გაერთიანებული სამეფოსა და ჩინეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები
ავტორი: ნინო ხოსიტაშვილი
ცნობილია, რომ გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახლემწიფოდ ითვლება, რომელიც აერთიანებს ინგლისს, შოტლანდიას უელსსა და ჩრ. ირანდიას. ბრიტანეთში მოქმედებს კონსტიტუციური მონარქია, სადაც მონრქი არის ქვეყნის მეთაური (Elizabeth Alexandra Mary; დაიბ. 1926 წ 21 აპრილს), ხოლო პრემიერ-მინისტრი (2019 წ 24 ივლისიდან.Boris Johnson) კი მთავრობას მართავს. ასევე საინტერესოა,რომ აღმასრულებელი ძალაუფლება ხორციელდება სოვეინის სახელით, რომელიც ნომინალურად აღმასრულებელ ძალას წარმოადგენს. იგი ხორციელდება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, შოტლანდიის მთავრობის, უელსის ასამბლეის და ჩრდილოეთ ირლანდიის აღმასრულებელის მიერ ხორციელდება. ხოლო, რაც შეეხება მის ეკონომიკურ მდგობარეობას იგი ყველაზე მდიდარი ქვეყნების ტოპ ათეულში შდის. გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძანება ლიბერალიზმს, და დაბალი გადასახადების პრინციპებს, ასევე ორიენტირებულია საბაზრო ეკონიმიკაზე, სადაც დომინირებს მომსახურების სექტორი. აღსანიშნავია, რომ ლონდონი ცნობილია როგორც სიდიდით მეორე ფინანსური ცენტრი მსოფლიოში, ხოლო დიდი ბრიტანეთის ვალუტა არის ფუნტი სტერლინგი, რომელიც წლებია მსოფლიოს ყველაზე მყარ და ძვირადღირებულ ვალუტებს შორის შედის.
შეუძლებელია ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებზე საუბრისას არ გაგვახსენდეს ჩინეთი, რომელიც IMF-ს 2019 წლის ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, სიაში პირველ ადგილს იკავებს. „შესაბამისად, მისი ყოველდღიურად მზარდი ეკონიმიკა ზრდსი მის როლსა და მნიშვნელობას მსოფლიოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სავაჭრო ურთიერთობებში ეს კი დიდ ინტერესებს იწვევს გარკვეული სახემლწიფოების მიმართ.“მათ შორისაა გაეთიანებული სამეფო, სადაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამრავლდნენ ევროსკეფტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ ისინი უფრო მეტ სარგებელს გასცემენ ევროპის ქვეყნებისთვის, ვიდრე თავად იღებენ. სწორედ ამიტომ მათ გადაწყვიტეს შეეცვალათ სტრატეგია და ორიენტირებულები უფრო მეტად აზრიის ქვეყნებზე ყოფილიყვნენ, მათი ყველაზე დიდი ყურადღება კი ჩინეთმა მიიპრყო,რომელთანაც ბტიტანეთს დღეს საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ურთიერთობა აქვს. დღევანდელი მონაცემების მიხედვით შეგვიძლაი ვივარაუდოთ, რომ ბრიტანეთს აქვს სამი ძირითადი, ფართო მიზანი: სავაჭრო ურთიერთობების კონფიგურაცია ჩინეთთან, რაც ხელს შეუწყობს ბრიტანეთის მომსახურების სექტორის განვითარებას, ორმხრივი პირდაპირი ინვესტიციისთვის გაუმჯობესებული კლიმატის შექმნა და ასევე დაიცვას ჯერჯერობით ჩინეთში არსებული ეკო-ნომინალური რეფორმის მიზანი, რომელიც ეხებოდა ევროკავშირსა და ჩინეთის მოლაპარაკებებს(Liu and Li, 2016; UKTrade & Investment, 2015) საინტერესოა ისიც რომ განსაკუთრებით Brexit-ის შემდეგ ბრიტანეთი აქტიურად ცდილობს დაამყაროს მაქსიმალურად ახლო და მყარი ურთიერთობა ჩინეთთან. ხოლო ამის მიზეზი კი როგორც უკვე ავღნიშნეთ ამ უკანასკნელის მზარდი ეკონიმიკაა, სადაც ბრიტანეთს ტრადიციულად სწორი სტრატეგია აქვს არჩეული. როგორც თავად ქვეყნის სავაჭრო მდივანმა განაცხადა, Brexit- ის საკვანძო მიზანი არის, ეკონომიკურ დავებზე გამკლავების უფლებამოსილება და ორმხრივი ინვესტიციები. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არა მხოლოდ ბრიტანეთი, ასევე ჩინეთიც საკმაოდ დიდ სარგებელს ნახულობს ამ ურთიერთობიდან. ისი მათ სთავაზობენ ფინანსურ მომსახურეობას, უსაფრთხოებისა და განათლების უზრუნველყოფას, ასევე საინტერესოა, რომ ჩინელ ოლიგარქთა საკმაოდ დიდი პროცენტი ცხოვრობს ბრიტანეთში, გაბსაკუთრებით კი მათ ლონდონი ხიბლავთ. მაგრამ ამ სიმბიოზურ ურთიერთობას ყოველთვის თან ახლავს აღმავალი და დაღმავალი პერიოდები, რასაც პირველ რიგში განაპირობებს მათი განსხვავებული მართვის სისტემა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს ქმნის მათ ურთიერთობაში.
ძირითადი ტექსტი
შეიძლება ითქვას რომ გაერთიანებული სამეფოსა და ჩინეთის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი პოლიტიკურ-ეკონომიკური კვეთა მოხდა ოპიუმის ომების დროს. მეთვრამეტე საუკუნეში, როდესაც ბრიტანეთს აღზევების ხანა ჰქონდა და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოლონიურ იმპერიას წარმოადგენდა, გადაწყვიტა კიდევ უფრო განევრცო ექსპორტის საზღვრები და შეექმნა ახალი კოლონიები ამჯერად კი მისი ინტერესის სფერო აზია გახდა, უფრო კონკრეტულად კი ჩინეთი, რომელის მთავარი ეკონომიკური ძვრას იმ პერიოდში ვაჭრობა წარმოადგენდა. მაგრამ მისი პროდუქცია უცხოელებისათვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა, ჩინეთს აღმართული ჰქონდა ბარიერები, რათ დაეცვა თავიანთი ქვეყანა მოულოდნელი საფრთხისგან. ასე რომ მათ ქვეყანაში იკრძალეობდა, როგორც ექსპორტი ასევე იმპორტი, გამონაკლისი იყო მხოლოდ იტალია, როლიც ამარაგებდა მას შუშით და რუსეთი, რომელსაც შემოჰქონდა ქურქები, მათი საზღვარზე შემოსვლა კი მკაცრად კონტროლდებოდა.ბრიტანეთი კი საკმაოდ იყო დაინტერესებული ჩინური პროდუქციით, განსაკუთრებით კი მათ ჩაი ხიბლავდათ ვაჭრობისთვის კი მათ ხარკის გადახდა უწევდათ ამას დაემატა მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ამერიკის დამოუკიდებლობის მოპოვება, რის შედეგადაც მან სამეფოს შეუწყვიტა ოქრო-ვერცხლით მომარაგება, ბრიტანეთის სავაჭრო მდომარეობა კი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. გარდა ამისა ევროპის ექსპანსიის გააქტიურებას ხელი შეუწყო ვერცხლის დალექვამ ჩინეთში, რაც ბრიტანული ფულის, გირვანა სტერლინგის გაუფასურებას იწვევდა. თავდაპირველად ბრიტანელება გატაწყვიტეს შეემუშავებინათ დიპლომატიური სტრატეგია და ეპოვნათ რაიმე ისეთი, რაც ჩინელები ინტერესს მიიბყრობდა და გახსნიდა სავაჭრო გზებს მათ შორის, თუმცა გეორგ მესამემ იმპერატორ ციანულონისგან ასეთი პასუხი მიიღო: „ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რასაც მოვისურვებთ, და ჩვენ არ გვჭირდება ბარბაროსების საქონელი”. რასაკვირველია ამბიციური ქვეყნის წევრებს ამ პასუხის შემდეგ ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და ძებნა განაგრძეს და ტრადიციულად მიზნამდე მივიდნენ. მათ მიაგნეს ჭკვიანურ გამოსავალს, ერთი მცენარის გამოყენებით ისინი მოახერხებდნენ ძლიერი სავაჭრო ურთიერთობის დამყარებას ჩინეთთან, რადგან მცენარე რომლის ექსპორტსაც ისინი გეგმავდნენ შეიცავდა ნარკოტილულ ნივთიერებებს, რომელიც ადამიანს მასზე დამოკიდებულს ხდის. ასე რომ ჩინეთმა დაიწყო ოპიუმის გაშვება თავისი კოლონიის, ინდოეთის დახმარებით. 1773 წელს მან მოიპოვა ბენგალური ოპიუმის შესყიდვის უფლება, ხოლო 1775 წელს კი დაიწყო ჩინეთთან არალეგალური ვაჭრობა. მნიშვნელოვანია, რომ ეს საქონელი მხოლოდ ვერცხლზე იყიდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ინგლისმა შეძლო ჩინეთის ბაზართან გაწონასწორება და საკუთარი ვალუტის კვლავ გაზრდა. ხოლო რაც შეეხება ჩინეთს, მალევე ქვეყნის დიდი ნაწილი ნარკომანიის სენით დაავადდა, რამაც გამოიწვია ქვეყნის დეგრადაცია და სწრაფი შესუსტება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ მალევე აკრძალა მისი გამოყენება და აქტიურად დაიწყო მის წინააღმდეგ ბრძოლა, რეალურად ამ შეწინააღმდეგებას დიდი ძალა არ ჰქონია. მაგრამ გახდა მიზეზი პირველი ოპიუმის ომისა, რომელიც ბრიტანეთმა 1840 წლის დეკემბერში, ჩინეთის წინააღმდეგ დაიწყო. ინგლისის სამხედრო-საზღვაო ესკადრა, აქტიური საომარი მოქმედებებით მიადგა ჩინეთის სანაპიროს და მოითხოვა ზარალის კონპესკაცია, თუმცა პეკინმა მის მოთხოვნაზე უარი განაცხადა და შესაბამისად დაიწყო ომი, რომლიც ორ წელს გაგრძელდა. ამ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომელიც 1842 წლის 28 აგვისტოს ნანკინის არათანასწორუფლებიანი მშვიდობიანი ხელშეკრულებით დასრულდა. ხელშეკრულების თანახმად, ჩინეთს ინგლისელებისთვის უნდა მიეცათ უფლება კიდევ 5 პორტში ჰქონოდათ უფლება მუდმივი ვაჭრობის საწარმოებლად, სამუდამო მფლობელობაში უნდა გადასულიყო ჰონკონგი, და ამასთან უნდა შესრულებულიყო დიდი ბრიტანეთის მიერ ადრე წამოყენებული ყველა მოთხოვნა. ომის შემდეგ ასევე გაიზარდა ოპიუმით არალეგალური ვაჭრობა. მალევე დაიწყო სამოქალაქო ომიც. გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა ნანკინის ხელშეკრულება არ აკმაყოფილებდა ინგლისის ყველა ინტერესს ამიტომაც ყირიმის ომის შემდეგ ბრიტანელებმა კვლავ დაიწყეს მიზეზების ძებნა კონფლიქტის წამოსაწყებად. ამასთან ჩინეთიც ძალიან წუხდა, რომ ერთ დროს ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა ახლა ბრიტანეთს ემორჩილებოდა და დიქტატორ ქვეყანას აძლევდა საშუალებას ნაწილებად დაეშალა დიდი ძალისხმევის შედეგად აშენებული იმპერია. ასე რომ 1856 წელს ჩინეთი გადაწყვეტს იგნლისის წინააღმდეგ წასვლას, კერძოდ მან ჰონკონგის ბრიტანული გემის ეკიპაჟს მეკობრეობა დააბრალა და დააპატიმრა. ეს კი ავტომატურად ომის გამოცხადებას ნიშნავდა, განსაკუთრებით იმ ქვეყნისთვი, რომელიც თავად ცდილობდა საბაბის პოვნას კონფლიქტის წამოსაწყებად. ამ ომში მალევე საფრანგეთიც ჩაერთო, საბოლოოდ კი 1860 წელს ჩინეთი დამარცხდა.იგი იძულებული გახდა დასავლური ძალის ზეწოლის შემდეგ ხელი მოეწერა „ტიანცინის ხელშეკრულებისთვის, რომლის თანახმადაც ჩინეთს უნდა გაეხსნა კიდევ რამდენიმე ნავსადგური და ქვეყნის საზღვრები,რაც მოიზიდავდა საკმაოდ ბევრ უცხოელს, რომელთა ძირითადი მიზანიც სავაჭრო ურთიერთობები იყო. თუმცა რასაკვირველია ჩინეთისთვის ძალიან რთული იყო საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ წასვლა, ასე რომ ცდილობდა ხელის მოწერის პროცესი მაქსიმალურად გაეჭიანურებინა. რა თქმა უნდა ამას მალევე მიხვდა დასავლეთი და იმავე წელის ზაფხულში, ხელმეორედ შეუტია იმპერიას, ფლოტითა და სახმელეთო ჯარით. იგი თანდათანობით იპყრობდა ჩინეთის ტერიტორიებს და მალე პეკინსაც მიადგა. მათ ბარბაროსულად დაარბიე იმპერატორის სასახლე და მოითხოვეს ახალი ხელშეკრულების დადება, რომელიც ცნობილია როგორც „პეკინის ხელშეკრულება“. ამის შემდეგ ჩინეთს მოუწია დამატებითი მოთხოვნების შესრულება. მან უფლება დართო ადგილობრივი მუშახელი ქვეყნიდან გაეყვანათ, ასევე გარკვეული ტერიტორიები გადასცა ევროპის ქვეყნებს, გახსნა დამატებით კიდევ რამდენიმე პორტი, რაც ხელს შეუწყობდა საერთაშორისო ვაჭრობას, საბოლოოდ ქვეყანაში მაინც მოხდა ოპიუმის ლეგალიზაცია, რის შესაჩერებლადა ჩინეთი ძალიან დიდ მსხვერპლზე წავიდა, თუმცა სამწუხაროდ უშედეგოდ. ინგლისმა დაიწყო ოპიუმის აქტიური გაყიდვა ჩინეთში, რითაც იგი არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს ნახულობდა, არამედ თავიდან მოიშორა ისეთი ეკონომიკურად ძლიერი იმპერია, როგორიც იყო ჩინეთი. ხელ-ფეხ შეკრულმა ქვეყანამ, ისეთ მძიმე დარტყმას, როგორიც შეიძლება ნარკოტიკების ლეგალიზაცია იყოს, რომელსაც აქტიურად უევენ პროპაგანდას ვეღარ გაუძლო და შიგნიდან დაიშალა და ჩინეთის დიდი იმპერია დასავლეთის ქვეყნების ნახევრად კოლონიად იქცა. ხოლო 1912 წელს იმპერატორი დაემხო და ქვეყანა ფაქტობრივად ბოლომდე განადგურდა. აღსანიშნავია, რომ ოპიუმის მაგალითზე ჩინეთი ღდემდე აქტურ პროპაგანდას უწევს ნარკოდიკების გავრცელებას, თუმცა როგორც სხვა ქვეყნებში, აქაც ვერ ახერხებენ ამ პრობლემის ბოლომდე გადაჭრას.
ორმხრივი ვაჭრობის რეაბილიტაცია
მიუხედავად ოპიუმის ომებსი დიდი მარცხისა ჩინეთმა კვლავ მოახერხა ფეხზე წამოდგომა და კვლავ იქცა უძლიერესი ეკონომიკის მქონდე ქვეყანად. რაც შეეხება მის ურთიერობას ბრიტანეთთან, იგირადიკალურად არის შეცვლილი. განსაკუთრებით ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოსა და ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები საგრძნობლად გაიზარდა, უფრო ზუსტად 1999-2015 წლებში დიდი ბრიტანეთის ექსპორტი გაზრდა რვაჯერ,ხოლო ჩინეთიდან შემოსული პროდუქციის იმპირტი კი ათჯერ. თუმცა მიუხედავად ამისა, 2016 წელს დიდი ბრიტანეთის ექსპორტიდან ჩინეთის წილი მხოლოდ ოთხი პროცენტი აღმოჩნდა, რაც თავისთავად საკმაოდ მოკრძალებული რიცხვია, ისეთი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნისთვის როგორიცაა ჩინეთი. თუმცა უკვე 2017 წლიდან ვითარება შეიცვალა, ჩინეთმა ბრიტანეთთან ექსპორტი ორჯერ გაზარდა და ნახა ისეთივე სარგებელი, როგორც გაერთიანებულმა სამეფომ ამ უკანასკნელისგან, დღეს კი ჩინეთის ეკონომიკა დიდი ბრიტანეთის იმპორტირებული საქონლის მეოთხე უდიდესი წყაროა. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ვაჭრობის სერვისები ჩინეთთან, განუვითარებელი და დასახვეწია, რაც გაერთიანებული სამეფოს უპატიებელ შეცდომად შეიძლება მივიჩნიოთ რაგდან ყველასთვის ცნობილია მისი სიძლიერე ამ სფეროში. ამასთან, 2015 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საერთაშორისო ექსპორტის ათ პროცენტს შეადგენდა ჩინეთი, მომსახურების შედარებითი მაჩვენებელი ერთი პროცენტი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის სპეციფიკური პრიორიტეტები ჩინეთთან სავაჭრო პოლიტიკისთვის განუსაზღვრელი რჩება, სხვადსასხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური წყაროები გვარწმუნებენ, რომ მათი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ დიდ ხანს გასტანს. 2015 წელს ქყვეყანამ თავად განაცხადა, რომ იგი აპირებს გააძლიეროს პარტნიორული ურთიერთობა ჩინეთთან, რომელიც მიმართული იქნება ორმხრივი ინვეტიციების გაღრმავებაზე და თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმების განვითარების ხელშეწყობაზე, მაგალითად ისინი გეგმავდნენ ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებას გარკვეული რეგულაციების დაწესებითა და ბაზარზე კონტაქტების გაზრდით. ბრიტანეთის ასეთი ძლიერი სურვილი დაამყაროს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ჩინეთთან, გარკვეული დისბალანსისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, განპირობებულია როგორც მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისით ასევე მისი ამბიციური ხასიათი, სადაც სტრატეგორი ქვეყანა ყოველთვის აღწევს მიზანს.
ორმხრივი ინვესტიციის ხელშეწყობა
ზოგადად, საერთაშორისო უცხოური პირდაპირი ინვესტიციის პირობები (FDI), მათ შორის იურიდიული დაცვა და ბაზარზე წვდომა, დადგენილია ორმხრივი ხელშეკრულებებით, ვინაიდან FDI– სთვის არ არსებობს საერთაშორისო რეგულაციური ჩარჩო, რომელიც შედარებული იქნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის როლთან. ცნობილია, რომ ევროკავშირისა და ჩინეთის მოლაპარაკებები იმის თაობაზემ, რომ მოხდეს ორმხრივი ინვესტიციების განვითარება უკვე წლებია მინდონარეობს. დღევანდელი პირდაპირი ინვესტიციის პირობების მონაცემებით, ჩინეთი უფრო მეტ სარგებელს იღებს ევროპული ქვეყნის ეკონომიკიდან, ვიდრე პირიქით, რადგან იგი გამორიცხავს შიდა FDI-ს ბევრ სექტორში, განსაკუთრებით კი მომსახურების სფეროში.თუმცა რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპა „ფაიფურის ქყვეყნისგან“ სარგებელს ვერ ნახულობს. ოცდამეერთე საუკუნის პირველ ათწლეულში მოხდა ევროპული ქვეყნების FDI-ს საკმაოდ სწრაფი ზრდა ჩინეთთან, მაგრამ მსოფლიო კრიზისმა მისი წინსვლა შეაჩერა და 2016 წლის მონაცემებით იგი ოცდასამი პროცენტით შემცირდა. ამავე პერიოდში ევროპისგან განსხვავებით ჩინეთის FDI მკვეთრად გაიზარდა, 2016 წელს მან ოცდათხუთმეტ მილიარდ ევროს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 77%- ით მაღალი მაჩვენებელი იყო. მსგავსი სიტუაცია კრიზისთან ერთად გამოწვეული იქნა ჩინეთის სავალუტო კონტროლის შედეგად, რომელიც ზღუდავს შესყიდვებს საზღვარგარეთის სექტორებში, როგორიცაა მაგალითად უძრავი ქონება, რომლის მთავარ მიზანსაც განაპირობებს საზღვარგარეთ განათლების მიღება.ჩინეთის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს განათლების მიღება ძრითადად სამი ქვეყანაში სურს, ესენია: ბრიტანეთი, ( 21% ჩინელი სწავლობს) გერმანია და საფრანგეთი. რეალურად ბრიტანეთსა და ჩინეთს აქვთ საკმაოდ განსხვავებული საინვესტიციო პოლიტიკა და თითოეული ეკონომიკის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესაძლებლობები არ არის დაბალანსებული, რაც ჩინეთისთვის საკმაოდ ხელსაყრელია. 2017 წლის FDI- ს მარეგულირებელი შეზღუდვების ინდექსში, გაერთიანებული სამეფო განიხილეს, როგორც ყველაზე ლიბერალური წესების მქონე შიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ქვეყანა, სადაც ჩინეთი მისგან განსხვავებით ორმოცდამეცხრე ადგილას გავიდა. აქ ბრიტანეთის მთავარი მიზანი არის ის, რომ გააუმჯობესოს თავიანთი ინვესტიციები ჩინეთის ბაზარზე, განსაკუთრებით კი იმ ადგილებში, სადაც იგი ყველაზე კონკურენტუნარიანია; მაგალითად ფინანსური მომსახურეობაში. ასე რომ განსაკუთრებით ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ ქვეყანამ გეზი სხვა პოლიტიკური პრინციპებისკენ აიღო, რაც რეალურად მისთვის უფრო მომგებიანი აღმოჩნდა.
ეკონომიკური რეფორმის გატარება ჩინეთში
მყარი ურტიერთობის შესანარცუნებლად ბრიტანეთს მოუწევს გაუმკლავდეს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები, უცხოური ფირმების მიერ კომერციული საქმიანობის აღკვეთის მარეგულირებელი დაბრკოლებები, ჩინეთის საწარმოებთან შედარებით უსამართლო მოპყრობა და ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა, რომელიც ახდენს დისკრიმინაციას უცხოური საწარმოების მიმართ. რეალურად კი ბერკეტი, რომელსაც დიდი ბრიტანეთი შეიძლება ფლობდეს ჩინეთის პოზიციის შეცვლელად მომავალი მოლაპარაკებების შედეგად, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია გაერთიანებული სამეფოს დააკმაყოფილოს ჩინეთის მიზნები ბრიტანეთთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის. სწორედ ეს არის მიზეზი იმ ყოველწლიური შეხვედრებისა, რომლებიც მიზნად ისახავს ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო კავშირებისა და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებას.
პოლიტიკური შეზღუდვები
მიუხედავად ამ ორი ქვეყნის დიდი ძალისხმევისა, რომ ჰქონდეთ მჭიდრო ეკონომიკური კავშირი, არსებობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეზღუდვები, რომელიც მოქმედებს როგორც ჩინეთზე, ასევე დიდ ბრიტანეთზე, რათა ხელი შეეშალოს ამ პროცესს. ეს ყველაფერი კი ძირითადად Brexit- ის შმდეგ დაიწყო. შესაბამისად ლოგიკურიია, რომ მათ ურთიერთობას განსაკუთრებით დიდ წინააღმდეგობას უწევს ევროკავშირი. მათ იციან, რომ ეს გავლენას მოახდენს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაზე და შეზღუდავს საერთაშორისო მოლაპარაკებების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით თუ დიდი ბრიტანეთი დარჩება ევროკავშირთან საბაჟო კავშირში. 2018 წლის მონაცემებით, კვლევებმა აჩვენეს, რომ ევროკავშირმა შეადგინა დიდი ბრიტანეთის ორმხრივი ვაჭრობის 49.3 პროცენტი, ვროკავშირმა შეადგინა დიდი ბრიტანეთის ორმხრივი ვაჭრობის 49.3%, აშშ-სთან თანამშრომლობის პროცენტული მაცვენებელი იყო,14.6% ხოლო ჩინეთის 5.3%. ევროკავშირის მიერ დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა შეიძლება ნებაყოფლობით იქნას მიღებული. დიდ ბრიტანეთს შეუძლია აირჩიოს თავისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისობა ევროკავშირთან იმ სექტორებში, სადაც ევროკავშირი არის დომინანტი ბაზარი დიდი ბრიტანეთის ექსპორტისთვის ან იქ სადაც ევროკავშირის რეგულაციამ შეცვალა აშშ – ს რეგულაცია, როგორც დე ფაქტო მსოფლიო სტანდარტი. ამასთან უახლესი ტექნოლოგიების შექმნით ბრიტანეთს შეუძლია განსაზღვროს საკუთარი კონკურენტ უნარიანობა მიმდინარე დიდ ბაზარზე. ფაქტია რომ ევროკავშირი მათ ურთიერთობაში საკამოდ დიდ საფრთეს ხედავს სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მიეღო ზემოთ აღნიშნული ზომები. რაც შეეხება ჩინეთს ევროკავშირს ისიც არ დარჩენია უყურადღებოდ და მან აღნიშნა, რომ ჩინეთის მიერ სახელმწიფო სუბსიდიების გამოყენება თავისი ფირმების საერთაშორისო წარმატების ხელშესაწყობად, ფაქტობრივად გაყალბების მაგალითია, მსგავსმა განცხადებამ კი თავისთავად უარყოფითად იმოქმედა მათ ეკონომიკურ ურთიერთობაზე. როგორც ნობილია შეერთებული შტატები აწარმოებს პოლიტიკას ჩინეთის წინაარმდეგ, რადგან იგი მსოფლიო ბაზარზე მისი პირველი კონკურენტია. შესაბამისად მოსალონდელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ჰქონდეს ევროკავშირის მსგავსი რეაქცია ბრიტანეთი-ჩინეთის ურთიერთობაზე. ტრამპის ადმინისტრაციამ შემოიღო ახალი წესები აშშ – მექსიკა – კანადას ხელშეკრულების 32 – ე მუხლის თანახმად (USMCA), რომელიც გაფორმდა 2018 წლის ნოემბერში, რაც აშშ-ს შესაძლებლობას აძლევს შეწყვიტოს USMCA, თუ სხვა მხარეები გადაწყვეტენ ხელი მოაწერონ FTA– ს. საინტერესოა, რომ დოკუმენტი, რომელიც ასახავს ამერიკული მიზნების მიღწევას, აშშ-იაპონიის ხელშეკრულებაშიც შეიცავს მსგავს შეზღუდვებს. ასე რომ როგორც უკვე ცნობილია, შიდა პოლიტიკური შეზღუდვები დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის პოლიტიკის მიმართ გაჩნდება Brexit– ის შემდეგ. ასე რომ ახლა, ლონდონის მიერ მისი ნორმატიული პრინციპების არტიკულაცია და პოლიტიკური ინტერესები უფრო მჭიდრო კონტროლის ქვეშ ექცევა. საყურადღებაოა ისიც რომ 2016 წელს გაერთიანებული სამეფოს ოპოზიციურმა ხელმძღვანელობამ შეამცირა სავაჭრო თავდაცვის ზომები ჩინეთის წინააღმდეგ, თუმცა დიდ ბრიტანეთს საკამოდ დიდი გზა აქვს ჯერ კიდევ გასავლელი, განსაკუთრებით კი მას შედეგ რაც 2015 წელს, პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი (David William Donald Cameron. 2010- 2016 წწ ) მიესალმა ე.წ „ოქროს ერას“ რაც გულისხმობდა ჩინეთისა და გაეთიანებული სამეფოს ახალ ინვესტიციებსა და ზოგადად ურტიერთობებს ასეთმა სწრაფმა ტრანსფორმაციამ კონსერვატორულ პარტიაში ახალი „ჩინეთის სამეცნიერო ჯგუფის“ შექმნა გამოიწვია. ასე რომ ბრიტანრთმა უნდა მოახერხოს და წინააღმდეგობებისა და შეზღუდვების მიუხედავად შეინარჩუნოს მეგობრული, პარტნიორული ურთიეღობა ამერიკის შეერთებულ შტათებთან და ევროკავშირთან, საიდანაც საკმაოდ დიდ სარგებელს ღებულობს მაგრამ ასევე არ უნდა დაკავრგოს დიპლომატიური კავშირი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქყეყანასთან.
გაერიანებული სამეფოსა და ჩინეთის ურთიერთობა კორონა ვირუსის შემდეგ.
მას შემდეგ, რაც ჩინეთი გახდა მიზეზი მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელებისა, ვითარება შეიცვალა მთელი მსოფლიოს მაშტაბით. პირველ რიგში დაიწყო მსოფლიო კრიზისი, რაც გამოიწვია საზრვრებისა და სხვადასხვა დაწესებულებების დაკეტვამ. ამას დაემატა კარანტინი, რამაც უარყოფითად იმოქმედა მიწოდების სერვისზე. საბოლოოდ კი ამ სიტუაციამ საკმაოდ დააზარალა მსოფლიოს ბიზნესსა და ეკონომიკა. შესაბამისად ჩინეთს ბევრი მტერი გამოუჩნდა და გასაკვირი არ არის რომ სიის სათავეში არიან ამერიკის შეერთებული შტატები და ეკვროპის ქვეყნები. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა ზი ჯინპინმა სიტუაციის განსამუხტად სიტყვით გამოვიდა და საზოგადოება გააფრთხილა, რომ კოროვირუსს ექნება შედარებით დიდი გავლენა ეკონომიკასა და საზოგადოებაზე. თუმცა მან ასევე აღნიშანა, რომ ეს იქნება მოკლევადიანი და კონტროლირებადი პროცესი. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა,რომ მთავრობა მაქსიმალური ძალებიებით ეცდება ამ დარტყვმის შემსუბუქებას,მნიშვნელოვანია, ისიც რომ ქვეყანამ ბოლო კვირების განმავლობაში მიიღო მთელი რიგი ზომები თავისი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. თუმცა რეალურად მის სიტყვებს არანაირი გავლენა არ მოუხდენია ზემოთ ხსენებული, საკმაოდ დაზარალებული ქვეყნებისთვის. ხოლო, რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად მანაც საკმაოდ იზარალა. აშკარაა, რომ კრიზისის დაწყებამდე ქყვეყანას ბევრად უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა ჩინეთთან ვიდრე ახლა. საზოგადოებას მალევე გაუჩნდა კითხვაც; იმოქმედებს თუ არა კორონა ვირუსის პანდემია, ყოფილი ფინანსთა მინისტრის დეივიდ კამერონის მიერ წოდებულ „ოქროს ხანაზე“, რომელიც გილისხმობს ანგლო-ჩინურ ურთიერთობებს.? 2015 წელს, დედოფალმა ელიზაბეტმა ჩინეთის პრეზიდენტთან ზი ჯინპინთან ერთად მოოქროვილი, ცხენოსანი ვაგონი ბუკინგემის სასახლეში მიიღო,(იხ. დანართი N1) ვიზიტის დროს, რომელიც უნდა ყოფილიყო სიმბოლო “ახალი ოქროს ხანისა”, ამ ყოფილ იმპერიასა და აღმავალი ძალაუფლებას შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირების შესახებ. ”ჩინეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობა დღეს ნამდვილად გლობალური პარტნიორობაა”, – განაცხადა დედოფალმა სახელმწიფო ბანკეტის დროს. მაგრამ დღევანდელი ვითარება ხუთი წლის წინანდელისაგან ძალიან განსხვავდება, პოლიტიკური ანალიტიკოსები, ამბობენ, რომ გავრცელებული ეპიდემია შეანელებს საჭირო პროცესებს ჩინეთშა და ბრიტანეთს შორის, ასე რომ ისინი სამეფოს მთავრობის წევრებს მოუწოდებენ უფრო მეტი სიფრთხილით შეაფასონ აზიელ პარტნიორ ქვეყანასთან ურთირთობა.ასე რომ როგორც უკვე ცნობილია ბრიტანეთის მთავრობა განრისხებულია ჩინეთის დაუდევარი საქციელის გამო, რომელსაც სავალალო შედეგები მოჰყვა. სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის უფროსი ასოცირებული თანაშემწე, რაფაელო პანტოჩი ამბობს:”მე ვფიქრობ, რომ ჩინელებმა აჩვენეს გასაოცარი უნარი, იმისა თუ როგორ შეიძლება საკუთარი ტერფების დახვრეტა.საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანგლო-ჩინეთის ურთიერთობებმა კრახიგანიცადა. „ამ კრიზისის შემდეგ, საქმიანობა კვლავ ჩვეულებრივ მწობრში ვერღარ გაგრძელდება .” – თქვა რააბმა. ”ჩვენ დავსვავთ კითხვებს, რომელზე პასუხის გაცემაც მათ აუცილებლად მოუწევთ; თუ საიდან მოვიდა ეს ინფექცია და შესაძლებელი იყო თუ არა მისი პრევენცია.“ პროფესორ რანა მიტერი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ჩინეთის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ შესაძლოა ბრიტანეთი კიდევ უფრო ლმობიერი იყოს, ვიდრე ასევე სერიოზულად დაზარელებული სხვა ქვეყნები მაგალითად, შშ, გერმანია, ან ავსტრალია. „მიუხედავად იმისა, რომ იყო უამრავი ზრდა და ვარდნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ თბილი იყო სხვადასხვა გზით”,- დაამატა მიტერმა. ამის მაგალითად კი მოიყვანა ბრიტანეთის ქმედება, სადაც მან ნება დართო Huawei- ს, ჩინეთის სატელეკომუნიკაციო გიგანტზე, უზრუნველყო 5G ქსელის აშენება. რასაც საკმაოდ ბევრი წინაარმდეგობა მოჰყვა განსაკუთრებით კი ამერიკის მხრიდან, რომელიც მიიჩნევდა რომ იგი საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველი იყო. ყოფილი დიპლომატმა, რომელიც ახლა უკვე პრო-დემოკრატიული სააზროვნო ცენტრის ჰენრი ჯექსონის საზოგადოების წევრია, მეთიუ ჰენდერსონმა თქვა:“კორნავივირუსის მაგალითზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის არაკომპეტენტურობა ნათლად აჩვენებს, იმას რომ იგი სანდრო არ არის. თუ ბირთვული ინდუსტრიის საქმე არასწორად წავა, რა უბედურებასთან გვექნება საქმე? ან თუკი ჰუავეისთან შეიქმნება გარკვეული პრობლემები, შესაძლოა უეცრად 5G ქსელიც კი ჩამონგრეს ჩვენ კი ამას რა თქმა უნდა ვერ დავუშვებთ.“ მან ასევე დაამატა: „ ურთიერთობებში ე.წ. ოქროს ხანა ყოველთვის ოცნება იყო. ახლა კი ჩვენ ვიაზრებთ, რომ ბრიტანეთი უნდა დაბრუნდეს პეკინიდან, თუ ჩვენ ასე არ მოვიქცევით როგორ დაგვინახავენ ჩვენი მოკავსირეები, როგორც ტყვედ ჩავარდნილ ლაცრებს?“. თუმცა ასევე არსებობს განსხავაბული აზრიც, სადაც საზოგადოების ნაწილი ფიქრობს რომ ასეთი მაშტაბური პროექტების გაუქმება ბტიტანეთს ძვირად დაუჯდება.
დასკვნა
დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაერთიანებული სამეფოსა და ჩინეთის ურთიერთობა საკმაოდ მრავალფეროვანია, რომლის მთვარ მიზანსაც პლოტიკიკურ-ეკონომიკური სარგებელი წარმოადგენს. ამბიციური ინგლისი მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე იხევს, რისი მაგალითებიც ისტორიას მრავლად აქვს, თუმცა ასევე აღსანიშვანია, რომ იგი ამის შესანიღბად დიპლომატიას იყენებს. მაგრამ რა თქმა უნდა ყოველთვის არა და ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი ამ რეფერატში განხილული ოპოუმის ომების თემაა, სადაც ბრიტანეთმა ძლიერი კონკურენტი ქვეყანა ვერ აიტანა და მისი იმპერია საკმაოდ უსამართლო გზით დაშალა და ბევრი მათთვის ძალზედ სამარცხვინო ვალდებულება დააკისრა.თუმცა მას შემდეგ რაც ჩინეთის იმპერიამ კვლავ მოახერხა ფეხზე წამოდგომა და გახდა პირველი ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი ქვეყანა ბრიტანეთმა მასთან დაახლოება კვლავ სცადა თუმცა ამჯერად უკვე მეგობრული, თანამშრომლური ფორმით. დღეს მათ უკვე დიდი სავაჭრო გზები აქვთ ერთმანრთთან გახსნილი, საიდანაც საკმაოდ დიდ ფინანსურ სარგებელს ნახულობენ, ამასთან მათ აქვთ უამრავი საერთო ბიზნესი. მოგება იმდენად დიდია, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის მათთან ურთიერთობის გასაგრძელებლად დაუპირისპირდეს (რა თმა უნდა არაპირდაპირ) აშშსა და ევროპას. თუმცა ასევე აუცილებელია გავითვალისწინოთ დღევანდელი მდგომარეობაც, სადაც მსოფლიო ჩინეთის მიზეზით მომაკვდინებელი ვირუსით არის დაავადებული. თავისთავად ეს ფაქტი მოქმედებს თითოეული ქვეყნის ეკონომიკაზე მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად მაინც ჩინეთი დაზარალდება რომელსაც მოუწევს დიდი ჯარიმების გადახდა თავისი დაუდევარი შეცდომის გამო. (ეს კი აშშსა და ევროკავსირს განსაკუთრებით აწყობს) საინტერესოა ასევე ბრიტანეთის დამოკიდებულება ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც გეგმავს არახელსაყრელ პირობებში მყოფ ქვეყანას ზურგი აქციოს. ასე რომ დღევანდელი აწმყო ბოლომდე გარკვეული არ არის, თუმცა მისი დაახლოებით შედეგები კარგზე არაფერზე მეტყველებს.
ბიბლიოგრაფია
https://bm.ge/ka/article/msoflios-top-10-yvelaze-didi-ekonomikis-mqone-qveyana-/45328https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%9D#%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90https://understandingasiablog.wordpress.com/2017/12/19/%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%9D-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98/https://www.researchgate.net/publication/333982066_The_UK’s_Strategic_Partnership_with_China_beyond_Brexit_Economic_Opportunities_Facing_Political_Constraintshttps://theasiadialogue.com/2019/04/25/chinas-relationship-with-the-uk-and-the-eu-from-golden-era-to-global-britain-and-brexit/https://theasiadialogue.com/2019/04/25/chinas-relationship-with-the-uk-and-the-eu-from-golden-era-to-global-britain-and-brexit/https://www.lancaster.ac.uk/fass/projects/ndcc/download/uk-and-china.pdfhttps://thediplomat.com/2020/04/covid-19-a-reckoning-for-uk-china-relations/https://www.marketplace.org/2020/05/11/covid-19-britain-china-relations/https://www.npr.org/2020/05/22/857767920/how-the-coronavirus-has-strained-u-k-china-tieshttps://gorgasliani.wixsite.com/gorgasliani/post/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9Dhttp://geworld.ge/ge/%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%96%E1%83%94%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93/https://flipboard.com/article/economic-impact-of-coronavirus-outbreak-deepens/a-7qd4cUmETPu3lvyJsSLeJA%3Aa%3A28429892-fe2c546ca6%2Ftheguardian.com