აზიის ახალი ინდუსტრიული ქვეყნების დახასიათება

        საზღვარგარეთის აზიაში ახალი ინდუსტრიული ქვეყნების (აიქ) გაჩენა თანამედროვეობის იმდენად მნიშვნელოვანი და არაორდინალური მოვლენა იყო, რომ მის ანალიზს სამამულო და უცხოური ლიტერატურის საკმაოდ დიდი ნაწილი ეძღვნება. ასეთ ქვეყნებს და ტერიტორიებს მიაკუთვნებდნენ ოთხ აზიურ “ვეფხვს” –კორეის რესპუბლიკას, სინგაპურს, ჰონკონგს და ტაივანს. ახლა მათ ხშირად მიაკუთვნებენ “პირველი ტალღის” ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებს. “მეორე ტალღის” ქვეყნებს მიაკუთვნებენ მალაიზიას, ტაილანს, ფილიპინებს და მასთან მიახლოებულ ინდონეზიას.
     ჯერ კიდევ XXს-ის შუა წლებში ამ ქვეყნების როლი მსოფლიო პოლიტიკაში და ეკონომიკაში, უნდა ითქვას, რომ მესამე ხარისხოვანი იყო, მაგრამ შემდეგ მათ უფრო აქტიურად და თანმიმდევრულად დაიწყეს “დაწევის განვითარების” პოლიტიკის განხორციელება. ამასთან თავისებურ ნიმუშად, ეტალონად მათთვის იქცა იაპონიის გამოცდილება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ განვითარების იაპონური მოდელი. შემთხვევით არ ამბობენ, რომ აზიის ახალი ინდუსტრიული ქვეყნები წეროების სოლივით “მფრინავი ბატების გუნდივით” გაჰყვა იაპონიას. შემდეგ კორეის რესპუბლიკამ და სინგაპურმა უკვე მიიღეს ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების ოფიციალური სტატუსი. ამასთან კორეის რესპუბლიკა შევიდა რჩეული ქვეყნების კლუბში _ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრად. დანამდვილებით ბოლო 3-4 ათეული წლის განმავლობაში აზიურმა “ვეფხვებმა” ნამდვილი ნახტომი გააკეთეს ჩამორჩენილობიდან განვითარების უფრო მაღალი საფეხურისკენ. ამან ჰპოვა მკვეთრი გამოხატულება მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე მაღალი ნამატის ტემპების მიღწევაში, რომელმაც 1960-1980წწ-ში შეადგინა 6-15% წელიწადში. 1990წ-ის პირველ ნახევარში 6-9% და მხოლოდ 1990წ-ის მეორე ნახევარში შესამჩნევად იკლო.
  ყველა ამ ქვეყნებში ასეთი მაღალი ტემპის წყალობით გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტების საერთო მოცულობის მაჩვენებელი.
  საინტერესოა ის ფაქტი, რომ მ.შ.პ მოცულობით ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით სინგაპური აღემატება აშშ-ს, გერმანიას, შვეიცარიას, საფრანგეთს.   აზიის ახალმა ინდუსტრიულმა ქვეყნებმა ასეთ შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწიეს უპირველეს ყოვლისა ინდუსტრალიზაციის პოლიტიკის განხორციელებით. ინდუსტრალიზაცია აქ დაიწყო 1950წწ. მსუბუქ საფეიქრო მრეწველობაში. 1960-70წწ აქცენტი გადატანილ იქნა მძიმე მრეწველობის დარგში. უფრო მოგვიანებით კი პრიორიტეტი მიენიჭა შედარებით უფრო შრომატევად და მეცნიერებატევად წარმოებებს (ელექტრონიკა, ელექტროტექნიკა). გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე შესაძლებელია იმის მტკიცება, რომ აზიის ახალმა ინდუსტრიულმა ქვეყნებმა იგივე გზა გაიარეს, რაც ევროპის განვითარებულმა ქვეყნებმა: აშშ-მ, იაპონიამ, მაგრამ გააკეტეს ეს ბევრად უფრო სწრაფად. სწორედ ამაში მდგომარეობს თავად ამ ცნების “ახალი ინდუსტრალიზაციის” აზრი.
  ამასთან ერთდროულად იცვლება ამ ქვეყნების საგარეო ეკონომიკური პრიორიტეტებიც. ინდუსტრიალიზაციის საწყის ეტაპზე ორიენტაციას ახდენდნენ ჩანაცვლების მოდელზე. კურსი იმპორტის შესაცვლელად საკუთარი წარმოებით მიმდინარეობდა ნაციონალური წარმოების დაცვით, იმპორტული საქონლის კონკურენციისგან. მეორე ეტაპზე მოხდა ეკონომიკის ექსპორტორიენტირებულ საქონელზე გადასვლა, როდესაც ახალმა ინდუსტრიულმა ქვეყნებმა დაიწყეს ორიენტირება ჯერ რიგით ლითონზე, ზოგიერთი სახის მანქანებზე, ქიმიკატებზე, შემდეგ კი უფრო მაღალი ტექნოლოგიური ნაწარმის წარმოებაზე საგარეო ბაზრისთვის. გადასვლა ასეთი ღია ტიპის ეკონომიკაზე მოითხოვდა, როგორც ეკონომისტები აღნიშნავდნენ სამი დაინტერესებული მხარის ძაისხმევის გაერთიანებას: ნაციონალური ბურჟუაზიის, სახელმწიფოსა და უცხოური კაპიტალის.
  სახელმწიფოს ზეგავლენით ჩამოყალიბდა ეკონომიკის მსხვილი სახელმწიფო სექტორი, რომელიც, როგორც წესი მოიცავს ენერგეტიკას, ტრანსპორტს, სამთო-მოპოვებით მრეწველობას. შედეგად ამისა აზიის აიქ-ის მეურნეობაში მოხდა მნიშვნელოვანი სტრუქტურული გარდაქმნა. ასე მალაიზიაში და ტაილანდში 1980წ-დან 2000წ-მდე გაიზარდა მრეწველობის წილი მშპ-ში შესაბამისად 38%-დან 48-მდე და 29%-დან 40%-მდე. დაახლოებით ასეთივე მაჩვენებლები ახასიათებს კორეის რესპუბლიკას და ინდონეზიას. მხოლოდ სინგაპურში მრეწველობის წილი შეადგენდა 34% (2009).
  დროის განმავლობაში აზიის აიქ-ის უმეტესობისათვის სავიზიტო ბარათად იქცა ელექტრული მრეწველობა. ელექტრონული წარმოების პროფილი თანდათან უფრო იცვლებოდა. აზიის აიქ-მა დაიწყო იაფასიანი მასიური პროდუქციის გამოშვებით (ელექტრონული საათები, მიკროკალკულატორები, ვიდეოთამაშები და სხვა), შემდგომ კი გადავიდნენ უფრო რთული ნაწარმის გამოშვებაზე (ფერადი ტელევიზორები, ვიდეომაგნიტოფონები) და ბოლოს პერსონალურ კომპიუტერებზე.
  ერთდროულად დაიწყეს თანაფარდობის ცვლილება საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ელექტრონიკას შორის უკანასკნელის სასარგებლოდ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ განვითარებასთან ერთად აიქ-ი ამერიკული, იაპონური, ევროპული დეტალებისგან ელექტრონული აპარატურის აწყობიდან გადავიდა საკუთარი ინტეგრირებული წარმოების შექმნზე, რომელიც მოიცავს ყველა ძირითად ტექნოლოგიურ სტადიებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ამასთან ერთად დაცულია ცალკეული ქვეყნების საწარმოო სპეციალიზაცია. მაგალითად რადიომიმღებების წარმოებაში განსაკუთრებით გამოირჩევა მალაიზია და სინგაპური, ტელევიზორებით – კორეის რესპუბლიკა, პორტატული პერსონალური კომპიუტერებით და ნოუთბუქებით – ტაივანი.
  მრავალ ფაქტორთა შორის, რომელიც ხელს უწყობდა აზიის აიქ-ის ეკონომიკის სტრუქტურულ გარდაქმნას უფრო მაღალ ტექნოლოგიურ საფუძველზე, უპირველეს ყოვლისა ყურადღებას იმსახურრებს შრომითი რესურსების ფაქტორი. სწორედ შრომითი რესურსების სიიაფემ (მუშახელის ღირებულება აზიის აიქ-ში სამჯერ დაბალია, ვიდრე ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში) მნიშვნელოვნად მიიზიდა აქ დასავლეთის ტრანსნაციონალური კორპორაციები მითუმეტეს, რომ მუშახელი ამ ქვეყნებში აღმოჩნდა არამარტო იაფი, არამედ დისციპლინირებული. ამას აიქ-ის ქვეყნებმა მიაღწიეს  იმით, რომ შემოიღეს საყოველთაო საშუალო განათლება, აამაღლეს ზოგადი და პროფესიული მომზადების დონე თანამედროვე სტანდარტებამდე. სახელმწიფოების ყველა პრობლემათა შორის განათლების პრიორიტეტულად აღიარებამ გამოიწვია ნამდვილი “საგანმანათებლო აფეთქება”, რომელმაც შეცვალა შრომითი რესურსების ხარისხი.
  ჯერ კიდევ 1990წლის დასაწყისში ბავშვთა საბაზისო განათლებამ მიაღწია 90%-ს. მათ რიცხვში საშუალო განათლების მქონეთა რაოდენობა კორეის რესპუბლიკაში და ტაივანში მოიცვა ბავშვების და მოზარდების 80%. აზიის აიქ-ის მოსწავლეების 1/3 განაგრძობს სწავლას უნივერსიტეტში. გარდა ამისა ეს ქვეყნები ხშირად აგზავნიან თავის სტუდენტებს სასწავლებლად აშშ-ში და დასავლეთ ევროპაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში მოსწავლე-სტუდენტები ხშირ შემთხვევაში ბრუნდებიან სამშობლოში. განათლების მაღალი დონე დადებით გავლენას ახდენს ისეთ მნიშვნელოვან სინთეტიკურ მაჩვენებლებზე, როგორიცაა ჰუმანური განვითარების ინდექსი, თუმცა მისი დონის მიხედვით სინგაპური და კორეის რესპუბლიკა ჯერჯერობით მსოფლიო ქვეყნების მესამე ათეულში შედიან.
  ყოველივე თქმულს შეიძლება დაუმატოთ ის, რომ დანახარჯები სამეცნიერო კვლევით და საკონსტრუქტორო საცდელ სამუშაოებზე პირველი ტალღის ოთხივე ქვეყანაში შეადგენს მ.შ.პ-ში 1-2% და ეს მათ აყენებს სხვა განვითარებულ სახელმწიფოებზე მაღლა და აახლოებს დასავლეთის ქვეყნებთან. გადაიღეს რა დასავლეთის გამოცდილება, ისინი დაადგნენ ინდუსტრიული და მეცნიერული (ტექნოლოგიური) პარკების ტექნოპოლისების შექმნის გზას. 1990წ. შუა წლებში ასეთი ტექნოპოლისები ჰქონდათ აზიის აიქ-ის უმეტესობას.
  ნათელ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს აზიის აიქ-ში ყველაზე მსხვილი სამეცნიერო-სამრეწველო პარკი სინჩჟუი ტაივანზე, რომელიც მდებარეობს დედაქალაქ ტაიბეიდან სამხრეთ-დასავლეთით 70კმ-ის დაშორებით. სამეცნიერო დასაყრდენს აქ წარმოადგენს ორი უნივერსიტეტი, ხოლო საწარმოო დასაყრდენს ათეულზე მეტი ფირმა, რომლებიც მუშაობენ მაღალი ტექნოლოგიის სფეროში.
  ასეთივე მაგალითია სინგაპურის სამეცნიერო საწარმოო პარკი, რომელიც აერთიანებს 10 სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს და 45 სამრეწველო კორპორაციას.
  ამ ჯგუფის ქვეყნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამახასიათებელი საერთო ნიშანი მდგომარეობს მათ ღია ეკონომიკაში, მათ ღრმა შეზრდაში საერთაშორისო გეოგრაფიული შრომის დანაწილებაში.ჯერ კიდევ1980წ. ბოლოს აიქ-ის პირველი ტალღის ოთხი ქვეყნის წილმა განვითარებადი სამყაროს საერთო სამრეწველო ექსპორტში შეადგინა 55%. 1990წ. ბოლოს მთელი მსოფლიოს ექსპორტში წილის მიხედვით კორეის რესპუბლიკას მე-14 ადგილი ეკავა (2%-ზე მეტი) და უსწრებდა ბევრ განვითარებულ ქვეყანას. რასაც უნდა დაემატოს ის, რომ “პირველი ტალღის” ქვეყნები ელექტრონიკის ბაზასთან ერთად, ასევე გავიდნენ ავტომობილების, ელექტროხელსაწყოების, საზღვაო გემების, დაზგების, ზოგიერთი სახის შეიარაღების და სხვა ტექნიკურად რთული სახის მანქანათმშენებლობის პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე. მათ შეძლეს გაემაგრებინათ თავისი პოაიციები ბაზრებზე ქიმიური და მსუბუქი ნაწარმით.
სინგაპური, როგორც ახალი ინდუსტრილი ქვეყნის მაგალითი სამხრეთ_აღმოსავლეთ აზიაში
1. სინგაპურის ზოგადი მონაცემები, გეოგრაფიული მდებარეობა და პოლიტიკური მოწყობა
  სინგაპური (პირდაპირი თარგმნით ”ლომის ქალაქი”) _აზიის ერთ-ერთი ინდუსტრიული ქვეყანაა. ბევრი რამ მასში ტიპურია ამ ჯგუფის სხვა ქვეყნების მსგავსად, მაგრამ ბევრი რამ მკვეთრად განსხვავებული.
  დავიწყოთ თუდაც ამ ქვეყნის სიდიდით, ზომით, რომლის ფართობი შეადგენს მხოლოდ 650კვ. კმ-ს. ეს მოსკოვის ფართობზე ნაკლებია და  ევროპის ყველაზე “მსხვილ” მიკროსახელმწიფოზე ანდორაზე ოდნავ მეტი. იმის გამო, რომ საზღვარგარეთის  აზიის ტერიტორიული მასშტაბები სულ სხვაგვარია, მათი რაოდენობიდან გამომდინარე, სინგაპურიც სავსებით შესაძლებელია მიეკუთვნოს მიკროსახელმწიფოების კატეგორიას და მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსახლეობა უკვე 39მილიონ ადამიანზე მეტია, აზიური მასშტაბებით ის არის დიდი რაოდენობის. რაც შეეხება მოსახლეობის სიმჭიდროვეს, ძნელი არ არის გამოსათვლელად, ის უახლოვდება შემდეგ მაჩვენებელს 6100 ადამიანი 1კვ.კმ-ზე ე.ი. (მონაკოსთან ერთად) არის რეკორდული მთელს მსოფლიოში. სინგაპურის ეთნიკურ შემდგენლობაში კი მკვეთრად გამოიყოფა სამი ჯგუფი: ჩინელები(77%), მალაიზიელები(14%), ინდოელები(7%). მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს შეადგენენ ძირითადად ევროპელები და მათი შთამომავლები.
  სინგაპურის გეოგრაფიული მიკრომდებარეობის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ის წარმოადგენს კუნძულოვან სახელმწიფოს, რომელიც განლაგებულია იმავე დასახელების დაბლობიან კუნძულზე და მასთან ახლოს მყოფ პატარა კუნძულებზე. სამხრეთით ის სინგაპურის სრუტით გამოყოფილია ინდონეზიურ კუნძულ სემატრისგან, ჩრდილოეთით კი ვიწრო ჯოხორის სრუტით_მალაიზიისგან. სარკინიგზო მაგისტრალი აკავშირებს სინგაპურს ჯოხორის სრუტის მეორე მხარეს განლაგებულ ქალაქ ჯოხორბარუსთან (შემდეგ ის მიდის კუალალუმპურში და ბანკოკში). სარკინიგზო მაგისტრალისთვის სპეციალურად აგებული იყო დამბა სრუტეზე, რომელზედაც გადის მრავალმხრივი სარკინიგზო მაგისტრალი და წყალსადენის სამი მილი( სინგაპური იღებს სასმელ წყალს მალაიზიიდან). სინგაპურის ისტორიული ბირთვი ჩამოყალიბდა კუნძულის ცენტრალური ნაწილის სამხრეთ ზღვისპირეთში, სადაც სინგაპურის სრუტეში ჩაედინება პატარა მდინარე სინგაპური. აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია კოლონიური პერიოდის სახლები, მაგრამ დღეს ქალაქის ცენტრალური არეალის იერსახე ულტრათანამედროვეა, სამთავრობო შენობებით, ოტელებით, საცხოვრებელი სახლებით, მაღაზიებით, გართობის ადგილებით. მათი უმრავლესობა განლაგებულია მაღლივ შენობებში და ცათამბჯენებში. ცენტრალური არეალი გაშემორტყმულია საცხოვრებელი შენობებით, ესენიც მრავალსართულიანია – იგრძნობა მიწის უკმარისობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ცენტრალური არეალი მიმდებარე რაიონებით გახლავთ ქვეყნის დედაქალაქი სინგაპური, რომლის მოსახლეობა შეადგენს 2მლნ ადამიანს. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი კი ცხოვრობს ე.წ. ახალ ქალაქებში, გარეუბნებში, ყველაზე დიდი მათგან – ქალაქი ჯურონგია.
  რაც შეეხება პოლიტიკურ მოწყობას, სინგაპური ლიბერალური დემოკრატიული რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი, რომელიც 84 წევრისგან შედგება.
  ამჟამად სინგაპურის პრემიერ მინისტრია ლი სიან ლუნი, რომლის პარტიამაც 2006 წლის არჩევნებში მოსახლეობის 67% -იანი მხარდაჭერით, 84 ადგილიდან  82 მოიპოვა პარლამენტში. 2011წლის 7 მაისს ჩატარებულ არჩევნებში კი 60%-იან გამარჯვებას ვარაუდობენ.
2. სინგაპურის ეკონომიკის განვითარების ისტორია
  მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურის ისტორია შუა საუკუნეებიდან იწყება, მისი წარმომავლობის ისტორიას განიხილავენ 1819 წლიდან. ზუსტად ამ წელს ინგლისელებმა დაარსეს აქ თავისი სავაჭრო ფაქტორია, რომელიც თავდაპირველად ეკუთვნოდა პოსტინდურ კომპანიას, შემდეგ კი სტრეიტსსლმენტის (დასახლება სრუტესთან) პროტექტორატის შემადგენელი ნაწილი გახდა, უფრო მოგვიანებით კი ჩამოყალიბდა ინგლისური კოლონია. მისი ბირთვი გახდა საზღვაო პორტი სინგაპური, რომელიც მდებარეობს დაახლოებით კალკუტასა და კანტონის შუაში (ახლანდელი გუანჩჟოუ). თავიდან მისი სპეციალიზაცია იყო სანელებლების ექსპორტი მცირე ზონდის კუნძულებიდან, შემდეგ კი კაუჩუკისა და კალას ექსპორტი მალაიდან.
  XIXს-ის შუა წლებში ეს კუნძული მოგზაურობისას მოინახულა რუსმა მწერალმა ი.ა. გონჩაროვმა. მან ასე დაახასიათა ეს კუნძული (პორტი).
  ”სინგაპური – ერთ-ერთი მსოფლიო ბაზარია, სადაც ჯერ კიდევ ყველაფერი შემოდის, რაც საჭიროა და არ არის საჭირო, რაც სასარგებლოა და მავნე ადამიანისთვის. აქ ნახავთ აუცილებელ ნივთებს : პურს, ქსოვილებს, საწამლავს, სამკურნალო ბალახებს. გერმანელები, ფრანგები, ინგლისელები, ამერიკელები, სომხები, სპარსელები, ინდოელები, ჩინელები – ყველა ჩამოვა აქ, რათა იყიდონ და გაყიდონ”.
  შემდგომში ინგლისელებმა დაარსეს აქ თავისი ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო_საზღვაო ბაზა. პირველი მსოფლიო ომი არ შეხებია სინგაპურს, მეორე მსოფლიო ომის წლებში კი ის იყო დაპყრობილი იაპონიის მიერ. ომის შემდეგ სინგაპურმა მიაღწია ჯერ ფორმალურ თვითმმართველობას ბრიტანული თანამეგობრობის ჩარჩოებში (1959წ), შემდეგ კი ის ცოტა ხნის განმავლობაში შედიოდა მალაიზიის ფედერაციაში, მაგრამ 1965 წელს გამოვიდა მისი შემადგენლობიდან და გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო _ რესპუბლიკა სინგაპური.
  სინგაპურის სამრეწველო პროფილი მისი ისტორიის მანძილზე იცვლებოდა რამდენჯერმე. თავიდან, მრავალი ათწლეულის მანძილზე სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია  იყო საერთაშორისო ვაჩრობა, რომელიც დაყრდნობილი იყო რეექსპორტზე. ეს ნიშნავს იმას, რომ სინგაპურის გავლით მსოფლიო ბაზარზე იგზავნებოდა, წარმოებული მეზობელ ქვეყნებში. ჯერ კიდევ 1960 წელს რეექსპორტის წილი მთელს ექსპორტში შეადგენდა 95%-ს. შემდეგ კი ინდუსტრიული განვითარების წარმატებების წყალობით, ეს წილი შემცირდა და წინა პლანზე წამოიწია მზა პროდუქცა, წარმოებული სინგაპურში.
  2000წელს სინგაპურის ექსპორტმა შეადგინა 140მლრდ. დოლარი (2.,2% მსოფლიო), მათ შორის ადგილობრივი პროდუქციის _ 80მლრდ. დოლარი (1,2%). პირველი შეხედვით ეს წილობრივი მაჩვენებლები შეიძლება არც ისე მაღალი მოგვეჩვენოს, მაგრამ მეორე მაჩვენებლის მიხედვითაც კი პატარა სინგაპური უსწრებს ისეთ გიგანტ ქვეყნებს, როგორიც არიან  რუსეთი, ავსტრალია, ბრაზილია, სხვა ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ. მისი სავაჭრო პარტნიორები არიან: იაპონია,  აშშ, მალაიზია, ტაილანდი და ევროკავშირის ქვეყნები.
3. სინგაპურის ეკონომიკის სპეციალიზაცია და წამყვანი დარგები
  სინგაპურის მთელი სავაჭრო ქსელი იყო და ასეთია ახლაც, მჭიდროდ დაკავშირებული საზღვაო პორტთან, რომელიც თავდაპირველად დაარსდა მდინარე სინგაპურის შენაკდში. ახლა კი მას უჭირავს თითქმის მთელი სანაპირო ზოლი, რომელიც უკავშირდება სინგაპურის სრუტეს, სადაც განლაგებულია სპეციალიზირებული საპორტო ტერმინალები. 1990-იან წლებში ტვირთბრუნვით (330 მლნ. ტონა წელიწადში) სინგაპურის  პორტმა გაუსწრო როტერდამს და გავიდა პირველ ადგილზე მსოფლიოში. მისი გემთბრუნვა შეადგენს 130 ათას გემს დღე-ღამეში. 400-ზე მეტი სანაოსნო ხაზი აკავშირებს სინგაპურს მსოფლიოს 740 პორტთან. ჩვეულებისამებრ თავად პორტში და მის რეიდზე სრუტეში ერთდროულად იმყოფება 700-800 გემი ათეულობით ქვეყნიდან. კონტეინერულ გადაზიდვებშიც სინგაპური მოწინავეა მსოფლიოში.
  სინგაპურის ინდუსტრიალიზაციის აჩქარების განხორციელების დასაწყისშივე 1960-იან წლწბში სწრაფად განვითარდა “საპორტო მრეწველობა”, რომელიც ორიენტირებული იყო იმპორტული ნედლეულის გადამუშავებაზე. პირველ რიგში ნავთობგადამუშავებას და ნავთობქიმიას, რომელიც 1970-იან წლებში გახდა აქ საკვანძო მრეწველობა. სინგაპურის ხუთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრემ მიაღწია თითქმის 60მლნ. ტონას და ამ მაჩვენებლის მიხედვით იგი გავიდა მესამე ადგილზე მსოფლიოში ამერიკული ჰიუსტონისა და ჰოლანდიური როტერდამის შემდეგ. საინტერესოა ისიც, რომ ნავთობის მარაგი ნავთსაცავებთან ერთად გადატანილი იქნა შვიდ პატარა კუნძულზე, რომელიც მდებარეობს  ქალაქ ჯურონგის სამხრეთით. ეს პატარა კუნძულები ფაქტიურად გააერთიანეს ერთ დიდ კუნძულად, რამაც ხელი შეუწყო დიდი სამრეწველო ზონის შექმნას. ამ ზონის ბაზაზე იაპონურმა და გერმანულმა კონცერნებმა უკვე დაიწყეს თანამედროვე მსხვილი ნავთობქიმიური წარმოების განვითარება. პროექტი ითვალისწინებს დამბის აგებას, რომელიც დააკავშირებს კუნძულ ჯურონგს ამ სამრეწველო რაიონის მთავარ ნაწილთან.
  “საპორტო მრეწველობის” დარგს უნდა მივაკუთვნოთ გემთმშენებლობაც. აქ აშენებენ სუპერტანკერებს 500 ათას ტ. ტონაჟით და ნავთობსაბურღ ბაქნებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე გემების შეკეთებას.
  1980-1990წწ-ში სინგაპურის ინდუსტრიული პროფილის შეცვლის შემდეგ, მისი მთავარი მიმართულება გახდა ელექტრონიკა, რომელზედაც ახლა მოდის მთელი სამრეწველო წარმოების ნახევარი. ჯერ კიდევ 1970-იან წლებში დაარსებული ეს დარგი თავდაპირველად დაფუძნებული იყო ამწყობ ოპერაციებზე და აგრეთვე ორიენტირებული იყო მცირეკვალიფიცირებულ სამუშაო ძალაზე. მაგრამ 1980-იან წლებში განხორციელებული იყო სწრაფვა მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე, რომლებიც ჩვენს დროში წარმოდგენილია საყოფაცხოვრებო და საწარმოო ელექტრონიკით. ელექტრონული მრეწველობა ამჟამად დომინირებ, კერძოდ ქალაქ სინგაპურში და ახილი ქალაქების დიდ ნაწილში. არ არის გასაკვირი, რომ თავად სინგაპურიც ახდენს ელექტრონიზაციის, წარმოების საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის მკვეთრი მაგალითების დემონტრირებას. ის უკვე შევიდა კომპიუტერების მომხმარებელი ქვეყნების პირველ ხუთეულში, აშშ, შვეიცარიისა და შვედეთის შემდეგ. სინგაპურის პორტის კონტეინერულ ტერმინალზე მუშობს ელექტრონულგამოთვლითი ცენტრი, რომელიც ირჩევ ყოველი ოპერაციისათვის ოპტიმალურ ვარიანტს და აგრეთვე აკონტროლებს ჩამოტვირთვის და დატვირთვის პროცესს.
  ჩანგის საერთაშორისო აეროპორტში კი რომლის მგზავრთბრუნვა შეადგენს 28 მლნ. მგზავრს წელიწადში, თვითმფრინავების გაგმგზავრებისა და ჩამოსვლის პროცესი კონტროლდება კომპიუტერების მეშვეობით ერთ წუთამდე სიზუტით. კომპიუტერიზაციამ მოიცვა მთელი სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი, საქალაქო ტრანსპორტი, განათლების სისტემა, მაგრამ სინგაპურის მომავალს ამჟამად უკავშირებენ არა მარტო საწარმო, მწარმოებელ, არამედ არასაწარმოო სფეროს. ჯერ კიდევ 1990-იან წლებში სინგაპურის ეკონომიკური სტრატეგია მიმართული იყო, პირველ რიგში, საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რათა ის გამხდარიყო ინფორმაციის დამუშავებისა და გამოყენების მთავარ რეგიონალურ ცენტრად, აგრეთვე საინფორმაციო პროგრამები დამუშავების სფეროს განვითარების მიზნით. ამისათვის საჭირო გახდა სათანადო ინდუსტრიის შექმნა. მომავალში მსხვილი რეგიონალური და მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ფუნქციის ჩენარჩუნებით სინგაპური გახდა მომსახურეობის სფეროს, მარკეტინგისა და ფინანსური საქმიანობის მნიშვნელოვანი ცენტრი. აქ მდებარეობს 3000-ზე მეტი ტრანსნაციონალური კომპანია, ზოგი მათგანი შედის “მილიარდელების მსოფლიო კლუბში”. სინგაპურის სავალუტო ბირჟა ყოველწლიური ბრუნვით ჩამორჩება მხოლოდ ლონდონს, ნიუ-იორკსა და ტოკიოს. მოსი საფონდო ბირჟა ემსახურება მთელ სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიას. ქალაქის ცენტრალურ არეალშიც კი, ალბათ, ყველა მაღლივი შენობის ნახევარში განთავსებულია ბანკების და სხვა მსგავსი დაწესებულებების სამმართველოები.
   სინგაპურისათვის პერსპექტიული საქმიანობის სფერო _ საერთაშორისო ტურიზმია. ახლა უკვე სინგაპურში ჩადის 5-6მლნ. ტურისტი წელიწადში. მათ იზიდავს არა მხოლოდ ულტრათანამედროვე არქიტექტურა, არამედ სერვისი მაღალი დონე _ მშვენიერი ოტელები, გართობის კარგად განვითარებული ინდუსტრია, სავაჭრო ცენტრების სიმრავლე. სინგაპური აეროპორტი ჩანგი, მეტრო, 73 სართულიანი სასტუმრო “შანგრილა” აღიარებულია საუკეთესო ობიექტებად მსოფლიოში. შეიძლება დავამატოთ, რომ სინგაპურმა მსოფლიოში დაიმსახურა ყველაზე სუფთა ქალაქის სტატუსი, არა მარტო ჯარიმების მთელი სისტემის წყალობით (500-1000სინგაპურულ დოლარამდე), არამედ კულტურის საერთაშორისო დონის წყალობით. აქ არსებობს თავაზიანობის ეროვნული კომიტეტიც კი.  ამჟამად სერიოზულად განიხილება აგრეთვე სინგაპურის მსხვილ საკურორტო ცენტრად ჩემოყალიბების პერსპექტივა. ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამრეწველო ცაქმიანობის სფეროს უკავია ტერიტორიის ნახევარი, დანარჩენი მისი ნაწილი კი უჭირავს ტყეებს, სასოფლო-სამეურნეო კულტურებს (ისინი ძალიან მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი) და აუთვისებელ მიწებს.
  მჟამად მთავარ საკურორტო ფუნქციებს ასრულებს სენტოსის პატარა კულძული სინგაპურის სრუტეში. აქ შეგვიძლია ვიხილოთ პირველი მოსახლეობის დასახლება, ძველი პორტი, პეპლების ეგზოტიკური პარკი, ორქიდეების პარკი (ორქიდეა სინგაპურის ნაციონალური ყვავილია), აზიის უმსხვილესი ოკეანარიუმი – “წყალქვეშა” სამყარო, აგრეთვე წყლის კუნძული, შადრევნების კუნძული, ე.წ. ვულკანოლენდი. ბუნებრივი პარკი არის კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზეც, რომლის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ბუნებრივი რეზერვუარი ტროპიკული ფლორის ნაირსახეობით. ფრინველებისა და ყველა სახის პეპლების საოცარი სამყაროთი.

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *