ბოლივიის ჰუმანური განვითარების ინდექსი

ბოლივია
ბოლივია

ჰუმანური განვითარების ინდექსი

ჰუმანური განვითარების ინდექსი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის წარმოადგენს ინდიცატორს მისი განვითარებისა. იგი აერთიანებს ისეთ საზომებს როგორიცაა: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, განათლების დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ჰუმანური განვითარების ინდექსი გაეროს მიერაა აღიარებული ადამიანური განვითარების განსაზღვის მთავარ საშუალებად. Hჰუმანური განვითარების ინდექსის მთავარი დანიშნულებაა განსაზღვროს ქვეყნის ადამიანური განვითარების დონე, რომელიც ასევე იმ ქვეყანათა ჯგუფს განსაზღვრავს რომელსაც ეს ქვეყანა მიეკუთვნება.ეს ჯგუფებია: განვითარებულ, განვითარებად და დაბალგანვითარებულ ქვეყანათა ჯგუფები. ზოგადად, “ჰუმანური განვითარება” ესაა კონცეფცია “გაერთიანებული ერების განვითარების” მიხედვით, ეხება ადამიანთა შესაძლებლობის ზრდის პროცესს, შემოსავლების ზრდას, დასაქმებას ჯანდაცვას, განათლების მიღების უკეთესი პირობების შექმნას და ა.შ.
ეს ინდექსი 1980 წელს შეიმუშავეს პაკისტანელმა ეკონომისტმა მაჰბუბ ილ ჰაქმა და სერ რიჩარდ ჯოლიმ. მას შემდეგ “გაეროს განვითარების პროგრამა” ყოველწლიურად თავის “ადამიანური განვითარების ანგარიშში” იყენებს ამ ინდექსს.
H ჰუმანური განვითარების ინდექსი ადგენს კრიტერიუმებს და გვიჩვენებს ამ კრიტერიუმების მიხედვით თუ რა საფეხურზეა ესა თუ ის ქვეყანა. Eეს ყველაფერი გამოსახულია მაჩვენებლით 0-დან 1-მდე.
1994 წელს ჰუმანური განვითარების ინდექსის ყოველწლიურ ანგარიშსს დაემატა კიდევ ერთი ფაქტორი __ გენდერული ფაქდორი და ქალთა შესაძლებლობების გაფართოების მაჩვენებელი. Mმას შემდგ ეს ფაქტორი ჰუმანური განვითარების ინდექსის შემადგენელი ნაწლია.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჰუმანური განვითარების ინდექსი შედგება 3 კომპონენთისგან.
1. Mმოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელიც ასახავს საშუალო მოსალოდნელი მუშაობის დროს ამა თუ იმ პიროვნების სიცოცხლის ხანგრძლივობას.
2. განათლების დონე. თუ როგორ იზომება ცოდნა ზრდასრულ მოსახლეობაში და გაერთიანება დაწყებით, საშუალო და უმაღლეს სასწავლებლების ჩარიცხვის საერთო კოეფიციენტი.
3. ცხოვრების დონე იზომება ნატურალური ლოგარითმით მთლიანი შიდა პროდუქტიდან ერთ სულ მოსახლეზე მყიდველობითი უნარის გათვალისწინებით ამერიკულ დოლარებში.

შემდეგ ხდება სამივე კომპონენტის გაერთიანება და გამოანგარიშდება რიცხვი რომელიც ხვდება 0-დან 1-მდე ინტერვალში

X-(მინიმალური)
——————————————————-
(მაქსიმალურს) – (მინიმალური)

ჰუმანური განვითარების ინდექსი გვაძლვს საშუალებას შევიქმნათ ძირითადი წარმოდგენა ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ.

ჰუმანური განვითარების ინდექსის მსოფლო მაშტაბით რუკაზე დატანით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებს შორის ცოვრების დონე ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ერთი შეხედვით ჰუმანური განვითარების ინდექსის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება ჩრდილო ამერიკიც ჩრდილოეთ ნაწილი, ევროპის დასავლეთი, ცენტრალური და სამხრეთ ნაწილი, აზიიდან მხოლოდ იაპონია და ავსტრალიის კონტინენტი. ჰუმანური განვითარების ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აფრიკაში და აზიის სამხრეთ რეგიონის ქვეყნებში ფიქსირდება.

ახლა კი, ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით განივხილავ ბოლივიის რესპუბლიკის მაგალითს.

ბოლივიის რესპუბლიაკა

ქვეყნის ეტიმოლოგია მომდინარეობს სამხრეთ ამერიკაში ანტი-ესპანური მოძრაობის ლიდერის სიმონ ბოლივარის პატივსაცემად, რომელიც ამ ქვეყნის პირველი პრეზიდენტიც იყო.
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში. ჩრდილოეთიდან და ჩრდილო აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთიდან არგენტინა, ხოლო სამხრეთიდან და სამხრეთიდან-დასავლეთიდან ჩილე და პერუ და სამხრეთ- აღმოსავლეთიდან პარაგვაი.
ქვეყნის დედაქალაქია ლა-პასი. ბოლივიის ფართობი შეადგენს 1 098 580 კვ.კმ. მას 27-ე ადგილი უჭირავს მსოფლიოს ქვეყნებს შორის ფართობის მიხედვით, ეთიოპიის შემდეგ. მისი საზღვრების საერთო სიგრძეა 6743 კმ. Bბოლივიის უმაღლესი მწვერვალია ვულკანი სახამა (6542მ), რომელიც მდებარეობს ორუროს დეპარტამენტში.
სახელმწიფო სისტემა ბოლივიაში არის განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი ევო მარალესი. შაკანონმდებლო ერგანო _ ორპალატიანი პარლამენტი და ადმინისტრაციულად იყოფა ცხრა დეპარტამენტად.
მოსახლეობა დაახლოებით 8 900 000(2003 წლის მონაცემებით). მათ შორისა 30% ესპანელ-ინდიელი, 30% კეჩუა, 25% აიმარა და 15% ევროპელი.
ქვეყანაში გამოცხადებულია სამი სახელმწიფო ენა : ესპანური, აიმარა და კეჩუა.
ბუნებრივი რესურსების მხრივ ბოლივიაში მოიპოვებენ : კალა, ბუნებრივი აირი, ნავთი, თუთია, ვოლფრამი, ვერცხლი, რიკინა, ტყვია, ოქრო, საშენი ხე-ტყე.
აწარმოებს ბუნებრივი აირის, ნავთობის, ტყვიის, ვერცლის, ოქროს, ყავის და შაქრის ექსპორტს. ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე არის 900 აშშ დოლარი.
ეროვნული ერთეული : ბოლივიანო.
Bბოლივიის რესპუბლიკას აღმოსავლეთიდან მაღალმთიანი ზომნა ესაზღვრება. ესაა ანდების მთათა სისტემა, დასავლეთიდან კი ამაზონიის აუზი(ეს აუზი კი ‘’მსოფლიოს ფილტვების’’ სახელითაა ცნობილი). ქვეყნის უდიდესი მწვერვალია ნევადო საქამა 6542მ.
Bბოლივიის უდიდესი მდინარეებია : ბენი – რომელის ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. Mმისი სიგრძეა 1500კმ. სათავეს იღებს ანდებისმთების განშტოებაზე. Lლა-პასის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ერთვის მდინარე მამორეს და ერთობლივად სათავეს უდებენ მდინარე მადეირას – ამაზონიის უდიდეს მარჯვენა შენაკადს.
Dდესაგუედრო – ერთადერთი მდინარე, რომელიც გამოედინება ტიტიკაკას ტბიდან. Mდებარეობს პერუსა და ბოლივიის ტერიტორიაზე. Gამოედინება ტბის სამხრეთ ნაწილიდან და ერთვის პოოპოს ტბას.
Mდინარე-დე-დიოსი – პერუსა და ბოლივიის ტერიტორიაზე მდებარეობს. Mმდ. Bბენის მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს პერუს ანდებში.
ბოლივისს რესპუბლიკის კლიმატი შემდეგნაირია : ნოემბრიდან მარტის ჩათვლით ამინდი თბილი და ტენიანია და ამ პერიოდსი ქვეყანში ზაფხულია. აპრიდლიდან ოქტომბრის ჩათვლით კი ამინდი მშრალი და ტენიანია ამ დროს აქ არის ზამთრის თვეები. ამ პერიოდში ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში შესაძლოა ტემპერატურა 0-ს ქვემოთაც დაფიქსირდეს. ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან კი მთელი ზამთრის მანძილზე უღრუბლო ამინდი ფიქსირდება.
B ბიოლივიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის მრავალი ადგილი რომელის საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისით. მაგალითად, არის ასეტი ადგილი სახლელწოდებით ცალ ორკო, სადაც დაფიქსირებულია დინოზავრის ნაკვალევი, რომელიც დაახლოებით 68 მილიონი წლისაა. Mმეცნიერები ვარაუდობენ, რომ იმ დროს ნაკვალევის ადგილზე იყო ტბა,სადაც დინოზავრები მიდიოდნენ.
A ასევე,Aცალარ დე უგუნი, რომელიც არის ყველაზე დიდი ბუნებრივი სარკე მსოფლიოში. Iგი წარმოადგენს უდიდეს მარილის მარაგს. Eეს ტერიტორია წვიმების სეზონის დროს მთლიანად სარკედ იქცევა ხოლმე.
არ შეიძლება არ აღინიშნოს ტიტიკაკას ტბა, რომელიც მდებარეობს პერუსა და ბოლივიის საზღვარზე. Iგი მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ტბაა ზღვის დონიდან (3812 მ.) ამავე დროს ტიტიკაკა სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი და ღრმა ტბაა(281 მ). ეს ტბა ანდების ზეგანზე მდებარეობს. ტბა გამოირჩევა იმითაც, რომ მასში 41 კუნძულია, რომელთაგან ზოგიერთი დასახლებულია, ზოგიც კი თავად ახალმოსულების მიერაა შექმნილი. მათ ლერწმისგან აშენებენ.

Hჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით ბოლივია მსოფლიოს ქვეყნებს შორის 113 ადგილზეა მსოფლიოში. იგი მიეკუთვნება განვითარებად ქვეყანათა ჯგუფს. Fდღესდღეობით მისი ჰუმანური განვითარების ინდექსის მაჩვენებელია 0,729. ტენდენციის მხრივ კი ეს მაჩვენებელი გაზრდილია 0,519 – დან 0,729 – მდე. 0,519 დაფიქსირდა 1975 წელს. Mმის შემდეგ ინდექსის მაჩვენებელი ყოველი ხუთი წლის შემდეგ დაახლოებით 0,45-ით იმატებდა. ტენდენციის მიხედვით მისი განვითარების აღმასვლა სქემაზე ასე ჩანს.
(ცხრილი #1)

2008 წლის მონაცემების მიხედვით ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედ¬ვით ბოლივიის მეზობლები არიან ჰონდურასი და გაიანა.
Pპირველი კრიტერიუმის მიხედვით სიცოცხლის მოსალოდენელი საშუალო ხანგრძლივობა ბოლივიაში არის 65.4 წელი.
განათლების საშუალო დონის მაჩვენებელი 15 წელს ზემოთ მოსახლეობაში პროცენტულად 90.7%-ია.
მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით ინდექსის მაჩვენებელია 4.206 აშშ დოლარი.
HPI ანუ სიღარიბის ინდექსის მაჩვენებელია 11.6.
A ახლა დავახასიათებ ბოლივიის მეზობელ ქვეყნებს ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით. Hჰონდურასი_ იგი 112 ადგილზე დგას და მისი ინდექსის მაჩვენებელია 0.732. სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა 72 წელია. Mმოზრდილების განათლების დონე 15-წელს ზემოთ 83.6%. მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით კი მაჩვენებელი ასახავს 3.796 აშშ დოლარს. Aმის მიხედვით თუ ვიმსჯელებ, ბოლივიასა და ჰონდურას შორის განსხვავება არაა მკვეთრი,გარდა სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობისა.
რაც შეეხება ბოლივიის შემდეგ მდგომ ქვეყანას გაიანას. Mმისი ჰუმანური ინდექსის მაჩვენებელია 0.729. ამ ორ ქვეყანას თანაბარი ჰუმანური განვითარების ინდექსის მაჩვენებელი აქვთ. გაიანაში სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა 66.5 წელია. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2.782 აშშ დოლარს შეადგენს. Aამ მაჩვენებლების მიხედვით ბოლივიასა და გაიანას შორის უფრო მკვეთრი განსხვავება შეინიშნება ვიდე ბოლივიის წინ მდგომ ქვეყანას შორის. სხვა მაჩვენებლების მიხედით შეიძლება ისინი უფრო მსგავსნი იყვნენ ერთმანეთის.
Aახლა განვიხილავ ბოლივიის სახმელეთო მეზობლების ჰუმანური განვითარების ინდექსს.
Mმისი ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ მეზობელი ბრაზლია 75-ე ადგილზეა. ჰუმანური განვითარებბის ინდექსის მაჩვენებელია 0.813. სიცოცხლის მოსალოდენელი საშუალო ხანგრძლივობა 72.2 წელია. განათლების დონე 15 წელს ზემოთ მოსახლეობში არის 90.0%. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 9.567 აშშ დოლარი. სიღარიბის მაჩვენებელია 8.6. Bბოლივიასა და ბრაზილიას შორის განსხვავება ჰუმანური განვითარების მიხედვით დიდია მიუხედავად მათი ერთ რეგიონში მდებარეობისა.
Bბოლივიის სამხრეთ მეზობელი არგენტინა 49-ე ადგილზეა ინდექსის მიხედვით. ინდექსის მაჩვენებელია 0.866. მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობაა 75.2 წელი. Gგანათლების დონა არის 97.6. მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე 13.238 აშშ დოლარს შეადგენს. სიღარიბის მაჩვენებელია 3.7. Aამ მაჩვენებლების მიხედვით ბოლივიასა და არგენტინას შორის განსხვავება დიდია,მაგრამ არგენტინა და ბრაზილია უფრო მსგავსები არიან ჰუმანური განვითარების მიხედვით ბოლივიასთან შედარებით.
Bბოლივიის დასავლეთ მეზობელი პერუ 78-ე ადგილზეა ჰუმანური განვითარების ინდექსის მაჩვენებლის მიხედვით. Mმისი ინდექსი შეადგენს 0.806-ს. სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობაა 73 წელი. განათლების დონის მაჩვენებელი შეადგენს 89.6%. მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 7.836 აშშ დოლარს შეადგენს. სიღარიბის პროცენტული მაჩვენებელია 10.2.
Uპარაგვაი მდებარეობს ბოლივიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ჰუმანური განვითარების ინდექსის მაჩვენებლის მიხედვით იგი 101-ე ადგლლზეა. Mმისი ინდექსი შეადგენს 0.761 ურუგვაის მოსახლეობისთივს სიცოცხლის მოსალოდენლი საშუალო ხანგრძლივობაა 71..7 წელი. ზრდასრული მოსახლეობის განათლების დონე პროცენტულად 94.9-ის ტოლია. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ტოლია 4.433 აშშ დოლარისა. Aასე,რომ პარაგვაი და ბოლივია განვითარების სხვადასხვა დონეზე არიან.
და ბოლოს, ჩილე. იგი 44-ე ადგილზეა ჰუმანური განვითარების ინდექსის მაჩვენებლის მიხედვით და ეს მაჩვენებელია 0.878. მოსახლეობის საშუალო მოსალოდნელი სიცოცხლის ცხანგრძლივობაა 78.5 წელი. განათლების დონე მოზრდილ მოსახლეობაშD არის 96.5%. და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით არის 13.880 აშშ დოლარი.
როგორც ჩანს, ბოლივიის რესპუბლიკა მის სახმელეთო მეზობლებს შორის ყვლეაზე დაბალი ჰუმანური განვითარების ინდექსის მაჩვენებელი აქვს. Mმისი სახმელეთო მეზობლები მიეკუთვენებიან განვითარებულ ქვეყანათა რიცხვს, ბოლივია კი საშუალო კატე¬გორიაა. Dინტერესს იწვევს ის ფაქტი, თუ რატომაა მხოლოდ ეს ქვეყანა შედარებით ჩამორჩენილი მის სახმელეთო მეზობლებს შორის, რა იყო ამის მიზეზი ? ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ, ბოლივია არის ჩაკეტილი ქვეყანა, ანუ მას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, მისი მეზობლებისგან განსხვავებით. Bბოლივიის სახმელეთო მეზობლებს შორის მხოლოდ პარაგვაია ჩაკეტილი ქვეყანა. სამხრეთ ამერიკი კონტინენტზე კი სამი ჩაკეტილი ქვეყანაა : ბოლიბია, პარაგვაი და ურუგვაი.
ახლა კი დავახასიათებ ბოლვიის რესპუბლიკის ჰუმანური განვითარების ინდექსის სხვა ფაქტორების აღწერაზე. მოზრდილებში ავადმყოფობის მაჩვენებელია 9.3%. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში წონის ნაკლებობის პრობლემა შეადგენს 8%-ს. სუფთა წყლის გამოყენების მაჩვენებელი პროცენტულად კი 14%-ია. ამ მაჩვენებლების მიხედვით თუ ვიმსჯელებ, მე ვფიქრობ რომ ბოლივიის რესპუბლიკაში ნორმალური მდგომარეობაა, მრავალ ქვეყანასთან შედარებით.
გენდერული ბალანსის მიხედვით ბოლივიაში მაგალი მაჩვენებელლია 99.8%, რაც კარგი მაჩვენებელია.
ემიგრანტების პროცენტული წილი ბოლივაში დაბალია 4.3% რაც ალბათ იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ ამ ქვეყანაში ჰუმანური განვითარების ინდექსის დაბალი მაჩვენებელია მის მეზობელ ქვეყნებთან შედარებით.
ემიგრანტების ძირითადი ნაკადი მიდის ლატინური ამერიკაში და კარიბის კუნძულებზე ამის პროცენტული მაჩვენებელი კი 70.5%. ეს მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რომ ბოლივიის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი არა კმაყოფილი თავიანთ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით და ეძებს უკეთეს საცხოვრებელ ადგილს.
ბოლივიის ემიგრანტების რაოდენობა შეადგენს 114 ათასს, და ბოლივიაში მიგრანტების პროცენტული წილია 1.2% მთლიანი მოსახლეობისა.
ფულადი გზავნილების რაოდენობა ბოლივიის რესპუბლიკაში შეადგენს 927 მილლიონ აშშ დოლარს და ფულადლი გზავნილებით კაპიტალდაბანდება 97 აშშ დოლარს.
ბოლივიის მეზობელ ქვეყნებში კი შემდეგი მდგომარეობაა. ჯერ განვიხილავ ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით მის მეხობელ ქვეყნებს ჰონდურასსა და გაიანას.
ჰონდურასის ჰუმანური განვითარების გენდერული მაჩვენებელი შეადგენს 98.4%.
ემიგრანტების პროცენტული მაჩვენებელია 5.3 და მათი ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთ ამერიკაში მიემგზავრება. პროცენტულად 81%. ქვეყანაში ჩასული მიგრანტების რაოდენობაა 26.3 ათასი ადამიანი და ისინი შეადგენენ მთელი მოსახლეობის 0.4%. ფულადი გზავნილები შეადგენს 2.625 მილლიონ აშშ დოლარს და კაპიტალდაბანდება ფულადი გზავნილებით არის 369 აშშ დოლარი.
ბოლივიის შემდგომ მდგომი ქვეყნის გაიანას მდგომარეობა ასეთია : სუფთა წყლის გამოყენების მაჩვენებელია 7 და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში წონის პრობლემები 14 პროცენტს შეადგენს. გენდერული მაჩვენებლის მიხედვით 98.9%. ემიგრანტების რაოდენობა მაღალია 33.5% და მათი ძირითადი ნაწილი მიემგზავრება ჩრდილოეთ ამერიკაში და ეს პროცენტულად 78.6. გაიანაში ჩასული მიგრანტების რაოდენობაა 10 ათასი და მთელი მოსახლეობის 1.3%-ს შეადგენს. ფულადი გზავნილები ქვეყანაში არის 278 მილიონი აშშ დოლარი და კაპიტალდაბანდება ამ ფულადი გზავნილებით არის 377 აშშ დოლარი.
ახლა გადავიდეთ ბოლივიის რესპუბლიკის სახმელეთო მეზობლების დახასიათებაზე :
ჩილეს შემთხვევაში სიღარიბის მაჩვენებელი არის 3.2. სუფთა წყლის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელია 5% და 5 წლამდე ასაკის ბსვშვებში წონის პრობლემები აღინიშნება 1%-ზე. გედერული ბალანსის მაჩვენებელი შეადგენს 99.2%. ემიგრანტების რაოდენობა 3.3% ქვეყნის მოსახლეობისა და მათი 50.1% ლათინურ ამერიკასა და კარიბის აუზის ქვეყნებში მიემგზავრება. ქვეყანაში ჩასული მიგრანტების რაოდენობა 231.5 ათასი ადამიანია და ჩილეს მოსახლეობის 1.4%-ს შეადგენენ. ფულადი გზავნილები ქვეყანაში 3 მილიონ აშშ დოლარს აღწევს და კაპიტალდაბანდება ფულადი გზავნილებით არაა.
ბოლივიის სამხრეთ მეზობლის არგენტინის სმონაცემები ასეთია. სუფთა წყლის გამოყენების საშუალებაა 4 და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში წონის პრობლემების მაჩვენებელია 4. გენდერული ბალანსის მაჩვენებელი 99.5%. ემიგრანტების რაოდენობაა 1.6% და მათი ძირითადი ნაწილი მიედინება ლათინურ ამერიკასა და კარიბის აუზის ქვეყნებში,ეს მაჩვენებელია 34.6% ემიგრანტებისა. არგენტინაში ჩასული მიგრანტების რაოდენობაა 1.494 ათასი ადამიანი და შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 3.9%. ფულდაი გზავნილების რაოდენობაა 604 მილიონი აშშ დოლარი და კაპიტალდაბანდება ფულადი გზავნილებით არის 15 აშშ დოლარი.
ბოლივიის სამხრეთ-აღმოსავლეთ მეზობლის პარაგვაის ჰუმანური განვითარების ინდექსის გენდერული ფაქტორის მაჩვენებელი 99.8%-ია. ემიგრანტი მოსახლეობის მაჩვენებელია 6.9% და მათი დიდი ნაწილი მიემგზავრება ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ეს მაჩვენებელია 87.4%.მიგრანტი ადამიანების რაოდენობაა 168.2 ათასი ადამიანი და პროცენტულად შეადგენენ 2.8%-ს. ფულადი გზავნილების რაოდენობაა 496 მილიონი აშშ დოლარი, გზავნილების კაპიტალდაბანდებაა 77 აშშ დოლარი.
პერუს მაგალითის შემთხვევაში მდგომარეობა ასეთია : სუფთა წყლის გამოყენების მაჩვენებელია 16% და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში წონის პრობლემები აღინიშნება 8%-ში. გენდერული ბალანსის მაჩვენებელია 99.7%. ემიგრანტების პროცენტული მაჩვენებელია 2.7% და მათი 41.3% მიემგზავრება ჩრდილოეთ ამერიკაში. მიგრანტი მოსახლეობის რაოდენობაა 41.6 ათასი ადამინი და ქვეყნის მოსახლეობის 0.1 % -ს შეადგენს. ფულადი გზავნილების რაოდენოა აშშ დოლარებში არის 2.131 და გზავნილებით კაპიტალდაბანდება არის 76 აშშ დოლარი.
და ბოლოს ბრაზილია, ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ მეზობელი ბოლივიისა. სუფთა წყლის გამოყენების შესაძლებლობა 9. Dა წონის პრობლემები 5 წლამდე ასაკის ბავშვებში არის 6. გენდერული ბალანსის მაჩვენებელია 99.7%. ემიგრანტი მოსახლეობის პროცენტული წილია 2.7% და მათი დიდი ნაწილი მიემგზავრება აზიაში და ეს პროცენტულად 30.4%-ია. მიგრანტი მოსახლეობის რაოდენობაა 686.3 ათასი ადამიანი და მთლიანი მოსახლეობის 0.4%-ს შეადგენენ. ფულადი გზავნილების რაოდენობაა 4.382 მილიონი აშშ დოლარი და კაპიტალდაბანდება გზავნილებით არის 234 აშშ დოლარი.
მე პირადად ბოლივიის რესპუბლიკას და ჩემს ქვეყანასთან ერთად წარმატებას და განვითარებულ ქვეყნების სიაში მიღწევას ვუსურვებ უახლოეს მომავალში.

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *