ალტერნატიული ენერგიის წყაროები ევროპაში. (ტალღისა და ქარის ენერგია)

ენერგიის ალტერნატიული წყაროები
ენერგიის ალტერნატიული წყაროები

             ენერგიის სხვადასხვა წყაროების მოძიება და გამოყენება უძველესი დროიდან  კაცობრიობისათვის უმნიშვნელოვანესი  ღირებულების მატარებელი იყო. ადამიანებისთვის თავდაპირველად,  ენერგიის ძირითად წყაროს – შეშით დანთებული ცეცხლი წარმოადგენდა,  მოგვიანებით,   დაიწო ნახშირის გამოყენება მეტალის გასადნობად.  წყლისა და ქარის ენერგიის გამოყენება უკავშირდება ძველ საბერძნეთს. ძველმა ბეერძნებმა და აქტიურად დაიწყეს მისი გამოყენება  მე-18 საუკუნიდან მოგვიანებით, ინდუსტრიულმა რევოლუციამ განაპირობა ნახშირის, ნავთობისა და სხვა წიაღისეუბლების აქტიური მოხმარება. (Engereenig and technology history wiki, 2014)  ეს თემა , განსაკუთრებით აქტუალურია , დღეს, 21-ე საუკუნეში, როცა ენერგიის გარეშე ჩვენი ცხოვრება  წარმოუდგენელია. ნებისმიერი სფეროსა და საქმიანობის ეფექტური წარმართვისთვის საჭიროა ელექტროენერგია, სწორედ ამიტომ სულ უფრო და უფრო მზარდია მოთხოვნა ენერგო რესურსებზე, რომელთა ბუნბერივი მარაგის რაოდენობა შეზღუდულია და ამოწურვადი. სწორედ ამიტომ წამოიჭრა საკითხი ენერგიის მიღების  ალტერნატიული გზების ძიებაზე. ალტერნატიული ენერგიის გამოყენება არც თუ ისე ფართოდაა გავრცელებული ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, თუმცა, მათი სამომავლო გამოყენება მეტად პერსპექტიულია. პირველ რიგში, მათი გამოყენება ბევრად უფრო უსაფრთხოა გარდა ამისა ალტერნატიული ენერგიის მისაღებად გამოიყენება ისეთი რესურსებს, რომლებიც ადრე გამოუდადეგრად ითვლებოდა, მაგალითად: მზის, ქარის, ტალღების ენრეგია და სხვ. ნაშრომის მიზანია გამოვკვეთოს ის ძირითადი საკითხები, რომელიც  ხაზს უსვამს ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარების აუცილებლობას ევროპაში  და იმ  სირთულეებსა და გამოწვევების აღნიშვნას , რომელიც დღეს გვხვდება ევროპაში.

ძირითადი ნაწილი

           დღეს  ენერგეტიკული უსაფრთხოება აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ევროპის ქვეყნებისთვის პრიორიტეტული საკითხია ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია. როგორც ჩვენთვის უკვე  კარგადაა ცნობილი ევროპა დიდ ხანია ცდილობს შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ენერგოპროდუქტებზე ე, სწორედ ამიტომ, ბოლო პეიოდში სულ უფრო და უფრო მოიმატა განახლებადი ენერგიის წყაროების რაოდენობამ. ევროპის ლიდერები ცდილობენ ენერგეტიკული მდგრადობის გაზრდას ალტერნატიული ენერეგიის წყაროების ხარჯზე. „ევროპის მიზანია გახდეს ნომერ პირველი  მსოფლიოს მასშტაბით განახლაბადი ენერგიით.“[1] (IRENA, 2019)  ახლა კი ვისაუბრებ უშუალოდ რა დადებითი შედეგების მომტანია ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენება. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ განახლებადი ენერგიის ეკოლოგიური უპირატესობები, მისი მოხმარებით გამოიყოფა ნახშირბადის ნაკლები რაოდენობა და შესაბამისად ჰაერის დაბინძურების ალბათობაც მცირდება.  ქარი, მზე და ჰიდროენერგეტიკა არ  იწვევს  ჰაერის დაბინძურებას. განახლებადი ენერგიის სხვა ტექნოლოგიები, როგორებიცაა – ბიომ და გეოთერმული, გამოყოფენ ისეთ ნივთირებებს რომლებიც აბინძურებს ჰაერს, თუმცა მათი რაოდენობა  ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივი საწვავი რესურსების. ჰაერის დაბინძურება კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია ისეთ განვითარებად ქვეყნებში ,  სადაც დაახლოებით 2.9 მილიარდი ადამიანი კვლავ იყენებს ხესა და  ნახშირის სახლების  გასათბობად. ამ მხრივ ალერნატიული ენერგისს წყაროების გამოყენებას შეუძლია საგრძნობლად  დიდი როლი ითამაშოს. განახლებადი ენერგიის სექტორი,  ასევე უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების მზარდ რაოდენობას,  IRENA- ს შეფასებით, 2017 წელს მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის  10.3 მილიონი ადამიანი დასაქმდა. (IRENA, 2019)

ევროპის ქვეყნები ატიურად მუშაობენ, რომ , რაც შეიძლება მალე მოხდეს პირდაპირი ენერგიის ალტერნატიული ენერგიით ჩანაცვლება. ამის ნათელი მაგალითა ევროკავშირის გეგემა კლიმატისა და ენერგიის შესახებ, რომელიც ცნობილია როგორ „20-20-20“- ის გეგმა .  მისი შემუშავება მოხდა 2007 წელს, ის გულისხმობდა:

  1. სათბური გაზების ემისიების შემცირებას 1990 წელის დონესთან შედარებით 20%-ით.
  2. განახლებადი ენერგიის წილის ზრდა 20%-ით.
  3. პირდაპირი ენერგიის გამოყენების შემცირება ენრგოეფექტურობის 20%-ით გაზრდის ხარჯზე.(EEA)

           ეს ამბიციური მიზნები ნიშნავს, რომ არა მხოლოდ სახელმწიფომ შეცვალოს მიდგომები ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით, არადამედ, საუბარია საზოგადოების თითოეული წევრის აქტიურ ჩართულობაზე. ამისათვის საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შემეცნებითი შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარება ენერგოეფეტურობასთან დაკავშირებით. შეუძლებებლია დავძლიოთ 21-ე საუკუნის გამოწვევები მე-19 საუკუნის ტექნოლოგიებით. 2015 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ სათბური გაზების ემისიები შემცირდა 20%-ით, ხოლო განახლებადი ენერგიის წილი მიუახლოვდა 20%-ს.  ახლა კი ვისაუბრებ კონკრეტულ ალტერნატიულ ენერგიის წყაროებზე, კერძოდ, ტალღისა და ქარის ენრეგიაზე  და მათ გამოყენებაზე ევროპის ქვეყნებში. წყალი ეს არის ამოუწურავი გლობალური რესურსი, რომელიც სუფთა ენერგიის უდიდესი წყაროა . ტალღის ენერგიის შესაქმნელად საჭიროა ტალღების მიქცევა-მოქცევა, იგი დამოკიდებულია ტალღის სიჩქარეზე, სიმაღლეზე, სიხშირეზე და ასევე წყლის სიმკვირივეზე. ტალღის ენერგიას აქვს უდიდესი პოტენციალი ჩაანაცვლოს  დიზელის ელექტროენერგიის წარმოება და ასევე გაზისა და ნავთობის პლატფორმები. (Europa) მას გააჩნია ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა იგი არ არის დამოკიდბული ამინდზე და ასევე მოსახლეობისთვის სარგებელს წარმოადგენს ის ხიდები და გზები, რომლებიც სადგურის მოსაწყობად იქმნება. ტალღის ელექტროსადგურებს შეუძლიათ წარმოქმნან  მეტი ენერგია ნაკლები აღჭურვილობით, ასევე ზღვის ტალღებს აქვთ ენერგიის ყველაზე მაღალი სიმკვრივე სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებთან შედარებით.

           ტალღის ენერგიის გამოყენების იდეა პირველად გაჩნდა  საფრანგეთში, 18 საუკუნის ბოლოს და დღეს კიდევ უფრო აქტიურად ანვითარებს ამ სფეროს. მთავრობა ცდილობს რაც შეიძლება გაზარდოს ალტერნატიული ენერგიის წილი ენერგეტიკის სექტორში. ამისათვის აქტიურად შეისწავლის იმ კუნძულებს სადაც ყველაზე მძლავრი ტალღებია და შესაბამისად ყველაზე ხელსაყრელი ადგილი თალგის ენრგიის მისაღებად. საბედნიეროდ,  ასეთი ადგილები საფრანგეთში უხვადაა, რაც აშკარა უპირატესობას აძლევს მას სხვა ქვეყნებთან შედარებით. საფრანგეთი ტალღების სიმტკიცითა და წარმოებული ენერგიით ევროპაში პირველია და იგი წელიწადში დაახლოებით 500 GWh გამოიმუშავებს. საფრანგეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც აწარმოებს პოლიტიკას საწვავი წიაღისეულების გამოყენებასთან დაკავშირებით და ეს მიღეულ უნდა იქნას 2040 წლისთვის. ასევე საფრანგეთი,  დიდი ბრიტანეთთან, კანადასთან და იტალიასთან ერთად აქტიურად ცდილობს გაუუქმოს  ქვანახშირის ყველა მაღარო 2022 წლისთის. (SoutheuSummit, 2018)

           ეს მიდგომები, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება როგორც საფრანგეთის ენერგეტიკაზე, ასევე გარემოზეც. ენერგიის წარმოების დიდი ნაწილი კვლავ ბირთვულ ენერგიაზე მოდის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლიდან 2017 წლამდე მისი წილი შემცირდა, დაახლოებით 77%-დან 72%-მდე. ევროკავშირმა ბოლო ათწლეულის მანძილზე 190 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია ჩადო, რათა ხელი შეუწყოს ოკეანის ენერგიის კვლევის განვითარებას. ოკეანეის მიერ წარმოქმნილი განახლებადი ენერგიის განვითარება 2050 წლისთვის უნდა შეადგენდეს ევროპის ელექტროენერგიის მოხმარების 10% -ს, შექმნის 400000 სამუშაო ადგილს და იმავე წლისთვის 53 მილიარდ ევროდ შეფასდება.  ვინაიდან საფრანგეთი არის ერთ-ერთი პოტენციური ქვეყანა, რომელსაც გააჩნია შესაბამისის რესურსი, რომ განავითაროს ტალღის ენერგია, ეს არის მისთვის საუკეთესო შანსი გადადგას სწორი ნაბიჯები და გაზარდოს ალტერნატიული ენერგიის წილი წარმოებაში. რაც ჩემი აზრით საბოლოოდ დადებითად აისახება როგორც ენერგეტიკაზე, ასევე ეკონომიკაზე და რაც მთავარია გარემოზე. სუფთა და ჯანსაღ გარემოს არსებობა დღეს ყველა ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს და სწორედ ამ მიდგომების წახალისებას ემსახურება ევროკავშირიც, ამის მაგალითია ზემოთ ხსენებული ევროკავშირის „20-20-20“ სტრატეგიაც. (EEA)

           ქარი ეს არის ყველაზე სუფთა, თავისუფალი და ადვილად განახლებადი ენერგიის წყარო. იგი ერთ – ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ენერგიის წყაროა მსოფლიოში. ქარის ენერგია საკმაოდ ეფექტურია თითქმის ყველა რეგიონში.   მისი  ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ , ის  არის ენერგიის შიდა წყარო, რომელიც იყენებს  ადგილობრივ რესურსს, რითაც ქვეყანას თავიდან აცილებს რესურსების ექსპორტირების ხარჯებს, მის საწარმოებლად საჭიროა მხოლოდ შესაბამისი ბუნერბივი პირობები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც დანახარჯები მინიმალურია სხვა ენერგისს წყაროებთან შედარებით.   ქარის  ე ნერგიის მთავარი უპირატეოსბა არის ის რომ არ გამოყოფს CO2-ს და სათბურ გაზებს, იგი ადვილად ხელმისწავდომია და რაც მთავარია არ ანარდგურებს ბუნებრივ  რესურსებს. (Energy)

         ქარის ენერგიის გამოყენება, საკმაოდ აქტუალურია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, მე კი უშუალოდ განვიხილავ გერმანიის მაგალითს, თუ რა როლი უკავია ქარის ენერგიას გერმანის ენერგეტიკაში. სანაპირო ქარის ენერგია წარმოადგენს გერმანიის ცენტრალურ საყრდენს დაბალი ნახშირბადის ელექტროენერგიაზე გადასვლისთვის და სავარაუდოდ, ის გახდება ქვეყნის ნომერ პირველი ენერგიის წყარო.  მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ევროპის ბაზარზე ლიდერია ქარის ენერგიის წარმოებით, უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს წაროებული ენერგია შემცირდა, რაც ძირითადად ,განპირობებული იყო სასამართლო დავებით, რადგან ქარის წისქვილები შენდებოდა საცხოვრებელ ადგილებთან ახლოს.  ამ პროცესების გამო 2019 წლის შუა პერიოდში რამდენიმე ტურბინა სართოდ გაჩერებული იყო და არ ფუნქციონირებდა. ამ მოვლენების მიხედავად, მაინც მოხდა პოზოტიური განვითარება , მოხერხდა დანაჩენი ტურბინების განახლება და გერმანინამ კვლავ ახალი ძალით დაიწყო ქარის ენერგიის წარმოება. მთლიანოში, 2019 წელს ალტერნატიული ენერგიის წილმა ენერგეტიკაში 17%-ს მიაღწია და  ქარის ენერგია  გახდა გერმანიის დომინანტური ენერგიის წყარო.

       გერმანიის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლებელია ალტერნატიული ენერგიების მოხმარების ზრდა და დროთა განმავლობაში სრულებით მათი დანერგვა. რაც დადებითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკაზე, ასევე წარმატებით სრულდება გარემოსდაცვითი ვალდებულებებიც, და რაც ყველაზე მთავარია მოსახლეობა იღებს იაფ ელექტროენერგიას. (Wire, 2020)

დასკვნა

        21 საუკუნეში, ადამიანები კიდევ ერთი რევოლუციური ნაბიჯის  მომსწრენი ვხდებით, ქვანახშირისა და ნავთობის მოხმარებიდან მსოფლიო გადადის ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებაზე, როგორებიცაა:  მზის, ქარის, წყლის,ბიომასისა და ეოთერმული ენერგიები. ამ გადაწყვეტიილების წინაშე რამდენიმე ფაქტორმა დაგვაყენა, პირველ რიგში ბუნებრივი რესურები,  როგორებიცაა ნ:ავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, ამოწურვადი რესურსებია და მათი მარაგი ადრე თუ გვიან დამთვარდება, რის პარალელურად ადამიანთა მოთხოვნა ელექტროენერგიის მიმართ სულ უფრო და უფრო იზრდება.

         ჩევნი ნებისმიერი საქამიანობა დაკავშირებულია ელექტროენერგიასთან და მის გარეშე არსებობა ვერ წამოგვიდგებია. მეორე ფაქტორია უკავშირდება, იმ მვანე ნივთიერებების გავლენას გარემოზე რომელსაც ეს ბბუნერბივი რეურსები გამოყოფენ წვის დროს.  ყოველ წლიურად იზრდება CO2-ისა და სათბური გაზების რაოდება ჰაერში, რაც თავი მხრივ იწვევს კლიმატის ცვლილებას, გლობალურ დათბობას და ა.შ. ეს პროცესები დროში გაწელილია,  სწორედ ამიტომ ჩვენ, ადამიანები ვერ ვხდებით ყოველდღიურად რამხელა ზიანს ვაყენებთ ბუნებას. სამყაროში ყველაფერი ჯაჭვურადაა ერთმანეთთან დაკავშრებული , სწორედ ამიტომ ყველა ჩვენს ქმედებას ბუმერანგვით უკვან გვიბრუნებს დედა ბუნება. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, როგორებიცაა , მაგალითად,  ევროკავშირის  სტარტეგია „20-20-20“, რომელიც გულისმხობს CO2-ისა და სათბურის გაზების შემცირებას, ასევე ენერგო ეფექტურობის გაზრდას. მსგავსი პოლიტიკის არსებობა მიგვიყვანს იმ შედეგებამდე რომ ნელ-ნელა სრულიად მოხდება განახლებადი ენერგიის დანერგვა ყველა ქვეყანაში.   ამის ნათელი მაგალითია გერმანია, რომელმაც შეძლო და 2019 წელს  განახლებადი ენერგია წამოადგენდა ენერგეტიკის წამყვან დარგს.

           დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ეს პროცესი გარდაუვალია, შეუძლებელია 21 საუკუნის გამოწვევებს ვებრძოლოთ 19 საუკუნის ტექნოლოგიებით, სწორედ ამიტომ საჭიროა წინსვლა და განვითარება და ეს არ გულისხმობს, რომ მხოლოდ საელმწიფოებმა უნდა შეცვალონ მიდგომები, ფუნდამენტული ცვლილებები იწყება თითოეული ჩევნგანიდან, ამიტომ პირველ რიგში , საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება  რათა. ცვლილებებთან ადაპტაცია მარტივად მოხდეს.                                                                         

[1] ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.

 

ავტორი: ეკა ნასრაშვილი

ბიბლიოგრაფია

EEA. (n.d.). Europian Envaironment Agency. Retrieved from https://www.eea.europa.eu/themes/climate/trends-and-projections-in-europe/trends-and-projections-in-europe-2017/overall-progress-towards-the-european

Energy, R. (n.d.). what is wind power? Retrieved from https://www.ge.com/renewableenergy/wind-energy/what-is-wind-energy?fbclid=IwAR1WMDUk74hggrLviDOfUDD7mLuAofb-6I4yKsS7SDs2pO5b-BceXrf42qw

(2014). Engereenig and technology history wiki.

Europa, O. E. (n.d.). wave energy. Retrieved from https://www.irena.org/ocean

IRENA. (2019). Internatioanl Renewable Energy Agency. Retrieved from https://www.irena.org/ocean

SoutheuSummit. (2018). Tidal energy in France. Retrieved from https://southeusummit.com/europe/france/france-moves-towards-tidal-energy-meets-ambitious-renewable-energy-goals/?fbclid=IwAR2moKrrU2CcEQo2NeoCRg7gWvrlkemuXWwyudkP3w7-kWGgvRckV7BpRqc

Wire, C. E. (2020). German onshore wind power – output, business and perspectives. Retrieved from https://www.cleanenergywire.org/factsheets/german-onshore-wind-power-output-business-and-perspectives

 

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *