ადამიანის მიერ მცენარეებისა და ცხოველების მოვლა გამოყენება
ეკოლოგია ბიოლოგიის ნაწილია,რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს,აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.
„ეკოლოგიური ინფაქტი“,“ეკოლოგიური ინსულტი“ ხშირად ისმის დღეს ეს სიტყვები,ბუნება ულმობლად მიექანება აქეთკენ.
როგორი იქნება გარემო-სამყაროს მდგომარეობა უახლოეს თუ შორეულ მომავალში?რა გველოდება ჩვენ?მოწამლული ჰაერი და წყალი,განადგურების პირას მისული საფარველი-ოზონის ფენა,სიცოცხლის თანდათანობით გაქრობა???შეძლებს თუ არა ადამიანი დაიცვას პლანეტა გაჭუჭყიანებისგან,გონივრულად გამოიყენოს მისი რესურსები?ასეთი კითხვები კარგა ხანია დადგა თითოეული ადამიანის წინაშე.
ადამიანი სხვა ორგანიზმების მსგავსად,თავის საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.ეს ურთიერთობა რთულია,რომელიც ევოლუციის პარალელურად მუდმივად იცვლებოდა და იცვლება დღესაც.
უხსოვარი დროიდან ადამიანი იყენებდა ბუნების სიმდიდრეს.ჯერ კიდევ პირველყოფილ ადამიანთა მცირერიცხოვანი ტომები მომთაბარეობდნენ საზრდოსა და თავშესაფრის საძებნელად.ისინი თავს ირჩენდნენ ნადირობით,თევზაობითა და ველური მცენარეების შეგროვებით.მოსახლეობა მაშინ მცირერიცხოვანი იყო,ამიტომ რომელიმე ტერიტორიაზე საზრდოს გამოლევის შემდეგ ადამიანები გადადიოდნენ სხვა,ხელუხლებელ ადგილას.მათ მიერ მიტოვებულ ტერიტორიაზე კი კვლავ მრავლდებოდნენ მცენარეები და ცხოველები.
ასე გრძელდებოდა მრავალი ათასეული წლის განმავლობაში.დაახლოებით 8-10 ათასი წლის წინათ ადამიანმა დაიწყო მარცვლოვანი მცენარეების თესვა-მოყვანა და მოაშინაურა ცხოველები.ამ დროიდან გაძლიერდა ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე: იხვნებოდა ყამირი ნიადაგები სახნავ-სათესი ადგილების გასაფართოებლად,საშენი ხე-ტყის დასამზადებლად იჩეხებოდა ტყე,თუმცა ტყე სიცოცხლის წყაროა,იგი ჰაერს ჟანგბადით ამდიდრებს.უჟანგბადოდ კი სიცოცხლე წარმოუდგენელია.ტყე ნიადაგში წვიმის წყალს ინახავს და ამით სათავეს აძლევს წყაროებსა და მდინარეებს,აკავებს ნიაღვარს,ნიადაგს იცავს ჩამორეცხვისგან.აქედან გამომდინარე,ნათელია,რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეროვნულ საგანძურს-ტყეს და დავიცვათ განადგურებისგან.
ბუნებრივი გარემო მხოლოდ გარეულ მცენარეთა და ცხოველთა არსებობისთვის როდია საჭირო.იგი საჭიროა ადამიანისთვისაც,მისი ფსიქოფიზიკური წონასწორობისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ადამიანისთვის დედამიწა თავისი ფლორითა და ფაუნით სიმდიდრეცაა და შთაგონების უშრეტი წყაროც.
პირველყოფილი ადამიანები ველურ ცხოველებზე ნადირობდნენ.გარეული ცხოველის ხორცი მათთვის მნიშვნელოვანი საკვები იყო,ტყავისგან ტანსაცმელს იკერავდნენ;ძვლებისგან კი-დანებს,ნემსებს,ისრებს და მარტივი შრომის იარაღებს ამზადებდნენ.
ცხოველებზე დაკვირვებით ადამიანმა ისწავლა მათი ცხოვრების წესი,რაც მათ მოშინაურებაში დაეხმარა.ადამიანის პირველი მეგობარი ძაღლი იყო.იგი მას ნადირობაში ეხმარებოდა.ადამიანი მიხვდა,რომ უკეთესია თავისთან ახლოს იყოლიოს ცხოველები,ვიდრე მასზე სანადიროდ იაროს.თანდათან მოიშინაურა ძროხა,თხა,ცხვარი,ღორი,ქათამი და სხვა.მან დაიწყო მათზე ძრუნვა.აუგო სადგომი,მოუმარაგა საკვები.ადამიანმა არა მარტო ცხოველები,მწერებიც კი მოიშინაურა.
დედამიწაზე ბინადრობს დაახლოებით 48000 ჯიშის ცხოველი,ფრინველი და თევზი,ათ მილიონზე მეტი სახეობის მწერი;მათგან ვღებულობთ ხორცს,ტყავს,ბეწვს და ა.შ.მათ პროდუქტებს ვიყენებთ მრეწველობაშიც.
თოფის გამოგონების შემდეგ ნადირობა განსაკუთრებით გახშირდა.ცხოველთა უმოწყალო ჟლეტამ მათი მათი რაოდენობის შემცირება გამოიწვია,ზოგიერთი ჯიში კი საერთოდ მოისპო.
წინათ საქართველოს ტყეებში მრავლად იყო ირემი,შველი,მთებში-ჯიხვი,არჩვი.დღეს ისინი იშვვიათობაა.დომბა და ნიამორი კი საერთოდ გადაშენდა.
ცხოველთა ამა თუ იმ სახეობის აღდგენა შეიძლება,თუ ცოტა მაინცაა შემორჩენილი,მაგრამ,თუ რომელიმე ჯიში მთლიანად ამოწყდა,მისი აღდგენა შეუძლებელია.არადა,ცხოველთა ერთი სახეობის მოსპობამაც კი შეიძლება ცუდი შედეგი გამოიღოს.
არ არსებობს ცხოველი,რაიმე სარგებლობა რომ არ მოჰქონდეს.მაგალითად,მტაცებელი ცხოველი ჭამს ნადირს ან ფრინველის ლეშს,სპობს დაავადებულ და დასუსტებულ ცხოველებს,რითაც აჯანსაღებს ტყის ბინადართა შთამომავლობას.
ერთ დროს საქართველოში მგელს ისეთი ბრძოლა გამოუცხადეს,რომ ლამის მთლიანად მოსპეს,რაც დიდი შეცდომა იყო.
თითქოს ყვავი არასასიამოვნო ფრინველია,მაგრამ იგი თურმე სოფელ-ქალაქის უბადლო „სანიტარი“ ყოფილა.თუ სადმე ყვავი გაჩნდა,ეს იმას ნიშნავს,რომ სისუფთავის მხრივ იქ ყველაფერი რიგზე არ არის და ყვავიც დაუზარებლად იწყებს „საქმიანობას“.თვით გველის შხამსაც კი შეუძლია სარგებლობის მოტანა-მას მედიცინაში ზოგიერთი წამლის დასამზადებლად იყენებენ.
მრავალი ზღაპრის გმირი,ქურდბაცაცა მელა,რომელიც ქათმების დაუძინებელი მტერია,მინდვრის თაგვებს ანადგურებს და ამით სასოფლო-სამეურნეო ნათესებს იცავს.
ასე,რომ,ცხოველებსა და ფრინველებს მოვლა სჭირდება,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ნადირობა საერთოდ აიკრძალოს.არა!ნადირობა შეიძლება იმ ცხოველებსა და ფრინველებზე,რომლებიც მეტისმეტად გამრავლდნენ და საზიანო გახდნენ ადამიანისათვის.იმ ჯიშებს კი,რომელთა რაოდენობაც შემცირდა,გაფრთხილება,დაცვა და მომრავლება ესაჭიროება.
დედამიწაზე სიცოცხლე მცენარეების გარეშე წარმოუდგენელია.ისინი ჟანგბადით ამდიდრებენ ჰაერს.ყოველდღიურად საკვებად მცენარეულ პროდუქტს ვიყენებთ.მაგიდა,სკამი,მერხი,იატაკი და სხვა მცენარის მერქანისგან მზადდება.ზოგიერთი მცენარე ბიჭკოს მომცემია,საიდანაც ძაფს,შემდეგ კი ქსოვილს ამზადებენ.ცხოველების დიდი უმრავლესობა მცენარეებით იკვებება,ამიტომ მათ მცენარის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ.
ბალახეულით იკვებებიან როგორც შინაური,ისე გარეული ცხოველები.ამიტომ ეს ადგილეი საძოვრებადაც არის გამოყენებული.ადამიანი ბალახს თიბავს,აზმობს და შინაურ ცხოველებს ზამთარში კვებავს.
ადამიანმა ბალახეულ საფარს სახე შეუცვალა,საძოვრებად და სახნავ-სათესად გამოიყენა.მოჰყავთ კულტურული მცენარეები: მარცვლეული,ჭარხალი,თამბაქო,კარტოფილი,კომბოსტო და სხვა.
მინდვრის ყვავილებში ბევრი მცენარე სამკურნალოა და მედიცინაში გამოიყენება.ესენია:მრავალძარღვა,გვირილა,შავბალახა,თავშავა,ჟენშენი,კატაბალახა, კუნელი,პიტნა, ვარდკაჭკაჭა და სხვა.მცენარეების გაუფრთხილებელმა შეგროვებამ საგრძნობლად შეამცირა ან სრულიად მოსპო ბევრი მათგანი.
ადამიანმა მცენარეთა მოვლა მრავალი წლის წინათ დაიწყო.იგი ნანადირევთან ერთად მცენარეებსაც იყენებდა საკვებად.აგროვებდა ველურ ხილს და კენკრას,მარცვლეულს და საკვებად ვარგის სხვა მცენარეებს.
დროთა განმავლობაში ადამიანის საცხოვრებელთანაც გაჩნდა ნაყოფის მომცემი სასარგებლო მცენარეები.ადამიანები მიხვდნენ,რომ ისინი მათ მიერ გადაყრილი თესლიდან აღმოცენდნენ.ისიც შეამჩნიეს,რომ ამ მცენარეს მოვლა-პატრონობის შედეგად ნაყოფი უფრო მსხვილი და გემრიელი ჰქონდა და უხვმოსავლიანიც იყო.ასე დაიწყო მცენარეთა მოვლა;თანდათან ისწავლეს მიწის დასამუშავებელი იარაღის დამზადება.ასე მოხდა ველური მცენარეების კულტურულ მცენარეებად გარდაქმნა.
თურმე მეზღვაურებს უნდა ვუმადლოდეთ სამხრეთ ამერიკიდან კარტოფილის, მექიკიდან სიმინდისა და პომინდვრის შემოტანას.ჩაის ჩინეთიდან, ყელასათვის საყვარელი საზამთრო კი აფრიკული ყოფილა.
საქართველოში მარცვლეული მცენარეები უძველესი დროიდან მოჰყავთ.მაგალითად: სიმინდი სითბოსა და წყლის მოყვარულია.მას მსხვილი, წვნიანი ღერო აქვს,რომელიც რამდენიმე ტაროს იკეთებს.ტაროში სიმინდის მარცვლებია ჩამწკრივებული.შემოდგომაზე,ტაროს მოტეხვის შემდეგ ღერო ხმება,მას ჩალა ჰქვია.იგი საქონლის საკვებად გამოიყენება.სიმინდის ფქვილისგან მჭადს აცხობენ,ზეთს ხდიან,სახამებელს ამზადებენ და სხვა.მთიან რეგიონებში ქერისგან ამზადებენ ლუდს,შინაურ ცხოველებს კვებავენ,ბურღულს ამზადებენ და სხვა.
საქართველო 500-მდე ვაზის ჯიშის სამშობლოა.ვაზის ნაყოფისგან-ყურძნისგან ამზადებენ წვენს,კომპოტს,მურაბას,ჩამიჩს და სხვა,რომლებიც ძვირფასი საკვები პროდუქტებია,რადგან ადამიანის ჯამრთელობისთვის აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს.ყურძნის გადამუშავებით საუკეთესო სასმელებს ღებულობენ.ყურძნის ნადუღი წვენისა და ფქვილისგან ამზადებენ ფელამუშს.ძაფზე აცმული თხილის ან ნიგოზის ფელამუშში ამოვლებით ჩურჩხელას.ვაზს დეკორატიული მიზნითაც იყენებენ.იგი შენობებს,ქუჩებს და ეზოებს ამშვენებს.
დიდია მცენარეთა მნიშვნელობა ბუნებაში.ისინი შთანთქავენნახშიროჟანგს და ამდიდრებენ ჰაერს ჟანგბადით,რომელიც აუცილებელია ცოცხალ არსებათა სუნთქვისათვის.
ადამიანი იყენებს მცენარის ყველა ორგანოს.მზესუმზირას ნაყოფიდან ხდიან საჭმელ ზეთს;შაქრის ჭარხლის ძირხვენიდან ღებულობენ შაქარს.სართავ ბოჭკოს შეიცავს ბამბის ნაყოფი,სელისა და კანაფის ღეროები.
ადამიანი აშენებს ბევრ ლამაზყვავილიან მცენარეს-ვარდს,მიხაკს,ტიტას, სუმბულს,ზამბახს….. ყვავილთა ტკბილი ნესტრისგან ფუტკარი ამზადეს თაფლს.
მცენარე ადამიანისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ,რომ საკვებსა და ნედლეულს იძლევა,არამედ იგი ამკობს გარემოს,ალამაზებს ჩვენს ცხოვრებას, ბუნებაში გასეირნება სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს,ხალისს ჰმატებს მას.
მცენარეთა შენახვა-შენარჩუნების ყველაზე სერიოზული საშუალებაა მათი ადგილსამყოფელის დაცვა.ამ მიზნით იქმნება ნაკრძალები,აღკვეთილები,ბუნებრივი პარკები.იშვიათი მცენარეების დაცვის საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს ბოტანიკურ ბაღებს,საცდელ სადგურებს და სხვა ამგვარ დაწესებულებებს.ბოტანიკურ ბაღებში ძირითადად იქმნება იშვიათი მცენარეების ცოცხალი კოლექცია.
როგორ გგონია რა სარგებლობა აქვს სოკოს ადამიანისთვის?
სოკო ადამიანის კვების რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია. ქუდიანი სოკოების უმეტესობას ადამიანი საკვებად გამოიყენებს. საჭმელი სოკოების 90-ზე მეტი სახეობა არსებობს.
ერთუჯრედიანი საფუარი სოკოები ეფექტურად გამოიყენება კვების მრეწველობის სხვადასხვა დარგში. საფუარი სოკოები საპროფიტი ორგანიზმებია, რაც ნიშნავს, რომ ისინი საკვებისა და ენერგიის წყაროდ არაცოცხალი ბუნების ორგანულ ნარჩენებს იყენებენ.
ღვინის წარმოება ეფუძნება ყურძნის კანზე არსებული ველური საფუარი სოკოების მოქმედებას. იგი ნახშირწყლებს სპირტად გარდაქმნის. როდესაც გამოყოფილი სპირიტს კონცენტრაცია 10-15% აღწევს, იგი თავად ამ სოკოს ანადგურებს. ამის შემდეგ ღვინოს ფილტრავენ და ინახავენ. ღვინოში რჩება გამოუყენებელი შაქარი, რაც ღვინის გემოს განაპირობებს.
პურის ცხობაში იყენებენ სპეციალურად გამოყვანილ საფუარის სოკოს, რომელიც ნახშირწყლების დაშლის დროს გამოყოფს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს და იწვევს ცომის გაფუებას. ამ პროცესისას გამოყოფილი მცირე რაოდენობით სპირიტ ცხობისას ორთქლდება.
ყველის წარმოებაში სოკოები ბაქტერიებთან ერთად გამოიყენება. ზოგიერთი ცნობილი ყველის სახეობა _ როკფორი, კამამბერი, ლურჯი დანიური და იტალიური გორგონცელა ,,მწიფდება” სხვადასხვა ობის სოკოს ზემოქმედებით.
მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ობის სოკო – პენიცილიუმი. მას სპეციალურად ამრავლებენ, რომ შექმნან ანტიბიოტიკი -პენიცილინი.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სოკო სახელით „გიგანტური ფშუკუნა“ შეიცავს ანტიბიოტიკურ ნივთიერებას – კალვაცინს. ხალხურ მედიცინაში ხმარობენ თირკმელების ზოგიერთი დაავადებისა და კიბოს საწინააღმდეგოდ.
ცნობილია,რომ ცხოველთა საკმაოდ მრავალი სახეობა ან სულ მოისპო,ან იმდენად მცირერიცხოვანი გახდა,რომ მოსალოდნელია მათი სრული გაქრობა ახლო მომავალში.
მეცნიერთა გამოანგარიშებით,ადამიანი საქმიანობის შედეგად უკანასკნელი 3-4 საუკუნის განმავლობაში სრულიად გაქრა ნადირ-ფრინველის 150-მდე სახეობა,ხოლო ასეთი ბედი მომავალში მოელის ნადირ-ფრინველთა 700 სახეობას.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა პირველად 1966 წელს გამოსცა „წითელი წიგნი“.ამ წიგნში დასახელებულია და აღწერილია ცხოელებისა და მცენარეების ის სახეობები,რომლებიც იშვიათია და გადაშენების საფრთხე მოელის.“წითელი წიგნი“ შედგენილია საქართველოშიც.
ცხოველთა რაოდენობის შემცირება განსაკუთრებით თვალსაჩინოა სხვადასხვა სანადირო ნადირ-ფრინველისა და თევზების მაგალითზე.
ხშირად ადამიანი კლავს ზოგიერთ ცხოველს და ანადგურებს მცენარეს არა ნადავლის მოსაპოვებლად,არამედ უცოდინარობის გამო.მაგალითად,მტაცებელი ფრინველებზე მცდარი შეხედულების გამო ადამიანი ემტერებოდა მათ.სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი,რომ მტაცებელი ფრინველების რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული.ჩვენ კი ვიცით,რომ ამ ფრინველებს სარგებლობა მოაქვთ თაგვისებრი მღრნელების მოსპობით,ხოლო ზოგიერთი მათი სახეობა იკვებება ცხოველთა ლეშით და ამგვარად ბუნებაში სანიტარის როლს ასრულებს.
ცხოველთა რაოდენობის შემცირებას იწვევს აგრეთვე მათი და მცენარეების საბინადრო ადგილების მოშლა-ყამირის მოხვნის,ტყის გაჩეხვის,გზების გაყვანის,სხვა სამეურნეო საქმიანობის გამო.ამის შედეგად ირღვევა ბიოცენოზები,ღარიბდება მცენარეთა და ცხოველთა სამყარო.
ცხოველთა და მცენარეთა რაოდენობაზე უარყოფითად მოქმედებს ასევე სამრეწველო საწარმოთა ნარჩენებით ატმოსფეროს,წყალსატევებისა და ნიადაგების დაბინძურება.ეს შხამიანი ნივთიერებები ასუსტებენ მათ,უქვეითებენ გამრავლების უნარს,ზოგჯერ კი მათ მასობრივ დაღუპვასაც იწვევენ.
მცენარეებისა და ცხოველების დაცვა ნიშნავს არსებული ბიოცენოზების მთლიანობის დაცვას,ან თუ ისინი დარღვეულია,მათ აღდგენას;მაგრამ ზოგჯერ ადამიანის საქმიანობის შედეგად ბუნებრივი გარემო იმდენადაა შეცვლილი,რომ შეუძლებელია დარღვეული ბიოცენოზის წინანდელი სახით აღდგენა,მაშინ მის ნაცვლად ხელოვნურად ქმნიან ახალ ბიოცენოზს.
ცხოველთა და მცენარეთა დაცვისა და მომრავლების მიზნით დაარსებულია სახელმწიფო ნაკრძალები.
ყველა მოქალაქე ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებას და ცხოველთა სამყაროს,ხელი შეუწყოს მის დაცვასა და გამდიდრებას.ამ საქმეში დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია მოსწავლე ახალგაზრდობასაც.
მოსწავლეება ბუნებისადმი სამაგალითო დამოკიდებულება უნდა გამოიჩინონ: არ გათელონ ბალახნარები,არ მოჭრან ხეები,არ მოამტვრიონ ტოტები,მით უმეტეს ახალგაზრდა ხეები.არ უნდა დაკრიფონ ყვავილები თაიგულეისათვის,რადგან ამით მცენარეებს ესპობათ გამრავლების საშუალება.განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო კოცონის დანტებისას,რათა არ გაჩნდეს ხანძარი.ბუნების წიაღში დასვენების დროს არ უნდა დავანაგვიანოთ ის სხვადასხვა ნარჩენებით,განსაკუთრებით კი ისეთებით,რომლებიჩ არ განიცდის დაშლას.(მაგალითად: მინის ჭურჭელი,ცელოფნის პარკები და სხვა.)
ცხოველთა და მცენარეთა დაცვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა.
გამოყენებული ლიტერატურა:
- დ.დონელია; ნ.დარჩიაშვილი; ლ.კარდენახიშვილი
„სამშობლო“ 2000 წ.
- ნუნუ დარჩიაშვილი; ლილი კარდენახიშვილი
„ბუნება“ III კლასი; 2006წ
- გ.მაისურაძე; ნ.თუხარელი; ც.ნოზაძე
„ზოოლოგია“ VII-VIII კლასი; 2003წ
- ვ.კორჩაგინა
„ბოტანიკა“ VI-VII კლასი; 1995წ
- „ვიკიპედია“