავლით. იგი წარმოადგენს ევროპის უდიდეს სამშენებლო პროექტს. ღირებულება შეადგენ 15 მლრდ. ფუნტს. პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმება.[55] პერსპექტივაში განიხილავენ „High speed 2”-ისა („High speed 1”-ის, ევროპის გვირაბის გაგრძელება) და “Crossrail 2”-ის მშენებლობას. დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი სამშენებლო კომპანიებია: “Balfour Beatty”, “Carillion”, “Kier group”, “Interserve”, “Laing O’ Rourke” და სხვ.[56]

ტრანსპორტი  გაერთიანებულ სამეფოში ყველა სახის ტრასპოტრია განვითარებული (სახმელეთო, საჰაერო, მილსადენი, საზღვაო და სამდინარო).                                              2015 წლის მონაცემებით საავტომობილო გზების საერთო სიგრძეა 394 428 კმ. იგი მთლიანად ასფალტირებულია (მსოფლიოში მე-18 ადგილი). სარკინიგზო ხაზის სიგრძეა 16 837 კმ. იგი მთლიანად ელექტროფიცირებულია (იხ. დანართი, რუკა #9). ფართოლიანდაგიანია 303 კმ. (ჩრდ. ირლანდია), ხოლო 16 534 კმ. სტანდარტული ზომისაა. (მსოფლიოში მე-16 ადგილი). დიდ ბრიტანეთს აქვს 460 აეროპორტი. აქედან 271 ასფალტირებული ასაფრენი ბილიკით, ხოლო 189 არაასფალტირებულით. ასევე აქვთ სპეციალურად ვერტმფრენებისთვის განკუთვნილი 9 აეროპორტი.[57] მნიშვნელოვანი აეროპორტებია: ლონდონის ჰითროუ, ლონდონის გატვიკი, მანჩესტერის, ლონდონის სტანსტედი, ლონდონის ლუტონი, ედინბურგის, ბირმინგემის გლაზგოსა და ბრისტოლის საეთაშორისო აეროპორტები და ა.შ.[58]  გაერთიანებული სამეფო, როგორც მაღლა აღვნიშნე, ბრიტანეთის კუნძულზე მდებარეობს, ამიტომ იგი საზღვაო პორტებითა და ტერმინალებითაა გარშემორტყმული. მნიშვნელოვანი საზღვაო პორტებია: დოვერი, ფელიქსტოვი, იმინგჰემი, ლივერპული, ლონდონი, საუზმპტონი, თისპორტი (ინგლისი), ფორთ პორტი (შოტლანდია), მილფორდ ჰევენი (უელსი). ძირითადი ნავთობ ტერმინალებია: ფავლეი მარინი, ლივერბულ ბეი (ინგლისი), ბრაეფუტ ვეი, ფინარტი, ჰოუნდ პოინტი (შოტლანდია).  რაც შეეხება სამდინარო ტრანსპორტს, სანაოსნო გზების მთლიანი სიგრძე შეადგენს 3 200 კილომეტრს (მსოფლიოში 31 ადგილი). ქვეყნის ძირითადი სანაოსნო მდინარეებია მერსი, ტრენტი, სევერნი და ტემზა.  მილსადენი ტრანსპორტი მოიცავს, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საზღვრებს გარეთ გამავალ მილსადენებსაც. მილსადენებით გადააქვთ ნავთობი, გაზი, ბენზინი და ეთილენი. მნიშვნელოვანი მილსადენებია: ბაკტონი, რომელიც აკავშირებს დიდ ბრიტანეთსა და ბელგიას (გაზსადენი); მოფატი – დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის (გაზსადენი); ეკოფისკ ფელდი (ნავთობსადნი)  და ორმენ ლანგ ფილდი (გაზსადენი) – დიდ ბრიტანეთსა და ნორვეგიას შორის.[59] მესამეული/მეოთხეული სექტორი საბანკო საქმიანობა როცა საქმე საბანკო საქმიანობას ეხება, პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ ლონდონი. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული იგი მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ცენტრია. 2007 წლიდან პირველ ადგილზეა გლობალური ფინანსური ინდექსის მიხედვით (გარდა 2014-2015 წლებისა, როცა ნიუ-იორკმა გაასწრო).[60] აქ თავმოყრილია მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა თუ სავაჭრო ორგანიზაციების სათაო ოფისები. აქ მდებარეობს ლონდონის საფონდო ბირჟა, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამეა (წინ უსწრებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟები), ევროპაში კი პირველია.[61]  კიდევ ერთი უმსხვილესი საფინანსო ცენტრია ედინბურგი (შოტლანდია), სადაც განთავსებულია ბანკები:  Royal Bank of Scotland Group და  Standard Life.          გაერთიანებულ სამეფოში განთავსებულია 500-ზე მეტი ბანკი. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: HSBC; Lloyds Banking Group; Barclays; Standard Chartered; Bank of England (ევროპის რიგით მეორე, უძველესი ბანკი). „ბრექსითის“ შემდეგ ზოგიერთი ბანკი გეგმავს თავისი ოფისის გაერთიანებული სამეფოდან გადატანას.[62]

საცალო ვაჭრობა  2016 წლის მონაცემებით გაერთიანებული სამეფოს საცალო ვაჭრობის საერთო ღირებულება შეადგენს 358 მლრდ. ფუნტს (მშპ-ს 5%). საცალო ვაჭრობის ზრდა 2016 წლის დეკემბერში 3.4% იყო (წლიდან წლამდე).[63] საცალო ვაჭრობის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია, კერძო სექტორის წარმომადგენელთა შორის (მთლიანად დასაქმებულთა 15%). 2007 წლიდან მოყოლებული ზრდა დაიწყო ონლაინ გაყიდვების წილმა (2.7%-დან გაიზარდა 12.8%-მდე, 2014 წელს).  საცალო ვაჭრობის ძირითად პროდუქციას წარმოადგენს მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია (ტანსაცმელი, აქსესუარები), ფეხსაცმელი, სურსათი-სანოვაგე, ავეჯი, თავის მოვლის საშუალებები და ა.შ. გაყიდვებით უმსხვილესი კომპანიები არიან: „TESCO”; “SAINBURY’S “; “ASDA”; “Morrisons”; “John Lewis” და სხვ.[64] აქვე უნდა ვახსენოთ ლონდონი როგორც მოდის ინდუსტრიის ახალი დედაქალაქი (პარიზთან ერთად). მას ვაჭრობის („შოპინგის“) დედაქალაქსაც უწოდებენ. გაერთიანებულ სამეფოში საცალო ვაჭრობა ყველაზე მეტად განვითარებულია და კიდევ უფრო იზრდება ინგლისში. შოტლანდიაში, უელსსა და ჩრდ. ირლანდიაში ეს მაჩვენებელი შედარებით მცირეა.[65] [66]

     ტურიზმი  2010 წელს ტურისტთა რაოდენობა დიდ ბრიტანეთში 28 მლნ იყო. 2016 წელს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (მტო) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ტურისტთა რიცხვი 34,4 მლნ-მდე გაიზარდა, ამ მაჩვენებლით იგი მერვე ადგილზეა მსოფლიოში.[67] აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გაერთიანებულ სამეფოში ტურიზმის ინდუსტრია მზარდია და აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი ტურისტების მისაზიდად. მტო-ს ანგარიშის მიხედვით ტურისტთა დანახარჯებმა 63,3 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რითაც დიდი ბრიტანეთი მეოთხე ადგილს იკავებს მსოფლიოში ჩინეთის, აშშ-ისა და გერმანიის შემდეგ. გაერთიანებული სამეფო მიეკუთვნება ჩრდილოეთ ევროპის ტურისტულ რეგიონს. ტურისტები ძირითადად ჩამოდიან ევროპის ქვეყნებიდან: საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, ესპანეთი, ნიდერლანდები, იტალია და ა.შ. თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აშშ. აშშ-დან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა მხოლოდ ფრანგი ტურისტების რაოდენობას ჩამოუვარდება, ხოლო დანახარჯებით პირველ ადგილზე.[68]     ბრიტანეთში 2011 წლის მონაცემებით არის დაახლოებით 43 000 სასტუმრო, 730 258 ოთახით (უფრო ახალი ინფორმაცია ვერ მოვიძიე).[69] აქ მდებარეობს ისეთი ცნობილი და მაღალი დონის  სასტუმრო ქსელების სათაო ოფისები როგორებიცაა: ინტერკონტინენტალი, ჰოლიდეი ინნი, კროუნ პლაზა, ჰილტონი და ა.შ. გაერთიანებული სამეფო ოთხ ძირითად ტურისტულ რეგიონად შეიძლება დაიყოს, ესენია: იგნგლისი, შოტლანდია, უელსი და ჩრდ. ირლანდია. ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ინგლისი, კერძოდ კი ლონდონი, რომელსაც 2015 წელს 31 მლნ. ტურისტი ესტუმრა.[70]  ყველაზე ხშირად მონახულებადი ატრაქციებია: ბრიტანეთის მუზეუმი (6.4 მლნ. ვიზიტორი); ეროვნული გალერეა (6.2 მლნ.); თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ტეიტ მოდერნი (5.8 მლნ.); ბუნების ისტორიის მუზეუმი (4.6 მლნ.); საუზბანკის კულტურული ცენტრი (3.9 მლნ.); სამერსეტის სასახლე (3.4 მლნ.); ლონდონის კოშკი (2.7 მლნ.) და ა.შ. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ატრაქცია ლონდონში მდებარეობს. რაც შეეხება ლონდონს გარეთ მდებარე ყველაზე პოპულარულ დეტინაციებს, ესენია: ჩესტერის ზოოპარკი (ქ. ჩესტერი, ინგლისი; 1.9 მლნ. ვიზიტორი); შოტლანდიის ნაციონალური მუზეუმი (ედინბურგი, შოტლანდია; 1.8 მლნ. ვიზიტორი); ედინბურგის სასახლე (შოტლანდია; 1.7 მლნ. ვიზიტორი); სტოუნჰენჯი (ინგლისი; 1.3 მლნ. ვიზიტორი); კელვინგროვის ხელოვნების გალერეა და მუზეუმი (გლაზგო, შოტლანდია; 1.2 მლნ. ვიზიტორი) და ა.შ.[71]  იუნესკოს ძეგლთადაცვის სიაში შედის სტოუნჰენჯი, ლონდონის კოშკი, ვესტმინისტერის სასახლე, ქალაქი ედინბურგი და სხვა კულტურულ-ისტორიული ძეგლები. ბუნებრივი ძეგლებიდან შედის: დორსეტისა და აღმ. დევონის სანაპირო; „გიგანტების გზას“ (“The Gianr’s Causeway”, ჩრდ. ირლანდია) და ა.შ.[72]

              მასმედია   დიდი ბრიტანეთის მასმედია მოიცავს სხვადასხვა სახის მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებს, ესენია: რადიო, ტელევიზია, ჟურნალ-გაზეთები და ინტერნეტი. Freedom house-ის კლასიფიკაციით ბრიტანეთის მასმედია თავისუფალია.[73] გაერთიანებულ სამეფოს ჰყავს მრავალფეროვანი მიმწოდებლები (პროვაიდერები), მათ შორის ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანია საჯარო საკუთრებაში მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებელი – ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია (British Broadcasting Corporation, BBC). BBC-ის ყველაზე დიდი კონკურენტები არიან ITV plc, რომელიც 13 რეგიონალურ სატელევიზიო მაუწყებლობას ფლობს 15-დან და  21st Century Fox, რომელიც ფლობს სატელიტური მაუწყებლობის Sky Plc-ის დიდ ნაწილს. რეგიონალური მედია შუქდება ადგილობრივი რადიოთი, ტელევიზიითა და ჟურნალ-გაზეთებით. Trinity Mirror-ი ფლობს 240 ლოკალურ და რეგიონულ გაზეთს, მათ შორის ისეთ ეროვნულ გაზეთებს, როგორებიცაა  „Daily Mirror“ და „Sunday Mirror“. ბრიტანეთის ბეჭდური მედია ორ ძირითად ნაწილად იყოფა: ხარისხიანი (სერიოზულ თემებთან დაგავშირებული) და პოპულისტური (გასართობი ხასიათის). ხარისხიან გაზეთებს მიეკუთვნება The Sun; the News of the World; The Daily Telegraph და The Guardian. ცნობილი ჟურნალებია: The Economist; Nature; New Scientist; Private Eye; Hello!; The Spectator; the Radio Times და NME. ყველაზე მნიშვნელოვანი სატელევიზიო არხებია: BBC One, BBC Two, ITV, Channel 4 და Channel 5. რაც შეეხება ტერიტორიულ განლაგებას, დომინანტი ამ შემთხვევაშიც ლონდონია. აქაა დაფუძნებული ეროვნული გაზეთების, ტელევიზიებისა თუ რადიოების უმრავლესობა. მასმედიის ცნობილი ცენტრები მოიცავს Fleet Street-სა და BBC Broadcasting House-სს. ასევე მნიშვნელოვანი ეროვნული მედია ცენტრია დიდი მანჩესტერი. მასმედიის მნიშველოვანი ცენტრებია: MediaCityUK; The Guardian (ეროვნული გაზეთ და ტელევიზია); სატელევიზიო პროგრამები Coronation Street და Up Series და ა.შ. სხვა მნიშვნელოვანი მედია ცენტრებია ედინბურგი, გლაზგო და კარდიფი.[74]

           ჯანდაცვა ბრიტანეთის ჯანდაცვა დანაწევრებულია რეგიონალური თვალსაზრისით. ინგლისს, შოტლანდიას, უელსსა და ჩრდ. ირლანდიას გააჩნია საკუთარი ჯანდაცვის სისტემა და პოლიტიკა, ისინი რამდენადმე განსხვავდება ერთმანეთისაგან. ბრიტანეთის ჯანდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს გააერთიანოს ქვეყნის შიდა ჯანდაცვის ორგანიზაციები და დახმარება გაუწიოს საზღვარგარეთ, ოკეანის მიღმა არსებულ სხვადასხვა ჯანდაცვის ორგანიზაციებსა თუ პროექტებს.[75]   გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის დანახარჯები 2013 წლის მონაცებებით შეადგენს 150.6 მლნ ფუნტს, 2012-2013 წლებთან შედარებით ეს მაჩვენებელი 2.7%-ით გაიზარდა. ჯანდაცვის დანახარჯები შეადგენს მშპ-ს 9.1%-ს (ამ მაჩვენებლით ბრიტანეთი 30-ე ადგილზეა მსოფლიოში; 2014),[76] ერთი ადამიანის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 2 350 ფუნტს.[77]                               

          განათლება განათლების სისტემა ჯანდაცვის სისტემის მსგავსად დაყოფილია რეგიონალური თვალსაზრისით. ინგლისს, უელსს, შოტლანდიასა და ჩრდ. ირლანდიას გააჩნიათ საკუთარი განათლების სისტემები (მცირედი განსხვავებებით). ყოველი მათგანი მოიცავს 5 საფეხურს: ადრეული(5 წლამდე), დაწყებით(11 წლამდე), საშუალო(16 წლამდე; ინგლისსა და უელსში 18 წლამდე), შემდგომი (საშუალოზე მაღალი) და უმაღლესი განათლება. 2016 წლის მონაცემებით ბრიტანეთში 24 288 სკოლაა, მათი უმრავლესობა სახელმწიფო სკოლებია. მოსწავლეების რაოდენობა კი შეადგენს 8.5 მლნ-ს.[78]  გაერთიანებულ სამეფოს აქვს მსოფლიოში ცნობილი უმაღლესი განათლების სისტემა. ბრიტანული კვალიფიკაცია დაფასებულია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.  დიდ ბრიტანეთში არის 130 უნივერსიტეტი, აქედან 108 ინგლისში მდებარეობს. ყველაზე ცნობილი და მსოფლიოს უნივერსიტეტების სიაში წამყვან ადგილებზე მყოფი უნივერსიტეტებია: ოქსფორდის (მსოფლიოში I), სტენფორდის (მსოფლიოში III), კემბრიჯისა (მსოფლიოში IV) და ლონდონის იმპერიული კოლეჯები (მსოფლიოში VIII).[79] 2014 წელს გაერთიანებულ სამეფოში განათლებაზე დაიხარჯა მშპ-ს 5.8%. ამ მაჩვენებლით იგი 36 ადგილზეა მსოფლიოში.

        სოციალური მომსახურება  ბრიტანეთის სოციალური მომსახურების სისტემა იცავს დასაქმებულებს, შშმ პირებს, პენსიონერებს, ბავშვებს, მოზარდებს და ზოგადად ყველა იმ ადამიანს ვისაც დაცვა და მოვლა სჭირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პენსიონერებზე ზრუნვა, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს ბრიტანეთის მთავრობისთვის. საპენსიო ასაკი მამაკაცებში არის 65 წელი, ხოლო ქალებში 64. სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდამ და დაბალმა შობადობამ განაპირობა ხანდაზმული მოსახლეობის წილის ზრდა ბრიტანეთის მოსახლეობაში (17.9%), რაც თავისთავად განაპირობებს ზრუნვის ხარჯების გაზრდას (რაც გადასახადების გაზრდაზეც აისახება). შედეგად ყოველი მე-8 მოხუცი ზრუნვის გარეშე რჩება. ბრიტანეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის მოგვარებაზე.[80]  დეკრეტული შვებულება დიდ ბრიტანეთში განისაზღვრება 52 კვირით. აქედან 39 კვირა ანაზღაურებადია (კვირის საშუალო შემოსავლის 90%). ახალი წესის თანახმად (2015), მამებსაც შეუძლიათ აიღონ 2 კვირიანი დეკრეტული (ანაზღაურებადი) შვებულება.[81] მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთში ქალსა და მამაკაცს მუშაობის თანაბარი უფლებები აქვს, დასაქმებულია სამუშაო ასაკში მყოფ ქალთა 69%, ხოლო მამაკაცთა 82%. გარდა ამისა ქალებს ხშირად უწევს დაბალანაზღაურებად სამსახურებში მუშაობა, სადაც სამუშაო საათების რაოდენობაც უფრო მეტია. ბოლო 20 წლის განმავლობაში ზემოთ აღნიშნული სხვაობები ქალებსა და მამაკაცებს შორის სულ უფრო მცირდება, თუმცა მაინც საკმაოდ მაღალია. [82] აუცილებლად უნდა ვახსენოთ დიდი ბრიტანეთის სადაზღვევო კომპანიები. ესენია: Prudential plc (ბრიტანეთში პიველი, მსოფლიოში მე-6); Legal & Generall (მსოფლიოში მე-18); Aviva plc (მსოფლიოში 23-ე); Standard life; Old Mutual, Phoenix Group Holdings და სხვ.[83] [84]

        სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა  სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას გაერთიანებულ სამეფოში დიდი ისტორია აქვს და ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში დაიწყო, როდესაც დაარსდა გრინვიჩის ობსერვატორია. მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა ბრიტანეთის გეოლოგიური კვლევითი ცენტრი. მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბდა სამედიცინო და საინჟინრო კვლევითი საბჭოები და ა.შ. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარება პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ წინსვლას, ამიტომ იგი ბრიტანეთის მთავრობის პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სამეცნიერო საქმიანობა ბრიტანეთში მაღალი ხარისხის და მუდმივად ზრდადია. იგი შედის მსოფლიოს ხუთეულში საუნივერსიტეტო კვლევითი საქმიანობის განვითარებით. გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტები გამოყენებითი მეცნიერებების მრავალფეროვან სპექტრს გვთავაზობენ. აკადემიური პერსონალის 28% უცხოელია, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან. 2005-2014 წლებში გამოქვეყნდა 1.6 მლნ. კვლევითი პუბლიკაცია. მათი 37% ერთობლივად (სხვა ქვეყნის მეცნიერების თანაავტორობით) იყო შექმნილი. ამ მხრივ ბრიტანელ მკვლევარებს აქტიური თანამშრომლობა აქვთ ამერიკელ და გერმანელ მკვლევარებთან.[85] სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან აღსანიშნავია ბუნების მეცნიერების, საინჟინრო, ხელოვნების, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების კვლევითი ინსტიტუტები.[86] დანახარჯებმა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე 2011 წელს (უფრო ახალი ინფორმაცია ვერ მოვიძიე) 27.4 მლრდ. ფუნტი შეადგინა (მშპ-ს 1.7%). სამეცნიერო კვლევითი ცენტრების უმრავლესობა (52%) განთავსებულია ლონდონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისში.[87]

          გართობა გართობის ინდუსტრია ბრიტანეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და მისი წილი ეკონომიკაში ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება იზრდება. გართობის ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი წარმომადგენლები არიან: ტელევიზია – მიღებული შემოსავალი 15 მლრდ. აშშ დოლარი (2013), ძირითადი მოთამაშეები არიან BBC, HBO; Carnaval Film & TV (მაღალრეიტინგული გადაცემებითა და ტელესერიალებით);  ფილმების ინდუსტრია – შემოსავალი 2 მლრდ. აშშ $, აწარმოებს ისეთ საეთაშორისო ბლოკ-ბასტერებს, როგორებიცაა „ვარსკვლავების ომი“, „ევენჯერსი“, “ჯეიმზ ბონდი“ და სხვ;  ანიმაციური ინდუსტრია – ანიმაცია 2014 წელს ფილმის ყველზე პოპულარული ჟანრი იყო; ვიდეო თამაშების ინდუსტრია – შემოსავალი 2.1 მლრდ. აშშ დოლარი, რომელიც აჭარბებს კინოსა და მუსიკალური ინდუსტრიიდან ერთად მიღებულ შემოსავალს; თეატრი – შემოსავალი 790 მლნ აშშ დოლარი.[88] მთლიანობაში გართობის ინდუსტრიის შემოსავალი შეადგენს მშპ-ს 5%-ს (ყოველ საათში დაახლოებით11 მლნ აშშ დოლარი).[89] ცალკე აღნიშვნის ღირსია მუსიკალური ინდუსტრია, რომელსაც დაახლოებით 5 მლრდ. აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი შეაქვს  ბრიტანეთის ეკონომიკაში. 2015 წლისთვის 5 ყველაზე მოთხოვნადი შემსრულებელი სწორედ ბრიტანელი იყო (Adele, Ed Sheeran, Coldplay, One Direction და Sam Amith). აქ ტარდება უამრავი მუსიკალური ფესტივალი თუ კონცერტი, რომელიც მსმენელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან იზიდავს.[90]

              ქვეყნის ადგილი გლობალურ სისტემებში და სტრუქტურებში  იმისათვის, რომ განვსაზღვროთ ქვეყნის ადგილი გლობალურ სისტემებში და სრტუქტურებში საჭიროა განვიხილოთ სხვადასხვა მაჩვენებლები, რომლებიც განსაზღვრევენ ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ, თუ პოლიტიკურ მდგომარეობას. ჰუმანური განვითარების ინდექსი არის ამა თუ ინ ქვეყნის განვითარების ინდიკატორი. იგი მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე (Gross National Income, GNI), სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლოვობა და განათლების დონე. იზომება 0-დან 1-მდე. ბრიტანეთის ჰუმანური განვითარების ინდექსია (ჰგი) 0.909, იგი მსოფლიოში მე-16 ადგილს იკავებს ამ მაჩვენებლით (2015). ჰგი 1990 წელს იყო 0.775, 2010 წელს მიაღწია 0.902-ს, თუმცა 2011 წელს შემცირდა და 0.898 გახდა, შემდეგ კი კვლავ ზრდა განაგრძო (იხ. დანართი, გრაფიკი #5). მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 37 931 აშშ დოლარს (მე-10 ადგილი მსოფლიოში). სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლოვობაა 80.8 წელი (33-ე მსოფლიოში).[91] რაც შეეხება წერა-კითხვის ცოდნის დონეს 15 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობაში, იგი ძალიან მაღალია და 99 %-ს შეადგენს (2014).[92] დიდი ბრიტანეთი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, სადაც თითქმის ყველა ქვეყანას ძალიან მაღალი ჰუმანური განვითარების ინდექსი აქვს. იმისთვის, რომ უკეთ განვსაზღვროთ ბრიტანეთის დონე სხვა ქვეყნებთან მიმართებით, შევადაროთ იგი ირლანდიას, რომელსაც ბრიტანეთზე მაღალი ჰგი აქვს და საფრანგეთს, რომელიც ამ მაჩვენებლით მცირედით ჩამორჩება გაერთიანებულ სამეფოს. სამივე ქვეყანა მიეკუთვნება ძალიან მაღალი ჰუმანური განვითარების ინდექსის მქონე ქვეყანათა რიცხვს.ირლანდიის, გაერთიანებული სამეფოს ერთადერთი სახმელეთო მეზობლის, ჰგი შეადგენს 0.923-ს, ამ მაჩვენებლით იგი მე-8 ადგილზეა მსოფლიოში. ბრიტანეთის მსგავსად 2011-2012 წლებში აქაც შემცირდა ჰგი, შემდეგ კვლავ გაიზარდა.  მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 43 798 აშშ დოლარს, რაც საკმაოდ აღემატება დიდი ბრიტანეთის იგივე მაჩვენებელს. სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა 81.1 წელია და ასევე აღემატება ბრიტანეთის მაჩვენებელს. წერა-კითხვის დონე 15 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობაში, ისევე როგორც ბრიტანეთში 99%-ია.[93] სწორედ ზემოთ ნახსენებმა განსხვავებებმა განაპირობა ირლანდიის დაწინაურება ამ ინდექსის მიხედვით. რაც შეეხება საფრანგეთს, მისი ჰგი 0.897-ია და 21-ე ადგლის იკავებს მსოფლიოში. ირლანდიისგან და ბრიტანეთისგან განსხვავებით საფრანგეთის ჰგი არ შემცირებულა 2011-2012 წლებში, იგი მუდმივი ზრდით ხასიათდება, თუმცა საკმაოდ ჩამორჩება ირლანდიისა და ბრიტანეთის იგივე მაჩვენებელს. მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 38 085 აშშ დოლარს და მცირედით აღემატება დიდი ბრითანეთის ამ მაჩვენებელს. სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა 82.4 წელია და ამ მაჩვენებლით აღემატება ირლანდიასაც და ბრიტანეთსაც. წერა-კითხვის დონე 15 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობაში კი აქაც 99%-ია. [94] ამგვარად, მიუხედავად იმისა რომ საფრანგეთი ძირითადი მაჩვენებლებით წინ უსწრებს ბრიტანეთს იგი მაინც ჩამორჩება ჰუმანური განვითარების ინდექსით. ბრიტანეთისა და ირლანდიის ჰგი-ს კი მსგავსი ზრდის ტენდენციები ახასიათებთ (2011 წელს შემცირებით). სამივე ქვეყანა მაღალგანვითარებულია და მათ შორის განსხვავებები მცირე, თუმცა მაინც შესაჩნევია. ქვეყნის ადგილის გასასაზღვრად გლობალურ ასპარეზზე სხვა ინდექსებიც დაგვჭირდება, რომელიც სხვადასხვა კუთხით ახასიათებს ამ ქვეყანას. მათგან მნიშვნელოვანია დემოკრატიულობის, ბიზნესის კეთების სიადვილის, გლობალური კონკურენტუნარიანობის, კორუფციის აღქმის, ეკონომიკური თავისუფლების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ბედნიერების ინდექსები.

            დემოკრატიულობის ინდექსი, რომელიც 167 ქვეყანაში დემოკრატიის დონეს ზომავს, 2016 წლის მონაცემებით დიდ ბრიტანეთში შეადგენს 8.36-ს.[95] ამ მაჩვენებლით იგი მე-16 ადგილს იკავებს მსოფლიოში და სრული დემოკრატიის მქონე ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება. დემოკრატიულობის ინდექსი იზომება 0-დან 10-მდე და რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი მით უფრო დემოკრატიულია ქვეყანა. მისი გაზომვა სხვადასხვა კრიტერიუმებით ხდება, მათგან მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესი, მთავრობის ფუნქციონირება, მოქალაქეთა თავისუფლება, პოლიტიკური აქტიურობა და პოლიტიკური კულტურა.  ბიზნესის კეთების სიადვილის მიხედვით, რომელსაც მსოფლიო ბანკი განსაზღვრავს, 2016 წლის მონაცემებით  ბრიტანეთი მე-7 ადგილზე დგას მსოფლიოში.[96] აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2011 წელთან შედარებით შემცირდა, იყო 84.37 და 82.74 გახდა. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი აერთიანებს მაკროეკონომიკურ და მიკრო-ბიზნეს ასპექტებს, განსაზღვრავს თუ რამდენად ეფექტურად იყენებს სახელმწიფო ხელმისაწვდომ რესურსებს. ბრიტანეთი ამ ინდექსითაც მე-7 ადგილს იკავებს მსოფლიოში (5.49).[97] ეს მაჩვენებელი ბრიტანეთში ზრდადი ტენდენციით ხასიათდება, თუ არ ჩავთვლით 2013 წელს.  კორუფციის აღქმის ინდექსით გაერთიანებული სამეფო მე-12 ადგილს იკავებს მსოფლიოში (81.00). აღსანიშნავია, 2016 წლის მაჩვენებელი ჩამოუვარდება 2005 წლისას (86.00). 2010 წელს შემცირდა (76.00), შემდეგ კი კვლავ ზრდა დაიწყო.[98]  ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, ისევე როგორც კორუფციის აღქმის ინდექსით, დიდი ბრიტანეთი მე-12 ადგილზეა მსოფლიოში (76.40). 2005 წლის მაჩვენებელი (79.20) ამ შემთხვევაშიც აჭარბებს 2016 წლის მაჩვენებელს.[99]     აქვე უნდა ვახსენოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის გახსნილობის ხარისხს უცხოური ინვესტიციების მიმართ. ბრიტანეთი 2016 წლის მონაცემებით მე-3 ადგილს იკავებს ამ მაჩვენებლით.[100]  იქედან გამომდინარე, რომ ბრიტანეთის მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს  და ახალისებს ინეოვაციებსა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, გლობალური ინოვაციების ინდექსით გაერთიანებული სამეფო შედის მსოფლიოს 5 ყველაზე ინოვაციურ ქვეყანათა რიცხვში (შვეიცარიასთან, შვედეთან, ნიდერლანდებსა და აშშ-სთან ერთად).[101] ბედნიერების ინდექსით გაერთიანებული სამეფო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში (6.73). სამწუხაროდ, 2012 წლიდან მოყოლებული (6.88) ეს მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდება.[102]

                 

         გლობალურ და რეგიონალურ ორგანიზაციებში მონაწილეობა  გაერთიანებული სამეფო არის უამრავი გლობალური თუ რეგიონალური ორგანიზაციის წევრი. სხვადასხვა ორგანიზაციებში გაწევრიანება გავლენას ახდენს ბრიტანეთის საგარეო, თავდაცვითი, თუ ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე.  პირველ რიგში უნდა ვახსენოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელიც 1945 წელს ჩემოყალიბდა. ბრიტანეთი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია, იგი უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრია და აქვს ვეტოს უფლება. [103] გაეროს ბიუჯეტში ბრიტანეთის წილი 5%-ს შეადგენს. ბრიტანეთი ასევე გაეროს მიერ დაფუძნებული მრავალი ორგანიზაციის წევრია. მათ შორისაა: საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, რომლის სათაო ოფისი ლონდონში მდებარეობს; გაეროს გენერალური ასამბლეა; ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია; შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია; საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაცია და სხვ. დიდი ბრიტანეთი ასევე არის ჩრდილოეთ ატლანტიკური ორგანიზაციის (ნატოს) დამფუძნებელი წევრი, რომელიც 1949 წელს შეიქმნა და 29 დამოუკიდებელ სახელმწიფოს აერთიანებს. ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვით პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ნატოს მე-5 მუხლის თანახმად (კოლექტიური თავდაცვა) ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს ყველა წევრზე თავდასხმას.         [104]   ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი ბრიტანეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია დაარსების დღიდან (1995 წლის 1 იანვარი), რომელიც მსოფლიოს 164 ქვეყანას აერთიანებს და გლობალურ თავისუფალ ვაჭრობას უწყობს ხელს (მასში ყველა გაეროს წევრია გაერთიანებული).[105] აქვე უნდა ვახსენოთ  საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც 1945 წელს შეიქმნა და გაეროს სპეციალიზებული დაწესებულების სტატუსს ატარებს. მისი მიზანია გააღრმავოს გლობალური მონეტარული თანამშრომლობა, შეინარჩუნოს ფინანსური სტაბილურობა და ხელი შეუწყოს საერთაშორისო ვაჭრობას. მასში შედის გაეროს თითქმის ყველა წევრი ქვეყანა, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოც.[106]  გაერთიანებული სამეფო ასევე არის ევროპის საბჭოს წევრი, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველი ლიდერი ორგანიზაციაა ევროპაში. იგი 1949 წელს ჩამოყალიბდა და 47 ქვეყანას აერთიანებს.[107]  2016 წელს ჩატერებული რეფერენდუმის თანახმად ბრიტანელების უმრავლესობამ ხმა მისცა ევროკავშირიდან გამოსვლას („ბრექსითი“). 1957 წელს გაერთიანებულ სამეფოს ხელი არ მოუწერია  რომის ხელშეკრულებაზე, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ევროკავშირი. დიდი ბრიტანეთი მას 1975 წლიდან შეუერთდა.  ევროკავშირიდან გამოსვლა 2019 წლის მარტისთვის იგეგმება.[108]               1975 წლიდან (დაარსების დღიდან) დიდი ბრიტანეთი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წევრია. ეუთო 57 ქვეყანას აერთიანებს, იგი წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს სამთავრობოთაშორისო უსაფრთხოების ორგანიზაციას. მისი მანდატი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა იარაღის კონტროლი, ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა, პრესის თავისუფლება და თავისუფალი არჩევნები.[109]

            როდესაც გაერთიანებულ სამეფოზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთა თანამეგობრობა (1946 წლამდე „ბრიტანეთის თანამეგობრობა“). იგი 1926 წელს დაარსდა ბრიტანეთის მიერ და აერთიანებს 52 ქვეყანას. ორგანიზაციაში შედის ყველა ის ქვეყანა, რომელიც წარმოადგენდა დიდი ბრიტანეთის იმპერიის კოლონიას, დომინიონს ან პროტექტორატს. ასევე მოზამბიკი და რუანდა, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ბრიტანეთის იმპერიასთან. თანამეგობრობის საქმიანობა მრავალფეროვან საკითხებს მოიცავს ვაჭრობის ხელშეწყობიდან დაწყებული ქალების უფლებების დაცვით დამთავრებული.[110]                                                                                                                                                              

საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობები    

            დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის 1992 წელს დაიწყო.  მას შემდეგ კავშირი სულ უფრო ღემავდება და მრავალფეროვანი ხდება.  დიდი ბრიტანეთი აღიარებს საქართველოს სუვენერიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს უჭერს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების „არაღიარების პოლიტიკას“. ასევე საქართველოს ეხმარება ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში (სამხედრო განათლება და წვრთნები, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები).  გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში. ბრიტანული ინვესტიციების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, 2015 წელს 198 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  იმავე წლის გაზაფხულზე გაერთიანებულმა სამეფომ საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში წამოიწყო ახალი პროგრამა „კარგი მმართველობის ფონდი“. ფონდი სამი წლის მანძილზე დააფინანსებს საქრთველოს (მოლდოვასთან, უკრაინასთან სერბეთთან და ბოსნია-ჰერცოგოვინასთან ერთად). მისი მთავარი მიზანია დაეხმაროს ამ სახელმწიფოებს აუცილებელი რეფორმების განხორციელებასა და დემოკრატიის განვითარებაში.[111]

                                           

დასკვნა

            როგორც ნაშრომში ჩანს, იმპერიული ისტორიის მქონე დიდი ბრიტანეთი დღესაც ინარჩუნებს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის სტატუსს, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში. მიუხედავად შინაგანი წინააღმდეგობებისა, ბრიტანეთის მთავრობა მაინც ახერხებს მართოს ქვეყანა ხალხის სურვილისამებრ. არსებული რესურსების გონივრული და რაციონალური გამოყენებით გაერთიანებული სამეფო ახერხებს იყოს ასე თუ ისე თვითკმარი (სხვებისგან დამოუკიდებლად დააკმაყოფილოს თავისი მოსახლეობის მოთხოვნები). სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებით ბრიტანეთი ახერხებს აჰყვეს თანამედროვე მსოფლიოს სრაფ ტემპს და შეინარჩუნოს თავისი პოზიციები მსოფლიო ასპარეზზე. გარდა ამისა, იგი ეხმარება უფრო დაბალგანვითარებად სახელმწიფოებს განვითარების პროცესში.                                                   ბრიტანეთი საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების მნიშვნელოვანი მოთამაშეა და კვლავაც ინარჩუნებს ძველი გავლენის სფეროებს.

 

 

ბიბლიოგრაფია

ლიტერატურა:

  • გოგსაძე გ., მოსახლეობის გეოგრაფია (სახელმძღვანელო); გამომცემლობა ,,საარი’’. თბილისი 2008
  • მსოფლიოს ილუსტრირებული ატლასი. მესამე გამოცემა; გამომცემლობა პალიტრა L; 2011. გვ. 36-37
  • British Geological Survey – Technical Report. Mineral resource information for development plans.
  • Jawed Khan and Tamara Powell, Office for National Statistics; Amii Harwood, University of East Anglia. Land use in UK.

ინტერნეტ-წყაროები

 

 

 

 

[1] Central Intelligence Agency. The World Facrbook, The UK. https://www.cia.gov/library/publications/resources/the-world-factbook/geos/uk.html

[2] Wikipedia. United Kingdom. https://en.wikipedia.org/wiki/United_Kingdom

[3]Wikipedia. History of the formation af the United Kingdom. https://en.wikipedia.org/wiki/History_of_the_formation_of_the_United_Kingdom

[4] City Population. United Kingdom: Administrative Division.  https://www.citypopulation.de/php/uk-admin.php

[5]Parliament.uk. MPs, Lords and offices.  http://www.parliament.uk/mps-lords-and-offices/

[6]United Nations Statistics Division. Millenium Development Indicators: World and Regional groupings. https://web.archive.org/web/20050511011954/http://unstats.un.org/unsd/mi/developed_new.htm

[7] Eurocoal. The voice of coal in Europe, United Kingdom. https://euracoal.eu/info/country-profiles/united-kingdom/

[8] The Independent. Fossil fuels: UK to ‘run out of oil, gas and coal’ in five years http://www.independent.co.uk/news/uk/uk-to-run-out-of-fossil-fuels-in-five-years-9385415.html

[9] Tim Colman, Gold in Britain: past, present and future. http://nora.nerc.ac.uk/11831/1/Gold_proof_11_7July2010.pdf

[10] British Geological Survey – Technical Report. Mineral resource information for development plans.

[11] Jawed Khan and Tamara Powell, Office for National Statistics; Amii Harwood, University of East Anglia. Land use in UK.

[12]British Geological Survey. Current UK groundwater use. http://www.bgs.ac.uk/research/groundwater/waterResources/GroundwaterInUK/2015.html

[13] Britain Visitor. List of major rivers in the United Kingdom.  http://www.britain-visitor.com/britain-travel-guide/major-rivers-uk

[14] Wikipedia. River Thames. https://en.wikipedia.org/wiki/River_Thames#Islands

[15]Wikipedia. Forestry in the United Kingdom . https://en.wikipedia.org/wiki/Forestry_in_the_United_Kingdom

[16]Nations Encyclopedia. United Kingdom – flora and fauna. http://www.nationsencyclopedia.com/Europe/United-Kingdom-FLORA-AND-FAUNA.html

[17] National geographic. United Kingdom. http://kids.nationalgeographic.com/explore/countries/united-kingdom/#united-kingdom-abbey.jpg

[18] მსოფლიოს ილუსტრირებული ატლასი. მესამე გამოცემა; გამომცემლობა პალიტრა L; 2011. გვ. 36-37

[19] S-Cool. Regional climate differences in the United Kingdom. http://www.s-cool.co.uk/gcse/geography/weather-and-climate/revise-it/the-climate-of-the-united-kingdom

[20] Worldometers. The UK popilation  http://www.worldometers.info/world-population/uk-population/

[21] Central Intelligence Agency. The World Factbook, The UK. https://www.cia.gov/library/publications/resources/the-world-factbook/rankorder/2119rank.html#uk

[22] Central Intelligence Agency. The world factbook, The UK. https://www.cia.gov/library/publications/resources/the-world-factbook/geos/uk.html

[23] The world bank. Mortality rate, infant. http://data.worldbank.org/indicator/SP.DYN.IMRT.IN?year_high_desc=false

[24]BBC. Why the UK has a high child death rate. http://www.bbc.com/news/health-27260371

[25] Indexmundi. UK net migration rate. http://www.indexmundi.com/g/r.aspx?c=uk&v=27

[26] გიორგი გოგსაძე, მოსახლეობის გეოგრაფია (სახელმძღვანელო), გამომცემლობა „საარი“, თბილისი, 2008,  გვ 36.

[27]Central Intelligence Agency. The world factbook, The UK. https://www.cia.gov/library/publications/resources/the-world-factbook/geos/uk.html

[28]Central Intelligence Agency. The world factbook, The UK. https://www.cia.gov/library/publications/resources/the-world-factbook/geos/uk.html

[29] გიორგი გოგსაძე, მოსახლეობის გეოგრაფია (სახელმძღვანელო), გამომცემლობა „საარი“, თბილისი, 2008,  გვ 49.

[30]Worldomters. The UK population.  http://www.worldometers.info/world-population/uk-population/

[31]Economics Help. Post war economic Britain. http://econ.economicshelp.org/2010/02/post-war-economic-britain.html

[32] BBC News. 1982: UK unempoyment tops tree million. http://news.bbc.co.uk/onthisday/hi/dates/stories/january/26/newsid_2506000/2506335.stm

[33] The Economist. No way to start out in life. http://www.economist.com/node/14062327

[34]Wikipedia.  Economic history of the United Kingdom. https://en.wikipedia.org/wiki/Economic_history_of_the_United_Kingdom#Postwar_stagnation

[35]BBC. Brexit: All you need to know about the UK leaving the EU, Alex Hunt & Brian Wheeler.

http://www.bbc.com/news/uk-politics-32810887

[36] Forbs. 3 reasons Brits voted for Brexit. https://www.forbes.com/sites/johnmauldin/2016/07/05/3-reasons-brits-voted-for-brexit/2/

[37] Central Intelligence Agency. World factbook,The UK. https://www.cia.gov/library/publications/resources/the-world-factbook/geos/uk.html

[38] Central Intelligence Agency. World factbook, The UK. https://www.cia.gov/library/publications/resources/the-world-factbook/geos/uk.html

[39] FRED. Real GDP at Constant National Prices for UKhttps://fred.stlouisfed.org/series/RGDPNAGBA666NRUG

[40] Central Intelligence Agency. World factbook, The UK. https://www.cia.gov/library/publications/resources/the-world-factbook/geos/uk.html

[41] Changes in the economic structure, გვ.7 https://catalogue.pearsoned.co.uk/assets/hip/gb/hip_gb_pearsonhighered/samplechapter/0273736906.pdf

[42] InerNations. The economy of the UK: An overviewhttps://www.internations.org/great-britain-expats/guide/16152-economy-finance/the-economy-of-the-uk-an-overview-16160

[43] Central Intelligence Agency. World factbook, The UK. https://www.cia.gov/library/publications/resources/the-world-factbook/geos/uk.html

[44] Encyclopedia Britannica. The UK economy. https://www.britannica.com/place/United-Kingdom/Economy

[45] GOV.UK.  Historical coal data.  https://www.gov.uk/government/statistical-data-sets/historical-coal-data-coal-production-availability-and-consumption-1853-to-2011

[46] Wikipedia. Mining in the UK  https://en.wikipedia.org/wiki/Mining_in_the_United_Kingdom

[47]The National Archive. The UK fisheries statistics 2011. http://webarchive.nationalarchives.gov.uk/20140507202222/http://www.marinemanagement.org.uk/fisheries/statistics/documents/ukseafish/2011/final.pdf

[48] Forestry in The UK https://en.wikipedia.org/wiki/Forestry_in_the_United_Kingdom

[49] Fortune. Global 500 http://fortune.com/global500

[50] Encycopedia Britannica. The UK economy. https://www.britannica.com/place/United-Kingdom/Economy

[51] Energy UK. Electricity generation. http://www.energy-uk.org.uk/energy-industry/electricity-generation.html

[52]AeroSpace and Defence. Facts and Figures 2009  https://web.archive.org/web/20101224004749/http://www.asd-europe.org/site/fileadmin/user_upload/publications/ASD_Facts_And_Figures_2009.pdf

[53] The Guardian. Seven things you need to know about the UK economy.

https://www.theguardian.com/business/economics-blog/2014/apr/24/uk-economy-seven-things-need-to-know-ons-g7

[54]The Telegraph. The UK construcion industry. https://jobs.telegraph.co.uk/article/uk-construction-industry/

[55] Crossrail. A world-class new railway for London and the South East.  http://www.crossrail.co.uk/route/

[56] The Construction Index. Top 100 construction companies 2016. http://www.theconstructionindex.co.uk/market-data/top-100-construction-companies/2016

[57]Central Intelligence Agency. The World factbook, The UK. https://www.cia.gov/library/publications/resources/the-world-factbook/geos/uk.html

[58] World airport codes. UK top 20 airports. https://www.world-airport-codes.com/uk-top-20-airports.html

[59] Countries of the world. The UK piplines map. http://www.theodora.com/pipelines/united_kingdom_and_ireland_pipelines.html#map

[60]Long Finance. GFCI 19 the overall rankings. http://www.longfinance.net/global-financial-centre-index-19/976-gfci-19-the-overall-rankings.html

[61]USA TODAY. How NYSE fits among world stock exchanges.

https://www.usatoday.com/story/money/markets/2012/12/20/world-stock-exchanges/1782267/

[62]The Independent. World’s biggest banks already plotting mass exodus from London after Brexit. http://www.independent.co.uk/news/business/news/brexit-latest-banks-leave-uk-eu-jpmorgan-goldman-sachs-citi-group-deutsche-bank-a7193686.html

[63]RetailEconomics . UK Retail Stats and Facts. http://www.retaileconomics.co.uk/library-retail-stats-and-facts.asp

[64] RailtailEconomics. Top UK retailsailers. http://www.retaileconomics.co.uk/top10-retailers.asp

[65] BBC News. Scotland retail sales. http://www.bbc.com/news/uk-scotland-scotland-business-39792011

[66] GOV.UK. UK retail industry. https://www.gov.uk/government/publications/uk-retail-industry-international-action-plan/uk-retail-industry-international-action-plan#overview

[67] UNWTO. Tourism Highlights, edition 2016.  http://www.e-unwto.org/doi/pdf/10.18111/9789284418145

[68]Visitbritain. Inbourd tourism trends by market. https://www.visitbritain.org/inbound-tourism-trends

[69] Hotel-inudtry.co.uk. Hotel data: industy size.  http://www.hotel-industry.co.uk/data/hotel-data-industry-size/

[70] The Guardian. London visitor numbers hit record levels. https://www.theguardian.com/travel/2016/may/20/london-record-visitor-numbers-2015-31-5-million

[71] The Telegraph. The 20 most poular attractions in Britain. http://www.telegraph.co.uk/travel/news/most-popular-attractions-in-britain-in-2016/

[72] UNESCO. The UK heritage list. http://whc.unesco.org/en/statesparties/gb

[73] Freedom House. United Kingdom. https://freedomhouse.org/report/freedom-press/2016/united-kingdom

[74] Wikipedia. Media of  the UK. https://en.wikipedia.org/wiki/Media_of_the_United_Kingdom

[75]GOV.UK. HealthcareUK. https://www.gov.uk/government/organisations/healthcare-uk/about

[76]Central Inteligence Agency. World factbook, The UK.  https://www.cia.gov/library/publications/resources/the-world-factbook/geos/uk.html

[77]Office for national statistics. Expenditure on Healthcare in the UK: 2013. https://www.ons.gov.uk/peoplepopulationandcommunity/healthandsocialcare/healthcaresystem/articles/expenditureonhealthcareintheuk/2015-03-26

[78]Department for Education. Schools, pupils and their characteristics: january 2016. https://www.gov.uk/government/uploads/system/uploads/attachment_data/file/552342/SFR20_2016_Main_Text.pdf

[79] The World University Runkings.World university runkings 2016-2017 . https://www.timeshighereducation.com/world-university-rankings/2017/world-ranking#!/page/0/length/25/sort_by/rank/sort_order/asc/cols/stats

[80] The Telegraph. State pension age. http://www.telegraph.co.uk/pensions-retirement/financial-planning/state-pension-age-look-up-when-you-will-retire/

[81] BBC News. How the UK’s new rules on parental leave work. http://www.bbc.com/news/business-32130481

[82] Gender gap in the UK Labor Market, Ghalaza Azmat, 2015.  http://cep.lse.ac.uk/pubs/download/EA027.pdf

[83] Banks around the World. Top UK insurance companies.  http://www.relbanks.com/top-insurance-companies/uk

[84]  Forbs. #BigBusiness.  https://www.forbes.com/pictures/591c672fa7ea434078d41824/cathay-financial/#380c18c1469a

[85] The Royal Society. Snapshot of the UK research workforce. https://royalsociety.org/topics-policy/projects/uk-research-and-european-union/role-of-eu-researcher-collaboration-and-mobility/snapshot-of-the-UK-research-workforce/

[86] Department for Business Innovation & Skills. The allocation of science and research funding 2015-2016. https://www.gov.uk/government/uploads/system/uploads/attachment_data/file/332767/bis-14-750-science-research-funding-allocations-2015-2016-corrected.pdf

[87] National Audit Office. Research and Developmant funding for science and technology in the UK. https://www.nao.org.uk/wp-content/uploads/2013/07/Research-and-development-funding-for-science-and-technology-in-the-UK1.pdf

[88] Nyman Libson Paul. The Future of the UK entertainment sector. http://www.nlpca.co.uk/fileadmin/content/PDFs/The_Future_of_the_Entertainment_Sector_brochure_2.pdf

[89] GOV.UK. Creative industries now worth £8.8 million an hour to UK economy.

https://www.gov.uk/government/news/creative-industries-now-worth-88-million-an-hour-to-uk-economy

[90] CiC UK ti the World. The UK Music industry data. http://www.thecreativeindustries.co.uk/industries/music/music-facts-and-figures/uk-music-market-size-and-value

[91] UN Human development reports. Human development index and its components. http://hdr.undp.org/en/composite/HDI

[92] World Data Atlas. The UK Literacy Adult (15+) literacy rate.  https://knoema.com/atlas/United-Kingdom/topics/Education/Literacy/Adult-literacy-rate

[93] World Data Atlas. Ireland Literacy Adult (15+) literacy rate. https://knoema.com/atlas/Ireland/topics/Education/Literacy/Adult-literacy-rate

[94]World Data Atlas. France Literacy Adult (15+) literacy rate. https://knoema.com/atlas/France/topics/Education/Literacy/Adult-literacy-rate

[95]Infogaphics. The economic intelligence Unit’s Democracy Index. https://infographics.economist.com/2017/DemocracyIndex/

[96] World Data Atlas. Easy doing business. https://knoema.com/atlas/ranks/Ease-of-doing-business-index?baseRegion=GB

[97] World Data Atlas. Global competitivness index. https://knoema.com/atlas/ranks/Global-competitiveness-index?baseRegion=GB

[98] World Data Atlas. Corruption perception index. https://knoema.com/atlas/ranks/Corruption-perceptions-index?baseRegion=GB

[99] World Data Atlas. Index of economic freedom. https://knoema.com/atlas/ranks/Index-of-economic-freedom?baseRegion=GB

[100] Central Inteligence Agency. The world factbook, The UK. https://www.cia.gov/library/publications/resources/the-world-factbook/geos/uk.html

[101] World Intellectual property organization. Global Inovation index 2017.  http://www.wipo.int/pressroom/en/articles/2017/article_0006.html

[102] World Data Atlas. Heppiness index. https://knoema.com/atlas/ranks/Happiness?baseRegion=GB

[103]United Nations. UN Member States. http://www.un.org/depts/dhl/unms/founders.shtml

[104]NATO. NATO member countries. http://www.nato.int/cps/en/natohq/nato_countries.htm

[105] World Trade Organization. The UK and WTO. https://www.wto.org/english/thewto_e/countries_e/united_kingdom_e.htm

[106] International Monetary Fund. About the IMF.  http://www.imf.org/en/About

[107] Counsil of Europe. The Counsil of Europe in brief. https://www.coe.int/en/web/about-us/who-we-are?desktop=false

[108] Investopedia. Brexit. http://www.investopedia.com/terms/b/brexit.asp

[109] OSCE. Who we are. http://www.osce.org/who-we-are

[110] The Commonwealth. Member countries. http://thecommonwealth.org/our-work

[111] საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში. საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობები. http://uk.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=192&info_id=416

 

რუკა #1. დიდი ბრიტანეთის გეოგრაფიული მდებარეობა

  რუკა #1. დიდი ბრიტანეთის გეოგრაფიული მდებარეობა

 

სქემა #1 გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიის ფორმირება

სქემა #1 გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიის ფორმირება

სქემა #2. გაერთიანებული სამეფოს დროშის ფორმირება

სქემა #2. გაერთიანებული სამეფოს დროშის ფორმირება

 

რუკა #2  გაერთიანებული სამეფოს ირგვლივ მდებარე ზღვები

რუკა #2 გაერთიანებული სამეფოს ირგვლივ მდებარე ზღვები

 

რუკა # 3 გაერთიანებული სამეფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

რუკა # 3 გაერთიანებული სამეფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

 

რუკა#4 ჩრდილოეთის ზღვის კონტინენტური შელფის განაწილება

რუკა#4 ჩრდილოეთის ზღვის კონტინენტური შელფის განაწილება

 

რუკა # 5. დიდი ბრიტანეთის ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა (მმ)

რუკა # 5. დიდი ბრიტანეთის ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა (მმ)

 

    წელი    მოსახლეობა       ზრდა (%)
1960 52 410 496 0.5 %
1965 54 278 349 0.7 %
1970 55 611 401 0.49 %
1975 56 179 925 0.2 %
1980 56 221 513 0.01 %
1985 56 415 196 0.07 %
1990 57 110 117 0.25 %
1995 57 903 790 0.28 %
2000 58 867 004 0.33 %
2005 60 210 012 0.45 %
2010 62 716 684 0.82 %
2015 64 715 810 0.63 %
2016 65 111 145 0.61 %

ცხრილი #2. გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის რაოდენობა,  მოსახლეობის რაოდენობის ზრდის მაჩვენებელი (%) 1960-2016 წლებში.

 

გრაფიკი #1 გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის დინამიკა (1960-2015)

გრაფიკი #1 გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის დინამიკა (1960-2015)

 

გრაფიკი #2. გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის შობადობის მოკვდაობისა და ბუნებრივი მატების მაჩვენებელი (1955-2015)

გრაფიკი #2. გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის შობადობის მოკვდაობისა და ბუნებრივი მატების მაჩვენებელი (1955-2015)

რუკა #6. დიდი ბრიტანეთის მიგრაციული ნაკადები სხვა ქვეყნებიდან (2017)

რუკა #6. დიდი ბრიტანეთის მიგრაციული ნაკადები სხვა ქვეყნებიდან (2017)

დიაგრამა #1 გაერთიანებული სამეფოს სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა (2005; 2015)

დიაგრამა #1 გაერთიანებული სამეფოს სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა (2005; 2015)

 

დიაგრამა #2 გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა (2011 წ.)

დიაგრამა #2 გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა (2011 წ.)

დიაგრამა #3 გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა (2011 წ.)

დიაგრამა #3 გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა (2011 წ.)

 

რუკა #7.  გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის სიმჭიდროვე

რუკა #7. გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის სიმჭიდროვე

 

გრაფიკი # 3 დიდი ბრიტანეთის მშპ (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის ჩათვლით) 1999-2013

გრაფიკი # 3 დიდი ბრიტანეთის მშპ (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის ჩათვლით) 1999-2013

გრაფიკი # 4 დიდი ბრიტანეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე (PPP-ს ჩათვლით) 1999-2013

გრაფიკი # 4 დიდი ბრიტანეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე (PPP-ს ჩათვლით) 1999-2013

 

გრაფიკი #5. დიდი ბრიტანეთის მშპ მუდმივ ფასებში 2000-2014 (მლნ. აშშ $)

გრაფიკი #5. დიდი ბრიტანეთის მშპ მუდმივ ფასებში 2000-2014 (მლნ. აშშ $)

 

რუკა #8. დიდი ბრიტანეთის სასოფლო-სამეურნეო მიწები

რუკა #8. დიდი ბრიტანეთის სასოფლო-სამეურნეო მიწები

რუკა #9. დიდი ბრიტანეთის რკინიგზა

რუკა #9. დიდი ბრიტანეთის რკინიგზა

გრაფიკი # 6. დიდი ბრიტანეთის ჰუმანური განვითარების ინდექსი (1990-2014)

გრაფიკი # 6. დიდი ბრიტანეთის ჰუმანური განვითარების ინდექსი (1990-2014)

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *