კასპის ცემენტის ქარხანა

კასპის ცემენტის ქარხანა
კასპის ცემენტის ქარხანა
                 ცემენტი გამორჩეულად მნიშვნელოვანი სამშენებლო მასალაა მთელს მსოფლიოში. თანამედროვე სამყაროსჰი წარმოუდგენელია სახლების, ხიდების ან გვირაბების აშენება ცემენტის გარეშე. მერგელური ტიპის კირQვების დიდი მარაგის, ასევე ხარისხიანი თიხების, სარკინიგზო ქსელის და წყლის რესურსების სიახლოვემ(მდ. მტკვარი) განპირობა ცემენტის ქარხნის მშენებლობა ქალაქ კასპში. ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლით სათავე დაედო საქართველოში ცემენტის მრეწველობის განვითარებას.ქალაქ კასპში ცემენტის ქარხნის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1927 წელს. პირველი 400 მარკიანი პორტლანდცემენტი მიიღეს 1931 წელს. ქარხანაში თავდაპირველად მუშაობდა ორი მბრუნავი ღუმელი, რომლის წარმოება იყო 9-9 ტონა საათში, ხოლო მთლიანად ქარხნის საპროექტო სიმძლავრე შეადგენდა 120000 ტონა კლინკერს და 150000 ტონა ცემენტს. შემდეგ წლებში განხორციელდა ქარხნის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია. ცემენტის ქარხნის გვერდით შიფრის ქარხანა, რომელიც შეუერთდა ცემენტის ქარხანას. ექსპლოატაციაში გაუშვეს მესამე, შემდეგ მეოტხე მბრუნავი ღუმელი, ამუშავდა წიდა-ბლოკების საამქრო. ქარხანამ დაიწყო ახალი სახეობის ე.წ. სულფატოედეგი და სწრაფად მაგრებადი ცემენტის გამოშვება. ქარხანამ აითვისა ახალი სახეობის პროდუქცია. დაიდგა ოტი დანადგარი წვრილი საკედლე ბლოკების გასაშვებად, ექსპლოატაციაში შევიდა ქვანახშირის ახალი საამქრო. 1980-1988 წლებში ცემეტის წარმოების მოცულობა განისაზღვრა 966000 ტონა ცემენტით და 774000 ტონა კლინკერით წელიწადში.
                    2006 წელწ ქარხნის აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა გერმანულმა კომპანიამ  “ჰაიდელბერგცემენტმა”. კომპანიამ ქარხანაში ბევრი სასიკეთო ღონისძიება ჩაატარა. კერძოდ 2008 წელს ქარხნის #3 მბრუნავ ღუმელზე ამოქმედდა ფილტრაციის ახალი სისტემა, ხოლო წლის ბოლოს #1 და #2 ღუმლებზეც დასრულდა ახალი თანამედროვე მტვერდამჭერი ფილტრების სამონტაჟო სამუშაოები. ეს პრობლემა დიდი ხანი გადაუჭრელი იყო. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2006 წლის მონაცემებით, კასპის ცემენტის ქარხანა ატმოსფერული ჰაერის ერთ-ერთი მსხვილი დაბინძურებელია (10,7%). კასპის ცემენტის ქარხანაში წინა წელთან შედარებით თანამშრობლების რაოდენობა  საგრძნობლად შემცირებულია. თუ, 2008 წელის დეკემბერში იყო 609 თანამშრომელი(აქედან 598 მუშა) დღესდღეობით არის 408 თანამშრომელი(მუშა 397). თანამშრომლები შემცირდნენ მუშების ხარჯზე. მომავალ 3 წელიწადში კი აპირებენ მუშათა რაოდენობა გაზარდონ 509 კაცამდე. სქესობრივ ასაკობრივი სტრუქტურა კი ასე გამოიყურება:
სქესის მიხედვით ასაკობრივი დაყოფა
საშუალო ასაკი ასაკი ასაკი
ქალები 86 კაცები 43 < 30 83,5 < 30 7
კაცები 455,5 ქალები 43 30 – 40 98 30 – 40 14
მთლიანად დასაქმებულთა რაოდენობა 541,5 სულ 43 > 40 274 > 40 65
სულ 455,5 სულ 86
        რაც შეეხება ხელფასებს: მინიმალური ხელფასი არის 250 ლარი, ხოლო მაქსიმალური 6000 ლარი. ქარხნის ხელმძღვანელობა გეგმავს ხელფასების გაზრდას. ქარხანას უკავია 30 ჰექტარი ფართობი. იგი აერთიანებს შემდეგ ძირითად და დამხმარე  საამქროებს: კირქვის კარიერი, თიხის კარიერი, ნედლეულის საამქრო, გამოწვის საამქრო,დაფქვის საამქრო, გადატვირთვის საამქრო, შეფუთვის საამქრო და სარკინიზო საამქრო. თიოეულ საამქროს ყავს საკუთარი დანაყოფები რათა მოხდეს სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა.ქარხანა დღეს უშვებს ПЦ400Д20 ССПЦ400ДО და ПС500ДО მარკის ცემენტებს. ПЦ400Д20 მარკის პორტლანდცემენტი ყველაზე მეტადაა გავრცელებული. იგი გამოიყენება სამშენებლო დუღაბების, საგზაო სამშენებლო კონსტრუქციების, საშუალო სიმაღლის შენობების, კაშხალების, ზღვის და მდინარეების სანაპირო დამცავი და მზღუდავი კონსტრუქციების დროს.
ССПЦ400ДО სულფატმდგრადი პორტლანდცემენტი გამოირჩევა ყინვაგამძლეობით. ახასიატებს მდგრადობა სულფატური კოროზიის მიმართ, იგი განკუთვნილია მიწისქვეშა და საზღვაო მშენებლობისათვის.ПС500ДО პორტლანდცემენტი გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიებით მშენებარე ჰიდროტექნიკური და საზღვაო ნაგებობების დროს, მრავალსართულიანი სახლების, გვირაბების, მეტროპოლიტენის, აეროპორტების ასაფრენ-დასაფრენი ზოლების და სხვათა მშენებლობისათვის. კასპის ცემენტი ძირითადად მოიხმარება შიდა ბაზარზე ავტობანის, ჰესების და სხვათა მშენებლობისთვის. იგი აგრეთვე გააქვთ აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.
                 ქარხნის მიერ გამოშვებული პროდუქცია ძირიტადად არის კლინკერი და ცემენტი. 2007 წელსკლინკერის წარმოებამ შეადგინა 627805 ტონა, ხოლო 2008 წელს 488597 ტონა. ცემენტის წარმოებამ კი შესაბამისად 500 მარკიანმა-130172 ტონა და 88772 ტონა, ხოლო 400 მარკიანმა ცემენტმა-388612 ტონა და 333117 ტონა. 2009 წლის აგვისტოს თვეში გამოშვებული ცემენტის რაოდენობამ შეადგინა 40330 ტონა. მათ შორის 500 მარკიანი-9445ტონა, ხოლო 400 მარკიანმა 30875 ტონა. კლინკერი გამოუშვეს 34331 ტონა, რაც იმას ნიშნავს რომ მკვეთრად შემცირდა პროდუქტის წარმოება ქარხანაში. სექტემბრის თვეში კლინკები გამოუშვეს 37248ტ, ხოლო ცემენტი 36792 ტონა. მათ შორის 500 მარკინი _ 7364ტ, 400 მარკიანი 29428 ტ.
ქარხნის ძირითადი ნედლეულია კირქვა, ნერგელი და თიხა. კირქვის მოპოვება ხდება კავთისხევის კარიერებიდან, რომელიც კომპანია `საქცემენტმა~ შეიძინა 11000 ლარად. კიქრვას მოიპოვებენ აფეთქების საშუალებით ან მსხვრევით. დაზვერილი მარაგები უზრუნველყოფენ ასი წლის პროდუქციის წარმოებას წლიური წარმადობით `საპროექტო სიმძლავრე~ 966000 ტონაა. ექსკავატორებით კირქვის მოპოვების შემდეგ 4კმ-იანის საჰაერო საბაგირო გზით მიეწოდება კარიერიდან ქარხნამდე. თიხის მოპოვებაც ექსკავატორებით ხდება კასპის კარიერიდან, საიდანაც ტრანსპორტით, სამსხვრევ დანადგარებამდე სადაც სამთო ქანი იმსხვრევა და გამოიყენება შემდგომ გადამუშავებაში. დამსხვრეული მასალა გადააქვთ ქარხნის ნედლი მასალების საწყობში ლენტური კონვენსირების საბაგირო გზების და რკინიგზის საშუალებით და გამონაკლის შემთხვევაში სატვირთო მანქანით. აქ ისინი ინახება შერევისათვის, რათა მოხდეს მათი ჰომოგენიზაცია. ცემენტის ტიპისათვის საჭირო სასურველი ნედლეული მინარევის და დამატებითი კომპონენტების, როგორიცაა ქვიშა და რკინის მადანი, მომზადება ხდება დოზატორების გამოყენებით.  სხვადასხვა ტიპის წისქვილებში ხდება მინარევების წმინდა დაფქვა და ერთდროულად გაშრობა მანამ სანამ ეს მასალები მოხდება ნედლეულის სილოსში შემდგომი ჰომოგენიზაციისთვის. ნედლეულის შლამის მომზადება ხდება შემდეგნაირად: კირი, თიხის შლამი, რკინის შემცვლელი მასალა და წყალი მიეწოდება მიღების წისქვილებში, სადაც მომზადებული შლამი ტენიანობით 38-40% მიეწოდება მბრუნავ ღუმელებში. ნედლეული შლამის გამოწვა და კლინკების მიღება კი ხდება 14500ჩ-ზე. გამოწვა მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის თბომცვლელიან ღუმელებში, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა მეთოდებით და რომელთა მთავარი განსხვავება მდგომარეობს ღუმელის მომზადებასა და გახურებაში. ქიმიური კონვენსიის შედეგად ამ პროცესს ეწოდება შეცხობა, რის შედეგადაც მიიღება ახალი პროდუქტი _ კლინკერი. ცემენტის თვისებები ძირითადად განისაზღვრება კლინკერის მინერალური შემადგენლობით. თავის მხრივ კლინკერის თვისებები დამოკიდებულია არა მარტო მინერეალების რაოდენობაზე, არამედ მათ სტრუქტურაზე, კრისტალის ფორმასა და ზომაზე, გამოწვის პირობებსა და რეჟიმსა, გაცივების ინტენსივობაზე და სხვა. კლინკერის მისაღებად საჭირო ნედლეულის ნარევი ძირითადად შედგება კირქვისა და თიხისაგან. ნედლეულის შერჩევის დროს მნიშვნელობა აქვს არა მარტო მის ქიმიურ-მინერალურ შემადგენლობას, არამედ ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებსაც. კირქვის გახურების კალციუმის კარბონატი განიცდის დისოტაციას. ჩაჩO3 →ჩაჩ+ჩO2. რისთვისაც იხარჯება დიდი რაოდენობით სითბო. ტემპერატურის გაზრდით დისოტაცია ჩქარდება, რაც უფრო დაბლი კალციუმის კარბონატის დისოტაციის ტემპერატურა, მით უფრო აქტიურია მიღებული კალციუმის ოქსიდი. თიხა შეიცავს სხვადასხვა მინარევებს. 100 0ჩ გახურებით. თიხა კარგავს სინესტეს, ხოლო 10000ჩ-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე კი წარმოიქმნება დიდი სიმტკიცის მქონე ახალი ქიმიური ნაერთი. კლინკერის გამოწვის დროს ხდება რთული გარდაქმნები. მიდის მრავალფაზიანი ქიმიური რეაქციები.
კლინკერის მისაღებად ნედლეულის კირქვას და თიხას უმატებენ მაკრომიქტირებელ დანამატებს. ამ დანამატებად იყენებენ მასალებს, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს რკინის ოქსიდს. ეს მაკროექტირებელი დანამატები ნედლეულის ნარევში შეაქვთ მცირე 1-5% რაოდენობით. კლინკერის გამოწვის სისწრაფე დამოკიდებულია მარცვლის ზომაზე. რაც უფრო მცირეა კლინკერის მარცვლის ზომა, მით უფრო სწარაფად ხდება კლინკერის გამოწვა. კლინკერის მიღება წარმოებს ორ მბრუნავ ღუმელში. მათი ზომაა Φ4X150მ. ღუმელი აღჭურვილია რეკუპერატორული მაცივრებით. ღუმელი დახრილია და ბრუნავს, ამიტომ შლამის გადაადგილება ხდება მექანიკურად. შლამი თანდათან შრება და ღებულობს ბურთულების (გრანულების) ფორმას. თიხის დეჰიდრატიციის და კირქვის დეკარბონიზაციის გამო, გრანულები ხდება ფორიანი. რეაქციის დაწყების შემდეგ გრანულა თანდათან მკვრივდება, ხოლო შეცხობის შემდეგ მცირდება მისი ფორიანობა და იძენს სიმტკიცეს. ღუმელის შრობის ზონაში შლამი დაეკვრის ჯაჭვებს და შრება. ჯაჭვები ხურდება აირის საშუალებით, ხოლო შლამი შრება გახურებულ ჯაჭვებთან შეხების გამო. გამოწვეის შემდეგ ხდება კლინკერის გაცივება მბრუნავ ღუმელებში. შეცხობის შემდეგ მიღებული კლინკერის სწრაფი გაცივება ხდება სპეციალურ მაცივრებში. გაცივების რეჟიმს აქვს დიდი მნიშვნელობა და წარმოადგენს ტექნოლოგიური ციკლის ერთ-ერთ ძირითად პროცესს, რადგან გაცივების არასწორი რეჟიმის დროს მიღებული პოტენციურად მაღალხარისხოვანი კლინკერი შეიძლება გადავაქციოთ დაბალხარისხიან მასალად, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს ცემენტის თვისებებზე, წარმოების და მშენებლობის ხარისხზე. გაცივების შემდეგ კლინკერს ინახავენ სილოსში, საიდანაც ხდება მისი ტრანსპორტირება ბურთულიან წისქვილებში ან სხვა ტიპის საფქვავში. საფქვავში ხდება კლინკერის სუფთა სახით ცემენტის დონემდე დაფქვა. დაფქვის პროცესში ემატება თაბაშირი (კალციუმის სულფატი) და აგრეთვე სხვა დანამატები, რაც დამოკიდებულია ცემენტის ტიპზე. კლინკერის დაფქვა და დამატების წარმოება ხდება მილის ცემენტის წისქვილებში, რომლის ზომებია 2.6X13 და 3.2X13. დაფქვის შემდეგ ცემენტის ტრანსპორტირება ხდება პრევმოტუმბოებით ცემენტ-სადენებით ცემენტის სილოსებში. დაფქვის წისქვილების წლიური სიმძლავრე შეადგენს 966000ტ. ცემენტს. ცემენტის წმინდა დაფქვის დროს მისი უმცირესი ზომის ნაწილაკები ეკვრის ამონაგზე და დამფქველ სხეულებზე, რაც ხელს უშლის წისქვილის ეფექტურ მუშაობას. ცემენტის დაფფქვის შემდეგ ცემენტი მიდის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხრახნისებრ მაცივარში. გაცივება წარმოებს გამდინარე წყლის საშუალებით, რომელიც ცემენტს არ ეხება. მზა ცემენტი ინახება ცალკეულ სილოსებში, რაც დამოკიდებულია ცემენტის ტიპსა და სიმტკიცის კლასზე. მზა პროდუქციის შესანახად საწარმოში არის 12 სასილოსე, რომლებიც უზრუნველყოფენ 25000ტ. ცემენტის შენახვას. მომხმარებელს პროდუქტი ეგზავნება სარკინიგზო ვაგონებით და ავტოცემენტმზიდებით. ცემენტის დაფასოება ხდება პოლიეთილენის პარკებში. დაფასოება ხდება საკარუსელო მანქანებით და მბრუნავი შესაფუთი დანადგარებით. ქარხანაში დიდი ყურადღება ენიჭება გამოშვებული პროდუქციის ხარისხს. ამ მიზეზით ხდება მთლიანი პროდუქციის წარმოების მონიტორინგი და კონტროლი. ცემენტის წარმოების კონტროლს ახორციელებს ცენტრალური ლაბორტორია ყველა ზღვარზე, რომლის შემადგენლობაში შედის ანალიტიკური ლაბორატორია, გამომცდელი დანაყოფები და საამქრო ლაბორატორიები. ლბორატორიები აღჭურვილია თანამდეროვე დანადგარებით. ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია გარემოს დაცვა. ქარხანაში მბრუნავ ღუმელებზე დამონტაჟებულმა ფილტრაციის სისტემამ, თანამედროვე მტვერდამჭერებმა გადაწყვიტა ჰაერის ცემენტის მტვრით დაბინძურების საკითხი. დაგროვილი მტვერი გააქვთ სპეციალურ ადგილას. დღეს გადაჭრილია ათწლეულობით არსებული ეკოლოგიური პრობლემა. წარმოების ეფექტურმა პროცესებმა, ალტერნატიულმა საწვავმა და მეორადი ნედლეულის გამოყენებამ, გამოიწვია კლიმატის დაცვა.
ავტორი: დავით მარიდაშვილი

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *