ეგვიპტის ტურიზმი

ეგვიპტის ტურისტული ატრაქციები
ეგვიპტის ტურისტული ატრაქციები

ეგვიპტე _ ეს არის პირამიდებისა და ყოვლისშემძლე ფარაონების, მდუმარე სფინქსისა და დიადი ნილოსის სიმბოლო. ეს არის ქვეყანა მითებისა და შთამბეჭდავი საიდუმლოებების, უძველესი ცივილიზაციის კერა, რომელმაც უძვირფასესი ძეგლები დაგვიტოვა. იგი ცნობილია მდიდრული და საოცრად ლამაზი ქვიშის პლაჟებით, წითელი ზღვის წარმოუდგენელად ლამაზი წყალქვეშა სამყაროთი, გიზის დიდებული პირამიდით, ნილოსის წმინდა მდინარით, ლუქსორის აკლდამით და უძველესი ცვილიზაციის სხვა მრავალი ძეგლებით.
გეოგრაფია, ფართობი და ქვეყნის ლანდშაფტი
ეგვიპტის რესპუბლიკა მდებარეობს აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და ნაწილობრივ სინაის ნახევარკუნძულზე აზიაში. ჩრდილოეთით შემოსაზღვრულია ხმელთაშუა ზღვით, აღმოსავლეთით _ წითელი ზღვით, სუეცის ყურით. სამხრეთით ესაზღვრება სუდანი, დასავლეთით _ ლიბია, ჩრდილო აღმოსავლეთით პალესტინა და ისრაელი. საერთო ფართობია 1001,4 ათასი კვ. კმ.
ეგვიპტის დასავლეთით მდებარეობს ლიბიის უდაბნოს პლატო, აღმოსავლეთით არაბეთის უდაბნოს ზეგანი, მათ შორისაა _ ხეობა და ნილოსი. ხეობის სიგრზეა 1200 კმ. სამხრეთ ნაწილს სინაის ნახევარკუნძულისა იკავებს მაღალი, რთულად მისასვლელი მთები.
Nნილოსის ნაყოფიერ ხეობაში, მოსახლეობის 90% დასახლებული. Qქვეყნის ძირითადი პეიზაჟი ერთი შეხედვით ერთფეროვანი უდაბნოა, სადაც არანაირი მცენარე არ იზრდება, გარდა რამოდენიმე შემნახული ოაზისისა. ხალხი ძირითადად ხმელთაშუაზღვის სანაპირო ზოლზე და აფრიკის მზრიდან, წითელი ზღვის სანაპიროზე სახლდება.
სამხრეთის სანაპიროზე, სუეცის არხიDან მოყოლებული თვალწარმტაცი სანახობა იშლება. სანაპირო ზოლზე გაყოლებული მარჯნის რიფები კი თითქმის ყველა მყვინთავისა და ტურისტისათვის საინტერესო ადგილია. Aსვანის მაღალი ჯებირები, ნილოსის ხეობაში მცხოვრებთ სეზონური ნაღრებისაგან იცავს. Eს დაბა მოსახლეობას ელექტრო ენერგიითაც ამარაგებს.

კლიმატი

ხმელთაშუაზღვის სანაპირო ზოლზე სუბტროპიკული კლიმატია, ხოლო ქვეყნის დანარცEნ ტერიტორიაზე უდაბნოს ტროპიკული ჰავაა. Aქ წვიმა ძალიან იშვიათად მოდის, ღრუბლიანი დღეები გამონკლისად ითვლება, ჰაერი ცხელი დაგამომშრალია.  ეგვიპტისათვის დამახასიათებელია საგრძნობლას მკვეთი ცვალებადი ტემპერატურე. მაგალითად, ქაიროში იანვარ-თებერვალში შუადღის ტემპერატურამ შესაძლოა 29 გრადუცამდეც კი მიაღწიოს, მაგრამ ღამით 0 გრადუსამდე და კიდევ უფრო დაბლა დავარდეს. იანვარში საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 14 გრადუსიადნ 17 გრადუსამდე მერყეობს, ხოლო ივლისში 26-დან 33 ცელსიუს გრადუსამდე. შემოდგომისას საკმაოდ არასასიამოვნო და შემაწუხებელი ბუნებრივი მოვლენა უტევს ეგვიპტეს. Aამ პერიოდში უდაბნოდან სამხრეთ-აღმოსავლური ქარი _ ხამსინი უმოწყალოდ უბრერავს. ხამსინი არაბულად “ორმოცდაათს” ნიშნავს. წელიწადში ზუსტად ამდენი დღე უბერავს ეგვიპტეში ეს შეუბრალებელი და ძალიან ცხელი ქარი. ხამსინის დროს ჰაერი 40 გრადუსამდეე ცხელდება დ აჰაერის ტენიანობა 10 პროცენტამდე კლებულობს. Xამსინის მოტანილი მტვერი ყველგან ატანს. მტვრით სავეს ქალაქს კი “ტალახიანი” წვიმაასუფთავებს და თან წაიყოლებს ხამსინის მოტანილ ქვიშის მტვერს.

მდინარეები და ტბები
ეგვიპტის ერთადერთი მდინარეა _ ნილოსი. ქვეყნის ტერიტორიაზე მისი სიგრძეა 1500 კმ. კალაპოტის სიგანე 500-900 მ-ია.
ტბები ეგვიპტეში ცოტა რაოდენობითაა: დელტას ტბა და ტბა ბირკეტ-კარუნი.

მცენარეთა და ცხოველთა სამყარო
ეგვიპტის ფლორისთვის დამახასიათებელია უხეში გადასვლა მდიდარი მცენერეების ოაზისიდან უდაბნოს მცენარეულობაზე. ლიბიისა და არაბეთის უდაბნო, ასევე სინას ნახევარკუნძული ძალიან ღარიბია მცენარეებით და შედგება მხოლოდ ბუჩქოვანი და ნახევრად ბუჩქოვანისაგან. ხოლო ნილოსის ხეობასა და სხვა დანარჩენ ოაზისებში ჭარბოს კულტურული მცენარეები. აქ იზრდება: ფინიკური პალმა, ფიქრის პალმა, სუბტროპიკული ნაყოფიერი ხეები.

ეგვიპტის ცხოველთა სამყარო ღარიბია, თუ არ ჩავთვლით ნილოსის ხეობას, სადაც ბინადრობს მრავალი სახეობის წყლისა და გუბის ფრინველი, როგორც მუდმივი მობინადრე ასევე ევროპული ქვეყნებიდან გამოსაზამთრებლად მოფრენილები.
ცხოველებიდან ბინდარობს: ტურა, მელია, გიენა და სხვა.

მოსახლეობა, დემოგრაფია
მოსახლეობის რაოდენობაა 62,36 მილიონი ადამიანი. საშუალო სიმჭიდროვეა 66 ადამიანი 1 კვ. კმ. 90%-ზე მეტი მოსახლეობისა ცხოვრობს ნილოსის ხეობასა და ფაიუმის ოაზისში ფართობზე, რომელიც მთელი ტერიტორიის 4 %-ს შეადგენს..
ეგვიპტის მოსახლეობა თავისი ნაციონალურობით ერთგვაროვანია. 98%-ს წარმოადგენენ ერთი არაბული წარმომავლობის ეგვიპტელები.
ლიბიისა და არაბეთის უდაბნოებში და ასევე სინას ნახევარკუნძულზე და დელტა ნილას აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ არაბული მომთაბარე და ნახევრადმომთაბარე ტომები _ ბედუინები. ასევე რაოდენობით ცოტა არიან: ალბანელები, ჩერქეზები, ქურთები, ებრაელები.

დედაქალაქი და დიდი ქალაქები
ეგვიპტის დედაქალაქია ქაირო (6.8 მლნ. ადამიანი). დიდი ქალაქებია : ალექსანდრია(3,577 ათასი ადამიანი), პორტ საიდი ( 460 ათასი დამიანი), ცუეცი ( 388 ათასი ადამიანი), ელ-გიზა (2144 ათასი ადამიანი)
ქაირო _ ეგვიპტის დედაქალაქი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი მსოფლიოში. ის დაარსდა არაბელი მცხოვრებლების მიერ VI საუკუნეში ჩვ. ერამდე. ახლა კი მასში გასაოცარი სახით ერწყმის ერთმანეთს ძველი ცივილიზაცია და თანამედროვეობა.. ქაირო წარმოადგენს კულტურულ და კომერციულ ცენტრს არაბული სამყაროსი, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთისა.

იგი არა მხოლოდ ეგვპტეში, არამედ მთელს აფრიკაში ყველაზე დიდ ქალაქად გვევლინება.Qქაირო იმ ადგილიდან მცირე დაშორებითაა განლაგებული სადაც 3 ათასი წლის წინ ძველი ეგვიპტის ულამაზესი ქალაქი მემფისი იდგა.
თანამედროვე ქაიროს ცენტრია ალ-ტახირას მოედანი, სადაც ქვეყნის სამთავრობო და სხვა მნიშვნელოვანი სამსახურები მდებარეობს. Aსევე, აქვეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ქაიროს მუზეუმი. Mუზეუმი 1858 წელს ფრანგმა ეგვიპტოლოგმა მარიეტმა დააარსა. მუზეუმში ძველი ეგვიპტის კულტურის ბევრი უძვირფასესი ექსპონატია დაცული, მათ შორისაა ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის ძვირფასეულობაც.
ნილოსის მარჯვენა სანაპიროზე განლაგებულია ერთერთი ყველაზე კომფორტაბელური და პრესტიჟული სასტუმრო `ჰილტონი~. ამ მოედანზე ტურისტების ყურადღებას იპყრობს ეგვიპტის ნაციონალური მუზეუმი სადაც ინახება მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ძველი ეგვიპტური და რომაულ-ბერძნული პერიოდის საგანძური. 155 ექსპონატს შორის ინახება ცნობილი განძი ფარაონ ტუტანხამონის აკლდამიდან.
ნილოსის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ძველი ქალაქი, მისი კვარტალები თითქმის არ შეცვლილან შუასაუკუნეებიდან მოყოლებული. აქ არის ცნობილი ბაზრები, სადაც იყიდება სუვენირები ტურისტებისთვის.
ქაიროს სიმბოლოდ ითვლება ალებასტრის მეჩეთი _ციტადელი, რომელიც XII ს-ში აშენდა. მის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს სულთან ხესანის მეჩეთი, XIV ს-ში აშენებული. იგი ერთერთი ყველაზე ლამაზი სახეა არაბული არქიტექტურისა. ტურისტებს იზიდავს დიდი ბაზარი ხან ელ-ხალილი, რომელიც დაარსდა XIV ს-ში. უნიკალურია ასევე პაპირუსების ინსტიტუტი, სადაც თავმოყრილია ნახატები ეპიზოდებისა ძველი ეგვიპტელების ცხოვრებიდან.
ალექსანდრია _ მეორე დიდი ქალაქი ეგვიპტეში, მდებარეობს 225 კილომეტრზე ქაიროდან ჩრდილო-დასავლეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსა და დელტა ნილაზე. ალექსანდრია დაფუძნებული იქნა ალექსანდრე მაკედონელის მიერ 332-331 წლებში ჩვ.წ.აღ. იგი იყო ეგვიპტის დედაქალაქი და ყველაზე მსხვილი ცენტრი ელინური კულტურისა და ასევე ადრეული ქრისტიანობისა. რბილი კლიმატი მთელი წლის განმავლობაში, ქვიაშიანი სანაპიროები იზიდავს ათასობით ტურისტებს. ქალაქი მდიდარია კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით.

ელ_მონტანას სასახლე _ ყოფილი საზაფხულო რეზიდენცია მეფეებისა _ მდებარეობს მაღალ ქედზე საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ალექსანდრიის სანაპიროსი. სასახლის გარშემო დიდ ფართობზე გაშენებულია არაჩვეულებრივი პარკი.
ალექსანდრიაში მდებარეობს ბერძნულ-რომაული მუზეუმი, სადაც ინახება დაახლოებბით ოთხი ათასი უძვირფასესი ექსპონატი. იგი დაარსდა 1891 წელს. განსაკუთრებულ ინტერეს იწვევს მონეტების კოლექცია, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის დროინდელია.
რომაული ამფითეატრი აღმოჩენილ იქნა კომ ელ-დეკას ადგილზე გათხრების შედეგად, რომის მუზეუმთან ახლოს. მას აქვს 12 მარმარილოს ტერასა. ისინი ქმნიან ნახევარწრეს და ერთადერთია ასეთი მოწყობილობის ეგვიპტეში.
ალექსანდრიაში სტუმრების განკარგულებაშია 20 სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო, მრავალრიცხოვანი სატრანსპორტო და ტურისტული სააგენტოები, ნაციონალური და ტრანსნაციონალური ბანკების განყოფილება, კაფეები, რესტორნები, კაზინოები და ღამის კლუბები.

პოლიტიკური მოწყობა
ეგვიპტე რესპუბლიკაა. მოქმედი კონსტიტუცია მიიღეს 11.09.1997 წ.
მეთაურია პრეზიდენტი. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ეროვნული ყრილობა (პარლამენტი), რომელიც ირჩევა 5 წლის ვადით.
რელიგია
სახელმწიფო რელიგიაა ისლამი, რომელსაც მიყვება მოსახლეობის 90%. რელიგია დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების ცხოვრებაზე. ქვეყნის კანონები დაფუძნებულია მუსლიმანური რწმენის ნორმებზე, თუმცა რამდენადმე შემსუბუქებული ფრომით. მოსახლეობის 10 % კოპტები არიან, რომლებიც მისდევენ ქრისტიანობას.
ენა
სახელმწიფო ენაა არაბული, მაგრამ დიდ ქალაქებსა და ცენტრებში ფართოდაა გავრცელებული ინგლისური ენა.

ტრანსპორტი
ეგვიპტის ტერიტორიაზე გადის მრავალი მნიშვნელოვანი საზღვაო თუ საჰაერო გზები. პირველხარისხოვან სავაჭრო-სატრანსპორტო და სტრატეგიულ მნიშვნელობას სუეცის არხი ატარებს. ყველაზე ხელსაყრელია ეგვიპტეში მოსახვედრად ჰაერის გამოყენება. ქაიროს საერთაშორისო აეროპორტი _ ქვეყნის მთავარი აეროპორტი, იღებს რეისებს მსოფლიოს უმეტესი აეროპორტებიდან. ნაციონალური კომპანია `ეგვპტ ეარ“ უზრუნველყოფს ყველა შიდა თუ საერთაშორისო რეისებს. ეგვიპტის სხვა აეროპორტებია: შარმ ელ შეიხი, ხურგადა, ლუკსორი, ასუანი, ალექსანდრია.

 ფულის ერთეული
ეგვიპტის ნაციონალური ფულის ერთეულია – ეგვიპტური ფუნტი. ვალუტის გადაცვლა შესაძლებელია ადგილობრივ მონეტებზე – პიასტერებზე. ერთი ეგვიპტური ფუნტი 100 პიასტრს უდრის. ღაც შეეხება ქაღალდის პიასტრებს მისი მხოლოდ 25 და 50-იან ნომინალები არსებობს, ხოლო მონეტები 5, 10 და 25-იანებია. ქაღალდის ფუნტების ნმინალები კი 1, 5, 10, 20, 50 და 100 იზრდება.

ტურისტული ფორმალობები და საბაზო საზღვრები.

ყველა უცხოელ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს სამგზავრო ვიზა საკონსულოში. ვარდისფერი სამგზავრო ვიზა თვის განმავლობაში მოქმედებს.
სავიზო სისტემა _ ტურისტები ერთ თვიან ვიზას პირდაპირ აეროპორტში მისვლისთანავე მიიღებენ. 14 წლამდე ბავშვებს, რომლებიც მშობლების პასპორტში არიან გატარებულნი ვიზის მიღება არ სჭირდებათ, ისინი ქვეყნის სტუმრობას მშობლების ვიზით შეძლებენ.

ტურიზმი

ეგვიპტე თითქმის ერთადერი მუსლიმანური ქვეყანაა, რომელიც ღიაა მასობრივი ტურიზმისთვის, რომელიც ერთ-ერთი ყველზე მომგებიანია სახელმწიფოსთვის. ალბათ ამიტომაც აქცევენ ტურიზმს განაკუთრებულ ყურადღებას.

ისტორიული ძეგლები

ეგვიპტის ისტორიული ძეგლები ძირითადად ფარაონების ეპოქის დროინდელია, მაგრამ ასევე გვხვდება სხვადასხვა კულტურის გამომხატველი ძეგლებიც: კოლოსი და სფინქსი, ამფითეატრები, ტაძრები და ბერძნული-რომაული სვეტები.

სფინქსი გიზას პირამიდების შესასვლელში დგას. Pპირამიდა ადამიანის თავით და ლომის ტანით უძველესი ეგვიპტური ქვის ძეგლია. თავდაპირველად მას გიგანტური თიხით დაფარული და მოხატული ზურგი ჰქონდა, მაგრამ ქარმა, წყალმა და ქვიშამ, რომელიც გიზასთვისაა დამახასიათებელი პირამიდას მთლიანად ჩამოაცალა. სფინქსი უძველეს დროში ფარაონების სამეფო განსასვენებელი იყო. ძეგლის ნაწილები ქაიროსა და ლონდონის მუზეუმშია განთავსებული.

ამოუცნობი და შთამბეჭდავი სამეფო მინდორი შესანიშნავად ინახავს თავის საიდუმლოს. Aქ წარმოდგენილია უდიდესი პირამიდები და განსასვენებლები, რომლებიც 26-მა ფარაონმა თავისთვის ააგო. Iგი უზარმაზარ მთებშია ჩაფლული, სადაც ტუტანხამონის, რამზეს დიდის და ტუტმოს III-ის გვამებია.

რამზეს II-ის უდიდესი ძეგლი სწორე დიმ ადგილას იდგა, სადაც ახლა რამზეს დიდის კოლიზეუმია (მემფისი) განთავსებული. რამზეს II-ისტაძარმა საუკუნეების განმავლობაში დიდი ცვლილებბი განიცადა. გამოთვლებმა აჩვენეს, რომ ქანდაკების თავდაპირველი სიმაღლე დაახლოებით 17 მეტრი, ხოლო წონა 1000 ტონა იყო.

ბერძნულ-რომაული ხანის ისტორიული ძეგლები:
ალექსანდრე დიდის მმართველობის დროს, როდესაც კლეოპატრა ტრაგიკულად აღესრულა, ბერძნებს სამნახევარი საუკუნი სგანმავლობაში მართავდა პტოლემიკების დინასტია. Kოლონიზაციის პერიოდში მმართველებმა საკუთარ ქვეყანაში ეგვიპტური კლულტურა და დიზაინი გადაიტანეს. მათი უდიდესი მემკვიდრეობა იყო ალექსანდრია, უძველესი სამყაროს სამკაული.

საოცარი, მაგრამ მიტოვებული პომპეუსის სვეტი 25 მეტრიანია, აშენებული წითელი გრანიტიტე, ბერძნული საძირკველით და რომაული თავით. Pომპეუსის სვეტს არაფერი აქვს საერთო თავის საკუთარ სახელთან. Iგი 292 წელს იმპერატორმა დიოკლიტიანემ ააშენა.
Pპომპეუსის სვეტი

ეს არის მეორე საუკუნეში გაშენებული ქვაბული, რომელიც 300-მდე ადამიანის გვამს იტევს. Yველაზე დაბალი დონე ახლა უკვე ჩაძირულია. ხვეულ კიბეს პირველ ორ სართულზე მივყავართ, სადაც ეგვიპტური, ბერძნული და რომაული სიმბოლოებით აღჭურვილი საბანკეტო დარბაზი და მთავარი საფლავია.

ერთ-ერთ ყველაზე თვალნათელ ღისშესანიშნაობა მთელი ეგვიპტისა არის გიზას პირამიდები, რომელიც 2690 წელს აშენდა ჩვენს ერამდე. მათ შორის ყველაზე დიდია ხეოფსის პირამიდა. ხეოფსის (ხუფუს) პირამიდა – შვიდი საოცრებიდან ერთერთი, ყველაზე დიდი პირამიდა.მისი მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო.პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ დღეს დღეობით ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლა სჭირდება იმას რომ შემოუარო ამ პირამიდას. ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიბტელებმა საოცარი არქიტექტორული ცოდნა გამოიყენეს, ეს კი იმაში გამოიკვეთება, რომ მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში.

შუათანაა ხოფრენის, ხოლო ყველაზე პატარაა მიკერენის. ეს არის ერთადერთი საოცრება შვიდ შორის რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. გიზას ცნობილი სფინქსი ფარაონის თავითა და ლომის ტანით წარმოადგენს ძველი
ეგვიპტის მეორე საოცრებას.

ძველი ქალაქები მემფისი და საკარა, რომლებიც მდებარეობს 20 მილის დაშორებით გიზადან სამხრეთით, ასევე სარგებლობენ ტურისტების ყურადღებით.
ძალიან საინტერესოა ლუქსორი, რომელიც იყო ეგვიპტის დედაქალაქი 2100_დან 750 წლამდე ჩვ.წ.აღ. და ეწოდებოდა ფივი. აქ არის შიშის მომგვრელი საფლავები, ძველი ტაძრების ნარჩენები, ქანდაკებების ნანგრევები. ტაძარი კარნაკა 200 წლის განმავლობაში შენდებოდა, დედოფალ ხატშეპსუტის ტაძარი, ტუტანხამონის საფლავი _ ეს ყველაფერი ამოწმებს ამ ძველი ცივილიზაციის ყოვლისშემძელეობასა და მარადიულობას.
ასუანი მდებარეობს 890 კმ-ზე სამხრეთით ქაიროდან. იგი ცნობილია ისეთი ისტორიული ძეგლებით როგორიცაა მავზოლეუმი აგა ხანის, აბუ სიმბელის უზარმაზარი ტაძარი, რომელიც 3.5 ათასი წლის წინ აშენდა, ფარაონ რამზეს II ის ეპოქაში. იგი განლაგებული 5 კმ-ის სიგრძეზე, სიმაღლე 11 მეტრია, სიგანე 1 კმ. იგი 17-ჯერ აღემატება ხეოფსის პირამიდას. ასუანიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ცნობილი სიძველის მუზეუმი, სადაც ინახება ძველეგვიპტური ხელოვნების ძვირფასი ნიმუშები
ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს არა მხოლოდ ეგვიპტის მდიდარი ისტორია და უნიკალური ძეგლები, არამედ გასაოცარი დასვენება წითელ ზღვაზე.
წითელი ზღვის სანაპიროზე განლაგებულია კურორტები: ხურგადა, ელ გუმა, შარმ ელ შეიხი. ყველა ტურისტს აქვს შესაძლებლობა სხვდასხვა ტიპის გართობის არჩევის: წყალქვეშა ცურვის მოყვარულებს შეუძლიათ დატკბნენ ზღვის მდიდარი სამყაროთი მისი საიდუმლოებებით მოცულ სიღრმეებში. თავგადასავლების მოყვარულებს შეუძლიათ იმოგზაურონ უდაბნოში, ამას გარდა მათ შუეძლიათ უბრალოდ დაისვენონ აუზებთან და სანაპიროზე. ტურისტების განკარგულებაშია უამრავი ბარი, ღამის კლუბი და დისკოთეკა.
ხურგადა _ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზღვაო კურორტი ეგვიპტეში _ მდებარეობს 450 კმ.ზე ქაიროს სამხრეთით. აქ მთელი წელი ანათებს მზე, დაუსრულებელი სანაპიროები გდაჭიმული უდაბნოს მთების ფონზე. სერფინგისთვის ხელსაყრელი ქარი, რომელიც ზღვის მხარეს ქრის, იზიდავს სერფინგის მოყვარულებს. აქვეა სუფთა ლაგუნები წყალქვეშა ცურვისთვის.
საფარა ნახევარი საათის სავალზეა ხურგადადან. იგი საუკეთესო ადგილია მყვინთავებისა და წყალქვეშ მცურავებისთვის.
ელ_გუნა _ თანამედროვე კურორტი, მდებარეობს 20 კმ. ზე ხურგადადან. იგი პრაქტიკულად ნახევარკუნძულია, რადგან მხოლოდ ერთი მხრიდანაა შემოსაზღვრული მთებითა და უდაბნოთი. მის გარშემო არაჩვეულებრივი ბუნებრივი ლაგუნებია, რომელთა შორისაა განლაგებული მყუდრო, კომფორტაბელური სასტუმროები.
შარმ ელ შეიხი _ ყველაზე ფეშენებელურ და ძვირადღირებულ კურორტად ითვლება ეგვიპტეში, მდებარეობს სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. მიუხედავად თანამედროვე სასტუმროების სიმრავლისა, მას მაინც შენარჩუნებული აქვს ბუნებრივი იერი: ლამაზი მთები და უდაბნო, ბრწყინავი ფირუზის ზღვა და მარჯნის რიფები.
ტურისტული გადაადგილებისთვის ნებართვა არ არის საჭირო, გამონაკლისია მხოლოდ ლიბიის, სუდანის და ისრაელის საზღვრების რაიონები და წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილის სანაპიროები.

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *