ბავშვობის საზიანო გამოცდილებისა და ზრდასრულობაში ფსიქიკური კეთილდღეობის ურთიერთმიმართება

ბავშვობის ტრამვა
ბავშვობის ტრამვა

ავტორი: ეთერი ტაგანაშვილი

<< ნაშრომი შეფასებულია უმაღლესი ქულით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წყაროდ >>

აბსტრაქტი

             ბავშვობის საზიანო გამოცდილებები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი წინაპირობა ზრდასრულობაში ფსიქიკური კეთილდღეობისა და ფსიქოლოგიური მედეგობის დონის განსაზღვრისას. ამავე მიზნებისთვის მნიშვნელოვანია თვითეფექტურობის როლის გაგებაც, რადგან ის შეიძლება იყოს მძლავრი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ფსიქიკური კეთილდღეობისა და მედეგობის გაუმჯობესებაში. კვლევა მიზნად ისახავდა თვითეფექტურობისა  და საზიანო გამოცდილებების როლისა და მოქმედების მექანიზმის გამოკვეთას ფსიქიკური კარგად ყოფნისა და ფსიქოლოგიური მედეგობის ჩამოყალიბებაში. კვლევა რაოდენობრივი ხასიათისაა, მონაცემების შეგროვება მოხდა ონლაინ ფორმატით, აღნიშნული ოთხი ცვლადის შესაფასებელი სპეციფიკური ინსტრუმენტების მეშვეობით. კვლევის მონაწილეთა რაოდენობა იყო 318 ადამიანი. მიღებული პასუხები სტატისტიკურად დამუშავდა და ცვლადთაშორისი კავშირის განსასაზღვრად გამოყენებულია  კორელაციური და რეგრესიული ანალიზი. საზიანო გამოცდილების მიხედვით  კარგად ყოფნასა და თვითეფექტურობის მაჩვენებლებში ჯგუფთაშორისი განსხვავებების გამოსავლენად გამოყენებულია დისპერსიული ანალიზი.

               კვლევის შედეგებმა დაადასტურა ბავშვობის საზიანო გამოცდილების ნეგატიური კორელაციური კავშირი ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნასა და  მედეგობასთან. რეგრესიული ანალიზით დადასტურდა, რომ საზიანო გამოცდილება უკუწინასწარმეტყველებს ფსიქიკურ კარგად ყოფნას, მაგრამ არ შეუძლია ფსიქოლოგიური მედეგობის წინასწარმეტყველება საზიანო გამოცდილებით. ასევე გამოვლინდა, რომ ზოგადი თვითეფექტურობა დადებით კავშირშია და წინასწარმეტყველებს  მედეგობასა და კარგად ყოფნას. მათ ვისაც სამი ან  მეტი ბავშვობის საზიანო გამოცდილება აღენიშნებოდა, ზოგადი თვითეფექტურობის, მედეგობისა და  კარგად ყოფნის ბევრად დაბალი დონეები გამოეკვეთათ, ვიდრე მათ ვისაც არ ჰქონდა ბავშვობის საზიანო გამოცდილება. განსხვავება ყველაზე მცირეა მედეგობასთან მიმართებით, ხოლო ყველაზე დიდი- ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნასთან მიმართებით.

საკვანძო სიტყვები: ბავშვობის საზიანო გამოცდილება, ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა, თვითეფექტურობა, ფსიქოლოგიური მედეგობა.

 

 

Abstract

Adverse childhood experiences (ACEs) can be significant predictors of mental well-being and psychological resilience in adulthood. Understanding the role of self-efficacy is also crucial, as it can be a powerful factor in enhancing mental well-being and resilience. This study aims to provide a clearer picture of the mechanisms influencing these relationships, which may assist specialists in developing more targeted interventions and programs to promote mental well-being and resilience. The research is quantitative in nature, with data collected online using instruments measuring the four variables of interest. The sample size was 318 participants. The responses were statistically analyzed to determine the correlations and regressions between the variables. Additionally, ANOVA was used to identify differences in mental well-being and self-efficacy between groups with no ACEs, 1-2 ACEs, and 3 or more ACEs.

The results indicate a negative correlation between ACEs and both mental well-being and psychological resilience, and they show that ACEs negatively predict mental well-being. However, the regression analysis did not confirm ACEs as a negative predictor of psychological resilience. It was also found that general self-efficacy is positively associated with and predicts psychological resilience and mental well-being. Participants with 3 or more ACEs had significantly lower levels of general self-efficacy, resilience, and mental well-being compared to those without ACEs. The differences were smallest for resilience and largest for mental well-being.

Keywords: Adverse childhood experiences, mental well-being, self-efficacy, psychological resilience.

 

****************

 

         სიცოცხლის პირველ წლებში ბავშვები იძენენ  ფიზიკურ, შემეცნებით, ემოციურ და სოციალურ უნარ-ჩვევებს. საფუძველი ეყრება მათ კეთილდღეობას. ადრეულ ასაკში მიღებული როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გამოცდილება ძალიან დიდ გავლენას ახდენს  ადამიანის განვითარებაზე მთელი სიცოცხლის მანძილზე, იქნება ეს მისი ქცევა, ჯანმრთელობა, ფსიქიკური კეთილდღეობა თუ  სწავლის პროცესი. ადამიანის ყოვლისმომცველი განვითარება ნიშნავს მისი ჯანმრთელობის დაცვას, სრულფასოვან კვებას, ძალადობისაგან დაცვას, ადრეულ სწავლებასა და სტიმულაციას. (UNISEF). მილიონობით ბავშვი არ იღებს საჭირო საკვებს, ან არ აქვს ჯანდაცვის სერვისებთან ხელმისაწვდომობა, იზრდებიან ძალადობრივ, არაჰიგიენურ გარემოსა და ექსტრემალური სტრესის ქვეშ. ამ დროს ბავშვები ხელიდან უშვებენ სწავლის შესაძლებლობებს და მოკლებულნი არიან იმ სტიმულაციას, რომელიც მათ განვითარებად ტვინს სჭირდება.  როდესაც ადამიანს ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, რომელიც დახუნძლულია განვითარების ნიშანსვეტებით, არ ეძლევა პოტენციალის განვითარების შესაძლებლობა, სამწუხაროდ, ამ დანაკლისის ანაზღაურება მომავალში ნაკლებადაა შესაძლებელი, ხოლო საზიანო გრძელვადიანი შედეგების რისკი კი მაღალია.

          ტრავმულ და განსაკუთრებით სტრესულ ბავშვობას შეუძლია გავლენა მოახდინოს მთელ ჩვენს ცხოვრებაზე, მის ემოციურ, ქცევით და ფსიქოლოგიურ ასპექტებზე. ბავშვები, რომლებიც ხდებიან ძალადობის ან უგულებელყოფის მსხვერპლნი, ზრდასრულობაში უფრო ხშირად ხდებიან ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულნი, ერთვებიან კანონსაწინააღმდეგო და თვითდამაზიანებელ ან სხვათა დამაზიანებელ აქტივობებში(Widom & Maxfield, 2001). მეცნიერები ცდილობენ ამოხსნან, თუ რა გავლენა აქვს ბავშვობის საზიანო გამოცდილებას ადამიანის გონებასა და სხეულზე. გასულ ათწლეულებში ჩატარებული კვლევების თანახმად, ტოქსიკური სტრესი წარმოადგენს მთავარ დამაკავშირებელ რგოლს ბავშვობის საზიანო გამოცდილებასა და ზრდასრულობაში ჯანმრთელობის პრობლემებს შორის (Shonkoff et al., 2012).. ბავშვობის გამოცდილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური მედეგობის განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე, რაც წარმოადგენს ინდივიდის უნარს გაუმკლავდეს სტრესსა და უბედურებას მთელი ცხოვრების მანძილზე (Masten, 2001).

          ბავშვობის საზიანო გამოცდილებამ, როგორიცაა ძალადობა ან უგულებელყოფა, შეუძლია ხელი შეუშალოს ფსიქოლოგიური მედეგობის განვითარებას ან ხელი შეუწყოს მისი დონის შემცირებას (Widom & Maxfield, 2001), ხოლო ამის საპირისპიროდ, ბავშვობის პოზიტიურმა გამოცდილებამ, როგორიცაა სტაბილური რუტინა, შეიძლება ხელი შეუწყოს მის განვითარებას, და ზრდასრულ ასაკში ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაძლიერებას (Werner & Smith, 1992). კვლევების თანახმად,  მშობლის მზრუნველობა და მხარდაჭერა ბავშვობაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს  მედეგობაზე, რაც ზრდასრულ ასაკში სტრესორების ეფექტურ გამკლავებას უწყობს ხელს (Masten, 2001).  პიროვნებას ძლიერი, მნიშვნელოვანი დაბრკოლებების გადალახვის და დაძლევის შემდეგ უჩნდება წარმატებულობის , უნარიანობის განცდა და გამოცდილება, რაც თვითეფექტურობის ყველაზე ძლიერი წყაროა (Kazdin 2000). თვითეფექტურობა, რომელიც გულისხმობს პიროვნების რწმენას საკუთარ შესაძლებლობებში, სხვადასხვა სიტუაციებში წარმატების მიღწევისათვის (Bandura, 1977), გადამწყვეტ როლს თამაშობს სტრესთან გამკლავებაში. მაღალი თვითეფექტურობის მქონე პირები პრობლემებს უფრო რაციონალურად გადაჭრიან, რაც იწვევს დაძლევის უფრო ეფექტიან სტრატეგიებს და შესაბამისად, უკეთეს ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას(Southwick et al., 2014). შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფსიქოლოგიური მედეგობაც და კარგად ყოფნაც მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან (Lee et al., 2013). თუმცა, მარტივი არაა იმის დადგენა, თუ როგორაა დაკავშირებული ფსიქოლოგიური მედეგობა და კარგად ყოფნა ერთმანეთთან.

        როგორც უკვე აღვნიშნე, ბოლო პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით გააქტიურდა ინტერესი ბავშვობის საზიანო გამოცდილების კვლევასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ ქართულ რეალობაში და სამეცნიერო სფეროში ფაქტობრივად არცერთი სისტემური კვლევა არ მოიპოვება.

      მიმდინარე კვლევა სწორედ,  ამ უკანასკნელს, ბავშვობის საზიანო გამოცდილებას შეეხება და მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენს ზრდასრულ ასაკში ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის, მედეგობის, თვითეფექტურობისა და ბავშვობის საზიანო გამოცდილებას შორის მიმართებების დადგენა.

ბავშვობის საზიანო გამოცდილებანი

        ბავშვობის საზიანო გამოცდილებანი (ACE) არის ტერმინი, რომელიც ეხება პოტენციურად ტრავმულ მოვლენებს, რომლებიც ხდება ბავშვობაში. ასეთ გამოცდილებას შეუძლია ხანგრძლივად მოახდინოს გავლენა ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და საერთო კეთილდღეობაზე.  ბავშვობის საზიანო გამოცდილების კონცეფცია წარმოიშვა 1990-იან წლებში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) და KAISER PERMANENTE-ს მიერ ჩატარებული კვლევებიდან, რომელიც ხაზს უსვამდნენ კავშირს ბავშვობის საზიანო გამოცდილებასა და ზრდასრულთა ჯანმრთელობის შედეგებს შორის (Felitti et al., 1998).

         ბავშვობის საზიანო გამოცდილება მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთს მაინც: ფიზიკური, სექსუალური ან ემოციური ძალადობა, ფიზიკური ან ემოციური უგულებელყოფა, დედის მხრიდან ძალადობა, ფსიქიკური დაავადების მქონე ოჯახის წევრის ყოლა, ოჯახის წევრების მხრიდან ნივთიერებების მავნე მოხმარება, მშობლების განქორწინება და  ოჯახის წევრის პატიმრობაში ყოფნა.   დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) და KAISER PERMANENTE-ს მიერ კვლევის ჩატარება მის გამო გადაწყდა, რომ აშშ-ის ჯანდაცვის სისტემაში დაფიქსირდა სექსუალური ძალადობის ისტორიულად რეკორდული გავრცელება იმ პაციენტებში, რომლებიც აკითხავდნენ კლინიკას სიმსუქნის პრობლემის მოსაგვარებლად. სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომ შეემუშავებინათ კითხვარი, რომლებსაც პაციენტებს ავსებინებდნენ  და იკვლევდნენ, განიცდიდნენ თუ არა ბავშვობაში ძალადობას, უგულებელყოფას ან ცხოვრებისეულ გამოწვევებს. გამოვლინდა, რომ რესპონდენტთა 12,5% ჰქონდა გადატანილი 4 და მეტი სახის საზიანო გამოცდილება, ხოლო 64% -ს მინიმუმ 1 საზიანო გამოცდილება მაინც. (Bloullier & Blair 2018).

         1990-იან წლებში ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა მნიშვნელოვანი კავშირი ბავშვობის საზიანო გამოცდილების რაოდენობას, და მრავალფეროვან ნეგატიურ შედეგებს შორის ზრდასრულ ასაკში. მათ შორისაა ცუდი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ნივთიერების მოხმარების და სარისკო ქცევების გაზრდილი რისკი. რაც მეტია საზიანო გამოცდილების რაოდენობა ბავშვობის ასაკში, მით მეტია ამ შედეგების რისკი. ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში მყოფი ბავშვები განიცდიან მინიმუმ ერთ საზიანო გამოცდილებას მაინც. ხოლო ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგად პოპულაციასთან შედარებით, ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში მყოფ ბავშვებს გაცილებით მაღალი რისკი აქვთ, განიცადონ სულ მცირე ოთხი საზიანო გამოცდილება. ბავშვობის ამგვარი არასასურველი გამოცდილების მქონე პირებში მომატებულია კრიმინალური ქცევების გამოვლენის რისკი, როგორც მოზარდობის, ასევე ზრდასრულ წლებში. კანონთან კონფლიქტის არმქონე ადამიანებთან შედარებით, მსჯავრდადებულ კრიმინალებს ოთხჯერ უფრო მეტი საზიანო გამოცდილება აქვთ განცდილი (Reavis et al., 2013).

        ბავშვობის არასასურველმა გამოცდილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს განვითარებად თავის ტვინზე, იმუნურ და ენდოკრინულ სისტემებზე, მათ გარემოში სტრესის მაღალი დონის გამო. ასეთი გამოცდილების მქონე ბავშვებს, უფრო მეტად უვითარდებათ ჯანმრთელობისთვის საზიანო ქცევები, როგორებიცაა მოწევა, ალკოჰოლის მიღება, ანტისოციალური ქცევა. ბევრი დაავადების რისკი აწეულია, მათ შორისაა კიბო, გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლისა და ფილტვების დაავადებები. კვლევებიც გვიდასტურებენ, რომ ერთი საზიანო გამოცდილებაც კი აორმაგებს ინდივიდის ჯანმრთელობის გაუარესების რისკს, ხოლო ოთხი ან მეტი საზიანო გამოცდილების მქონე ბავშვებს აღენიშნებათ თითქმის 3-ჯერ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ვიდრე მათ, ვისაც ასეთი გამოცდილება არ ჰქონიათ (Bloullier & Blair 2018). როგორც უკვე ვახსენეთ, ბავშვობის არასასურველ გამოცდილებას შეუძლია გავლენა მოახდინოს განვითარებად ტვინზე, რამაც გამოიწვიოს თავის ტვინის გარკვეული უბნების სტრუქტურისა და ფუნქციების ცვლილება, როგორიცაა ამიგდალა და ჰიპოკამპუსი. ამ ცვლილებებმა კი შეიძლება ხელი შეუწყოს ემოციური რეგულირების სირთულეებს და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისადმი უფრო დაუცველი გახადოს ადამიანი. პირებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ ბავშვობის საზიანო გამოცდილება, აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების განვითარების მაღალი რისკი, მათ შორის დეპრესია, შფოთვა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ნივთიერებების ბოროტად გამოყენება ( Lee &et. Al. , 2020).

           კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვობის საზიანო გამოცდილებების გავლენა შეიძლება იყოს გრძელვადიანი და ხშირად გამოვლინდება მოზრდილობაში ფსიქიკური კეთილდღეობის სირთულეებით (Anda et al., 2006). ბავშვობის საზიანო გამოცდილების სიხშირე მნიშვნელოვნად ზრდის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, მათ შორის დეპრესიის, შფოთვის, პოსტ ტრავმატული სტრესული დარღვევის (PTSD) და სუიციდის რისკს (Chapman et al., 2004). ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვობის საზიანო გამოცდილებების გავლენა შეიძლება იყოს მრავალმხრივი და ინტენსიური. მაგალითად, მერიკმა და კოლეგებმა (2017) აჩვენეს, რომ ბავშვობის საზიანო გამოცდილებების მქონე პირები უფრო მეტად ექვემდებარებიან ქრონიკული დაავადებების, ფსიქიკური დარღვევების და ეკონომიკური პრობლემების რისკს. ასევე, ჰიუზისა და კოლეგების (2017) კვლევაში ხაზგასმულია, რომ ბავშვობის საზიანო გამოცდილების გავლენა შეიძლება გამოიხატოს არა მხოლოდ ინდივიდუალური ჯანმრთელობის პრობლემებით, არამედ სოციალური და ეკონომიკური კონტექსტებითაც, რომლებიც ხელს უწყობს გაუფასურებულ ცხოვრებასა და ურთიერთობებს.

 

ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა

         ფსიქიკური ჯანმრთელობა არის კეთილდღეობის მდგომარეობა, რომელშიც თითოეული ინდივიდი აცნობიერებს საკუთარ პოტენციალს, შეუძლია გაუმკლავდეს ცხოვრების ნორმალურ სტრესს, იმუშაოს ნაყოფიერად და წვლილი შეიტანოს საზოგადოებაში. ფსიქიკური ჯანმრთელობა მოიცავს ემოციურ მდგრადობას, კოგნიტიურ მოქნილობას, თვითშეგნებას და გამოწვევებთან გამკლავების უნარს (World Health organization, 2014). ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნას არ აქვს ერთი განსაზღვრული მნიშვნელობა. ჩვენ შეიძლება ეს ტერმინი გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც გვინდა აღვწეროთ, თუ როგორ ვგრძნობთ თავს, რამდენად კარგად ვუმკლავდებით ყოველდღიურ ცხოვრებას ან რა არის შესაძლებელი ამ მომენტში. კარგი მენტალური კეთილდღეობა არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ბედნიერია პიროვნება, ან არ განიცდის რაიმეს,  ასევე არ ნიშნავს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს. შესაძლოა ინდივიდმა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით იცხოვროს, მაგრამ ჰქონდეს ფსიქოლოგიური კეთილდღეობა. ან შეიძლება არ ჰქონდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, მაგრამ კეთილდღეობის მდგომარეობაში მაინც არ იყოს. ფსიქიკური კეთილდღეობის ნაკლებობამ შეიძლება გაართულოს ყოველდღიურობა.

         ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის რიფის თეორიული მოდელი იძლევა მრავალგანზომილებიან ჩარჩოს ფსიქიკური კეთილდღეობის გასაგებად. რიფის მოდელი მოიცავს ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის 6 განსხვავებულ განზომილებას, რომელიც ერთობლივად წარმოადგენს ინდივიდის ფსიქოლოგიური ფუნქციონირების სხვადასხვა ასპექტს: ავტონომია გულისხმობს დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთებას, თვითრეგულირების და პირადი მიზნების მიღწევის შესაძლებლობას. ავტონომიის მაღალი დონის მქონე ინდივიდებს აქვთ თვითგამორკვევის გრძნობა და საკუთარი ცხოვრების ჩამოყალიბების უნარი, თავიანთი ღირებულებების მიხედვით.   გარემოს მართვის კომპეტენციის ფლობა გულისხმობს ინდივიდის უნარს ეფექტურად მართოს თავისი გარემო, გაუმკლავდეს ყოველდღიურ გამოწვევებს და მიაღწიოს საკუთარი ცხოვრებისეულ გარემოებებზე კონტროლის გრძნობას. ეს მოიცავს ადაპტირებას, პრობლემების გადაჭრის უნარს და გარემოს დაუფლების გრძნობას. პიროვნული ზრდა გულისხმობს საკუთარი თავის მუდმივ განვითარებასა და გაუმჯობესებას, პიროვნულ განვითარებასა და ახალი გამოცდილების ძიებას. პიროვნული ზრდის მაღალი დონის მქონე პირები ღიაა ცვლილებებისა და საკუთარი თავის აღმოჩენისთვის.  პოზიტიური ურთიერთობა სხვებთან მოიცავს საკუთარი თავის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების მიღებას და თვითშეფასების გრძნობის შენარჩუნებას. მაღალი თვითშეფასების მქონე პირები კომფორტულად გრძნობენ თავს და აქვთ პოზიტიური თვითშეფასება. ცხოვრების მიზანი გულისხმობს მიზნების მკაფიო განცდას, და იმის განცდას, რომ ცხოვრებას აქვს აზრი და მნიშვნელობა. მიზანდასახულობის ძლიერი გრძნობის მქონე პირები მოტივირებულნი და ჩართულნი არიან საქმიანობებში, რომლებიც შეესაბამება მათ ღირებულებებს.   საკუთარი თავის მიღება გულისხმობს საკუთარი თავის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ქონას, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების მიღებას და თვითღირებულების გრძნობის შენარჩუნებას. მაღალი თვითშეფასების მქონე პირები კომფორტულად გრძნობენ საკუთარ თავს და აქვთ პოზიტიური თვითშეფასება (Ryff, 2014).  რიფის მოდელი ხაზს უსვამს, რომ ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა არ არის ცალკეული კონცეფცია, არამედ ურთიერთდაკავშირებული განზომილებების ერთობლიობაა; ექვსივე განზომილებაში კეთილდღეობის მაღალი დონის მქონე ინდივიდები, სავარაუდოდ, განიცდიან ფსიქიკური კეთილდღეობის უფრო ყოვლისმომცველ გრძნობას. ინგლისელ მოზრდილებთან ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა ძლიერი კუმულაციური კავშირი ბავშვობის საზიანო გამოცდილებასა და ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნას შორის. რაც უფრო მეტმა მონაწილემ განაცხადა, რომ ბავშვობაში განიცდიდა რაიმე ტიპის უარყოფით გამოცდილებას, მით უფრო მაღალი იყო ალბათობა იმისა, რომ ჰქონოდა დაბალი ქულები ფსიქოლოგიური კარგად ყოფნისა და ცხოვრებით კმაყოფილების ტესტებში.

      ის პირები რომლებიც ასახელებენ რომ აქვთ უფრო მეტი ბავშვობის საზიანო გამოცდილება, იშვიათად (ბოლო ორი კვირის განმავლობაში) აფიქსირებენ რომ გრძნობენ თავს ოპტიმისტურად, სასარგებლოდ, მოდუნებულად ან სხვებთან ახლოს, კარგად უმკლავდებიან პრობლემებს, ნათლად აზროვნებენ და შეუძლიათ საკუთარი აზრის დაფიქსირება (Hughes et al., 2016). ფსიქიკური კეთილდღეობა და გამძლეობა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მჭიდროდ დაკავშირებული ასპექტებია. მედეგობის ჩამოყალიბებამ შეიძლება გააძლიეროს ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა, ხოლო ფსიქიკური კეთილდღეობის ხელშეწყობა ხელს უწყობს ინდივიდის საერთო გამძლეობას ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე. გარდა ამისა, კვლევები მიუთითებენ, რომ ბავშვობის საზიანო გამოცდილებები არა მხოლოდ პირდაპირ მოქმედებენ ფსიქიკურ კეთილდღეობაზე, არამედ შესაძლებელია მედიატორების, როგორიცაა სოციალური მხარდაჭერა და თვითეფექტურობა, საშუალებით გავლენა იქონიონ მენტალურ ჯანმრთელობაზე (Rutter, 1987).

ფსიქოლოგიური მედეგობა

       ადამიანები, თავიანთი ცხოვრების განმავლობაში აწყდებიან სხვადასხვა სირთულეებს და გამოწვევებს. ბონანო და მანჩინიმ (2008) აღნიშნეს, რომ ადამიანების უმეტესობა განიცდის მინიმუმ ერთ პოტენციურად ტრავმულ მოვლენას სიცოცხლის განმავლობაში. ტერმინი „პოტენციურად“ მნიშვნელოვანია, რადგან მოვლენა ტრავმული იქნება თუ არა ინდივიდისთვის გადაწყვეტს ის, თუ როგორი რეაგირება ექნება ადამიანს მოვლენაზე. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი გადატვირთულია ყოველდღიური უსიამოვნებით (DeLongis, Coyne, Dakof, Folkman, & Lazarus, 1982, ციტირებულია Fletcher & Sarkar, 2013)  მაშინ, როცა სხვები დადებითად რეაგირებენ გამოწვევებისგან მიღებულ გამოცდილებაზე.  სიტყვა მედეგობა წარმოიშვა ლათინური ზმნიდან resilire, რომელიც ითარგმნება „უკან გადახტომად“ , ხოლო ოქსფორდის ინგლისურ ლექსიკონში განმარტებულია, როგორც „უნარი გაუძლოს ან სწრაფად გამოჯანმრთელდეს რთული მდგომარეობებიდან“ (Soanes &Stevenson, 2006, გვ 1498, ციტირებულია Fletcher & Sarkar, 2013).  ფსიქოლოგიური მედეგობა არის ინდივიდის უნარი შეინარჩუნოს ჯანსაღი და მოწესრიგებული განვითარება სხვადასხვა არახელსაყრელი ფაქტორების ფონზე (Tusaie, Dyer 2004).

           ფსიქოლოგიური მედეგობა გულისხმობს ინდივიდის უნარს, ადაპტირდეს და თავი დააღწიოს უბედურებას, ტრავმას, სტრესს ან ცხოვრების მნიშვნელოვან გამოწვევებს. ის გულისხმობს მენტალური კარგად ყოფნის შენარჩუნების და სირთულეების ეფექტურად გამკლავების უნარებს. მედეგობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არ განიცდის უბედურებას ან გასაჭირს, არამედ იმას, რომ მას შეუძლია გამოწვევების გადალახვა, მათგან სწავლა და გაძლიერება.

         ბავშვობის გამოცდილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური მედეგობის განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე, ინდივიდის სტრესმედეგობის გამომუშავებაზე, მთელი ცხოვრების მანძილზე (Matos et, al. 2023).  ბავშვობის საზიანო გამოცდილებას, როგორიცაა ძალადობა ან უგულებელყოფა, შეუძლია ხელი შეუშალოს მდგრადობის განვითარებას. ხოლო, ბავშვობის პოზიტიურმა გამოცდილებამ, როგორიცაა სტაბილური რუტინა შეიძლება ხელი შეუწყოს ზრდასრულ ასაკში ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაძლიერებას.  პორტუგალიაში ჩატარებულმა კვლევამ (Matos et al., 2023) აჩვენა, რომ ბავშვობის საზიანო გამოცდილება იწვევს კუმულაციურ პრობლემებს ინდივიდის ცხოვრებაში, რამაც შეიძლება ბარიერები შექმნას გარემოდან მხარდაჭერის მიღებაში, რაც ხელს უშლის მედეგობის განვითარებას. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სულ მცირე ექვსი ტიპის ბავშვობის პოზიტიური გამოცდილების არსებობამ შეიძლება შეასუსტოს ბავშვობის საზიანო გამოცდილების ეფექტი, რაც უკავშირდება უკეთეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მედეგობის განვითარებას, ადეკვატური რეაგირების გზით უბედურებაზე.

 

თვითეფექტურობა

      თვითეფექტურობის თეორია, რომელიც ფსიქოლოგმა ალბერტ ბანდურამ შეიმუშავა, სოციალური-კოგნიტიური თეორიის ძირითადი კომპონენტია (Bandura 1997). ეს თეორია ტრიალებს თვითეფექტურობის კონცეფციის გარშემო, რაც გულისხმობს ინდივიდის რწმენას, საკუთარი შესაძლებლობების მობილიზებისა და რეალიზების შესახებ, რომლებიც აუცილებელია სხვადასხვა სიტუაციებში კონკრეტული მიზნების მისაღწევად. ბანდურა (1977) თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ თვითეფექტურობა არის რწმენა საკუთარ უნარებში, რომლითაც ადამიანი აღწევს სასურველ შედეგებს სხვადასხვა სიტუაციაში. ეს რწმენა მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის უზრუნველყოფისთვის. კვლევები აჩვენებს, რომ თვითეფექტურობის მაღალი დონე ეხმარება ადამიანებს ეფექტურად გაუმკლავდნენ სტრესს და ცხოვრებისეულ გამოწვევებს (Benight & Bandura, 2004). დადასტურებულია, რომ თვითეფექტურობა ძლიერ გავლენას ახდენს ინდივიდის მოტივაციაზე, მიღწევებსა და თვითრეგულირებაზე (Bandura, 1997; Multon, Brown, &Lent, 1991, Pajares, 1997; Stajkovic & Luthans, 1998, ციტირებულია, Wentzel &Wigfield 2009).  იმ მოსწავლეებთან შედარებით, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ სწავლის და მუშაობის შესაძლებლობებში, მაღალი თვითეფექტურობის მქონე მოსწავლეები უფრო აქტიურები და შრომისმოყვარეები არიან, უფრო დიდხანს მუშაობენ, გამოხატავენ მეტ ინტერესს სწავლისა და წარმატების მიღწევის მიმართ (Wentzel &Wigfield 2009).

     ზოგადი თვითეფექტურობა, რომელიც გულისხმობს ადამიანის რწმენას საკუთარ შესაძლებლობებში, მართლაც მნიშვნელოვანი კონსტრუქტია. კვლევები ადასტურებს, რომ თვითეფექტურობა გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ემოციურ მდგრადობასა და სტრესის მართვაზე. ერთ-ერთი კვლევა მიუთითებს, რომ მაღალი თვითეფექტურობის მქონე პირები ნაკლებად არიან მიდრეკილნი თვითმკვლელობისკენ, რადგან ისინი უფრო წარმატებით ახერხებენ სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებას და ემოციური რეგულაციის უნარების გაუმჯობესებას (Kleiman & Liu, 2013). პომპილიმ და სხვ. (2010) გამოიკვლია იმპულსურობის, აგრესიისა და თვითეფექტურობის კავშირი სუიციდისგან დამცავ ფაქტორებთან. შედეგებმა აჩვენა, რომ ზოგადი თვითეფექტურობის გაზრდა შეიძლება სასარგებლო იყოს სამიზნე ინტერვენციებისთვის, რომლებიც მიმართულია სუიციდის პრევენციისკენ, ემოციური კონტროლის პრობლემების მქონე პირებში (Berent et, al. 2017).

      ცნობილია, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულების მქონე პაციენტებს უვითარდებათ ცუდი სოციალური უნარები, აფიქსირებენ ბავშვობის საზიანო გამოცდილებას და უფრო ხშირად ცდილობენ თვითმკვლელობას, ვიდრე ზოგადი პოპულაცია. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბავშვობის საზიანო გამოცდილებისა და სუიციდის უფრო მაღალ რისკს შორის კავშირის საფუძველი ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ფუნქციური პოლიმორფიზმი, რომელიც ჰიპოკამპის მიდამოში გვხვდება, ზოგადი თვითეფექტურობა  და ბავშვობის საზიანო გამოცდილება გავლენას ახდენს სუიციდის მცდელობის რისკზე ალკოჰოლზე დამოკიდებულებით დაავადებულ პაციენტებში (Berent et, al. 2017). როგორც ბანდურამ (1986) აღნიშნა, პაციენტები რომლებსაც აქვთ ძლიერი თვითეფექტურობა, სავარაუდოდ, მობილიზებას უკეთებენ თავიანთ ძალისხმევას, რათა წარმატებით გაუძლონ ალკოჰოლის დალევის მაღალი რისკის შემცველ სიტუაციებს (Berent et, al. 2017).

      ბავშვობის საზიანო გამოცდილების, ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის, თვითეფექტურობისა და მდგრადობის ურთიერთობა რთული და ურთიერთდაკავშირებულია ერთი და იგივეს ამბობთ. ბავშვობის საზიანო გამოცდილება ეხება სხვადასხვა სტრესულ ან ტრავმულ მოვლენებს, რომლებსაც განიცდიან ბავშვობაში, როგორიცაა ძალადობა, უგულებელყოფა, საყოფაცხოვრებო დისფუნქცია ან ძალადობის ზემოქმედება. ბავშვობის საზიანო გამოცდილება დაკავშირებულია ფსიქიკურ სირთულეებთან, მათ შორის დეპრესიასთან, შფოთვასთან, პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობასთან და ნივთიერებების ბოროტად გამოყენებასთან. ბავშვობის საზიანო გამოცდილებას ასევე შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს თვითეფექტურობაზე. ის ანადგურებს პიროვნების ნდობას და რწმენას საკუთარი შესაძლებლობების მიმართ.

        მედეგობა არის პოზიტიური ადაპტაციის უნარი უბედურების, ტრავმის ან მნიშვნელოვანი სტრესის პირობებში. ბავშვობის საზიანო გამოცდილების მიუხედავად, მედეგობის უფრო მაღალი დონის მქონე პირებს შეუძლიათ გამოავლინონ გამოჯანმრთელების, დაძლევისა და ეფექტურად ადაპტაციის უნარი. ძლიერი თვითეფექტურობის მქონე პირები უფრო მეტად აზროვნებით გადაჭრიან პრობლემებს, აგრძელებენ სირთულეებთან შეჭიდებას და აქტიურად ეძებენ მხარდაჭერას. მედეგობის მაღალი მაჩვენებლის მქონე პირები უკეთესად არიან მომზადებულები იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ ბავშვობის საზიანო გამოცდილების უარყოფით გავლენას ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. მედეგობის ზრდამ შეიძლება იმოქმედოს როგორც დამცავი ფაქტორი, შეამსუბუქოს ბავშვობის საზიანო გამოცდილების გავლენა ფსიქიკური ჯანმრთელობის შედეგებზე.

 

საკვლევი კითხვები და ჰიპოთეზები

 

განხილული ლიტერატურის საფუძველზე ჩემი კვლევის მიზანი და მთავარი საკვლევი კითხვებია:

  1. როგორ წინასწარმეტყველებს ბავშვობის საზიანო გამოცდილება ზრდასრულ ასაკში ფსიქიკურ კარგად ყოფნასა და ფსიქოლოგიურ მედეგობას?

Hა: ბავშვობის საზიანო გამოცდილება უარყოფით კავშირშია და უარყოფითად წინასწარმეტყველებს ფსიქოლოგიურ მედეგობასა და ფსიქიკურ კარგად ყოფნას.

  1. როგორ წინასწარმეტყველებს თვითეფექტურობა ფსიქიკურ კარგად ყოფნასა და ფსიქოლოგიურ მედეგობას?

Hა: ზოგადი თვითეფექტურობა დადებით კავშირშია და წინასწარმეტყველებს ფსიქიკურ მედეგობასა და ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნას.

  1. რა განსხვავებებია ფსიქიკურ კარგად ყოფნასა და თვითეფექტურობის მაჩვენებლებში სამი ან მეტი საზიანო გამოცდილების მქონე ქვეჯგუფის მონაწილეებსა და იმ მონაწილეებს შორის, რომლებსაც არ აქვთ ან ნაკლები საზიანო გამოცდილებები უფიქსირდებათ?

Hა: სამი ან მეტი საზიანო გამოცდილების მქონე მონაწილეების ქვეჯგუფში ფსიქოლოგიური კარგად ყოფნისა და თვითეფექტურობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალი იქნება დანარჩენი ჯგუფების მაჩვენებლებთან შედარებით.

 

მეთოდი

 

   წინამდებარე კვლევაში გამოყენებულ იქნა რაოდენობრივი ტიპის კითხვარი, რომელიც მოიცავს ისეთი ცვლადების შესწავლას, როგორებიცაა ბავშვობის საზიანო გამოცდილება, ფსიქიკური კეთილდღეობა, მედეგობა და თვითეფექტურობა.

 

მონაწილეები

    კვლევაში მონაწილეობა მიიღო 318-მა ადამიანმა, რომელთა ასაკიც მერყეობდა 18-დან 67 წლამდე.  რადგან აღნიშნული კვლევა ითვალისწინებს ბავშვობის დროინდელ გამოცდილებას და 70 წლამდე ასაკის ადამიანები გადიან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს, კვლევა მოგვცემს იმის საშუალებას დავაკვირდეთ თუ როგორ მოქმედებს ბავშვობის გამოცდილება ცხოვრების სხვადასხვა ფაზაზე.

 

პროცედურა

   მოცემულ კვლევაში გამოყენებული იქნა ხელმისაწვდომი შერჩევა. კითხვარები მოცემული იქნა Google Forms-ში, რომელიც გაზიარდა სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram და სხვ.), ასევე გაზიარდა სხვადასხვა ჯგუფებში და გაიგზავნა პერსონალურადაც.

     კითხვარების დაწყებამდე მიცემულ იქნა ინფორმაცია საკვლევი საკითხის და კვლევის მიზნების შესახებ. ასევე ანონიმურობისა და კონფიდენციალურობის შესახებ. მითითებულ იქნა, რომ კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და იქვე მივიღეთ ინფორმირებული თანხმობა. ასევე  მითითებულ იქნა ის დრო, რაც საშუალოდ დასჭირდებოდა კითხვარის შევსებას. დაახლოებით 10-15 წუთი. იყო რამდენიმე შეკითხვა დემოგრაფიული მონაცემების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. თითოეული კითხვარის დაწყებამდე, მოცემულ იქნა მისი შევსებისთვის საჭირო შესაბამისი ინსტრუქცია. შემდგომ კი, კვლევის მონაწილეებს მიეწოდათ ბავშვობის საზიანო გამოცდილების, ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის, ფსიქოლოგიური მედეგობისა და თვითეფექტურობის საკვლევი კითხვარები.

 

ინსტრუმენტები

     ბავშვობის საზიანო გამოცდილების კითხვარი (Adverse Childhood Experiences (ACEs) Questionnaire) – შედგება 10 შეკითხვისგან და აქვს „დიახ“ და „არა“ პასუხები. ამ კითხვარის საშუალებით ვიკვლევთ 18 წლამდე საზიანო გამოცდილებას. კითხვების მაგალითებია: „დაგიკარგავს ბიოლოგიური მშობელი განქორწინების, მიტოვების ან სხვა მიზეზის გამო?“, „მშობელი ან სხვა ზრდასრული ადამიანი ოჯახში, ხშირად ან ძალიან ხშირად.. გაგინებდა, შეურაცხყოფას გაყენებდა, ან გამცირებდა? ან  ისე გექცეოდა, რომ გეშინოდა ფიზიკური ზიანი არ მოეყენებინა?“

        ფსიქოლოგიური მედეგობის საკვლევი სკალის მოკლე ვერსია (Brief Resilience Scale) (Smith et al., 2008). მოცემულია 6 დებულება პასუხებით ლიკერტის 5-ქულიან სკალაზე, „საერთოდ არ ვეთანხმებიდან-სრულიად ვეთანხმებამდე“. 1- შეესაბამება „საერთოდ არ ვეთანხმები“, 2- არ ვეთანხმები, 3-მიჭირს პასუხის გაცემა;4-ვეთანხმები, 5- სრულიად ვეთანხმები.  ეს კითხვარი აფასებს ინდივიდის უნარს გაუმკლავდეს და გადალახოს სტრესული და საზიანო სიტუაციები. მედეგობის კითხვარში გამოყენებულია რევერსირებული კითხვები, რომლებიც განსხვავებულადაა ფორმულირებული.  „მიჭირს სტრესულ მოვლენებთან გამკლავება“, „დიდი დრო არ მჭირდება სტრესული მოვლენის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად“.

         ზოგადი თვითეფექტურობის სკალა (Generalized Self-Efficacy scale) (Schwarzer & Jerusalem, 1995) ქართულად თარგმნა ია შეყრილაძემ (2024).წარმოდგენილია 10 დებულება, სადაც პასუხები ლიკერტის 4-ქულიან სკალაზეა წარმოდგენილი. „არ არის სიმართლე’, „შესაძლოა სიმართლეა“, „ნაწილობრივ ასეა“, „სრული სიმართლეა“. ზომავს ინდივიდის თვითეფექტურობის ზოგად განცდას, რაც არის რწმენა, რომ ადამიანს შეუძლია გაუმკლავდეს სხვადასხვა რთულ სიტუაციებს ცხოვრებაში. დებულებების მაგალითებია: „ყოველთვის შემიძლია რთული პრობლემების მოგვარება, თუ საკმარისად გავირჯები“; „„სირთულეებთან შეჯახებისას შემიძლია სიმშვიდე შევინარჩუნო, რადგან ვენდობი საკუთარ შესაძლებლობებს“.

        ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის სკალა  (Warwich-edinbhurgh Mental Well-being Scale ) (WeMWBS) ., NHS Health Scotland, University of Warnick an University of Edinburgh,2006)- ქართულად თარგმნა ია შეყრილაძემ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020). ეს არის 14 დებულებიანი კითხვარი, სადაც პასუხები ლიკერტის 5 ქულიან სკალაზეა წარმოდგენილი. 1- არასდროს, 2-იშვიათად, 3-ხანდახან, 4-ხშირად, 5-ყოველთვის. ინდივიდი აფასებს თვითაღქმულ ფუნქციონირებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ოპტიმიზმი, მნიშვნელობა, თვითშეფასება, ურთიერთობები და მიზანი. დებულებების მაგალითებია: „მომავლის მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, „ვგრძნობ, რომ სასარგებლო შემიძლია ვიყო ვინმესთვის/რამისთვის“.

მონაცემების დამუშავება

        არსებული მონაცემები დამუშავდა სტატისტიკური  პროგრამის SPSS-ის საშუალებით. კერძოდ ჰიპოთეზების შესამოწმებლად გამოვიყენე კორელაციური და რეგრესიული  მოდელები, სადაც შევიტანე პრედიქტორი (ბავშვობის საზიანო გამოცდილება და თვითეფექტურობა) და შედეგის ცვლადები (მედეგობა და ფსიქიკური კარგად ყოფნა). ასევე გამოვიყენე დისპერსიული ანალიზი, რათა დამედგინა არსებობდა თუ არა  მნიშვნელოვანი განსხვავებები ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნასა და ფსიქოლოგიური მედეგობის მაჩვენებლებში, იმ ადამიანების ჯგუფებს შორის, რომლებსაც აღენიშნებოდათ არც ერთი, 1 ან 2, და 3 ან მეტი ბავშვობის საზიანო გამოცდილება.

 

მონაცემთა ანალიზი

მონაცემები დამუშავდა სტატისტიკური პროგრამა IBM SPSS Statistics 23-ის გამოყენებით. მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების შემდეგ განისაზღვრა აღწერითი სტატისტიკის მაჩვენებლები და მოხდა ცვლადებს შორის კორელაციური კავშირის დადგენა  პირსონის კორელაციის კოეფიციენტით. პირველი და მეორე ჰიპოთეზების შესამოწმებლად, რომელიც გულისხმობს ფსიქოლოგიურ მედეგობისა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განხილვას, როგორც ბავშვობის საზიანო გამოცდილების გამოვლენის უკუპრედიქტორად და თვითეფექტურობის განხილვას, ფსიქოლოგიური მედეგობისა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის გამოვლენის პრედიქტორად,  გამოყენებული იქნა მონაცემთა რეგრესიული ანალიზი. ჯგუფთაშორისი შედარება განხორციელდა დისპერსიული ანალიზით. სტატისტიკური მნიშვნელობის დასადგენად განისაზღვრა 0,05 ალბათობის დონე.

 

შედეგები

 

აღწერითი სტატისტიკა

      სტატისტიკურად დამუშავების პირველ ეტაპზე მოხდა თითოეული ცვლადის ქულების ინდივიდუალური დაჯამება. შემდგომ მოხდა ცვლადების მიხედვით საშუალოებისა და სტანდარტული გადახრის გამოთვლა.  დადგინდა ცვლადებს შორის კორელაცია და შემდგომ გაკეთდა რეგრესიული ანალიზი.

          კვლევის მონაწილეთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 318 რესპონდენტი, რომელთაგან 93,1% (296)  იყო ქალი, 6,3% (20) კაცი და 0,6% (2) სხვა.   რესპონდენტთა მინიმალური ასაკი იყო 18 წელი, მაქსიმალური – 67. 27 წლის იყო მონაწილეთა უმრავლესობა 5% (16).  აქედან 30,2% (96) რესპონდენტს არ უფიქსირდება ბავშვობის საზიანო გამოცდილება,   38,4 % (122) აღნიშნავს 1-2 საზიანო გამოცდილებას, ხოლო   3 და მეტი საზიანო გამოცდილებას ადასტურებს რესპონდენტთა  31,4% (100) .

      მონაცემებმა  აჩვენა, რომ მონაწილეებში ზოგადი თვითეფექტურობის მაქსიმალური მაჩვენებელი- 40ია, თუმცა M=31,03, ხოლო SD=6,013 რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, შესაბამისად ეს მიგვანიშნებს, რომ მონაცემები გაფანტულია. მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხულთა 25%-მა მიიღო 27.75 ქულაზე დაბალი მაჩვენებელი, 50%-მა 32 ქულაზე ნაკლები და 75%-მა 35 ქულაზე ნაკლები. შესაბამისად გამოგვაქვს დასკვნა, რომ გამოკითხულთა უმეტეს ნაწილს არ უფიქსირდება ზოგადი თვითეფექტურობის მაღალი მაჩვენებელი. მონაცემების მიხედვით მედეგობის განსასაზღვრი დონის მაქსიმალური ქულა 30-ია M=22.342, ხოლო SD=2.629 შესაბამისად, ეს მიგვანიშნებს, რომ მონაცემები არ არის მნიშვნელოვნად გაფანტული, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონაცემები ცალსახად მაღალია. გამოკითხულთა მხოლოდ 25%-ს უფიქსირდება 21 ქულაზე ნაკლები ქულა. რაც შეეხება ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განსასაზღვრი დონის მაქსიმალური ქულა 70-ია, M=51.088, ხოლო SD=9.449. ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონაცემები გაფანტულია, შესაბამისად არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონაცემები ცალსახად ძალიან მაღალი ან დაბალია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ გამოკითხულთა 25%-მა მიიღო 45 ქულაზე დაბალი მაჩვენებელი. (იხ. ცხრილი1 ) .

ცხრილი 1: ცვლადების აღწერითი სტატისტიკა

 

,

 

ბავშობის საზიანო გამოცდილება ზოგადი თვითეფექტურობა ფსიქოლოგიური მედეგობა ფსიქიკური კარგად ყოფნა
M 2.07 31.03 22.34 51.08
SD 2.22 6.01 2.62 9.44
Min. 0 14 15 24
Max. 9 40 30 70

 

ჰიპოთეზების შემოწმება

ჰიპოთეზა 1: ბავშვობის საზიანო გამოცდილება უარყოფით კავშირშია და უარყოფითად წინასწარმეტყველებს ფსიქოლოგიურ მედეგობასა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნას.

ჰიპოთეზა 2: ზოგადი თვითეფექტურობა დადებით კავშირშია და წინასწარმეტყველებს ფსიქოლოგიურ მედეგობასა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნას.

ჰიპოთეზა 3: 3 ან მეტი საზიანო გამოცდილების მქონე მონაწილეების ქვეჯგუფში ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის და თვითეფექტურობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია დანარჩენი ჯგუფების მაჩვენებლებთან შედარებით.

 

კორელაციური ანალიზი

                  კვლევის კორელაციური ჰიპოთეზის შესამოწმებლად გაიზომა კორელაცია ბავშვობის საზიანო გამოცდილებას, ზოგადი თვითეფექტურობის, მედეგობისა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის დონეებს შორის. პირსონის r  კორელაციის კოეფიციენტის მეშვეობით დადგინდა, რომ სუსტი უარყოფითი კორელაციაა ბავშვობის საზიანო გამოცდილების ქულასა და ზოგადი თვითეფექტურობის ქულის მაჩვენებელს შორის (r = -.232, p< .01); სუსტი უარყოფითი კორელაციაა მედეგობის ქულასა და ბავშვობის საზიანო გამოცდილების ქულას შორის (r = -.171, p< .05); და ზომიერი სიძლიერის უარყოფითი კორელაციაა ფსიქიკური კარგად ყოფნის ქულასა და ბავშვობის საზიანო გამოცდილების ქულას შორი (r = -.317, p< .01); ზომიერი სიძლიერის დადებითი კორელაცია დაფიქსირდა მედეგობის ქულასა და ფსიქიკური კარგად ყოფნის ქულას შორის (r = .306, p< .01); და ზოგადი თვითეფექტურობის ქულის მაჩვენებელს შორის (r = 0,323, p< .01); ძლიერი დადებითი კორელაცია დაფიქსირდა ფსიქიკური კარგად ყოფნის ქულასა და ზოგადი თვითეფექტურობის ქულის მაჩვენებელს შორის (r = .648, p< .01); ეს კორელაციები აჩვენებს, რომ მედეგობის მაღალი ქულები ასოცირდება ზოგადი თვითეფექტურობის მაღალ ქულებთან და ბავშვობის საზიანო გამოცდილების დაბალ ქულებთან. ასევე, ბავშვობის საზიანო გამოცდილების სიხშირე კავშირშია ზოგადი თვითეფექტურობის უფრო დაბალ ქულებთან. (იხ.ცხრილი 2)

ცხრილი 2 კორელაცია ცვლადებს შორის

n M SD 1 2 3 4
1. ბავშვობის საზიანო გამოცდილება 318 2,07 2,22
2. ფსიქოლოგიური მედეგობა 318 22,34 2.62 -,171**
3. ფსიქიკური კარგად ყოფნა 318 51,08 9,44 -,317** ,306**
4. ზოგადი თვითეფექტურობა 318 31,0 6,01 -,232** -,232** ,648**

*p < .05,  **p < 01;  ***p < .001.

რეგრესიული ანალიზი

 

     იმისათვის, რომ შემოწმებულიყო პირველი და მეორე ჰიპოთეზა და დადგენილიყო, თუ როგორ წინასწარმეტყველებს ბავშვობის საზიანო გამოცდილება და ზოგადი თვითეფექტურობა ფსიქოლოგიურ მედეგობასა და ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნას, ჩატარდა რეგრესიული ანალიზი.

      რეგრესიული დამუშავების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბავშვობის საზიანო გამოცდილებისა და ზოგად თვითეფექტურობის შემთხვევაში, ზოგადი თვითეფექტურობა ხსნის მედეგობის ქულების ცვლილებათა 11%-ს. რეგრესიის მოდელი სტატისტიკურად მნიშვნელოვანია (p<.001). (იხ. ცხრილი 3).

 

ცხრილი 3 ფსიქოლოგიური მედეგობის გამოვლენის პრედიქტორები

ფსიქოლოგიური მედეგობა 95% CI
β Β t LB UB p
ბავშვობის საზიანო გამოცდილება -0,101 -,119 -1.853 -0,246 0.007 0.065
ზოგადი თვითეფექტურობა 0,300 0,131 5,496 0,084 0.178 0.001**
0,338 (0,114)

     შენიშვნა: B=არასტანდარტიზებული ბეტა; β=სტანდარტიზებული ბეტა, R²=დეტერმინაციის კოეფიციენტი; <.01; 95% CI= B-ს ნდობის ინტერვალი; LB= ქვედა ზღვარი; UB=ზედა ზღვარი; ფრჩხილებში მოცემულია შესწორებული (adjusted) R².

        ზოგად თვითეფექტურობას აქვს ყველაზე მაღალი პრედიქტორული ღირებულება (B = .0,300, p = .001), ბავშვობის საზიანო გამოცდილება არ აღმოჩნდა სანდო  პრედიქტორად მედეგობასთან მიმართებით  (B = -.101, p = .065) აქედან გამომდინარე, ეს მონაცემი არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. ცვლადებს შორის მულტიკოლინეარობა არ აღინიშნა. (იხ. ცხრილი 2).

      შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვობის საზიანო გამოცდილება და ზოგადი თვითეფექტურობა ხსნის ფსიქიკური კარგად ყოფნის ქულების ცვლილებათა 44%-ს. რეგრესიის მოდელი სტატისტიკურად მნიშვნელოვანია (P <0.001)

         ზოგად თვითეფექტურობას აქვს ყველაზე მაღალი პრედიქტორული ღირებულება და და დადებითად წინასწარმეტყველებს ფსიქიკურ კარგად ყოფნას (B = .607, p = .001) , ხოლო ბავშვობის საზიანო გამოცდილება უარყოფითად წინასწარმეტყველებს ფსიქიკურ კარგად ყოფნას.  (B = -.176, p = .001) აქედან გამომდინარე, ეს მონაცემები სტატისტიკურად მნიშვნელოვანია. ცვლადებს შორის არ აღინიშნა მულტიკოლინეარობა. (იხ. ცხრილი 4).

ცხრილი 4 ფსიქიკური კარგად ყოფნის გამოვლენის პრედიქტორები

ფსიქიკური კარგად ყოფნა 95% CI
β Β t LB UB p
ბავშვობის საზიანო გამოცდილება -,176 -,745 -4,083 -1,103 -0,386 0.001**
ზოგადი თვითეფექტურობა 0,607 0,954 14,120 0,821 1,087 0.001**
0,670 (0,449)

შენიშვნა: B=არასტანდარტიზირებული ბეტა; β=სტანდარტიზირებული ბეტა, R²=დეტერმინაციის კოეფიციენტი; <.01; 95% CI= B-ს ნდობის ინტერვალი; LB= ქვედა ზღვარი; UB=ზედა ზღვარი; ფრჩხილებში მოცემულია შესწორებული (adjusted) R².

 

დისპერსიული ანალიზი (ანოვა)

 

         ბავშვობის საზიანო გამოცდილების ქულებში მიღებული შედეგების გათვალისწინებით გამოვყავი 3 ჯგუფი: 1-ბავშვობის საზიანო გამოცდილების არქონა, 2- ერთი ან ორი ბავშვობის საზიანო გამოცდილება და 3- სამი ან მეტი ბავშვობის საზიანო გამოცდილება, და ამ დაყოფის მიხედვით ერთმანეთს შევადარე ქვეჯგუფთა ზოგადი თვითეფექტურობის, ფსიქოლოგიური მედეგობისა და ფსიქიკური კარგად ყოფნის საშუალო ქულები დისპერსიული ანალიზის საშუალებით.

          ბავშვობის საზიანო გამოცდილების არმქონე მონაწილეთა რიცხვი შეადგენდა 96-ს, და მათი ზოგადი თვითეფექტურობის საშუალო მაჩვენებელი იყო M=32,75, SD -4,99; მედეგობის საშუალო ქულა უდრიდა M=22,98, SD-2,84, ხოლო ფსიქიკური კარგად ყოფნის საშუალო ქულა შეადგენდა M=54,34, SD-8,02 . ერთი ან ორი საზიანო გამოცდილების მქონე პირების რაოდენობა აღწევდა 122-ს და მათი ზოგადი თვითეფექტურობის საშუალო მაჩვენებელი იყო M=31,43. SD-5.06, მედეგობის საშუალო  – M=22,32, SD-2,60, ხოლო ფსიქიკური კარგად ყოფნის საშუალო – M=51,91, SD-8,10.  სამი ან მეტი  ბავშვობის საზიანო გამოცდილების მქონე მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 100-ს, მათი ზოგადი თვითეფექტურობის საშუალო მაჩვენებელი აღწევდა M=28,89, SD 7.26, მედეგობის საშუალო ქულა – M=21,74, SD-2,30, ხოლო ფსიქიკური კარგად ყოფნის საშუალო ქულა შეადგენდა M=46,95, SD-9,44. (იხ.ცხრილი 5).

         ჩვენს მიერ განხილული ფაქტორებიდან გამომდინარე ჯგუფთა შორის ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი განსხვავება დაფიქსირდა მედეგობის ქულასთან მიმართებით F =5.69. ყველაზე მეტად სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება გვიჩვენა ფსიქიკური კარგად ყოფნის ცვლადმა სადაც F =17,386, ხოლო ზოგადი თვითეფექტურობის მაჩვენებელი F =11,21 არც თუ ისე მაღალი სტატისტიკური მნიშვნელობის განსხვავებას გვაძლევს. Post hot Test-ის საშუალებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები მივიღეთ, ზოგადი თვითეფექტურობის ჯამური ქულა  3,86 -ით ნაკლებია იმ რესპონდენტებთან, რომლებსაც აღენიშნებათ 3 და მეტი ბავშვობის საზიანო გამოცდილების ქულა, ვიდრე მათ ვისაც არ აქვთ ბავშვობის საზიანო გამოცდილება (Sig <0.001). სტატისტიკურად სანდო, მაგრამ არც თუ ისე დიდი სხვაობა დაფიქსირდა, მედეგობის ჯამური ქულა 1,24 -ით ნაკლებია იმ რესპონდენტებთან  რომლებსაც სამი ან  მეტი ქულა აქვთ ბავშვობის საზიანო გამოცდილების, ვიდრე მათ ვისაც არ აქვთ ბავშვობის საზიანო გამოცდილება (Sig <0.001). სტატისტიკურად სანდო და დიდი სხვაობა დაფიქსირდა ფსიქიკური კარგად ყოფნის საშუალო ქულის შემთხვევაში. იმ რესპოდენტებს რომლებსაც 3 და მეტი ქულა აქვთ ბავშვობის საზიანო გამოცდილების 7,39 -ით ნაკლები ქულა უფიქსირდებათ, ვიდრე მათ ვისაც არ აქვთ ბავშვობის საზიანო გამოცდილება და 4,96 ით ნაკლები ქულა ვიდრე ბავშვობის საზიანო გამოცილების მქონე  1-2 ქულიან რესპონდენტებს. (იხ.ცხრილი 6).

          დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ვისაც ჰქონდა სამი ან მეტი ბავშვობის საზიანო გამოცდილება ბევრად ნაკლები ზოგადი თვითეფექტურობის, მედეგობისა და ფსიქიკური კარგად ყოფნის დონეები დაუდგინდათ, ვიდრე მათ ვისაც არ ჰქონია ბავშვობის საზიანო გამოცდილება. ყველაზე ნაკლები განსხვავება გვხვდება, მედეგობის კითხვარის ქულებში, ხოლო ყველაზე დიდი სხვაობაა ფსიქიკური კარგად ყოფნის ქულებში.

           შედეგები აჩვენებს, რომ ბავშვობის საზიანო გამოცდილებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სამივე დამოკიდებულ ცვლადზე. კონკრეტულად, სამი ან მეტი საზიანო გამოცდილების მქონე პირებს აქვთ მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებლები ყველა ცვლადში, ვიდრე მათ, ვინც აღნიშნავს ერთი ან ორი ბავშვობის საზიანო გამოცდილების ისტორიას ან საერთოდ უარყოფს მსგავს გამოცდილებას.

ცხრილი 5 დისპერსიული ანალიზი ცვლადებს შორის.

M SD P F(1,315) η2
თვითეფექტურობა ბავშვობის საზიანო გამოცდილების არ ქონა 32,75 4,99 0,00 0,66 (0,61) 11.215 0.066
1-2 საზიანო გამოცდილება 31,43 5,06
3+საზიანო გამოცდილება 28,89 7,26
მედეგობა ბავშვობის საზიანო გამოცდილების არ ქონა 22.98 2,84 0,004 0,35 (0,29) 5.698 0.035
1-2 საზიანო გამოცდილება 22,32 2,60
3+საზიანო გამოცდილება 21,74 2,30
ფსიქიკური კარგად ყოფნა ბავშვობის საზიანო გამოცდილების არ ქონა 54,34 8,02 0,000 0,99 (0,94) 17.386 0.099
1-2 საზიანო გამოცდილება 51,97 8,10
3+საზიანო გამოცდილება 46,95

*p < .05, 

ფრჩხილებში მოცემულია შესწორებული (adjusted) R²

 

ცხრილი6 დისპერსიული ანალიზის პოსტ ჰოკ ტესტი ცვლადებს შროის                         

M SD P
თვითეფექტურობა არ არის ბავშვობის საზიანო გამოცდილება 1-2 ბავშვობის საზიანო გამოცდილება 1,31 0,79 0,099
3+ ბავშვობის საზიანო გამოცდილება 3,86 0,83 0,000
1-2 ბავშვობის საზიანო გამოცდილება არ არის ბავშვობის საზიანო გამოცდილება -1,31 0,79 0,099
3+ ბავშვობის საზიანო გამოცდილება 2,54 0,78 0,001
3+ ბავშვობის საზიანო გამოცდილება არ არის ბავშვობის საზიანო გამოცდილება 3,86 0,832 0,00
1-2 ბავშვობის საზიანო გამოცდილება -2,54 0,78 0,001
მედეგობა არ არის ბავშვობის საზიანო გამოცდილება 1-2 ბავშვობის საზიანო გამოცდილება -0,66 0,35 0,62
3+ ბავშვობის საზიანო გამოცდილება 1,24 0,37 0,01
1-2 ბავშვობის საზიანო გამოცდილება არ არის ბავშვობის საზიანო გამოცდილება 0,66 0,35 0,062
3+ ბავშვობის საზიანო გამოცდილება -0,58 0,34 0,094
3+ ბავშვობის საზიანო გამოცდილება არ არის ბავშვობის საზიანო გამოცდილება -1,24 0,37 0,001
1-2 ბავშვობის საზიანო გამოცდილება -0,58 0,34 0,94
ფსიქიკური

კარგად ყოფნა

არ არის ბავშვობის საზიანო გამოცდილება 1-2 ბავშვობის საზიანო გამოცდილება 2,42 1,22 0,49
3+ ბავშვობის საზიანო გამოცდილება 7,39 1,28 0,00
1-2 ბავშვობის საზიანო გამოცდილება არ არის ბავშვობის საზიანო გამოცდილება -2,42 1,22 0,049
3+ ბავშვობის საზიანო გამოცდილება 4,96 1,21 0,000
3+ ბავშვობის საზიანო გამოცდილება არ არის ბავშვობის საზიანო გამოცდილება -7,39 1,28 0,000
1-2 ბავშვობის საზიანო გამოცდილება -4,96 1,21 0,000

 

რომ შევაჯამოთ:

ჰიპოთეზა 1, რომლის მიხედვითაც ბავშვობის საზიანო გამოცდილება უარყოფით კავშირშია და უარყოფითად წინასწარმეტყველებს ფსიქოლოგიურ მედეგობასა და ფსიქიკურ კეთილდღეობას, შეგვიძლია ვთქვათ რომ ნაწილობრივ გამართლდა, რადგან ბავშვობის საზიანო გამოცდილების უარყოფითი კორელაცია დაფიქსირდა ფსიქოლოგიურ მედეგობასთან და კარგად ყოფნასთან და უარყოფითად წინასწარმეტყველებს ბავშვობის საზიანო გამოცდილება ფსიქიკურ კარგად ყოფნას.

ჰიპოთეზა2 გამართლდა, რადგან ზოგადი თვითეფექტურობა დადებით კავშირშია და წინასწარმეტყველებს ფსიქოლოგიურ მედეგობასა და ფსიქიკურ კარგად ყოფნას.

ჰიპოთეზა 3 გამართლდა, რადგან სამი ან მეტი საზიანო გამოცდილების მქონე მონაწილეების ქვეჯგუფის ფსიქიკური კარგად ყოფნისა და თვითეფექტურობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია დანარჩენი ჯგუფების მაჩვენებლებზე.

 

შედეგების განხილვა

 

          კვლევის მიზანი იყო დაედგინა, არსებობს თუ არა კავშირი ბავშვობის საზიანო გამოცდილებას, ზოგად თვითეფექტურობას, ფსიქოლოგიურ მედეგობასა და ფსიქიკურ კარგად ყოფნას შორის, ასევე მნიშვნელოვანი იყო ცვლადების პრედიქტორული ბუნების დადგენა.

        როგორც კვლევაში ჩანს, პირველი ჰიპოთეზა ნაწილობრივ დადასტურდა. კვლევამ დაადგინა, რომ ბავშვობის საზიანო გამოცდილება უარყოფით კორელაციაშია ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნასთან და მედეგობასთან, ასევე უარყოფითად წინასწარმეტყველებს ბავშვობის საზიანო გამოცდილება ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნას, მაგრამ არ დადასტურდა ბავშვობის საზიანო გამოცდილების პრედიქტორული მიმართება ფსიქოლოგიურ მედეგობასთან. როგორც ზემოთ აღინიშნა, ბავშვობის საზიანო გამოცდილებას შეუძლია ზიანი მიაყენოს ფსიქიკურ კარგად ყოფნას  (Shonkoff &Garner, 2012), შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბავშვობაში განცდილი სტრესორები ხშირად დაკავშირებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან ზრდასრულ ასაკში (Werner & Smith, 1992). აღნიშნულ კვლევაში არ დადასტურდა ბავშვობის საზიანო გამოცდილების უარყოფითი წინასწარმეტყველება ფსიქოლოგიურ მედეგობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ადრეული სტრესორები ხშირად იწვევს ფსიქიკური კეთილდღეობის დაქვეითებას, მედეგობის განვითარება დამოკიდებულია დამატებით ფაქტორებზე, როგორიცაა გენეტიკური წინასწარგანწყობა, სოციალური მხარდაჭერა, პიროვნული თვისებები და გარემო პირობები (Masten, 2001).

        შესაძლოა, ბავშვობის საზიანო გამოცდილება იყოს მხოლოდ ერთი ფაქტორი, რომელიც ვერ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ფსიქოლოგიურ მედეგობაზე სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გარეშე.  ბავშვობის საზიანო გამოცდილების მიუხედავად, შეიძლება არსებობდეს  გარკვეული დამაკომპენსირებელი ფაქტორები, როგორიცაა ძლიერი სოციალური მხარდაჭერა, მოტივირებული პიროვნება, გარემოს მხარდაჭერა და სხვა რესურსები, რომლებიც ხელს უწყობენ ფსიქოლოგიურ მედეგობას (Rutter, 1987). ეს ფაქტორები შესაძლოა ანეიტრალებდნენ ბავშვობის საზიანო გამოცდილების უარყოფით გავლენას. ასევე გასათვალისწინებელია დროითი ასპექტი. შესაძლოა, ბავშვობის საზიანო გამოცდილების გავლენა ფსიქოლოგიურ მედეგობაზე დროთა განმავლობაში შემცირდეს, რაც არ ნიშნავს რომ გავლენა არ არსებობს. მაშინ როცა, ფსიქიკური კეთილდღეობა შესაძლოა მუდმივად იყოს დატვირთული მტკივნეული წარსულის შედეგებით (Luthar, Cicchetti, & Becker, 2000). ბავშვობის საზიანო გამოცდილების შედეგად განვითარებულმა ადაპტაციურმა მექანიზმებმა შესაძლოა გაზარდოს მომავალში სტრესის დროს  მედეგობა, თუმცა არ გააუმჯობესოს საერთო ფსიქიკური კარგად ყოფნა (Bonanno, 2004).

      როგორც კვლევის შედეგებიდან ჩანს, ზოგადი თვითეფექტურობა დადებით კავშირშია ფსიქოლოგიურ მედეგობასთან და  კარგად ყოფნასთან რაც ადასტურებს ჰიპოთეზას და თანხვედრაშია არსებული ლიტერატურის მტკიცებულებებთან.   ზოგადი თვითეფექტურობა არის პიროვნების რწმენა საკუთარ უნარებში და ეს რწმენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნების მედეგობაში და ფსიქიკურ კარგად ყოფნაში (Bandura, 1997). მაგალითად, მასტენი (2001) აღნიშნავს, რომ პიროვნების მედეგობა და შესაძლებლობა გაუმკლავდეს ცხოვრების სტრესორებს ხშირად დამოკიდებულია თვითეფექტურობის გრძნობაზე. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ მაღალი თვითეფექტურობა ზრდის ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის დონეს, რადგან ადამიანები, რომლებიც რწმუნდებიან საკუთარ უნარებში, უკეთესად ახერხებენ სტრესთან გამკლავებას და ცხოვრების გამოწვევების დაძლევას (Schwarzer & Jerusalem, 1995). ამასთანავე, ვერნერი და სმიტი (1992) დასძენენ, რომ თვითეფექტურობა არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს მედეგობის განვითარებას მაღალი რისკის მქონე ბავშვებთან. მათ ვისაც აქვთ თვითეფექტურობის მაღალი დონე, უფრო მეტად ფიქრობენ პოზიტიურად და ოპტიმისტურად. ეს პოზიტიური აზროვნება კი ეხმარება მათ, გაუმკლავდნენ რთულ სიტუაციებს და ზრდის ფსიქოლოგიური კარგად ყოფნას (Snyder & Lopez, 2002; Maddux, 2002). თვითეფექტურობა ხელს უწყობს პრობლემის გადაჭრის უნარებს, (Heppner & Lee, 2005). ეს ყველაფერი აძლიერებს ინდივიდის უნარს, ეფექტურად მართოს ცხოვრების სირთულეები და შეინარჩუნოს ფსიქიკური კარგად ყოფნა. ჩემს მიერ ჩატარებულ კვლევაში  ბოლო ჰიპოთეზის დადასტურება, რომ სამი ან მეტი საზიანო გამოცდილების მქონე პირების ფსიქიკური კარგად ყოფნის და თვითეფექტურობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია დანარჩენი ჯგუფების მაჩვენებლებთან შედარებით, შესაძლოა აიხსნას რამდენიმე ფაქტორით.

      როგორც ზემოთ აღინიშნა, მრავალი საზიანო გამოცდილება ქმნის კუმულაციურ სტრესს, რომელიც უფრო მეტად არღვევს ფსიქოლოგიურ მედეგობას და კეთილდღეობას. როდესაც ადამიანი აწყდება მრავალ სირთულეს, მისთვის უფრო რთულია გაუმკლავდეს და იპოვოს გამოსავალი, რაც ამცირებს მის ფსიქიკურ კარგად ყოფნასა და თვითეფექტურობას (Felitti et al., 1998). მრავალი საზიანო გამოცდილების მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ ნაკლები სოციალური, ემოციური და ფინანსური რესურსები. ამ რესურსების დეფიციტი ზღუდავს მათ უნარს, ეფექტურად მართონ სტრესული სიტუაციები და ამცირებს მათ თვითეფექტურობას (Hobfoll, 1989). წყაროების მიხედვით, ბავშვობის საზიანო გამოცდილებები გავლენას ახდენენ ნერვულ სისტემაზე და ჰორმონალურ ბალანსზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული სტრესი და დაბალი თვითეფექტურობა Teicher, Anderson, & Polcari, 2012). ბავშვობის საზიანო გამოცდილებების დაგროვებითი ეფექტი, ნეგატიური თვითშეფასება, არასასახარბიელო სოციალური და გარემო პირობები და ბიოლოგიური ცვლილებები ხელს უწყობენ თვითეფექტურობისა და ფსიქიკური კარგად ყოფნის დაქვეითებას მრავალი საზიანო გამოცდილების მქონე პირებში.

 

დასკვნა და რეკომენდაციები

 

     ზოგადი თვითეფექტურობის დადებითი კავშირი და მისი პრედიქტორული მიმართება ფსიქიკურ კარგად ყოფნასთან და   მედეგობასთან ადასტურებს, რომ ინდივიდის რწმენა საკუთარ უნარებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მრავლობითი საზიანო გამოცდილებების მქონე პირებში თვითეფექტურობისა და ფსიქიკური კარგად ყოფნის  მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია, რაც შეიძლება აიხსნას დაგროვებითი ტრავმის ეფექტით. კვლევის შედეგები ხაზს უსვამს ზოგადი თვითეფექტურობის მნიშვნელობას ფსიქიკური კარგად ყოფნისა და  მედეგობის გასაუმჯობესებლად. ასევე აჩვენებს ბავშვობის საზიანო გამოცდილების უარყოფით გავლენას ამ კონსტრუქტებზე. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია ისეთი პროგრამების დანერგვა, რომლებიც მიზნად ისახავს ინდივიდების თვითეფექტურობის ხელშეწყობას. ეს შეიძლება მოიცავდეს კოგნიტიურ-ბიჰევიორულ თერაპიას, რომელიც ასწავლის პოზიტიურ აზროვნებას და სტრესის მართვის უნარებს. რეკომენდაციების შესრულება ხელს შეუწყობს საზოგადოების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ინდივიდუალური ფსიქიკური კარგად ყოფნის  გაუმჯობესებას, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარებისთვის.

 

კვლევის შეზღუდვები

         კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია, თუმცა, უნდა აღინიშნოს რამდენიმე შეზღუდვა, რომლებიც გავლენას ახდენენ კვლევის შედეგების სანდოობასა და გენერალიზაციის შესაძლებლობაზე. კვლევა ჩატარდა ონლაინ ფორმატში, რაც ნიშნავს, რომ მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ იმ პირებმა, ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტთან. კვლევა ეყრდნობა თვითანგარიშს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სუბიექტური შეცდომები, როგორებიცაა სოციალური სასურველობის მიკერძოება, სადაც მონაწილეები ცდილობენ წარმოაჩინონ თავიანთი მდგომარეობა უკეთესად ან უარესად. კვლევის მონაწილეები იყვნენ 18-დან 67 წლამდე ასაკის ადამიანები, თუმცა თანაბრად არ იყო ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი. კვლევის შერჩევა იყო ხელმისაწვდომი, რაც არ იძლევა შედეგების განზოგადების საშუალებას. მონაწილეთა უმეტესობა იყო მდედრობითი სქესის და ქალაქში მაცხოვრებელი, რაც შეიძლება არ ასახავდეს მთელი საქართველოს მოსახლეობის რეალურ სიტუაციას.

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა :

 

  1. Anda, R. F., Brown, D. W., Felitti, V. J., Bremner, J. D., Dube, S. R., & Giles, W. H. (2007). Adverse Childhood Experiences and Prescribed Psychotropic Medications in Adults. American Journal of Preventive Medicine, 32(5), 389–394.
  2. Bandura, A. (1977). Self-efficacy: toward a Unifying Theory of Behavioral Change.
  3. Bandura, A. (1997). Self-efficacy: The exercise of control.
  4. Beck, J. G., & Sloan, D. M. (2022). The Oxford Handbook of Traumatic Stress Disorders. In Google Books. Oxford University Press.
  5. Beck, J. Gayle, and Denise M. Sloan. The Oxford Handbook of Traumatic Stress Disorders. Google Books, Oxford University Press, 2022. Accessed 11 Feb. 2024.
  6. Benight, C. C., & Bandura, A. (2004). Social cognitive theory of posttraumatic recovery: the role of perceived self-efficacy. Behaviour Research and Therapy, 42(10), 1129–1148.
  7. Berent, D., Emilien, G., Podgórski, M., Kusideł, E., Kulczycka-Wojdala, D., Szymańska, B., … Pawłowska, Z. (2017). SSTR4, childhood adversity, self-efficacy and suicide risk in alcoholics. Translational Neuroscience, 8(1).
  8. Bonanno, G. A. (2004). Loss, Trauma, and Human Resilience: Have We Underestimated the Human Capacity to Thrive After Extremely Aversive Events? American Psychologist, 59(1), 20–28.
  9. Chapman, D. P., Whitfield, C. L., Felitti, V. J., Dube, S. R., Edwards, V. J., & Anda, R. F. (2004). Adverse childhood experiences and the risk of depressive disorders in adulthood. Journal of Affective Disorders, 82(2), 217–225.
  10. Felitti, V. J., Anda, R. F., Nordenberg, D., Williamson, D. F., Spitz, A. M., Edwards, V., … Marks, J. S. (1998). Relationship of Childhood Abuse and Household Dysfunction to Many of the Leading Causes of Death in Adults. American Journal of Preventive Medicine, 14(4), 245–258.
  11. Finkelhor, D., Turner, H. A., Shattuck, A., & Hamby, S. L. (2015). Prevalence of Childhood Exposure to Violence, Crime, and Abuse. JAMA Pediatrics, 169(8), 746.
  12. Fletcher, D., & Sarkar, M. (2013). Psychological Resilience: A Review and Critique of Definitions, Concepts and Theory. European Psychologist, 18(1), 12–23.
  13. Heppner, P. P., & Lee, D. G. (2002). Problem Solving Appraisal and Psychological Adjustment. In C. R. Snyder, & S. J. Lopez (Eds.), Handbook of Positive Psychology (PP. 288-298). New York Oxford University Press. – References – Scientific Research Publishing. (n.d.).
  14. Hobfoll, S. E. (1989). Conservation of resources: a New Attempt at Conceptualizing stress. American Psychologist, 44(3), 513–524.
  15. Hughes, K., Bellis, M. A., Hardcastle, K. A., Sethi, D., Butchart, A., Mikton, C., … Dunne, M. P. (2017). The effect of multiple adverse childhood experiences on health: a systematic review and meta-analysis. The Lancet Public Health, 2(8), 356–366.
  16. Hughes, K., Lowey, H., Quigg, Z., & Bellis, M. A. (2016). Relationships between adverse childhood experiences and adult mental well-being: results from an English national household survey. BMC Public Health, 16(1).
  17. Javier, J. R., Hoffman, L. R., & Shah, S. I. (2019). Making the case for ACEs: adverse childhood experiences, obesity, and long-term health. Pediatric Research, 86(4), 420–422.
  18. Jones, S. M., & Bouffard, S. M. (2012). Social and Emotional Learning in Schools: From Programs to Strategies and commentaries. Social Policy Report, 26(4), 1–33.
  19. Kazdin, A. E. (2000). Encyclopedia of psychology. Washington: American Psychological Association ; Oxford.
  20. Kleiman, E. M., & Liu, R. T. (2013). Social support as a protective factor in suicide: Findings from two nationally representative samples. Journal of Affective Disorders, 150(2), 540–545.
  21. Lee, H., Kim, Y., & Terry, J. (2020). Adverse childhood experiences (ACEs) on mental disorders in young adulthood: Latent classes and community violence exposure. Preventive Medicine, 134(106039), 106039.
  22. Lee, J. H., Nam, S. K., Kim, A-Reum., Kim, B., Lee, M. Y., & Lee, S. M. (2013). Resilience: A Meta-Analytic Approach. Journal of Counseling & Development, 91(3), 269–279.
  23. Luthar, S. S., Cicchetti, D., & Becker, B. (2000). The construct of resilience: A critical evaluation and guidelines for future work. Child Development, 71(3), 543–562.
  24. Maddux, J. E. (2009). Self-Efficacy The Power of Believing You Can. In C. R. Snyder, & S. J. Lopez (Eds.), Handbook of Positive Psychology (pp. 277-287). Oxford Oxford University Press. – References – Scientific Research Publishing. (n.d.).
  25. Masten, A. S. (2001). Ordinary magic: Resilience processes in development. American Psychologist, 56(3), 227–238.
  26. Merrick, M. T., Ports, K. A., Ford, D. C., Afifi, T. O., Gershoff, E. T., & Grogan-Kaylor, A. (2017). Unpacking the impact of adverse childhood experiences on adult mental health. Child Abuse & Neglect, 69(69), 10–19.
  27. Rao, D. B. (2003). Successful Schooling. In Google Books. Discovery Publishing House.
  28. Reavis, J., Looman, J., Franco, K. A., & Rojas, B. (2013). Adverse Childhood Experiences and Adult Criminality: How Long Must We Live before We Possess Our Own Lives? The Permanente Journal, 17(2), 44–48.
  29. Rutter, M. (1987). Psychosocial resilience and protective mechanisms. American Journal of Orthopsychiatry, 57(3), 316–331.
  30. Ryff, C. D. (2014). Psychological Well-Being Revisited: Advances in the Science and Practice of Eudaimonia. Psychotherapy and Psychosomatics, 83(1), 10–28.
  31. Ryff, C. D., & Keyes, C. L. M. (1995). The structure of psychological well-being revisited. Journal of Personality and Social Psychology, 69(4), 719–727.
  32. Schwarzer, R., & Jerusalem, M. (1995). The General Self-Efficacy Scale (GSE). ია შეყრილაძის მიერ თარგმნილი კულტურის ცვლილების როლი ქართველ ემიგრანტებში, კვლევის ანგარიში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2024.
  33. Shonkoff, J. P. (2016). Capitalizing on Advances in Science to Reduce the Health Consequences of Early Childhood Adversity. JAMA Pediatrics, 170(10), 1003.
  34. Shonkoff, J. P., & Garner, A. S. (2012). The lifelong effects of early childhood adversity and toxic stress. Pediatrics, 129(1), e232-e246.
  35. Smith, B. W., Dalen, J., Wiggins, K., Tooley, E., Christopher, P., & Bernard, J. (2008). The Brief Resilience scale: Assessing the Ability to Bounce Back. International Journal of Behavioral Medicine, 15(3), 194–200.
  36. Snyder, C., & Lopez, S. (2002). Handbook of Positive Psychology.
  37. Southwick, S. M., Litz, B. T., Charney, D., & Friedman, M. J. (2011). Resilience and Mental Health: Challenges Across the Lifespan. In Google Books. Cambridge University Press.
  38. Teicher, M. H., Anderson, C. M., & Polcari, A. (2012). Childhood maltreatment is associated with reduced volume in the hippocampal subfields CA3, dentate gyrus, and subiculum. Proceedings of the National Academy of Sciences, 109(9), E563–E572.
  39. Warwick Medical School. (2017). The Warwick-Edinburgh Mental Wellbeing Scale (WEMWBS).
  40. Werner, E. E., & Smith, R. S. (1992). Overcoming the Odds: High Risk Children from Birth to Adulthood.
  41. Widom, C., & Maxfield, M. (2001). An Update on the “Cycle of Violence.”

 

 

 

დანართი

 

დანართი 1: ბავშვობის საზიანო გამოცდილების კითხვარი (Adverse Childhood Experiences (ACEs) Questionnaire) 

18 წლამდე გამოცდილება: ქვემოთ მოცემულია კითხვები რომელიც აღწერს 18 წლამდე გამოცდილებას. კითხვარი შედგება 10 შეკითხვისგან და აქვს მხოლოდ “დიახ” და “არა” პასუხები.

  • მშობელი ან სხვა ზრდასრული ადამიანი ოჯახში, ხშირად ან ძალიან ხშირად გაგინებდა, შეურაცხყოფას გაყენებდა, ან გამცირებდა? ან ისე გექცეოდა, რომ გეშინოდა ფიზიკური ზიანი არ მოეყენებინა?
  • მშობელი ან სხვა ზრდასრული ადამიანი ოჯახში, ხშირად ან ძალიან ხშირად გკრავდა ხელს, ან გაურტყამს ან უსვრია რამე? ან ოდესმე დაურტყამს ისე, რომ დაშავებულხარ და ამის კვალი დაგრჩენია?
  • ზრდასრული ან მინიმუმ 5 წლით უფროსი, სექსუალური მიზნით შეგხებია ან მოგფერებია ან გაგაკეთებინა მსგავსი რამ?
  • ხშირად ან ძალიან ხშირად გიგრძნია, რომ ოჯახში არავის უყვარდი ან არავინ გთვლიდა მნიშვნელოვნად ან განსაკუთრებულად? ან თქვენი ოჯახის წევრები ერთმანეთს მხარს არ უჭერდნენ, გვერდში არ ედგნენ, არ იყვნენ ახლოს ერთმანეთთან?
  • ხშირად გიგრძნია ან ძალიან ხშირად, რომ საჭმელი არ გყოფნიდა, გეცვა ჭუჭყიანი ტანსაცმელი და არავინ გიცავდა? ან შენი მშობლები მეტისმეტად ნასვამები ან წამლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, რომ ეზრუნათ შენზე, წაეყვანეთ ექიმთან თუ ეს დაგჭირდებოდა?
  • დაგიკარგავს ბიოლოგიური მშობელი განქორწინების, მიტოვების გარდაცვალების ან სხვა მიზეზის გამო?
  • ხშირად ან ძალიან ხშირად ხელს გკრავდა, გირტყამდა ან გესროდა რაიმეს? ან მუჯლუგუნს გკრავდა, გკბენდა, მუშტს ან სხვა რაიმეს ძლიერად გირტყამდა? ან ოდესმე განმეორებით დაურტყამს სულ მცირე რამდენიმე წუთის განმავლობაში ან დაგმუქრებია იარაღით ან დანით?
  • გიცხოვრია ისეთ ოჯახის წევრთან ერთად, რომელსაც სმის პრობლემა ჰქონდა. იყო ალკოჰოლზე დამოკიდებული ან მოიხმარდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს?
  • გიცხოვრია ოჯახის წევრთან ერთად, რომელსაც ჰქონდა დეპრესია ან ფსიქიკური აშლილობა? ან უცდია თვითმკვლელობა?
  • ოჯახის წევრი მოხვედრილა თუ არა ციხეში?

 

 

დანართი 2: ზოგადი თვითეფექტურობის სკალა (Generalized Self-Efficacy scale)

ქვემოთ მოცემულია 10 დებულება, რომელიც გამოიყენება თვითეფექტურობის გასაზომად. ყურადღებით წაიკითხეთ თითოეული მათგანი და მონიშნეთ ის პასუხი, რომელიც ყველაზე  მეტად შეგესაბამებათ თქვენ. 1-საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს; 2-შესაძლოა ასეც იყოს; 3-ნაწილობრივ ასეა; 4-სრული სიმართლეა.

  -საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს შესაძლოა ასეც იყოს; ნაწილობრივ ასეა; სრული სიმართლეა.
ყოველთვის შემიძლია რთული პრობლემების მოგვარება, თუ საკმარისად გავირჯები.

 

1 2 3 4
თუ ვინმე მეწინააღმდეგება, შემიძლია მოვძებნო გზა და საშუალება იმის მისაღებად, რაც მსურს.

 

1 2 3 4
ჩემთვის მარტივია ვკონცენტრირდე საკუთარ მიზნებზე და მივაღწიო მათ.

 

1 2 3 4
დარწმუნებული ვარ, ეფექტურად გავუმკლავდები მოულოდნელ მოვლენებს.

 

1 2 3 4
ჩემი მოხერხებულობის წყალობით, ვიცი როგორ უნდა გავუმკლავდე გაუთვალისწინებელ სიტუაციებს.

 

1 2 3 4
თითქმის ყველა პრობლემის მოგვარება შემიძლია, თუ საჭირო ძალისხმევას ჩავდებ ამაში.

 

1 2 3 4
სირთულეებთან შეჯახებისას შემიძლია სიმშვიდე შევინარჩუნო, რადგან ვენდობი საკუთარ შესაძლებლობებს.

 

1 2 3 4
როდესაც პრობლემას ვაწყდები, ჩვეულებრივ, შემიძლია რამდენიმე გამოსავალი .

 

1 2 3 4
პრობლემურ სიტუაციაში, როგორც წესი, გამოსავალზე ვფიქრობ.

 

1 2 3 4
რაც არ უნდა მოხდეს, ჩვეულებრივ, ყველაფერს შემიძლია გავუმკლავდე. 1 2 3 4

 

 

 

დანართი 3: მედეგობის კითხვარი Brief Resilllience Scale (BRS)

ინსტრუქცია: გთხოვთ წაიკითხოთ დებულებები და გადაწყვიტოთ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მათ. ამის შემდეგ, მიუთითეთ პასუხი დებულებების გვერდით შემდეგი სკალის გამოყენებით: (1- საერთოდ არ ვეთანხმები;, 5-სრულიად ვეთანხმები) .

  საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები მიჭირს პასუხის გაცემა ვეთანხმები სრულიად ვეთანხმები
როგორც წესი, მძიმე პერიოდების შემდეგ სწრაფად ვუბრუნდები ჩვეულ მდგომარეობას 1 2 3 4  

 

 

5

  მიჭირს სტრესულ მოვლენებთან გამკლავება. 1 2 3 4  

 

5

დიდი დრო არ მჭირდება სტრესული მოვლენის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად. 1 2 3 4  

 

 

 

 

 

5

როდესაც რაღაც ცუდი ხდება, მიჭირს თავდაპირველ მდგომარეობაში სწრაფად დაბრუნება 1 2 3 4  

 

 

 

 

 

5

ჩვეულებრივ, რთულ პერიოდებს ადვილად ვუმკლავდები. 1 2 3 4  

 

 

5

დიდ დროს ვანდომებ ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვას. 1 2 3 4  

 

 

5

დანართი 4: ფსიქიკური კარგად ყოფნის სკალა Warwick–Edinburgh Mental Well-being Scale

ქვემოთ მოცემული დებულებები ეხება თქვენს გრძნობებსა და აზრებს. გთხოვთ, მონიშნოთ ის პასუხი, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს თქვენს გამოცდილებას ბოლო 2 კვირის მანძილზე: არასდროს–1 იშვიათად–2 ხანდახან–3 ხშირად–4 ყოველთვის–5

  არასოდეს იშვიათად ხანდახან ხშირად ყოველთვის
მომავლის მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი 1 2 3 4  

 

5

  ვგრძნობ, რომ სასარგებლო შემიძლია ვიყო ვინმესთვის/რამისთვის 1 2 3 4  

 

 

5

თავს ვგრძნობ მოდუნებულად (დასვენებულად). 1 2 3 4  

 

 

5

 

ვინტერესდები სხვა ადამიანებით.

1 2 3 4  

 

 

5

მაქვს საკმარისი ენერგია 1 2 3 4  

 

5

კარგად ვუმკლავდები პრობლემებს. 1 2 3 4  

 

5

ნათლად ვაზროვნებ 1 2 3 4  

5

საკუთარი თავის მიმართ კარგად ვარ განწყობილი 1 2 3 4  

 

 

5

სხვა ადამიანებთან სიახლოვეს ვგრძნობ 1 2 3 4  

 

5

საკუთარ თავში/ძალებში დარწმუნებას ვგრძნობ. 1 2 3 4  

 

5

შემიძლია გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა საკითხებზე. 1 2 3 4  

 

 

5

ვგრძნობ, რომ სხვებს ვუყვარვარ 1 2 3 4  

 

5

ვინტერესდები ახალი რაღაცეებით. 1 2 3 4  

 

5

თავს ვგრძნობ მხიარულად. 1 2 3 4  

5

 

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *